ოქმი აქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტს შორის საბაჟო სტატისტიკური ინფორმაციის გაცვლის საკითხებში ურთიერთმოქმედების წესის შესახებ
მიღების თარიღი 15.10.2007
ძალაში შესვლა 26.02.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480180000.03.030.000691
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 08/04/2008
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| დასახელება | შინაარსი |
| G 1 | გადაადგილების მიმართულება |
| G 8 | საქონლის მიმღები |
| G 8–Adres | მიმღების მისამართი |
| G 2 | საქონლის გამგზავნი |
| G 2–Adres | გამგზავნის მისამართი |
| G 15* | გამგზავნის ქვეყნის კოდი |
| G 17** | დანიშნულების ქვეყნის კოდი |
| G 11 | მოვაჭრე ქვეყნის კოდი |
| G 25 | საზღვარზე ტრანსპორტის სახეობის კოდი |
| G 34 | საქონლის წარმოშობის ქვეყნის კოდი |
| G 33 | საქონლის კოდი |
| G 37–1 | ძირითადი საბაჟო რეჟიმის კოდი |
| G 37–2 | წინა საბაჟო რეჟიმის კოდი |
| G 31 | საქონლის სრული კომერციული დასახელება სსდ-ში |
დოკუმენტის ტექსტი
ოქმი აქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტს შორის საბაჟო სტატისტიკური ინფორმაციის გაცვლის საკითხებში ურთიერთმოქმედების წესის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 42.55pt 56.7pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ოქმი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტს შორის საბაჟო სტატისტიკური ინფორმაციის გაცვლის საკითხებში ურთიერთმოქმედების წესის შესახებ
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი (შემდგომში – მხარეები),
აღიარებენ რა საქონლის შემოტნის ან გატანის დროს საბაჟო გადასახადების, საბაჟო მოსაკრებლების და სხვა გადასახადების სწორად ამოღების, აგრეთვე მხარეთა სახელმწიფოების იმ ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების დებულებების ზუსტი დაცვის მნიშვნელობას, რომლებიც ეხება საქონლის გადაადგილების, დანიშნულების ქვეყანაში ტვირთის ჩატანის, გაცხადებული საბაჟო ღირებულების, საქონლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ცნობისა და ტვირთების თავიანთი დასახელებით დეკლარირების კონტროლს,
მხედველობაში იღებენ რა, რომ საგარეო ვაჭრობის საბაჟო სტატისტიკური მონაცემების რეგულარული გაცვლა, ამ მონაცემების შედარება და მათ შორის განსხვავებების მიზეზების გამოვლენა ხელს შეუწყობს არა მხოლოს მხარეთა სახელმწიფოების საგარეო ვაჭრობის საბაჟო სტატისტიკის დამაჯერებლობის გაზრდას, არამედ აგრეთვე მხარეთა სახელმწიფოებში საბაჟო კანონმდებლობის დარღვევების არდაშვებას, მათ გამოვლენასა და აღკვეთას,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მხარეები ახორციელებენ ურთიერთვაჭრობის საბაჟო სტატისტიკური მონაცემების გაცვლას ყოველკვარტალურად და წლის შედეგებით.
მუხლი 2🔗
ამ ოქმის პირველ პუნქტში აღნიშნული მონაცემების საფუძელზე თითოეული მხარე ახორციელებს შედარებით ანალიზს, რომლის შედეგების მიხედვით განსაზღვრავს იმ სასაქონლო პოზიციებს, რომლებშიც არსებობს განსხვავებები საბაჟო სტატისტიკის მონაცემებში და რომლებიც მოითხოვენ უფრო დეტალურ ანალიზს ამ განსხვავებების მიზეზების გამოვლენის მიზნით.
მუხლი 3🔗
1. მხარეები წერილობითი ფორმით, რუსულ ენაზე, გაცვლიან შედარებითი ანალიზის შედეგებს და ცალკე მიუთითებენ იმ სასაქონლო პოზიციებს, რომლებთან დაკავშირებით საჭიროა უფრო დეტალური ინფორმაცია საბაჟო სტატისტიკურ მონაცემებში განსხვავებების მიზეზების განსაზღვრისათვის. ასეთ ინფორმაციას მხარეები ადგენენ ამ ოქმის დანართი 1-ის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს (შემდგომში – ინფორმაცია) და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მეორე მხარეს გადასცემენ მხარეთა შორის წინასწარ შეთანხმებული გზით.
2. აუცილებლობის შემთხვევაში, მოითხოვნის საფუძველზე, შესაძლებელია მიწოდებულ იქნეს დამატებითი ინფორმაცია.
მუხლი 4🔗
ამ ოქმის განხორციელების მიზნით, ყველა ინფორმაციის, მოთხოვნებისა და სხვა დოკუმენტების მიწოდება ხდება მხარეთა სახელმწიფოების შიდა კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
1. მხარეები ვალდებულებას იღებენ გამოიყენონ ამ ოქმის მე-3 მუხლში აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ საბაჟო მიზნებისათვის. ეს მონაცემები შეიძლება გადაეცეს სხვა ორგანოებს ან გამოყენებული იქნეს სხვა მიზნებისათვის მხოლოდ ინფორმაციის გადამცემი მხარის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.
2. ინფორმაციის მიმღები მხარე მიღებული ინფორმაციისათვის უზრუნველყოფს კონფიდენციალობის იმავე რეჟიმს, რომელიც მოქმედებს ამ მხარის სახელმწიფოში ანალოგიური ხასიათისა და შინაარსის მქონე ინფორმაციის კონფიდენციალობის უზრუნველსაყოფად ამ სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 6🔗
1. მხარეთა წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებიან საჭიროებისამებრ, მაგრამ წლის განმავლობაში ერთხელ მაინც ამ ოქმის დებულებების რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.
2. ამ ოქმის დებულებების რეალიზაციის, უშუალო კონტაქტების დამყარებისა და შენარჩუნების მიზნით მხარეები გაცვლიან თანამდებობის პირთა სიებს, რომლებსაც ექნებათ კონტაქტების განხორციელების უფლებამოსილება (დანართი 2).
3. მხარეები დაუყოვნებლივ აცნობებენ ერთმანეთს ხსენებულ სიებში ცვლილებების შესახებ.
4. ამ ოქმის დანართები წარმოადგენენ მის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 7🔗
მხარეებს შორის აზრთა სხვადასხვაობა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ ოქმის დებულებების რეალიზაციის დროს, გადაწყდება კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 8🔗
1. მხარეთა ურთიერთშეთანხმებით ამ ოქმში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც ფორმდება ცალკე ოქმების სახით, წარმოადგენენ ამ ოქმის განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედიან ამ ოქმის მე-9 მუხლით განსაზღვრული წესით.
2. ამ ოქმის დანართებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება დიპლომატიური არხებით ნოტების გაგზავნის საშუალებით.
მუხლი 9🔗
1. ეს ოქმი ძალაში შედის მხარეთა სახელმწიფოების კანონმდებლობით განთვალისწინებული მისი ძალაში შესასვლელად საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ დიპლომატიური არხებით უკანასკნელი შეტყობინების მიღების დღიდან. ეს ოქმი იდება განუსაზღვრელი ვადით.
2. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ ოქმის მოქმედება მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში ოქმი წყვეტს თავის მოქმედებას შეტყობინების მიღების დღიდან 6 თვის შემდეგ.
შესრულებულია ქ. ერევანში 2007 წლის 15 ოქტომბერს ორ პირად, თითოეული ქართულ, სომხურ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია.
მხარეთა მიერ ამ ოქმის დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
(ხელმოწერილია)
სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი
(ხელმოწერილია)
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტს შორის საბაჟო სტატისტიკური ინფორმაციის გაცვლის საკითხებში ურთიერთქმედების წესის შესახებ ოქმის
დანართი 1
იმპორტ/ექსპორტი
დასახელება
შინაარსი
შენიშვნა
უნიკალური გასაღები
საბაჟო დეკლარაციის ნომერი
G 1
გადაადგილების მიმართულება
IM - იმპორტი
EX - ექსპორტი
G 8
საქონლის მიმღები
G 8–Adres
მიმღების მისამართი
G 2
საქონლის გამგზავნი
G 2–Adres
გამგზავნის მისამართი
G 15*
გამგზავნის ქვეყნის კოდი
G 17**
დანიშნულების ქვეყნის კოდი
G 11
მოვაჭრე ქვეყნის კოდი
G 25
საზღვარზე ტრანსპორტის სახეობის კოდი
G 34
საქონლის წარმოშობის ქვეყნის კოდი
G 33
საქონლის კოდი
საქონლის სრული კოდი
G 37–1
ძირითადი საბაჟო რეჟიმის კოდი
G 37–2
წინა საბაჟო რეჟიმის კოდი
G 31
საქონლის სრული კომერციული დასახელება სსდ-ში
G 35
საქონლის წონა ბრუტო, კგ
G 38
საქონლის წონა ნეტო, კგ
G 41
საქონლის რაოდენობა დამატებით საზომ ერთეულში
G 41 A
დამატებითი საზომი ერთეული
G 46
სტატისტიკური ღირებულება აშშ დოლარებში
G D 1
სსდ-ს გაფორმების თარიღი
*მონაცემების ფორმირება ხდება, იმ შემთხვევაში, თუ წარმოშობის, გაგზავნის ან მოვაჭრე ქვეყანას წარმოადგენს საქართველო (სომხეთის რესპუბლიკა). თუ გამგზავნ ქვეყანას არ წარმოადგენს საქართველო (სომხეთის რესპუბლიკა), მაშინ მონაცემები ივსება გამგზავნისა და მისი მისამართის მითითების გარეშე.
**მონაცემების ფორმირება ხდება იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ქვეყანა არის საქართველო (სომხეთის რესპუბლიკა). თუ დანიშნულების ქვეყანა არ არის საქართველო (სომხეთის რესპუბლიკა), მაგრამ მოვაჭრე ქვეყანა არის საქართველო (სომხეთის რესპუბლიკა), მაშინ მონაცემები ივსება გამგზავნისა და მისი მისამართის მითითების გარეშე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტს შორის საბაჟო სტატისტიკური ინფორმაციის გაცვლის საკითხებში ურთიერთქმედების წესის შესახებ ოქმის
დანართი 2
პირთა სია, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განახორციელონ უშუალო კონტაქტები საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტს შორის
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი
ორგანიზაციულ-მეთოდოლოგიური საკითხები
ტექნიკური საკითხები