შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.02.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 040170050.21.014.016011
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110211, 11/02/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.02.2011 მიღება
📜 ცვლილებების ისტორია (4)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
ცვლილება შეტანილია აქტით
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| 1 | 2 |
| 1. შედგენის თარიღი _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ | 2. შემსყიდველი ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ |
| № | შესყიდვის საშუალება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:16.0pt; color:navy; font-weight:bold;}
a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;}
a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.5pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
span.CommentTextChar { }
span.BalloonTextChar { }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
span.BodyTextChar { color:navy; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.5pt 1.0in .5in 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
@page Section2 {size:11.0in 8.5in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;}
div.Section2 {page:Section2;}
@page Section3 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;}
div.Section3 {page:Section3;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება №
2
2011 წლის 10 თებერვალი
ქ. თბილისი
შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, 22-ე მუხლის 21, 31 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესი;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის ფორმა (დანართი №1);
გ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კვარტალური ანგარიშის ფორმა (დანართი №2);
დ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ წლიური ანგარიშის ფორმა (დანართი №3);
ე) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ანგარიშგების ფორმების შევსების ინსტრუქცია (დანართი №4).
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ტ. ურჯუმელაშვილი
შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონის) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, 22-ე მუხლის 21, 31 და მე-10 პუნქტების საფუძველზე.
2. წესის მიზანია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა. წესი გამოიყენება გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის, ელექტრონული ტენდერის და კონკურსის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შემთხვევებში.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. წესის მიზნებისთვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (შემდგომში–სააგენტო) ოფიციალურ ვებგვერდზე www.procureme№t.gov.ge
განთავსებული სახელმწიფო შესყიდვების პორტალი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებას გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის მეშვეობით ღია, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიან გარემოში (შემდგომში – სისტემა);
ბ) ანგარიშგება – ანგარიშგების მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სააგენტოსთვის ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენა;
გ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კვარტალური ანგარიში – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ კანონის 22-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე და ამ წესის შესაბამისად სააგენტოსათვის ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე დანართი №2-ის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაცია (შემდგომში – კვარტალური ანგარიში);
დ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ წლიური ანგარიში – კანონის 22-ე მუხლის 31 პუნქტის საფუძველზე და ამ წესის შესაბამისად სააგენტოსათვის ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე დანართი №3-ის შესაბამისად, იმ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ანგარიში, რომლის შესყიდვების წლიური გეგმის სავარაუდო ჯამური ღირებულება 50 000 ლარზე ნაკლებია;
ე) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება – გამარტივებული შესყიდვის, კონკურსის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან/და ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება);
ვ) ინსპექტირება – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შერჩეული პირის ან პირთა ჯგუფის ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც უკავშირდება ხელშეკრულების შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობას;
ზ) კლასიფიკატორი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებული „შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნების დადგენის წესით“ (შემდგომში – შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნების დადგენის წესი) დადგენილი კლასიფიკატორი;
თ) სისტემის რეგისტრირებული მომხმარებელი – შემსყიდველი ორგანიზაცია ან მიმწოდებელი, რომელმაც დადგენილი წესით გაიარა სისტემაში რეგისტრაცია (შემდგომში – რეგისტრირებული მომხმარებელი).
2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 22 ოქტომბრის №9 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელების შესახებ დროებით წესში“ (შემდგომში – სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელების შესახებ დროებითი წესი).
მუხლი 3🔗. კოორდინაცია და ზედამხედველობა
1. სახელმწიფო შესყიდვების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციასა და ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო. სააგენტო ახორციელებს ზედამხედველობას შესყიდვების პროცესში ისეთი პრინციპების დაცვაზე, როგორიცაა საჯაროობა, სამართლიანობა და არადისკრიმინაციულობა, დადგენილი პროცედურების ზუსტად შესრულება და ანგარიშგება, ღია და ეფექტიანი კონკურენციის უზრუნველყოფა, რაციონალური და თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა.
2. კოორდინაციისა და ზედამხედველობის მიზნით სააგენტო უფლებამოსილია:
ა) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და ნორმების დარღვევის ან/და მათი არასწორი გამოყენების შემთხვევაში, მიუთითოს ამ ფაქტებზე შემსყიდველ ორგანიზაციას და მოითხოვოს მისგან არასწორი გადაწყვეტილებებისა და ქმედებების დადგენილ წესებთან და ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა;
ბ) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და ნორმების დარღვევის, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას სახელმწიფოსათვის ზარალის მიყენების, თანამდებობის პირთა მიერ თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისად უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებს და დააყენოს მათ წინაშე შესაბამის პირთა ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი;
გ) განსაზღვროს ის აუცილებელი პირობები, რომელსაც უნდა შეიცავდეს ხელშეკრულება;
დ) შესყიდვების განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას, მიმწოდებელს ან/და პრეტენდენტს შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩათვლით.
3. შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების მიზნით, სისტემის მეშვეობით სააგენტოსათვის წარდგენილი ინფორმაცია, ამავე სისტემაში, ხელმისაწვდომია ნებისმიერი რეგისტრირებული მომხმარებლისათვის.
4. სააგენტო უზრუნველყოფს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სააგენტოსათვის ამ წესის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის სისტემაში შენახვას წარდგენიდან არანაკლებ 3 წლის ვადით.
მუხლი 4🔗. სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა
1. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული და დამტკიცებული წლიური გეგმის შესაბამისად. სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის (შემდგომში – გეგმა) წარმოდგენა სააგენტოსთვის შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ უნდა განხორციელდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში დანართი №1-ის შესაბამისად სისტემის მეშვეობით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვისა.
2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში, გეგმას, რომელიც მოიცავს ამ შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ ყველა სახელმწიფო შესყიდვას დაფინანსების წყაროს მიხედვით, წარუდგენენ სააგენტოს სისტემის გამოყენების გარეშე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით სააგენტოსათვის გეგმის წარდგენად ჩაითვლება გეგმის სისტემის გარეშე სააგენტოსათვის წარდგენის მომენტი. გეგმის ის ნაწილი, რომელიც არ შეიცავს თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებს, ატვირთულ უნდა იქნეს სისტემაში სააგენტოსათვის გეგმის სისტემის გამოყენების გარეშე წარდგენიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა.
3. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გეგმის სააგენტოსათვის წარდგენა უნდა განხორციელდეს:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 20 კალენდარული დღისა, გარდა კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ზ“ ან „ა.თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელი ორგანიზაციისა;
ბ) ყოველი წლის არა უგვიანეს 20 თებერვლისა, კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ზ“ ან „ა.თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ;
გ) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ, მისი შექმნის (დაფუძნების) ან კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ და „ა.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახსრებით დამატებითი დაფინანსების წყაროს მიღების შემთხვევაში, შექმნის (დაფუძნების) ან ამ დამატებითი დაფინანსების მიღების თვის მომდევნო თვის არა უგვიანეს 20 რიცხვისა.
4. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“–„ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახსრებით, გეგმა უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი წლის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით განსაზღვრულ პარამეტრებს. ბიუჯეტის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ვადაზე გვიან დამტკიცების შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს ამ პუნქტში აღნიშნული სახსრებით სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად.
5. გეგმის ნებისმიერი პარამეტრის ცვლილება აისახება დანართ №1-ში, რომელიც წარედგინება სააგენტოს სისტემის მეშვეობით. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული გეგმის ნებისმიერი პარამეტრის ცვლილება აისახება დანართ №1-ში, რომელიც წარედგინება სააგენტოს სისტემის გამოყენების გარეშე შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის დაწყებამდე.
6. ყოველი შესყიდვის განხორციელების პროცედურების დაწყებამდე (გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვებისა) წლიური გეგმის შესაბამისად შემსყიდველი ორგანიზაცია ატარებს მოსამზადებელ სამუშაოებს. განსახორციელებელი შესყიდვის მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება შესყიდვის ობიექტის მახასიათებლების, სავარაუდო ღირებულების, შესყიდვის განხორციელების საშუალების და დაფინანსების მოცულობის დაზუსტების, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და ხელშეკრულების პროექტის მომზადების მიზნით.
7. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დაზუსტებისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, ხელშეკრულების მოქმედების სავარაუდო ვადა (მათ შორის, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შესაძლებლობა), ფასების არსებული დონე, მსგავსი შესყიდვების განხორციელების გამოცდილება. იმ შემთხვევაში, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 500 000 ლარს, ხოლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 1 000 000 ლარს, ფასების არსებული დონის გათვალისწინება ხდება შიდა ბაზრის შესწავლის საფუძველზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება 500 000 ლარი ან მეტი ან/და სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 1 000 000 ლარი ან მეტი – ფასების არსებული დონის გათვალისწინება შესაძლებელია მოხდეს საერთაშორისო ბაზრის შესწავლის საფუძველზე.
მუხლი 5🔗. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიში
1. კვარტალური ანგარიში წარედგინება სააგენტოს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დანართი №2-ის შესაბამისად, სისტემის მეშვეობით, არაუგვიანეს ყოველი მომდევნო კვარტლის პირველი თვის 30 რიცხვისა. დანართი №2-ს უნდა დაერთოს შესაბამისი კვარტალის განმავლობაში დადებული ხელშეკრულების ან/და მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი, გარდა იმ ხელშეკრულებისა, რომლის დადება ხდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად. დანართი №2-ს ასევე უნდა დაერთოს ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების ამსახველი დოკუმენტის ასლი.
2. წლიური ანგარიში წარედგინება სააგენტოს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სისტემის მეშვეობით არა უგვიანეს ყოველი მომდევნო წლის 30 იანვრისა დანართი №3-ის შესაბამისად. დანართი №3-ს უნდა დაერთოს შესაბამისი წლის განმავლობაში დადებული ხელშეკრულების ან/და მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი, გარდა იმ ხელშეკრულებისა, რომლის დადება ხდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად. დანართი №3-ს ასევე უნდა დაერთოს ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების ამსახველი დოკუმენტის ასლი.
3. თუ გეგმის ჯამური სავარაუდო ღირებულება გაიზრდება ერთი საფინანსო წლის განმავლობაში და შეადგენს ან აღემატება 50000 ლარს, შემსყიდველი ორგანიზაცია ასეთი გარემოების დადგომიდან ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს კვარტალური ანგარიში და წლიური ანგარიში ამ წესით დადგენილ ვადებში. იმ შემთხვევაში თუ ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოება დადგება საფინანსო წლის მე-4 კვარტალში, შემსყიდველი ორგანიზაცია წარადგენს მხოლოდ წლიურ ანგარიშს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში.
4. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების სააგენტოსათვის წარდგენად ჩაითვლება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების სისტემაში ატვირთვა.
5. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან/და ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ სააგენტოსათვის ანგარიშის წარდგენის მიზნით შემსყიდველი ორგანიზაცია სისტემაში ატვირთავს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმებს, გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერთან ან/და ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და ტენდერში მონაწილე ექსპერტებისა და კონსულტანტების (მათი არსებობის შემთხვევაში) დასკვნებს. სისტემაში აღნიშნული დოკუმენტების ატვირთვა ხდება სატენდერო კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმთან ერთად მისი ხელმოწერისთანავე.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგების წესი არ ვრცელდება კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე. კანონის ამ ნორმის შესაბამისად ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია სააგენტოს სისტემის მეშვეობით წარუდგენს ამ შესყიდვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას იმავე ენაზე, რა ენაზეც წარმოებდა პროცედურა, შესაბამისი ხელშეკრულების დადებიდან 30 დღის განმავლობაში.
7. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს შესყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის შენახვა შესაბამისი პროცედურის დასრულებიდან სამი წლის განმავლობაში, ხოლო გრძელვადიანი (ორი წელი და მეტი) ხელშეკრულების დადების შემთხვევაში – ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.
მუხლი 6🔗. გარდამავალი დებულებები
2010 წლის მე-4 კვარტალის ანგარიში შესაძლებელია წარდგენილ იქნეს სააგენტოში სისტემის გამოყენების გარეშე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულებით დამტკიცებული დანართი №4-ის და დანართი № 4-ის შევსების ინსტრუქციის შესაბამისად.
დანართი №1
სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის ფორმა
1. შედგენის თარიღი _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
2. შემსყიდველი ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
3. შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
4. დაფინანსების წყარო _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
5. სახელმწიფო შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული ჯამური თანხა დაფინანსების წყაროს
შესაბამისად _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ლარი
№
დანაყოფის კოდი
დანაყოფის დასახელება
სავარაუდო ღირებულება
შესყიდვის საშუალება
შესყიდვების დაწყების სავარაუდო ვადები
შესყიდვის ობიექტის მიწოდების სავარაუდო ვადა
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
შესყიდვების კოორდინატორი _________________________
(ხელმოწერა)
შემსყიდველი ორგანიზაციის
ხელმძღვანელი/უფლებამოსილი პირი _________________________
(ხელმოწერა)
დანართი №2
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კვარტალური ანგარიშის ფორმა
1. შედგენის თარიღი _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
2. შემსყიდველი ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
3. შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
4. დაფინანსების წყარო
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№
შესყიდვის საშუალება
კატეგორიის/ქვეკატეგო
-რიის კოდი
შესყიდვის კატეგორიის დასახელება
შესყიდვის განხორციე
-ლების ვადა/თარიღი
გამარტივე
-ბული ელექტრონუ
-ლი/ელექტ
-რონული ტენდერის სატენდერო განცხადების ნომერი
ხელშე
-კრულების ნომერი
ხელშეკრუ
-ლების ჯამური ღირებულება
გახარ
-ჯული თანხა
გახარჯული თანხა ნაზარდი ჯამით
მიმწოდე
-ბელი ორგანიზა
-ციის დასახ
ელება
მიმწო
-დებელი ორგანიზა
-ციის საიდენტი
-ფიკაციო კოდი
შენი
-შვნა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
შესყიდვების კოორდინატორი _________________________
(ხელმოწერა)
შემსყიდველი ორგანიზაციის
ხელმძღვანელი/უფლებამოსილი პირი_________________________
(ხელმოწერა)
დანართი №3
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ წლიური ანგარიშის ფორმა
1. შედგენის თარიღი _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
2. შემსყიდველი ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
3. შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
4. დაფინანსების წყარო
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№
შესყიდვის საშუალება
კატეგორიის/ქვეკატეგორიის კოდი
შესყიდვის კატეგორიის დასახელება
შესყიდვის განხორციე
-ლების ვადა/თარიღი
გამარტივებუ
-ლი ელექტრონული/ელექტრონუ
-ლი ტენდერის სატენდერო განცხადების ნომერი
ხელშე
კრუ
-ლების ნომერი
ხელშეკრუ
-ლების ჯამური ღირებულება
გახარჯუ
ლი თანხა
მიმწოდებელი ორგანიზაციის დასახ
ელება
მიმწო
-დებე
-ლი ორგანი
-ზაციის საიდე
-ნტიფი
-კაციო კოდი
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
შესყიდვების კოორდინატორი_________________________
(ხელმოწერა)
შემსყიდველი ორგანიზაციის
ხელმძღვანელი/უფლებამოსილი პირი_________________________
(ხელმოწერა)
დანართი №4
შესმყიდველი ორგანიზაციის მიერ ანგარიშგების ფორმების შევსების ინსტრუქცია
1. დანართი №1-ის შევსების და წარდგენის ინსტრუქცია:
ა) შემსყიდველი ორგანიზაცია დანართ №1-ს ავსებს და წარუდგენს სააგენტოს დაფინანსების წყაროს შესაბამისად.
ბ) დანართი №1-ის პირველი პუნქტის გასწვრივ მიეთითება კონკრეტული გეგმის შედგენის თარიღი;
გ) დანართი №1-ის მე-2 პუნქტის გასწვრივ მიეთითება შემსყიდველი ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი;
დ) დანართი №1-ის მე-3 პუნქტის გასწვრივ შემსყიდველი ორგანიზაციის სრული დასახელება სამართლებრივი ფორმის მითითებით;
ე) დანართი №1-ის მე-4 პუნქტის გასწვრივ მიეთითება დაფინანსების წყარო, რომლის ფარგლებშიც არის შედგენილი კონკრეტული გეგმა;
ვ) დანართი №1-ის მე-5 პუნქტის გასწვრივ მიეთითება ჯამური თანხა, ლარებში, იმ სავარაუდო ღირებულებისა, რასაც მთლიანობაში ითვალისწინებს კონკრეტული გეგმა;
ზ) დანართი №1-ის პირველ სვეტში მიეთითება თითოეული ჰორიზონტალური ველის ნომერი, რომელსაც შემსყიდველი ორგანიზაცია შეავსებს;
თ) დანართი №1-ის მე-2 სვეტში მიეთითება „შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნების დადგენის წესი“–ს მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაყოფის კოდი;
ი) დანართი №1-ის მე-3 სვეტში მიეთითება „შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნების დადგენის წესი“–ს მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაყოფის დასახელება;
კ) დანართი №1-ის მე-4 სვეტში მიეთითება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დანართი №1-ის მე-2 და მე-3 გრაფაში მითითებული დანაყოფით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტისათვის განსაზღვრული სავარაუდო ღირებულება;
ლ) დანართი №1-ის მე-5 სვეტში მიეთითება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დანართი №1-ის მე-2 და მე-3 გრაფაში მითითებული დანაყოფით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტისათვის განსაზღვრული შესყიდვის საშუალება (გამარტივებული შესყიდვა, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, ელექტრონული ტენდერი, კონსოლიდირებული ტენდერი ან კონკურსი);
მ) დანართი №1-ის მე-6 სვეტში მიეთითება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დანართი №1-ის მე-2 და მე-3 გრაფაში მითითებული დანაყოფით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის შესყიდვის დაწყების სავარაუდო ვადა;
ნ) დანართი №1-ის მე-7 სვეტში მიეთითება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დანართი №1-ის მე-2 და მე-3 გრაფაში მითითებული დანაყოფით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების სავარაუდო ვადა;
ო) დანართი №1-ის მე-8 სვეტში მიეთითება შემსყიდველი ორგანიზაციის ნებისმიერი სახის შენიშვნა. მათ შორის, მიეთითება გამარტივებული შესყიდვის განხორციელების საფუძველი, იმ შემთხვევაში თუ ადგილი აქვს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ გარემოებებს;
პ) გეგმას ხელს აწერს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან უფლებამოსილი პირი და შესყიდვების კოორდინატორი, როგორიცაა მაგ: შესყიდვების სამმართველოს/სამსახურის/განყოფილების უფროსი.
2. დანართი №2-ის შევსების და წარდგენის ინსტრქუცია:
ა) შემსყიდველი ორგანიზაცია დანართ №2-ს ავსებს და წარუდგენს სააგენტოს დაფინანსების წყაროს შესაბამისად;
ბ) დანართი №2-ის პირველ პუნქტის გასწვრივ მიეთითება კონკრეტული კვარტალური ანგარიშის შედგენის თარიღი;
გ) დანართი №2-ის მე-2 პუნქტის გასწვრივ მიეთითება შემსყიდველი ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი;
დ) დანართი №2-ის მე-3 პუნქტის გასწვრივ მიეთითება შემსყიდველი ორგანიზაციის სრული დასახელება სამართლებრივი ფორმის მითითებით;
ე) დანართი №2-ის მე-4 პუნქტის გასწვრივ დაფინანსების წყარო, რომლის ფარგლებშიც არის შედგენილი კონკრეტული კვარტალური ანგარიში;
ვ) დანართი №2-ის სვეტების შევსება ხდება ჰორიზონტალური თანმიმდევრობით, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადებული თითოეული ხელშეკრულების შესაბამისად;
ზ) დანართი №2-ის პირველ სვეტში მიეთითება თითოეული ჰორიზონტალური ველის ნომერი, რომელსაც შემსყიდველი ორგანიზაცია შეავსებს;
თ) დანართი №2-ის მე-2 სვეტში მიეთითება შესყიდვის საშუალება, რომლის შედეგადაც დადებულ იქნა კონკრეტული ხელშეკრულება;
ი) დანართი №2-ის მე-3 სვეტში მიეთითება კატეგორიის ან ქვეკატეგორიის კოდი კლასიფიკატორის მიხევდით, რომელიც მითითებულია კონკრეტულ ხელშეკრულებაში როგორც შესყიდვის ობიექტი ან ხელშეკრულების საგანი. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის კატეგორიის ან ქვეკატეგორიის ნაცვლად გათვალისწინებულ იქნა კლასიფიკატორის კლასი, ჯგუფი ან დანაყოფი, მიეთითება შესაბამისი კოდი;
კ) დანართი №2-ის მე-4 სვეტში მიეთითება დანართი №2-ის მე-3 სვეტში მითითებული კოდის შესაბამისი დასახელება. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესით გათვალისწინებული გარემოებების შედეგად დანართი №2-ის მე-3 სვეტში მითითებულია კლასიფიკატორის კლასის, ჯგუფის ან დანაყოფის კოდი, მიეთითება ამ კოდის შესაბამისი დასახელება;
ლ) დანართი №2-ის მე-5 სვეტში მიეთითება შესყიდვის განხორციელების ვადა ან თარიღი;
მ) დანართი №2-ის მე-6 სვეტში მიეთითება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის სატენდერო განცხადების ნომერი, იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება დადებულია შესაბამისი რომელიმე პროცედურის განხორციელების შედეგად;
ნ) დანართი №2-ის მე-7 სვეტში მიეთითება კონკრეტული ხელშეკრულების ნომერი;
ო) დანართი №2-ის მე-8 სვეტში მიეთითება კონკრეტული ხელშეკრულების ჯამური ღირებულება;
პ) დანართი №2-ის მე-9 სვეტში მიეთითება კონკრეტული ხელშეკრულების საფუძველზე შესაბამის კვარტალში გადახდილი თანხის ოდენობა;
ჟ) დანართი №2-ის მე-10 სვეტში მიეთითება კონკრეტული ხელშეკრულების საფუძველზე, ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში გადახდილი თანხა ჯამში – ნაზარდი ჯამით;
რ) დანართი №2-ის მე-11 სვეტში მიეთითება მიმწოდებელი ორგანიზაციის დასახელება, კონკრეტული ხელშეკრულების შესაბამისად;
ს) დანართი №2-ის მე-12 სვეტში მიეთითება მიმწოდებელი ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი, კონკრეტული ხელშეკრულების შესაბამისად;
ტ) დანართი №2-ის მე-13 სვეტში მიეთითება ნებისმიერი სახის შენიშვნა კონკრეტული ხელშეკრულების შესაბამისად, რაც შემსყიდველ ორგანიზაციას მიაჩნია მიზანშეწონილად განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვის შედეგად.
3. დანართი №3-ის შევსების და წარდგენის ინსტრუქცია:
ა) შემსყიდველი ორგანიზაცია დანართ №3-ს ავსებს და წარუდგენს სააგენტოს დაფინანსების წყაროს შესაბამისად;
ბ) დანართი №3-ის პირველი პუნქტის გასწვრივ მიეთითება კონკრეტული წლიური ანგარიშის შედგენის თარიღი;
გ) დანართი №3-ის მე-2 პუნქტის გასწვრივ მიეთითება შემსყიდველი ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი;
დ) დანართი №3-ის მე-3 პუნქტის გასწვრივ მიეთითება შემსყიდველი ორგანიზაციის სრული დასახელება სამართლებრივი ფორმის მითითებით;
ე) დანართი №3-ის მე-4 პუნქტის გასწვრივ დაფინანსების წყარო, რომლის ფარგლებშიც არის შედგენილი კონკრეტული წლიური ანგარიში;
ვ) დანართი №3-ის სვეტების შევსება ხდება ჰორიზონტალური თანმიმდევრობით, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადებული თითოეული ხელშეკრულების შესაბამისად;
ზ) დანართი №3-ის პირველ სვეტში მიეთითება თითოეული ჰორიზონტალური ველის ნომერი, რომელსაც შემსყიდველი ორგანიზაცია შეავსებს;
თ) დანართი №3-ის მე-2 სვეტში მიეთითება შესყიდვის საშუალება, რომლის შედეგადაც დადებულ იქნა კონკრეტული ხელშეკრულება;
ი) დანართი №3-ის მე-3 სვეტში მიეთითება კატეგორიის ან ქვეკატეგორიის კოდი კლასიფიკატორის მიხევდით, რომელიც მითითებულია კონკრეტულ ხელშეკრულებაში როგორც შესყიდვის ობიექტი ან ხელშკრულების საგანი. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის კატეგორიის ან ქვეკატეგორიის ნაცვლად გათვალისწინებულ იქნა კლასიფიკატორის კლასი, ჯგუფი ან დანაყოფი, მიეთითება შესაბამისი კოდი;
კ) დანართი №3-ის მე-4 სვეტში მიეთითება დანართი №2-ის მე-3 სვეტში მითითებული კოდის შესაბამისი დასახელება. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესით გათვალისწინებული გარემოებების შედეგად დანართი №2-ის მე-3 სვეტში მითითებულია კლასიფიკატორის კლასის, ჯგუფის ან დანაყოფის კოდი, მიეთითება ამ კოდის შესაბამისი დასახელება;
ლ) დანართი №3-ის მე-5 სვეტში მიეთითება შესყიდვის განხორციელების ვადა ან თარიღი;
მ) დანართი №3-ის მე-6 სვეტში მიეთითება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის სატენდერო განცხადების ნომერი, იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება დადებულია შესაბამისი რომელიმე პროცედურის განხორციელების შედეგად;
ნ) დანართი №3-ის მე-7 სვეტში მიეთითება კონკრეტული ხელშეკრულების ნომერი;
ო) დანართი №3-ის მე-8 სვეტში მიეთითება კონკრეტული ხელშეკრულების ჯამური ღირებულება;
პ) დანართი №3-ის მე-9 სვეტში მიეთითება კონკრეტული ხელშეკრულების საფუძველზე შესაბამისი წლის განმავლობაში გადახდილი თანხის ოდენობა;
ჟ) დანართი №3-ის მე-10 სვეტში მიეთითება მიმწოდებელი ორგანიზაციის დასახელება, კონკრეტული ხელშეკრულების შესაბამისად;
რ) დანართი №3-ის მე-11 სვეტში მიეთითება მიმწოდებელი ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი, კონკრეტული ხელშეკრულების შესაბამისად;
ს) დანართი №3-ის მე-12 სვეტში მიეთითება ნებისმიერი სახის შენიშვნა კონკრეტული ხელშეკრულების შესაბამისად, რაც შემსყიდველ ორგანიზაციას მიაჩნია მიზანშეწონილად განხორციელბული სახელმწიფო შესყიდვის შედეგად.