შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს პროექტის განხორციელების შესახებ

მიღების თარიღი 30.03.2009
ძალაში შესვლა 30.03.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000723
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 10/04/2009
matsne.gov.ge 1,435 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.03.2009 მიღება
30.03.2009 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს პროექტის განხორციელების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს პროექტის განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების სულისკვეთებით, აცნობიერებენ რა, რომ ამ ურთიერთობების შენარჩუნება ამ შეთანხმების საფუძველს წარმოადგენს, ესწრაფვიან რა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს პროექტის ხელშეწყობით კიდევ უფრო განამტკიცონ და გააღრმაონ პარტნიორული თანამშრომლობა, იმის ღრმა რწმენით, რომ ეს თანამშრომლობა საქართველოს შესაძლებლობას მისცემს გააუმჯობესოს მონაცემთა შენახვის სისტემა, განსაკუთრებით კატასტროფების შემთხვევაში და დაიცვას შესაბამისი ეროვნული დებულებები მონაცემთა ეფექტური დაცვის მიზნით, იმის ერთობლივი რწმენით, რომ ამ შეთანხმების საფუძვლად უდევს ურთიერთნდობა, ურთიერთხელშეწყობა, დემოკრატიისა და სამართლიანი სახელმწიფოებრიობის პრინციპების გატარება, ასევე სამთავრობო მართვის პასუხისმგებლობა და ადამიანის უფლებების დაცვა, საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ 1998 წლის 11 მაისს გაფორმებულ ჩარჩო ხელშეკრულებაზე დაყრდნობით, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა გადასცემს საქართველოს მთავრობას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს პროეტისათვის ფინანსურ დახმარებას ფიქსირებული თანხის სახით, მაქსიმუმ 1.200.000 ევროს (სიტყვიერად: ერთი მილიონ ორასი ათასი ევრო) ოდენობით. ფინანსური დახმარება ფიქსირებული თანხის სახით პირველ რიგში იმას გულისხმობს, რომ პროექტის ფინანსური ჩარჩოების გაფართოების შემთხვევაში საქართველოს მთავრობა გამოიყენებს საკუთარ ან სხვა მოძიებულ სახსრებს. 2. თანხების გაცემა 2009 საბიუჯეტო წლისათვის (2009 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე) მოხდება 2 ნაწილად 2009 წლის 30 აპრილამდე. ფინანსური დახმარება განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს პროექტის, ”მონაცემთა დამუშავების სარეზერვო ცენტრი” განხორციელებისათვის. 3. პროექტის მომზადების და განხორციელების, ასევე მონაცემთა დამუშავების სარეზერვო ცენტრის შემდგომი ფუნქციონირების პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს. იგი ვალდებულია, გამოიყენოს გამოყოფილი თანხები ეკონომიურობის პრინციპების გათვალისწინებით. 4. არსებობს ურთიერთშეთანხმება იმის თაობაზე, რომ შპს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ), ეშბორნი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით ხარისხის დაცვის კუთხით ზედამხედველობას გაუწევს პროექტს. ხარისხის დაცვის პირობების და არსის დეტალური საკითხები ჩამოყალიბებულია წინამდებარე შეთანხმების დანართში, რომელიც წარმოადგენს ამ შეთანხმების შემადგენელ ნაწილს. შპს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) საქმიანობის ხარჯებს თავის თავზე იღებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა.     მუხლი 2🔗 1. ფინანსური დახმარება განსაზღვრულია მონაცემთა დამუშავების სარეზერვო ცენტრისათვის (დანიშნულების მიზანი) ტექნიკური მოწყობილობების შეძენისა და მონტაჟისათვის. დანიშნულების მიზანი შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის წინასწარი წერილობითი თანხმობით. 2. ფინანსური დახმარებით ვერ მოხდება სხვა ხარჯების დაფარვა, გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახელებული მასალებისა თუ საქმიანობებისათვის გაწეული ხარჯებისა. გამონაკლისს წარმოადგენს მაქსიმუმ 100.000 ევროს ოდენობის (სიტყვიერად: ასი ათასი ევრო) შენაძენი, რომელიც მოხმარდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემთა ცენტრის კეთილმოწყობასა და გაფართოებას. 3. პროექტის ექსპლუატაციაში შესვლიდან 3 თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობა უკან დააბრუნებს ტექნიკური მოწყობილობებისა და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში ხსენებული შენაძენისათვის გამოყოფილი სახსრებიდან დარჩენილ თანხას.     მუხლი 3🔗 1. შპს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ) უფლებამოსილია, ზედამხედველობა გაუწიოს პროექტის განხორციელებას საქართველოში, თანახმად პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა. იგი შეუფერხებლად მიიღებს საჭირო ინფორმაციებს და ასევე შესვლის ნებართვას მონაცემთა დამუშავების სარეზერვო ცენტრში და საჭიროების შემთხვევაში მონაცემთა დამუშავების მთავარ ცენტრშიც. 2. საქართველოს მთავრობა ვალდებულებას კისრულობს, დაუყოვნებლივ აცნობოს წერილობით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას: ა) პროექტის მატერიალური და ფინანსური გეგმის ყველა მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ; ბ) პროექტის დაწყების თუ მისი მიმდინარეობის ვადების ყოველგვარი შეფერხების (ორ თვეზე მეტი) შესახებ. გ) ყველა გარემოების შესახებ, რომელიც ხელს უშლის ფინანსური დახმარების მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის დანიშნულებისამებრ გამოყენებას. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო იგივე ინფორმაციას შპს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებასაც (GTZ) მიაწვდის.     მუხლი 4🔗 1. საქართველოს მთავრობა მიიღებს ყოველგვარ საჭირო ზომებს იმისათვის, რომ ამ შეთანხმების ფარგლებში შეძენილი ყველა ტექნიკური მოწყობილობა გათავისუფლდეს იმპორტ-ექსპორტის, საბაჟო და სხვა ოფიციალური გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან, ასევე საჭიროების შემთხვევაში ნავსადგურის, აეროპორტის და საწყობით სარგებლობის გადასახადებისაგან. იმ შემთხვევაში, თუკი ვერ ხერხდება აღნიშნული გადასახადებისაგან გათავისუფლება, მაშინ საქართველოს მთავრობა თავის თავზე იღებს ამ გადასახადებისა და მოსაკრებლების, თუ საბაჟო გადასახადის დაფარვას. იგი უზრუნველყოფს შესაბამისი ნებართვების დროულად გაცემას, საბაჟო ფორმალობების მოგვარებისა და საქონლის შეუფერხებელი გადაცემის მიზნით. 2. საქართველოს მთავრობა საჭიროების შემთხვევაში თავის თავზე იღებს საწყობით სარგებლობისა და ტექნიკური მოწყოობილობების ტრანსპორტირების ხარჯებს ნავსადგურიდან თუ აეროპორტიდან მისი საბოლოო დანიშნულების ადგილამდე. 3. საქართველოს მთავრობა თავის თავზე იღებს საერთაშორისო ტენდერის ჩატარების ხარჯებს მონაცემთა დამუშავების სარეზერვო ცენტრისათვის ტექნიკური მოწყობილობების შესაძენად, ტექნიკური კავშირის უზრუნველსაყოფად მონაცემთა დამუშავების სარეზერვო ცენტრსა და მონაცემთა დამუშავების მთავარ ცენტრს შორის, ასევე საჭიროებისამებრ სალიცენზიო გადასახადების ხარჯებს და ზრუნავს იმაზე, რომ მონაცემთა დამუშავების სარეზერვო ცენტრისათვის გამოიყოს საჭირო ფართი და რომ მონაცემთა დამუშავების სარეზერვო ცენტრისა და მონაცემთა დამუშავების მთავარი ცენტრის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის პროექტში ჩართულ იქნენ გაეროს განვითარების პროგრამით (UNDP) დაფინანსებული პროექტის შესაბამისი სპეციალისტები.     მუხლი 5🔗 1. ხელშეკრულებები ტექნიკური მოწყობილობების შესაძენად და დასამონტაჟებლად დაიდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, ან მისივე დავალებით რომელიმე ორგანიზაციის მიერ. 2. ფინანსური დახმარებით შეძენილი ტექნიკური მოწყობილობები საქართველოს მთავრობის საკუთრებაში გადადის. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა და შპს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ) არ იღებენ თავის თავზე მათ ტექნიკურ და სამართლებრივ უზრუნველყოფას.     მუხლი 6🔗 1. საქართველოს მთავრობა ვალდებულია, პროექტთან დაკავშირებული ფინანსური საჭიროებების თაობაზე რეგულარულად აწარმოოს ჩანაწერები და 2009 წლის 30 ივნისამდე შეამოწმოს, ხომ არ რჩება პროექტისათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების ნაწილი გამოუყენებელი. თუკი ასეთ შემთხვევას ექნება ადგილი, მაშინ საქართველოს მთავრობა ვალდებულია უკან დააბრუნოს თანხის ეს ნაწილი. 2. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა ფინანსური დახმარებიდან სადეპოზიტო პროცენტებს მიიღებს, მაშინ იგი ვალდებულია განაცხადოს ამის თაობაზე. დაგროვილი პროცენტები დამატებითი ნაწილის სახით პროექტის ბიუჯეტში უნდა გადაირიცხოს. 3. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა არ განაცხადებს ფინანსური დახმარებიდან მიღებული თანხის გამოუყენებელი ნაწილის ან შესაბამისად პროექტის დასრულების შემდეგ დარჩენილი თანხის თაობაზე და დროულად არ დააბრუნებს მას, მაშინ ამ თანხას დაერიცხება პროცენტები ვადის გადაცილებისათვის. 4. საქართველოს მთავრობა არაუგვიანეს 2009 წლის 1 დეკემბრისა დასკვნით ანგარიშს წარმოადგენს პროექტის მიმდინარეობისა და ფინანსური დახმარების გამოყენების შესახებ და ასევე წარმოადგენს ანგარიშს პროექტის ცალკეული გასავლების ზუსტი მითითებით. დასკვნით ანგარიშში საქართველოს მთავრობის მიერ დადასტურებული იქნება, რომ ა) ყველა ფინანსური ტრანზაქციის განხორციელება მოხდა პროექტის შესაბამისად და ასევე ფინანსური დახმარების თანხის ფარგლებში; ბ) ფინანსური დახმარების თანხების გადამოწმება მოხდა მრავალმხრივი შიდა პროცედურის შესაბამისად, საქართველოს მთავრობისათვის გათვალისწინებული ფინანსური პროცედურების მოქმედი წესების საფუძველზე.     მუხლი 7🔗 ყველა სახის დავისა და უთანხმოების მოგვარება, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ შეთანხმების ტექსტთან და მის გამოყენებასთან, ასევე ყველა საკითხის მოგვარება, რომელიც დაკავშირებულია ამ შეთანხმების დარღვევასთან, შეწყვეტასთან ან მის ბათილად ცნობასთან, მოხდება უშუალოდ ამ შეთანხმების მხარეებს შორის მოლაპარაკებების გზით.     მუხლი 8🔗 წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღეს. შესრულებულია თბილისში, 2009 წლის 30 მარტს, ორ დედნად, თითოეული გერმანულ და ქართულ ენაზე. ამასთან, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის დანართი პროექტის ხარისხის უზრუნველყოფა ხდება ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების საფუძველზე. შესაბამისად, მითითებული ინდიკატორები განსაზღვრავენ მოხსენებითი ანგარიშის შინაარსსა და მოცულობას. 1. პროექტის სასტარტო წინაპირობები შესრულდა. ინდიკატრები: - არსებობს სამართლებრივი ძალის მქონე თანხმობა მონაცემთა დაცვის ცენტრისათვის ფართის გამოყოფის შესახებ. - არსებობს საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წერილობითი დასტურის გამოყოფილი ფართის ვარგისიანობის შესახებ. 2. არსებობს მონაცემთა გაცვლის საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) კონცეფციის დასაბუთება. ინდიკატორები: - არსებობს მონაცემთა გაცვლის შესაბამისი IT კონცეფციის აღწერილობა წერილობითი სახით. - საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ მოხდა მონაცემთა გაცვლის IT კონცეფციის პრაქტიკაში დემონსტრირება შესაბამისი ტესტური სისტემის გამოყენებით. 3. დასრულდა ოთახის მოწყობა. ინდიკატორები: - უსაფრთხოების ოთახის მოწყობა წარმატებით დასრულდა. - მონაცემთა მიბმა დაწესებულებების ქსელთან დასრულდა. - ფუნქციონირებს მონაცემთა მთავარ ცენტრთან დამაკავშირებელი ლინკი (ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი). 4. IT-სა და ქსელის კომპონენტების მოწყობა დასრულდა. ინდიკატორები: - ინსტალირებულია IT მოწყობილობების კარადები, გაგრილების სისტემა და ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობები. - სრულად მოწყობილია სასერვერო და მონაცემთა შენახვის ინფრასტრუქტურა. - სრულად მოწყობილია საქსელო და SAN-ინფრასტრუქტურა. 5. დანადგარი ექსპლუატაციაში შევიდა. ინდიკატორები: - მოხდა IT და ქსელის კომპონენტების ინსტალირება და კონფიგურირება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მითითებათა შესაბამისად.  IT-ის პროცედურები შედგენილ იქნა შემსრულებლის მიერ ტენდერის შესაბამისად. - IT-ის პროცედურები შემოწმებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ. - სისტემა სრულად ფუნქციონირებს. 6. დანადგარი გადაეცა საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს. ინდიკატორები: - დანადგარის სრულყოფილი დოკუმენტაცია წარმოდგენილია წერილობითი სახით. - დასრულდა საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს IT-თანამშრომლების მომზადება მოთხოვნის შესაბამისად. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანამშრომლები მოხსენებით ანგარიშს წერილობით, ინგლისურ ენაზე წარუდგენენ შპს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებას (GTZ). პროექტის საწყის ეტაპზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო და შპს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ) შეთანხმდნენ მოხსენებითი ანგარიშების წარგენის ვადებს შეთანხმების პირველი მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადების შესაბამისად. მე-2 და მე-5 კრიტერიუმების ინდიკატორებთან დაკავშირებით მოხსენებითი ანგარიში ადგილზე გაკეთდება,. ანგარიშებს დარჩენილ კრიტერიუმებთან/ინდიკატორებთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო დროულად გადასცემს შპს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებას (GTZ).