ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და ევროგაერთიანებას შორის საჰაერო მომსახურების გარკვეული ასპექტების შესახებ

მიღების თარიღი 17.05.2006
ძალაში შესვლა 25.02.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000689
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 17/03/2008
matsne.gov.ge 1,924 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.05.2006 მიღება
25.02.2008 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და ევროგაერთიანებას შორის საჰაერო მომსახურების გარკვეული ასპექტების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობასა და ევროგაერთიანებას შორის საჰაერო მომსახურების გარკვეული ასპექტების შესახებ ხელშეკრულება ერთი მხრივ საქართველოს მთავრობა  (შემდგომში „საქართველოდ“ წოდებული) მეორე მხრივ ევროგაერთიანება (წინამდებარე დოკუმენტში „მხარეებად“ წოდებულნი) აღნიშნავენ რა, რომ საქართველოსა და ევროგაერთიანების რამდენიმე წევრ სახელმწიფოს შორის დადებულია საჰაერო მომსახურების შესახებ ორმხრივი ხელშეკრულება, რომლის ზოგიერთი დებულება ეწინააღმდეგება გაერთიანების კანონმდებლობას; აღნიშნავენ რა, რომ ევროგაერთიანების ექსკლუზიურ კომპეტენციას წარმოადგენს ზოგიერთი ასპექტი, რომელსაც შესაძლოა შეიცავდეს წევრ სახელმწიფოებსა და მესამე ქვეყანას შორის საჰარო მომსახურების შესახებ დადებული ორმხრივი ხელშეკრულება; აღნიშნავენ რა, რომ ევროგაერთიანების კანონმდებლობის მიხედვით, წევრ სახელმწიფოებში დაფუძნებული გაერთიანების საჰაერო გადამზიდველები დისკრიმინაციის გარეშე დაიშვებიან ევროგაერთიანების წევრ სახელმწიფოებსა და მესამე ქვეყნებს შორის არსებულ საჰაერო მარშრუტებზე; ითვალისწინებენ რა ევროგაერთიანებასა და გარკვეულ მესამე ქვეყანას შორის დადებულ ხელშეკრულებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ აღნიშნული მესამე ქვეყნის მოქალაქეებისათვის მფლობელობის მიღების შესაძლებლობას იმ საჰაერო გადაზიდვებზე, რომელთა ლიცენზირება მოხდა ევროგაერთიანების კანონების მიხედვით; აღიარებენ რა, რომ საქართველოსა და ევროგაერთიანების წევრ სახელმწიფოებს შორის საჰაერო მომსახურების შესახებ დადებული ორმხრივი ხელშეკრულების ის დებულებები რომლებიც ეწინააღმდეგება ევროგაერთიანების კანონმდებლობას, სრულად უნდა შეესაბამებოდეს მას, ევროგაერთიანებასა და საქართველოს შორის საჰაერო მომსახურებისათვის მყარი იურიდიული საფუძვლის შექმნისა და აღნიშნული სახის საჰაერო მომსახურების უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით; აღნიშნავენ რა, რომ ევროგაერთიანების წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის საჰაერო მომსახურების შესახებ დადებული ორმხრივი ხელშეკრულების ის დებულებები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ევროგაერთიანების კანონმდებლობას, არ საჭიროებს შესწორებას ან შეცვლას; აღნიშნავენ რა, რომ ევროგაერთიანების, როგორც აღნიშნული მოლაპარაკებების მონაწილე მხარის, მიზანი არ არის ევროგაერთიანებასა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის მთლიანი მოცულობის გაზრდა, ევროგაერთიანების წევრი სახელმწიფოებისა და საქართველოს საჰაერო გადამზიდველების ბალანსზე გავლენა, ან მოლაპარაკება არსებული ორმხრივი საჰაერო მომსახურების ხელშეკრულების დებულებებში მიმოსვლის უფლებებთან დაკავშირებული ცვლილებების შეტანის შესახებ; შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 ზოგადი დებულებანი 1. აღნიშნულ ხელშეკრულებაში „წევრ სახელმწიფოებში“ იგულისხმება ევროგაერთიანების წევრი სახელმწიფოები. 2. წინამდებარე ხელშეკრულების დანართ 1-ში ჩამოთვლილ თითოეულ ხელშეკრულებაში აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის წევრ სახელმწიფოთა მოქალაქეში იგულისხმება ევროგაერთიანების წევრ სახელმწიფოთა მოქალაქე. 3. წინამდებარე ხელშეკრულების დანართ 1-ში ჩამოთვლილ თითოეულ ხელშეკრულებაში აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის საჰაერო გადამზიდველში იგულისხმება წევრ სახელმწიფოთა მიერ დანიშნული საჰაერო გადამზიდველები ან ავიასაწარმოები. 4. მიმოსვლის უფლების მინიჭება კვლავ ხოორციელდება ორმხრივი შეთანხმების შედეგად. მუხლი 2🔗 წევრი სახელმწიფოების მიერ დანიშვნა 1. მოცემული მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების დებულებები ცვლის მე-2 დანართის „a“ და „b“ პუნქტებში ჩამოთვლილი მუხლებით გათვალისწინებულ დებულებებს, წევრ სახელმწიფოთა მიერ საჰაერო გადამზიდველის დანიშვნასთან დაკავშირებით, მისთვის საქართველოს მიერ უფლებამოსილებების მინჭებასა და ნებართვების გაცემას, შესაბამისად საჰაერო გადამზიდველისათვის უფლებამოსილების მინიჭებაზე და ნებართვის გაცემაზე უარის თქმას, მათ გაუქმებას, შეჩერებას ან შეზღუდვას. 2. წევრ სახელმწიფოთა მიერ გადამზიდველის დანიშვნის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე საქართველომ, შესაბამისი პროცედურის მინიმალური დაგვიანებით, უნდა მიანიჭოს სათანადო უფლებამოსილებები და გასცეს ნებართვები იმის გათვალისწინებით, რომ: a) საჰაერო გადამზიდველის დაფუძნება ხდება დამნიშვნელ წევრ სახელმწიფოს ტერიტორიაზე ევროგაერთიანების სადამფუძნებლო ხელშეკრულების მიხედვით და გააჩნია ევროგაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ექსპლუატაციის მოქმედი ლიცენზია; b) საჰაერო გადამზიდველის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემაზე პასუხისმგებელი წევრი სახელმწიფო საჰაერო გადამზიდველის რეგულირებას ეფექტურად აკონტროლებს და მხარს უჭერს, ხოლო შესაბამისი საავიაციო ხელისუფლება მკაფიოდ არის აღნიშნული დანიშვნის დოკუმენტში; c) საჰაერო გადამზიდველის მფლობელია და მის მფლობელობას უშუალოდ ან აქციების საკონტროლო პაკეტის მეშვეობით აგრძელებს წევრი სახელმწიფო და/ან მისი მოქალაქეები, ან მე-3 დანართში ჩამოთვლილი სხვა სახელმწიფო და/ან აღნიშნული სხვა სახელმწიფოს მოქალაქენი, და მას ყოველთვის აქტიურად გააკონტროლებენ აღნიშნული სახელმწიფოები ან/და აღნიშნული მოქალაქეები. 3. საქართველომ შესაძლოა უარყოს, გააუქმოს, შეაჩეროს ან შეზღუდოს წევრ-სახელმწიფოს მიერ დანიშნული საჰაერო გადამზიდველისათვის უფლებამოსილების მინიჭება ან ნებართვის გაცემა, როცა: a) საჰაერო გადამზიდველის დაფუძნება არ ხდება დამნიშვნელ წევრ სახელმწიფოს ტერიტორიაზე ევროგაერთიანების სადამფუძნებლო ხელშეკრულების მიხედვით და მას არ გააჩნია ევროგაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ექსპლუატაციის მოქმედი ლიცენზია; b) საჰაერო გადამზიდველის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემაზე პასუხისმგებელი წევრი სახელმწიფო ეფექტურად არ აკონტროლებს საჰაერო გადამზიდველის რეგულირებას და მხარს არ უჭერს მას, შესაბამისი საავიაციო ხელისუფლება მკაფიოდ არ არის აღნიშნული დანიშვნის დოკუმენტში; c) საჰაერო გადამზიდველის მფლობელი არ არის და მას აქტიურად არ აკონტროლებს უშუალოდ ან აქციების საკონტროლო პაკეტის მეშვეობით წევრი სახელმწიფოები და/ან მისი მოქალაქეები, ან მე-3 დანართში ჩამოთვლილი სხვა სახელმწიფოები და/ან აღნიშნული სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები, მოცემული პუნქტის გათვალისწინებით, საკუთარი უფლების გამოყენებისას, საქართველოს მიერ არ უნდა მოხდეს გაერთიანების საჰაერო გადამზიდველების ეროვნული ნიშნით დისკრიმინაცია. მუხლი 3🔗 რეგულირების კონტროლთან დაკავშირებული უფლებები 1. წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული დებულებები ავსებს მე-2 დანართის „c” პუნქტში ჩამოთვლილ მუხლებს. 2. თუ წევრმა სახელმწიფომ დანიშნა საჰაერო გადამზიდველი, რომლის რეგულირებას აკონტროლებს და რომელსაც მხარს უჭერს სხვა წევრი სახელმწიფო, საჰაერო გადამზიდველის დამნიშვნელ წევრ სახელმწიფოსა და საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უსაფრთხოების პირობების მიხედვით, საქართველოს უფლებები თანაბრად გამოიყენება აღნიშნულ სხვა წევრ სახელმწიფოს მიერ უსაფრთხოების სტანდარტების მიღება, განხორციელება, მხარდაჭერასთან და აღნიშნული საჰაერო გადამზიდველის საექსპლუატაციო უფლებამოსილების მინიჭებასთან დაკავშირებით. მუხლი 4🔗 საავიაციო საწვავის დაბეგვრა 1. წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული დებულებები ავსებს მე-2 დანართის „d” პუნქტში ჩამოთვლილ მუხლებს. 2. მიუხედავად ნებისმიერი სხვა საწინააღმდეგო დებულებისა, მე-2 დანართის „d” პუნქტში ჩამოთვლილ თითოეულ ხელშეკრულებაში აღნიშნული ვერცერთი დებულება ვერ შეუშლის ხელს წევრ სახელმწიფოს, დააკისროს ბეგარა, მოსაკრებელი, ბაჟი, გადასახადი ან სხვა საფასური, საკუთარ ტერიტორიაზე საქართველოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველისათვის საჰაერო ხომალდზე მიწოდებულ იმ საწვავზე, რომელიც გამოიყენება წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებულ ერთ პუნქტსა და იმავე წევრი სახელმწიფოს ან სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებულ სხვა პუნქტს შორის რეისების შესრულებისათვის. მუხლი 5🔗 ევროგაერთიანების ტერიტორიაზე გადაზიდვების ტარიფები 1. წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული დებულებები ავსებს მე-2 დანართის „e” პუნქტში ჩამოთვლილ მუხლებს. 2. დანართ 1-ში ჩამოთვლილი ხელშეკრულებების მიხედვით, რომელიც შეიცავს მე-2 დანართის „e” პუნქტში ჩამოთვლილ დებულებებს ევროგაერთიანების ფარგლებში გადაზიდვების განხორციელების შესახებ, საქართველოს მხრიდან დანიშნული საჰაერო გადამზიდველის(ების) მიერ ევროგაერთიანების ფარგლებში გამოსაყენებელი ტარიფი ექვემდებარება ევროგაერთიანების კანონმდებლობას. მუხლი 6🔗 ხელშეკრულების დანართები წინამდებარე ხელშეკრულების დანართები წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. მუხლი 7🔗 გადახედვა ან ცვლილებების შეტანა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე „მხარეებს“ ყოველთვის შეუძლიათ წინამდებარე ხელშეკრულების გადახედვა ან მასში ცვლილებების შეტანა. მუხლი 8🔗 ძალაში შესვლა და დროებითი გამოყენება 1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შევა მას შემდეგ, რაც „მხარეები“ ერთმანეთს წერილობით აცნობებენ ძალაში შესვლასთან დაკავშირებული შიდა პროცედურების დასრულებას. 2. პირველი პუნქტის მიხედვით, „მხარეები“ თანხმდებიან დროებით გამოიყენონ მოცემული ხელშეკრულების დებულებები იმ თვის პირველი რიცხვიდან, რომელიც მოსდევს მხარეების მიერ შიდა პროცედურების დასრულების შესახებ ურთიერთშეტყობინების თარიღს. 3. წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის არსებული ხელშეკრულებები და სხვა სახის შეთანხმებები, რომლებიც წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერის დღემდე არ ყოფილა ძალაში შესული და არ გამოიყენებოდა დროებით, ჩამოთვლილია დანართ 1-ის „b” პუნქტში. წინამდებარე ხელშეკრულება ვრცელდება ყველა აღნიშნულ ხელშეკრულებასა და შეთანხმება მათი ძალაში შესვლის ან მათი დროებითი გამოყენების დღიდან. მუხლი 9🔗 შეწყვეტა 1. დანართ 1-ში ჩამოთვლილი რომელიმე ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, დანართ 1-ში ჩამოთვლილ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ამ ხელშეკრულების ყველა პირობა ასევე წყვეტს მოქმედებას. 2. დანართ 1-ში ჩამოთვლილი ყველა ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, წინამდებარე ხელშეკრულება იმავდროულად წყვეტს თავის მოქმედებას. რომლის დასადასტურებლად, ქვემორე ხელმომწერნი და შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილნი, ხელს აწერენ წინამდებარე ხელშეკრულებას. შესრულებულია ქ. ბრიუსელში, 2006 წლის -- მაისს, ორ პირად, ქართულ, ჩეხურ, დანიურ, ჰოლანდიურ, ინგლისურ, ესტონურ, ფინურ, ფრანგულ, გერმანულ, ბერძნულ, უნგრულ, იტალიურ, ლატვიურ, ლიტვურ, მალტურ, პოლონურ, პორტუგალიურ, სლოვაკურ, სლოვენურ, ესპანურ და შვედურ ენებზე. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) ევროგაერთიანების სახელით (ხელმოწერილია) დანართი 1 წინამდებარე ხელშეკრულების დანართ 1-ში აღნიშნული ხელშეკრულებების ჩამონათვალი (a) საქართველოს მთავრობასა და ევროგაერთიანების წევრ-სახელმწიფოებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებები, რომლებიც დაიდო, ხელი მოეწერა და/ან დროებით გამოიყენება წინამდებარე ხელშეკრულებების ხელმოწერის დღემდე: - შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ავსტრიის ფედერალურ მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის დარგში ხელმოწერილია ვენაში 1997 წლის 15 დეკემბერს; (ძალაშია 2001 წლის 1 ოქტომბრიდან), შემდგომში დანართ 2-ში მოხსენიებული, როგორც „საქართველო-ავსტრიის შეთანხმება“; - შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ ხელმოწერილია თბილისში, 1997 წლის 30 ივნისს (ძალაშია 1998 წლის 5 ნოემბრიდან), შემდგომში დანართ 2-ში მოხსენიებული, როგორც „საქართველო-კვიპროსის შეთანხმება“; - შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის შესახებ ხელმოწერილია ბონში 1993 წლის 25 ივნისს (ძალაშია 1994 წლის 27 ნოემბრიდან), შემდგომში დანართ 2-ში მოხსენიებული, როგორც „საქართველო-გერმანიის შეთანხმება“; - შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის დარგში ხელმოწერილია თბილისში, 1997 წლის 10 აპრილს (ძალაშია 1998 წლის 27 მაისიდან), შემდგომში დანართ 2-ში მოხსენიებული, როგორც „საქართველო-საბერძნეთის შეთანხმება“; - შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ირლანდიის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის დარგში ხელმოწერილია დუბლინში 1995 წლის 2 მარტს (ძალაშია 1995 წლის 2 მარტიდან), შემდგომში დანართ 2-ში მოხსენიებული, როგორც „საქართველო-ირლანდიის შეთანხმება“; - შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ ხელმოწერილია თბილისში 1996 წლის 12 აპრილს (ძალაშია 1999 წლის 12 იანვრიდან), შემდგომში დანართ 2-ში მოხსენიებული, როგორც „საქართველო-ლიტვის შეთანხმება“; - შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკასა და ნიდერლანდების სამეფოს შორის მათ შესაბამის ტერიტორიებსა და მის მიღმა საჰაერო მიმოსვლის შესახებ ხელმოწერილია ვასენაარში, 1995 წლის 3 აპრილს (ძალაშია 1997 წლის 1-ლი მაისიდან), შემდგომში დანართ 2-ში მოხსენიებული, როგორც „საქართველო-ნიდერლანდების შეთანხმება“; - შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა (მთავრობასა) და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილო ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ ხელმოწერილია თბილისში 2003 წლის 17 სექტემბერს, შემდგომში დანართ 2-ში მოხსენიებული, როგორც „საქართველო-დიდი ბრიტანეთის შეთანხმება“; შევსებულია 2003 წლის 17 სექტემბერს ქ. თბილისში ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმით და 2004 წლის 2 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმებული ოქმით. (b) საქართველოსა და ევროგაერთიანების წევრ-სახელმწიფოთა შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ პარაფირებული ან ხელმოწერილი შეთანხმებები, რომლებიც წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერამდე არ არის ძალაში ან არ გამოიყენება დროებით: - შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ბელგიის სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის შესახებ პარაფირებულია 1995 წლის 24 თებერვალს; შემდგომში დანართ 2-ში მოხსენიებული, როგორც „საქართველო-ბელგიის შეთანხმება“; - შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უნგრეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის შესახებ პარაფირებულია 1995 წლის 29 ივნისს შემდგომში დანართ 2-ში მოხსენიებული, როგორც „საქართველო-უნგრეთის შეთანხმება“; - შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ ხელმოწერილია 2005 წლის 5 ოქტომბერს, შემდგომში დანართ 2-ში მოხსენიებული, როგორც „საქართველო-ლატვიის შეთანხმება“. დანართი 2 წინამდებარე ხელშეკრულების 2-5 მუხლებთან დაკავშირებული და დანართ 1-ში აღნიშნულ ხელშეკრულებებში ჩამოთვლილი მუხლები (a) წევრ-სახელმწიფოს მიერ დანიშვნა: - მუხლი 3🔗; საქართველო-ავსტრიის შეთანხმება; - მუხლი 3🔗 და 4; საქართველო-ბელგიის შეთანხმება; - მუხლი 4🔗; საქართველო-კვიპროსის შეთანხმება; - მუხლი 3🔗; საქართველო-გერმანიის შეთანხმება; - მუხლი 3🔗; საქართველო-საბერძნეთის შეთანხმება; - მუხლი 3🔗; საქართველო-უნგრეთის შეთანხმება; - მუხლი 3🔗; საქართველო-ირლანდიის შეთანხმება; - მუხლი 3🔗; საქართველო-ლატვიის შეთანხმება; - მუხლი 3🔗; საქართველო-ლიტვის შეთანხმება; - მუხლი 4🔗; საქართველო-ნიდერლანდების შეთანხმება; - მუხლი 3🔗; საქართველო-პოლონეთის შეთანხმება; - მუხლი 4🔗; საქართველო-დიდი ბრიტანეთის შეთანხმება; (b) ნებართვისა და უფლებამოსილების მინიჭების უარყოფა, ანულირება, შეჩერება ან შეზღუდვა - მუხლი 4🔗; საქართველო-ავსტრიის შეთანხმება; - მუხლი 5🔗; საქართველო-ბელგიის შეთანხმება; - მუხლი 5🔗; საქართველო-კვიპროსის შეთანხმება; - მუხლი 4🔗; საქართველო-გერმანიის შეთანხმება; - მუხლი 4🔗; საქართველო-საბერძნეთის შეთანხმება; - მუხლი 4🔗; საქართველო-უნგრეთის შეთანხმება; - მუხლი 3🔗, პარ.5 და 6; საქართველო-ირლანდიის შეთანხმება; - მუხლი 4🔗; საქართველო-ლატვიის შეთანხმება; - მუხლი 4🔗; საქართველო-ლიტვის შეთანხმება; - მუხლი 5🔗; საქართველო-ნიდერლანდების შეთანხმება; - მუხლი 4🔗; საქართველო-პოლონეთის შეთანხმება; - მუხლი 5🔗; საქართველო-დიდი ბრიტანეთის შეთანხმება;  (c) რეგულირების კონტროლი - მუხლი 7🔗; საქართველო-ბელგიის შეთანხმება; (d) საავიაციო საწვავის დაბეგვრა - მუხლი 7🔗; საქართველო-ავსტრიის შეთანხმება; - მუხლი 10🔗; საქართველო-ბელგიის შეთანხმება; - მუხლი 7🔗; საქართველო-კვიპროსის შეთანხმება - მუხლი 8🔗; საქართველო-გერმანიის შეთანხმება - მუხლი 9🔗; საქართველო-საბერძნეთის შეთანხმება - მუხლი 9🔗; საქართველო-უნგრეთის შეთანხმება - მუხლი 11🔗; საქართველო-ირლანდიის შეთანხმება - მუხლი 6🔗; საქართველო-ლატვიის შეთანხმება - მუხლი 11🔗; საქართველო-ლიტვის შეთანხმება - მუხლი 10🔗; საქართველო-ნიდერლანდების შეთანხმება - მუხლი 6🔗; საქართველო-პოლონეთის შეთანხმება - მუხლი 8🔗; საქართველო-დიდი ბრიტანეთის შეთანხმება e) ევროგაერთიანების ფარგლებში გადაზიდვის ტარიფები - მუხლი 11🔗; საქართველო-ავსტრიის შეთანხმება - მუხლი 13🔗; საქართველო-ბელგიის შეთანხმება - მუხლი 17🔗; საქართველო-კვიპროსის შეთანხმება - მუხლი 10🔗; საქართველო-გერმანიის შეთანხმება - მუხლი 6🔗; საქართველო-საბერძნეთის შეთანხმება - მუხლი 8🔗; საქართველო-უნგრეთის შეთანხმება - მუხლი 11🔗; საქართველო-ლატვიის შეთანხმება - მუხლი 9🔗; საქართველო-ლიტვის შეთანხმება - მუხლი 6🔗; საქართველო-ნიდერლანდების შეთანხმება - მუხლი 10🔗; საქართველო-პოლონეთის შეთანხმება - მუხლი 7🔗; საქართველო-დიდი ბრიტანეთის შეთანხმება - შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტის შესახებ პარაფირებულია 1993 წლის 26 აპრილს, შემდგომში დანართ 2-ში მოხსენიებული, როგორც „საქართველო-პოლონეთის შეთანხმება“. დანართი 3 წინამდებარე ხელშეკრულების მუხლ 2-ში აღნიშნული სხვა სახელმწიფოების სია a) ისლანდიის რესპუბლიკა (ევროპის ეკონომიკური ზონის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით) b) ლიხტენშტეინის სამთავრო (ევროპის ეკონომიკური ზონის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით) с) ნორვეგიის სამეფო (ევროპის ეკონომიკური ზონის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით) d) შვეიცარიის კონფედერაცია (ევროგაერთიანებასა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის საჰაერო სატრანსპორტო ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულების მიხედვით).