📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 11.02.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №10/04
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016022
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 140211, 14/02/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,572 სიტყვა · ~8 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } span.MsoCommentReference {} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.HeaderChar { } span.FooterChar { } span.BalloonTextChar { } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №10/04 2011 წლის 11 თებერვალი ქ. თბილისი კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 29-ე მუხლისა და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით , ვბრძანებ: მუხლი 1🔗. დამტკიცდეს კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესი. მუხლი 2🔗 . ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივნისის №138 ბრძანება. მუხლი 3🔗 . 2011 წლის 15 თებერვლამდე კომერციული ბანკის წერილობითი მიმართვისა და ეროვნული ბანკის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, 2011 წლის 17 თებერვლიდან 17 აგვისტოს ჩათვლით კომერციულ ბანკს უფლება აქვს აშშ დოლარით და სხვა უცხოური ვალუტებით (ევროს გარდა) მოზიდული სახსრების შესაბამისი მინიმალური რეზერვების დაცვა განახორციელოს შემდეგი პირობებით: ა) 2011 წლის 16 თებერვლის ჩათვლით დასაცავი პერიოდის განმავლობაში აშშ დოლარით დასაცავი მინიმალური რეზერვის შესაბამისი თანხა სარეზერვო ანგარიშზე იქონიოს აშშ დოლარებით; ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამის თანხაზე მეტი აშშ დოლარით დასაცავი მინიმალური რეზერვის თანხა, ან მისი ნაწილი, სარეზერვო ანგარიშზე იქონიოს ევროთი; გ) 2011 წლის 17 თებერვლიდან 17 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, ბანკს უფლება აქვს აშშ დოლარით დასაცავი მინიმალური რეზერვის შესაბამისი თანხა სარეზერვო ანგარიშზე აშშ დოლარებით გაზარდოს ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამის თანხაზე მეტად, მისი შემცირების უფლების გარეშე ; დ) ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ევროთი დასაცავი თანხა გამოითვლება ყოველი დაცვის პერიოდის დაწყების წინა დღეს (ოთხშაბათი) მოქმედი ლარის აშშ დოლარის და ევროს მიმართ ოფიციალური გაცვლითი კურსების გათვალისწინებით გამოთვლილი ევრო/აშშ დოლარის კროს-კურსით; ე) ამ მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამის ევროს თანხას პროცენტი არ დაერიცხება. მუხლი 4🔗. უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის მინიმალური სარეზერვო ნორმა 2011 წლის 17 თებერვლამდე არის 10%. მუხლი 5🔗. 2011 წლის 17 თებერვლიდან მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის პერიოდის ნუმერაცია გაგრძელდეს 98-დან. მუხლი 6🔗 . ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია, საქართველოში კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელი დამატებითი ფულადი სახსრების დროული მობილიზებისა და საბანკო სისტემაში ლიკვიდობის დეფიციტის თავის არიდების აუცილებლობით. მუხლი 7🔗 . ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. გ. ქადაგიძე კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკებისა და უცხოეთის ბანკების ფილიალისათვის (შემდგომში – ბანკი) აწესებს მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნებსა და ნორმებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. 2. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები წესდება ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიზნებიდან გამომდინარე და ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების მხარდაჭერის მიზნით. 3. ბანკებმა მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შესაბამისი თანხები, ამ წესის შესაბამისად, უნდა იქონიონ ეროვნულ ბანკში, შესაბამის ანგარიშებზე. 4. ამ წესის მიზნებისათვის, დასაცავი მინიმალური რეზერვების თანხების დამრგვალება ხდება ერთეულ ვალუტამდე. ნახევარ ერთეულზე ნაკლები თანხა მხედველობაში არ მიიღება, ხოლო ნახევარი ერთეული და მეტი თანხა დამრგვალდება ერთ ერთეულამდე.     მუხლი 2🔗. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა 1. ეროვნული ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის მინიმალური სარეზერვო ნორმა არის 10%. 2. უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის მინიმალური სარეზერვო ნორმა არის 15%.     მუხლი 3🔗. მინიმალური რეზერვების გაანგარიშება 1. დასაცავი მინიმალური რეზერვების გაანგარიშება ხდება საშუალო მოზიდული სახსრების გამრავლებით მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმაზე. 2. მოზიდული სახსრები მოიცავს ბანკის ვალდებულებებს მესამე პირების მიმართ, რომელიც ასახულია „საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმით“ განსაზღვრულ შემდეგ საბალანსო ანგარიშებზე: ა) ეროვნული ვალუტის შემთხვევაში: 3302, 3303, 3306, 3351-3353, 3402-3408, 3452-3458, 3502, 3521-3522, 3552, 3601-3608, 3651-3658, 3701-3703, 3801-3803, 4301, 4501-4506, 4508, 4509; ბ) უცხოური ვალუტის შემთხვევაში: 3312, 3313, 3316, 3361 –3363, 3412 –3418, 3462 –3468, 3512, 3531 –3532, 3562, 3611 –3618, 3661 –3668, 3711 –3713, 3811 –3813, 4311, 4511 –4516, 4518, 4519. 3. მოზიდულ სახსრებში არ გაითვალისწინება: ა) ბანკის კაპიტალი და მასთან გათანაბრებული სახსრები; ბ) სუბორდინირებული ვალი, რომელიც აკმაყოფილებს საზედამხედველო კაპიტალის პირობებს და ასეთად აღიარებულია ეროვნული ბანკის მიერ, მიუხედავად იმისა, ჩართულია თუ არა საზედამხედველო კაპიტალის გაანგარიშებაში პირველად კაპიტალთან მიმართებაში ზღვრული მოცულობიდან გამომდინარე; გ) ისეთი სახის ვალდებულებები, რომელთა ბალანსში ასახვა არ არის დაკავშირებული ფულადი ნაკადების მოძრაობასთან; დ) განსაკუთრებულ შემთხვევებში სხვა სახის ვალდებულებები, ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობით; ე) ეროვნული ბანკიდან და სხვა რეზიდენტი ბანკებიდან მიღებული ვალდებულებები. 4. საშუალო მოზიდული სახსრები არის საანგარიშო პერიოდში ბანკის მიერ მოზიდული სახსრების ანგარიშებზე ყოველი კალენდარული დღის ბოლოს რიცხული ნაშთების საშუალო არითმეტიკული. 5. აშშ დოლარისა და ევროს გარდა, სხვა უცხოური ვალუტების ნაშთები მოზიდული სახსრებისა და შესაბამისი მინიმალური რეზერვების გაანგარიშებებში აისახება აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხებით. 6. საშუალო მოზიდული სახსრების გაანგარიშება ხდება ცალ-ცალკე ვალუტების მიხედვით: ა) ეროვნული ვალუტით მოზიდული სახსრების მიხედვით; ბ) ევროთი მოზიდული სახსრების მიხედვით; გ) აშშ დოლარით და სხვა უცხოური ვალუტით (ევროს გარდა) მოზიდული სახსრების მიხედვით. 7. საშუალო მოზიდული სახსრები გაიანგარიშება საანგარიშო პერიოდის მიხედვით. 8. საანგარიშო პერიოდი არის ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ორკვირიანი პერიოდი, რომელიც იწყება სამშაბათს და მთავრდება ორშაბათს.     მუხლი 4🔗. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვა 1. ბანკმა მინიმალური რეზერვები უნდა განათავსოს და დასაცავი პერიოდის განმავლობაში ამ წესის შესაბამისად უნდა შეინარჩუნოს სარეზერვო ანგარიშებზე ეროვნულ ბანკში. 2. დასაცავი პერიოდი არის ორკვირიანი პერიოდი, რომელიც იწყება საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან მეჩვიდმეტე დღეს, ხუთშაბათს და მთავრდება ოთხშაბათს. 3. ყოველ საანგარიშო პერიოდს შეესაბამება ერთი დასაცავი პერიოდი. 4. სარეზერვო ანგარიშებია: ა) აშშ დოლარის სპეციალური ანგარიში ეროვნულ ბანკში; ბ) ევროს სპეციალური ანგარიში ეროვნულ ბანკში; გ) ლარის ანგარიშსწორების ანგარიში ეროვნულ ბანკში. 5. ბანკმა მინიმალური რეზერვების დაცვა უნდა განახორციელოს მოზიდული სახსრების შესაბამისი ვალუტით. ამასთან, აშშ დოლარის და ევროს გარდა სხვა უცხოურ ვალუტებში მოზიდული სახსრების მინიმალური რეზერვების დაცვა ხდება აშშ დოლარებში, აშშ დოლარის სარეზერვო ანგარიშზე. 6. ბანკი ვალდებულია: ა) დასაცავ პერიოდში უცხოური ვალუტის სარეზერვო ანგარიშებზე ყოველდღიურად იქონიოს ამ პერიოდისათვის დასაცავი მინიმალური რეზერვი; ბ)  ეროვნული ვალუტის სარეზერვო ანგარიშზე იქონიოს ნაშთი იმგვარად, რომ დასაცავი პერიოდის ბოლოს დაანგარიშებული დასაცავი პერიოდის განმავლობაში არსებული საშუალო ნაშთი იყოს არანაკლებ ამ პერიოდისათვის დასაცავი მინიმალური რეზერვის ოდენობისა. 7. სამუშაო დღეებში მინიმალური რეზერვის მოცულობად ჩაითვლება სამუშაო დღის ბოლოს სარეზერვო ანგარიშზე არსებული ნაშთი, ხოლო არასამუშაო დღეებში ჩაითვლება წინა სამუშაო დღის ბოლოს არსებული ნაშთი. 8. სარეზერვო ანგარიშზე თანხების უცხოური ბანკიდან ჩარიცხვის შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია შესაბამისი თანხა ეროვნული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე ჩარიცხოს არა უგვიანეს დასაცავი პერიოდის დაწყების დღის 15:30 საათამდე. ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, სარეზერვო ანგარიშისათვის ჩარიცხული თანხები ბანკის ანგარიშზე აისახება მომდევნო სამუშაო დღეს. 9. უცხოური ვალუტის სარეზერვო ანგარიშზე ფაქტობრივად არსებული ნაშთის შესაბამის მინიმალურ რეზერვთან მეტობის შემთხვევაში, ზედმეტად რიცხულ თანხას დასაცავი პერიოდის დასრულების შემდგომ ეროვნული ბანკი ბანკს უბრუნებს შესაბამისი უცხოური ვალუტის საკორესპოდენტო ანგარიშზე ეროვნულ ბანკში. 10. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში, სარეზერვო ანგარიშებზე რიცხულ თანხებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი მთლიანად უბრუნებს ბანკს სალიკვიდაციო ანგარიშზე. იმ შემთხვევაში, თუ ბანკს საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა ბანკის რეორგანიზაციასთან (შერწყმა, მიერთება) დაკავშირებით, მაშინ მოცემული თანხა უბრუნდება უფლებამონაცვლე ბანკს მის მიერ მითითებულ ანგარიშზე.     მუხლი 5🔗. მინიმალურ რეზერვებზე პროცენტის დარიცხვა 1. უცხოური ვალუტის სარეზერვო ანგარიშზე არსებულ თანხაზე, მაგრამ არა უმეტეს მინიმალური რეზერვის თანხისა, ბანკს დაერიცხება ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პროცენტი. 2. ეროვნული ვალუტის სარეზერვო ანგარიშზე არსებულ თანხაზე ან მის ნაწილზე, ბანკს დაერიცხება ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პროცენტი, შემდეგი პირობებით: ა)  იმ შემთხვევაში, თუ დასაცავი პერიოდის საშუალო ნაშთი მეტია ან ტოლია დასაცავი მინიმალური რეზერვის თანხაზე, პროცენტის დარიცხვა განხორციელდება საშუალო ნაშთის იმ ნაწილზე, რომელიც გაიანგარიშება, როგორც დასაცავი მინიმალური რეზერვის შესაბამისი თანხა შემცირებული ეროვნულ ვალუტაში საშუალო მოზიდული სახსრების 5%-ის ოდენობის თანხით; ბ)  იმ შემთხვევაში, თუ დასაცავი პერიოდის საშუალო ნაშთი ნაკლებია დასაცავ მინიმალურ რეზერვის თანხაზე, მაგრამ არა არის ნაკლები საშუალო მოზიდული სახსრების 5%-ის ოდენობის თანხაზე, პროცენტის დარიცხვა განხორციელდება მინიმალური რეზერვის იმ ნაწილზე, რომელიც გაიანგარიშება, როგორც დაცვის პერიოდის ფაქტობრივი საშუალო ნაშთის თანხა შემცირებული ეროვნულ ვალუტაში საშუალო მოზიდული სახსრების 5%-ის ოდენობის თანხით. 3. დარიცხული პროცენტების შესაბამისი თანხა ეროვნულ ვალუტაში ჩაირიცხება ბანკის ანგარიშსწორების ანგარიშზე ეროვნულ ბანკში, დასაცავი პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა. უცხოურ ვალუტაში დარიცხული პროცენტის შემთხვევაში ჩარიცხვის დღეს მოქმედი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით.     მუხლი 6🔗. ანგარიშგება და განსაკუთრებული პირობები 1. ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის კონტროლს აწარმოებს ეროვნული ბანკი. 2. ბანკი ვალდებულია ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ბანკის ხელმძღვანელისა და ანგარიშგებისათვის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და ბანკის ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ანგარიშგება ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ფორმით ყოველი დასაცავი პერიოდის დამთავრებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში. 3. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ცალკეული ბანკის დროებითი ფინანსური სიძნელეების შემთხვევაში, ლიკვიდური სახსრების მწვავე უკმარისობის აღმოფხვრის მიზნით, ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის წინადადებით, ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის თანხმობით, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ განსაზღვრული ვადებითა და პირობებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ან ვიცე პრეზიდენტი უფლებამოსილია ბანკი გაათავისუფლოს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვისაგან. 4. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვისაგან გათავისუფლება ხდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით, რომელიც გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით.