გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 09.02.2011
ძალის დაკარგვა 30.12.2013
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.161.016028
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 150211, 15/02/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 27.12.2013
დოკუმენტის ტექსტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
h1 { margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; color:#365F91;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
span.Heading1Char { color:#365F91; font-weight:bold;}
p.Default, li.Default, div.Default { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; color:black;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:21.3pt .5in .5in 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2011 წლის 9 თებერვალი
ქ. გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის 22-
ე მუხლის პირველი პუნქტის „
თ“
ქვეპუნქტის, 38
-ე მუხლის მე
-4 პუნქტის შესაბამისად
, გარდაბნ
ის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗.
დამტკიცებულ იქნ
ეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა.
მუხლი
2🔗.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3🔗.
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 22
-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად
, გარდაბანის რაიონულ სასამართლოში
.
საკრებულოს თავმჯდომარე გ.ფეიქრიშვილი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახური ( შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს საკრებულოსა და გამგეობის სამართლებრივ მომსახურებას, მუნიციპალიტეტის ინტერესების სამართლებრივ დაცვას სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებისას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. იურიდიული სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.
4. იურიდიული სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
5. იურიდიული სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ.გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა №73
თავი II. იურიდიული სამსახურის ფუნქციები და ამოცანები
მუხლი 2🔗
იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებლისათვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამართლებრივი აქტების მიღების ინიციატივის განხორციელებაში ხელშეწყობა;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებლისათვის კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეწყობა;
გ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
დ) ცალკეულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების შედგენა;
ე) საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებლისათვის რეკომენდაციის მომზადება მუნიციპალიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოშობილ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით;
ვ) საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებლის დავალებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ზ) მუნიციპალიტეტის თანამშრომელთათვის კონსულტაციის მიცემა საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით;
თ) გამგებლისათვის ხელშეწყობა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობაში;
ი) მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე, გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, შეთანხმება და სამართლებრივი ექსპერტიზა;
კ) მუნიციპალიტეტის, ასევე გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებში, სხვა სამართალდამცავ ორგანოებში და დაწესებულებებში;
ლ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების პროექტის შემუშავება;
მ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულება;
ნ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადება;
ო) საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის ცალკეული დავალებების შესრულება
.
პ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 3🔗
1. საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად იურიდიული სამსახური თავისი კომპეტენცის ფარგლებში:
ა) ახორციელებს საკრებულოში განსახილველი იმ სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას, რომელიც გამგებლის მიერ არის ინიცი
ირებული;
ბ) კოორდინაციას უწევს საკრებულოზე მუნიციპალიტეტის საკრებულოზე განსახილველად წარსადგენი სამართლებრივი აქტების პროექტების საბოლოო რედაქციის შემუშავებას და ამზადებს სათანადო დოკუმენტაციას საკრებულოზე განსახილველად;
გ) შესაბამისი დავალების შემთხვევაში ახორციელებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობას სახელმწიფო ორგანოებთან, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის დროს (მათ შორის, ამ ორგანოთა სხდომებზე, თათბირებზე და ა.შ.);
დ) უზრუნველყოფს სათანადო ღონისძიებების გატარებას გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ცალკეული პროექტისა და საკითხის თაობაზე შეთანხმების მისაღწევად;
ე) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ წარმოებას მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, ასევე მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით შემოსულ საკითხებზე;
ვ) განიხილავს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ ცალკეულ საკითხებს, ითანხმებს მათი საქართველოს კანონმდებლობასთან და გამგეობის, როგორც სამართალურთიერთობის სუბიექტის, სამართლებრივ ინტერესებთან შესაბამისობის საკითხს;
ზ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;
თ) კონტროლს უწევს მუნიციპალიტეტის საქმიანობაში კანონით დადგენილი ვადების დაცვას;
ი) ახორციელებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობას საქართველოს საერთო სასამართლოებში, პროკურატურის ორგანოებში და სხვა სამართალდამცავ ორგანოებში;
კ) საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლობას საქართველოს საერთო სასამართლოში, პროკურატურის ორგანოებში და სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან;
ლ) ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის, გამგეობის, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლობას სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ასევე ორგანიზაცია-დაწესებულებებთან (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა) ურთიერთობებისას;
მ) ამზადებს საკრებულოს თავმჯდომარის, გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელშეკრულების პროექტებს ან/და ითანხმებს მათ;
ნ) ამზადებს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების პროექტს;
ო) განიხილავს მოქალაქეთა წერილებსა და საჩივრებს;
პ) საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის დავალებით ატარებს ადმინისტრაციულ მოსმენებს სხვადასხვა საკითხების განხილვისას
;
ჟ)ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის, ცალკეულ დავალებებს;
რ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სამსახურში სამართლებრივი აქტების შემუშავების კოორდინაციას და უშუალო ზედამხედველობას ახორციელებს იურიდიული სამსახურის უფროსი.
თავი III. იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელობა
მუხლი 4🔗
1. იურიდიულ სამსახურს ხელმძღვანელობს იურიდიული სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. იურიდიული
სამსახურის
უფროსი
:
ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს სხვა კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) წარმართავს იურიდიული სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;
გ) წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, გამგებელს წინადადებებს იურიდიული სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ;
დ) წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, გამგებელს წინადადებებს იურიდიული სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
ე) ახორციელებს მუნინციპალიტეტის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულის და ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლობას საქართველოს საერთო სასამართლოებში, პროკურატურის ორგანოებში და სხვა სამართალდამცავ ორგანოებში;
ვ) სამსახურში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად სამსახურის თანამშრომელთა შორის;
ზ) უშუალოდ იხილავს მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე შეტანილ საჩივრებს და წარდგინებებს და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, გამგებელს შესაბამის დასკვნას;
თ) წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, გამგებელს იურიდიული სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ი) საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის კონკრეტული დავალებით უშუალოდ უძღვება სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმეზე გამართულ ადმინისტრაციულ მოსმენას;
კ) უშუალოდ იხილავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საკითხებს;
ლ) უშუალოდ ითანხმებს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე ხელშეკრულების პროექტებს;
მ) ამზადებს და ითანხმებს მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ნ) ითანხმებს სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული საკითხების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას, საქმიანობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტისათვის მისი მიზანშეწონილობის საკითხს;
ო) სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს საკრებულოს თავმჯდომარეს, გამგებელს, გამგებლის მოადგილეს, სტრუქტურული ერთეულების, ასევე გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელებს
;
პ) წარმოადგენს სამსახურს მუნიციპალიტეტისა და გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისას;
ჟ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;
რ) ესწრება საკრებულოს თავმჯდომარის,გამგებლის თათბირებს
, ასევე
, საკრებულოს სხდომებს;
ს) საკრებულოს თავმჯდომარეს, გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს იურიდიული სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ტ) საკუთარი ინიციატივით, საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის დავალებით უშუალოდ ახორციელებს იურიდიული სამსახურს კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლებამოსილებას;
უ) ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის ცალკეულ დავალებებს;
ფ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.
3. იურიდიული სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია იურიდიული სამსახურის საქმიანობისათვის საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის წინაშე.
4. იურიდიული სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის წინაშე.
5. იურიდიული სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტისა და თანამდებობიდან გადადგომის საფუძველია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;
გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობა; უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება;
დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
ე) გარდაცვალება;
ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
6. იურიდიული სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას მისი დავალებით შეასრულებს სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი
.
თავი IV
თავი IV. იურიდიული სამსახურის სტრუქტურა და სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები
მუხლი 5🔗
1
. სამსახური შედგება:
ა) სამსახურის უფროსი;
ბ) მთავარი სპეციალისტი სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში
;
გ) მთავარი სპეციალისტები სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებისა და ექსპერტიზის საკითხებში.
2. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 6🔗
1. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:
ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:
ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.
თავი V. დასკვნითი დებულებები
მუხლი 7🔗
1. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად
, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.
2. სამსახურის რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია ხორციელდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად
, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.