შეთანხმება საგზაო მოძრაობის საერთაშორისო ორგანიზაციასა (სმსო) და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სმსო – ს რეგიონალური წარმომადგენლობისა და ეროვნული მისიის გახსნის შესახებ
მიღების თარიღი 29.10.1998
ძალაში შესვლა 29.11.1996
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000221
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, -, 29/10/1998
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საგზაო მოძრაობის საერთაშორისო ორგანიზაციასა (სმსო) და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სმსო – ს რეგიონალური წარმომადგენლობისა და ეროვნული მისიის გახსნის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 59.15pt 56.7pt 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
შეთანხმება
საგზაო მოძრაობის საერთაშორისო ორგანიზაციასა (სმსო) და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სმსო-ს რეგიონალური წარმომადგენლობისა და ეროვნული მისიის გახსნის შესახებ
პრეამბულა
საგზაო მოძრაობის საერთაშორისო ორგანიზაცია (სმსო) და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა,
ითვალისწინებენ რა, რომ საქართველო რესპუბლიკა სმსო-ს წევრია და რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა გამოხატავს დაინტერესებას სმსო-ს რეგიონალური წარმომადგენლობისა და ეროვნული მისიის თავის ტერიტორიაზე დაარსებაში, ამ ქვეყანაში სმსო-ს ამოცანების ეფექტური რეალიზაციის მიზნით,
ითვალისწინებენ რა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა თანახმაა მიანიჭოს სმსო-ს ყველა შესაძლებლობა, რომელიც აუცილებელია ქვეყნის ტერიტორიაზე და კავკასიის რეგიონში მისი ფუნქციების სრული და ეფექტური შესრულებისათვის;
იღებს რა მხედველობაში, რომ სმსო-ს კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ეთანხმება მიანიჭოს სმსო-ს რეგიონალურ წარმომადგენლობასა და ეროვნულ მისიას და მათ თანამდებობის პირებს არანაკლები სტატუსი, რომელიც განსაზღვრულია გაეროს სპეციალიზებული დაწესებულებების პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ 1947 წლის კონვენციით;
გამომდინარეობენ რა იქიდან, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და სმსო მოქმედებენ მეგობრული თანამშრომლობის სულისკვეთებით;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗. განმარტებები
1.1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის გამოიყენება შემდეგი განმარტებები:
ა) „რეგიონალური წარმომადგენლობა“ ნიშნავს სმსო-ს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც განლაგებულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომლის მეშვეობითაც სმსო ახორციელებს თავისი საქმიანობის კოორდინაციას და თავისი პროგრამების, მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში თანამშრომლობს ამ რეგიონის ქვეყნებთან;
ბ) „ეროვნული მისია“ ნიშნავს სმსო-ს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც განლაგებულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომლის მეშვეობითაც სმსო ახორციელებს თავის ოპერატიულ საქმიანობას და საქართველოს რესპუბლიკაში თანამშრომლობს თავისი პროგრამების, მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში;
გ) „მთავრობა“ ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას;
დ) „ადგილსამყოფელი სახელმწიფო“ ნიშნავს სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიაზეც არის განლაგებული და მოქმედებენ სმსო-ს რეგიონალური წარმომადგენლობა და ეროვნული მისია;
ე) „სმსო“ ნიშნავს საგზაო მოძრაობის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციას, რომელიც შექმნილია სმსო-ს კონვენციის შესაბამისად და მოიცავს მის ორგანოებსა და პროგრამებს;
ვ) „შესაბამისი ხელისუფლება“ ნიშნავს ცენტრალურ, ადგილობრივ ან სხვა კომპეტენტურ ხელისუფლებას საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად;
ზ) „სმსო-ს კონვენცია“ ნიშნავს კონვენციას საგზაო მოძრაობის საერთაშორისო ორგანიზაციის შესახებ, რომელიც მიღებული იქნა სმსო-ს გენერალური ასამბლეის მიერ;
თ) „1947 წლის კონვენცია“ ნიშნავს კონვენციას გაეროს სპეციალიზებული დაწესებულებების პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ, რომელიც მიიღო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1947 წლის 21 ნოემბერს;
ი) „მხარეები“ ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და სმსო-ს;
კ) „წარმომადგენლობის მეთაური“ ნიშნავს თანამდებობის პირს, რომელსაც დავალებული აქვს სმსო-ს რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელობა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე;
ლ) „სმსო-ს რეგიონალური წარმომადგენლობის თანამდებობის პირები“ ნიშნავს რეგიონალური წარმომადგენლობის, მისი ორგანოებისა და პროგრამების მეთაურს და ორგანიზაციის ყველა თანამდებობის პირს, რომლებიც სმსო-ს შიდა შრომითი განაწესის შესაბამისად დაქირავებულები არიან სამუშაოზე, გარდა იმ პირებისა, რომლებიც დაქირავებულები არიან განსაკუთრებული პირობებით, რომლებიც დათქმულია სმსო-ს შიდა ნორმატიულ აქტებსა და შესაბამის შრომით კონტრაქტებში;
მ) „ეროვნული მისიის მეთაური“ ნიშნავს თანამდებობის პირს, რომელსაც დავალებული აქვს სმსო-ს ეროვნული მისიის ხელმძღვანელობა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე;
ნ) „სმსო-ს ეროვნული მისიის თანამდებობის პირები“ ნიშნავს ეროვნული მისიის, მისი ორგანოებისა და პროგრამების მეთაურს და ორგანიზაციის ყველა თანამდებობის პირს, რომლებიც სმსო-ს შიდა შრომითი განაწესის შესაბამისად დაქირავებულები არიან სამუშაოზე, გარდა იმ პირებისა, რომლებიც დაქირავებულები არიან განსაკუთრებული პირობებით, რომლებიც დათქმულია სმსო-ს შიდა ნორმატიულ აქტებსა და შესაბამის შრომით კონტრაქტებში;
ო) „ექსპერტები“, „მრჩეველები“ და „კონსულტანტები“ ნიშნავს პირებს, რომლებიც არ არიან სმსო-ს რეგიონალური წარმომადგენლობისა და სმსო-ს ეროვნული მისიის თანამდებობის პირები ან პირებს, რომლებიც მსახურობენ სმსო-ს სახელით ან ასრულებენ მის განსაკუთრებულ დავალებებს;
პ) „რეგიონალური წარმომადგენლობის ან ეროვნული მისიის ნაგებობები“ ნიშნავს ყველა ნაგებობას, რომელიც უკავია სმსო-ს რეგიონალურ წარმომადგენლობას ან ეროვნულ მისიას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, იმ ნაგებობების ჩათვლით, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ მისცა რეგიონულ წარმომადგენლობას ან ეროვნულ მისიას.
მუხლი 2🔗. სმსო-ს რეგიონალური წარმომადგენლობის მიზანი და საქმიანობის სფერო
2.1. საქართველოს რესპუბლიკაში სმსო-ს წარმომადგენლობის მიზანს წარმოადგენს აღნიშნულ რეგიონში სმსო-ს ეროვნული მისიების საქმიანობის კოორდინაცია.
2.2. რეგიონალური წარმომადგენლობის ძირითადი სფერო მოიცავს რეგიონის ფარგლებში სმსო-ს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილების რეალიზაციას, საგზაო მოძრაობის სპეციფიკური რეგიონალური პრობლემების გადაწყვეტას, მიღებული ინფორმაციის განზოგადებას.
2.3. რეგიონალური წარმომადგენლობა აღმოუჩენს დახმარებას ეროვნულ მისიებს თავისი მუშაობის ხანგრძლივი სტრატეგიის გამომუშავებაში.
მუხლი 3🔗. სმსო-ს ეროვნული მისიის მიზანი და საქმიანობის სფერო
3.1. საქართველოს რესპუბლიკაში სმსო-ს ეროვნული მისიის მიზანს წარმოადგენს მიზნებისა და ამოცანების, აგრეთვე სმსო-ს იმ გადაწყვეტილებების უფრო ეფექტური რეალიზაციის ორგანიზაცია, რომლებიც მიმართულია ქვეყნის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურების ორგანიზაციის სრულყოფისაკენ.
3.2. ამ მიზნების მისაღწევად მისია:
ა) ხელს უწყობს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე კოორდინირებული სამეცნიერო-ტექნიკური, ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი პოლიტიკის განხორციელებას საგზაო მოძრაობის სფეროში;
ბ) ადგილსამყოფელ სახელმწიფოს უწევს დახმარებას საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტაში;
გ) ხელს უწყობს ეროვნული ორგანოების მუშაკთა სწავლებას საგზაო მოძრაობის სფეროში;
დ) ახორციელებს საერთაშორისო მოძრაობის სფეროში ერთიანი ნიმუშის დოკუმენტების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების წარმოშობაზე საერთაშორისო სერტიფიკატების გაცემის ორგანიზაციას;
ე) ეროვნულ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით ადგენს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში სტანდარტიზებულ ადმინისტრაციულ ფორმალობებს საგზაო მოძრაობის სფეროში;
ვ) ეროვნულ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით იღებს ზომებს, რომლებიც მიმართულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე საერთაშორისო საგზაო მოძრაობაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალებების მკაცრი კონტროლირებისაკენ;
ზ) ეროვნულ ხელისუფლებასთან ერთად ნერგავს სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიკაციას, აგრეთვე ამომწურავი ინფორმაციის მიღებას მფლობელზე და/ან მძღოლზე, რომელიც მონაწილეობს საერთაშორისო საგზაო მოძრაობაში;
თ) ქმნის მონაცემთა ერთიან ბანკს საგზაო მოძრაობის სფეროში ადგილობრივი ინფორმაციის შეკრებისა და დამუშავების შედეგად;
ი) ნერგავს და იყენებს კავშირგაბმულობის სპეციალურ სისტემას ქვეყნის ძირითად მაგისტრალებთან და ერთვება სმსო-ს წევრი ქვეყნების კავშირგაბმულობის გლობალურ სისტემაში;
კ) ეროვნულ ხელისუფლებასთან ერთად ნერგავს და იყენებს სისტემას, რომელიც საშუალებას იძლევა სწრაფად განისაზღვროს საერთაშორისო საგზაო მოძრაობის მონაწილე სატრანსპორტო საშუალებების ადგილმდებარეობა;
ლ) თანამშრომლობს ეროვნულ სამეცნიერო, ტექნიკურ, სამართალდამცავ და სხვა სამთავრობათაშორისო და არასამთავრობათაშორისო ორგანიზაციებთან, რომელთა საქმიანობა პასუხობს აღნიშნულ მიზნებს;
მ) სმსო-ს მსხვილი პროექტების შესასრულებლად, სმსო-ს ხელმძღვანელობა სმსო-ს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით უფლებამოსილია ერთობლივი საქმიანობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე მიიზიდოს ორგანიზაციები და/ან კომპანიები. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მათი ერთობლივი საქმიანობა სმსო-ს მისიასთან შეიძლება გათანაბრდეს მისიის საქმიანობასთან მხოლოდ სმსო-ს ხელმძღვანელობის მხრიდან ამის შესახებ ოფიციალური შეტყობინების შემთხვევაში;
ნ) სმსო-ს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებათა შესაბამისად და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეთანხმებით, ახორციელებს სხვაგვარ საქმიანობას და სმსო-ს ეროვნული პროგრამების განხორციელების დაწყებას.
მუხლი 4🔗. სმსო-ს რეგიონალური წარმომადგენლობის და მისიის სტატუსი, პრივილეგიები და იმუნიტეტი
4.1. სმსო აფუძნებს და ინახავს რეგიონალურ წარმომადგენლობასა და ეროვნულ მისიას საქართველოს რესპუბლიკაში თავისი საქმიანობის განხორციელების მიზნით სმსო-ს კონვენციის შესაბამისად, ამ შეთანხმების ან სხვა ნებისმიერი შემდგომი შეთანხმების საფუძველზე, რომელიც შეიძლება დაიდოს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და სმსო-ს შორის;
4.2. სმსო თავის რეგიონალური წარმომადგენლობის მეშვეობით ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე უზრუნველყოფს რეგიონში მისიის საქმიანობის კოორდინაციას;
4.3. სმსო თავისი მისიის მეშვეობით უფლებამოსილია დადოს ხელშეკრულებები, ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მოძრავ და უძრავ ქონებას, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს სასამართლო საქმის წარმოებაში;
4.4. სმსო, მისი ქონება და აქტივები სარგებლობენ იმუნიტეტით ნებისმიერი ფორმის სასამართლო ჩარევისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი თავად უარს აცხადებს იმუნიტეტზე რომელიმე ცალკეულ შემთხვევაში;
4.5. წარმომადგენლობისა და მისიის ნაგებობები, ისევე როგორც სამსახურებრივი სატრანსპორტო საშუალებები, ხელშეუხებელია. წარმომადგენლობისა და მისიის ქონება და აქტივები არ ექვემდებარება ამოღებას, რეკვიზიციას, კონფისკაციას, ექსპროპრიაციას ან ნებისმიერი სხვა ფორმით ჩარევას როგორც აღმასრულებელი, ადმინისტრაციული, ისე საკანონმდებლო მოქმედების გზით.
რაიმე სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად შესაბამისი ეროვნული ხელისუფლება ვერ შედის წარმომადგენლობისა და მისიის ნაგებობები თუ არა წარმომადგენლობის მეთაურის ან მისიის მეთაურის ან იმ თანამდებობის პირების განსაკუთრებულად გამოხატული წერილობითი თანხმობით, რომლებიც ცვლიან მათ;
4.6. შესაბამისი ხელისუფლება ჯეროვან დახმარებას უწევს წარმომადგენლობისა და მისიის დაცვისა და უსაფრთხოების, მათ შორის მისიის თანამდებობის პირების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
4.7. არქივები და ყველა დოკუმენტები, რომლებიც ეკუთვნის წარმომადგენლობასა და მისიას და ინახება მათ მიერ, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი, ხელშეუხებელია.
მუხლი 5🔗. რეგიონალური წარმომადგენლობისა და მისიის ფონდები, აქტივები და სხვა ქონება
5.1. წარმომადგენლობის და მისიის საქმიანობა არ შეიძლება შეზღუდულ იქნეს ფინანსური კონტროლით, წესებით და ფინანსური მორატორიუმებით ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მხრიდან;
5.2. წარმომადგენლობასა და მისიას:
ა) შეუძლიათ იქონიონ ნებისმიერი სახის ფონდები და ფასიანი ქაღალდები და ანგარიშები ნებისმიერ ადგილზე ნებისმიერ ვალუტაში და გადაცვალონ ნებისმიერი ვალუტა, რომელიც მათ განკარგულებაშია, ნებისმიერ სხვა ვალუტაზე;
ბ) შეუძლიათ გადაიტანონ თავისი ფონდები სხვა ორგანიზაციებში ერთი სახელმწიფოდან მეორეში ან ერთი სახელმწიფოს ფარგლებში;
5.3. წარმომადგენლობა და მისია, მათი აქტივები, შემოსავლები და სხვა საკუთრება:
ა) თავისუფლდებიან ყველა პირდაპირი გადასახადებისაგან, ამასთან. იგულისხმება, რომ სმსო არ მოითხოვს განთავისუფლებას გადასახადებისაგან, რომლებიც არის ფაქტობრივად მხოლოდ გადასახადი კომუნალური მომსახურებისათვის;
ბ) თავისუფლდებიან საბაჟო მოსაკრებლებისაგან, საიმპორტო და საექსპორტო აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან წარმომადგენლობისა და მისიის მიერ სამსახურებრივი სარგებლობისათვის საგნების შემოტანისა და გატანისას. ამასთან, იგულისხმება, რომ ასეთ ამოღებათა თანახმად შემოტანილი საგნები არ გაიყიდება იმ ქვეყანაში, რომელშიც ისინი იქნა შემოტანილი, გარდა ამ სახელმწიფოს მთავრობასთან ერთად შემუშავებული პირობების საფუძველზე;
გ) თავისუფლდებიან საბაჟო მოსაკრებლებისაგან, საიმპორტო და საექსპორტო აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან საკუთარი გამოცემების შემოტანისა და გატანისას.
მუხლი 6🔗. წარმომადგენლობისა და მისიის თანამდებობის პირები
6.1. სმსო, საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, რომლებიც არ სცილდება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციას, განსაზღვრავს იმ თანამდებობის პირების კატეგორიებს, რომელთა მიმართაც გამოყენება ამ მუხლის დებულებანი. იგი წარუდგენს ამ ინფორმაციას საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას. ამ კატეგორიაში ჩართული თანამდებობის პირების გვარები პერიოდულად ეცნობება საქართველოს მთავრობას.
6.2. სმსო-ს წარმომადგენლობისა და მისიის თანამდებობის პირები:
ა) არ ექვემდებარებიან სასამართლო პასუხისმგებლობას თანამდებობაზე ყოფნის დროს ყოველივე მათ მიერ ნათქვამის, დაწერილის ან ნამოქმედარისათვის;
ბ) თავისუფლდებიან სმსო-ს მიერ გაცემული ხელფასებისა და ანაზღაურებების დაბეგვრისაგან;
გ) თავისუფლდებიან სახელმწიფო სამსახურებრივი ვალდებულებისაგან;
დ) თავისუფლდებიან შეზღუდვებისაგან იმიგრაციაზე და რეგისტრაციას გადიან როგორც არა უცხოელები;
ე) ვალუტის გადაცვლასთან დაკავშირებით სარგებლობენ იმავე პრივილეგიებით, რომლებიც ენიჭებათ დიპლომატიური კორპუსის შესაბამისი რანგის თანამდებობის პირებს;
ვ) მეუღლეებთან, მათ კმაყოფაზე მყოფ ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ერთად თავისუფლდებიან შეზღუდვებისაგან იმიგრაციაზე და რეგისტრაციას გადიან როგორც არა უცხოელები;
ზ) მეუღლეებთან, მათ კმაყოფაზე მყოფ ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ერთად სარგებლობენ იმავე შეღავათებით რეპატრიაციაზე, როგორითაც სარგებლობენ შესაბამისი რანგის თანამდებობის პირები, რომლებიც შედიან დიპლომატიური მისიების შემადგენლობაში, საერთაშორისო კრიზისების დროს;
თ) თანამდებობის პირველად დაკავების დროს აქვთ პირადი ნივთების, ქონებისა და პირადი ავტოსატრანსპორტო საშუალებების უბაჟო შემოტანის უფლება.
6.3. პრივილეგიები და იმუნიტეტები ენიჭებათ მხოლოდ და მხოლოდ წარმომადგენლობისა და მისიის საქმიანობის ინტერესებისათვის და არ შეიძლება გამოყენებული იქნენ პირადი მიზნებისათვის. სმსო-ს ადმინისტრაციული საბჭოს პრეზიდენტს შეუძლია და უნდა ჩამოართვას წარმომადგენლობისა და მისიის თანამდებობის პირს იმუნიტეტი იმ შემთხვევაში, თუ მისი აზრით და ორგანიზაციის ინტერესების შეულახავად, მინიჭებული იმუნიტეტი დააბრკოლებს მართლმსაჯულების განხორციელებას.
6.4. გარდა 6.2. მუხლში აღნიშნული იმუნიტეტებისა და პრივილეგიებისა, წარმომადგენლობის მეთაური და მისიის მეთაური და თანამდებობის პირები, რომლებიც ასრულებენ მათ მოვალეობებს მათი არყოფნის დროს, სარგებლობენ საკუთარი თავის, მეუღლეებისა და არასრულწლოვანი შვილების მიმართ პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, ამოღებებით და შეღავათებით, რომლებიც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ენიჭებათ დიპლომატიურ წარმომადგენლებს.
6.5. სმსო-ს წარმომადგენლები და სმსო-ს სხვა წარმომადგენლობების წარმომადგენლები, ისევე როგორც სმსო-ს წარმომადგენლები სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე (გარდა სმსო-ს წარმომადგენლობის და მისიისა თანამდებობის პირების ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, რომელთა პრივილეგიები და იმუნიტეტები მითითებულია 6.2. მუხლში) თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში სარგებლობენ შემდეგი პრივილეგიებით და იმუნიტეტებით:
ა) იმუნიტეტით პირადი დაპატიმრების ან დაკავებისაგან ან პირადი ბარგის დაკავებისაგან, აგრეთვე ყოველგვარი სასამართლო-პროცესუალური იმუნიტეტებით ყოველივე მათ მიერ ნათქვამის, დაწერილის ან ჩადენილის მიმართ თანამდებობის პირის რანგში;
ბ) ყველა ქაღალდისა და დოკუმენტის ხელშეუხებლობით;
გ) უფლებით, ისარგებლონ შიფრით და მიიღონ ქაღალდები ან კორესპონდენცია კურიერის ან ვალიზის მეშვეობით;
დ) მათი და მათი მეუღლეების იმიგრაციის წესებიდან ამოღებით, უცხოელების რეგისტრაციაზე და სახელმწიფოებრივ ვალდებულებებზე შეზღუდვებიდან ქვეყანაში, რომელშიც ისინი დროებით იმყოფებიან ან რომელთაც ისინი გაივლიან თავიანთი მოვალეობის შესრულების დროს;
ე) იმავე შეღავათებით ფულის გადაცვლის დროს სავალუტო შეზღუდვების მიმართ, რომლებიც ენიჭებათ უცხოეთის მთავრობების წარმომადგენლებს, რომლებიც იმყოფებიან დროებით სამსახურებრივ მივლინებაში;
ვ) იმავე იმუნიტეტებითა და შეღავათებით მათი პირადი ბარგის მიმართ, რომლებიც ენიჭებათ შესაბამისი რანგის დიპლომატიურ წარმომადგენლებს.
6.6. მათ მიერ ვალდებულებების შესრულების დროს სიტყვის სრული თავისუფლებისა და სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისათვის, სპეციალიზებული დაწესებულების წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობენ ამ უკანასკნელთა მიერ მოწვეულ სხდომებზე, უგრძელდებათ სასამართლო-პროცესუალური იმუნიტეტი ყოველივე მათ მიერ ნათქვამის ან დაწერილის მიმართ, აგრეთვე, ყველა მოქმედების მიმართ, რომელიც მათ ჩაიდინეს თანამდებობრივი მოვალეობების აღსრულებისას, იმის შემდეგაც კი, როდესაც აღნიშნული პირები შეწყვეტენ ამ მოვალეობების აღსრულებას.
მუხლი 7🔗. ადგილსამყოფელ ქვეყანაში შერჩეული პერსონალი
7.1. პერსონალს, რომელიც შერჩეულია ადგილსამყოფელ ქვეყანაში და არ ხვდება სმსო-ს წარმომადგენლობის და მისიის თანამდებობის პირების კატეგორიის ქვეშ, მიეცემათ ყველა საშუალება თავიანთი ფუნქციების ნორმალურად შესასრულებლად სმსო-სთან კონტრაქტის შესაბამისად. ადგილსამყოფელ ქვეყანაში პირების დაქირავების პირობები განსაზღვრულია სმსო-ს შიდა ნორმატიულ აქტებში.
7.2. საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეების სამუშაოზე გაფორმება ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 8🔗. ადგილსამყოფელ ქვეყანაში შესვლა და ადგილსამყოფელი ქვეყნიდან გამოსვლა
8.1. სმსო-ს წარმომადგენლობისა და მისიის თანამდებობის პირებს, ექსპერტებს, მრჩეველებს და კონსულტანტებს აქვთ ვიზების ოპერატიული გაფორმებისა და უფასოდ მიღების უფლება.
მუხლი 9🔗. კავშირგაბმულობის საშუალებები
9.1. თავისი ოფიციალური კავშირებისთვის წარმომადგენლობა და მისია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე სარგებლობს არანაკლებ კეთილგანწყობილი პირობებით, ვიდრე ისინი, რომლებსაც საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ანიჭებს დიპლომატიურ მისიებს დამონტაჟებისა და ექსპლუატაციის, პირველრიგობის, ტარიფების, პრეისკურანტების მიმართ იმაში, რაც ეხება საფოსტო, სატელეგრაფო, სატელეტაიპო, საფაქსო, სატელეფონო, რადიო და კავშირგაბმულობის სხვა სახეებს, აგრეთვე ინფორმაციის მასობრივი საშუალებებისათვის ინფორმაციის გადაცემის ღირებულების მიმართ.
9.2. სმსო-ს მთელი კორესპონდენცია და სხვა ოფიციალური შეტყობინებები არ ექვემდებარებიან ცენზურას. ასეთი იმუნიტეტი ვრცელდება ბეჭდვით მასალებზე, ფოტოგრაფიულ და ელექტრონულ შეტყობინებებზე და მხარეთა შორის შეთანხმებით შეტყობინების სხვა ფორმებზე. სმსო-ს, მის წარმომადგენლობას და მისიას აქვთ უფლება ისარგებლონ შიფრით, კურიერით ან დალუქული ვალიზებში გაგზავნონ და მიიღონ კორესპონდენცია, რომელიც ხელშეუხებელია.
მუხლი 10🔗. სმსო-ს ემბლემა
10.1. სმსო-ს შეუძლია გამოიყენოს თავისი ემბლემა წარმომადგენლობისა და მისიის შენობებზე, სამსახურებრივ სატრანსპორტო საშუალებებზე ან სხვა ადგილებში მხარეთა შეთანხმებით.
მუხლი 11🔗. შეტყობინება
11.1. სმსო ატყობინებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას წარმომადგენლობისა და მისიის იმ თანამდებობის პირების, ექსპერტებისა და პერსონალის გვარებსა და კატეგორიებს, რომლებიც შეირჩევიან ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, აგრეთვე მათი სტატუსის ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
მუხლი 12🔗. პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტი
12.1. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა საგარეო საქმეთა სამინისტროს სახით სმსო-ს შეტყობინების საფუძველზე (მუხლი 11🔗.1.) წარმომადგენლობისა და მისიის თითოეულ თანამდებობის პირს, ექსპერტს, კონსულტანტსა და მრჩეველს გასცემს პიროვნების დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტს.
12.2. მთავრობის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნით, წარმომადგენლობისა და მისიის თანამდებობის პირებმა და პერსონალმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტები.
ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მთავრობის უფლებამოსილ პირებს არ შეუძლიათ პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტების ამოღება.
12.3. პირადობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტების არსებობისას, მისიის თანამდებობის პირების მიერ ვიზების გამოთხოვა (თუ ისინი აუცილებელია), წევრი სახელმწიფოების საკონსულოების მიერ განიხილება უმოკლეს ვადაში.
მუხლი 13🔗. დამატებითი შეთანხმებები
13.1. წარმომადგენლობასა და მისიას შეუძლიათ დადონ ნებისმიერი შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასთან იმ პირობებზე, რომლებზედაც ისინი ითანამშრომლებენ მთავრობასთან სმსო-ს ამოცანებისა და პროექტების განსახორციელებლად.
13.2. ყოველი ასეთი შეთანხმება ძალაში შედის მხოლოდ სმსო-ს ადმინისტრაციული საბჭოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებისა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მოწონების შემდეგ.
მუხლი 14🔗. სარჩელი სმსო-ს წარმომადგენლობისა და მისიისადმი
14.1. წარმომადგენლობისა და მისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა რისკს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა თავის თავზე იღებს ამ შეთანხმების შესაბამისად.
14.2. მთავრობა, კერძოდ, პასუხს აგებს ყველა სარჩელის მოწესრიგებაზე, რომელიც შეიძლება წარედგინოს წარმომადგენლობასა და მისიას და მის თანამდებობის პირებს მესამე მხარის მიერ იმ შემთხვევების გარდა, როდესაც წარმომადგენლობა ან მისია და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა შეთანხმდებიან, რომ კონკრეტული სარჩელი წარმოადგენს წარმომადგენლობის ან მისიის მხრიდან არამართლზომიერი ქმედების შედეგს.
მუხლი 15🔗. დავების გადაწყვეტა
15.1. ნებისმიერი დავა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და წარმომადგენლობასა და მისიას შორის ამ შეთანხმების ან სხვა ნებისმიერი დამატებითი შეთანხმების განმარტების ან გამოყენების მიმართ, რომლებიც არ არის მოწესრიგებული საგზაო მოძრაობის საერთაშორისო ორგანიზაციასთან მოლაპარაკებების მეშვეობით ან მოწესრიგების რაიმე სხვა საშუალებით, ნებისმიერი მხარის თხოვნით გადაეცემა განსახილველად არბიტრაჟს. თითოეული მხარე ნიშნავს ერთ არბიტრს. მხარეების მიერ დანიშნული ორი არბიტრი ნიშნავს მესამეს, რომელიც თავმჯდომარეობს განხილვის დროს. თუ 30 დღის განმავლობაში საქმის საარბიტრაჟო განხილვის მოთხოვნის წარდგენის მომენტიდან ერთ-ერთი მხარე არ დანიშნავს არბიტრს ან 15 დღის ვადაში ორივე არბიტრის დანიშვნის დღიდან მესამე არბიტრი არ იქნება დანიშნული, ერთ-ერთ მხარეს შეუძლია მიმართოს სამედიატორო სასამართლოს მუდმივმოქმედი პალატის საერთაშორისო ბიუროს ჰააგაში თხოვნით, დანიშნოს არბიტრი. საარბიტრაჟო განხილვის პროცედურას ადგენენ არბიტრები და მხარეები ფარავენ საარბიტრაჟო განხილვის ხარჯებს, რომელთა ფარგლებსაც ადგენენ არბიტრები. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში გადმოცემულია მტკიცებები, რომელთაც ის ემყარება და ისინი საბოლოოა მხარეთათვის.
მუხლი 16🔗. ძალაში შესვლა
16.1. ეს შეთანხმება ძალაში შედის საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ მისი ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის დასრულების შესახებ შეტყობინების მომენტიდან.
მუხლი 17🔗. შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა
17.1. ეს შეთანხმება კარგავს ძალას ექვსი თვის გასვლის შემდეგ მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი მხარე წერილობითი ფორმით აცნობებს მეორე მხარეს თავის გადაწყვეტილებას შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება. შეთანხმება ძალაში რჩება იმ დროით, რომელიც აუცილებელია მისიის საქმიანობის მოწესრიგებული შეწყვეტისათვის და მხარეთა შორის დავების მოწესრიგებისათვის.
მუხლი 18🔗. დასკვნითი დებულებანი
18.1. ყოველივე დანარჩენი, რაც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე შეთანხმებით, რეგულირდება საერთაშორისო საჯარო სამართლის ნორმებით, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ სუბსიდიარულად.
18.2. ამ შეთანხმების დედნები შედგენილია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, რომელთა ტექსტებიც თანაბრად ავთენტიკურია, ამასთან, სასამართლოში უპირატესობა ენიჭება ინგლისურს. შეთანხმების ერთი პირი ინახება საქართველოს მთავრობაში, ხოლო მეორე – სმსო-ს სამდივნოში.
შესრულებულია ქალაქ ჟენევაში, 1995 წლის 15 სექტემბერს.
შესრულებულია ქალაქ თბილისში, 1995 წლის 3 ოქტომბერს.
საქართველოს
რესპუბლიკის სმსო
-
ს
სახელით
მთავრობის
სახელით
საგარეო
საქმეთა
მინისტრის ადმინისტრაციული
საბჭოს
მოადგილე პრეზიდენტი
მ
.
კაკაბაძე ვ
.
უნტილე
ქ
.
ჟენევა
,
თბილისი,
1995