შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა დ ორმხრივი დაცვის შესახებ
მიღების თარიღი 30.10.2008
ძალაში შესვლა 01.04.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000721
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 17/03/2009
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა დ ორმხრივი დაცვის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.55pt 56.7pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა დ ორმხრივი დაცვის შესახებ
საქართველოს მთავრობა და შვედეთის სამეფოს მთავრობა
გამოთქვამენ რა ორივე ქვეყნის სასარგებლოდ ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისა და ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განხორციელებული ინვესტიციებისთვის სამართლიანი და თანასწორი პირობების შექმნის სურვილს;
აღიარებენ რა, რომ ასეთი ინვესტიციების წახლისება და ორმხრივი დაცვა ხელს უწყობს ორ ხელშემკვრელ მხარეს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას და საინვესტიციო ინიციატივების სტიმულირებას;
აღიარებენ რა, რომ ეკონომიკური და საქმიანი კავშირების განვითარებას შესაძლებელია შედეგად მოჰყვეს საერთაშორისოდ აღიარებული შრომის უფლებების მიმართ პატივისცემის გაძლიერება; და
თანხმდებიან რა, რომ ეს მიზნები შესაძლებელია მიღწეულ იქნეს ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვით სფეროში ზოგადი ხასიათის ზომების შეზღუდვის გარეშე;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
განსაზღვრებები
წინამადებარე შეთანხმების მიზნებისთვის:
1. ტერმინი „ინვესტიცია” ნიშნავს ნებისმიერი სახის ქონებას, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ან აკონტროლებს ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორი მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, იმ პირობით, თუ ინვესტირება განხორციელდა მეორე ხელშემკვრელი მხარის კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, და რომელიც მოიცავს შემდეგს, და არა მხოლოდ:
a) მოძრავი დ უძრავი ქონება, ასევე ნებისმიერი სხვა ქონებრივი უფლება, როგორიცაა იჯარა, იპოთეკა, ყადაღა, გირაო, უზუფრუქი და მსგავსი უფლებები;
b) კომპანია ან საწარმო, ან წილები, აქციები, ან კომპანიაში ან საწარმოში მონაწილეობის სხვა ფორმები;
c) ფულის ან ნებისმიერი ისეთი შესრულების მოთხოვნის უფლება, რომელსაც გააჩნია ეკონომიკური ღირებულება;
d) ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, ტექნიკური პროცესები, საფირმო დასახელებები, ნოუ-ჰაუ, გუდვილი და სხვა მსგავსი უფლებები;
e) კანონის, ადმინისტრაციული განჩინებების ან ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული სამეწარმეო კონცესიები, მათ შორის ბუნებრივი რესურსების მოძიების, კულტივირების, მოპოვების ან გამოყენების კონცესიები.
ქონების ინვესტირების ფორმის ნებისმიერი შეცვლა გავლენას არ იქონიებს მისი, როგორც ინვესტიციის ხასიათზე, იმ პირობით, თუ ასეთი ცვლილება შეესაბამება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებს, რომლის ტერიტორიაზეც განხორციელდა ეს ინვესტიცია.
2. ტერმინი ხელშემკვრელი მხარის „ინვესტორი” ნიშნავს:
a) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც ამ ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეა მისი კანონმდებლობის შესაბამისად; და
b) ნებისმიერ იურიდიულ პირს ან სხვა ორგანიზაციას, რომელიც ორგანიზებულია ამ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად;
c) ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც არ არის ორგანიზებული ამ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ მას კონტროლოს უწევს ინვესტორი „a“ ან „b“ პუნქტების შესაბამისად.
3. ტერმინი „შემოსავალი” ნიშნავს ინვესტირების შედეგად მიღებულ თანხებს, რომლებიც მოიცავს, და არა მხოლოდ, მოგებას, პროცენტებს, კაპიტალის ზრდით მიღებულ მოგებას, დივიდენდებს, როუელტს ან მოსაკრებლებს.
4. ტერმინი „ტერიტორია” ნიშნავს:
საქართველოსთან მიმართებაში: საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში აღიარებულ ტერიტორიას, სახმელეთო ტერიტორიის, შიდა წყლების, ტერიტორიული წყლის, მათ ზემოთ არსებული საჰაერო სივრცის ჩათვლით, რომელთან მიმართებაშიც საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს, ასევე ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონას და კონტინენტურ შელფს, რომელიც ესაზღვრება მის ტერიტორიულ წყლებს, რომელთან მიმართებაშიც საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები (და იურისდიქცია) საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;
შვედეთთან მიმართებაში: ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიას, ასევე ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონას და ზღვის ფსკერს და სასარგებლო წიაღისეულს, რომელთან მიმართებაშიც ხელშემკვრელი მხარე, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ახორციელებს სუვერენულ უფლებებს და იურისდიქციას ბუნებრივი რესურსების შესწავლის, ექსპლუატაციისა და კონსერვაციის მიზნით.
მუხლი 2🔗
ინვესტიციების წახალისება და დაცვა
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, უცხოური ინვესტიციების სფეროში თავის ქვეყანაში მოქმედი საერთო პრინციპების შესაბამისად, ხელს შეუწყობს თავის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ინვესტიციების განხორციელებას და მიიღებს ასეთ ინვესტიციებს თავისი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. უცხოელთა შესვლისა და ცხოვრების მარეგულირებელი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, პირებს, რომლებიც დაქირავებულნი არიან ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორის მიერ, ასევე მათი ოჯახის წევრებს, მიეცემათ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლის, დარჩენის და მისი დატოვების ნებართვა ამ უკანასკნელი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ინვესტიციებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების მიზნით.
3. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს ნებისმიერ დროს უზრუნველყოფს სამართლიანი და თანასწორი რეჟიმით და არ გაატარებს ისეთ გაუმართლებელ ან დისკრიმინაციულ ზომეს, რომლებიც გამოიწვევს ასეთი ინვესტიციების მართვის, კონტროლის, გამოყენების, სარგებლობის ან განკარგვის, ასევე საქონლისა და მომსახურების შეძენის ან მათი პროდუქციის რეალიზაციის შეზღუდვას.
4. ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მისი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად განხორციელებული ინვესტიციები სრულად ისარგებლებს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული დაცვით, ხელშემკვრელი მხარე არც ერთ შემთხვევაში არ მიანიჭებს ამგვარ ინვესტიციებს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულზე უფრო ნაკლებად ხელსაყრელ რეჟიმს. თითოეული ხელშემკვრელი მხარე შეასრულებს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა მიმართ ნაკისრ ვალდებულებებს.
5. თითოეული ხელშემკვრელი მხარე გამოიყენებს ეფექტურ საშუალებებს, რათა უზრუნველყოს სარჩელის შეტანის და გადახდევინების უფლების განხორციელება წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით.
6. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს, რომ თავის შესაბამის ქვეყანაში მოქმედი ის კანონები, კანონქვემდებარე აქტები, ზოგადი ადმინისტრაციული განაწესი, პორცედურები და სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხება წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ ინვესტიციებს ან გავლენას ახდენს მათზე, გამოქვეყნდეს დაუყოვნებლივ ან საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდეს სხვა ფორმით.
7. ინვესტირების შედეგად მიღებულ შემოსავლებზე ვრცელდება ისეთივე რეჟიმი და დაცვა, როგორიც ინვესტიციებზე.
მუხლი 3🔗
ინვესტიციების ეროვნული და საუკეთესო ხელსაყრელი რეჟიმი
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს მიანიჭებს რეჟიმს, რომელიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე ის რეჟიმი, რომელსაც ის ანიჭებს საკუთარ ან მესამე სახელმწიფოს ინვესტორთა ინვესტიციებს, რომელი რეჟიმიც უფრო ხელსაყრელია.
2. მიუხედავად წინამდებარე მუხლის 1-ლი პუქტის დებულებებისა, ხელშემკვრელ მხარეს, რომელმაც გააფორმა ან შეუძლია გააფორმოს შეთანხმება საბაჟო კავშირის, საერთო ბაზრის ან თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ, უფლება აქვს ასეთი შეთანხმებების საფუძველზე უფრო ხელსაყრელი რეჟიმი მიანიჭოს იმ სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ინვესტორების ინვესტიციებს, რომლებიც ასევე წარმოადგენენ აღნიშნული შეთნხმებების მხარეებს, ან რომელიმე ასეთი სახელმწიფოს ინვესტორთა ინვესტიციებს.
3. წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტის დებულებები არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ავალდებულებდეს ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს მიანიჭოს ნებისმიერი ისეთი რეჟიმი, შეღავათი ან პრივილეგია, რომელიც გამომდინარეობს ნებისმიერი ისეთი საერთაშორისო შეთანხმებიდან ან ხელშეკრულებიდან, რომელიც მთლიანდ ან ძირითადად შეეხება დაბეგვრას ან რომელიმე შიდა კანონიდან, რომელიც მთლიანად ან ძირითადად შეეხება დაბეგვრას.
მუხლი 4🔗
ექსპროპრიაცია
1. არც ერთი ხელშემკვრელი მხარე არ მიიღებს ისეთ ზომებს, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოიწვევს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებისთვის ინვესტიციების ჩამორთმევას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:
a) ასეთი ზომები ემსახურება საზოგადოებრივ ინტერესს და ხორციელდება სათანადო სამართლებრივი პროცედურის დაცვით;
b) ასეთი ზომები არის მკაფიოდ განსაზღვრული და არადისკრიმინაციული; და
c) ასეთი ზომების გატარების პარალელურად, გაიცემა სწრაფი, ადეკვატური და ეფექტური კომპენსაცია, რომელიც ექვემდებარება გადარიცხვას გაჭიანურების გარეშე, თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტით.
2. ასეთი კომპენსაცია ეკვივალენტური უნდა იყოს ექსპროპრიირბული ინვესტიციის იმ საბაზრო ღირებულების, რომელიც არსებობდა უშუალოდ ექსპროპრიაციის განხორციელებამდე ან მოსალოდნელი ექსპროპრიაციის შესახებ საჯაროდ გამოცხადებამდე (შემდგომში „ღირებულების განსაზღვრის დღე“).
ასეთი სამართლიანი საბაზრო ღირებულება ინვესტორის მოთხოვნით გამოხატული უნდა იქნას თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტით, ღირებულების განსაზღვრის დღეს არსებული სავალუტო კურსის შესაბამისად. კომპენსაცია ასევე მოიცავს ექსპროპრიაციის დღიდან გადახდის დღემდე დარიცხულ და საბაზრო განაკვეთით დადგენილ პროცენტს.
3. წინამდებარე მუხლის (1) და (2) პარაგრაფების დებულებები ასევე ვრცელდება ინვესტირების შედეგად მიღებულ შემოსავლებზე და ფასიანი ქაღალდების გაყიდვის შემთხვევაში, გაყიდვის შედეგად მიღებულ შემოსავლებზე.
4. ხელშემკვრელი მხარე, რომელიც კომპანიის ან საწარმოოს ქონების, მათ შორის აქციების, ექსპროპრიაციას ახდენს თავის ტერიტორიაზე, სადაც მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს განხორციელებული აქვთ ინვესტიცია, უზრუნველყოფს წინამდებარე მუხლის დებულებების აუცილებელი მოცულობით გამოყენებას მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთათვის სწრაფი, ადეკვატური და ეფექტური კომპენსაციის გადახდის მიზნით.
მუხლი 5🔗
კომპენსაცია
1. ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს, რომელთა ინვესტიციებიც განიცდის ზარალს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ომის ან სხვა შეიარაღებული კონფლიქტის, საგანგებო მდგომარეობის, რევოლუციის, ამბოხების ან არეულობის გამო, ზარალის რესტიტუციასთან, ანაზღაურებასთან, კომპენსაციასთან ან სხვაგვარად დაფარვასთან დაკავშირებით ენიჭებათ რეჟიმი, რომელიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე ის რეჟიმი, რომელიც მინიჭებული აქვს მის საკუთარ ან ნებისმიერი მესამე სახელმწიფოს ინვესტორებს. შესაბამისი გადახდები იწარმოებს გაჭიანურების გარეშე, თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში.
2. წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტის შეუზღუდავად, ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორები, რომლებიც აღნიშნულ პუნქტში მითითებული ნებისმიერი მოვლენის გამო განიცდიან ზარალს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე:
a) ამ უკანასკნელი მხარის შეიარაღებული ძალების ან ხელისუფლების მხრიდან მათი ინვესტიციის ან მისი ნაწილის რეკვიზიციის შედეგად;
b) ამ უკანასკნელი მხარის შეიარაღებული ძალების ან ხელისუფლების მხრიდან მათი ინვესტიციის ან მისი ნაწილის განადგურების შედეგად, რაც განპირობებული არ იყო შექმნილი მდგომარეობის აუცილებლობით,
უზრუნველყოფილნი იქნებიან რესტიტუციით ან კომპენსაციით, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში იქნება სწრაფი, ადეკვატური და ეფექტური.
მუხლი 6🔗
ტრანსფერტი
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს ინვესტიციასთან დაკავშირებული ყველა სახის თანხის ტრანსფერტს, გაჭიანურების გარეშე, თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტით, რომელიც მოიცავს შემდეგს, და არა მხოლოდ:
a) მოგება;
b) მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვეესტორის მიერ მთლიანი ინვესტიციის ან მისი ნებისმიერი ნაწილის გაყიდვის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული შემოსავლები;
c) სესხის დასაფარად გამიზნული თანხები;
d) მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული კომპენსაციის თანხები;
e) იმ პირთა შემოსავლები, რომლებიც არ არიან ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები, მაგრამ უფლება აქვთ იმუშაონ მის ტერიტორიაზე ინვესტიციის განხორციელების მიზნით და სხვა თანხები ინვესტიციების მართვასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის მიზნით.
(2) წინამდებარე შეთანხმებაში მითითებული ნებისმიერი ტრანსფერტი განხორციელდება ტრანსფერტის დღეს არსებული იმ ვალუტის საბაზრო განაკვეთით, რომელშიც გათვალისწინებულია ტრანსფერტის განხორციელება. სავალუტო ბაზრის არარსებობის შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იქნეს ქვეყნის შიგნით განხორციელებული ინვესტიციის ყველაზე ბოლოდროინდელი განაკვეთი ან ახალ საანგარიშსწორებო ერთეულში (SDR) ვალუტის კონვერტაციის ყველაზე ბოლოდროინდელი განაკვეთი, რომელი განაკვეთიც უფრო ხელსაყრელია ინვესტორისთვის.
3. წინამდებარე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიუხედავად, ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია დააყოვნოს თანხის ტრანსფერტი თავისი კანონებისა და კანონქვემდებაე აქტების სამართლიანი, არადისკრიმინაციული და კეთილსინდისიერი გამოყენების საფუძველზე, რათა უზრუნველყოს ინვესტორის მიერ გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა იმ დროისთვის, როდესაც ტრანსფერტთან დაკავშირებით წარდგენილ იქნა ინვესტორის შესაბამისი მოთხოვნა, იმ პირობით, რომ ასეთი ზომები და მათი გამოყენება არ გამოიწვევს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ტრანსფერტების გაუმართლებელ შეზღუდვას.
მუხლი 7🔗
სუბროგაცია
თუ ერთი ხელშემკვრელი მხარე ან მის მიერ დანიშნული ორგანო განახორციელებს გადახდას თავისი რომელიმე ინვესტორის მიმართ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ინვესტიციასთან დაკავშირებით გაცემული გარანტიის საფუძველზე, მეორე ხელშემკვრელი მხარე, პირველი ხელშემკვრელი მხარის უფლებების შეუზღუდავად, როგორც ეს გათვალისწინებულია მე-9 მუხლით, აღიარებს პირველი ხელშემკვრელი მხარისთვის ან მის მიერ დანიშნული ორგანოსთვის ასეთი ინვესტორის ნებისმიერი უფლების ან ქონებაზე უფლების გადაცემას და პირველი ხელშემკვრელი მხარის ან მის მიერ დანიშნული ორგანოს უფლებამოსილებას სუბროგაციის საფუძველზე განახორციელოს ნებისმიერი ასეთი უფლება ან ქონებაზე უფლება ისეთივე მოცულობით, როგორითაც მისმა წინამორბედმა.
მუხლი 8🔗
დავების გადაწყვეტა ინვესტორსა და ხელშემკვრელ მხარეს შორის
1. ხელშემკვრელი მხარის ინვესტორსა და მეორე ხელშემკვრელი მხარეს შორის ინვესტიციასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი სადავო საკითხი გადაწყდა, შესაძლებლობის შემთხვევაში, მეგობრულად.
2. თუ სადავო საკითხის გადაწყვეტა ვერ ხერხდება ინვესტორის მიერ ხელშემკვრელი მხარისთვის დავის დაწყებასთან დაკავშირებით წერილობითი შეტყობინების გაგზავნიდან ექვსი (6) თვის განმავლობაში, თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანხმობას განაცხადებს, საერთაშორისო საარბიტრაჟო წესით გადაწყვეტის მიზნით დავა გადაეცეს ინვესტორის მიერ შერჩეულ რომელიმე ორგანოს:
a) იმ ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოებს, რომლის ტერიტორიაზეც განხორციელდა ინვესტიცია ან
b) დავის საარბიტრაჟო წესით გადაწყვეტის მიზნით, საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრს (ICSID), რომელიც შექმნილია სახელმწიფოებსა და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა შორის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის შესახებ ვაშინგტონის 1965 წლის 18 მარტის კონვენციის საფუძველზე, იმ პირობით, თუ ხელშემკვრელი მხარეები მიერთებულნი არიან აღნიშნულ კონვენციასთან.
c) ცენტრის დამატებით ორგანოს, თუ ცენტრს არ შეუძლია კონვენციით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება; ან
d) საგანგებო ტრიბუნალს, რომელიც შექმნილია საერთაშორისო სავაჭრო კანონმდებლობის საკითხებზე გაეროს კომისიის (UNCITRAL) საარბიტრაჟო წესების შესაბამისად. აღნიშნული წესების შესაბამისად ტრიბუნალის დამნიშნავ ორგანოს წარმოადგენს ICSID-ის გენერალური მდივანი.
თუ დავის მონაწილე მხარეებს განსხვავებული აზრი გააჩნიათ დავის გადაწყვეტის რომელი მეთოდია უფრო მისაღები: მორიგება თუ არბიტრაჟი, არჩევანის გაკეთების უფლებით სარგებლობს ინვესტორი.
3. წინამდებარე მუხლის და ვაშინგტონის კონვენციის 25 (2) (b)-ე მუხლის მიზნებისთვის, ნებისმიერი იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ერთი ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად და დავის წარმოშობამდე კონტროლდებოდა მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორის მიერ, განიხილება როგორც მეორე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე.
4. დამატებითი ორგანოს დებულების ან UNCITRAL-ის საარბიტრაჟო წესების შესაბამისად, ნებისმიერი სახის საარბიტრაჟო პროცესი, დავაში მონაწილე ნებისმიერი მხარის მოთხოვნით, გაიმართება იმ სახელმწიფოში, რომელიც წარმოადგენს უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის მხარეს, რომელიც შესრულებულია ნიუ-იორკში, 1958 წლის 10 ივნისს (ნიუ-იორკის კონვენცია).
5. 2-ლი პუნქტის შესაბამისად თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემული თანხმობა და ამავე პუნქტის შესაბამისად ინვესტორის მიერ დავის გადაცემა წარმოადგენს დავის მონაწილე მხარეთა წერილობით თანხმობას და წერილობით შეთანხმებას დავის გადაცემასთან დაკავშირებით, ვაშინგტონის შეთანხმების II თავის (ცენტრის იურისდიქცია) და დამატებითი ორგანოს დებულების, UNCITRAL-ის საარბიტრაჟო წესების 1-ლი მუხლის და ნიუ-იორკის კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად.
6. საინვესტიციო დავასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამართალწარმოების განმავლობაში, ხელშემკვრელი მხარე არ განაცხადების პრეტენზიის, შეგებებული სარჩელის, კომპენსაციის მოთხოვნის უფლების ან სხვა ფორმით, რომ მიღებულ იქნა ზარალის მთლიანი ან ნაწილობრივი ანაზღაურება ან სხვა კომპენსაცია სადაზღვევო ან საგარანტიო კონტრაქტის საფუძველზე, მაგრამ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოითხოვოს იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ კომპენსაციის გადამხდელი მხარე ეთანხმება იმ აზრს, რომ ინვესტორი სარგებლობს კომპენსაციის მოთხოვნის უფლებით.
7. წინამდებარე მუხლის შესაბამისად გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება საბოლოოა და სავალდებულო დავაში მონაწილე მხარეებისთვის; თითოეული ხელშემკვრელი მხარე გაჭიანურების გარეშე შეასრულებს ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილების დებულებებს და უზრუნველყოფს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებას თავის ტერიტორიაზე.
მუხლი 9🔗
დავები ხელშემკვრელ მხარეთა შორის
1. წინამდებარე შეთანმხების ინტერპრეტაციასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით ხელშემკვრელ მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა შეძლებისდაგვარად გადაწყდება ხელშემკვრელ მხარეთა მთავრობებს შორის მოლაპარაკებათა გზით.
2. თუ დავის გადაწყვეტა ვერ მოხერხდა ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ მოლაპარაკებათა გამართვის მოთხოვნიდან ექვსი თვის განმავლობაში, დავა ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით გადაეცემა საარბიტრაჟო ტრიბუნალს.
3. საარბიტრაჟო ტრიბუნალი იმართება თითოეული კონკრეტული შემთხვევისთვის. საარბიტრაჟო ტრიბუნალში თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნიშნავს ერთ წევრს. ეს ორი წევრი თავმჯდომარედ ირჩევს მესამე სახელმწიფოს მოქალაქეს, რომელიც ინიშნება ორივე ხელშემკვრელი მხარის მთავრობათა მიერ. წევრები ინიშნებიან ორი თვის განმავლობაში, ხოლო თავმჯდომარე _ ოთხი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე აცნობებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს თავისი გადაწყვეტილების შესახებ დავა გადასცეს საარბიტრაჟო ტრიბუნალს.
4. წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ვადების დაუცველობის შემთხვევაში, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია, რომელიმე სხვა შესაბამისი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, აუცილებელი დანიშვნების განხორციელების მიზნით მიმართოს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარეს.
5. თუ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარეს არ შესწევს წინამდებარე მუხლის მე-4 პუქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება ან ის არის ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე, აუცილებელი დანიშვნების განხორციელება უნდა ეთხოვოს ვიცე-თავმჯდომარეს. თუ ვიცე-თავმჯდომარეს არ შესწევს წინამდებარე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება ან ის არის ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე, აუცილებელი დანიშვნების განხორციელება უნდა ეთხოვოს სასამართლოს ყველაზე უფროს თანამდებობის პირს, რომელსაც არა აქვს შეზღუდული უფლებები ან არ არის რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე.
6. საარბიტრაჟო ტრიბუნალი გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, გადაწყვეტილება საბოლოოა და სავალდებულო ხელშემკვრელი მხარეებისათვის. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ფარავს მის მიერ დანიშნული წევრის ხარჯებს და ასევე საარბიტრაჟო პროცესში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარჯებს; თავმჯდომარის და ასევე ნებისმიერი სხვა ხარჯები თანაბრად ნაწილდება ორ ხელშემკვრელ მხარეს შორის. მიუხედავად ამისა, საარბიტრაჟო ტრიბუნალს შეუძლია თავისი გადაწყვეტილებით ხარჯების უფრო დიდი მოცულობა დააკისროს რომელიმე ხელშემკვრელ მხარეს. ნებისმიერ სხვა ასპექტში, საარბიტრაჟო ტრიბუნალის პროცედურას განსაზღვრავს თავად ტრიბუნალი.
მუხლი 10🔗
შეთანხმების გამოყენება
1. წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება ყველა სახის ინვესტიციაზე, მიუხედავად იმისა, იგი შეთანხმების ძალაში შესვლამდე განხორციელდა თუ მის შემდგომ, მაგრამ წინამდებარე შეთანხმება არ ვრცელდება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ ნებისმიერ საინვესტიციო დავაზე ან ინვესტიციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილ ნებისმიერ სარჩელზე.
2. წინამდებარე შეთანხმება არანაირად არ ზღუდავს იმ უფლებებს და პრივილეგიებს, რომლებითაც ერთ ხელშემკვრელი მხარის ინვესტორი ეროვნული ან საერთაშორისო კანონმდებლობის საფუძველზე სარგებლობს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.
მუხლი 11🔗
ცვლილებები და დამატებები
ხელშემკვრელ მხარეთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები. ნებისმიერი ცვლილება და დამატება ძალაში შევა მას შემდეგ, რაც ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს აცნობებენ ამ მიზნით აუცილებელი შიდა საკანონმდებლო პროცედურების დასრულების შესახებ. ასეთი წესით მიღებული ყველა ცვლილება და დამატება წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 12🔗
ძალაში შესვლა, ხანგრძლივობა და მოქმედების შეწყვეტა
1. ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს აცნობებენ წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესასვლელად აუცილებელი საკონსტიტუციო მოთხოვნების შესრულების შესახებ. შეთანხმება ძალაში შევა ბოლო შეტყობინების მიღების დღის მომდევნო თვის პირველ დღეს.
2. წინამდებარე შეთანხმება ძალაში რჩება ოცი წლის ვადით. ამის შემდეგომ ის ძალაში დარჩება თორმეტი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე წერილობით აცნობებს მეორეს თავისი გადაწყვეტილების შესახებ, მოქმედება შეუწყვიტოს წინამდებარე შეთანმხებას.
3. იმ ინვესტიციებთან დაკავშირებით, რომლებიც განხორციელდა წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების ძალაში შესვლის თარიღი, 1-ლი-მე-10 მუხლის დებულებები ძალაში რჩება ამ თარიღის შემდგომ კიდევ ოცი წლის ვადით.
ზემოაღნიშნულის დასტურად, ქვემორე ხელის მომწერმა მხარეებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას.
შესრულებულია სტოკჰოლმში 2008 წლის 30 ოქტომბერს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, შვედურ და ინგლისურ ენებზე, სამივე ტექსტს თანაბარი ძალა გააჩნია. თარგმანში განსხვავების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ტექსტს.
საქართველოს მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
შვედეთის სამეფოს მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)