აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „კრწანისი პურის“ აქციონერთა საერთო კრებ ის მოწვევის შესახებ
სააქციო საზოგადოება „კრწანისი პურის“ სამეთვალყურეო საბჭო საზოგადოების აქციონერებს გიწვევთ ს/ს „კრწანისი პურის“ აქციონერთა საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2011 წლის 5 მარტს, დღის 15 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №113, სს „კრწანისი პური“.
სს „კრწანისი პურის“ საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2011 წლის 10 თებერვალი.
დღის წესრიგი:
1. სს „კრწანისი პური ს“ 2010 წ-ის საწარმო-საფინანსო მდგომარეობის შედეგები;
2. სს „კრწანისი პური ს“ მიერ მისი ძირითადი საქმიანობის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ;
3. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
4. სხვადასხ ვ ა.
დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „კრწანისი პურის“ დირექტორატში, ხოლო განმარტებების და წინადადებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნ ე ს დაყენებული დირექტორატის წინაშე, კრებამდე 10 დღით ადრე.
კრებაში მონაწილეობის უფლება და თქვენ განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობა სააღრიცხვო დღის მდგომარეობით შეგიძლიათ შეამოწმოთ სს „საქართველოს რეგისტრატორში”, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74-ა, ტელ.: 25-15-60; 22-53-51.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ სს „კრწანისი პურში”.
აქციონერთა კრების მუშაობაში აქციონერი მონაწილეობას იღებს პირადობის მოწმობის და აქციათა რეესტრის საფუძველზე.
სს „კრწანისი პური ს“
სამეთვალყურეო საბჭოს თავ მ ჯდომარე ლ. რამიშვილი
10.02.2011 წ.