საიმპლემენტაციო შეთანხმება საქართველოს და ნატო-ს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და მომაგარების ორგანიზაციას შორის საქართველოში მართვადი რაკეტების დემილიტარიზაციის შესახებ

მიღების თარიღი 01.10.2002
ძალაში შესვლა 27.07.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480200000.03.030.000554
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 20/08/2005
matsne.gov.ge 740 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.10.2002 მიღება
27.07.2005 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

საიმპლემენტაციო შეთანხმება საქართველოს და ნატო-ს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და მომაგარების ორგანიზაციას შორის საქართველოში მართვადი რაკეტების დემილიტარიზაციის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.55pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საიმპლემენტაციო შეთანხმება „საქართველოს და ნატოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და მომაგარების ორგანიზაციას შორის საქართველოში მართვადი რაკეტების დემილიტარიზაციის შესახებ” წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის, ნატოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და მომარაგების ორგანიზაციას (NAMSO) წარმოადგენს ნატო-ს მატერიალურ-ტექნიკური უზურნველყოფისა და მომარაგების სააგენტო (NAMSA). საქართველოს და ნატოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და მომარაგების ორგანიზაცია შეთანხმდნენ შემდეგზე: პრეამბულა: 1. 2002 წლის 1 ოქტომბერს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის 2.1 მუხლის შესაბამისად, წინამდებარე დანართი წარმოადგენს საიმპლემენტაციო შეთანხმებას, რომელიც განსაზღვრავს საქართველოსა და NA ვალდებულებები 3. ლუქსემბურგი წარმოადგენს საქართველოში მართვადი რაკეტების დემილიტარიზაციის პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელ მთავარ სახელმწიფოს. პროექტის მენეჯმენტი განხორციელდება იმ დირექტივების შესაბამისად, რომლებიც ვრცელდება ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის (PfP) ნდობის ფონდზე, ხოლო პროექტის აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს ნატოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და მომარაგების სააგენტო (NAMSA). 4. NAMSA დადებს კონტრაქტებს ქართულ კომპანიებთან S-75 და KRUG ტიპის მაღლივი მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებისა და S-200 ტიპის რაკეტებისთვის განკუთვნილი რეაქტიული ჭურვების დემილიტარიზაციის მიზნით, რომლებიც განლაგებულია ფონიჭალისა და ჭალადიდის ყოფილ ბაზებში. NAMSA უზრუნველყოფს რესურსების მიწოდებას ქართული კომპანიების აღჭურვისა და ეკიპირების მიზნით, სპეციფიკური დანადგარებისა და აპარატურის ჩათვლით. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში არსებული რესურსების ზრდა-განვითარებას შემდგომში დემილიტარიზაციის პროცესის გაგრძელების მიზნით. 5. საქართველოს მონაწილეობა პროექტში გამოიხატება იმაში, რომ იგი NAMSA-ს პროექტში დაკავებულ ზედამხედველთა პერსონალს უზრუნველყოფს საოფისე ფართითა და ტრანსპორტით და გამოყოფს მართვადი რაკეტებისა და მათი ნაწილების გადასატანად საჭირო ტრანსპორტსა და მუშახელს. საქართველო ასევე პასუხისმგებელია დემილიტარიზაციის პუნქტამდე ტრანსპორტირების პერიოდში რაკეტების საერთო უსაფრთხოებასა და დემილიტარიზაციის პუნქტის მატერიალურ უსაფრთხოებაზე. საქართველო წარადგენს მაღალი თანამდებობის პირებს, საგარეო საქმეთა სამინისტროდან და თავდაცვის სამინისტროდან, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან NAMSA-სთან თანამშრომლობასა და პროექტში საქართველოს მონაწილეობის უზრუნველყოფაზე. 6. გარდა იმისა, რომ შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ 1995 წლის 18 ივლისს ხელმოწერილი შეთანხმების (რატიფიცირებული 1997 წლის 1 მაისს) დებულებები შესაძლოა გავრცელდეს ყველა სახის სამხედრო, სამოქალაქო და კონტრაქტორ პერსონალზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება პარტნიორობა მშვიდობისათვის ნდობის ფონდის ფარგლებში დემილიტარიზაციის პროექტების განხორციელების მიზნით, საქართველო და NAMSO თანხმდებიან, რომ: 6.1. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შეუზღუდავად, NAMSA-ს ყველა სახის პერსონალი დაიცავს საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას, რამდენადაც ამ კანონმდებლობის შესრულება წინააღმდეგობაში არ მოდის მის ფუნქციებთან/მანდატთან; ის თავს შეიკავებს ისეთი საქმიანობის განხორციელებისაგან, რომელიც ეწინააღმდეგება მის ფუნქციებს/მანდატს; 6.2. NAMSA-ს პერსონალი სარგებლობს იმუნიტეტით ყველა სახის სამოქალაქო, ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის პროცესისაგან, რომელიც შეიძლება აღიძრას საქართველოში მის მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებასთან თუ დაუდევრობასთან დაკავშირებით. NAMSA-ს პერსონალი, ნებისმიერ შემთხვევაში და ნებისმიერ დროს, ექვემდებარება მხოლოდ თავის ეროვნულ იურისდიქციას საქართველოში მის მიერ ნებისმიერი სამოქალაქო, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის თუ დისციპლინარული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. 6.3. NAMSA-ს პერსონალი სარგებლობს იმუნიტეტით საქართველოს ხელისუფლების მიერ ნებისმიერი ფორმით დაკავების, დაპატიმრების ან გამოძიებისაგან. დაკავებული ან დაპატიმრებული NAMSA-ს პერსონალი დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს NAMSA-ს ორგანოებს. 6.4. NAMSA-ს პერსონალი, თავის სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად, სარგებლობს საქართველოს ტერიტორიაზე შეუზღუდავი გადაადგილებისა და დაუბრკოლებელი შესვლის უფლებით მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მიზნით. 6.5. NAMSA-ს პერსონალის მიერ NAMSA-დან მიღებული ხელფასები და ანაზღაურება და ასევე მის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული წყაროებიდან მიღებული ნებისმიერი შემოსავალი საქართველოში არ იბეგრება. 6.6. NAMSA-ს პერსონალი და მის მიერ საქართველოში იმპორტირებული, შეძენილი ან საქრთველოდან ექსპორტირებული მატერიალური მოძრავი ქონება თავისუფლდება საქართველოში მოქმედი ყველა სახის გადასახადის, ბაჟისა და მოსაკრებლისაგან და ასევე ინსპექტირებისა და საბაჟო პროცედურებისაგან. 6.7. ნებისმიერი წყაროდან საქონლისა და მომსახურების შესყიდვის და სამშენებლო სამუშაოების უზრუნველყოფის მიზნით, NAMSA სარგებლობს პირდაპირი კონტრაქტების გაფორმების უფლებით როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ასეთი კონტრაქტები, საქონელი, მომსახურება და სამშენებლო სამუშაოები არ ექვემდებარება დაბეგვრას რაიმე სახის გადასახადით, ბაჟით ან მოსაკრებლით. 6.8. NAMSA-ს შეუძლია დაიქირავოს ადგილობრივი პერსონალი, რომელზეც, ინდივიდუალურ საფუძველზე, გავრცელდება ადგილობრივი კანონები და ნორმები, გარდა დასაქმების კანონმდებლობისა. მიუხედავად ამისა, NAMSA-ს მიერ დაქირავებული ადგილბრივი პეროსნალი: 6.8.1. სარგებლობს იმუნიტეტით სასამართლო პროცესისგან მის მიერ ოფიციალური ფუნქციების შესრულების დროს წარმოთქმულ ან დაწერილ სიტყვებთან და განხორციელებულ ყველა ქმედებასთან დაკავშირებით. 6.8.2. ექვემდებარება მხოლოდ NAMSA-ს მიერ დადგენილ სამუშაო პირობებსა და ვადებს NAMSA-სთან დასაქმების მთლიანი პერიოდის განმავლობაში. 7. წინამდებარე დანართის პირობები ძალში რჩება NAMSA-ს მიერ საქართველოში მართვადი რაკეტების დემილიტარიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობის დასრულებამდე. 8. წინამდებარე დანართის დებულებები ძალაში შედის საქართველოს მხრიდან რატიფიცირების შესახებ შეტყობინების დეპონირების დღიდან. საქართველოს სახელით: ნატოს მატერიალურ-ტექნიკური უზუნველყოფისა და მომარაგების ორგანიზაციის სახელით: კ.ჰ. მიუნცნერი, გენერალური მენეჯერი _______________                                                _______________      თარიღი                                                                            თარიღი