შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის სტატუსის შესახებ

მიღების თარიღი 15.09.2008
ძალაში შესვლა 23.12.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000715
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 06/02/2009
matsne.gov.ge 3,311 სიტყვა · ~17 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.09.2008 მიღება
23.12.2008 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის სტატუსის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.55pt 45.0pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის სტატუსის შესახებ ევროპის კავშირი, შემდგომში მოხსენიებული როგორც „ევროკავშირი” ერთი მხრივ, და საქართველო, შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ადგილსამყოფელი სახელმწიფო”, შემდგომში ერთად მოხსენიებული, როგორც „მხარეები”, ითვალისწინებენ რა: ● პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 2008 წლის 11 სექტემბრის მიწვევის წერილს; ● საბჭოს ერთობლივი მოქმედებების შესახებ 2008 წლის 15 სექტემბრის დოკუმენტს - 2008/736/СFSP - საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შესახებ; ● რომ ეს შეთანხმება გავლენას არ მოახდენს საერთაშორისო შეთანხმებებით და საერთაშორისო სასამართლოების და ტრიბუნალების დამფუძნებელი დოკუმენტებით, მათ შორის, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს შესახებ სტატუტით გათვალისწინებულ მხარეებს უფლებებსა და მოვალეობებზე; შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო და განსაზღვრებები 1. ეს შეთანხმება ვრცელდება ევროკავშირის მისიასა და მის პერსონალზე. 2. ეს შეთანხმება მოქმედებს მხოლოდ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. 3. ამ შეთანხმების მიზნებისათვის: a) „საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისია” ნიშნავს ევროკავშირის მონიტორინგის მისიას საქართველოში, რომელიც შექმნილია ევროკავშირის საბჭოს მიერ ერთობლივი მოქმედებების შესახებ დოკუმენტით - 2008/736/СFSP, მათ შორის, მის კომპონენტებს, ძალებს, ქვედანაყოფებს, შტაბებს და პერსონალს, რომლებიც განლაგებულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და ექვემდებარება ევროკავშირის მონიტორინგის მისიას საქართველოში; b) „მისიის ხელმძღვანელი” ნიშნავს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს საქართველოში, რომელიც დანიშნულია ევროკავშირის საბჭოს მიერ; c) „საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალი” ნიშნავს მისიის ხელმძღვანელს, პერსონალს, რომელიც მივლინებულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და ევროკავშირის ორგანიზაციების მიერ, ასევე იმ ქვეყნების მიერ, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, მაგრამ მიწვეულნი არიან ევროკავშირის მიერ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში მონაწილეობის მისაღებად; მისიის მომზადების, მხარდაჭერის და განხორციელების მიზნით საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიერ კონტრაქტის საფუძველზე დაქირავებულ საერთაშორისო პერსონალს; ასევე მისიის პერსონალს, რომელიც მისიის ფარგლებში წარმოადგენს წარმგზავნ სახელმწიფოს ან ევროკავშირის ორგანიზაციას. პერსონალი არ მოიცავს კომერციულ კონტრაქტორებს და ადგილობრივად დაქირავებულ პერსონალს; d) „შტაბი” ნიშნავს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მთავარ შტაბს თბილისში; e) „წარმგზავნი სახელმწიფო” ნიშნავს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს ან იმ სახელმწიფოს, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ მიავლინა პერსონალი საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში; f) „შენობა-ნაგებობები” ნიშნავს ნებისმიერ შენობას, ნაგებობას ან მიწას, რომელიც საჭიროა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობის განსახორციელებლად, ასევე , საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის განსათავსებლად; g) „დაქირავებული ადგილობრივი პერსონალი” ნიშნავს პერსონალის წევრს, რომელიც არის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქე ან აქვს ამ სახელმწიფოში მუდმივად ბინადრობის უფლება; h) „კონტრაქტორი” ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც აწვდის საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას მისიის საქმიანობასთან დაკავებულ საქონელს ან/და მომსახურებას.     მუხლი 2🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალმა უნდა დაიცვან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონები და წესები და თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი ქმედების ან საქმიანობისგან, რომელიც შეუთავსებელია მისიის მიზნებთან. 2. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისია იქნება დამოუკიდებელი წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად მისი ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებით. ადგილსამყოფელი სახელმწიფო პატივს სცემს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის უნიტარულ და საერთაშორისო ხასაითს. 3. მისიის ხელმძღვანელი რეგულარულად შეატყობინებს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მთავრობას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე განთავსებული საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის რაოდენობას.     მუხლი 3🔗. იდენტიფიკაცია 1. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალი იდენტიფიცირებული და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო სამინისტროს მიერ გაცემული საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საიდენტიფიკაციო ბარათით, რომლის ტარებაც მათ ევალებათ ნებისმიერ დროს. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებს მიეწოდებათ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საიდენტიფიკაციო ბარათის ნიმუში. 2. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ავტომანქანებს ან სხვა სატრანსპორტო საშუალებებს უნდა გააჩნდეთ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის განმასხვავებელი საიდენტიფიკაციო ნიშნები ან/და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული სპეციალური დიპლომატიური სარეგისტრაციო ნომრები, რომელთა ნიმუშები უნდა გადაეცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებს. 3. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას უფლება აქვს აღმართოს ევროკავშირის დროშა, ცალკე ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს დროშასთან ერთად, მის შტაბებზე და ნებისმიერ ადგილას, მისიის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების შესაბამისად. სახელმწიფო დროშები ან საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის სიმბოლოები, რომლებიც შეიცავს შესაბამის სახელმწიფო ელემენტებს, შეიძლება გამოიფინოს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შენობებზე და ავტომობილებზე, ასევე დამაგრდეს ფორმებზე, მისიის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების შესაბამისად.     მუხლი 4🔗. საზღვრის გადაკვეთა და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადაადგილება 1. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალი და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის აქტივები და სატრანსპორტო საშუალებები გადაკვეთს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საზღვარს საზღვრის გადაკვეთის ოფიციალურ ადგილებზე, საზღვაო პორტებში და საერთაშორისო საჰაერო კორიდორით. 2. ადგილსამყოფელი სახელმწიფო ხელს შეუწყობს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის ქვეყანაში შესვლას და ქვეყნიდან გასვლას. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის და ამ ტერიტორიიდან გასვლისას პერსონალის საპასპორტო კონტროლის გარდა, მისიის წევრობის დამამტკიცებელი დოკუმენტის საფუძველზე პერსონალის წევრი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გათავისუფლდება საპასპორტო, საბაჟო კონტროლის, სავიზო და საიმიგრაციო წესების მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისგან და არ დაექვემდებარება საიმიგრაციო შემოწმების ნებისმიერ ფორმას. 3. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალი თავისუფლდება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს უცხოელთა რეგისტრაციისა და კონტროლის მარეგულირებელი მოთხოვნებისაგან, მაგრამ არ იძენს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მუდმივად ბინადრობის უფლებას. 4. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის აქტივები და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მხარდასაჭერად შედის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ახორციელებს ტრანზიტს ან გადის ამ სახელმწიფოს ტერიტორიიდან, თავისუფლდება ნებისმიერი სახის საბაჟო კონტროლის და პროცედურებისგან. 5. სატრანსპორტო საშუალებები და საჰაერო ხომალდები, რომლებიც გამოიყენება მისიის მხარდაჭერისათვის, არ ექვემდებარება ადგილობრივ სალიცენზიო და სარეგისტრაციო მოთხოვნებს და გამოიყენება შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები და წესები. საჭიროების შემთხვევაში, დაიდება დამატებითი შეთანხმება მე-20 მუხლის შესაბამისად. 6. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის წევრს შეუძლია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მართოს ავტომანქანები, ასევე საზღვაო და საჰაერო ხომალდები, იმ პირობით, რომ მათ აქვთ ძალაში მყოფი ადგილობრივი ან საერთაშორისო მართვის მოწმობა, გემის კაპიტნის მოწმობა ან პილოტის ლიცენზია, საჭიროების მიხედვით. ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ უნა აღიაროს იურიდიული ძალის მქონედ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის მართვის მოწმობები ან ნებართვები დაბეგვრისა და მოსაკრებლების გადახდის გარეშე. 7. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისია და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალი, ასევე მათი ავტომანქანები, საჰაერო ან სხვა სატრანსპორტო საშუალებები, აღჭურვილობა და მოწყობილობები, სარგებლობს თავისუფალი და შეუზღუდავი გადაადგილების უფლებით ადგილსამყოფელი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, ტერიტორიულ ზღვაში და საჰაერო სივრცეში. საჭიროების შემთხვევაში, დაიდება დამატებითი შეთანხმება წინამდებარე შეთანხმების მე-20 მუხლის შესაბამისად. 8. მისიის მიზნებისათვის, საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალს და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიერ დაქირავებულ ადგილობრივ პერსონალს, ოფიციალური მოვალეობების შესულების მიზნით მგზავრობისას, შეუძიათ გამოიყენონ გზები, ხიდები, ბორნები, აეროპორტები და პორტები საბაჟო გადასახადების, მოსაკრებლების, ბაჟის ან სხვა მოსაკრებლების გდახდის გარეშე. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისია არ თავისუფლდება მიზანშეწონილი მოსაკრებლებისგან იმ მომსახურებისთვის, რომელიც მოთხოვნილი და გაწეულია ისეთივე პირობების შესაბამისად, რომლებიც ვრცელდება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს პერსონალისთვის გაწეულ მომსახურებაზე.     მუხლი 5🔗. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიისთვის მინიჭებული პრივილეგიები და იმუნიტეტები 1. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შენობები ხელუხლებელია. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს წარმომადგენლებს არ შეუძლიათ ამ შენობებში შესვლა მისიის ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე. 2. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შენობები, მათი ავეჯი და იქ განთავსებული სხვა აქტივები, ასევე სატრანსპორტო საშუალებები სარგებლობს იმუნიტეტით ჩხრეკის, კონფისკაციის, დაყადაღების და აღმასრულებელი ღონისძიებებისაგან. 3. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისია, მისი ქონება და აქტივები, სადაც არ უნდა იყოს განთავსებული და ვინც არ უნდა ფლობდეს მას, სარგებლობს იმუნიტეტით ნებისმიერი სამართლებრივი პროცედურების მიმართ. 4. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის არქივები და დოკუმენტები ხელშეუხებელია ნებისმიერ დროს, სადაც არ უნდა იყოს ისინი განთავსებული. 5. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ოფიციალური კორესპონდენცია ხელშეუხებელია. ოფიციალური კორესპონდენცია გულისხმობს ყველა სახის კორესპონდენციას, რომელიც დაკავშირებულია მისიასთან და მის ფუნქციებთან. 6. მისიის მიზნებისთვის შესყიდულ და იმპორტირებულ საქონელზე, გაწეულ მომსახურებაზე, ასევე გამოყენებულ შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისია თავისუფლდება ყველა სახელმწიფოებრივი, ადგილობრივი და კომუნალური გადასახადისგან და მოსაკრებლისგან ან სხვა მსგავსი ხასიათის გადასახადისგან. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისია არ თავისუფლდება გადასახადებისა და მოსაკრებლებისგან გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებულ გადახდებზე. 7. ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ უნდა გასცეს მისიისთვის განკუთვნილი ნივთიერების სახელმწიფოში შეტანის ნებართვა და გაათავისუფლოს ასეთი ნივთები საბაჟო გადასახადების, მოსაკრებლების და სხვა მსგავსი გადასახადებისგან, გარდა შენახვის, გადაზიდვის და მსგავსი მომსახურებისთვის საჭირო გადასახადებისა.     მუხლი 6🔗. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალისთვის მინიჭებული პრივილეგიები და იმუნიტეტები 1. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალი არ ექვემდებარება დაპატიმრების და დაკავების ნებისმიერ ფორმას, საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად. 2. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის დოკუმენტები, კორესპონდენცია და ქონება ხელშეუხებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უნდა განხორციელდეს ამ მუხლის მე-6 პუნქტით ნებადართული აღმასრულებელი ღონისძიებები. 3. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალი ნებისმიერ შემთხვევაში სარგებლობს იმუნიტეტით ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სისხლის სამართლის იურისდიქციის მიმართ. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის წევრს იმუნიტეტი სისხლის სამართლის იურისდიქციის მიმართ შეიძლება მოეხსნას განსაზღვრულ გარემოებებში წარმგზავნი სახელმწიფოს მიერ ან ევროკავშირის შესაბამისი ორგანიზაციის მიერ. ასეთი მოხსნის საფუძველი უნდა იყოს ყოველთვის ნათლად გამოხატული. 4. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის წევრი სარგებლობს იმუნიტეტით ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული იურისდიქციის მიმართ მის მიერ ზეპირად ან წერილობით გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით, ასევე იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც ხორციელდება პერსონალის მიერ ოფიციალური ფუნქციების შესრულებისას. თუ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის წევრის მიმართ დაიწყება სამოქალაქო პროცესი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ნებისმიერ სასამართლოში, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მისიის ხელმძღვანელს და წარმგზავნი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს ან ევროკავშირის ორგანიზაციას. სასამართლო პროცესის დაწყებამდე მისიის ხელმძღვანელმა, წარმგზავნი სახლმწიფო კომპეტენტურმა ორგანოებმა ან ევროკავშირის ორგანიზაციამ უნდა დაუდასტუროს სასამართლოს, რომ მოცემული ქმედება განხორცილდება თუ არა ევროკაშირის მისიის პერსონალის წევრის მიერ ოფიციალური მოვალეობების შესრულებისას. თუ ქმედება ჩადენილი იქნება ოფიციალური მოვალეობების შესრულებისას, სასამართლო პროცესი არ უნდა იქნეს დაწყებული და გამოყენებული უნდა იქნეს მე-17 მუხლით განსაზღვრული დებულებები. თუ ქმედება ჩადენილი არ იყო ოფიციალური მოვალეობების შესრულებისას, პროცესი შესაძლოა გაგრძელდეს. მისიის ხელმძღვანელის, წარმგზავნი სახელმწიფოს ან ევროკავშირის ორგანიზაციის დადასტურება სავალდებულოა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს იურისდიქციისთვის და ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ არ უნდა გახადოს იგი სადავოდ. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის წევრის მიერ პროცესის დაწყება არ აძლევს მას უფლებას დაეყრდნოს იურისდიქციის მიმართ არსებულ იმუნიტეტს ძირითად სარჩელთან პირდაპირ დაკავშირებულ ნებისმიერ შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით. 5. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალი ვალდებული არ არის მისცეს ჩვენება, როგორც მოწმემ. 6. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის წევრის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი აღმასრულებელი ზომა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის წინააღმდეგ დაწყებულია სამოქალაქო პროცესი, რომელიც დაკავშირებული არ არის პერსონალის წევრის მიერ ოფიციალური ფუნქციების შესრულებასთან. თუ მისიის ხელმძღვანელის მიერ დადასტურებულია, რომ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის ქონება საჭიროა პერსონალის ოფიციალური ფუნქციების შესასრულებლად, ასეთი ქონება თავისუფლდება ყადაღის დადებისაგან როგორც სასამართლო ბრძანების, გადაწყვეტილების ან განკარგულების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან. სამოქალაქო პროცესის დროს საქართველოში ევროკავშირის მონოტორინგის მისიის პერსონალი არ ექვემდებარება პირადი თავისუფლების ნებისმიერ შეზღუდვას ან დაკავების ნებისმიერ ფორმას. 7. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს იურისდიქციის მიმართ იმუნიტეტი საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის წევრს არ ათვისუფლებს შესაბამისი წარმგზავნი სახელმწიფოს იურისდიქციის მოთხოვნებისგან. 8. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალი საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიისთვის გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით თავისუფლდება სოციალური დაზღვევის შესახებ დებულებებით განსაზღვრული ვალდებულებებისგან, რომლებიც შეიძლება მოქმედებდეს ადგილსამყოფელ სახლმწიფოში. 9. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალი ადგისამყოფელ სახელმწიფოში თავისუფლდება იმ ხელფასის ან შემოსავლის ნებისმიერი ფორმით დაბეგვრისგან, რომელსაც მათ უხდის საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისია ანდა წარმგზავნი სახელმწიფოები, - ასევე სხვა შემოსავლების დაბეგვრისგან, რომელსაც ისინი იღებენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს გარედან. 10. ადგილსამყოფელი სახელმწიფო, იმ კანონებისა და წესების შესაბამისად, რომლებიც შეიძლება მიღებულ იქნეს მის მიერ, გასცემს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის პირადი მომხმარებლისთვის განკუთვნილი ნივთების ქვეყანაში შეტანის ნებართვას და უზრუნველყოფს ამ ნივთების გათავისუფლებას ნებისმიერი საბაჟო გადასახადებისაგან, მოსაკრებლისგან და სხვა მსგავსი გადასახადებისგან, გარდა შენახვის, გადაზიდვის და სხვა მსგავსი სამუშაოებისთვის საჭირო გადასახადებისა. ადგილსამყოფელი სახელმწიფო ასევე გასცემს ასეთი ნივთების ექსპორტის ნებართვას. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალი გათავისუფლდება დამატებული ღირებულების გადასახადისგან და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადებისგან ადგილობრივ ბაზარზე შესყიდულ საქონელზე და მომსახურებაზე. 11. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის პირადი ბარგი არ ექვემდებარება შემოწმებას, თუ არ არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ის შეიცავს ისეთ ნივთებს, რომლებიც განკუთვნილი არ არის პერსონალის პირადი მოხმარებისთვის ან ხორციელდება ისეთი ნივთების ექსპორტი ან იმპორტი, რომლებიც აკრძალულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობით ან რომელთა ქვეყანაში შეტანა და გატანა კონტროლდება საკარანტინო წესებით. ასეთი შემოწმება ჩატარდება მხოლოდ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დაინტერესებული პერსონალის ან საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის უფლებამოსილი წარმომადგენლის დასწრებით.     მუხლი 7🔗. დაქირავებული ადგილობრივი პერსონალი ადგილობრივად დაქირავებული პერსონალი სარგებლობს პრივილეგიებით და იმუნიტეტით მხოლოდ იმ ფარგლებში, რაც ნებადართულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ. თუმცა ადგილსამყოფელი სახელმწიფო განახორციელებს თავის იურისდიქციას ასეთი პერსონალის მიმართ იმგვარად, რომ გაუმართლებლად არ ჩაერიოს მისიის ფუნქციების განხორციელებაში.     მუხლი 8🔗. კონტრაქტორების გადასახადებისგან გათავისუფლება 1. კონტრაქტორის მიერ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიისთვის საქონლის ან/და მომსახურების მიწოდება თავისუფლდება არაპირდაპირი გადასახადებისგან (ფასი არ უნდა შეიცავდეს გადასახადს). 2. კონტრაქტორის მიერ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობასთან დაკავშირებით შესყიდული საქონლის იმპორტი თავისუფლდება ნებისმიერი საბაჟო გადასახადისგან, მათ შორის, დამატებითი ღირებულების გადასახადისა და აქციზისგან. 3. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას არ ეკისრება პასუხისმგებლობა სახელმწიფო ხელისუფლების მიმართ კონტრაქტორის მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო. 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან თანამშრომლობით შეიმუშავებენ ამ მუხლით გათვალისწინებული გადასახადებისგან გათავისუფლების წესებს.     მუხლი 9🔗. დისციპლინური უფლებამოსილება წარმგზავნი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს უფლება აქვთ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის მიმართ, რომელიც ექვემდებარება ამ წარმგზავნი სახელმწიფოს შესაბამის კანონმდებლობას, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე განახორციელოს ყველა დისციპლინური ზომა, რომლის უფლებაც აქვს მას თავისი სახელმწიფოს კანონმდებლობით.     მუხლი 10🔗. უსაფრთხოება 1. წარმგზავნი სახელმწიფო, თავისი საკუთარი შესაძლებლობებით, იღებს სრულ პასუხისმგებლობას საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის უსაფრთხოებაზე. 2. ამ მიზნით, ადგილსამყოფელი სახელმწიფო მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის დაცვის, უსაფრთხოებისა და უშიშროების მიზნით. ადგისამყოფელი სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი სპეციალური ღონისძიება განხორციელებამდე უნდა შეთანხმდეს მისიის ხელმძღვანელთან. ადგილსამყოფელი სახელმწიფო უსასყიდლოდ ნებას დართავს და მხარს დაუჭერს ნებისმიერ ისეთ საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის სამედიცინო ევაკუაციასთან. საჭიროების შემთხვევაში, დაიდება დამატებითი შეთანხმება მე–20 მუხლის შესაბამისად.     მუხლი 11🔗. ფორმა 1. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალი ატარებს სახელმწიფო ფორმას ან სამოქალაქო ტანსაცმელს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საიდენტიფიკაციო ნიშნებით. 2. ფორმის ტარება ექვემდებარება მისიის ხელმძღვანელის მიერ მიღებულ წესებს.     მუხლი 12🔗. თანამშრომლობა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა 1. ადგილსამყოფელი სახელმწიფო სრულად ითანამშრომლებს და მხარს დაუჭერს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალს. 2. მოთხოვნის შემთხვევაში, თუ ეს საჭიროა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ფუნქციების განსახორციელებლად, ადგილსამყოფელი სახელმწიფო უზრუნველყოფს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის ეფექტიან ხელმისაწვდომობას: – ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებულ ან იჯარით აღებულ შენობებზე, ნაგებობებზე, ადგილებზე და სახელმწიფო სატრანსპორტო საშუალებებზე; – ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მყოფ დოკუმენტებზე, მასალაზე და ინფორმაციაზე, საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მანდატის განხორციელების მიზნით. საჭიროების შემთხვევაში, დაიდება დამატებითი შეთანხმება მე–20 მუხლის შესაბამისად. 3. მისიის ხელმძღვანელი და ადგილსამყოფელი სახელმწიფო რეგულარულად გამართავენ კონსულტაციებს და მიიღებენ საჭირო ზომებს ყველა საჭირო დონეზე მჭიდრო და ორმხრივი თანამშრომლობის უზრუნველყოფის მიზნით. ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ შეიძლება დანიშნოს წარმომადგენელი, რომელიც იქნება შუამავალი საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან.     მუხლი 13🔗. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მხარდაჭერა და კონტრაქტების დადება 1. ადგილსამყოფელი სახელმწიფო თანახმაა, მოთხოვნის შემთხვევაში, დაეხმაროს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას შესაბამისი შენობა–ნაგებობების მოძებნაში. 2. მოთხოვნის შემთხვევაში ადგილსამყოფელი სახელმწიფო უსასყიდლოდ უზრუნველყოფს, თუ ეს ხელმისაწვდომია, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებს, თუ ეს შენობა-ნაგებობები საჭიროა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ადმინისტრაციული და ოპერაციული საქმიანობის განსახორციელებლად. 3. ადგილსამყოფელი სახელმწიფო მხარს დაუჭერს მისიას თავისი შესაძლებლობების და საშუალებების ფარგლებში და დაეხმარება მას მისიის მომზადებაში, დაფუძნებასა და განხორციელებაში, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ექსპერტებისთვის შენობა-ნაგებობების მომზადებასა და აღჭურვილობის განთავსებაში. 4. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ მისიის დახმარება და მხარდაჭერა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ისეთივე პირობების შესაბამისად, როგორი პირობების შესაბამისადაც ხორციელდება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის გაწეული დახმარება და მხარდაჭერა. 5. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად, ექნება მისი მისიის განხორციელებისთვის საჭირო იურიდიული უფლებამოსილება, კერძოდ – საბანკო ანგარიშების გახსნის და მოძრავი ქონების შეძენის და განკარგვის უფლება, ასევე უფლება – იყოს იურიდიული საქმის მხარე. 6. სამართლის ის ნორმები, რომლებიც გავრცელდება საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიერ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში დადებულ კონტრაქტებზე, განისაზღვრება შესაბამისი კონტრაქტებით. 7. კონტრაქტით შესაძლოა გათვალისწინებულ იქნეს, რომ მე-17 მუხლით (მე-3 და მე-4 პუნქტები) განსაზღვრული დავების გადაწყვეტის პროცედურა ვრცელდება იმ დავებზე, რომლებიც წარმოიშვება კონტრაქტის შესრულებისას. 8. ადგილსამყოფელი სახელმწიფო ხელს შეუწყობს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიერ მისი საქმიანობის განხორციელების მიზნით კომერციულ ორგანიზაციებთან დადებული კონტრაქტების განხორციელებას.     მუხლი 14🔗. შენობა–ნაგებობების შეცვლა 1. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისია უფლებამოსილია ააშენოს ან გადააკეთოს შენობა–ნაგებობები ან განახორციელოს მათი სხვაგვარი მოდიფიკაცია მისი საოპერაციო მოთხოვნების შესაბამისად. 2. ადგილსამყოფელი სახელმწიფო არ მოითხოვს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიისგან კომპენსაციას ასეთი მშენებლობის, გადაკეთების ან მოდიფიკაციისთვის.     მუხლი 15🔗. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის გარდაცვლილი წევრი 1. მისიის ხელმძღვანელს უფლება აქვს აიღოს პასუხისმგებლობა და განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის გარდაცვლილი წევრის და მისი პირადი ქონების რეპატრიაციისთვის. 2. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის გარდაცვლილი წევრის გვამის გაკვეთა არ შეიძლება ჩატარდეს დაინტერესებული სახელმწიფოს თანხმობის და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ან/და დაინტერესებული სახელმწიფოს წარმომადგენლის დასწრების გარეშე. 3. ადგილსამყოფელი სახელმწიფო და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისია შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად ითანამშრომლებენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის გარდაცვლილი წევრის რეპატრიაცია.     მუხლი 16🔗. საკომუნიკაციო საშუალებები 1. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ შეიძლება დაამონტაჟოს რადიომიმღები სადგურები და სატელიტური სისტემები. ის ითანამშრომლებს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებთან გარკვეულ სიხშირეებთან დაკავშირებული კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით. ადგილსამყოფელი სახელმწიფო უზრუნველყოფს სიხშირის სპექტრზე უსასყიდლო ხელმისაწვდომობას. 2. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისია ისარგებლებს რადიოკავშირზე (მათ შორის, სატელიტურ, მობილურ და პორტატულ რადიოკავშირზე), ასევე ტელეფონით, ტელეგრაფით, ფაქსით და სხვა საშუალებებით განსახორციელებელ კომუნიკაციებზე შეუზღუდავი ხელმისაწვდომობით; საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას ასევე უფლება ექნება დაამონტაჟოს ასეთი საკომუნიკაციო სისტემების ექსპლუატაციისათვის საჭირო მოწყობილობები საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შენობებში და ამ შენობებს შორის, მათ შორის, – გაიყვანოს კაბელები და მიწისქვეშა ხაზები. 3. საკუთარ შენობებში საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას შეუძლია მიიღოს შესაბამისი ზომები საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის ფოსტის გაგზავნისა და მიღებისთვის.     მუხლი 17🔗. გარდაცვალებასთან, სხეულის დაზიანებასთან, ზარალთან და დანაკარგებთან დაკავშირებული პრეტენზიები 1. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისია და მისიის პერსონალი პასუხისმგებელი არ არის სამოქალაქო ან მთავრობის საკუთრებაში არსებული ქონების ნებისმიერი სახით დაზიანებაზე, რაც დაკავშირებულია საოპერაციო აუცილებლობასთან ან გამოწვეულია სამოქალაქო არეულობით ან საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დაცვასთან დაკავშირებული საქმიანობით. 2. საკითხის მეგობრულად გადაწყვეტის მიზნით, სარჩელი, რომელიც ეხება იმ სამოქალაო ან სამთავრობო ქონების დაზიანებას ან დაკარგვას, რომელიც არ არის განსაზღვრული პირველი პუნქტით, ასევე – პირის სხეულის დაზიანებას ან პირის გარდაცვალებას, ანდა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის ქონების დაკარგვას ან დაზიანებას, უნდა გადაეცეს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ, თუ სარჩელი აღძრულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ, ანდა ადგილსამყოფელი სახელმწიფოსა კომპეტენტურ ორგანოებს, თუ გადაწყვეტას საჭიროებს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიერ აღძრული სარჩელი. 3. თუ მეგობრული გადაწყვეტილების მიღწევა შეუძლებელია, სარჩელი უნდა გადაეცეს სასარჩელო კომისიას, რომელიც შეიქმნება თანაბარ საფუძველზე და დაკომპლექტდება საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს წარმომადგენლებით. სარჩელის გადაწყვეტა მოხდება საერთო შეთანხმების საფუძველზე. 4. თუ სასარჩელო კომისიის ფარგლებში გადაწყვეტილება ვერ მიიღება: a) 40000 ევროს ფარგლებში არსებული დავა გადაწყდება დიპლომატიური საშუალებებით ადგილსამყოფელი სახელმწიფოსა და ევროკავშირს შორის; b) თუ დავა აღემატება „a” ქვეპუნქტით განსაზღვრულ თანხას, იგი გადაეცემა საარბიტრაჟო ტრიბუნალს, რომლის გადაწყვეტილებები სავალდებულო იქნება შესასრულებლად. 5. არბიტრაჟის ტრიბუნალის შემადგენლობაში იქნება 3 (სამი) წევრი. ერთ არბიტრს დანიშნავს ადგილსამყოფელი სახელმწიფო, ერთ არბიტრს – საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისია და მესამე არბიტრს ერთობლივად დანიშნავენ ადგილსამყოფელი სახელმწიფო და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისია. თუ ერთ–ერთი მხარე არ დანიშნავს არბიტრს 2 (ორი) თვის განმავლობაში და თუ ვერ მიიღწევა შეთანხმება ადგილსამყოფელ სახელმწიფოსა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას შორის მესამე არბიტრის დანიშვნაზე, საჭირო არბიტრი დაინიშნება ევროპის თანამეგობრობის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტის მიერ. 6. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისია და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ადმინისტრაციული ორგანოები შეთანხმდებიან ადმინისტრაციული ღონისძიებების განხორციელებაზე, რათა განისაზღვროს სასარჩელო კომისიის და ტრიბუნალის კომპეტენცია, პროცედურები, რომლებიც გამოყენებული უნდა იქნეს ამ ორგანოების მიერ და პირობები, რომელთა შესაბამისადაც წარდგენილი უნდა იქნეს სარჩელი.     მუხლი 18🔗. შუამავლობა და დავები 1. ამ შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი საკითხი განხილული იქნება ერთობლივად საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლების მიერ. 2. თუ მიღწეული ვერ იქნება წინასწარი შეთანხმება, ამ შეთანხმების ინტერპრეტაციასა და გამოყენებასთან დაკავშირებული დავები დავები ექსკლუზიურად. გადაწყდება დიპლომატიური არხებით, ადგილსამყოფელი სახელმწიფოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის.     მუხლი 19🔗. სხვა დებულებები 1. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მთავრობა, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ადგილობრივი ორგანოების სახელით, პასუხისმგებელია დაიცვას და შეასრულოს ამ შეთანხმებით განსაზღვრული პრივილეგიები, იმუნიტეტი და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის უფლებები. 2. წინამდებარე შეთანხმებაში არაფერი არ უნდა იქნეს გაგებული ან განმარტებული ისე, რომ ხელი შეუშალოს იმ ნებისმიერი უფლების განხორციელებას, რომელიც სხვა შეთანხმებების შესაბამისად შესაძლოა მიენიჭოს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს ან საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელშემწყობ ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს.     მუხლი 20🔗. საიმპლემენტაციო შეთანხმებები ამ ხელშეკრულების განხორციელების მიზნით, საოპერაციო, ადმინისტრაციული და ტექნიკური საკითხები შეიძლება იყოს სხვა ცალკე შეთანხმებების საგანი, რომლებიც დაიდება მისიის ხელმძღვანელს და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის.     მუხლი 21🔗. ძალაში შესვლა და შეწყვეტა 1. შეთანხმება ძალაში შევა დიპლომატიური არხებით მხარეების მიერ ამ შეთანხმების ამოქმედებისათვის საჭირო შიდა პროცედურების შესრულების შესახებ ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან. 2. პირველი პუნქტის მიუხედავად, 4 (8), 5 (1–3), 5 (6), 5(7), 6(1), 6(3), 6(4), 6(6), 6(8–10), 14 და 17 მუხლებით განსაზღვრული დებულებები გამოყენებული იქნება იმ თარიღიდან, როდესაც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის პირველი წევრი ჩავა სამუშაოდ ადგილსამყოფელ ქვეყანაში, თუ ეს თარიღი წინ უსწრებს ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღს. 3. ეს შეთანხმება შეიძლება შესწორდეს მხარეების წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. ცვლილებები და შესწორებები გაფორმდება ცალკე ოქმების სახით, რომლებიც იქნება ამ შეთანხმების განუყოფელი ნაწილი და ძალაში შევა ამ შეთანხმების 21–ე მუხლის 1–ლი პუნქტის შესაბამისად. 4. ეს შეთანხმება ძალაში დარჩება მანამ, სანამ ერთი მხარე წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს ამ შეთანხმების შეწყვეტის განზრახვის შესახებ. შეთანხმების შეწყვეტა ძალაში შევა ასეთი შეტყობინების მიღების თარიღიდან 6 (ექვსი) თვის გასვლის შემდეგ. ამ შეთანხმების შეწყვეტა გავლენას არ მოახდენს ნებისმიერ უფლებასა ან მოვალეობაზე, რომელიც წარმოშობილია მის შეწყვეტამდე ამ შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით. შესრულებულია . . . . . . . . . . . . . . (ადგილი, თარიღი), ორ ორიგინალად ინგლისურ ენაზე. ევროკავშირის სახელით                                            საქართველოს სახელით