ერთობლივი კომუნიკე საქართველოსა და ომანის სასულთნოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესაებ

მიღების თარიღი 16.04.2008
ძალაში შესვლა 16.04.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000693
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 13/05/2008
matsne.gov.ge 342 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.04.2008 მიღება
16.04.2008 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

ერთობლივი კომუნიკე საქართველოსა და ომანის სასულთნოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესაებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:115%; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 25.3pt 56.7pt 48.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ერთობლივი კომუნიკე საქართველოსა და ომანის სასულთნოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესაებ საქართველო და ომანის სასულთნო, ხელმძღვანელობენ რა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში მეობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარების საერთო სურვილით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და მიზნებზე დაყრდნობით, კერძოდ, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების, სახელმწიფოთა თანასწორობის, ეროვნული სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოთა შიდა ჩაურევლობის პრინციპების პატივისცემისა და ხელშეწყობის საფუძველზე. გამოთქვამენ რა რწმენას, რომ დიპლომატიურ ურთიერთობათა დამყარება შეესაბამება ორივე სახელმწიფოს ინტერესს, არ არის მიმართული რომელიმე სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობისა და მსოფლიო მშვიდობის განმტკიცებას, იღებენ გადაწყვეტილებას ელჩების დონეზე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის 18 აპრილის ვენის კონვენციათა დებულებების შესაბამისად, წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის თარიღიდან. ზემოაღნიშნულის დასტურად, ქვემო ხელისმომწერმა, თავიანთ შესაბამის მთავრობათა მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ კომუნიკეს სამ იდენტურ დედნად, ქართულ, ინგლისურ და არაბულ ენებზე. ყველა ტექსტს თანაბარი ძალა გააჩნია. კომუნიკეს განმარტების დროს განსხვავების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ტექსტს. შესრულებულია ნიუ-იორკში, 2008 წლის 16 აპრილი. საქართველოს სახელით - მისი აღმატებულება ბატონი ირაკლი ალასანია, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში (ხელმოწერილია) ომანის სასულთნოს სახელით - მისი აღმატებულება ბატონი ფუად ალ-ჰინაი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ომანის სასულთნოს მუდმივი წარომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში (ხელმოწერილია)