საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცალკეული მუხლების გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№78
სარეგისტრაციო კოდი
200010000.22.033.016127
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 100211, 10/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (5 მუხლი)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №78

2011 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცალკეული მუხლების გამოყენების შესახებ ინსტრუქციის“დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2მუხლის მე-4ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. დამტკიცდეს „საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცალკეული მუხლების გამოყენების შესახებ ინსტრუქცია“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრი      კ.  ბაინდურაშვილი

საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცალკეული მუხლების გამოყენების შესახებ ინსტრუქცია

    მუხლი 1

საქართველოს საგადასახადო კოდექსის153-ე მუხლის მე-5ნაწილისა და 154-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიზნებისათვის,პირის მიერ საგადასახადო ორგანოში გაცემული შრომის ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ და განხორციელებული განაცემების დაბეგვრასთან დაკავშირებით დეკლარაცი ებ ის წარდგენის საანგარიშო პერიოდად განისაზღვროს:

ა) კვარტალი– იმ გადასახადის გადამხდელებისათვის, რომლებიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის309-ე მუხლის მე-7ნაწილის შესაბამისად, ეტაპობრივად გადავლენ კვარტალურ დეკლარირებაზე და გადასახადის გადახდაზე;

ბ) კალენდარული თვე– გადასახადის გადამხდელებისათვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის309-ე მუხლის მე-7ნაწილის შესაბამისად, კვარტალურ დეკლარირებაზე და გადასახადის გადახდაზე გადასვლამდე.

    მუხლი 2

საქართველოს საგადასახადო კოდექსის161-ე მუხლის პირველი ნაწილის„ა.ბ.ა“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის,მიმწოდებლის მიერ განხორციელებული საქონლის მიწოდებისათვის ან მომსახურების გაწევისათვის ანაზღაურების მოთხოვნის (ინვოისის) წარდგენის ან თანხის გადახდის ვალდებულებად არ ჩაითვალოს საქონლის მიწოდებამდე ან მომსახურების გაწევამდე თანხის (ავანსის) წინასწარი გადახდა.

    მუხლი 3

საქართველოს საგადასახადო კოდექსის190-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის,აქციზის საანგარიშო პერიოდად განისაზღვროს:

ა) კვარტალი– იმ გადასახადის გადამხდელებისათვის, რომლებიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის309-ე მუხლის მე-7ნაწილის შესაბამისად,ეტაპობრივად გადავლენ კვარტალურ დეკლარირებაზე და გადასახადის გადახდაზე;

ბ) კალენდარული თვე– გადასახადის გადამხდელებისათვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის309-ე მუხლის მე-7ნაწილის შესაბამისად, კვარტალურ დეკლარირებაზე და გადასახადის გადახდაზე გადასვლამდე.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცალკეული მუხლების გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცალკეული მუხლების გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.02.2011.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცალკეული მუხლების გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“?
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცალკეული მუხლების გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 10.02.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №78. სარეგისტრაციო კოდი — 200010000.22.033.016127.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცალკეული მუხლების გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცალკეული მუხლების გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.02.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცალკეული მუხლების გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, №78, 10.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 200010000.22.033.016127 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1202807/