ოქმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის კონსულტაციების შესახებ
მიღების თარიღი 15.05.1997
ძალაში შესვლა 15.05.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000032
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 12/12/1997
დოკუმენტის ტექსტი
ოქმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის კონსულტაციების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.PlainTextChar { }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ოქმი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის კონსულტაციების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,
- სურთ რა გააღრმავონ და გაამრავალფეროვნონ ურთიერთობები საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის,
- სურთ რა განავითარონ მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების, ჰელსინკის დასკვნითი აქტის, პარიზის ქარტიის ახალი ევროპისათვის და ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის სხვა დოკუმენტების დებულებების შესაბამისად,
- ხაზს უსვამენ რა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის სხვადასხვა დონეებზე ინფორმაციისა და და კონსულტაციების გაცვლის მნიშვნელობას ერთობლივი ინტერესების საკითხებზე, შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მხარეები ითანამშრომლებენ ოფიციალური ვიზიტების, სამუშაო ვიზიტების, კოლოქვიუმების მომზადებისა და ჩატარების საქმეში ყველა, მათ შორის საპარლამენტო დელეგაციების გაცვლის დონეზე.
მუხლი 2🔗
მხარეები პერიოდულად გამართავენ კონსულტაციებს საქართველო-იტალიის ურთიერთობების განვითარების მიზნით, სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობისათვის სამართლებრივი ბაზის შექმნისათვის საერთო ინტერესების მქონე საერთაშორისო პრობლემების გადასაწყვეტად.
კონსულტაციების მიზნები შემდეგია:
- პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ტექნიკურ და მეცნიერულ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის განვითარება და გაფართოება;
- სხვა ქვეყნებში მხარეების დიპლომატიურ მისიებსა და დელეგაციებს შორის თანამშრომლობა, ისევე როგორც გაეროს, ეუთოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფორუმების ფარგლებში;
- მხარეების მოქალაქეებს შორის მგზავრობისა და გაცვლების ხელშეწყობის მიზნით საკონსულო სფეროში თანამშრომლობა;
- ერთობლივი ინტერესების პრობლემათა მოგვარება.
მუხლი 3🔗
მხარეები ნაცვალგების საფუძველზე განახორციელებენ ინფორმაციის გაცვლას, თავიანთი ქვეყნების პარლამენტებისა და მთავრობების საქმიანობის შესახებ, თავიანთი სახელმწიფოების საგარეო და საშინაო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებზე, ისევე როგორც საერთაშორისო აქტუალობის ცენტრალური პრობლემების გადაჭრის შესაძლო საშუალებების თაობაზე.
მუხლი 4🔗
მხარეების საგარეო საქმეთა მინისტრების და სამინისტროთა წარმომადგენლების შეხვედრები შედგება მინიმუმ ერთხელ წელიწადში მონაცვლეობით ერთი ან მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე ან სხვადასხვა საერთაშორისო და ევროპული შეხვედრების დროს.
მხარეები მოაწყობენ კონსულტაციებს შესაბამის სამმართველოებსა და დეპარტამენტებს შორის და საჭიროების შემთხვევაში შექმნიან მიზნობრივ საექსპერტო და მუშა ჯგუფებს.
მუხლი 5🔗
მხარეები წაახალისებენ თანამშრომლობას ორი ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიური პროფილის დაწესებულებებს შორის კადრების მომზადებისა და კვლევის საქმეში.
მუხლი 6🔗
წინამდებარე ოქმი ძალაში შედის მისი ხელმოწერისთანავე და იმოქმედებს ორი წლის განმავლობაში. ვადის გასვლის შემდეგ იგი ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ორი წლით, თუკი ერთ-ერთი მხარე წერილობით, ორწლიანი ვადის გასვლამდე ექვსი თვით ადრე არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავისი განზრახვის შესახებ ოქმის გაუქმების თაობაზე.
ამის დასტურად, შესაბამისად, უფლებამოსილი პირები ხელს აწერენ წინამდებარე ოქმს.
შესრულებულია ქ. რომში, 1997 წლის 15 მაისს, ორ ეგზემპლარად ქართულ და იტალიურ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.
საქართველოს მთავრობის სახელით იტალიის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
ხელმოწერილია ხელმოწერილია