ძირითადი სტანდარტული ხელშეკრულება დახმარების შესახებ საქართველოს რესპუბლიკასა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას შორის

მიღების თარიღი 01.07.1994
ძალაში შესვლა 01.07.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000223
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 29/10/1998
matsne.gov.ge 3,491 სიტყვა · ~17 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.07.1994 მიღება
01.07.1994 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

ძირითადი სტანდარტული ხელშეკრულება დახმარების შესახებ საქართველოს რესპუბლიკასა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას შორის p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } h1 { margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; color:#365F91;} p.MsoSubtitle, li.MsoSubtitle, div.MsoSubtitle { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; color:#4F81BD; letter-spacing:.75pt; font-style:italic;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; } p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } span.MsoSubtleEmphasis {color:gray; font-style:italic;} span.Heading1Char { color:#365F91; font-weight:bold;} p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; } span.PlainTextChar { } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.karixml, li.karixml, div.karixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:10.0pt; font-weight:bold;} span.abzacixmlChar { } span.karixmlChar { font-weight:bold;} p.karisataurixml, li.karisataurixml, div.karisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:10.0pt; font-weight:bold;} span.karisataurixmlChar { font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.SubtitleChar { color:#4F81BD; letter-spacing:.75pt; font-style:italic;} span.msoIns { text-decoration:underline; color:teal;} span.msoDel { text-decoration:line-through; color:red;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} ძირითადი სტანდარტული ხელშეკრულება  დახმარების შესახებ საქართველოს რესპუბლიკასა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას შორის ვინაიდან  გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დააარსა გაეროს განვითარების პროგრამა (შემდგომში წოდებული UNDP-დ), რათა მხარი დაუჭიროს და დაეხმაროს განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის მცდელობას, გადაჭრას მათი ეკონომიკური განვითარების უმთავრესი პრობლემები და ხელი შეუწყოს სოციალურ პროგრესსა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას; და; ვინაიდან  საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას სურს, რომ სთხოვოს UNDP-ს დახმარება თავისი ხალხის კეთილდღეობის მიზნით; ამიტომ მთავრობა და UNDP (შემდგომში წოდებული მხარეებად ) სდებენ წინამდებარე ხელშეკრულებას მეგობრული თანამშრომლობის სულისკვეთებით. მუხლი I ხელშეკრულების მოცულობა 1. წინამდებარე ხელშეკრულება მოიცავს იმ ძირითად პირობებს, რომელთა მიხედვით UNDP და მისი აღმასრულებელი ორგანოები გაუწევენ მთავრობას დახმარებას მისი განვითარების პროექტების განხორციელებაში და რომელთა მიხედვითაც შესრულდება UNDP -ის მიერ მხარდაჭერილი პროექტები. მისი მოქმედება ვრცელდება UNDP-ის მხრიდან გაწეულ ყველა ამგვარ დახმარებაზე, აგრეთვე ამგვარ საპროექტო დოკუმენტებსა თუ სხვა ინსტრუმენტებზე  (შემდგომში წოდებული საპროექტო დოკუმენტებად ), რომლებიც შეიძლება დაიდოს მხარეების მიერ, რათა გარკვეულ იქნას ამგვარი დახმარების დეტალები, აგრეთვე ამ სახის პროექტებთან მიმართებაში მხარეთა და აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი პასუხისმგებლობანი. 2. UNDP-ის მხრიდან დახმარების გაწევა მოხდება ამ ხელშეკრულების მიხედვით მხოლოდ მთავრობის თხოვნის საპასუხოდ, რომელსაც დაეთანხმება (მოიწონებს) UNDP. მსგავსი დახმარება ხელმისაწვდომი გახდება მთავრობის ან მთავრობის მიერ დანიშნული უწყებისათვის და დაინიშნება და გაიწევა UNDP-ის კომპეტენტური ორგანოების შესაბამისი და მისაღები რეზოლუციებისა და გადაწყვეტილებების თანახმად და დამოკუდებულია UNDP-ის განკარგულებაში მყოფ ფონდებზე. მუხლი II დახმარების ფორმები 1. UNDP-ის მიერ ამ ხელშეკრულების მიხედვით მთავრობისათვის გაწეული დახმარება შეიძლება  მოიცავდეს: ა) მრჩეველთა და კონსულტანტთა სამსახურს, მათ შორის, UNDP-სა და შესაბამისი აღმასრულებელი ორგანოს მიერ შერჩეულ და მათ წინაშე პასუხისმგებელ საკონსულტაციო ფირმებისა და ორგანიზაციების მომსახურებას; ბ) აღმასრულებელი ორგანოს მიერ შერჩეული ტექნიკური ექსპერტების სამსახურს, რომელებმაც უნდა შეასრულონ სამოქმედო, აღმასრულებელი და ადმინისტრაციული ხასიათის ფუნქციები, როგორც მთავრობის სამსახურში მყოფმა მოქალაქეებმა ან ამ ხელშეკრულების I მუხლის მე-2 პარაგრაფის მიხედვით მთავრობის მიერ დანიშნული უწყებების თანამშრომლებმა; გ) გაეროს მოხალისეთა პროგრამის წევრთა (შემდგომში წოდებული მოხალისეებად ) სამსახურს; დ) მოწყობილობასა და აღჭურვილობას, რომელიც მზა სახით არ მოიპოვება საქართველოს რესპუბლიკაში (შემდგომში წოდებული ქვეყნად); ე) სემინარებს, სტაჟრების პროგრამებს, სადემონსტრაციო პროექტებს, ექსპერტთა სამუშაო ჯგუფებს და მონათესავე საქმიანობას; ვ) სტიპენდიებს, ან სხვა მსგავს დაფინანსებას, რომელიც საშულებას მისცემს მთავრობის ან შესაბამისი აღმასრულებელი ორგანოს მიერ შერჩეულ კანდიდატებს, ისწავლონ ან გაიარონ სტაჟირება;  და ზ) ნებისმიერ სხვა სახის დახმარებას, რომელზედაც შეთანხმდებიან მთავრობა და UNDP. 2. დახმარების შესახებ თხოვნას მთავრობა UNDP-ის წარუდგენს ქვეყანაში UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მეშვეობით (იხ. ამ მუხლის  4(ა) პარაგრაფი), და ამგვარი თხოვნებისათვის UNDP-ის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად. ამ მოთხოვნის შესაფასებლად მთავრობა უზრუნველყოფს UNDP-ს ყოველგვარი დახმარებითა და ინფორმაციით, მათ შორის, გამოხატავს რა თავის გადაწყვეტილებას, ბოლომდე მიიყვანოს ინვესტირებაზე ორიენტირებული პროექტები. 3. UNDP მთავრობას ეხმარება პირდაპირ, ანუ იმგვარი საგარეო დახმარებით, როგორსაც ის საჭიროდ ჩათვლის, ან აღმასრულებელი ორგანოს საშუალებით, რომლის უპირველესი ამოცანაა პრექტისათვის UNDP-ს დახმარების განხორციელება და რომელსაც ამ მიზნით ენიჭება დამოუკიდებელი კონტრაქტორის სტატუსი. იმ შემთხვევაში, როდესაც UNDP უშუალოდ მთავრობას უწევს დახმარებას, წინამდებარე შეთანხმებაში აღმასრულებელ ორგანოს ყოველი ხსენება უნდა გადავიდეს  UNDP-ზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ გამომდინარეობს. 4. (ა) UNDP-ს შეიძლება ქვეყანაში ჰქონდეს მუდმივი წარმომადგენლობა, რომელსაც სათავეში უდგას მუდმივი წარმომადგენელი, რომელიც წარმოადგენს მას ქვეყანაში და შეასრულებს პროგრამასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე მთავროვბასთან კომუნიკაციის მთავრი არხის ფუნქციას.  მუდმივი წარმომადგენელი UNDP-ს ადმინისტრატორის  მიერ აღჭურვილი იქნება სრული პასუხისმგებლობითა და უმაღლესი ავტორიტეტით UNDP-ის პროგრამის ყველა ასპექტის შესასრულებლად. მუდმივი წარმომადგენელს პროგრამის სახელით კავშირი აქვს სათანადო ორგანოებთან მთავრობაში, მათ შორის, საგარეო დახმარების მაკოორდინირებელ სამთავრობო ორგანოსთან და მოახსენებს მთავრობას UNDP-სა და გაეროს სხვა შესაბამისი პროგრამების პოლიტიკას, კრიტერიუმებისა და პროცედურების შესახებ. იგი მოთხოვნისამებრ დაეხმარება მთავრობას, მოამზადოს ქვეყნისათვის UNDP-ს  პროგრამებისა და პროექტისათვის გათვალისწინებული მოთხოვნები, აგრეთვე წინადადებები ქვეყნისათვის განკუთვნილ პროგრამებსა და პროექტებში ცვლილებების თაობაზე, უზრუნველყოფს UNDP-ს მიერ სხვადასხვა აღმასრულებელ ორგანოს თუ მისი საკუთარი კონსულტანტების მეშვეობით განხორციელებული დახმარების სათანადო კოორდინაციას, მოთხოვნებისამებრ დაეხმარება მთავრობას UNDP-ის საქმიანობის ეროვნულ, ორმხრივი და მრავალმხრივი პროგრამებთან კოორდინირებაში ქვეყნის შიგნით, აგრეთვე განახორციელებს სხვა მსგავს ფუნქციებს, რომლებიც შეიძლება დაავალოს ადმინისტრატორმა ან რომელიმე აღმასრულებელმა ორგანომ. (ბ) UNDP-ის მისიას ქვეყანაში ეყოლება ისეთი პერსონალი, როგორსაც ის საჭიროდ ჩათვლის თავისი სათანადო ფუნქციონირებისათვის. დროდადრო UNDP მთავრობას  შეატყობინებს წევრების სახელებს, მათი ოჯახების, მისიებისა და ამ პიროვნებების სტატუსში ცვლილებების შესახებ. მუხლი III პრექტების განხორციელება 1. მთავრობა ინარჩუნებს პასუხისმგებლობას UNDP-ის ხელშეწყობით ჩატარებულ განვითარების პროექტებსა და მათი მიზნების განხორციელებაზე, როგორც ეს აღწერილია სათანადო საპროექტო დოკუმენტებში და განახორციელებს ამგვარი პროექტების შესაბამის ნაწილებს, როგორც ეს შეიძლება მოცემული იყოს წინამდებარე ხელშეკრულებისა და მსგავსი საპროექტო დოკუმენტების პირობებში. UNDP ვალდებულებას იღებს, დამატებითი ხელი შეუწყოს მთავრობას  მონაწილეობას მსგავს პროექტებში, ეხმარება რა მთავრობის ამ ხელშეკრულებისა და მსგავსი  საპროექტო დოკუმენტების შემადგენელი სამუშაო გეგმის შესრულებაში, აგრეთვე ეხმარება რა მთავრობას ინვესტიციების ბოლომდე განხორციელებაში. მთავრობა მოახსენებს UNDP-ს მთავრობასთან თანამშრომელი იმ სააგენტოს შესახებ, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია მთავრობის მონაწილეობაზე UNDP-ს დახმარებით ჩატარებულ ყოველ პრექტში. მთავრობის პროექტებზე მისი სრული პასუხისმგებლობის შეუზღუდვის გარეშე მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, რომ აღმასრულებელ ორგანო აიღებს ძირითად პასუხისმგებლობას  პროექტის შესრულებაზე თანამშრომელი სააგენტოს თანხმობითა და კონსულტაციით, ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა შეთანხმება კი ჩამოყალიბდება საპროექტო დოკუმენტის შემადგენელი პროექტის სამუშაო გეგმაში, რომელშიც აგრეთვე  მოცემული იქნება საჭიროების შემთხვევაში პროექტის განხორციელების პროცესში პასუხისმგებლობის მთავრობის, ან მთავრობის მიერ დანიშნული უწყებისათვის გადაცემის მექანიზმი. 2. მთავრობის თანხმობა უმთავრეს ვალდებელებებზე, რომლებიც მხარეთა მიერ ჩაითვლება აუცილებლად ან შესაფერისად კონკრეტული პროექტისათის UNDP-ს მიერ დახმარების გასაწევად, იქნება ამ პროექტისადმი UNDP-სა და აღმასრულებელი ორგანოს პასუხისმგებლობათა განხორციელების პირობა. იმ შემთხვევაში, თუ ამ დახმარების გაწევა დაიწყება ამგვარ უმთავრესი პასუხისმგებლობათა შესრულებამდე, იგი შეიძლება შეწყდეს ან დროებით შეჩერდეს შეტყობინების გარეშე და UNDP-ს შეხედულებისამებრ. 3. ნებისმიერი შეთანხმება მთავრობასა და აღმასრულებელ ორგანოს შორის UNDP-ს დახმარებით ჩატარებული პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, აგრეთვე მთავრობასა და ტექნიკურ ექსპერტს შორის, ხდება წინამდებარე ხელშეკრულებაში მოცემული პირობების შესაბამისად. 4. საჭიროების მიხედვით  და აღმასრულებელ ორგანოსთან კონსულტაციით, თანამშრომელი სააგენტო დანიშნავს სრულშტატიან დირექტორს თითოეული პროექტისათვის, რომლებიც შეასრულებენ აღმასრულებელი ორგანოს მიერ მისთვის განკუთვნილ ფუნქციებს. აღმასრულებელი ორგანო საჭიროების მიხედვით და მთავრობასთან კონსულტაციით დანიშნავს მთავარ ტექნიკურ მრჩეველს ან პროექტის კოორდინატორს, რომელიც აღმასრულებელი ორგანოს წინაშე პასუხისმგებელია  პროექტში აღმასრულებელი ორგანოს პროექტის დონეზე  მონაწილეობისათვის. ის უხელმძღვანელებს და კოორდინირებას გაუწევს ექსპერტთა და აღმასრულებელი ორგანოს სხვა პერსონალის საქმიანობას და პასუხისმგებელი იქნება მთავრობაში შესაბამისი სპეციალიტების ადგილზე წვრთნისათვის. იგი პასუხის აგებს UNDP-ის მიერ დაფინანსებული ყველა წამოწყების მართვასა და გამოყენებაზე, პროექტისათვის გამოყოფილი აღჭურვილობის ჩათვლით. 5. თავის მოვალეობათა შესრულების პროცესში ექსპერტი მრჩეველები, კონსულტანტები და მოხალისეები იმოქმედებენ  მჭიდრო კონსულტაციაში  მთავრობასთან და მთავრობის მიერ დანიშნულ სხვა პიროვნებებთან ან უწყებებთან  და შეასრულებენ მთავრობის იმ ინსტრუქციებს, რომლებიც შეესაბამება მათ ვალდებულებათა ხასიათს და გასაწევი დახმარების ხასიათს, და რომლებზეც ურთიერთთანხმობას განაცხადებენ UNDP, დაინტერესებული  აღმასრულებელი ორგანო და მთავრობა. ტექნიკური ექსპერტები პასუხს აგებენ და ემორჩილებიან მხოლოდ მთავრობას ან იმ უწყებას, რომელსაც ისინი იქნებიან მიმაგრებული, მაგრამ მათ არ მოეთხოვებათ ისეთი ფუნქციების შესრულება, რომლებიც შეუთავსებელია მათ საერთაშორისო სტატუსთან ან UNDP-ის ან აღმასრულებელი ორგანოს მიზნებთან. მთავრობა პასუხისმგებლობას იღებს, რომ თითოეული ტექნიკური ექსპერტის სამსახურის დაწყების თარიღი დაემთხვეს შესაბამის აღმასრულებელ ორგანოსთან მისი კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღს. 6. აღმასრულებელი ორგანო შეარჩევს სავარაუდო სტიპენდიანტებს. ეს სტიპენდიები დაინიშნება აღმასრულებელი ორგანოსათვის სტიპენდიების გაცემის ჩვეული პოლიტიკისა და პრაქტიკის თანახმად. 7. ტექნიკური და სხვა მოწყობილობა, მასალები, აღჭურვილობა და სხვა საკუთრება, დაფინანსებული ან მოწოდებული UNDP-ის მიერ, იქნება UNDP-ის კუთვნილება მანამ, სანამ და თუკი ეს კუთვნილება  გადავა მთავრობაზე ან მის მიერ დასახელებულ უწყებაზე, მთავრობასა და UNDP-ს შორის ურთიერთშეთანხმებული პირობებისა და ვადების მიხედვით. 8. საპატენტო უფლებები, საავტორო უფლებები, აგრეთვე სხვა მსგავსი უფლებები ნებისმიერ აღმოჩენასა თუ სამუშაოზე, რომელიც იქნება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული UNDP-ის დახმარების შედეგი, იქნება UNDP-ის კუთვნილება. მიუხედავად ამისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები თითოეულ ცალკეულ შემთხვევაში სხვაგვარად შეთანხმდებიან, მთავრობას უნდა  ჰქონდეს უფლება, ქვეყნის ფარგლებში,  გამოიყენოს ამ აღმოჩენათა ან სამუშაოთაგან ნებისმიერი, საავტორო წილის ან სხვა მსგავსი გადასახადის გადახდის გარეშე. მუხლი IV ინფორმაცია პროექტების შესახებ 1. მთავრობა უზრუნველყოფს UNDP-ს იმ სათანადო ანგარიშებით რუკებით, ფინანსური ანგარიშებით, ოქმებით, ბიულეტენებით, დოკუმენტებითა და სხვა ინფორმაციით, რომელიც მან შეიძლება თხოვოს UNDP-ის დახმარებით ჩატარებულ  ნებისმიერ პროექტთან, მის განხორციელებასა ან გაგრძელებულ და საფუძვლიანობასთან დაკავშირებით ან ამ ხელშეკრულების ან საპროექტო დოკუმენტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობებზე მთავრობის თანხმობასთან დაკავშირებით. 2. UNDP ვალდებულებას იღებს, რომ მთავრობა რეგულარულად ინფორმირებული იქნება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დახმარებაში მისი პროგრესის შესახებ. თითოეულ მხარეს ექნება უფლება, ნებისმიერ დროს თვალყური ადევნოს პროგრესს UNDP-ის დახმარებით პროექტების განხორციელებაში 3. UNDP-ის პროექტის შესრულების შემდეგ, მთავრობა UNDP-ს მოთხოვნით მიაწვდის მას ინფორმაციას ამ პროექტიდან მიღებული დადებითი  შედეგებისა და მისი მიზნების შემდგომი განხორციელებისათვის ჩასატარებელი საქმიანობის შესახებ, მისი ან UNDP-ის დახმარების შეფასებისათვის  საჭირო ან შესაფერისი ინფორმაციის ჩათვლით, და ამ მიზნით ექნება კონსულტაციები UNDP-სთან და დაკვირვების ნებას დართავს UNDP-ს. 4. ნებისმიერ ინფორმაციას თუ მასალას, რომელიც მთავრობამ უნდა მიაწოდოს UNDP-ს ამ ძელშეკრულების თანახმად, მთავრობა მიაწოდებს აღმასრულებელ  ორგანოს მოთხოვნისთანავე. 5. მხარეები საჭიროებისამებრ ერთმანეთს მოეთათბირებიან, UNDP-ს დახმარებით ჩატარებული ნებისმიერი  პროექტისა თუ მისგან მიღებულ დადებითი შედეგების შესახებ ინფორმაციის პუბლიკაციაზე. თუმცა, UNDP-მ შეიძლება მიაწოდოს პოტენციურ ინვესტორებს ინფორმაცია ინვესტიციებზე  ორიენტირებული რომელიმე პროექტის შესახებ, გარდა იმ ემთხვევისა და მანამ, სანამ მთავრობა წერილობით არ მოსთხოვს UNDP-ს, შეზღუდოს ამგვარ პროექტთან დაკაშირებული ინფორმაციის გაცემა. მუხლი V მთავრობის მონაწილეობა და მისი წვლილი პროექტის განხორციელებაში 1. იმისათვის, რომ შესრულდეს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთავრობის პასუხისმგებლობა UNDP-ს დახმარებით ჩატარებული პროექტის განხორციელებაში მონაწილეობასა და თანამშრომლობაზე, მთავრობას შეაქვს თავისი წვლილი, რომლის მოცულობა განისაზღვრება სათანადო საპროექტო დოკუმენტებით და რომელიც შეიძლება მოიცავდეს: ა) შესატყვისი ადგილობრივ პროფესიონალებსა და სხვა სამსახურებს, ტექნიკურ ექსპერტთა შესატყვის ეროვნულ კადრებს; ბ) მიწას,  შენობებს და კვალიფიკაციის ამაღლების, არგეთვე სხვა სახის საშულებებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ან წარმოებულია ქვეყნის შიგნით;  და გ) მოწყობილობას, მასალებს და აღჭურვილობას, რომლებიც ხელმისაწვდომია ან წარმოებულია ქვეყნის შიგნით. 2. იმ შემთხვევაში, როცა მოწყობილობით უზრუნველყოფა შედის მთავრობისადმი UNDP-ს დახმარებაში, უკანასკნელი იხდის ამ მოწყობილობის საბაჟო ქლირენსის, შემოსვლის  პორტიდან პროექტის ზონაში მისი ტრანსპორტირების,  აგრეთვე დაუგეგმავი გადაზიდვისა და შენახვის და სხვა ამგვარ დანახარჯებს, პროექტის ზონაში მისი მიტანის შემდგომი დაზღვევის, მისი დამონტაჟებისა და მოვლის ხარჯებს. 3. მთავრობა აგრეთვე უხდის ხელფასებს სტაჟიორებს და სტიპენდიებს სტიპენდიანტებს მთელი სასტიპენდო პერიოდების განმავლობაში. 4. თუ საპროექტო დოკუმენტი ამას ითვალისწინებს, მთავრობა უხდის ან აგვარებს UNDP-სათვის ან აღმასრულებელი ორგანოსათვის საჭირო თანხის გადახდას იმ მოცულობით, რომელიც განსაზღვრულია საპროექტო დოკუმენტის პროექტის ბიუჯეტში, ამ მუხლის პირველ პარაგრაფში ჩამოთვლილი ქვეპუნქტების რეალიზაციისათვის, რის შემდეგაც აღმასრულებელი ორგანო მოიპოვებს საჭირო ნივთებს და ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს UNDP-ს ამგვარი ხარჯების შესახებ. 5. წინა პარაგრაფში გათვალისწინებული UNDP-სათვის გადასახდელი ფულადი თანხები დაირიცხება გაეროს გენერალური მდივნის მიერ ამ მიზნით დაწესებულ ანგარიშზე და UNDP-ის სათანადო ფინანსური წესების მიხედვით. 6. იმ საგანთა საფასური, რომელიც შეადგენენ მთავრობის წვლილს პროექტის განხორციელებაში, აგრეთვე ნებისმიერი თანხები, რომელსაც მთავრობა იხდის ამ მუხლის თანახმად, როგორც ეს ჩამოყალიბებულია პროექტის ბიუჯეტში, შეადგენს სავარაუდო თანხებს, რომელიც დაეფუძნება ამგვარი პროექტის ბიუჯეტის მომზადების დროს ხელმისაწვდომ ყველაზე ზუსტ ინფორმაციას. ამ თანხებში მოსალოდნელია ცვლილებები, თუ საჭირო იქნება შემდგომში შეძენილი ნივთების რეალური ფასის ჩვენება. 7.მთავრობამ, საჭიროებისამებრ თითოეული პროექტი უნდა აღნიშნოს შესაფერისი ნიშნებით, რომლებიც მიანიშნებენ, რომ ამ პროექტის განხორციელებას ეხმარება UNDP და აღმასრულებელი ორგანო. მუხლი VI პროგრამის სავარაუდო ღირებულება და სხვა საგნები, რომელთათვის ანგარიშსწორება ხდება ადგილობრივ ვალუტით 1.გარდა V მუხლში აღნიშნული წვლილისა, UNDP-სადმი მთავრობის დახმარებაში შეიძლება შევიდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ადგილობრივი  ხარჯებისა და მომსახურების ღირებულების  დაფარვა, იმ რაოდენობით, რომელიც ჩამოყალიბებულია შესაბამის საპროექტო დოკუმენტში: ა) ქვეყანაში მიმდინარე პროექტებზე დანიშნულ კონსულტანტთა და ექსპერტ მრჩეველთა ცხოვრების ღირებულება; ბ) ადგილობრივი  ადმინისტრაციული და საკანცელარიო სამსახური, ადგილობრივი მდივნების, თარჯიმან-მთარგმნელებისა და სხვა მსგავსი მომსახურების ჩათვლით; გ) პერსონალის ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირება; დ) ოფიციალური მიზნებისათვის გამოყენებული ფოსტა და ტელეკომუნიკაციები. 2. მთავრობა აგრეთვე უხდის თითოეულ ტექნიკურ ექსპერტს უშუალოდ იმ ხელფასს, სუბსიდიებსა და სხვა მსგავს ანაზღაურებას, რომელსაც გადაუხდიდა ადგილობრივი პერსონალის წარმომადგენელს, თუ იგი დაინიშნებოდა აღნიშნულ პოსტზე. ტექნიკურ ექსპერტს მთავრობა აძლევს წლიურ შვებულებას და ავადმყოფობის ფურცელს, როგორც შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო მისცემდა თავის საკუთარ თანამშრომლებს და აგვარებს ყველაფერს, რათა მან შეძლოს, გამოიყენოს სამშობლოში წასასვლელი შვებულება, რომელიც მას ეკუთვნის შესაბამის აღმასრულებელ ორგანოსთან სამსახურის პირობების თანახმად. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა შეწყვეტს ექსპერტის სამსახურს იმ პირობებში, რომლებიც დაავალდებულებს აღმასრულებელ ორგანოს, მისცეს ექსპერტს კომპენსაცია მასთან დადებული კონტრაქტის თანახმად, მთავრობა შეიტანს თავის წვლილს ამ თანხაში სეპარაციის  კომპენსაციის სახით, იმ რაოდენობით, რომელსაც გადაუხდიდნენ ადგილობრივ სამოქალაქო მოსამსახურეს ან შესაბმისი რანგის თანამშრომელს,რომლის სამსახური დამთავრდებოდა მსგავს პირობებში. 3. მთავრობა ვალდებულებას იღებს ასეთივე სახით უზრუნველყოს შემდეგი სახის ადგილობრივი მომსახურება და დახმარება: ა) საჭირო სივრცე ოფისისათვის და სხვა ნაგებობები; ბ) სამედიცინო მომსახურება საერთაშორისო პერსონალისათვის, რომელიც შეესაბამება ადგილობრივი სამოქალაქო მოსამსახურეებისათვის  გათვალიწინებულ მომსახურებას; გ) მარტივი, მაგრამ კეთილმოწყობილი საცხოვრებელი მოხალისეებისათვის;      დ) დაეხმაროს საერთაშორისო პერსონალს შესაფერისი საცხოვრებლის პოვნაში და უზრუნველყოს ტექნიკური ექსპერტები მსგავსი საცხოვრებლით, იმავე პირობებით, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისი რანგის ადგილობრივი მოსამსახურეებისათვის. 4. მთავრობას აგრეთვე შეაქვს წვლილი UNDP-ის მისიის შენახვაზე გაწეულ ხარჯებში, უხდის რა UNDP-ს წლიურად ორივე მხარის მიერ შეთანხმებულ საერთო თანხას შემდეგი ხარჯების დასაფარად: ა) შესაფერისი ოფისი მოწყობილობითა და აღჭურვილობით, რომელიც შეძლებს შეასრულოს ქვეყანაში UNDP-ის ადგილობრივი შტაბ-ბინის ფუნქცია; ბ) შესაბამისი ადგილობრივი სამდივნო და კანცელარიული დახმარება, თარჯიმნები, მთარგმნელები და მსგავსი დახმარება; გ) ქვეყნის შიგნით მუდმივი წარმომადგენლისა და მისი პერსონალის ოფიციალური მიზნებით ტრანსპორტირება; დ) საფოსტო და სატელეკომუნიკაციო სამსახური; და ე) მუდმივი წარმომადგენლისა და მისი პერსონალის ტრანსპორტირება ქვეყნის ფარგლებში ოფიციალური სტატუსით მოგზაურობისას. 5. მთავრობას შეუძლია ამავე სახით უზრუნველყოს მე-4 პარაგრაფში მოყვანილი მომსახურება, გარდა (ბ) და (ე) პუნქტებისა. 6. ამ მუხლით გათვალისწინებულ ფულად თანხმებს, გარდა მე-2 პარაგრაფში აღნიშნულისა, გადაიხდის მთავრობა და გაუძღვება UNDP-ის V მუხლის მე-5 პარაგრაფის თანახმად. მუხლი VII სხვა წარმოშობის დახმარებასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ პროექტის განხორციელებისათვის საჭირო დახმარებას რომელიმე მხარე სხვა წყაროებიდან მიიღებს, მხარეები მოითათბირებენ ერთმანეთში და აღმასრულებელ ორგანოსთან, მთავრობის მიერ ყველა წყაროდან მიღებული დახმარების ეფექტური კოორდინირებისა და გამოყენების მიზნით. მთავრობის ვალდებულებები არ შეიცვლება, მიუხედავად ნებისიმიერი მოლაპარაკებისა პროექტის შესრულებაზე მასთან თანამშრომელ სხვა უწყებასთან. მუხლი VIII დახმარების გამოყენება მთავრობა ყველა ღონეს იხმარს, რათა საუკეთესო სახით გამოიყენოს UNDP-ის მიერ გაწეული დახმარება და დანიშნულებისამებრ გამოიყენებს ამ დახმარებას. ამ უკანასკნელის ზოგადი ხასიათის შეუზღუდავად, მთავრობა ამ მიზნით განახორციელებს საპროექტო დოკუმენტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. მუხლი IX პრივილეგიები და იმუნიტეტები 1. გაეროსა და მისი ორგანოების მიმართ, მათ შორის UNDP-სა და UNDP-ის აღმასრულებელი ორგანოების ფუნქციების შემსრულებელი გაეროს დამხმარე ორგანოების, მათი საკუთრების, ფონდებისა და ქონების, აგრეთვე მათი ოფიციალური პირების მიმართ, მათ შორის მუდმივი წარმომადგენლისა და ქვეყანაში UNDP-ის მისიის სხვა წევრების მიმართ, მთავრობა გამოიყენებს პრივილეგიებსა და იმუნიტეტებზე გაეროს კონვენციის პირობებს. 2. თითოეული სპეციალიზებული სააგენტოს მიმართ, რომელიც ასრულებს აღმასრულებელი ორგანოს ფუნქციებს, მისი საკუთრების, ფონდებისა და ქონების, აგრეთვე მისი ოფიციალური პირების მიმართ მთავრობა გამოიყენებს სპეციალიზებული სააგენტოების პრივილეგიებსა და იმუნიტეტებზე კონვენციის პირობებს, მათ შორის, ამ კონვენციის ყველა დანართს, რომელიც შეესაბამება ამგვარ სპეციალიზებულ სააგენტოს. იმ შემთხვევაში, თუ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) მოქმედებს როგორც აღმასრულებელი სააგენტო, მისი საკუთრების, ფონდებისა და ქონების, აგრეთვე მისი ოფიციალური პირებისა და ექსპერტების მიმართ მთავრობა გამოიყენებს ხელშეკრულებას IAEA-ის პირვილეგიებსა და იმუნიტეტებზე. 3. ქვეყანაში UNDP-ის მისიის წევრებს ენიჭებათ დამატებითი პრივილეგიები და იმუნიტეტები, რომლებიც მისიას დასჭირდება მისი ფუნქციების ეფექტური შესრულებისათვის. 4. (ა)გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარეები შეთანხმდებიან სპეციფიკურ პროექტებთან დაკავშირებულ საპროექტო დოკუმენტებში, ყველა პირებს, მთავრობის მიერ ადგილობრივად დაქირავებული პერსონალის გარდა, რომლებიც მოქმედებენ, UNDP-ის,  სპეციალიზებული სააგენტოს ან IAEA-ს სახელით და არ ეხებათ ზემოთ მოყვანილი პარაგრაფები 1 და 2, მთავრობა ანიჭებს  იმავე პრივილეგიებსა და იმუნიტეტბს, როგორიც გაეროს, შესაბამისი სპეციალიზებული სააგენტოს ან  IAEA-ს ოფიციალურ პირებს, გაეროს ან სპეციალიზირებული სააგენტოების პრივილეგიებსა და იმუნიტეტებზე კონვენციის  მე-18, მე-19 და მე-20 ნაწილების ან IAEA-ს პრივილეგიებისა და იმუნიტეტებზე ხელშეკრულების თანახმად. ბ) ამ შეთანხმების წინა ნაწილებში აღნიშნულ პრივილეგიებსა და იმუნიტეტებთან დაკავშირებული დოკუმენტები შესახებ: (1) პროექტთან დაკავშირებული ყველა ქაღალდი და დოკუმენტი, რომელიც იმყოფება ზემოთ აღნიშნულ 4 (ა) ქვეპარაგრაფში მოხსენიებული პიროვნებების მფლობელობაში ან მათი კონტროლის ქვეშ, ჩაითვლება გაეროს, შესაბამისი სპეციალიზირებული სააგენტოს ან IAEA-ს კუთვნილებად;  და (2) ამ პირების მიერ პროექტის მიზნებისათვის ქვეყანაში იმპორტირებული, ნაყიდი ან იჯარით აღებული მოწყობილობა, მასალები და აღჭურვილობა ჩაითვლება გაეროს, შესაბამისი სპეციალიზირებული სააგენტოს ან IAEA-ს კუთვნილებად. 5. გამოთქმა „მოქმედი პირები“ იმ სახით, როგორც ეს გამოყენებულია ამ ხელშეკრულების IX, X და XIII მუხლებში, მოიცავს ტექნიკურ ექსპერტებს, მოხალისეებს, კონსულტანტებს, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებს და მათ მიერ სამუშაოზე აყვანილ პირებს. იგი მოიცავს იმ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ ფირმებს, რომლებიც შესაძლოა UNDP -მ მოიწვიოს, აღმასრულებელი ორგანო ან სხვა სახით, რათა შეასრულოს ან ხელი შეუწყოს პროექტისათვის UNDP-ის დახმარებას, აგრეთვე მათ თანამშრომლებს. არც ერთი ნაწლი ამ ხელშეკრულებისა არ შეიძლება გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ შეიზღუდოს ამ ორგანიზაციებისა თუ ფირმებისათვის ან მათი თანამშრომლებისათვის რომელიმე სხვა დოკუმენტით მინიჭებული პრივილეგიები, იმუნიტეტები ან შეღავათები. მუხლი X UNDP -ი ს დახმარებისათვის გათვალისწინებული შეღავათები 1. მთავრობა მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა გაათავისუფლოს UNDP, მისი აღმასრულებელი ორგანოები, მათი ექსპერტები და მათი სახელით მოქმედი სხვა პირები, წესებით გათალისწინებული  და სხვა იურიდიული ვალდებულებებისაგან, რომელთაც შეუძლიათ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ   საქმიანობაში ხელის შეშლა და მიანიჭებს მათ სხვა მსგავს შეღავათებს, რომლებიც საჭირო იქნება UNDP-ის დახმარების სწრაფი და ეფექური განხორციელებისათვის. კერძოდ, იგი მათ მიანიჭებს შემდეგ უფლებებსა და შეღავათებს: ა) სწრაფ ქლირენსს ექსპერტთათვის და UNDP-ის ან აღმასრულებელი ორგანოს სახელით მოქმედი პირები; ბ) საჭირო ვიზების, ლიცენზიებისა და ნებართვების სწრაფ და უფასო გაცემას; გ) სამუშაო ადგილზე მისვას და გადაადგილების ყველა აუცილებელ უფლებას; დ) ქვეყნამდე და ქვეყნიდან, აგრეთვე მის ფარგლებს შიგნით თავისუფალ გადაადგილებას UNDP-ს დახმარების სათანადო განხორციელებისათვის საჭირო ფარგლებში; ე) ვალუტის გადაცვლის ყველაზე ხელსაყრელ ოფიციალურ კურსს; ვ) მოწყობილობის, მასალებისა და აღჭურვილობის ქვეყანაში შემოტანასა და შემდგომში მათი გატანისათვის აუცილებელ ნებისმიერ ნებართვას; ზ) UNDP-ის, მისი აღმასრულებელი ორგანოების თანამშრომლების ან მათი სახელით მოქმედ სხვა პირების კუთვნილი ან მათ მიერ პირად გამოყენებისა თუ მოხმარების საგნების ქვეყანაში შემოტანისათვის აუცილებელ ნებისმიერ ნებართვას; თ) (ვ ) და (ზ) პარაგრაფებში აღნიშნული ნივთების საბაჟოდან სწრაფ გათავისუფლებას. 2. რადგან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დახმარება განკუთვნილია საქართველოს რესპუბლიკის მთავრობისა და ხალხისათვის, მთავრობა თავის თავზე იღებს ყველა რისკს ამ ხელშეკრულების ფარგლებში ჩატარებული ქმედებებისათვის. იგი პასუხს აგებს UNDP-ის ან აღმასრულებელი ორგანოს, აგრეთვე მათი თანამშრომლებისა და მათი სახელით მოქმედი პირების წინააღმდეგ მესამე მხარის მიერ აღძრული პრეტენზიების მოგვარებაზე და დაიცავს მათ პრეტენზიებისა და ვალდებულებებისაგან ამ ხელშეკრულების ფარგლებში ჩატარებული ქმედებებისათის. ეს უკანასკნელი პირობა არ მოქმედებს, როცა მხარეები და აღმასრულებელი ორგანო შეთანხმდებიან,  რომ პრეტენზიის ან ვალდებულების მიზეზია ზემოთ აღნიშნული პიროვნებების მხრიდან უხეში უპასუხისმგებლობა ან შეგნებული უწესო საქციელი. მუხლი XI დახმარების შეჩერება და შეწყვეტა 1. UNDP-ის შეუძლია წერილობით შეატყობინოს მთავრობას ან შესაბამის აღმასრულებელ ორგანოს ნებისმიერ პროექტისათვის მისი დახმარების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ UNDP-ის აზრით, წარმოიშვება რაიმე გარემოება, რომელიც ხელს შეუშლის ან შეძლებს ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით დასრულებას ან მისი მიზნების განხორციელებას. იმავე ან შემდგომ წერილობით შეტყობინებაში UNDP-ს შეუძლია მიუთითოს იმ გარემოებების შესახებ, რომელთა გამოც იგი მზადაა, დახმარება შეუწყვიტოს პროექტს. მსგავსი შეყოვნება გაგრძელდება მანამ, სანამ მთავრობა არ დაეთანხმება ამ პირობებს და სანამ UNDP არ გაუგზავნის მთავრობასა და აღმასრულებელ ორგანოს წერილობით შეტყობინებას, რომ იგი მზადაა, განაახლოს დახმარება. 2. იმ შემთხვევაში, თუ ამ ხელშეკრულების 1-ლ პარაგრაფში აღნიშნული ნებისმიერი სიტუაცია გაგრძელდება 14 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც UNDP გაუგზავნის ცნობას დახმარების  შესახებ მთავრობას ან აღმასრულებელ ორგანოს, მაშინ ამ მომენტიდან ნებისმიერ დროს შეჩერების განმავლობაში UNDP-ს შეუძლია წერილობით ამცნოს მთავრობას ან აღმასრულებელ ორგანოს პროექტისათვის დახმარების შეწყვეტის შესახებ. 3. ამ მუხლში მოცემული პირობები არანაირად არ შელახავს რომელიმე სხვა უფლებას ან კომპენსაციას, რომელიც შეიძლება გააჩნდეს UNDP-ს კონკრეტულ გარემოებაში, კანონის საერთო პრინციპებისა თუ რაიმე სხვა სახით. მუხლი 12🔗 უთანხმოებათა გადაწყვეტა 1. ნებისმიერი უთანხმოება UNDP-სა და მთავრობას შორის, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ან დაკავშირებული იყოს ამ ხელშეკრულებასთან და რომელიც არ მოგვარდება მოლაპარაკებების გზით ან რეგულირების სხვა შეთანხმებული საშუალებებით, გადაიცემა არბიტრაჟზე რომელიმე  მხარის მოთხოვნით. თითოეული მხარე ნიშნავს თითო არბიტრს და ამგვარად დანიშნული ორი არბიტრი ნიშნავს მესამეს, რომელიც იქნება თავმჯდომარე. თუ არბიტრაჟის მოთხოვნიდან ოცდაათი დღის განმავლობაში რომელიმე მხარე არ დანიშნავს არბიტრს ან, თუ ორი არბიტრის დანიშვნიდან თხუთმეტი დღის განმავლობაში არ დაინიშნება მესამე არბიტრი, ორივე მხარეს შეუძლია სთხოვოს არბიტრის დანიშვნა საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტს. არბიტრაჟის პროცედურას დაადგენენ არბიტრები, ხოლო მათ მიერ დადგენილ არბიტრაჟის ხარჯებს იხდიან მხარეები. არბიტრაჟის დასკვნაში  უნდა იყოს იმ  მიზეზთა ნუსხა, რომლის საფუძველზეც არის გამოტანილი ეს დასკვნა და იგი მხარეებმა უნდა მიიღონ, როგორც დავის საბოლოო გადაწყვეტა. 2. ნებისმიერი დავა მთავრობასა და ტექნიკურ ექსპერტს შორის, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ან დაკავშირებული იყოს მთავრობაზე მისი მომსახურების პირობებთან, შეიძლება მთავრობამ ან ტექნიკურმა ექსპერტმა განსახილველად გადასცენ იმ აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც გზავნის ტექნიკურ ექსპერტს, ხოლო შესაბამისი აღმასრულებელი ორგანოს დახმარებითისინი ჩავლენგანხილვაზე დასასწრებად. თუ დავის გადაწყვეტა არ მოხერხდება, როგორც ეს აღნიშნულია წინა წინადადებაში, რომელიმე მხარის მოთხოვნით საქმე შეიძლება გადაეცეს არბიტრაჟს ისევე, როგორც ეს აღნიშნულია ამ მუხლის 1-ლ პარაგრაფში, გარდა იმ შემთხვევისა როცა რომელიმე მხარე არ დანიშნავს არბიტრს ან, როცა მხარეთა არბიტრებს დანიშნავს მუდმივი საარბიტრაჟო სასამართლოს გენერალური მდივანი. მუხლი XIII ზოგადი პირობები 1. ეს ხელშეკრულება (ძალაში შედის ხელმოწერისთანავე და ) (უნდა რატიფიცირებულ იქნას მთავრობის მიერ და შევა ძალაში მას შემდეგ, რაც UNDP მთავრობისაგან მიიღებს შეტყობინებას მისი რატიფიკაციის შესახებ. რატიფიკაციის მოლოდინში მას დროებითი ძალა აქვს მინიჭებული მხარეების მიერ) იგი ძალაშია მის შეწყვეტამდე, როგორც ეს მოცემულია მე-3 პარაგრაფში  ქვევით. ეს ხელშეკრულება ძალაში შესვლისთანავე ფარავს ყველა არსებულ შეთანხმებას UNDP-ის რესურსებიდან მთავრობისათვის დახმარების გაწევისა და UNDP-ის ოფისის შესახებ და ეხება მთავრობისა და ქვეყანაში არსებული UNDP-ის ოფისისათვის გაწეულ ყველა სახის დახმარებას იმხელშეკრულებათა პირობებით, რომლებიც გადაფარა ამ ხელშეკრულებამ. 2. ეს ხელშეკრულება შეიძლება შეიცვალოს მხარეებს შორის წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეთანხმების არც ერთ პირობაში არ თავსედება, მხარეების მიერ მოგვარდება გაეროს შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებებისა და რეზოლუციების მიხედვით. ამ პუნქტთან დაკავშირებით ორივე მხარე სრული და გულისხმიერი ყურადღებით მოეკიდება მეორე მხარის მიერ გამოთქმულ ნებისმიერ წინადადებას. 3. ეს ხელშეკრულება  შეიძლება შეწყდეს ნებისმიერი მხარის მიერ მეორე მხარისადმი გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე და შეწყდება ამ შეტყობინების მიღებიდან სამოცი დღის შემდეგ. 4. ამ ხელშეკრულების IV (ინფორმაცია პროექტის შესახებ) და VIII (დახმარების გამოყენების შესახებ) მუხლების მიხედვით მხარეების მიერ აღებული ვალდებულებები გრძელდება ხელშეკრულების ვადის გასვლის ან შეწყვეტის შემდეგ. მთავრობის მიერ IX (პრივილეგიებისა და იმუნიტეტის შესახებ), X (პროექტის შესრულებისათვის გათვალისწინებული შეღავათების შესახებ) და XII (დავების გადაწყვეტის შესახებ) მუხლების მიხედვით აღებული ვალდებელებები გრძელდება ამ ხელშეკრულების ვადის გასვლის ან შეწყვეტის შესახებ იმ დროის განმავლობაში, რომელიც საჭიროა UNDP-ისა და აღმასრულებელი ორგანოს პერსონალის ფონდებისა და საკუთრების ან ამ ხელშეკრულების მიხედვით მათი სახელით მოქმედი ნებისმიერი პირების გასაყვანად. ამის დასტურად ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამისა და მთავრობის წარმომადგენლები შესაბამისი მხარეების სახელით ხელს ვაწერთ ამ შეთანხმებას ინგლისურ და ქართულ ენებზე ორ ეგზემპლარად ამა წლის 01ივლისი. გაეროს განვითარების პროგრამის სახელით                             საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით                                   (ხელმოწერილია)                                                                                        (ხელმოწერილია)