კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 10.02.2011
ძალის დაკარგვა 01.07.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 040170030.21.014.016010
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110211, 11/02/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,181 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.02.2011 მიღება
01.07.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)

დოკუმენტის ტექსტი

კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:GrigoliaMtavr;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {mso-style-link:"Body Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:16.0pt; font-family:GrigoliaMtavr; color:navy; font-weight:bold;} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.5pt; font-family:Consolas;} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Calibri","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;} span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";} span.BodyTextChar {mso-style-name:"Body Text Char"; mso-style-link:"Body Text"; font-family:GrigoliaMtavr; color:navy; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.5pt 45.0pt .5in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №3 2011 წლის 10 თებერვალი ქ. თბილისი კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცების თაობაზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​2 მუხლის მე-2 პუნქტისა და 24-ე მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობები და წესი“. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ტ. ურჯუმელაშვილი კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობები და წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობები და წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) 10​2 მუხლის მე-2 პუნქტისა და 24-ე მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და განსაზღვრავს კონკურსის ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს, წესსა და პირობებს. 2. კონკურსის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაცია.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებანი 1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) კონკურსი – ამ წესის მიზნებისთვის, საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ალტერნატიული საშუალება, რომელიც გამოიყენება შემსყიდველის გადაწყვეტილებით; ბ) საკონკურსო პირობები – საკონკურსო განცხადების, შესყიდვის ობიექტისა და კონკურსანტის მიმართ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მისივე შეხედულებისამებრ დადგენილი მოთხოვნების ერთობლიობა; გ) საკონკურსო განცხადება – შემსყიდველი ორგანიზაციის განცხადება კონკურსის ჩატარების თაობაზე; დ) კონკურსანტი – პირი, რომელმაც ამ წესის შესაბამისად გადაიხადა კონკურსში მონაწილეობის საფასური და შემსყიდველ ორგანიზაციაში წარადგინა საკონკურსო წინადადება; ე) საკონკურსო წინადადება – კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით კონკურსანტის მიერ შემსყიდველ ორგანიზაციაში წარდგენილი წინადადება; ვ) საკონკურსო კომისია – კონკურსის ჩატარების მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შექმნილი კომისია. 2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში.     მუხლი 3🔗. ინტერესთა კონფლიქტი საკონკურსო წინადადების განხილვასა და კონკურსის მეშვეობით მიმწოდებლის შერჩევაზე ვრცელდება კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული დებულებები.     მუხლი 4🔗. კონკურსის ჩატარება 1. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს კონკურსის საშუალებით. 2. კონკურსის ჩატარებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს პროცედურების გამჭვირვალობა და კონკურსანტების მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომა. 3. საკონკურსო წინადადების შეფასება და გამარჯვებული კონკურსანტის გამოვლენა ხდება საკონკურსო კომისიის მიერ საკონკურსო პირობებით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პრინციპების დაცვით. 4. საკონკურსო წინადადების წარდგენის ვადები განისაზღვრება საკონკურსო პირობებით. 5. საკონკურსო პირობებში მოცემული უნდა იყოს მიმწოდებელთან დასადები ხელშეკრულების აუცილებელი პირობები, რომლებსაც ადგენს შემსყიდველი ორგანიზაცია. 6. შემსყიდველ ორგანიზაციას არ აქვს უფლება შეცვალოს საკონკურსო პირობები მას შემდეგ, რაც დაიწყება საკონკურსო წინადადების მიღება. 7. საკონკურსო წინადადება, რომელიც არ შეიცავს ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ საფასურის გადახდის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტს, არ განიხილება. 8. ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების დარღვევით გაცემული დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში პირის საკონკურსო წინადადება ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.     მუხლი 5🔗. საკონკურსო განცხადების გამოქვეყნება 1. შემსყიდველი ორგანიზაცია საკონკურსო განცხადებას და თანდართულ დოკუმენტებს, მათი არსებობის შემთხვევაში, უგზავნის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.procurement.gov.ge) გამოქვეყნების მიზნით. 2. შემსყიდველი ორგანიზაციის საკონკურსო განცხადების გამოქვეყნების ოფიციალური მოთხოვნა და მასზე თანდართული დოკუმენტები, მათი არსებობის შემთხვევაში, დასკანერებული სახით წარედგინება სააგენტოს ელექტრონული ფოსტის contest@procurement.gov.ge მეშვეობით. 3. საკონკურსო განცხადების გამოქვეყნების ოფიციალურ მოთხოვნას ხელს უნდა აწერდეს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ სათანადოდ უფლებამოსილი პირი. 4. საკონკურსო პირობების შეცვლის შემთხვევაში, ცვლილება ქვეყნდება ამ მუხლის პირველი – მე-3 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად. 5. საკონკურსო განცხადებას და თანდართულ დოკუმენტებს, მათი არსებობის შემთხვევაში, ან/და მის ცვლილებას სააგენტო აქვეყნებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე, მათი ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. სააგენტო პასუხისმგებელი არ არის წარმოდგენილი დოკუმენტაციის შინაარსზე და კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე. 6. საკონკურსო განცხადებას სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე ენიჭება უნიკალური ნომერი.     მუხლი 6🔗. კონკურსში მონაწილეობის საფასური 1. საკონკურსო წინადადების წარდგენისთვის პირი იხდის საფასურს კანონის 19​1 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ოდენობით. საფასური გადაიხდება სააგენტოს ანგარიშზე, რომელიც მითითებულია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.procurement.gov.ge). 2. საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს: ა) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის უნიკალური ნომერი და გადახდის თარიღი; ბ) შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი; გ) კონკურსანტის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი; დ) საკონკურსო განცხადების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების შედეგად განცხადებისთვის მინიჭებული უნიკალური ნომერი.     მუხლი 7🔗. კონკურსის გასაჩივრება 1. კონკურსანტს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დადებამდე შეუძლია გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის ან საკონკურსო კომისიის ქმედება შემსყიდველ ორგანიზაციაში ან სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში, თუ მიაჩნია, რომ კონკურსის ჩატარებისას დაირღვა კანონით და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები ან/და შეილახა მისი უფლებები. 2. კონკურსის თავისებურებათა გათვალისწინებით, კონკურსთან დაკავშირებული დავის განხილვა ხდება „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 30 ნოემბრის №11 ბრძანების შესაბამისად.