შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ფინეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ

მიღების თარიღი 11.10.2007
ძალაში შესვლა 23.07.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000701
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 01/08/2008
matsne.gov.ge 5,711 სიტყვა · ~29 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.10.2007 მიღება
23.07.2008 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ფინეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ფინეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ საქართველოს მთავრობა და ფინეთის რესპუბლიკის მთავრობა, სურთ რა დადონ შეთანხმება შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 პირები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება ეს შეთანხმება გამოიყენება იმ პირთა მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებს. მუხლი 2🔗 გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება 1. ეს შეთანხმება გამოიყენება შემოსავლებზე იმ გადასახადების მიმართ, რომელთა დაკისრება ხდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკური ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ, მათი გადახდის წესის მიუხედავად. 2. შემოსავლებზე გადასახადებად ითვლება ყველა გადასახადი, რომლითაც იბეგრება შემოსავლის მთლიანი თანხა ან შემოსავლის ცალკეული ელემენტი, უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების, აგრეთვე კაპიტალის ღირებულების მატებიდან მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების ჩათვლით. 3. არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება: a) ფინეთში: (i) სახელმწიფო საშემოსავლო გადასახადი; (ii) კორპორაციების საშემოსავლო გადასახადი; (iii) კომუნალური გადასახადი; (iv) საეკლესიო გადასახადი; (v) წყაროსთან დასაკავებელი გადასახადი პროცენტზე; (vi) წყაროსთან დასაკავებელი გადასახადი არარეზიდენტების შემოსავალზე; (შემდგომში „ფინეთის გადასახადი“); b) საქართველოში: (i) მოგების გადასახადი; (ii) საშემოსავლო გადასახადი; (შემდგომში „საქართველოს გადასახადი“). 4. ეს შეთანხმება გამოიყენება აგრეთვე ყველა იდენტური ან არსებითად ანალოგიური გადასახადების მიმართ, რომლებიც ამ შეთახმების ხელმოწერის შემდეგ იქნება დაწესებული არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ მათ შესაბამის საგადასახადო კანონმდებლობებში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახებ. მუხლი 3🔗 ზოგადი განსაზღვრებები 1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს: a) ტერმინი „ფინეთი“ ნიშნავს ფინეთის რესპუბლიკას და როდესაც გამოიყენება გეოგრაფიული მნიშვნელობით, ნიშნავს ფინეთის რესპუბლიკის ტერიტორიას და ნებისმიერ სივრცეს, რომელიც ესაზღვრება ფინეთის რესპუბლიკის ტერიტორიულ წყლებს, რომელთა მიმართ, ფინეთის კანონმდებლობის საფუძველზე და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, შესაძლოა განხორციელდეს ფინეთის უფლებები ზღვის ფსკერის, მისი წიაღისა და მიმდებარე წყლების ბუნებრივი რესურსების კვლევისა და გამოყენების მიზნით; b) ტერმინი „საქართველო“ ნიშნავს საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ ტერიტორიას საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში, მათ შორის სახმელეთო სივრცეს, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველო ახორციელებს საკუთარ სუვერენულ უფლებებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ამ ზონებში ბუნებრივი წიაღისეულის კვლევისა და გამოყენების მიზნით; c) ტერმინი „პირი“ მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას; d) ტერმინი „კომპანია“ ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ სხვა ერთეულს, რომელიც გადასახადით დაბეგვრის მიზნით განიხილება, როგორც დაბეგვრის სუბიექტი; e) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფო“ და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო“ ნიშნავს ფინეთის რესპუბლიკას ან საქართველოს, კონტექსტის შესაბამისად; f) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო“ და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო“ შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ; g) ტერმინი „ნაციონალური პირი“ ხელშემკვრელ სახელმწიფოსთან მიმართებით ნიშნავს: (i) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალობა ან მოქალაქეობა; და (ii) ნებისმიერ იურიდიულ პირს, ამხანაგობას ან ასოციაციას, რომელსაც ასეთი სტატუსი მიღებული აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. h) ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვა“ ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო გემებით ან საჰაერო ხომალდებით, რომელთა ექსპლუატაცია ხდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის; i) ტერმინი „კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს: (i) ფინეთში ფინანსთა სამინისტროს, მის უფლებამოსილ წარმომადგენელს ან ხელისუფლების ორგანოს, რომელიც ფინანსთა სამინისტროს მიერ კომპეტენტურ ორგანოდ იქნება დანიშნული; (ii) საქართველოში ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს. 2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ შეთანხმების გამოყენებისას ნებისმიერ დროს ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება იმ დროისათვის ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭებათ იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ სახელმწიფოს სხვა ნორმატიული აქტებით. მუხლი 4🔗 რეზიდენტი 1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება დაბეგვრას მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, ფაქტობრივად ყოფნის ადგილის, მართვის ადგილის, ინკორპორაციის (რეგისტრაციის) ადგილის ან ანალოგიური შინაარსის მქონე ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის საფუძველზე და ასევე მოიცავს ამ სახელმწიფოს, მის პოლიტიკურ ქვედანაყოფს, დაწესებულებას ან ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოს. ეს ტერმინი, ამასთან, არ მოიცავს ნებისმიერ პირს, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას ამ სახელმწიფოში, მხოლოდ მასში არსებული წყაროებიდან მიღებულ შემოსავლებთან მიმართებაში. 2. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ფიზიკური პირი წარმოადგენს ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად: a) ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი; თუ მას მუდმივი საცხოვრებელი აქვს ორივე სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია უფრო მჭიდრო პირადი და ეკონომიკური კავშირები (სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი); b) თუ შეუძლებელია იმ სახელმწიფოს დადგენა, სადაც მას აქვს სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი, ან თუ მას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ აქვს არც ერთ ამ სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს; c) თუ ის ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე სახელმწიფოში ან არ ცხოვრობს არცერთ მათგანში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომლის მოქალაქესაც იგი წარმოადგენს; d) თუ ის არის ორივე სახელმწიფოს ან არ არის არცერთი მათგანის მოქალაქე, მაშინ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები საკითხს გადაწყვეტენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. 3. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, პირი, რომელიც არ არის ფიზიკური პირი, წარმოადგენს ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყვეტენ საკითხს და განსაზღვრავენ ასეთი პირის მიმართ ამ შეთანხმების გამოყენების წესს. მუხლი 5🔗 მუდმივი დაწესებულება 1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ ნიშნავს საქმიანობის ფიქსირებულ ადგილს, რომლის მეშვეობითაც საწარმოს საქმიანობა ხორციელდება მთლიანად ან ნაწილობრივ. 2. ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ მოიცავს, კერძოდ: a) მართვის ადგილს; b) ფილიალს; c) ოფისს; d) ფაბრიკას; e) სახელოსნოს და f) მაღაროს, ნავთობის ან გაზის ჭაბურღილს, კარიერს ან ბუნებრივი რესურსების მოპოვების ნებისმიერ სხვა ადგილს. 3. სამშენებლო მოედანი, სამონტაჟო ან საამწყობო ობიექტი მუდმივ დაწესებულებად ითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ის არსებობს ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. 4. ამ მუხლის წინა დებულებათა მიუხედავად, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ არ მოიცავს: a) ნაგებობების გამოყენებას მხოლოდ საწარმოს კუთვნილი საქონლის ან ნაკეთობების შენახვის, დემონსტრირების ან მიწოდების მიზნით; b) საქონლის ან ნაკეთობების იმ მარაგების შენახვას, რომლებიც საწარმოს გააჩნია მხოლოდ შენახვის, დემონსტრირების ან მიწოდების მიზნით; c) საქონლის ან ნაკეთობის იმ მარაგის შენახვას, რომლებიც საწარმოს გააჩნია მხოლოდ სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით; d) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას მხოლოდ საწარმოსათვის საქონლის ან ნაკეთობების შესყიდვის ან ინფორმაციის შეგროვების მიზნით; e) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის მხოლოდ მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით; f) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას ამ პუნქტის a)-e) ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საქმიანობათა სახეობების ნებისმიერი კომბინაციის განსახორციელებლად, იმ პირობით, რომ ფიქსირებული ადგილიდან წარმოებულ საერთო საქმიანობას, რომელიც წარმოიშობა ასეთი კომბინაციის შედეგად, აქვს მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათი. 5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, თუ პირი, რომელიც არ წარმოადგენს ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნულ დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტს, მოქმედებს საწარმოს სახელით, აქვს და ჩვეულებრივ იყენებს ხელშემკვრელ სახელმწიფოში საწარმოს სახელით კონტრაქტის დადების უფლებამოსილებას, მაშინ ეს საწარმო განიხილება, როგორც მუდმივი დაწესებულების მქონე ამ სახელმწიფოში. იგივე გავრცელდება ამ პირის მიერ საწარმოსათვის განხორციელებულ ნებისმიერ საქმიანობასთან დაკავშირებით, იმ საქმიანობის გარდა, რომელიც აღწერილია ამ მუხლის მე-4 პუნქტში. ეს უკანასკნელი, განხორციელებული თუნდაც საქმიანობის ფიქსირებული ადგილის მეშვეობით, აღნიშნული პუნქტის დებულებათა შესაბამისად, საქმიანობის ამგვარ ფიქსირებულ ადგილს არ გადააქცევს მუდმივ დაწესებულებად. 6. საწარმო არ განიხილება ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ, თუ ის ამ სახელმწიფოში თავის საქმიანობას ახორციელებს ბროკერის, კომისიონერის ან დამოუკიდებელი სტატუსის მქონე ნებისმიერი სხვა აგენტის მეშვეობით, იმ პირობით, თუ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული პროფესიული საქმიანობის ფარგლებში. 7. ის ფაქტი, რომ კომპანია, რომელიც არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, აკონტროლებს ან კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ ან რომელიც საქმიანობას ახორციელებს ამ მეორე სახელმწიფოში (მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სხვა სახით), თავისთავად არ გადააქცევს ერთ-ერთ ამ კომპანიას მეორის მუდმივ დაწესებულებად. მუხლი 6🔗 შემოსავალი უძრავი ქონებიდან 1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი (სოფლისა და სატყეო მეურნეობიდან მიღებული შემოსავლის ჩათვლით), შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. 2. a) ტერმინს „უძრავი ქონება“ აქვს ის მნიშვნელობა, რომელიც მას გააჩნია იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომელშიც მდებარეობს განსახილველი ქონება ამ პუნქტის b) და c) ქვეპუნქტების დებულებების გათვალისწინებით. b) ტერმინი „უძრავი ქონება“ ნებისმიერ შემთხვევაში, მოიცავს შენობებს, უძრავი ქონების მიმართ დამხმარე ხასიათის მქონე ქონებას, პირუტყვს, სოფლისა და სატყეო მეურნეობაში გამოყენებულ მოწყობილობას, უფლებებს, რომლებსაც ეხება მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული ზოგადი სამართლის დებულებები, უძრავი ქონების უზუფრუქტს, უფლებებს ცვლად ან ფიქსირებულ ანაზღაურებებზე, რომლებიც წარმოადგენენ კომპენსაციას მინერალური წიაღისეულის, საბადოების და სხვა ბუნებრივი რესურსების დამუშავებისათვის ან დამუშავების უფლებისათვის; c) საზღვაო გემები და საჰაერო ხომალდები უძრავ ქონებად არ განიხილება. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ეხება უძრავი ქონების პირდაპირი გამოყენების, გაქირავების ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენების შედეგად მიღებულ შემოსავლებს. 4. როდესაც კომპანიის აქციის ფლობა ან სხვა კორპორატიული უფლებები ასეთი აქციების ან კორპორატიული უფლებების მფლობელს უფლებას აძლევს განკარგოს კომპანიის უძრავი ქონება, მაშინ ამგვარი უფლების პირდაპირი გამოყენების, გაქირავების ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს უძრავი ქონება. 5. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დებულებები ეხება აგრეთვე საწარმოს უძრავი ქონებიდან და დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის დროს გამოყენებული უძრავი ქონებიდან მიღებულ შემოსავლებს. მუხლი 7🔗 მოგება ეკონომიკური საქმიანობიდან 1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მოგება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ ეს საწარმო თავის საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ ახორციელებს იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. თუ საწარმო ამგვარად ახორციელებს საქმიანობას, მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ამ მუდმივ დაწესებულებას. 2. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ახორციელებს საქმიანობას იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, მაშინ თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო, როგორც იმავე ან მსგავსი საქმიანობით დაკავებულ, იმავე ან მსგავს პირობებში მყოფ ცალკე გამოყოფილ, დამოუკიდებელ საწარმოს, რომელიც მოქმედებს იმ საწარმოსაგან სრულიად დამოუკიდებლად, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც იგი წარმოადგენს. 3. მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას დასაშვებია იმ ხარჯების გამოქვითვა, რომლებიც გაწეულია მუდმივი დაწესებულების საქმიანობის მიზნებისათვის, მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, იმის მიუხედავად, ეს ხარჯები იმ სახელმწიფოშია გაწეული, რომელშიც განთავსებულია მუდმივი დაწესებულება, თუ მის ფარგლებს გარეთ. 4. მუდმივ დაწესებულებას მოგება არ მიეწერება ამ მუდმივი დაწესებულების მიერ საწარმოსათვის მხოლოდ საქონლის ან ნაკეთობების შეძენის საფუძველზე. 5. წინა პუნქტების მიზნებიდან გამომდინარე, მუდმივი დაწესებულების მოგება ყოველწლიურად განისაზღვრება ერთი და იმავე მეთოდით, სანამ მის შესაცვლელად რაიმე დამაჯერებელი და საკმარისი მიზეზი არ წარმოიშობა. 6. იმ შემთხვევაში, როდესაც მოგება შეიცავს შემოსავლის ისეთ სახეობებს, რომლებიც ამ შეთანხმების სხვა მუხლებში ცალკეა განხილული, მაშინ მათზე ამ მუხლის დებულებები გავლენას ვერ იქონიებს. მუხლი 8🔗 საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი 1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების ექსპლოატაციიდან მიღებული მოგება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები აგრეთვე გამოიყენება იმ მოგებების მიმართ, რომლებიც მიიღება პულში, ერთობლივ საწარმოებში ან საერთაშორისო საოპერაციო სააგენტოებში მონაწილეობიდან. მუხლი 9🔗 ურთიერთდამოკიდებული საწარმოები 1. იმ შემთხვევაში, როდესაც: a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, ან b) ერთი და იგივე პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოსა და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, და ორივე შემთხვევაში ამ ორ საწარმოს შორის კომერციულ ან ფინანსურ ურთიერთობებში იქმნება ან მყარდება პირობები, განსხვავებული იმათგან, რომლებსაც ადგილი ექნებოდათ ორ დამოუკიდებელ საწარმოს შორის ურთიერთობაში, მაშინ ნებისმიერი მოგება, რომელიც შეიძლებოდა რომელიმე მათგანს დარიცხოდა, მაგრამ ამ პირობების არსებობის გამო არ დაერიცხა, შეიძლება ჩართულ იქნეს ამ საწარმოს მოგებაში და შესაბამისად დაიბეგროს გადასახადით. 2. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფო ამ სახელმწიფოს საწარმოს მოგებაში რთავს და, შესაბამისად, გადასახადით ბეგრავს იმ მოგებას, რომელთან მიმართებაში მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო დაექვემდებარა დაბეგვრას ამ მეორე სახელმწიფოში, და ასეთი სახით ჩართული მოგება წარმოადგენს მოგებას, რომელიც შეიძლება დარიცხოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს საწარმოს, თუ ამ ორ საწარმოს შორის იქნებოდა იგივე ურთიერთობა, როგორც დამოუკიდებელ საწარმოებს შორის, მაშინ ეს მეორე სახელმწიფო მოახდენს მის მიერ ამ მოგებაზე დარიცხული გადასახადის შესაბამის კორექტირებას. ასეთი კორექტირების განსაზღვრის დროს სათანადო წესით უნდა იქნეს გათვალისწინებული ამ შეთანხმების სხვა დებულებებიც, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთთან გამართავენ კონსულტაციებს. მუხლი 10🔗 დივიდენდები 1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი დივიდენდები შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. 2. ამასთან, ამგვარი დივიდენდები შესაძლოა აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ, თუ დივიდენდების ფაქტობრივი მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს: a) დივიდენდის საერთო თანხის 0 პროცენტს, თუ ფაქტობრივი მფლობელია კომპანია (ამხანაგობის გარდა), რომელიც პირდაპირ ფლობს დივიდენდების გადამხდელი კომპანიის კაპიტალის სულ მცირე 50 პროცენტს და დივიდენდების გადამხდელი კომპანიის კაპიტალში ინვესტირებული აქვს 2,000,000 (ორი მილიონი) ევროზე ან საქართველოს ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი თანხა; b) დივიდენდების საერთო თანხის 5 პროცენტს, თუ ფაქტობრივი მფლობელია კომპანია, რომელიც პირდაპირ ფლობს დივიდენდების გადამხდელი კომპანიის კაპიტალის სულ მცირე 10 პროცენტს და დივიდენდების გადამხდელი კომპანიის კაპიტალში ინვესტირებული აქვს 100,000 (ასი ათასი) ევროზე ან საქართველოს ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი თანხა; c) დივიდენდების მთლიანი თანხის 10 პროცენტს ყველა სხვა შემთხვევაში. ეს პუნქტი არ შეეხება კომპანიის მოგებების დაბეგვრას, საიდანაც გადაიხდება დივიდენდები. 3. ამ მუხლში გამოყენებისას, ტერმინი „დივიდენდი“ ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, სავალე მოთხოვნების გარდა, მოგებაში მონაწილეობიდან, ისევე როგორც შემოსავალს სხვა კორპორატიული უფლებებიდან, რომელიც ექვემდებარება ისეთივე საგადასახადო რეგულირებას, როგორსაც აქციებიდან მიღებული შემოსავალი, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მოგების გამანაწილებელი კომპანია. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ დივიდენდების ფაქტობრივი მფლობელია ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც აწარმოებს საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ან ახორციელებს ამ მეორე სახელმწიფოში დამოუკიდებელ პირად მომსახურებას მასში განთავსებული ფიქსირებული ბაზის მეშვეობით და ქონება, რომლის საფუძველზე ხდება დივიდენდების გადახდა უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას ან ასეთ ფიქსირებულ ბაზას. ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 ან მე-14 მუხლის დებულებები. 5. როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იღებს მოგებას ან შემოსავალს, ამ მეორე სახელმწიფოს არ შეუძლია კომპანიას გადასახადი დააკისროს გადახდილ დივიდენდებზე იმ შემთხვევის გარდა, როცა ასეთი დივიდენდების გადახდა ხდება ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტისთვის, ან როცა ქონება, რომლის საფუძველზე ხდება დივიდენდების გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ამ მეორე სახელმწიფოში არსებულ მუდმივ დაწესებულებას ან ფიქსირებულ ბაზას. გადასახადით არ დაიბეგრება კომპანიის გაუნაწილებელი მოგება, თუ გადახდილი დივიდენდები ან გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ამ მეორე სახელმწიფოში წარმოშობილი მოგებიდან ან შემოსავლიდან. მუხლი 11🔗 პროცენტი 1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი იბეგრება მხოლოდ ამ მეორე სახელმწიფოში, თუ ამგვარი რეზიდენტი წარმოადგენს პროცენტის ფაქტობრივ მფლობელს. 2. ტერმინი „პროცენტი“ მოცემულ მუხლში გამოყენებისას ნიშნავს შემოსავალს ნებისმიერი სახის სავალე მოთხოვნიდან, მისი იპოთეკური უზრუნველყოფისა და მოვალის მოგებაში მონაწილეობის უფლების არსებობის მიუხედავად. კერძოდ, შემოსავალს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან და შემოსავალს ობლიგაციებიდან ან სავალე ვალდებულებებიდან მათზე დარიცხული პრემიებისა და მოგებების ჩათვლით. ამ მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ჯარიმები დაგვიანებულ გადახდაზე არ განიხილება როგორც პროცენტი. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ პროცენტის ფაქტობრივი მფლობელია ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშობა პროცენტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან აწარმოებს ამ მეორე სახელმწიფოში დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ განთავსებული ფიქსირებული ბაზის მეშვეობით და სავალე მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადახდილია პროცენტი, უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას ან ასეთ ფიქსირებულ ბაზას. ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 ან მე-14 მუხლის დებულებები. 4. თუ პროცენტის გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო, სავალე მოთხოვნაზე გადახდილი პროცენტის თანხა, რომლის საფუძველზეც ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახდელი თანხის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით. მუხლი 12🔗 როიალტი 1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი როიალტი იბეგრება ამ მეორე სახელმწიფოში, თუ ამგვარი რეზიდენტი წარმოადგენს როიალტის ფაქტობრივ მფლობელს. 2. ტერმინი „როიალტი“ ამ მუხლში გამოყენებისას ნიშნავს გადახდის ნებისმიერ სახეს, რომელიც ანაზღაურების სახით მიიღება ლიტერატურის, ხელოვნების ან მეცნიერების ნებისმიერი ნაწარმოების საავტორო უფლებით, მათ შორის კინემატოგრაფიული ფილმებით, ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ფილმებითა და კასეტებით, ნებისმიერი პატენტით, სასაქონლო ნიშნით, პროექტით ან მოდელით, გეგმით, საიდუმლო ფორმულით ან პროცესით, ასევე სამრეწველო, კომერციული ან სამეცნიერო გამოცდილების შემცველი ინფორმაციით სარგებლობისათვის ან სარგებლობის უფლების მიღებისათვის. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ როიალტის ფაქტობრივი მფლობელია ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიქმნება როიალტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან ამ მეორე სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ განლაგებული ფიქსირებული ბაზის მეშვეობით და უფლება ან ქონება, რის საფუძველზეც ხდება როიალტის გადახდა, უშუალოდ არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან ან ასეთ ფიქსირებულ ბაზასთან. ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 ან მე-14 მუხლის დებულებები. 4. თუ გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა გამო, როიალტის თანხა, რომელიც დაკავშირებულია სარგებლობასთან, უფლებასთან ან ინფორმაციასთან, რომლის საფუძველზე ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახდელი თანხის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით. მუხლი 13🔗 შემოსავლები კაპიტალის მატებიდან 1. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე ამ შეთანხმების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების გასხვისებიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. 2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავლები, რომლებიც მიიღება იმ კომპანიის აქციების ან სხვა კორპორატიული უფლებების გასხვისების შედეგად, რომლის აქტივების ნახევარზე მეტი შედგება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავ ქონებისაგან შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. 3. შემოსავლები მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს კუთვნილ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, ან შემოსავლები მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის მიზნით მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განთავსებული ფიქსირებული ბაზის კომერციული ქონების ნაწილს, ასეთი მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთად) ან ფიქსირებული ბაზის გასხვისებიდან მიღებული შემოსავლების ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. 4. შემოსავლები, რომელსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებული საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების, ან მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებიდან, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში. 5. შემოსავლები ნებისმიერი ქონების გასხვისებიდან, რომელიც განსხვავდება ამ მუხლის წინა პუნქტებში აღნიშნული ქონებისაგან, იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირი. მუხლი 14🔗 დამოუკიდებელი პირადი მომსახურება 1. შემოსავალი, რომელსაც იღებს ფიზიკური პირი, რომელიც წარმოადგენს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, პროფესიული მომსახურების ან დამოუკიდებელი ხასიათის მქონე სხვა საქმიანობის შედეგად იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, იმ შემთხვევის გარდა, თუ მას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია რეგულარულად ხელმისაწვდომი ფიქსირებული ბაზა თავისი საქმიანობის განხორციელების მიზნით. თუ მას გააჩნია ამგვარი ფიქსირებული ბაზა, მაშინ შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში, მაგრამ მისი მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც მიეკუთვნება ამ ფიქსირებულ ბაზას. 2. ტერმინი „პროფესიული მომსახურება“ მოიცავს, კერძოდ: დამოუკიდებელ სამეცნიერო, ლიტერატურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო და პედაგოგიურ საქმიანობას, ასევე ექიმების, ადვოკატების, ინჟინრების, არქიტექტორების, სტომატოლოგების და ბუღალტრების დამოუკიდებელ საქმიანობას. მუხლი 15🔗 დაქირავებით მუშაობა 1. ამ შეთანხმების მე-16, მე-17, მე-18 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებით მუშაობით მიღებული ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ დაქირავებით მუშაობა არ განხორციელებულა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. თუ დაქირავებით მუშაობა ხორციელდება ამგვარი სახით, მაშინ ასეთი ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული დაქირავებით მუშაობიდან მიღებული ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ: a) ანაზღაურების მიმღები იმყოფება მეორე სახელმწიფოში პერიოდით ან პერიოდებით, რომელთა საერთო ხანგრძლივობა არ აღემატება 183 დღეს ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება ან მთავრდება მოცემულ კალენდარულ წელს, და b) ანაზღაურება გაიცემა დამქირავებლის მიერ ან მისი სახელით, რომელიც არ წარმოადგენს მეორე სახელმწიფოს რეზიდენტს, და c) ანაზღაურება არ არის წარმოქმნილი მუდმივი დაწესებულებიდან ან ფიქსირებული ბაზიდან, რომელიც დამქირავებელს გააჩნია მეორე სახელმწიფოში. 3. ამ მუხლის წინა დებულებების მიუხედავად, ანაზღაურება, რომელიც მიიღება ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებულ საზღვაო გემებზე ან საჰაერო ხომალდებზე განხორციელებული დაქირავებით მუშაობისთვის, შეიძლება დაიბეგროს ამ სახელმწიფოში. მუხლი 16🔗 დირექტორთა ჰონორარები დირექტორთა ჰონორარები და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის დირექტორთა საბჭოს ან ნებისმიერი სხვა მსგავსი ორგანოს წევრი, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. მუხლი 17🔗 ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები 1. ამ შეთანხმების მე-14 და მე-15 მუხლების დებულებების მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი, კერძოდ, როგორც თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი ან მუსიკოსი, ან როგორც სპორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. 2. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც ახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი, ერიცხება არა თვით ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს, არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი, ამ შეთანხმების მე-7, მე-14 და მე-15 მუხლების დებულებების მიუხედავად, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის საქმიანობა. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები არ ეხება ხელშემკვრელ სახელმწიფოში ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის მიერ განხორციელებული საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს, თუ ამ სახელმწიფოში ვიზიტი მთლიანად ან ძირითადად დაფინანსებულია მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს ფონდებიდან. ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავალი იბეგრება ამ შეთანხმების მე-7, მე-14 ან მე-15 მუხლების შესაბამისად. მუხლი 18🔗 პენსიები, ანუიტეტები და სხვა მსგავსი გადახდები 1. ამ შეთანხმების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების შესაბამისად, წარსულ დაქირავებით მუშაობასთან დაკავშირებით ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურება, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებების მიუხედავად და ამ შეთანხმების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების შესაბამისად, პენსიები და სხვა დახმარებები, რომელთა ანაზღაურება ხდება პერიოდულად თუ ერთდროულად, რომლებიც გაიცემა ხელშემკვრელი სახელმწიფოს სოციალური დაცვის კანონმდებლობის ან სოციალური უზრუნველყოფის მიზნით ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ შექმნილი ნებისმიერი სახელმწიფო სქემის ფარგლებში, ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი ნებისმიერი ანუიტეტი, შეიძლება დაიბეგროს ამ სახელმწიფოში. 3. ტერმინი „ანუიტეტი“, ამ მუხლის მიზნებისათვის ნიშნავს დადგენილ თანხას, რომელსაც უხდიან ფიზიკურ პირს, პერიოდულად, დანიშნულ დროს, მისი სიცოცხლის მანძილზე, ან დროის გარკვეული ან დადგენილი პერიოდის მანძილზე, იმ პირობით, რომ გადახდის სანაცვლოდ ადეკვატური და სრული კომპენსაცია მოხდება ნაღდი ფულით ან მისი შესაბამისი ფასეულობით (გაწეული მომსახურებისაგან განსხვავებით). მუხლი 19🔗 სახელმწიფო სამსახური 1. a) ხელფასი, გასამრჯელო და სხვა ანაზღაურება, პენსიის გარდა, რომელსაც ხელშემკვრელი სახელმწიფო ან მისი პოლიტიკური ქვედანაყოფი ან დაწესებულება ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო უხდის ფიზიკურ პირს ამ სახელმწიფოს, მისი ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ხელისუფლების ორგანოს მიმართ გაწეული სამსახურისათვის, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში; b) ამასთან, ამგვარი ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ფიზიკური პირი, თუ სამსახური გაწეულ იქნა ამ სახელმწიფოში და ფიზიკური პირი: (i) არის ამ სახელმწიფოს მოქალაქე; ან (ii) არ გახდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტი მხოლოდ სამსახურის გაწევის მიზნით. 2. a) ნებისმიერი პენსია, რომლის გადახდა ხდება ფიზიკური პირისათვის ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ ან მათ მიერ შექმნილი ფონდებიდან ამ სახელმწიფოს, მისი ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ხელისუფლების ორგანოსათვის გაწეული სამსახურისათვის, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში; b) ამასთან, ასეთი პენსია იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ფიზიკური პირი, თუ ის არის ამ სახელმწიფოს მოქალაქე. 3. ამ შეთანხმების მე-15, მე-16, მე-17 და მე-18 მუხლების დებულებები გამოიყენება ხელფასის, გასამრჯელოს, სხვა მსგავსი ანაზღაურებისა და პენსიების მიმართ, ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ გაწეული კომერციული საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ მომსახურებასთან დაკავშირებით. მუხლი 20🔗 სტუდენტები და სტაჟიორები 1. ანაზღაურება, რომელსაც იღებს სტუდენტი ან კომერციის, ტექნიკური, სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო სფეროების სტაჟიორი, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, თუ იგი განკუთვნილია მხოლოდ მისი ცხოვრების, განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ასამაღლებლად, არ იბეგრება ამ სახელმწიფოში, თუ დაფინანსების წყარო მდებარეობს ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ. 2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს უნივერსიტეტის ან უმაღლესი განათლების სხვა ინსტიტუტის სტუდენტი ან კომერციის, ტექნიკური, სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო სფეროების სტაჟიორი, რომელიც არის ან მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო პირველად ხსენებული ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იმყოფება 183 დღეზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში, არ იბეგრება ამ მეორე სახელმწიფოში, ამ სახელმწიფოში გაწეული მომსახურებისათვის მიღებულ ანაზღაურებაზე, თუ ეს მომსახურება უკავშირდება მის სწავლას ან კვალიფიკაციის ამაღლებას და ეს ანაზღაურება წარმოადგენს მისი ცხოვრებისათვის აუცილებელ შემოსავალს. მუხლი 21🔗 სხვა შემოსავლები 1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავლის სახეები, რომლებიც არ არის განხილული ამ შეთანხმების წინა მუხლებში, მათი წარმოშობის ადგილის მიუხედავად, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება შემოსავლების მიმართ, რომლებიც განსხვავდება ამ შეთანხმების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლებისაგან, თუ ასეთი შემოსავლების მიმღები წარმოადგენს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ან ამ მეორე სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული ფიქსირებული ბაზის მეშვეობით და, უფლება ან ქონება, რომლებთან დაკავშირებით ხდება შემოსავლის გადახდა, ნამდვილად არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან ან ფიქსირებულ ბაზასთან. ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 ან მე-14 მუხლის დებულებები. მუხლი 22🔗 ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა 1. საერთაშორისო ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ფინეთის კანონის დებულებების გათვალისწინებით (რომელიც გავლენას ვერ მოახდენს აქ მოყვანილ ზოგად პრინციპზე), ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება ფინეთში მოხდება შემდეგნაირად: a) როდესაც ფინეთის რეზიდენტი იღებს შემოსავალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, ფინეთი, ამ პუნქტის b) ქვეპუნქტის შესაბამისად დაუშვებს ამ პირის ფინეთის გადასახადიდან საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე და ამ შეთანხმების შესაბამისად, საქართველოში გადახდილი გადასახადის ტოლი თანხის გამოქვითვას, რომელიც გაანგარიშებულია იმავე შემოსავალზე, რომლის მიმართ არის გაანგარიშებული ფინეთის გადასახადი; b) საქართველოს რეზიდენტი კომპანიის მიერ ფინეთის იმ რეზიდენტი კომპანიისთვის გადახდილი დივიდენდი, რომელიც პირდაპირ აკონტროლებს დივიდენდის გადამხდელი კომპანიის ხმის უფლების 10 პროცენტს, გათავისუფლებულია ფინეთის გადასახადისაგან. 2. საქართველოში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება მოხდება შემდეგნაირად: როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად შეიძლება დაიბეგროს ფინეთში, საქართველო დაუშვებს ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ფინეთში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია. ამასთან, ასეთი გამოქვითვა არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება, ვითარების შესაბამისად, შემოსავალს, რომელიც შეიძლებოდა დაბეგრილიყო ფინეთში. 3. თუ ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, გადასახადისაგან გათავისუფლებულია ამ სახელმწიფოში, ამ სახელმწიფოს, ამის მიუხედავად, ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს შეუძლია მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისაგან გათავისუფლებული შემოსავალი. მუხლი 23🔗 დისკრიმინაციის თავიდან აცილება 1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალური პირები არ უნდა დაექვემდებარონ მეორე სახელმწიფოში განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებას, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ მეორე სახელმწიფოს ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ, რეზიდენციის თვალსაზრისით. ეს დებულება, ამ შეთანხმების პირველი მუხლის დებულებების მიუხედავად, გამოიყენება აგრეთვე იმ პირების მიმართ, რომლებიც არ არიან ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები. 2. მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც წარმოადგენენ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებს, არცერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებას, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ სახელმწიფოს ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ, რეზიდენციის თვალსაზრისით. 3. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში კუთვნილი მუდმივი დაწესებულების დაბეგვრა არ უნდა განხორციელდეს ნაკლებად ხელსაყრელ პირობებში, ვიდრე იმ საწარმოთა დაბეგვრა, რომლებიც იმავე საქმიანობას ახორციელებენ ამ მეორე სახელმწიფოში. ეს დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ის ხელშემკვრელ სახელმწიფოს ავალდებულებს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტების რომელიმე გადასახადისგან გათავისუფლებას, მათთვის რაიმე საგადასახადო შეღავათის მინიჭებას ან გადასახადის შემცირებას მათი სამოქალაქო სტატუსის ან ოჯახური მდგომარეობის საფუძველზე, რომლებსაც ის ანიჭებს საკუთარ რეზიდენტებს. 4. იმ შემთხვევების გარდა, როდესაც გამოიყენება ამ შეთანხმების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის ან მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის დებულებები, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი, როიალტი ან სხვა გადასახდელები, ამგვარი საწარმოს დასაბეგრი მოგების განსაზღვრის მიზნით ექვემდებარება იმავე პირობით გამოქვითვას, როგორც ეს მოხდებოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტთან მიმართებაში. ანალოგიურად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს ნებისმიერი დავალიანება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიმართ, ამ საწარმოს დასაბეგრი კაპიტალის განსაზღვრის მიზნით, ექვემდებარება იმავე პირობებით გამოქვითვას, როგორც ეს მოხდებოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტის შემთხვევაში. 5. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოები, რომელთა კაპიტალი მთლიანად ან ნაწილობრივ ეკუთვნის, ან პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთი ან რამდენიმე რეზიდენტის მიერ, პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებას, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ პირველად ხსენებული სახელმწიფოს სხვა მსგავსი საწარმოები. 6. ამ შეთანხმების მე-2 მუხლის დებულებების მიუხედავად, ამ მუხლის დებულებები გამოიყენება ნებისმიერი სახისა და აღწერილობის გადასახადების მიმართ. მუხლი 24🔗 ურთიერთშეთანხმების პროცედურა 1. თუ პირი თვლის, რომ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედება იწვევს ან გამოიწვევს მის დაბეგვრას ამ შეთანხმების დებულებების საწინააღმდეგოდ, მას შეუძლია, მისი უფლებების დაცვის ამ სახელმწიფოთა შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომებისაგან დამოუკიდებლად, თავისი საქმე განსახილველად წარადგინოს იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოში, რომლის რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს; ან, თუ მისი შემთხვევა ექვემდებარება ამ შეთანხმების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედებას, იმ სახელმწიფოში, რომლის მოქალაქესაც იგი წარმოადგენს. განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს ამ შეთანხმების დებულებათა შეუსაბამოდ დაბეგვრის გამომწვევი მოქმედების შესახებ პირველი შეტყობინებიდან სამი წლის განმავლობაში. 2. თუ კომპეტენტური ორგანო განცხადებას დასაბუთებულად ჩათვლის და მას არ შეუძლია საკითხის დამაკმაყოფილებლად გადაწყვეტა დამოუკიდებლად, იგი უნდა შეეცადოს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან შეთანხმებით გადაწყვიტოს საკითხი ამ შეთანხმების დებულებებთან შეუსაბამო დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით. ნებისმიერი მიღწეული შეთანხმება ექვემდებარება აღსრულებას ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული დროითი შეზღუდვების მიუხედავად. 3. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეეცდებიან გადაჭრან ნებისმიერი სირთულე ან დაძლიონ ეჭვი, რომლებიც წარმოიშობა ამ შეთანხმების განმარტების ან გამოყენების დროს. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით მათ შეუძლიათ ,აგრეთვე, ერთმანეთთან კონსულტაციები აწარმოონ ამ შეთანხმებით გაუთვალისწინებელ შემთხვევებშიც. 4. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებს, ამ მუხლის წინა პუნქტების გაგებაში შეთანხმების მიღწევის მიზნით, შეუძლიათ ერთმანეთთან პირდაპირი კონტაქტი იქონიონ, მათ შორის, მათი ან მათი წარმომადგენლების მონაწილეობით შემდგარი ერთობლივი კომისიის საშუალებით. მუხლი 25🔗 ინფორმაციის გაცვლა 1. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ცვლიან იმ ინფორმაციას, რომელსაც მიიჩნევენ საჭიროდ ამ შეთანხმების დებულებების განსახორციელებლად ან ხელშემკვრელი სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ადმინისტრირების ან შესრულების მიზნით ხელშემკვრელი სახელმწიფოების, მათი პოლიტიკური ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ დაწესებულ ნებისმიერი სახისა და აღწერილობის გადასახადებთან მიმართებაში, რომლებით დაბეგვრა არ ეწინააღმდეგება ამ შეთანხმებას. ინფორმაციის გაცვლა არ არის შეზღუდული ამ შეთანხმების პირველი და მე-2 მუხლებით. 2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება კონფიდენციალურად, ისევე როგორც ამ სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და მათი გაცნობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს ან უფლებამოსილ ორგანოებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომელთა კომპეტენციას წარმოადგენს იმ გადასახადების დაკისრება ან აკრეფა, იძულებითი წესით ამოღება ან სასამართლო დევნა ან იმ გადასახადებთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა, რომლებიც აღნიშნულია ამ მუხლის პირველ პუნქტში, ან ზემოთ ხსენებულის ზედამხედველობა. ეს პირები ან ორგანოები ამ ინფორმაციას გამოიყენებენ მხოლოდ დასახელებული მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამოყენება სასამართლოს ღია სხდომაზე ან სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღების დროს. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება: a) გაატაროს ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობას ან ადმინისტრაციულ პრაქტიკას; b) მიაწოდოს ინფორმაცია, რომლის მოპოვება არ არის ნებადართული ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკით; c) გასცეს ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გაამჟღავნოს ნებისმიერი სავაჭრო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოება ან სავაჭრო პროცესი ან ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც ეწინააღმდეგება სახელმწიფო პოლიტიკას (საზოგადოებრივ წესრიგს). 4. როდესაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო ამ მუხლის შესაბამისად ითხოვს ინფორმაციის მიწოდებას, მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო მიიღებს ზომებს მოთხოვნილი ინფორმაციის მოსაპოვებლად, თუნდაც ამ მეორე სახელმწიფოს ამგვარი ინფორმაცია არ ესაჭიროებოდეს თავისი საკუთარი საგადასახადო მიზნებისათვის. წინა წინადადებაში აღნიშნული ვალდებულება ექვემდებარება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ამგვარი შეზღუდვა არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს უფლებას აძლევდეს უარი თქვას ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმის გამო, რომ მას არ გააჩნია საკუთარი საგადასახადო ინტერესი ასეთი ინფორმაციის მოსაპოვებლად. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებები არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს უფლებას აძლევდეს უარი თქვას ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ინფორმაცია გააჩნია ბანკს, სხვა საფინანსო ინსტიტუტს, მინდობილობის მქონე პირს ან პირს, რომელიც მოქმედებს საშუამავლო სააგენტოს მეშვეობით ან რწმუნებულის სტატუსით, ან უკავშირდება პირის ქონებრივ ინტერესებს. მუხლი 26🔗 დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლები ეს შეთანხმება გავლენას ვერ მოახდენს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომელთა საგადასახადო პრივილეგიებზე, რომლებიც დადგენილია საერთაშორისო სამართლის საყოველთაო ნორმების ან სპეციალური შეთანხმებების დებულებების საფუძველზე. მუხლი 27🔗 ძალაში შესვლა 1. ხელშემკვრელი სახელმწიფოები დიპლომატიური არხების საშუალებით ერთმანეთს აცნობებენ ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო მათი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შესახებ. 2. ეს შეთანხმება ძალაში შედის ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უკანასკნელი შეტყობინების მიღების დღიდან 30 დღის შემდეგ, ხოლო მისი დებულებები ამოქმედდება ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში: a) წყაროსთან დასაკავებელი გადასახადების მიმართ, შემოსავალზე, რომელიც მიიღება ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ; b) შემოსავალზე სხვა გადასახადების მიმართ, გადასახადებზე, რომლებიც გადაიხდება ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ. მუხლი 28🔗 მოქმედების შეწყვეტა ეს შეთანხმება ძალაშია, ვიდრე რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფო არ შეწყვეტს მის მოქმედებას. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება მისი ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ ნებისმიერი კალენდარული წლის დასრულებამდე სულ მცირე ექვსი თვით ადრე, შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე დიპლომატიური არხებით შეტყობინების საშუალებით. ასეთ შემთხვევაში, შეთანხმება წყვეტს მოქმედებას ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში: a) წყაროსთან დასაკავებელი გადასახადების მიმართ, შემოსავალზე, რომელიც მიიღება შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების გაგზავნის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველი იანვრიდან ან მის შემდეგ; b) შემოსავალზე სხვა გადასახადების მიმართ, გადასახადებზე, რომლებიც გადაიხდება ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების გაგზავნის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ. რის დასტურადაც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა. შედგენილია 2007 წლის 11 ოქტომბერს ქ. ჰელსინკში, ორ პირად, თითოეული ქართულ, ფინურ და ინგლისურ ენებზე. სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია. დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) ფინეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) ოქმი საქართველოს მთავრობასა და ფინეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების (შემდგომში წოდებული, როგორც „შეთანხმება“) ხელმოწერის დღეს ხელმომწერნი შეთანხმდნენ, რომ შემდეგი დებულებები წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს: 1. ამ შეთანხმებასთან მიმართებაში: გასაგებია, რომ საქართველოს შემთხვევაში, ტერმინი „პოლიტიკური ქვედანაყოფი“ ნიშნავს ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ერთეულს. 2. ამ შეთანხმების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის d) ქვეპუნქტთან მიმართებაში: გასაგებია, რომ საქართველოს შემთხვევაში, ტერმინი „კომპანია“ მოიცავს საწარმოს, რომელიც საგადასახადო მიზნებისათვის განიხილება როგორც კორპორაციული წარმონაქმნი. 3. ამ შეთანხმების მე–5 მუხლის მე–3 პუნქტთან მიმართებაში: შეთანხმდა, რომ ამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, თუ საქართველოს და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოს შორის გაფორმებულ და ძალაში შესულ რომელიმე საგადასახადო შეთანხმებაში ან კონვენციაში სამშენებლო მოედნის, სამონტაჟო ან საამწყობო ობიექტის მუდმივ დაწესებულებად ჩათვლის პერიოდი განსაზღვრული იქნება 12 თვეზე მეტი დროით (როგორც ამას ითვალისწინებს OECD-ის სამოდელო საგადასახადო კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი), ხელშემკვრელი მხარეები გადახედავენ ამ შეთანხმების შესაბამის დებულებას იმავე მიდგომის უზრუნველყოფის მიზნით. 4. ამ შეთანხმების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებაში: ამ შეთანხმების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებები არ გამოიყენება გადაქირავებულ მუშახელზე. წინა წინადადების მიზნებისათვის, დაქირავებული, რომელიც არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, შეიძლება ჩაითვალოს გადაქირავებულად, თუ იგი გადადის ერთის პირის (გადამქირავებლის) განკარგვის სფეროდან მეორე პირის (პრინციპალის – ხელმძღვანელის) განკარგვის სფეროში, რათა შეასრულოს სამუშაო ამგვარი მეორე პირის საქმიანობის ფარგლებში მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, იმის გათვალისწინებით, რომ ეს პრინციპალი არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ან გააჩნია მუდმივი დაწესებულება ამ მეორე სახელმწიფოში და მის გადამქირავებელს არ გააჩნია არავითარი პასუხისმგებლობა და არ ეწევა არავითარ რისკს შესრულებული სამუშაოს შედეგთან დაკავშირებით. დაქირავებულის გადაქირავებულად მიჩნევის განსაზღვრის მიზნით უნდა ჩატარდეს სრულყოფილი ანალიზი, შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: a) სამუშაოს საერთო ზედამხედველობა ხორციელდება პრინციპალის მიერ; b) სამუშაო ხორციელდება ისეთ ადგილზე, რომელიც იმყოფება პრინციპალის განკარგვის სფეროში და რომლის მიმართ მას გააჩნია პასუხისმგებლობა; c) გადამქირავებლის ანაზღაურება გაიანგარიშება დახარჯული დროის შესაბამისად ან ნებისმიერი სხვა სახის ურთიერთობის გათვალისწინებით დაქირავებულის მიერ მიღებულ გასამრჯელოსა და ანაზღაურებას შორის; d) ხელსაწყო-იარაღებითა და მასალების ძირითადი ნაწილით მომარაგება ხდება პრინციპალის მიერ; და e) გადამქირავებელი ერთპიროვნულად არ განსაზღვრავს დასაქმებულთა რაოდენობასა და მათ კვალიფიკაციას. რის დასტურადაც, ამ ოქმს ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებებით აღჭურვილმა პირებმა. შედგენილია 2007 წლის 11 ოქტომბერს ქ. ჰელსინკში, ორ პირად, თითოეული ქართულ, ფინურ და ინგლისურ ენებზე. სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია. დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) ფინეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)