ერთობლივი დეკლარაცია საქართველოს და იტალიის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების პრინციპების შესახებ
მიღების თარიღი 15.05.1997
ძალაში შესვლა 15.03.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000036
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 13/12/1997
დოკუმენტის ტექსტი
ერთობლივი დეკლარაცია საქართველოს და იტალიის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების პრინციპების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ერთობლივი დეკლარაცია
საქართველოს და იტალიის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების პრინციპების შესახებ
საქართველო და იტალიის რესპუბლიკა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,
დარწმუნებულნი არიან რა ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების განვითარების აუცილებლობაში დემოკრატიის, თავისუფლების, სოლიდარობისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით
,
გადაწყვეტილი აქვთ რა
, ხელი შეუწყონ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას ევროპასა და მსოფლიოში,
გადაწყვეტილი აქვთ რა, განავითარონ მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა ორი ქვეყნის ხალხებს შორის
,
გადაწყვეტილი აქვთ რა, მისდიონ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების პრინციპებსა და მიზნებს,
ადასტურებენ რა თავის ერთგულებას ჰელსინკის დასკვნითი აქტის, პარიზის ქარტიის ახალი ევროპისათვის, ბუდაპეშტისა და ლისაბონის სამიტების დასკვნითი დოკუმენტებისა და ეუთოს სხვა დოკუმენტების მიზნებისა და პრინციპებისადმი
,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
1. მხარები თავიანთ ურთიერთობებს ააგებენ სახელმწიფოებს შორის სუვერენიტეტის საზღვრების ურღვევობის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვის სადავო საკითხების მშვიდობიანად მოგვარების, საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებზე დაყრდნობით, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.
მხარეები გამოხატავენ სრულ თანხმობას ეუთოს ლისაბონის სამიტზე მიღებული დეკლარაციისადმი XXI საუკუნის ევროპის საერთო და გლობალური უშიშროების მოდელის შესახებ.
მხარეები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ადამიანისა და ეროვნულ უმცირესობათა უფლებების, დემოკრატიული პრინციპებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემას.
2. მხარეები თვლიან, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში მომხდარ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცვლილებებს უნდა მოჰყვეს უფრო მჭიდრო თანამშრომლობა სახელმწფოებს შორის, განსაკუთრებით განიარაღებისა და უსაფრთხოების სფეროებში, რათა ყველა ხალხებისათვის გარანტირებულ იქნეს მშვიდობა, სტაბილურობა, პროგრესი, ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობა.
მხარეები ვალდებულება იღებენ იყოლიონ საკუთარი შეიარაღებული ძალები მხოლოდ თავდაცვის მიზნით ან მშვიდობის დამყარებისა თუ შენარჩუნების მიზნით საერთაშორისო მასშტაბის მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად.
მხარეები ვალდებულებას იღებენ განახორციელონ შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა, კონტროლი და მართვა დემოკრატიული პრინციპებისა და საფუძვლების, კანონიერების პრინციპების დაცვით.
მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ მშვიდობა და საერთაშორისო უსაფრთხოება მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროპასა და მსოფლიოში მიმდინარე დემოკრატიული ცვლილებების განმტკიცებასთან, თითოეული ხალხის უფლებასთან გააკეთოს თავისი ბედისა და საკუთარი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის არჩევანი დამოუკიდებლად, გარეშე ძალების ჩაურევლად.
მხარეები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას ევროპის ღრმა ტრანსფორმაციის ამ პერიოდში. ისინი აცხადებენ თავის ერთგულებას პრობლემის მშვიდობიანი მოწესრიგებისადმი პოლიტიკური ხერხებითა და დიალოგის მეშვეობით.
3. მხარეები მხარს არ უჭერენ იმ ქვეყნებს, რომლებიც ემუქრებიან ან არღვევენ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, სხვა ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას ან პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, ახორციელებენ აგრესიული სეპარატიზმის, გენოციდისა და ეთნიკური წმენდის პოლიტიკას.
მხარეები აღიარებენ ნებისმიერი სახელმწიფოს განუხრელ უფლებას აირჩიოს ან თავისუფლად შეცვალოს უსაფრთხოების საკუთარი სისტემა ისე, რომ საკუთარი უსაფრთხოების განმტკიცება ზიანს არ მიაყენებს სხვა სახელმწიფოს.
მხარეები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ აფხაზეთის კრიზისის მოგვარებას საქართველოს სუვერენიტეტის, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის საფუძველზე.
4. მხარეები თვლიან, რომ საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკის მონაწილეობა ერთის მხრივ შავი ზღვის რეგიონში, ხოლო მეორეს მხრივ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში, განიხილება ევროპული უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ერთ–ერთ ელემენტად.
მხარეები მიესალმებიან პროგრესს ბალკანეთის რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარებაში და თავიანთ შეშფოთებას გამოხატავენ სხვა კონფლიქტების მოუგვარებლობის გამო, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ და საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
5. მხარეები მტკიცედ ადასტურებენ თავის მხარდაჭერას ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმს და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ ყოველგვარ ზომებს.
6. მხარეები მოაწყობენ კონსულტაციებს ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთო ინტერესის მქონე საერთაშორისო პრობლემების შესახებ.
ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს ექნებათ რეგულარული ხასიათის კონტაქტები. საქართველო და იტალიის რესპუბლიკა ითანამშრომლებენ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლის წევრებიც არიან ან გახდებიან ურთიერთმხარდაჭერით, კერძოდ, გაეროს, ეუთოსა და სხვა ორგანიზაციების ფარგლებში.
მხარეები ადასტურებენ თავის მხარდაჭერას რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივების მიმართ, რაც კონტინენტზე სტაბილურობის გამყარების საშუალებად მიაჩნიათ და ამ მიმართულებით გამართავენ კონსულტაციებს რეგიონული თანამშრომლობის განვითარების შესახებ.
იტალია მიესალმება საქართველოს მისწრაფებას გახდეს ევროსაბჭოს სრულუფლებიანი წევრი და მხარს უჭერს მას ამ მიზნის მისაღწევად.
იტალია გააგრძელებს ეფექტური კავშირების განვითარების მხარდაჭერას ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის.
მხარეები განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებენ პარლამენტთა შორის თანამშრომლობას და ხელს შეუწყობენ გამოცდილების გაცვლას კანონმდებლობის მომზადებასა და განხორციელებაში.
მხარეები ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის მოქალაქეებს შორის პირდაპირი კონტაქტების დამყარებას, ქალაქებისა და რეგიონების დზაძმობილებასა და ურთიერთობების განვითარებას.
7. მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ მათი და ევროპის კონტინენტის მომავალი ფუნდამენტურად არის დამოკიდებული მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დამყარებულ საქმიანობაზე. ისინი საჭირო პირობებს შექმნიან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ახალი ფორმების განვითარებისათვის სხვადასხვა სექტორში, განსაკუთრებით ენერგიის, კერძოდ, ნავთობისა და მისი ტრანსპორტირების, მსუბუქი მრეწველობის, საფეიქრო, სოფლის მეურნეობის, განსაკუთრებით მევენახეობა-მეღვინეობის, ტურიზმის და ტელეკომუნიკაციების, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურების, თანამედროვე ტექნოლოგიის და პროფესიონალი კადრების მომზადების საქმეში.
თითოეული მხარე ხელს შეუწყობს თავის ტერიტორიაზე მეორე მხარის სამრეწველო საქმიანობას და თანამშრომლობას ქართულ და იტალიურ ფირმებს შორის. მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ უცხოური ინვესტიციებისათვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნა ხელს შეუწყობს იტალიურ საწარმოთა უფრო ფართო წარმოდგენას საქართველოში.
იტალიის რესპუბლიკა მზად არის გაუზიაროს საქართველოს თავისი გამოცდილება კანონმდებლობის, პოლიტიკის, ეკონომიკის, სწავლების, კულტურისა და ჯანდაცვის სფეროებში ორი ქვეყნის ხალხისა და საზოგადოების დაახლოების მიზნით.
მხარეები მიიღებენ ზემოხსენებულ სფეროებში თანამშრომლობის განმტკიცებისა და განვითარებისათვის საჭირო ზომებს პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი პირობების შესაქმნელად.
იტალია მიესალმება საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევასა და პროგრესს ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა პატივისცემის საქმეში, კანონის უზენაესობისა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პრინციპებზე დამყარებული დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნას.
მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ საქართველოს მზარდი ინტეგრაცია მსოფიო ეკონომიკის სისტემაში წაახალისებს კერძო ინვესტიციებს, სტიმულს მისცემს ვაჭრობას და შიდა რესურსების განვითარებას.
იტალიის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს სურვილს განავითაროს თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებთან.
8. მხარეები თვლიან, რომ დედამიწა მთელ კაცობრიობას ეკუთვნის და რომ ცხოვრების დონის შენარჩუნება და გაუმჯობესება ყველა მთავრობის უპირველეს მიზანს უნდა წარმოადგენდეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობამ აქტიურად უნდა ითანამშრომლოს გარემოსადმი მიმართულ საფრთხეთა შესამცირებლად და საჭირო ზომების მისაღებად, რათა შენარჩუნებულ იქნეს ეკოლოგიური წონასწორობა, საერთაშორისო კონტროლის გაძლიერების გზით. მხარეები ითანამშრომლებენ გარემოს დაცვის სფეროში და გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებასა და ტექნოლოგიებს.
9. ანიჭებენ რა დიდ მნიშვნელობას კულტურას, როგორც ხალხების დაახლოების ფასეულ საშუალებას, ორივე მხარე განავითარებს კულტურულ თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის ყველა შესაძლო საშუალებით, აგრეთვე განათლების, მეცნიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროებში.
მხარეები წაახალისებენ ფართო თანამშრომლობას აკადემიებსა თუ მეცნიერულ დაწესებულებებს, უნივერსიტეტებსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებს შორის, ისევე როგორც მკვლევრების, პედაგოგებისა და სტიპენდიანტების გაცვლების გზით.
მხარეები ხელს შეუწყობენ ახალგაზრდულ გაცვლებს კულტურისა და სხვა სფეროებში.
მხარეები, მოთხოვნის შემთხვევაში, ურთიერთდახმარებას გაუწევენ ერთმანეთს მოპარულ ან არალეგალურად გატანილ კულტურულ ღირებულებათა უკან დაბრუნების საქმეში.
10. მხარეები თვლიან, რომ ნარკოტიკების არალეგალურ ვაჭრობასთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, ტერორიზმთან ბრძოლა, რომლებიც სცილდება ეროვნულ საზღვრებს, შესაძლებელია მხოლოდ ეფექტური საერთაშორისო თანამშრომლობის გზით.
მხარეები ითანამშრომლებენ, რამდენადაც კი შესაძლებელია, ზემოაღნიშნულ ქმედებათა არდაშვებისა და აღკვეთის მიზნით, ორმხრივი თუ მრავალმხრივი თანამშრომლობის საფუძველზე, აგრეთვე საჭირო სტრუქტურების შექმნისა და ეროვნული კანონმდებლობების ჰარმონიზაციის ფორმათა ძიების გზით.
11. მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე დეკლარაცია არ არის მიმართული რომელიმე მესამე სახელმწიფოს წინააღმდეგ და რომ ის არანაირად არ მოქმედებს მხარეების იმ უფლება-ვალდებულებებზე, რომლებიც მათ აღებული აქვთ სხვა ქვეყნებთან დადებული ორმხრივი თუ მრავალმხრივი შეთანხმებების საფუძველზე.
წინამდებარე ერთობლივი დეკლარაცია ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან.
ამის დასტურად, შესაბამისად უფლებამოსილი პირები ხელს აწერენ წინამდებარე ერთობლივ დეკლარაციას.
შესრულებულია ქ. რომში, 1997 წლის 15 მაისს, ორ ეგზემპლარად, ქართულ და იტალიურ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.
საქართველოს სახელით იტალიის რესპუბლიკის სახელით
(ხელმოწერილია) (ხელმოწერილია)