„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა№78
2011 წელი 4თებერვალი
ქ. ქუთაისი
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის№7დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის 22- ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ქვეპუნქტის, 43- ე მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის I პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63- ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №7 დადგენილების №1 დანართში (თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულება) შემდეგი ცვლილებები:
1. დანართის მე-3 მუხლის, მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ)ქალაქ ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულები: მერიის ადმინისტრაციული სამსახური; არქიტექტურის ა და ზედამხედველობის სამსახური; კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვის ა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური; ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების სამსახური; კეთილმოწყობის სამსახური; საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; სამხედრო სამსახური; საფინანსო სამსახური; სახელმწიფო შესყიდვების სამსახური; ტრანსპორტის სამსახური; ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამსახური;“.
2. დანართის ІІІ თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი III
სტრუქტურული ერთეული – სამსახური“.
3. დანართის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. სამსახური
1. სამსახური არის ქალაქ ქუთაისის მერიის კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროების მიხედვით უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით შექმნილი მერიის სტრუქტურული ერთეული;
2. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ქალაქ ქუთაისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული დებულებით;
3. სამსახურებს, მათი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების შესაბამისად, კოორდინაციას უწევს მერის ერთ-ერთი მოადგილე“.
4. დანართის მე-14 მუხლის სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა)„მუხლი 14. სამსახურის ხელმძღვანელი“
ბ) „1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი“.
5. დანართის V თავს დაემატოს მე-17 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. სამსახურისა და ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურე“.
6. დანართის Vთავის სათაური და მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა)„თავი V. სამსახურისა და ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურე“
ბ)„2. სამსახურისა და ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქ ქუთაისის მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით“.
მუხლი 2
ქალაქ ქუთაისის მერმა, გ.თევდორაძემ, ზემოთ მითითებული ცვლილებების გათვალისწინებით, უზრუნველყოს ქალაქ ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს დადგენილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს დადგენილებების პროექტების მომზადება და თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა.
მუხლი3
დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა.ხვადაგიანი