აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.02.2011
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 220020040.33.062.016004
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 100211, 10/02/2011
matsne.gov.ge 2,856 სიტყვა · ~14 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:.75in 42.55pt 45.0pt 53.85pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №20 2011 წლის 4 თებერვალი ქ. თბილისი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ აფხაზეთის კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 14 აპრილის №14 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის თანდართული დებულება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ლ. ლაგვილავა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შიდა აუდიტის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. სამსახური არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.     მუხლი 2🔗. საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები სამსახური თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოსა და აფხაზეთის მთავრობის სხვა სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და მინისტრის ცალკეული დავალებებით.     მუხლი 3🔗. ანგარიშვალდებულება სამსახური თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ საბჭოსთან (შემდგომში – საბჭო) კოორდინირებულად და ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე.     მუხლი 4🔗. საქმიანობის პრინციპები 1. სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზნებია საკითხების სისტემური, კომპლექსური შესწავლისა და რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების შეფასების გზით სამინისტროს საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, სამინისტროს ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია. 2. სამსახური თავის საქმიანობაში აუდიტის სტანდარტებისა და აუდიტორთა ეთიკის კოდექსთან ერთად ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით: ა) დამოუკიდებლობა; ბ) ობიექტურობა; გ) პროფესიონალიზმი; დ) საჯაროობა; ე) გამჭვირვალობა; ვ) კანონიერება. თავი II სამსახურის ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი     მუხლი 5🔗. სამსახურის ძირითადი მიზნები სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზანია საკითხების სისტემური, კომპლექსური შესწავლისა და რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების შეფასების გზით სამინისტროს საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, სამინისტროს ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია.     მუხლი 6🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოსა და აფხაზეთის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; ბ) სამინისტროს მიერ სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების, ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერების, მიზნობრიობის, მიზანშეწონილობის, ეკონომიურობისა და შედეგობრიობის შემოწმება; გ) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება; დ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; ე) სამინისტროს ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ვ) სამინისტროს სისტემაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი; ზ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ სამართალდარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა; თ) წინასწარი კონტროლის ღონისძიებების განხორციელება მინისტრის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; ი) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება; კ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების/ინსპექტირების/ ჩატარება, ინსპექტირების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისთვის წარდგენა; ლ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ საქართველოსა და აფხაზეთის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროს სისტემის საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; მ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; ნ) სამინისტროს სისტემაში შემავალ ერთეულებში გეგმური ან არაგეგმური სამსახურებრივი შემოწმების ან ინსპექტირების ჩატარება, დისციპლინური და სხვა სამსახურებრივი გადაცდომის კუთხით; ო) სამინისტროს სისტემაში შემავალ ერთეულებში საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება; პ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოსა და აფხაზეთის კანონმდებლობას და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.     მუხლი 7🔗. სამსახურის უფლებამოსილება 1. დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას სამსახური უფლებამოსილია: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიმართოს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და მოსამსახურეებს რეკომენდაციით შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან სამინისტროს საქმიანობის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფის შესახებ; ბ) ჩაატაროს შიდა აუდიტი/ინსპექტირება/ სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებასთან დაკავშირებით მოქალაქეთა უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, დისციპლინური გადაცდომისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ფაქტებზე; გ) შიდა აუდიტის/ინსპექტირების/ პროცესში მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), შიდა აუდიტის ობიექტს მოსთხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა; დ) შიდა აუდიტის/ინსპექტირების/ წარმოებისას, განსახილველ საკითხზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, მოითხოვოს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების ან მოწვეული სპეციალისტების/ექსპერტების/ მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით დადგენილი წესით; ე) შიდა აუდიტის/ინსპექტირების/ შედეგებზე დაყრდნობით მინისტრს წარუდგინოს წინადადება გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს და განიხილოს იურიდიულ და ფიზიკურ პირთა, ადმინისტრაციულ ორგანოთა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებები; ზ) წარმოებული შემოწმების შედეგად სამინისტროს მოსამსახურის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მოპოვებული მასალები მინისტრთან შეთანხმებით, დადგენილი წესით გადაუგზავნოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს; თ) განახორციელოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. 2. შიდა აუდიტორს შიდა აუდიტის /ინსპექტირების/ განხორციელების ფარგლებში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვებისა, შეუზღუდავი დაშვება აქვს სამინისტროს სისტემის ყველა საქმიანობასთან და დოკუმენტაციასთან მხოლოდ შიდა აუდიტის პროგრამის წარდგენის შემთხვევაში. 3. მინისტრმა უნდა უზრუნველყოს შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის გარანტიები და ხელშეუხებლობა მის მიერ კანონის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციის, შიდა აუდიტორული დასკვნის ან ანგარიშის მომზადების გამო. 4. მინისტრმა უნდა უზრუნველყოს, რომ შიდა აუდიტის სუბიექტის ერთ თანამშრომელს მაინც ჰქონდეს დაშვება საიდუმლო ინფორმაციასთან და დოკუმენტაციასთან. 5. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეები ვალდებული არიან ითანამშრომლონ შიდა აუდიტორებთან მათი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და დოკუმენტის ხელმისაწვდომობა ან/და ქმედების განხორციელება. 6. შიდა აუდიტის/ინსპექტირების/ პერიოდში სამსახურის კანონშესაბამისი მოთხოვნა, მითითება ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად და მისი გასაჩივრება შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 8🔗. სამსახურის ვალდებულება 1. სამსახური ვალდებულია: ა) დაიცვას აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის/ინსპექტირების/ მარეგულირებელი კანონმდებლობა, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდოლოგია; ბ) ჩაატაროს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა საქმიანობის შემოწმება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით; გ) შიდა აუდიტის /ინსპექტირების/ დაწყებამდე შიდა აუდიტის/ინსპექტირების/ ობიექტს წარუდგინოს შიდა აუდიტს/ინსპექტირების/ განხორციელების შესახებ შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი და პროგრამა, ასევე უფლება-მოვალეობათა ნუსხა; დ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის /ინსპექტირების/ ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით; ე) შიდა აუდიტორული დასკვნის შედგენამდე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტის შედეგები; ვ) უზრუნველყოს მოქალაქეებთან მუდმივი, პირდაპირი საინფორმაციო კავშირი და განიხილოს შემოსული შეტყობინებები თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ზ) აწარმოოს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის შემთხვევების სტატისტიკა, რეგულარულად მოახდინოს მისი კომპლექსური და თემატური ანალიზი, მოამზადოს სათანადო რეკომენდაციები მინისტრთან წარსადგენად; თ) სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მიიღოს მონაწილეობა სამინისტროში კანონიერების დარღვევისა და სხვა არამართლზომიერი ქმედებების აღმოფხვრისაკენ მიმართული კომპლექსური ღონისძიებების შემუშავებაში; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შიდა აუდიტის სუბიექტების მიერ შესწავლისა და ანალიზის ობიექტი შესაძლებელია იყოს დაწესებულების სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო; კ) შეასრულოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.     მუხლი 9🔗. შიდა აუდიტის განხორციელების საფუძველი 1. სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს. დაუშვებელია მის საქმიანობაში ჩარევა ან ამ საქმიანობასთან დაკავშირებით მისთვის ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით. 2. სახელმწიფო ფინანსების კონტროლის სფეროში სამსახური თანამშრომლობს საქართველოსა ან/და აფხაზეთის კონტროლის პალატასთან და ამ მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ აუდიტის ობიექტებთან კონტროლის პალატის ურთიერთობის კოორდინაციას და კონტროლის პალატის მოთხოვნით შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას. თავი III შიდა აუდიტის/ინსპექტირების/ ჩატარების წესი     მუხლი 10🔗. შიდა აუდიტი /ინსპექტირება/ 1. სამსახური დაკისრებულ ფუნქციებს ასრულებს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების ჩატარების მეშვეობით. 2. შიდა აუდიტი გულისხმობს სამინისტროს სისტემის ორგანოთა ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების, დაწესებულების საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენციას ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენასა და ანალიზს, აგრეთვე სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების, ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერების, მიზნობრიობის, მიზანშეწონილობის, ეკონომიურობისა და შედეგობრიობის შესწავლასა და ანალიზს, ასევე ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების შემოწმებას მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით. 3. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების განხორციელების პრევენციის ან/და მისი აღმოჩენის მიზნით სამსახური ატარებს ინსპექტირებას. 4. შიდა აუდიტის/ინსპექტირების/ ჩატარების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს. მინისტრმა ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს ერთხელ, არა უმეტეს 30 კალენდარული დღით.     მუხლი 11🔗. შიდა აუდიტის სახეები 1. შიდა აუდიტი შესაძლებელია იყოს შემდეგი სახის: ა) შესაბამისობის აუდიტი; ბ) ოპერაციული აუდიტი; გ) ეფექტიანობის აუდიტი; დ) ფინანსური აუდიტი. 2. შიდა აუდიტის ეტაპებია: ა) აუდიტის დაგეგმვა; ბ) აუდიტის განხორციელება; გ) ანგარიშგება; დ) შემდგომი ღონისძიებები შეთავაზებული რეკომენდაციების შესრულებისა და მონიტორინგის მიზნით. 3. შიდა აუდიტი ხორცილდება გასვლითი ან კამერალური აუდიტის მეთოდით. 4. შიდა აუდიტის მიზნებიდან გამომდინარე, შიდა აუდიტი ხორციელდება თემატური ან კომპლექსური აუდიტის მეთოდით.  5. შიდა აუდიტი /ინსპექტირება/ ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად მინისტრის მიერ გაცემული შიდა აუდიტორული დავალების საფუძველზე. 6. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მინისტრთან შეთანხმებით განსაზღვროს თითოეული შიდა აუდიტორული დავალების შესასრულებლად საჭირო აუდიტის სახე, მოქმედების სფერო, მიზანი, განხორციელების სიხშირე და შიდა აუდიტორთა რაოდენობა.     მუხლი 12🔗. შიდა აუდიტის /ინსპექტირების/ საფუძველი 1. შიდა აუდიტის/ინსპექტირების/ საფუძველი შეიძლება იყოს ცნობები სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა/თანამშრომელთა/ მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ, მათ შორის, მოქალაქეთა წერილობითი განცხადებები, სასამართლოს (მოსამართლის) კერძო განჩინებები (დადგენილებები), სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და სამსახურის საქმიანობის პროცესში გამოვლენილი ფაქტები. 2. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან მათ დაქვემდებარებაში მყოფი მოსამსახურის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისა და კანონდარღვევის ფაქტების შესახებ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდონ სამსახურს.     მუხლი 13🔗. შიდა აუდიტის დაგეგმვა, შედეგები და ანგარიშგება 1. თითოეული შიდა აუდიტორული დავალებისათვის მუშავდება შიდა აუდიტის გეგმა, რომელშიც აისახება მოქედების სფერო, ამოცანები, ხანგრძლივობა და რესურსების განაწილება, შიდა აუდიტის მეთოდები, სახე და რაოდენობა. 2. სამსახური საქმიანობას წარმართავს შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმებით. 3. შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს რისკის შეფასების საფუძველზე ადგენს სამსახურის უფროსი მინისტრთან შეთანხმებით. შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს სამინისტროს მიზნებიდან, მოიცავს 3-წლიან პერიოდს და განსაზღვრავს შიდა აუდიტის სფეროში სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს. შიდა აუდიტის წლიური გეგმა ეფუძნება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას და შეიცავს კონკრეტულ შიდა აუდიტორულ დავალებებს. 4. თუ შიდა აუდიტორული დავალება დაკავშირებულია უწყებათაშორის პროგრამასთან ან პროექტთან, შიდა აუდიტის წლიური გეგმა ასევე კოორდინირებულ უნდა იქნეს იმ სამინისტროს შიდა აუდიტის წლიურ გეგმასთან, რომელიც ამ პროგრამაში ან პროექტში მონაწილეობს. 5. სამსახურის უფროსის წინადადებით შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებში ნებისმიერი ცვლილება ხორციელდება რისკის შეფასების საფუძველზე და მას ამტკიცებს მინისტრი.  6. შიდა აუდიტის განხორციელების შედეგად აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტადარტების ძირითადი მოთხოვნების შესაბამისად უნდა შედგეს შიდა აუდიტორული დასკვნა.  7. შიდა აუდიტორული დასკვნა უნდა მოიცავდეს შიდა აუდიტორის მიერ ცალკეული პროცესის, სისტემის ან შიდა აუდიტისადმი დაქვემდებარებული სხვა საკითხების შესახებ მიღებული ინფორმაციის, დოკუმენტაციის, შიდა აუდიტის პროცესში გამოვლენილ ფაქტებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს, აგრეთვე შიდა აუდიტის ობიექტის არგუმენტაციას და სხვა მტკიცებულებების ობიექტურ შეფასებას.  8. შიდა აუდიტის შედეგები განსახილველად წარედგინება მინისტრს და შიდა აუდიტის ობიექტის უფროსს.  9. შიდა აუდიტის/ინსპექტირების/ შედეგად დგება შიდა აუდიტორული ანგარიში, რომელშიც აისახება შემაჯამებელი რეზიუმე, შიდა აუდიტორული დავალების ამოცანები და მოქმედების სფერო, გამოვლენილი ფაქტები, შიდა აუდიტორული დასკვნები და შემუშავებული რეკომენდაციები, ასევე შიდა აუდიტის ობიექტის უფროსის წერილობითი მოსაზრებები. 10. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ უფლებამოსილ თანამდებობის პირებს მიმართავს წარდგინებით კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების, მათი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების აღმოფხვრის თაობაზე. 11. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შიდა აუდიტის ან/და ინსპექტირების შედეგებზე დაყრდნობით, მინისტრს მიმართავს წარდგინებით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. 12. შიდა აუდიტის/ინსპექტირების/ ობიექტის უფროსი პასუხისმგებელია შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის, რომელიც უნდა წარუდგინოს სამსახურის უფროსს.     მუხლი 14🔗. შიდა აუდიტის წლიური ანგარიში 1. შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშში, რომელსაც ამზადებს სამსახურის უფროსი, აისახება: ა) სამსახურის მიერ შიდა აუდიტის გეგმის შეუსრულებლობის მიზეზები (მათი არსებობის შემთხვევაში); ბ) ინფორმაცია განხორციელებული შიდა აუდიტის შესახებ; გ) ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები სამინისტროში არსებული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შესახებ; დ) სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული საქმიანობა და ინფორმაცია შეუსრულებელი რეკომენდაციების შესახებ; ე) წინადადებები შიდა აუდიტის განვითარების შესახებ; ვ) შიდა აუდიტის მიმდინარეობისას შიდა აუდიტორის საქმიანობის ნებისმიერი შეზღუდვა. 2. შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარედგინება მინისტრს და საბჭოს. 3. სამსახური უფლებამოსილია მინისტრთან და საბჭოსთან შეთანხმებით ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოაქვეყნოს შიდა აუდიტორული დასკვნა, ანგარიში ან/და მოხსენება. თავი IV სამსახურის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები (შიდა აუდიტორები)     მუხლი 15🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა 1. სამსახურში საჯარო სამსახურს ეწევა სამსახურის უფროსი და სამსახურის მთავარი სპეციალისტი. 2. სამსახურის მოსამსახურეებს /შიდა აუდიტორებს/ (სამსახურის ხელმძღვანელი და სამსახურის მთავარი სპეციალისტი) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. სამსახურის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით, „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ’’ საქართველოს კანონით, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით. 4. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს მინისტრი.     მუხლი 16🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი. 2. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ამზადებს და მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტის საქმიანობის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს; დ) ახორციელებს შიდა აუდიტორთა საქმიანობის კოორდინირებას და უნაწილებს მათ ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად; ე) მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტორული დავალების გეგმას; ვ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე იმ სამსახურში, რომელსაც ის ხელმძღვანელობს; ზ) ახორციელებს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე სამინისტროს სტრუქტურასა და ფუნქციებში განხორციელებული ცვლილებების შეფასებას; თ) პასუხისმგებელია სამსახურის შიდა აუდიტორებით უზრუნველყოფისათვის, მათი თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების ჩათვლით; ი) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის იმპლემენტაციაზე; კ) უზრუნველყოფს დოკუმენტაციის აკუმულირებას რისკის ანალიზის, შიდა აუდიტის გეგმების, აუდიტის ყველა ანგარიშისა და სამსახურის სხვა საქმიანობის შესახებ; ლ) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტაციას; მ) ზედამხედველობს სამინისტროს სისტემაში შემავალი სტუქტურული ქვედანაყოფების, შემოწმებას; ნ) მინისტრთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს სისტემაში შემავალი სტუქტურული ქვედანაყოფების შიდა აუდიტის /ინსპექტირების/ დაწყების, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ; ო) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; პ) აკონტროლებს სამსახურის მოსამსახურის მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას; ჟ) პერიოდულად ისმენს სამსახურის მოსამსახურის ანგარიშს მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; რ) შუამდგომლობს სამსახურისათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; ს) შუამდგომლობს სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; ტ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; უ) ამზადებს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს; ფ) წარუდგენს მინისტრს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით; ქ) ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამსახურის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის მთავარი სპეციალისტი მინისტრის ბრძანების შესაბამისად. 4. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.     მუხლი 17🔗. სამსახურის მთავარი სპეციალისტი სამსახურის მოსამსახურე (მთავარი სპეციალისტი): ა) ასრულებს სამსახურის უფროსის დავალებებს; ბ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე; გ) პასუხისმგებელია მასზე განაწილებული დოკუმენტაციის დაცვა-შენახვაზე; დ) ხელს უწყობს სამსახურის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ე) ახდენს ჩატარებული შიდა აუდიტის/ინსპექტირების/ შედეგების წინასწარ განხილვას;  ვ) სამსახურის მთავარი სპეციალისტი კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე; ზ) იხილავს სამსახურში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას, მონაწილეობს მათ განხილვაში; თ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს ჩასატარებელი შიდა აუდიტის/ინსპექტირების /შესახებ; ი) აკონტროლებს შიდა აუდიტის/ინსპექტირების/ მიმდინარეობის მდგომარეობას და კვირაში ერთხელ სამსახურის უფროსს მოახსენებს შედეგების შესახებ; კ) ყოველ კვარტალურად სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.     მუხლი 18🔗. დასკვნითი დებულება სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით.