„კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის N242/01 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№11/04
სარეგისტრაციო კოდი
220090000.18.011.016023
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 140211, 14/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №11/04

2011 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

 „კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის №242/01 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ“

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის„ზ“ ქვეპუნქტის და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის №242/01 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 71–74 პუნქტები:

„71.უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის სარეზერვო ანგარიშზე არსებული ნაშთის დასაცავ მინიმალურ რეზერვთან დანაკლისის არსებობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ბანკს გადაახდევინებს ფულად ჯარიმას სარეზერვო ანგარიშზე ყოველ კალენდარულ დღეს არსებული დანაკლისის თანხის 0,2%-ის ოდენობით. ჯარიმა დაერიცხება ეროვნული ვალუტით, იმ დღეს მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით.

72.ეროვნული ვალუტის საშუალო ნაშთის დასაცავ მინიმალურ რეზერვთან დანაკლისის არსებობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ბანკს გადაახდევინებს ფულად ჯარიმას, მოცემული დანაკლისის 2.8%-ს.

73.ყოველდღიური მოზიდული სახსრების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო მოზიდული სახსრების არასწორად გაანგარიშების ფაქტის ეროვნული ბანკის მიერ აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი დააკისრებს ფულად ჯარიმას ბანკს 10 000 ლარის ოდენობით. არასწორად გაანგარიშების ფაქტის კომერციული ბანკის მიერ აღმოჩენის შემთხვევაში ბანკს არ დაეკისრება აღნიშნული ფულადი ჯარიმა.

74. ამ მუხლის 71 და 72პუნქტებით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმა ბანკს დაეკისრება იმ შემთხვევაშიც, თუკი დასაცავ მინიმალურ რეზერვებთან დანაკლისი წარმოიშ ო ბა საშუალო მოზიდული სახსრების არასწორად გაანგარიშების ფაქტის აღმოჩენის გამო, მონაცემების კორექტირების შედეგად.“.

მუხლი 2.ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია, საქართველოში კომერციული ბანკების მიერ მინიმალური, სარეზერვო მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელი დამატებითი ფულადი სახსრების დროული მობილიზების და საბანკო სისტემაში ლიკვიდობის დეფიციტის თავის არიდების აუცილებლობით.

მ უხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

გ. ქადაგიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის N242/01 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის N242/01 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.02.2011.
როდის იქნა მიღებული „კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის N242/01 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ?
„კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის N242/01 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ მიღებულია 11.02.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №11/04. სარეგისტრაციო კოდი — 220090000.18.011.016023.
რამდენი მუხლისგან შედგება „კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის N242/01 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის N242/01 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.02.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის N242/01 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ, №11/04, 11.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016023 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1204099/