შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამართლებლივი ინფორმაციის გაცვლის შესახებ

მიღების თარიღი 11.02.2002
ძალაში შესვლა 03.03.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000533
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 13/05/2005
matsne.gov.ge 765 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.02.2002 მიღება
03.03.2005 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამართლებლივი ინფორმაციის გაცვლის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:115%; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:115%; font-size:14.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 37.3pt 56.7pt 42.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამართლებლივი ინფორმაციის გაცვლის შესახებ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად” წოდებულნი, სურთ რა განამტკიცონ მეგობრული ურთიერთობები და ურთიერთგაგება, ისწრაფვიან რა გააფართოონ თანამშრომლობა სამართლებრივ სფეროში, გათვითცნობიერებული აქვთ რა ორივე სახელმწიფოს კანონმდებლობის შესახებ ურთიერთინფორმირების გაუმჯობესებისათვის ურთიერთობების განვითარების აუცილებლობა, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 მხარეები აღიარებენ სამართლებრივი აქტების ორმხრივი საინფორმაციო გაცვლის აუცილებლობას იმ საკითხებზე, რომლებიც აღნიშნულია ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების ნუსხაში (თან ერთვის) ექვემდებარებიან სახელმწიფოთაშორისო გაცვლას, გახსნილნი არიან პუბლიკაციისათვის. ზემოაღნიშნული ნუსხა შეიძლება შეცვლილ იქნეს ან მასში შევიდეს დამატებები მხარეების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.     მუხლი 2🔗 თითოეული მხარე იღებს ვალდებულებას წარუდგინოს მეორე მხარეს მოთხოვნილი ინფორმაცია ნორმატიულ - სამართლებრივი აქტების შესახებ. ერთი მხარის მიერ თანამშრომლობის პროცესში მიღებული ინფორმაცია, შეიძლება გადაეცეს მესამე მხარეს იმ მხარის თანხმობის შემთხვევაში, რომელმაც წარმოადგინა ინფორმაცია. თანამშრომლობის პროცესში მიღებული ინფორმაცია არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხარეების საზიანოდ.     მუხლი 3🔗 მხარეები, ეროვნული საინფორმაციო რესურსების გამოყენებით შექმნიან საკუთარ მონაცემთა ეტალონურ ბაზებს სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლისათვის.     მუხლი 4🔗 მხარეები, იღებენ რა შეთანხმებულ ზომებს სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლის სისტემის შესაქმნელად, შესაბამისად განსაზღვრავენ: ინფორმაციის მომხმარებელი სუბიექტების ჩამონათვალს: ინფორმაციის სამართლებრივ რეჟიმს: ნორმატიულად დადგენილი წესები, რომლებიც განსაზღვრავენ ინფორმაციის გახსნის ხარისხს, დოკუმენტირების წესს, ხელმისაწვდომობას, შენახვას, გაცრცელებას და დაცვას.     მუხლი 5🔗 მხარეები განსაზღვრავენ იუსტიციის სამინისტროებს, როგორც წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლისა და სისტემის შექმნის სამუშაოების კოორდინატორებს.     მუხლი 6🔗 მხარეები უზრუნველყოფენ სამართლებრივი ინფორმაციის ეროვნული რესურსების ხელმისაწვდომობას, რომელიც განსაზღვრულია ერთობლივი სარგებლობისათვის (მონაცემთა ეტალონურ ბაზად), ინარჩუნებენ მათ საკონტროლო მდგომარეობაში და უზრუნველყოფენ საინფორმაციო მონაცემების მიწოდების სისრულეს, სარწმუნოობას და დროულობას.     მუხლი 7🔗 სამართლებრივი ინფორმაცია წარდგენილი უნდა იქნეს უსასყიდლოდ, ერთ-ერთი მხარის სახელმწიფო ენაზე ან რუსულ ენაზე, სწრაფი შეტყობინებებისა და მასალების გადაცემისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს კავშირის ელექტრონული, ფაქსიმილური და სხვა საშუალებები.     მუხლი 8🔗 მონაცემთა ბაზის გაცვლისას მხარეები აუცილებლად მიიჩნევენ წარუდგინონ ერთმანეთს ნორმატიული სამართლებრივი აქტების კლასიფიკატორები. სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლა ხორციელდება მხარეთა კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 9🔗 წინამდებარე შეთანხმება არ ეხება მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც გამომდინარეობენ სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან.     მუხლი 10🔗 წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები მხარეთა შეთანხმებით. ყველა ცვლილება და დამატება ფორმდება ოქმებით, რომლებიც წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. ზემოაღნიშნული ოქმები ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების მე-12 მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.     მუხლი 11🔗 მხარეთა შორის დავები და უთანხმოებები გადაწყდება ორმხრივი მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების გზით.     მუხლი 12🔗 წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი შეტყობინების მიღების დღიდან. იგი წყვეტს მოქმედებას ერთ - ერთი მხარის მიერ შეთანხმების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ. შესრულებულია ქ. თბილისში, 2002 წლის 11 თებერვალს, ორ პირად, თითოეული ქართულ, სომხურ და რუსულ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტს აქვს თანაბარი ძალა. წინამდებარე შეთანხმების დებულებების განმარტების მიზნით გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე. (ხელმოწერილია) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელით (ხელმოწერილია) სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმების დანართი ნორმატიული-სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომლებიც ექვემდებარებიან სახელმწიფოთაშორისო გაცვლას 1. სახელმწიფო წყობილების საფუძვლები 2. სახელმწიფო უსაფრთხოება 3. თავდაცვა 4. საჯარო სამსახური 5. საგარეო პოლიტიკა, საერთაშორისო და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები 6. ადმინისტრაციული კანონმდებლობა 7. იუსტიცია, სასამართლო, პროკურატურა 8. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა 9. სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობა 10. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა 11. სისხლის სამართლებრივი აღმასრულებელი კანონმდებლობა (შრომა - გასწორების კანონმდებლობა) 12. სამოქალაქო და საოჯახო სამართალი 13. სამოქალაქო სამართლის საპროცესო და სამეურნეო კანონმდებლობა 14. მოსახლეობის შრომა და დასაქმება 15. სოციალური დაზღვევა და სოციალური უზრუნველყოფა 16. ფინანსები და კრედიტი 17. საწარმოები და სამეწარმეო კანონმდებლობა 18. მრეწველობა 19. სამშენებლო და არქიტექტურული კომპლექსები 20. სოფლის მეურნეობა 21. ვაჭრობა 22. ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 23. საყოფაცხოვრებო კომუნალური მეურნეობა და მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურება 24. განათლება, მეცნიერება, კულტურა 25. ჯანდაცვა 26. კანონმდებლობა მიწის, მისი წიაღის, წყლების, საჰაერო სივრცის, მცენარეული და ცხოველური სამყაროს და ბუნებრივი სიმდიდრეების შესახებ 27. გარემოს დაცვა 28. გეოდეზია, კარტოგრაფია, ჰიდრომეტეოროლოგია 29. საერთაშორისო კერძო სამართალი და პროცესი 30. საბაჟო საქმე.