გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ 2010 წლის 9 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება№3
2011 წლის 9 თებერვალი
ქ. გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ 2010 წლის 9 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა
მუხლი 1
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ 2010 წლის 9 ივლისის №25 დადგენილების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,ლ“ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) იურიდიული სამსახური“.
მუხლი 2
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ „2010 წლის 9 ივლისის №25 დადგენილების მე-13 მუხლის მე-11 პუნქტში შევიდეს ცვლილება და დაემატოს მე-12 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
„11.იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს წევრების, გამგებლის, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების იურიდიული კონსულტირება; სამართლებრივი დასკვნების მომზადება; გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივი გამართულობა; მათი შესაბამისობაში მოყვანა მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან; მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა სასამართლოში, სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.
12.გამგეობის სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნას განყოფილებები. “.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს გარდაბნის რაიონულ სასამართლოში (ქ. გარდაბანი, აღმაშენებლის №14)საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გ.ფეიქრიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ 2010 წლის 9 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ 2010 წლის 9 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.02.2011.
- როდის იქნა მიღებული „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ 2010 წლის 9 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“?
- „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ 2010 წლის 9 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“ მიღებულია 09.02.2011. მიმღები ორგანო — გარდაბნის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №3. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.161.016027.
- რამდენი მუხლისგან შედგება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ 2010 წლის 9 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ 2010 წლის 9 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.02.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ 2010 წლის 9 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“, №3, 09.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.161.016027 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1203129/