თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 04.02.2011
ძალის დაკარგვა 17.06.2013
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
ნომერი №79
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.123.016031
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 220211, 22/02/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 02.07.2010
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:Geo_Times;}
@font-face {font-family:"Geo Akad Nebraska"; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;}
@font-face {font-family:GeorgiaNET; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;}
@font-face {font-family:"Tahoma Georgian";}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Geo_Times","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Geo_Times","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Geo_Times","serif";}
p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:18.0pt; font-family:"Geo Akad Nebraska","sans-serif"; text-transform:uppercase;}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:18.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;}
a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:28.35pt 28.35pt 28.35pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
@page Section2 {size:595.3pt 841.9pt; margin:28.35pt 28.35pt 28.35pt 85.05pt;}
div.Section2 {page:Section2;}
@page Section3 {size:595.3pt 841.9pt; margin:28.35pt 42.55pt 28.35pt 85.05pt;}
div.Section3 {page:Section3;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №79
2011 წელი 4 თებერვალი
ქ. ქუთაისი
„
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – მერიის აპარატის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“
თვითმმართველი ქალაქის –
ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №229 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – მერიის ადმინისტრაციული სამსახურის
დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის მეორე პუნქტისა
და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61
-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – მერიის აპარატის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი
ქალაქის –
ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №229 დადგენილება.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება №1 დანართის შესაბამისად.
/დანართი №1 დადგენილებას თან ერთვის/
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდის ნიმუში №2 დანართის შესაბამისად.
/დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის/
მუხლი 4🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა.ხვადაგიანი
დანართი №I
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული
ერთეულის – მერიის ადმინისტრაციული სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ქალაქ ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მერიის საქმიანობის საორგანიზაციო, დოკუმენტირების, ბუღალტრული აღრიცხვის, მატერიალურ-ტექნიკური, საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განვითარების, საინფორმაციო და სამართლებრივ უზრუნველყოფას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონებისა და მათგან გამომდინარე, სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე, საკრებულოსა და მერიის სამართლებრივი აქტების საფუძველზე, დადგენილი წესის შესაბამისად.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ ქუთაისის მერის წინაშე.
4. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის საკრებულო.
5. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.
6. სამსახურის აქვს დებულება, დოკუმენტების სარეგისტრაციო შტამპი, ბლანკი, ბეჭედი №I სახელწოდების აღნიშვნით.
7. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მერი.
8. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3.
მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახურის სტრუქტურა შედგება უფროსის, განყოფილებებისა და დარგის სპეციალისტებისაგან.
2. სამსახურის განყოფილებებია:
ა
) ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება;
ბ
) იურიდიული განყოფილება;
გ) კონტროლის განყოფილება;
დ
) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;
ე
) საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილება;
ვ
) მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.
მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი ფუნქციები
1. ხელს უწყობს თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელებას, კომპეტენციის ფარგლებში.
2. უზრუნველყოფს მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის გამჭირვალობას და საზოგადოების წინაშე ანგარიშგების ეფექტიანი ფორმების დანერგვას.
3. კოორდინირებას უწევს მერიის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას.
4. უზრუნველყოფს მოქალაქეებისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების აქტიურ ჩართვას ქალაქის მართვის, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების, შესრულებისა და მონიტორინგის პროცესში.
5. შეიმუშავებს წინადადებებს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომლობის თაობაზე.
6. უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას, კანონით დადგენილი წესით.
7. ხელს უწყობს მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს პრეზიდენტის №414 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქმისწარმოების ერთიანი წესისა“ და თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების თანახმად, იღებს, რეგისტრაციაში ატარებს და აღრიცხავს მერიაში მიღებულ კორესპონდენციებს, სამართლებრივ აქტებს, ახორციელებს მათ ანოტირებას, სარეკვიზიტო-დოკუმენტურ გაფორმებას, მისი დამუშავების ორგანიზებასა და დანიშნულებისამებრ წარდგენას.
9. უზრუნველყოფს მერიის თანამდებობის პირების მიერ თათბირებისა და შეხვედრების ჩატარების, მოქალაქეთა მიღების, მოსახლეობასთან გასვლითი შეხვედრების ორგანიზებას.
10. უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირების, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ, საგარეო, საბუღალტრო და მატერიალურ-ტექნიკურ მომსახურებას, კომპეტენციის ფარგლებში.
11. აწარმოებს მერიის თანამდებობის პირების, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლების, საკადრო დოკუმენტების (პირადი საქმეების) გაფორმებასა და აღრიცხვას.
12. ამზადებს წინადადებებს და უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობის ოფიციალური ვებგვერდის /www.kutaisi.gov.ge
/ საინფორმაციო და კონცეპტუალურ განვითარებას.
13. ამზადებს ინფორმაციებს იმერეთის ვებპორტალზე /www.imereti.ge
/ განთავსების მიზნით.
14. უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის უწყებათაშორისი კომპიუტერული ქსელის ფუნქციონირებას.
მუხლი 4🔗. სამსახურის განყოფილებების ფუნქციები
1. ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება:
ა
) აწარმოებს საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საფინანსო ოპერაციების ბუღალტრულ აღრიცხვას, საკასო და საბანკო ოპერაციებს, საბუღალტრო ანგარიშგებასა და ბალანსების შედგენას, ანალიზს, სინთეზურ და ანალიტიკურ აღრიცხვიანობას;
ბ
) არსებული ნორმატივების თანახმად, გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში უზრუნველყოფს საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირების, საკრებულოს აპარატის, მერიის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და მათი თანამშრომლების საბუღალტრო მომსახურებას;
გ
) უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის საკრებულოს აპარატის, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე (საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და საბიუჯეტო ორგანიზაციების (თვითმმართველობა) ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციით გათვალისწინებული დოკუმენტები) მომწოდებლებთან ანგარიშსწორებას;
დ
) უზრუნველყოფს ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების დანიშნულებით გამოყენებას;
ე
) უზრუნველყოფს ბიუჯეტიდან მიღებული მარაგებისა და ნაკადების აღრიცხვას;
ვ
) უზრუნველყოფს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოების (მომსახურების) ანგარიშსწორების სრულ და თავისდროულ აღრიცხვას;
ზ
) მონაწილეობას იღებს არაფინანსური და ფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაციაში და აწარმოებს ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვას;
თ
) აწარმოებს ფინანსურ ანგარიშგებას დადგენილ ვადებში, დამტკიცებული ფორმით;
ი
) ინახავს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტებს დადგენილი წესით და აბარებს არქივში;
კ
) განიხილავს და შეისწავლის მიღებულ კორესპონდენციას, კომპეტენციის ფარგლებში;
ლ
) ასრულებს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, მერისა და სამსახურის უფროსის დავალებებს.
2. იურიდიული განყოფილება:
ა
) ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მერიის თანამდებობის პირების, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;
ბ
) ამზადებს და დაურთავს სამართლებრივ დასკვნას მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ მომზადებული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტებს, აგრეთვე, საკრებულოში წარსადგენ პროექტებს;
გ
) ამზადებს სამართლებრივ დასკვნას ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განსახილველ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით;
დ
) უწევს კონსულტაციებს მერიის თანამდებობის პირებს, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლებს;
ე
) ამზადებს წერილობით ინფორმაციას ახალი კანონის მიღების ან/და მოქმედ საკანონმდებლო ბაზაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით და წარმოადგენს წინადადებებს სამუშაო პროცესის მარეგულირებელ დოკუმენტებში სათანადო ცვლილებების შეტანის თაობაზე, ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში;
ვ
) განიხილავს და შეისწავლის მიღებულ კორესპონდენციას, კომპეტენციის ფარგლებში;
ზ
) ასრულებს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, მერისა და სამსახურის უფროსის დავალებებს;
თ
) იცავს ქალაქ ქუთაისის მერიის ინტერესებს სასამართლოში.
3.
კონტროლის განყოფილება:
კონტროლის განყოფილების ფუნქციებია:
ა
) თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა მიერ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, მერის სამართლებრივი აქტების, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებების, შინაგანაწესის, ინსტრუქციებისა და სხვა ნორმატიული და ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების დაცვისა და შესრულების თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მერის ინფორმირება;
ბ
) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დაცვის უზრუნველყოფა;
გ
) საკონსულტაციო-მეთოდური დახმარების გაწევა სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეებისათვის, საქმისწარმოების წესების დაცვის საკითხებზე;
დ
) მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და იურიდიული პირების მომართვების ელექტრონული პროგრამების ბაზებში განთავსება, მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება და ანგარიშების მომზადება;
ე
) ქალაქ ქუთაისის მერიის დოკუმენტბრუნვის ელექტრონული პროგრამების ბაზების ადმინისტრირება, დადგენილი წესით;
ვ
) ქალაქ ქუთაისის მერის მიერ სამუშაო თათბირებსა და შეხვედრებზე გაცემული დავალებების აღრიცხვის, შემსრულებლამდე დაყვანისა და შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;
ზ
) ქალაქ ქუთაისის მერის თათბირის ოქმების გაფორმება, რეგისტრაცია და დადგენილი წესით შენახვა;
თ
) ქალაქ ქუთაისის მერის მოსახლეობასთან გასვლით და შიდა შეხვედრებზე, ასევე ღია ეთერში დასმული ზეპირი და წერილობითი თხოვნების, წინადადებებისა და საჩივრების სისტემატიზაცია, რეგისტრაცია, შემსრულებლებისათვის გადაცემა და შესრულების თაობაზე, სამსახურის უფროსისათვის ინფორმაციის მომზადება;
ი
) ქალაქ ქუთაისის მერიის მოსამსახურეთა მიერ სამუშაო დროის რაციონალურად გამოყენების კონტროლი, მათ შორის ელექტრონული დაშვებისა და ვიდეომონიტორინგის სისტემების გამოყენებით;
კ
) მიღებული კორესპონდენციის განხილვა და შესწავლა;
ლ
) ქალაქ ქუთაისის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერიის შესაბამისი თანამდებობის პირების დავალებების შესრულება;
მ
) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 553 მუხლის საფუძველზე, „მიწის ფონდებზე, მიწების მდგომარეობასა და გამოყენებაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდების, მიწის გამოყოფის თაობაზე განაცხადის, შუამდგომლობის, საჩივრების განხილვის ვადების დარღვევის შესახებ“.
4. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება:
ა) ახორციელებს საკრებულოს მიერ დამტკიცებული შესყიდვების გეგმის მიხედვით, შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, შესყიდვების ორგანიზებას და დოკუმენტურ უზრუნველყოფას, „
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მომწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე;
ბ) ყოველი წლის ბოლოს, მერის ბრძანების საფუძველზე, ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებასთან ერთად,
უზრუნველყოფს ინვენტარიზაციის ჩატარებას და საინვენტარო უწყისის შედგენას;
გ) აწარმოებს მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვას, შენახვას, რაციონალურ გამოყენებას, მწყობრიდან გამოსული ინვენტარის არსებული წესით ჩამოწერას;
დ) ახორციელებს ადმინისტრაციულ შენობაში არსებული ელექტრონული და საკომუნიკაციო სისტემების მოვლა-პატრონობას, სანიტარი
ულ-ჰიგიენური მდგომარეობის დაცვით ღონისძიებებს;
ე
) უზრუნველყოფს მომწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საანგარიშსწორებო დოკუმენტების მომზადებას კომპეტენციის ფარგლებში და შესყიდული პროდუქციის გადაცემას მოთხოვნის შესაბამისად;
ვ
) აწესრიგებს საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირების, საკრებულოს წევრების, საკრებულოს აპარატის, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლების სამუშაო პირობებს, უზრუნველყოფს მათი მუშაობისათვის აუცილებელი ტექნიკისა და ინვენტარის მიწოდებას;
ზ
) უზრუნველყოფს კვარტალური ვალდებულებების მომზადებას და საფინანსო სამსახურში რეგისტრირებას;
თ
) ახდენს ოფიციალური დელეგაციებისა და საპატიო სტუმრების მიღებების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ი
) ამუშავებს გეგმებს და ადგენს ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარე და კაპიტალური შეკეთებითი სამუშაოების ყოველწლიურ ჩამონათვალს, ამზადებს წინადადებებს საპროექტო ორგანიზაციისათვის შესაბამისი პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მოსამზადებლად,
უზრუნველყოფს სამუშაოთა ორგანიზებას;
კ
) ადგენს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული შენობის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების სქემებს და აწესრიგებს პარკირების პროცესს;
ლ
) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის პერსონალური სამომსახურეო ავტომანქანების ტექნიკურ გამართულობას, ამარაგებს საწვავ-
საცხები მასალებითა და ავტოსათადარიგო ნაწილებით;
მ
) უზრუნველყოფს სამეურნეო-
ტექნიკური პერსონალის მუშაობის ორგანიზებას;
ნ
) განიხილავს და შეისწავლის მიღებულ კორესპონდენციას კომპეტენციის ფარგლებში;
ო
) ასრულებს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, მერისა და სამსახურის უფროსის დავალებებს.
5. საგარეო ურთიერთობ
ებისა
და საერთაშორისო პროექტების
განყოფილება:
ა) ახორციელებს ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობის ორგანოებში საზღვარგარეთის ქვეყნების დელეგაციებისა და ამ ორგანოებიდან საზღვარგარეთ გასამგზავრებელი ოფიციალური დელეგაციების საპროტოკოლო მომსახურებას;
ბ) ხელს უწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეებს საზღვარგარეთ სამსახურებრივი მივლინებისათვის საჭირო დოკუმენტების გაფორმებაში;
გ) უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისთან დაძმობილებულ ქალაქებთან, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ეფექტიანი ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას, კომპეტენციის ფარგლებში;
დ) უზრუნველყოფს ოფიციალურ და სხვა შეხვედრებზე საუბრებისა და ოფიციალური დოკუმენტების თარგმნას, რომელთაც აფორმებს დადგენილი წესით;
ე)ახორციელებს იმ ღონისძიებების /ეროვნული დღესასწაულები, აღლუმები, ჯილდოების გადაცემა და სხვა საცერემონიო ღონისძიებები/ საპროტოკოლო უზრუნველყოფას, რომელშიც მონაწილეობენ თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები;
ვ) კონსულტაციებს უწევს და ხელს უწყობს ქალაქ ქუთაისის მაცხოვრებლების ინფორმირებას, არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, საზღვარგარეთ გამგზავრებასთან, გადაადგილებასთან და მათ უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ზ) ახორციელებს თვათმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირების საერთაშორისო მნიშვნელობის საჯარო გამოსვლების საპროტოკოლო უზრუნველყოფას;
თ) უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, საზღვარგარეთის ქვეყნების ქალაქებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს საელჩოებთან და საკონსულოებთან უცხოეთში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, დაძმობილებულ ქალაქებთან და ქართულ დიასპორასთან მჭიდრო კავშირების დამყარების ხელშეწყობას;
ი) უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული, საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობების პროფილით მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაციას ქალაქის ინტერესებისა და არსებული პრიორიტეტების გათვალისწინებით;
კ
) უზრუნველყოფს საერთაშორისო პროგრამებისა და საგრანტო კონკურსებისათვის პროექტების მომზადებას;
ლ) თანამშრომლობს ქალაქ ქუთაისში მოქმედ საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობების პროფილით მომუშავე ორგანიზაციებთან;
მ) წარმართავს საერთაშორისო ურთიერთობებს დასავლეთევროპულ (ინგლისური, გერმანული, ფრანგული ენები) და სხვა ენებზე მაღალკვალიფიციურად;
ნ) თარგმნის და ამზადებს ინფორმაციას ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობის ოფიციალური პოლილინგვისტური ვებგვერდის /www.kutaisi.gov.ge/ შესაქმნელად;
ო) განიხილავს და შეისწავლის მიღებულ კორესპოდენციას, კომპეტენციის ფარგლებში;
პ) ასრულებს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, მერისა და სამსახურის უფროსის დავალებებს.
6. მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება:
ა
) ამზადებს წინადადებებს და უზრუნველყოფს მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშგების ეფექტიანი ფორმების დანერგვას;
ბ
) ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მერიისა და მისი ხელმძღვანელობის პოზიტიური იმიჯის ფორმირების ხელშეწყობას;
გ
) ამზადებს წინადადებებს და პროექტებს საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით ღონისძიებების ჩატარების მიზნით;
დ
) ორგანიზებას უკეთებს ქალაქ ქუთაისის მერიის წარმომადგენლების მონაწილეობას სტუმრებისა და ექსპერტების სტატუსით ტელე-რადიო გადაცემებში;
ე
) ამზადებს ტექსტურ მასალებს პრესაში გასავრცელებლად;
ვ
) ორგანიზებას უკეთებს პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და პრეზენტაციების მოწყობას;
ზ
) ამზადებს ტექსტურ მასალებს ქალაქ ქუთაისის მერიის ხელმძღვანელობის საჯარო გამოსვლებისათვის (ინტერვიუები, ბრიფინგები, პრესკონფერენციები);
თ
) ამუშავებს ცალკეული სპეცღონისძიებების პროექტებს და ორგანიზებას უკეთებს მათ;
ი
) ორგანიზებას უკეთებს საზოგადოებასთან ურთიერთობის ღონისძიებებს: პრესტურები, ღია კარის დღეები, „მრგვალი მაგიდა“ და სხვა;
კ
) ქმნის აუდიო-ვიდეო მასალებს, ამზადებს აუდიოვიზუალურ პრეზენტაციებს;
ლ
) ამუშავებს ტელე-რადიო პროგრამების, ბეჭდური გამოცემების (წიგნების, ბროშურების, საინფორმაციო ბიულეტენების, ჟურნალების, გაზეთებისა და ა.შ.) პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ქალაქ ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ამოცანების გადაჭრას;
მ
) ავრცელებს ინფორმაციებს დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე, ახდენს ჟურნალისტთა აკრედიტირებას;
ნ
) ამზადებს პრეს-რელიზებს ქალაქ ქუთაისის მერიის დაგეგმილი ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ;
ო
) ახორციელებს ოპერატიულ კავშირს ქუთაისის მერიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, მათი საქმიანობის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით;
პ
) ამუშავებს მიღებულ ინფორმაციას, ქმნის საინფორმაციო ბაზას;
ჟ
) კონსულტაციას უწევს და რეკომენდაციებს ამზადებს თანამდებობის პირებისათვის საინფორმაციო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
რ
) თანამშრომლობს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მასმედიის საშუალებებთან, ზრუნავს საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე მერიის საქმიანობასა და სამომავლო პერპექტივებზე;
ს
) ამზადებს წინადადებებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიისა და ტაქტიკის ფორმირებასთან დაკავშირებით, აგროვებს სისტემატიზებულ და ოპერატიულ ინფორმაციას სამიზნე ჯგუფების, ქალაქის მოსახლეობის მოსაზრებების, მოთხოვნებისა და საჭიროების შესახებ, რომელთა უშუალო მიზეზი შეიძლება იყოს ქუთაისის მერიის ფუნქციონირების დადებითი და უარყოფითი ასპექტები;
ტ
) ხელს უწყობს მოქალაქეებისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების აქტიურ ჩართვას ქალაქის მართვის, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების, შესრულებისა და მონიტორინგის პროცესში;
უ
) აგროვებს ინფორმაციებს ქალაქ ქუთაისის მერიის საქმიანობის შესახებ, ქუთაისის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსების მიზნით;
ფ
) ახდენს ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობის ოფიციალური ვებგვერდის (www.kutaisi.gov.ge) ადმინისტრირებას;
ქ
) ასრულებს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, მერისა და სამსახურის უფროსის დავალებებს.
მუხლი 5🔗. სამსახურის უფლება-მოვალეობანი
1.
სამსახურს
უფლება აქვს:
ა
) მიიღოს საჭირო ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებიდან, მერიას დაქვემდებარებული საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან, თავის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით;
ბ
) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში;
გ
) მოამზადოს წინადადებები აპარატის წლიური ხარჯების თაობაზე და აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში;
დ
) მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში;
ე
) მონაწილეობა მიიღოს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ვ
) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასაშუალებებთან, იზრუნოს საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე მერიის საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით;
ზ
) დადგენილი წესით განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რაც დაკავშირებულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებასთან.
2.
სამსახური
ვალდებულია:
ა
) პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლა-პატრონობაზე;
ბ
) კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;
გ
) ანგარიში წარუდგინოს ქალაქ ქუთაისის მერს თავისი საქმიანობის შესახებ;
დ
) დაიცვას ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული შინაგანაწესი.
მუხლი 6🔗.
სამსახური
ს უფროსი
1. სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე) და რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ ქუთაისის მერი.
2. სამსახურის უფროსი:
ა
) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის განყოფილებების მუშაობას და სამსახურის თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
ბ
) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ
) ამზადებს და აწვდის წინადადებებს ქალაქ ქუთაისის მერს სამსახურისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად;
დ
) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის თაობაზე;
ე
) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;
ვ
) ქმნის სამსახურის თანამშრომლებისათვის მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
ზ
) ამზადებს წინადადებებს სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით;
თ
) შეიმუშავებს და წარუდგენს ქალაქ ქუთაისის მერს სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს, ამ დებულებით განსაზღვრული სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად;
ი
) წარუდგენს მერს წერილობით ინფორმაციას სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენად;
კ
) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულებების, მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
ლ
) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
მ
) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 7🔗. სამსახურის თანამშრომლები
1. სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, სამსახურის თანამშრომლების თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება ხდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის დაცვით ქალაქ ქუთაისის მერის მიერ.
2. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:
ა
) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე წინადადებები მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის თაობაზე;
ბ
) დადგენილი წესით ისარგებლონ საინფორმაციო-საკომუნიკაციო და კომპიუტერული ტექნიკით, სხვადასხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
გ
) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
დ
) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
3. სამსახურის
თანამშრომლები ვალდებულნი არიან:
ა)
შეასრულონ და დაიცვან „
საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონით,
საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობები;
ბ)
დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ)
იმუშაონ თავისი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;
დ
) შეასრულონ შინაგანაწესის მოთხოვნები;
ე
) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-
საკომუნიკაციო და კომპიუტერულ ტექნიკას,
ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.
4. სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის თანამდებობრივი რეესტრის“ შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების შესაბამისად მიღებული ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დადგენილებითა და ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხით.
მუხლი 8🔗. სამსახურის ქონება
სამსახურის სარგებლობაში არსებული ქონება წარმოადგენს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებას.
მუხლი 9🔗. დასკვნითი დებულებები
სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით.
დანართი №2
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული
ერთეულის – მერიის ადმინისტრაციული სამსახურის
ბეჭდის ნიმუში