შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ

მიღების თარიღი 09.11.1994
ძალაში შესვლა 03.08.1996
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000034
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 13/12/1997
matsne.gov.ge 1,829 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.11.1994 მიღება
03.08.1996 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.karixml, li.karixml, div.karixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.karisataurixml, li.karisataurixml, div.karisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში ,,ხელმომწერ მხარეებად“ წოდებულნი, სურთ რა, ორივე სახელმწიფოს ურთიერთხელსაყრელობის შესაბამისად გრძელვადიან საფუძველზე განავითარონ ერთმანეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა, აქვთ რა მიზნად, შექმნან ხელსაყრელი პირობები ერთი ხელმომწერი მხარის ინვესტორების ინვესტიციებისთვის მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე. აღიარებენ რა, რომ ინვესტიციების წახალისება და დაცვა წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე,ხელს შეუწყობს საქმიანი ინიციატივის განვითარებას ამ სფეროში, შეთანხმდენ შემდეგზე; კარი 1 განსაზღვრებები წინამდებარე შეთანხმებაში: 1. ,,ინვესტიცია“ ნიშნავს ყველა სახის ქონებრივ ფასეულობას და, კერძოდ (თუმცა არასრულად), მოიცავს: ა) მოძრავ და უძრავ ქონებას და ისეთ ქონებრივ უფლებებს, როგორიცაა გირაოდ გაცემა, გირაოდ აღება, თამასუქი; ბ) საკომპანიო წილებს და აქციებს ან გრძელვადიან ობლიგაციებს კომპანიაში და ყველა სხვა სახის მონაწილეობას კომპანიაში; გ)მოთხოვნებს ფულზე ან კონტრაქტით გათვალისწინებულ ნებისმიერ ეკონომიკური ღირებულების მქონე საქმიანობაზე,აგრეთვე ინვესტიციებთან დაკავშირებულ სესხებს; დ) უფლებებს ინტელექტუალურ და სამრეწველო საკუთრებაზე, პატენტებს, სავაჭრო ნიშნებს, ტექნიკურ პროცესებს, ნოუ-ჰაუს, ცნობილი კომპანიის სახელს და ნებისმიერ სხვა მსგავს უფლებებს; ე) კანონმდებლობით განსაზღვრულ საქმიან კონცესიებს, მათ შორის კონცესიებს ბუნებრივი რესურსების კვლევა-ძიებას, ათვისებას, მოპოვებასა და გამოყენებაზე; ვ) საქონელს, რომელიც საიჯარო შეთანხმებით იმყოფება მოიჯარის განკარგულებაში ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე, მისი კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად. იმ ფორმის შესაძლებელი შეცვლა, რომელშიც განხორციელებულ იქნა ინვესტიციები, არ შეცვლის მათი, როგორც ინვესტიციების, მნიშვნელობას. 2. ,,ამონაგები“ ნიშნავს ინვესტიციების მიერ წარმოქმნილ თანხებს და, კერძოდ, მოიცავს (მაგრამ ამით არ შემოიფარგლება): მოგებას, პროცენტს, კაპიტალნამატს, დივიდენდებს, როიალთის და ჰონორარებს. 3. ,, ინვესტორი“, თითოეული ხელმომწერი მხარის მიმართებით, ნიშნავს: ა) ფიზიკურ პირებს, რომელთაც გააჩნიათ ხელმომწერი მხარის მოქალაქეობა მისი კანონმდებლობის შესაბამისად, ბ) ხელმომწერი მხარის შესაბამისად შექმნილ იურიდიულ პირებს. 4. ,,ტერიტორია“, თითოეული ხელმომწერი მხარის მიმართებით, ნიშნავს მისი სუვერენიტეტის ქვეშ მყოფ ტერიტორიას ტერიტორიული ზღვის და, აგრეთვე, წყალქვეშა შელფის ჩათვლით,რომელსაც მართავს ხელმომწერი მხარე საერთაშორისო სამართლის, სუვერენული უფლებებისა ან იურისდიქციის შესაბამისად. კარი 2 ინვესტიციების წახალისება და დაცვა 1. თითოეული ხელმომწერი მხარე წაახალისებს მეორე ხელმომწერი მხარის ინვესტორების ინვესტიციებს თავის ტერიტორიაზე და აღიარებს მათ თავისი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ხელმომწერი მხარის ინვესტორების ინვესტიციები ყოველთვის ისარგებლებენ სამართლიანი და თანასწორი მოპყრობით და ექნებათ სრული დაცვა და უსაფრთხოება მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე. ყოველი ხელმომწერი მხარე უზრუნველყოფს, რომ მის ტერიტორიაზე არსებული მეორე ხელმომწერი მხარის ინვესტორთა ინვესტიციების მართვა, შენახვა, გამოყენება, ფლობა ან უგულებელყოფა არასგზით არ დაექვემდებარება არასამართლიან და დისკრიმინაციულ ღონისძიებებს. 3. ინვესტიციებიდან ამონაგები და რეინვესტირების შემთხვევაში წარმოქმნილი შემოსავალი ისარგებლებს იმავე დაცვით, როგორც საწყისი ინვესტიციები. 4. ყოველი ხელმომწერი მხარე დაიცავს ყველა სხვა ვალდებულებას, რომელიც მან თავზე აიღო მეორე ხელმომწერი მხარის ინვესტორების ინვესტიციებთან დაკავშირებით. კარი 3 ინვესტიციებისადმი მოპყრობა 1.ყოველი ხელმომწერი მხარე მეორე ხელმომწერი მხარის ინვესტორების მიერ მის ტერიტორიაზე განხორციელებულ ინვესტიციებს მიანიჭებს არანაკლებ რეჟიმს, ვიდრე იგი ანიჭებს თავისი ინვესტორების ან რომელიმე მესამე სახელმწიფოს ინვესტორების ინვესტიციებს შორის უფრო უპირატესს.  2. ყოველი ხელმომწერი მხარე მეორე ხელმომწერი მხარის ინვესტორებს, მის ტერიტორიაზე განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებულ სამუშაოსთან მიმართებით, მიანიჭებს არანაკლებ რეჟიმს, ვიდრე იგი ანიჭებს თავის ან რომელიმე მესამე სახელმწიფოს ინვესტორებს შორის უფრო უპირატესს. 3. ამ კარის 1-ლი და მე-2 პუნქტების დებულებები არ ავალდებულებენ ერთ ხელმომწერ მხარეს მეორე ხელმომწერ მხარეზე გაავრცელონ რომელიმე რეჟიმის,პრეფერენციის ან პრივილეგიის უპირატესობა, რომლებიც გამომდინარეობს: ა) რომელიმე არსებულ ან პერსპექტივაში მყოფ საბაჟო კავშირში, რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეკრულებას, თუ მსგავს საერთაშორისო შეთანხმებაში მისი მონაწილეობიდან, ან ბ) რომელიმე საერთაშორისო შეთანხმებისა თუ ხელშეკრულებიდან, რომელიც მთლიანად ან ძირითადად დაკავშირებულია დაბეგვრის საკითხებთან. კარი 4 ექსპროპრიაცია 1. ერთი ხელმომწერი მხარის ინვესტორების მიერ ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე განხორციელებული ინვესტიციები არ დაექვემდებარება ექსპროპრიაციას, ნაციონალიზაციას ან ისეთ ღონისძიებას, რომელიც თავისი შედეგებით შეიძლება გაუტოლდეს ექსპროპრიაციას ან ნაციონალიზაციას (შემდგომში „ექსპროპრიაციად „ წოდებულნი), იმ შემთხვევების გარდა, როდესაც საზოგადოების ინტერესების შესაბამისად და კანონმდებლობის სრული დაცვით არადისკრიმინაციული გზით ხდება სწრაფი, ჯეროვანი და ეფექტური კომპენსაციის გადახდა. ასეთი კომპენსაცია შეადგენს ამ ინვესტიციების საბაზრო ღირებულებას იმ დროისათვის, როდესაც ღონისძიება მიღებულ იქნა ან ამ ღონისძიების შესახებ საზოგადად გახდა ცნობილი( რომელიც უფრო ადრე მოხდა) და მან უნდა მოიცვას ექსპროპრიაციის თარიღიდან გადახდის თარიღამდე გამომუშავებული ნორმალური პროცენტი და უნდა იყოს თავისუფლად ტრანსფერადი თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში. 2. ამ კარის 1-ლი პუნქტის დებულებები იმოქმედებს აგრეთვე მაშინ, თუ ხელმომწერი მხარე ჩაატარებს მისი ტერიტორიის ნებისმიერ ნაწილში მისი კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იმ კომპანიის აქტივების ექსპროპრიაციას, რომელშიც მეორე ხელმომწერი მხარის ინვესტორები ფლობენ წილებს. კარი 5 ზარალის ანაზღაურება 1. ერთი ხელმომწერი მხარის ინვესტორების მიერ მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე განხორციელებული ინვესტიციები, რომელიც მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე ომის ან სხვა შეიარაღებული კონფლიქტის, სახელმწიფო საგანგებო მდგომარეობის, სამოქალაქო არეულობის ან სხვა მსგავსი მოვლენების გამო განიცდიან ზარალს,ამ უკანასკნელი ხელმომწერი მხარისაგან უნდა სარგებლობდნენ რესტიტუციის, ანაზღაურების, კომპენსაციის და სხვა ანგარიშსწორების არანაკლები რეჟიმით, ვიდრე უკანასკნელი ხელმომწერი მხარე ანიჭებს თავის ან რომელიმე მესამე ქვეყნის ინვესტორებს შორის უპირატესს. გამომდინარე ანგარიშსწორება უნდა მოხდეს დაბრკოლების გარეშე და იყოს თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში. 2. ამ კარის 1-ლი პუნქტის მიუხედავად, ერთი ხელმომწერი მხარის ინვესტორები, რომლებიც ხსენებულ პუნქტში ნაგულისხმები სიტუაციების მიხედვით, მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე განიცდიან ზარალს, გამოწვეულს: ა) ამ უკანასკნელის ძალებით ან სახელმწიფო სტრუქტურებით განხორციელებული მათი ინვესტიციების ან მისი ნაწილის რეკვიზიციით, ან: ბ) ამ უკანასკნელის ძალებით ან სახელმწიფო სტრუქტურებით განხორციელებული მათი ინვესტიციების ან მისი ნაწილის მოსპობით, რომელიც არ იყო გამოწვეული სიტუაციის აუცილებლობიდან, დაექვემდებარებიან ისეთ რესტიტუციას ან კომპენსაციას, რომელიც ყველა შემთხვევაში იქნება სწრაფი, ჯეროვანი და ეფექტური. კარი 6 ინვესტიციის და ამონაგების რეპატრიაცია 1. თითოეული ხელმომწერი მხარე, მეორე ხელმომწერი მხარის ინვესტორების ინვეტიციების მიმართებით, იძლევა ინვესტიციების და მათი ამონაგების შეუზღუდავი ტრანსფერტის გარანტიას. ტრანსფერტი უნდა განხორციელდეს დაბრკოლების გარეშე, თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში, ტრანსფერტის თარიღისათვის არსებული საბაზრო კურსით. 2. ასეთი ტრანსფერტი, კერძოდ (თუმცა არასრულად), მოიცავს: ა) კაპიტალს და დამატებით თანხებს ინვესტიციების შენახვისა თუ გაზრდისათვის; ბ) მოგებას, პროცენტს, დივიდენდებს და სხვა მიმდინარე შემოსავალს; გ) სესხების გასასტუმრებელ თანხებს; დ) როიალტებს და ჰონორარებს; ე) ინვესტიციების მთელ ან ნაწილობრივ გაყიდვასა ან ლიკვიდაციიდან ამონაგებს; ვ) მე-4 და მე-5 კარში ნახსენებ კომპენსაციას. კარი 7 სუბროგაცია 1. თუ ერთი ხელმომწერი მხარის ინვესტორის მიერ მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე განხორციელებული ინვესტიციები გარანტიების კანონიერი სისტემის ქვეშ დაზღვეული არიან არაკომერციული რისკებისაგან, ამ შეთანხმების მე-10 კარის მიხედვით გათვალისწინებული ინვესტორის უფლებების მიუხედავად, დაზღვევების ნებისმიერი სუბროგაცია ხსებებული ინვესტორის უფლებებზე ასეთი დაზღვევის პირობების შესაბამისად, მეორე ხელმომწერი მხარის მიერ აღიარებული იქნება. 2. დამზღვევი არ ისარგებლებს რომელიმე ისეთი უფლებით, რომელიც განსხვავებულია ინვესტორების უფლებებისაგან. 3. ხელმომწერ მხარესა და დამზღვევს შორის წარმოქმნილი უთანხმოება გადაწყდება ამ შეთანხმების მე-10 კარის დებულებების შესაბამისად. კარი 8 ხელმომწერ მხარეთა შორის უთანხმოების მოგვარება 1. ხელმომწერ მხარეთა შორის ამ შეთანხმების აღქმასა თუ გამოყენებაზე წარმოქმნილი ნებისმიერი დავა შესაძლებლობის შესაბამისად მოგვარდება დიპლომატიური არხებით მოლაპარაკებების გზით. 2. თუ დავა ასეთი გზით არ მოგვარდება მოლაპარაკებების დაწყებიდან ექვსი თვის განმავლობაში, იგი, რომელიმე ხელმომწერი მხარის მოთხოვნით, გადაეცემა საარბიტრაჟო ტრიბუნალს. 3. საარბიტრაჟო ტრიბულალი ამ მიზნებისთვის შედგენილი იქნება შემდეგი წესით: ყოველი ხელმომწერი მხარე დანიშნავს ერთ არბიტრს და ეს ორი არბიტრი განსაზღვრავს იმ მესამე სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეც იქნება თავმჯდომარე. იმ თარიღიდან, როდესაც რომელიმე ხელმომწერმა მხარემ აცნობა მეორე ხელმომწერ მხარეს გადაწყვეტილება დავის საარბიტრაჟო ტრიბუნალისათვის გადაცემის შესახებ, სამი თვის განმავლობაში დაინიშნებიან არბიტრები, ხოლო ხუთი თვის განმავლობაში – თავმჯდომარე. 4. თუ ამ შეთანხმების მე-3 პუნქტით განსაზღვრული პერიოდების განმავლობაში არ მოხდა აუცილებელი დანიშვნები,რომელიმე ხელმომწერ მხარეს,სხვა ნებისმიერ შეთანხმების მიუხედავად, შეუძლია მიიწვიოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდენტი აუცილებელი დანიშვნების განხორციელებისათვის. თუ სასამართლოს პრეზიდენტი არის რომელიმე ხელმომწერი მხარის მოქალაქე ან სხვა მიზეზების გამო არ შეუძლია შეასრულოს ხსენებული ფუნქცია,მაშინ ვიცე-პრეზიდენტი, ან, თუ იგიც არის რომელიმე ხელმომწერი მხარის მოქალაქე ან სხვა მიზეზების გამო არ შეუძლია შეასრულოს ხსენებული ფუნქცია,სასამართლოში უფროსობით შემდეგი წევრი, რომელიც რომელიმე ხელმომწერი მხარის მოქალაქე არ არის, მოიწვევა აუცილებელი დანიშნულების განსახორციელებლად. 5. სარბიტრაჟო ტრიბუნალი განაჩენს გამოიტანს კანონის დაცვის, მათ შორის ამ შეთანხმების და ხელმომწერ მხარეთა შორის სხვა შესაბამისი შეთანხმებების, აგრეთვე საერთოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლის წესებისა და პრინციპების საფუძველზე. 6. თუ ხელმომწერი მხარეები არ გადაწყვეტენ სხვაგვარად,ტრიბუნალი განსაზღვრავს თავის პროცედურებს. ტრიბუნალი გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობის ხმებით. ასეთი გადაწყვეტილება იქნება საბოლოო და ხელმომწერი მხარეებისათვის შესასრულებლად აუცილებელი. 7. ყოველი ხელმომწერი მხარე გაიღებს მის მიერ დანიშნული არბიტრის ან მისი წარმომადგენლის ხარჯებს. თავმჯდომარის და სხვა ხარჯებს თანაბრად გაიღებენ ხელმომწერი მხარეები, თუმცა ტრიბუნალს შეუძლია თავისი გადაწყვეტილებით უბრძანოს ერთ ხელმომწერ მხარეს, თავზე აიღოს ხარჯების მეტი ნაწილი და ეს გადაწყვეტილება ხელმომწერი მხარეებისათვის იქნება შესასრულებლად აუცილებელი. კარი 9 ინვესტორსა და ხელმომწერ მხარეს შორის დავების მოგვარება 1. ხელმომწერი მხარის ინვესტორსა და მეორე ხელმომწერ მხარეს შორის ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ამ უკანასკნელის მიერ შესრულებასთან დაკავშირებული დავები, რომლებიც ეხება პირველის ინვესტიციებს, შეძლებისდაგვარად უნდა გადაწყდეს მოდავე მხარეთა შორის მეგობრული გზით. 2. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი დავა ვერ მოგვარდება ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც თითოეულმა მხარემ მოითხოვა მისი მეგობრული გზით დარეგულირება, საქმის აღმძვრელ ინვესტორს შეუძლია გადასცეს თავისი საკითხი, ან იმ ხელმომწერი მხარის კომპეტენტურ სასამართლო ორგანოებს,რომლის ტერიტორიაზეც განხორციელდა ინვესტირება,  ან საერთაშორისო არბიტრაჟს. ამასთან, ყოველი ხელმომწერი მხარე აცხადებს თანხმობას საერთაშორისო არბიტრაჟში ამგვარი დავის გადაცემაზე. 3. თუ დავის საკითხი უნდა მოგვარდეს საერთაშორისო არბიტრაჟით,საქმის აღმძვრელ ინვესტორს შეუძლია დავა გადასცეს: ა) (არბიტრაჟისა და შერიგებისათვის) ინვესტიციებთან დაკავშირებული დავების დარეგულირების საერთაშორისო ცენტრს, დაარსებულს სახელმწიფოებსა და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეებს შორის ინვესტიციებთან დაკავშირებული დავების დარეგულირების კონვენციის საფუძველზე, რომელიც ხელმოსაწერად გაიხსნა 1965 წლის 18 მარტს ქ.ვაშინგტონში; ბ) სახელდახელოდ შექმნილ საარბიტრაჟო ტრიბუნალს, რომელიც დაარსდება გაეროს საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის (U.N.C.I.T.R.A.L.) საარბიტრაჟო წესების საფუძველზე. 4. საარბიტრაჟო ტრიბუნალი დავას გადაწყვეტს ამ შეთანხმების დებულებების და საერთაშორისო სამართლის სათანადო წესებისა და პრინციპების საფუძველზე. არბიტრაჟის გადაწყვეტილება იქნება საბოლოო და სავალდებულო დავაში მონაწილე ორივე მხარისათვის. თითოეულმა ხელმომწერმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება, და ასეთი გადაწყვეტილება უნდა განხორციელდეს ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად. 5. არბიტრაჟის პროცესის ან გადაწყვეტილების განხორციელების განმავლობაში დავაში მონაწილე ხელმომწერი მხარეები ვერ განაცხადებენ პროტესტს იმის შესახებ, რომ სხვა ხელმომწერი მხარის ინვესტორმა სადაზღვევო კონტრაქტის საფუძველზე მიიღო კონპენსაცია მთელ ან ნაწილობრივ ზიანთან დაკავშირებით. კარი 10 სხვა წესების გამოყენება თუ ამჟამად არსებული ან შემდგომში ხელმომწერ მხარეთა შორის შეთანხმებული რომელიმე ხელმომწერი მხარის კანონმდებლობის ან საერთაშორისო სამართლით აღიარებული ვალდებულებების დებულებები ამ შეთანხმებასთან დამატებით შეიცავენ საერთო ან სპეციალურ წესებს,რომლებიც მეორე ხელმომწერი მხარის ინვესტორების ინვესტიციებს უქმნიან უფრო ხელსაყრელ პირობებს, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ამ შეთანხმებით,ასეთი წესები თავისი ხელსაყრელობის გამო პრევალირებენ ამ შეთანხმებაზე. კარი 11  კონსულტაციები საჭიროების შემთხვევაში, ხელმომწერი მხარეების წარმომადგენლები ჩაატარებენ კონსულტაციებს ამ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. ეს კონსულტაციები ჩატარდება ერთ-ერთი ხელმომწერი მხარის დიპლომატიური არხებით შემოთავაზებული წინადადებით შეთანხმებულ ადგილსა და დროს. კარი 12 გამოყენება წინამდებარე შეთანხმება შეეხება აგრეთვე ინვესტიციებს,რომლებიც თითოეული ხელმომწერი მხარის ინვესტორის მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლამდეა განხორციელებული მეორე მხარის ტერიტორიაზე და შეესაბამება ამ უკანასკნელის კანონმდებლობას. კარი 13 ძალაში შესვლა, ხანგრძლივობა და შეწყვეტა 1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ოცდაათი დღის შემდეგ იმ თარიღიდან, როდესაც ხელმომწერმა მხარეებმა გაცვალეს წერილობითი უწყება იმის შესახებ,რომ იმ მომენტისათვის პროცედურები მათი კანონების მიხედვით შესრულებულია. ის დარჩება ძალაში შემდგომი ათწლიანი პერიოდის განმავლობაში. 2. თუ რომელიმე ხელმომწერი მხარისაგან შეთანხმების ვადის გასვლამდე არაუმცირეს ერთი წლით ადრე არ არის მიღებული უწყება მისი შეწყვეტის შესახებ, შეთანხმება ავტომატურად გაგრძელებულად ჩაითვლება შემდგომი ათი წლის პერიოდით,მაგრამ თითოეული ხელმომწერი მხარე იტოვებს უფლებას უწყებით შეწყვიტოს შეთანხმება,შეთანხმების მიმდინარე ვადის გასვლამდე არაუმცირეს ერთი წლით ადრე. 3. რაც შეეხება ამ შეთანხმების შეწყვეტის თარიღამდე განხორციელებულ ინვესტიციებს, ყველა ზემოთ ნახსენები კარი კიდევ დარჩება ძალაში შემდგომი ათწლიანი პერიოდის განმავლობაში. შესრულებულია 1994 წლის 9 ნოემბერს ქ. ათენში, ორ ეგზემპლარად, ქართულ,ბერძნულ და ინგლისურ ენებზე. ორივე ტექსტი არის თანაბრად ავთენტური. უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ტექსრტს. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით    (ხელმოწერილია)