შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ფინეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ
მიღების თარიღი 24.11.2006
ძალაში შესვლა 30.12.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000677
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 26/12/2007
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) | ფინეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ფინეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 68.8pt 49.5pt 58.5pt;}
div.Section1 {page:Section1;}
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და ფინეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ
საქართველოს მთავრობა და ფინეთის რესპუბლიკის მთავრობა
, შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად“ წოდებულნი,
აცნობიერებენ რა აუცილებლობას არადისკრიმინაციულ საფუძველზე დაიცვან ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა ინვესტიციები მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე,
აქვთ რა სურვილი
, გააღრმაონ ეკონომიკური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებისა და კომპანიების მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განხორციელებული ინვესტიციების გათვალისწინებით,
აცნობიერებენ, რომ მსგავსი ინვესტიციები ხელს შეუწყობს კერძო კაპიტალის მოზღვავებას, აგრეთვე ხელშემკვრელ მხარეთა ეკონომიკურ განვითარებას,
შეთანხმდნენ რა, რომ ინვესტიციების სტაბილური სტრუქტურა ხელს შეუწყობს ეკონომიკური რესურსების ეფექტური გამოყენების გაზრდას და ცხოვრების დონის ამაღლებას,
აცნობიერებენ რა, რომ ეკონომიკური და ბიზნესკავშირების განმტკიცება ხელს შეუწყობს საერთაშორისოდ აღიარებული შრომითი უფლებების დაცვას,
შეთანხმდნენ რა, რომ აღნიშნული მიზნები არ იქნება მიღწეული ჯანდაცვის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სფეროების ზომების საზიანოდ,
გადაწყვიტეს რა დადონ შეთანხმება ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗. განმარტებანი
ამ შეთანხმების მიზნებისათვის:
1. ტერმინი „ინვესტიცია“ ნიშნავს ნებისმიერი სახის ქონებასა და უფლებას, დაბანდებულს და მოპოვებულს ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, მისი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც მოიცავს, მაგრამ ამით არ შემოიფარგლება:
ა) მოძრავ და უძრავ ქონებას, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ საკუთრების უფლებებს, როგორიცაა დაგირავება, ყადაღა, გირაო, იჯარა, უზურფრუქტი ან სხვა მსგავსი უფლებები;
ბ) კომპანიის აქციებს, წილს, ობლიგაციებს და კომპანიაში ან ნებისმიერ საწარმოში მონაწილეობის ყველა სხვა ფორმას;
გ) ფულად მოთხოვნას ან ეკონომიკური ღირებულების მქონე ნებისმიერ საქმიანობას;
დ) ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, რომელიც მოიცავს პატენტებს, საავტორო უფლებებს, სავაჭრო ნიშნებს, ინდუსტრიულ გამოგონებას, კომერციულ სახელებს, გეოგრაფიული ადგილმდებარეობის ნიშნებს, ტექნიკურ პროცესებს, ნოუ-ჰაუს და გუდვილს; და
ე) კანონის შესაბამისად საადმინისტრაციო აქტით ან კონტრაქტით გათვალისწინებულ სამეწარმეო კონცესიებს, ბუნებრივი რესურსების ძიების, დამუშავების, მოპოვების ან ექსპლუატაციისათვის კონცესიების ჩათვლით.
ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ამავე ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერი იურიდიული პირის მიერ დაბანდებული ინვესტიციები, რომლებსაც ფაქტობრივად ფლობენ და პირდაპირი და არაპირდაპირი გზით აკონტროლებენ მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორები, მიიჩნევა ამ უკანასკნელი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა მიერ დაბანდებულ ინვესტიციებად, იმ პირობით, რომ ინვესტიციები დაბანდებულია პირველი ხელშემკვრელი მხარის კანონებისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად.
ნებისმიერი ცვლილება კაპიტალის ინვესტირების და რეინვესტირების ფორმაში არ შეცვლის ინვესტიციის ხასიათს.
2. ტერმინი „შემოსავალი“ ნიშნავს ინვესტიციების შედეგად ამონაგებ თანხას, და, კერძოდ, მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, მოგებას, დივიდენდებს, პროცენტს, როიალტის, კაპიტალის ზრდით მიღებულ მოგებას და ინვესტიციასთან დაკავშირებულ სხვა სახის შემოსავალს.
ინვესტიციათა მოგების რეინვესტირების შემთხვევაში, ამ ოპერაციის შედეგად მიღებული მოგება ჩაითვლება პირველ ინვესტიციასთან დაკავშირებულ შემოსავლად.
3. ტერმინი „ინვესტორი“ ნიშნავს თითოეული ხელშემკვრელი მხარისათვის იმ სუბიექტს, რომელიც მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ახორციელებს ინვესტიციას მეორე ხელშემკვრელი მხარის კანონების, ნორმატიული აქტებისა დ მოცემული შეთანხმების დებულებების შესაბამისად:
ა) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეობა და მუდმივად ცხოვრობს შესაბამისი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული კანონმდებლობის შესაბამისად; ან
ბ) ნებისმიერ იურიდიულ პირს, როგორიცაა კომპანია, კორპორაცია, ფირმა, კომერციული კომპანია, ბიზნესასოციაცია, ინსტიტუტი ან ორგანიზაცია, რომელსაც ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გააჩნია მთავარი ოფისი, არის რეგისტრირებული ან დაფუძნებული, და მოქმედებს ამ ხელშემკვრელი მხარის იურისდიქციის შესაბამისად და ასევე მიუხედავად იმისა ითვლება თუ არა მისი პასუხისმგებლობა შეზღუდულად.
4. ტერმინი „ტერიტორია“ ნიშნავს:
(ა) საქართველოს მიმართ მის საზღვრებში საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ სივრცეს, მათ შორის სახმელეთო სივრცეს, შიდა წყლებს და ტერიტორიულ ზღვას, საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართაც საქართველო ახორციელებს საკუთარ სუვერენულ უფლებებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ამ ზონებში ბუნებრივი წიაღისეულის აღმოჩენისა და გამოყენებისათვის.
(ბ) ფინეთის რესპუბლიკის მიმართ ნიშნავს მის სახმელეთო სივრცეს, შიდა წყლებს და ტერიტორიულ ზღვას, მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეს, ისევე როგორც ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე სანაპირო ზოლს, ზღვის ფსკერისა და მისი ქვეშეთის ჩათვლით, რომლის მიმართაც ის ახორციელებს სუვერენულ უფლებებს ან იურისდიქციას ძალაში არსებული ეროვნული კანონების და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ამ ზონებში ბუნებრივი წიაღისეულის აღმოჩენისა და გამოყენებისათვის.
მუხლი 2🔗. ინვესტიციების წახალისება და დაცვა
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ხელს შეუწყობს თავის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს და დაუშვებს ასეთ ინვესტიციებს მისი კანონებისა და წესების შესაბამისად.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე საკუთარ ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა მიერ განხორციელებულ ინვესტიციას, აგრეთვე ინვესტორთა მიერ ინვესტიციათა განხორციელების შედეგად მიღებულ მოგებას, მიანიჭებს სამართლიან და მიუკერძოებულ რეჟიმს, უზრუნველყოფს მათ სრულ დაცვასა და უსაფრთხოებას.
3. არცერთი ხელშემკვრელი მხარე არაგონივრული ან თვითნებური ზომებით ზიანს არ მიაყენებს მის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების ინვესტიციების შეძენას, ზრდას, ექსპლოატაციას, მართვას, შენარჩუნებას, გამოყენებას, მოხმარებას და რეალიზაციას ან სარგებლობას.
მუხლი 3🔗
. ინვესტიციების უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მოაქცევს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს ისეთ რეჟიმში, რომელიც არ იქნება ნაკლებად ხელსაყრელი, ვიდრე რეჟიმი, რომელსაც ანიჭებს საკუთარ ინვესტორებსა და ინვესტიციებს, ინვესტიციების შეძენასთან, ზრდასთან, ექსპლოატაციასთან, მართვასთან, შენარჩუნებასთან, გამოყენებასთან, მოხმარებასთან და რეალიზაციასთან ან სარგებლობასთან დაკავშირებით.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მოაქცევს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს და მათ ინვესტიციებს ისეთ რეჟიმში, რომელიც არ იქნება ნაკლებად ხელსაყრელი, ვიდრე რეჟიმი, რომელსაც ანიჭებს უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის მქონე ინვესტორებსა და ინვესტიციებს, ინვესტიციების დაფუძნებასთან, შეძენასთან, ზრდასთან, ექსპლოატაციასთან, მართვასთან, შენარჩუნებასთან, გამოყენებასთან, მოხმარებასთან და რეალიზაციასთან ან სარგებლობასთან დაკავშირებით.
3. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებსა და მათ მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს მიანიჭებს ამ მუხლის 1 და 2 ქვეპუნქტებიდან იმ ქვეპუნქტის პირობებს, რომელიც უფრო ხელსაყრელი იქნება ინვესტორისათვის.
4. არცერთი ხელშემკვრელი მხარე თავის ტერიტორიზე არ შემოიღებს სავალდებულო ზომებს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა ინვესტიციების მიმართ, მასალის შესყიდვასთან, წარმოების საშუალებებთან, მოქმედებასთან, ტრანსპორტირებასა და მარკეტინგთან დაკავშირებით, ან სხვა მსგავს სავალდებულო უსაფუძვლო ან დისკრიმინაციული ეფექტის მქონე ზომებს.
მუხლი 4🔗. გათავისუფლება
მოცემული შეთანხმების დებულებები არ უნდა იქნეს შედგენილი იმგვარად, რომ ავალდებულებდეს ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეს ხელსაყრელი რეჟიმით, უპირატესობით ან პრივილეგიით სარგებლობის უფლება გაავრცელოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების ან მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციების მიმართ, შემდეგი არსებული ან მომავალი ფაქტორების საფუძველზე:
ა) თავისუფალი სავაჭრო ზონა, საბაჟო კავშირი, საერთო ბაზარი, ეკონომიკური ან მონეტარული კავშირი ან სხვა მსგავსი რეგიონული ეკონომიკური საინტეგრაციო შეთანხმება, რეგიონული შრომითი ბაზრის შეთანხმების ჩათვლით, რომლის მონაწილეა ან რომლის მონაწილეც შეიძლება გახდეს ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე, ან
ბ) შეთანხმება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ან სხვა საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც მთლიანად ან ძირითადად ეხება დაბეგვრას, ან
გ) მრავალმხრივი შეთანხმება, რომელიც მთლიანად ან ძირითადად ეხება ინვესტიციებს.
მუხლი 5🔗. ექსპროპრიაცია
1. ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განხორციელებული ინვესტიციები არ ექვემდებარება ექსპროპრიაციას, ნაციონალიზაციას ან სხვა ნებისმიერ პირდაპირ და არაპირდაპირ ზომას, რომელსაც გააჩნია ექსპროპრიაციის ან ნაციონალიზაციის (შემდგომში „ექსპროპრიაციად“ წოდებული) ეკვივალენტური ხასიათი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს ხდება არადისკრიმინაციულ საფუძველზე, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და კანონის სათანადო პროცედურის შესაბამისად, მყისიერი, ადეკვატური და ეფექტური კომპენსაციის სანაცვლოდ.
2. ასეთი კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება ექსპროპრირებული ინვესტიციის საბაზრო ღირებულების საფუძველზე, უშუალოდ ექსპროპრიაციული ღონისძიების მიღებამდე ან შესაძლო ექსპროპრიაციის გამოცხადებამდე (გააჩნია რომელი უფრო ადრე მოხდება) ღირებულება განისაზღვრება შეფასების საყოველთაოდ მიღებული პრინციპების შესაბამისად, ინვესტირებული კაპიტალის, აღდგენითი ღირებულების, შეფასებითი ღირებულების, მიმდინარე ამონაგების, მომავალი ამონაგების წინასწარ გაანგარიშებული ნაკადის, გუდვილისა და სხვა შესაბამისი ფაქტორების გათვალისწინებით.
3. ასეთი კომპენსაცია დაუყოვნებლივ განხორციელებული და გადახდილი იქნება შეზღუდვისა და შეფერხების გარეშე. კომპენსაცია უნდა შეიცავდეს ქონების ექსპროპრიაციის დღიდან რეალური გადახდის დღემდე „LIBOR”- ის ტოლ ან ეკვივალენტურ საპროცენტო განაკვეთს, მიღებულს კომერციული კურსით.
4. ხელშემკვრელი მხარეები ადასტურებენ, რომ როცა ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე ახორციელებს იმ კომპანიის კაპიტალის ან მისი ნაწილის ექსპროპრიაციას, რომელიც ინკორპორირებულია ან დაფუძნებულია იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი კანონების შესაბამისად, რომელშიც მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორები ფლობენ წილებს, ან როდესაც ექსპროპრიაციის ობიექტი არის ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დაარსებული ერთობლივი საწარმო, ადგილსამყოფელი ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს ექსპროპრიაციის მომენტისათვის არსებული ასოციაციის წესდების და კომპანიების ან ერთობლივი საწარმოების სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის სრულ დაცვას.
5. მოცემული შეთანხმების მე-9 მუხლის დაურღვევლად, ინვესტორებს, რომელთაც შეეხოთ ექსპროპრიაცია, ეძლევათ უფლება, მოცემული მუხლით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად, მოითხოვონ საქმის გადახედვა და ინვესტიციების შეფასება ამ ხელშემკვრელი მხარის სასამართლო ან სხვა კომპეტენტური ორგანოების მიერ.
მუხლი 6🔗. კომპენსაცია დანაკარგებისათვის
1. ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორები, რომლის ინვესტიციები მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განიცდიან ზარალს ამ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ომის ან სხვა შეიარაღებული კონფლიქტის, საგანგებო მდგომარეობის, აჯანყების ან ამბოხების გამო, მოექცევიან ამ ხელშემკვრელი მხარის მიერ ისეთ რეჟიმში, რომელიც, რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, კომპენსაციას, გადახდას ან სხვა ანგარიშსწორებას, არ იქნება ნაკლებად ხელსაყრელი, ვიდრე რეჟიმი, რომელსაც მეორე ხელშემკვრელი მხარე ანიჭებს საკუთარ ინვესტორებს ან საუკეთესო ხელსაყრელი რეჟიმის მქონე ქვეყნების ინვესტორებს, იმის მიხედვით, თუ რომელ რეჟიმს ჩათვლის ინვესტორი უფრო ხელსაყრელად.
2. მოცემული შეთანხმების 1-ლი პარაგრაფის დაურღვევლად ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორები, რომლებიც წინამდებარე პარაგრაფით გათვალისწინებული მოვლენების გამო მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განიცდიან ზარალს შემდეგი ფაქტორების შედეგად:
(ა) მეორე ხელშემკვრელი მხარის შეიარაღებული ძალების ან ხელისუფლების მიერ ინვესტივიების ან მათი ნაწილის მოთხოვნა, ან
(ბ) მეორე ხელშემკვრელი მხარისაგან მიღებული შეიარაღებული ძალების ან ხელისუფლების მიერ ინვესტიციების ან მათი ნაწილის განადგურება, რაც არ იყო გათვალისწინებული მდგომარეობის აუცილებლობით,
მეორე ხელშემკვრელი მხარისაგან მიიღებენ ანაზღაურებას ან კომპენსაციას, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში იქნება დროული, ადეკვატური და ეფექტური, ხოლო კომპენსაცია განხორციელდება მე-5 მუხლის მეორე და მესამე პუნქტების თანახმად, განაცხადის წარდგენის ან ზარალის მიღების დღიდან რეალური გადახდის დღემდე.
მუხლი 7🔗. თავისუფალი ტრანსფერტები
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებისათვის უზრუნველყოფს მათ ინვესტიციებთან დაკავშირებულ თავისუფალ ტრანსფერტებს და ფულად გადარიცხვებს როგორც თავის ტერიტორიაზე, ასევე თავისი ტერიტორიიდან. ასეთი თანხები უნდა შეიცავდეს, თუმცა არ უნდა შემოიფარგლებოდეს:
ა) არსებული ინვესტიციების შენარჩუნების, განვითარებისა და ზრდისათვის აუცილებელ კაპიტალს და დამატებით თანხებს;
ბ) მოგებას;
გ) ინვესტიციების მთლიანი ან ნაწილობრივი გაყიდვიდან მიღებულ ამონაგებს, წილების გაყიდვის ჩათვლით;
დ) იმ ხარჯების გადახდისათვის აუცილებელ თანხებს, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ინვესტიციების ისეთი მოქმედებისაგან, როგორიცაა სესხის დაფარვა, როიალტის გადახდა, ადმინისტრაციული გადასახდელები და სალიცენზიო მოსაკრებლები და სხვა მსგავსი ხარჯები;
ე) მე-5, მე-6 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებულ ნებისმიერ კომპენსაციას;
ვ) დავის დარეგულირების შედეგად წარმოშობილ გადახდებს;
ზ) იმ უცხოელ თანამშრომელთა ხელფასებს და სხვა ანაზღაურებას, რომლებიც მუშაობენ მის ტერიტორიაზე განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნვლყობს, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით პუნქტით გათვალისწინებული გადარიცხვები განხორციელდება შეზღუდვების გარეშე და, იმავდროულად, ინვესტორის მიერ შერჩეულ თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში, გადარიცხვის მომენტში არსებული ვალუტის საბაზრო გაცვლითი კურსით.
3. საბაზრო გაცვლითი კურსის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება ბოლო გაცვლითი კურსი, რომელიც არსებობდა ვალუტის გადაცვლისათვის სპზ-ში (სესხების სპეციალიზებულ უფლებაში).
4. ადგილსამყოფელი ხელშემკვრელი მხარის მიერ ტრანსფერტის განხორციელების შემთხვევაში, ტრანსფერტი ასევე უნდა შეიცავდეს არსებული ვალუტისათვის „LIBOR”-ის ტოლ ან ეკვივალენტურ საპროცენტო განაკვეთს, რომელიც დაწესებულია ბაზარზე აღნიშნული ვალუტისათვის ტრანსფერტის მოთხოვნის დღიდან ტრანსფერტის ფაქტობრივი განხორციელების დღემდე, რომლის ხარჯებსაც გაიღებს ხელშემკვრელი მხარე.
5. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მიუხედავად, ხელშემკვრელ მხარეს, მისი კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია დროებით შეაჩეროს თანხების გადარიცხვა მიუკერძოებელ, არადისკრიმინაციულ და კეთილი ნების საფუძველზე, რათა უზრუნველყოს ინვესტორის მიერ გადარიცხვის მომენტისათვის მოქმედი გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა, ამასთან ამგვარმა ზომებმა და მათმა გამოყენებამ უმიზეზოდ არ უნდა შეუშალონ ხელი ამ შეთანხმებით გათვალისწინებული გადარიცხვების განხორციელებას.
მუხლი 8🔗. სუბროგაცია
თუ ერთი ხელშემკვრელი მხარე ან მის მიერ დანიშნული სააგენტო ახორციელებს გადახდას თავისი ინვესტორისათვის, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით გაცემული დაზღვევის გარანტიის, გარანტიის ან სადაზღვევო ხელშეკრულების საფუძველზე, მეორე ხელშემკვრელი მხარე ცნობს პირველი ხელშემკვრელი მხარის ან მის მიერ დანიშნული სააგენტოს ინვესტორის უფლების ან მოთხოვნის დათმობას და ამ ხელშემკვრელი მხარის ან მის მიერ დანიშნული სააგენტოს უფლებას, სუბროგაციის საფუძველზე, ისარგებლოს იმ ნებისმიერი მსგავსი უფლებით და მოთხოვნით, რომლითაც სარგებლობდა მისი წინამორბედი.
მუხლი 9🔗. ინვესტორსა და ხელშემკვრელ მხარეს შორის დავის მოგვარება
1. ინვესტიციებთან დაკავშირებით ერთ ხელშემკვრელ მხარესა და მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს შორის წარმოქმინილი დავა უნდა მოგვარდეს მეგობრული მოლაპარაკებების გზით.
2. თუ დავა ვერ მოგვარდება წერილობითი მოთხოვნის გაგზავნის დღიდან სამი (3) თვის მანძილზე, საქმე, ინვესტორის შეხედულებისამებრ, შეიძლება გადაეცეს:
ა) იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლოს, რომლის ტერიტორიაზეც განხორციელდა ინვესტიცია; ან
ბ) საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრს (ICSID), რომელიც შექმნილია სახელმწიფოებსა და მეორე სახელმწიფოების მოქალაქეებს შორის საინვესტიციო დავების მოგვარების შესახებ 1965 წლის 18 მარტის ვაშინგტონის კონვენციით (შემდგომში „ცენტრად“ წოდებული), როდესაც ორივე ხელშემკვრელი მხარე არის ცენტრის წევრი; ან
გ) ცენტრთან არსებულ ორგანოს, იმ პირობით, რომ ხელშემკვრელ მხარეთაგან ერთი მაინც არის მოცემული პარაგრაფის (ბ) ქვეპარაგრაფით გათვალისწინებული კონვენციის მონაწილე;
დ) სპეციალურ საარბიტრაჟო ტრიბუნალს, რომელიც, თუ მხარეებს შორის სხვა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დაარსებულია საერთაშორისო ვაჭრობის სამართლის გაეროს კომიტეტის (UNICITRAL) საარბიტრჟო წესების შესაბამისად.
3. ინვესტორს, რომელმაც ეროვნულ სასამართლოში აღძრა საქმე, შეუძლია დახმარებისათვის მიმართოს მოცემული მუხლის მე-2 (ბ-დ) პარაგრაფით გათვალისწინებულ საარბიტრაჟო ტრიბუნალს, თუ, ეროვნული სასამართლოს მიერ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე ინვესტორი უარს აცხადებს ეროვნული პროცედურების გამოყენებით საქმის წარმოებაზე და გამოაქვს საქმე სასამართლოდან.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი საარბიტრაჟო პროცედურა, დავაში მონაწილე რომელიმე მხარის მოთხოვნისამებრ, ჩატარებული იქნება იმ ქვეყანაში, რომელიც არის „უცხოური საარბიტრაჟო განაჩენების აღიარებისა და აღსრულების შესახებ“ 1958 წლის 10 ივნისს ნიუ-იორკში გაფორმებული კონვენციის („ნიუ-იორკის კონვენციის“) წევრი ქვეყანა. ამ მუხლის შესაბამისად, არბიტრაჟისადმი წარდგენილი სარჩელები წარმოქმნის კომერციულ ურთიერთობას ან გარიგებას ნიუ-იორკის კონვენციის 1-ლი მუხლის შესაბამისად.
5. თითოეული ხელშემკვრელი მხარე აცხადებს უპირობო თანხმობას, გადასცეს მისი და მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს შორის არსებული დავა საარბიტრაჟო ტრიბუნალს, მოცემული მუხლის შესაბამისად.
6. დავაში მონაწილე არცერთ ხელშემკვრელ მხარეს, არ შეუძლია შეეწინააღმდეგოს რომელიმე საარბიტრაჟო სასამართლოს რომელიმე საპროცედურო ფაზას ან შეეწინააღმდეგოს საარბიტრაჟო განაჩენის აღსრულებას, მხოლოდ იმ ფაქტზე დაყრდნობით ინვესტორს, წარმოადგენს დავის მეორე მხარეს, მიიღო ცნობა რომელიც მოიცავს დანაკარგების ნაწილობრივ ან მთლიან ანაზღაურებას დაზღვევის საშუალებით.
7. არსებული საარბიტრაჟო ტრიბუნალის განაჩენი საბოლოოა და სავალდებულოა დავაში მონაწილე ორივე მხარისათვის და აღსრულება იმ ხელშემკვრელი მხარის ეროვნული კანონების შესაბამისად რომლის ტერიტორიაზეც დაეკისრა საარბიტრაჟო განაჩენი, ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ, საარბიტრაჟო განაჩენში მითითებულ ვადაში.
მუხლი 10🔗. ხელშემკვრელ მხარეებს შორის დავის მოგვარება
1. ხელშემკვრელ მხარეებს შორის წარმოქმნილი დავა ამ შეთანხმების დებულებების ინტერპრეტაციასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით, თუ ეს შესაძლებელია, უნდა მოგვარდეს დიპლომატიური არხების მეშვეობით.
2. იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელ მხარეებს შორის დავის მოგვარება ვერ ხერხდება მოლაპარაკებების დაწყებიდან ექვსი (6) თვის ვადაში, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით, სადავო საქმე განსახილველად გადაეცემა საარბიტრაჟო ტრიბუნალს.
3. თითოეული ინდივიდუალური საქმისათვის მსგავსი საარბიტრაჟო ტრიბუნალის დაარსება მოხდება შემდეგნაირად: თითოეული ხელშემკვრელი მხარე, საარბიტრაჟო მოთხოვნის მიღებიდან ორი (2) თვის განმავლობაში, დანიშნავს ტრიბუნალის ერთ წევრს. დანიშნული ორი წევრი, ხელშემკვრელ მხარეთა თანხმობით, დანიშნავს მესამე სახელმწიფოს მოქალაქეს საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარედ. თვმჯდომარე დაინიშნება ოთხი (4) თვის განმავლობაში, აღნიშნული ორი წევრის დანიშვნის დღიდან.
4. თუ მოცემული მუხლის მესამე პუნქტში აღნიშნულ პერიოდში საჭირო დანიშვნები არ განხორციელდა, ხელშემკვრელ მხარეთაგან ნებისმიერს, სხვა შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, შეუძლია მიმართოს საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტს, რათა ამ უკანასკნელმა მოახდინოს შესაბამისი დანიშვნები. თუ პრეზიდენტი ერთ-ერთი მხარის მოქალაქეა, ან რაღაც მიზეზის გამო ვერ ასრულებს ნახსენებ ფუნქციას, მაშინ დანიშვნები უნდა გააკეთოს ვიცე-პრეზიდენტმა. თუ ვიცე-პრეზიდენტი ასევე ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეა ან რაიმე მიზეზით ვერ ახერხებს აღნიშნული ფუნქციის შესრულებას, მაშინ შესაბამისი დანიშვნები უნდა გააკეთოს საერთაშორისო სასამართლოს რანგით შემდეგმა წევრმა, რომელიც არ არის რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე.
5. საარბიტაჟო ტრიბუნალში გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოა და სავალდებულო იქნება ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის. თითოეული ხელშემკვრელი მხარე გადაიხდის მის მიერ საარბიტრაჟო ტრიბუნალში დანიშნული წარმომადგენლის და, ასევე, საარბიტრაჟო პროცესში მისი წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, ხოლო თავმჯდომარისა და პროცესთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს ხელშემკვრელი მხარეები თანაბრად გაინაწილებენ. საარბიტრაჟო ტრიბუნალს შეუძლია მიიღოს განსხვავებული გადაწყვეტილება გადასახადის შესახებ. სხვა საკითხებთან დაკავშირებით, საარბიტრაჟო ტრიბუნალი თავად ადგენს პროცედურის წესებს.
6. მოცემული მუხლის 1-ლი პარაგრაფით გათვალისწინებული სადავო საკითხები გადაწყდება მოცემული ხელშეკრულების დებულებებისა და საერთაშორისო კანონმდებლობის საზოგადოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად.
მუხლი 11🔗. ნებართვები
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, თავისი კანონებისა და წესების შესაბამისად, კეთილგანწყობილად განიხილავს ინვესტიციებთან დაკავშირებულ განაცხადებს და მყისიერად გასცემს მის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა ინვესტიციებთან დაკავშირებულ აუცილებელ ნებართვებს.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, თავისი კანონებისა და წესების შესაბამისად, გასცემს ნებისმიერ დოკუმენტს, აუცილებელს ტერიტორიაზე დროებითი შესვლისა და ყოფნისათვის, იმ უცხოელ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც მუშაობენ ადმინისტრატორებად, მენეჯერებად, ექსპერტებად ან ტექნიკურ პერსონალად მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა ინვესტიციებთან დაკავშირებით მანამ, სანამ ეს პირები აკმაყოფილებენ მოცემული პარაგრაფის მოთხოვნებს, ასევე გასცემს შესვლისა და ყოფნისათვის აუცილებელ დროებით დოკუმენტებს მათი ოჯახების წევრებზე (მეუღლე და არასრულწლოვანი ბავშვები) ამ პირთა დასაქმების პერიოდში.
მუხლი 12🔗. სხვა წესების გამოყენება
1. თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარის კანონის დებულებანი ან საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომლებიც ძალაშია ამჟამად ან დაწესდა შემდგომ ხელშემკვრელ მხარეთა შორის, მოცემულ შეთანხმებასთან ერთად, შეიცავს ზოგად თუ სპეციფიკურ დებულებებს, რომელიც მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს ნებას რთავს ინვესტიციების უფრო ხელსაყრელ გამოყენებაზე, ვიდრე ეს გათვალისწინებულია მოცემული შეთანხმებით, მოცემულ შეთანხმებასთან შედარებით უპირატესობა მიენიჭება ამ დებულებებს.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე გაითვალისწინებს სხვა ვალდებულებებს, რომელიც შეიძლება ჰქონდეს აღებული მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთან განსაკუთრებული ინვესტიციების თაობაზე გაფორმებული სპეციალური ხელშეკრულებით.
მუხლი 13🔗. შეთანხმების გამოყენება
წინამდებარე შეთანხმება გავრცელდება ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განხორციელებულ ყველა ინვესტიციაზე როგორც შეთანხმების ძალაში შესვლამდე, ისე მას შემდეგ, მაგრამ არ გავრცელდება არცერთ დავაზე ინვესტიციებთან დაკავშირებით, რომელიც წარმოიშვა, ან ნებისმიერი სახის საჩივარზე, რომელიც გადაწყდა შეთანხმების ძალაში შესვლამდე.
მუხლი 14🔗. საერთო გამონაკლისები
1. მოცემული შეთანხმების არცერთი პუნქტი არ ზღუდავს ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერი ზომის მიღებისაგან, რათა დაცულ იქნეს უსაფრთხოების ინტერესები ომისა ან შეიარაღებული კონფლიქტის, ან საერთაშორისო ურთიერთობებში დაძაბულობის დროს.
2. მოცემული შეთანხმების არცერთი პუნქტი არ უნდა ზღუდავდეს ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერი ზომის მიღებისაგან, რათა შენარჩუნებულ იქნეს საზოგადოებრივი წესრიგი, იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ზომები არ გამოიყენება ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ, როგორც თვითნებური ან უსამართლო დისკრიმინაციის საშუალება, ან ინვესტიციების დაბანდების შენიღბული შეზღუდვა.
3. მოცემული მუხლის დებულებები არ გამოიყენება შეთანხმების მე-7 მუხლის 1(ე) პარაგრაფის მიმართ.
მუხლი 15🔗. ტრანსპარანტულობა
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე დაუყოვნებლივ გამოაქვეყნებს, ან სხვაგვარად გაავრცელებს იმ კანონებს, წესებს, კანონების საერთო გამოყენების პროცედურებს, ადმინისტრაციულ დადგენილებებს, სასამართლო გადაწყვეტილებებსა და საერთაშორისო შეთანხმებებს, რომლებიც გამოიყენება ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა ინვესტიციების მიმართ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.
2. მოცემულ შეთანხმებაში არცერთი პუნქტი არ ითვალისწინებს ხელშემკვრელი მხარის მიერ იმ კონფიდენციალური ან დაპატენტებული ინფორმაციის გავრცელებას ან გაცემას, კერძო ინვესტორებსა და ინვესტიციების შესახებ ინფორმაციის ჩათვლით, რომლის საჯაროობაც აბრკოლებს კანონის ცხოვრებაში გატარებას, ეწინააღმდეგება კანონებს კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ ან ზარალს აყენებს კერძო ინვესტორების კანონიერ კომერციულ ინტერესებს.
მუხლი 16🔗. კონსულტაციები
ხელშემკვრელი მხარეები, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით, ჩაატარებენ კონსულტაციებს მოცემული შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით და შეისწავლიან ნებისმიერ საკითხს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ შეთანხმებიდან. ასეთი კონსულტაციები ჩატარდება ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შორის, სხდომის ჩატარების ადგილი და დრო შეთანხმებული იქნება შესაბამისი არხებით.
მუხლი 17🔗. შეთანხმების ძალაში შესვლა, მოქმედების ვადა და მოქმედების შეწყვეტა
1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა მხარეების მიერ ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების დღიდან. შეთანხმება ძალაში შევა უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან ოცდამეათე დღეს.
2. წინამდებარე შეთანხმება ძალაში რჩება ოცი (20) წლის ვადით და მისი მოქმედება გაგრძელდება განუსაზღვრელი ვადით, სანამ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე თორმეტი (12) თვით ადრე წერილობითი ფორმით არ შეატყობინებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს თავის გადაწყვეტილებას წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ.
3. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტამდე განხორციელებული ინვესტიციებისათვის, ამ შეთანხმების 1-16 მუხლების დებულებები ძალაში დარჩება მისი მოქმედების შეწყვეტის დღიდან მომდევნო ოცი (20) წლის განმავლობაში.
აღნიშნულის დასტურად, სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას.
შესრულებულია ორ პირად, ქ. ჰელსინკში, 2006 წლის 24 ნოემბერს, ქართულ, ფინურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა. ტექსტში განსხვავების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
ფინეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)