შეთანხმება შავი ზღვის სანაპირო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შესახებ საზღვაო საძიებო და სამაშველო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით

მიღების თარიღი 27.11.1998
ძალაში შესვლა 24.04.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480390000.03.030.000764
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 04/05/2010
matsne.gov.ge 1,141 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.11.1998 მიღება
24.04.2010 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება შავი ზღვის სანაპირო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შესახებ საზღვაო საძიებო და სამაშველო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 55.3pt 56.7pt 60.0pt;} div.Section1 {page:Section1;} შეთანხმება შავი ზღვის სანაპირო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შესახებ საზღვაო საძიებო და სამაშველო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობა, საქართველოს მთავრობა, რუმინეთის მთავრობა, რუსეთის ფედერაციის მთავრობა, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა, უკრაინის მთავრობა, შემდეგომში „მხარეებად” წოდებულნი, ითვალისწინებენ რა საზღვაო საძიებო და სამაშველო სამუშაოების შესახებ 1979 წლის საერთაშორისო კონვენციის მიზნებსა და შესაბამის დებულებებს; აღიარებენ რა, რომ შავი ზღვის სანაპირო ქვეყნებს შორის მაღალი დონის თანამშრომლობა აუცილებელია რეგიონში საზღვაო საძიებო და სამაშველო სამუშაოთა ( SAR) გეგმის შემუშავების მიზნით, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო გეგმის ნაწილს. აღიარებენ რა ასევე, რომ ჰაერსანაოსნო სფეროში საძიებო და სამაშველო მომსახურება ხორციელდება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ 1944 წლის კონვენციის შესაბამისად. აღიარებენ რა ორმხრივი და/ან მრავალმხრივი შეთანხმებების ან ხელშეკრულებების შემუშავების გადაუდეველ საჭიროებას საზღვაო საძიებო და სამაშველო მომსახურების გაწევისა და კოორდინაციის, და ასევე შავი ზღვის სანაპირო სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის განვითარების მიზნით, რაც მიზნად ისახავს საზღვაო საძიებო და სამაშველო სამუშაოების ეფექტურად წარმართვასა და აღნიშნულის შესახებ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას, შეთანხმდნენ შემდეგზე: გამოყენება     მუხლი 1🔗 წინამდებარე შეთანხმება არეგულირებს მხარეთა შორის თანამშრომლობას შავ ზღვაში საძიებო და სამაშველო მომსახურების განხორციელების პროცესში. წინამდებარე შეთანხმების 1 დანართში მოცემულია თითოეული მხარის ის კომპეტენტური ორგანოები, რომელთაც ევალებათ წინამდებარე შეთანხმების პრაქტიკული განხორციელება. მხარეები აცნობებენ ერთმანეთს კომპეტენტური ორგანოების სიაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილებების შესახებ. იურისდიქცია     მუხლი 2🔗 წინამდებარე შეთანხმების არცერთი პუნქტი არ ზღუდავს მხარის იმ უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც გამომდინარეობს სხვა ორმხრივი და/ან მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმებებიდან, რომლებშიც ეს მხარე მონაწილეობს. ტერმინოლოგია     მუხლი 3🔗 წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის გამოიყენება საზღვაო საძიებო და სამაშველო მომსახურების შესახებ 1979 წლის საერთაშორისო კონვენციის დანართის პირველი თავის ტერმინები და განსაზღვრებები. რეაგირება     მუხლი 4🔗 იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარის სამაშველო მომსახურების საკოორდინაციო ცენტრი ( RCC) წარმოადგენს მოთხოვნას საძიებო და სამაშველო სამუშაოების განხორციელების შესახებ, ასეთი მოთხოვნის მიმღები სამაშველო მომსახურების საკოორდინაციო ცენტრი თავისი შესაძლებლობის ფარგლებში დაუყოვნებელ რეაგირებას მოახდენს ასეთ მოთხოვნაზე. კოორდინაცია და თანამშრომლობა     მუხლი 5🔗 საძიებო და სამაშველო რაიონები ( SRRs) შეიქმნება მხარეთა შორის ორმხრივი და/ან მრავალმხრივი შეთანხმებების დადების გზით. მხარეები ერთმანეთს აცნობებენ ასეთი შეთანხმებების დადებისა და საძიებო და სამაშველო რაიონების შექმნის შესახებ. მხარეები კოორდინაციისა და თანამშრომლობის გზით უზრუნველყოფენ საზღვაო საძიებო და სამაშველო მომსახურებას ერთობლივად ან იმის მიხედვით, თუ რომელი მხარე უფრო ადრე მივა შემთხვევის ადგილზე, სადაც საზღვაო საძიებო და სამაშველო სამუშაოები უნდა ჩატარდეს. მხარის მიერ გარკვეულ ტერიტორიაზე საზღვაო საძიებო და სამაშველო სამუშაოების განხორციელება ამ მხარისთვის მომავალში არ წარმოშობს რაიმე უფლებებს ან პრივილეგიებს ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით. საძიებო და სამაშველო რაიონების საზღვრების დელიმიტაცია არ არის დაკავშირებული და გავლენას არ ახდენს შავი ზღვის სანაპირო სახელმწიფოებს შორის დელიმიტირებულ საზღვრებზე. მხარეები უზრუნველყოფენ მჭიდრო და პრაქტიკულ თანამშრომობას საზღვაო და ჰაერსანაოსნო საძიებო და სამაშველო სამსახურებს შორის, რაც უზრუნველყოფს ეფექტური საძიებო და სამაშველო მომსახურების განხორციელების საძიებო და სამაშველო რაიონებში ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად. ტერიტორიაზე შეშვება     მუხლი 6🔗 გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მხარეთა შორის არსებობს სხვაგვარი შეთანხმება, თითოეულ მხარეს შეუძლია, თავისი ეროვნული კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, ნება დართოს მეორე მხარის სამაშველო ჯგუფებს დაუყოვნებლივ შევიდნენ მის ტერიტორიულ წყლებში ან ტერიტორიაზე ან ამ ტერიტორიის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეში, მხოლოდ საზღვაო შემთხვევის მსხვერპლთა მოძებნისა და გადარჩენილთა დახმარების მიზნით. ასეთ შემთხვევაში, საზღვაო საძიებო და სამაშველო მომსახურების კოორდინაცია განახორციელებს იმ მხარის სამაშველო მომსახურების საკოორდინაციო ცენტრი ( RCC), რომელიც სარგებლობს ნებადართული შესვლის ან ამ მხარის მიერ მინიჭებული სხვა მსგავსი უფლებამოსილებით. იმ მხარის სამაშველო ჯგუფი, რომელმაც მიიღო მეორე მხარის ტერიტორიულ წყლებში ან ტერიტორიაზე ან ამ ტერიტორიის ზემოთ საჰაერო სივრცეში შესვლის უფლება, ვალდებულია შეასრულოს ამ მხარის საძიებო და სამაშველო სამსახურის დირექტივები და დაუყოვნებლივ დაამყაროს ურთიერთობა ამ სამსახურთან. ინფორმაციის გაცვლა     მუხლი 7🔗 მხარეები გაცვლიან ინფორმაციას საზღვაო საძიებო და სამაშველო სამუშაოების განხორციელების პროცესში გამოყენებული მოწყობილობებისა და აპარატურის, მათი მუშაობის სპეციფიკისა და ხელმისაწვდომობის შესახებ, მხარეებს შეუძლიათ გაცვალონ ინფორმაცია სამუშაო გეგმებისა და იმ ღონისძიებათა ნუსხის შესახებ, რომლებიც უნდა გატარდეს სხვადასხვა სახის ინციდენტთა შედეგების აღმოსაფხვრელად. წვრთნა     მუხლი 8🔗 მხარეები ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებას საზღვაო საძიებო და სამაშველო წვრთნების ჩატარების შესახებ. ამგვარი წვრთნები გულისხმობს საავარიო სიტუაციების ხელოვნურად შექმნას, რაც მიზნად ისახავს საზღვაო საძიებო და სამაშველო ორგანიზაციების მომზაებას, რათა მათ შესძლონ ერთობლივად მუშაობა, აუცილებლობის შემთხვევაში ჰაერსანაოსნო საძიებო და სამაშველო ორგანიზაციების მონაწილეობით. წარმომადგენელთა შეხვედრა     მუხლი 9🔗 მხარეთა კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლები შეიკრიბებიან აუცილებლობის შემთხვევაში და არანაკლებ წელიწადში ერთხელ თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისა და ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით. აუცილებლობის შემთხვევაში, მხარეები ჩაატარებენ რეგიონულ კონფერენციებს რეგიონში საზღვაო საძიებო და სამაშველო მომსახურების ეფექტური და ქმედითი კოორდინაციის მიზნით.     მუხლი 10🔗 ერთობლივი საზღვაო საძიებო და სამაშველო ოპერაციების, წვრთნებისა და შეხვედრების დროს, სამუშაო ენა იქნება ინგლისური. ფინანსური დებულებები     მუხლი 11🔗 თითოეული მხარე ვალდებულია თავად დაფაროს წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ხარჯები. მიერთება     მუხლი 12🔗 წინამდებარე შეთანხმება ღიაა ხელმოსაწერად შავი ზღვის სანაპირო სახელმწიფოებისთვის. ძალაში შესვლა     მუხლი 13🔗 წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა დეპოზიტარის მიერ მეექვსე სარატიფიკაციო სიგელის მიღებიდან ოცდაათი დღის შემდეგ. შესწორებები     მუხლი 14🔗 თითოეული მხარე წინამდებარე შეთანხმებაში შესწორეების შეტანასთან დაკავშირებულ წინადადებებს დეპოზიტარს წარუდგენს წერილობითი ფორმით. დეპოზიტარი ამ წინადადებებს გადაუგზავნის ყველა მხარეს. თუ წინადადების გადაგზავნიდან სამი თვის განმავლობაში არც ერთი მხარე წერილობითი ფორმით არ აცნობებს დეპოზიტარს, რომ მისთვის მიუღებელია შესწორების შეტანასთან დაკავშირებული წინადადება, შესწორება ჩაითვლება მიღებულად. წინადადებასთან დაკავშირებით უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში, მხარეები აცნობებენ დეპოზიტარს მხარს უჭერენ თუ არა ისინი მხარეთა კონფერენციის მოწვევას შესწორების შეტანასთან დაკავშირებით წარმოდგენილი წინადადების განხილვის მიზნით. დეპოზიტარი მხარეთა კონფერენციას გამართავს, თუ ამას მოითხოვს მხარეთა ორი მესამედი. მხარეთა კონფერენცია დაამტკიცებს მისთვის განსახილველად გადაცემულ ნებისმიერ შესწორებას კონსენსუსის გზით. შესწორება ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების მე-13 მუხლში გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად. შეთანხმებიდან გასვლის ვადები და პროცედურა     მუხლი 15🔗 წინამდებარე შეთანხმება ძალაში რჩება განუსაზღვრელი ვადით. მხარეებს შეუძლიათ წინამდებარე შეთანხმებიდან გასვლა დეპოზიტარისთვის თავიანთი განზრახვის შესახებ შეტყობინების მიწოდებიდან 12 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ მიზნით დადგენილია უფრო გვიანდელი პერიოდი. დეპოზიტარი სხვა მხარეებს აცნობებს აღნიშნული შეტყობინების შესახებ და შეთანხმებიდან გასვლის ძალაში შესვლამდე, მოიწვევს მხარეთა კონფერენციას მოქმედების მომავალი კურსის განხილვის მიზნით. დანართების სტატუსი     მუხლი 16🔗 წინამდებარე შეთანხმების დანართები წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. ნებისმიერი მითითება წინამდებარე შეთანხმებაზე გულისხმობს მითითებას მის დანართებზეც. დეპოზიტარი     მუხლი 17🔗 წინამდებარე შეთანხმების დეპოზიტარს წარმოადგენს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა. შესრულებულია ანკარაში 1998 წლის 27 ნოებმერს, ერთ ეგზემპლარად, ინგლისურ ენაზე. დეპოზიტარი მხარეებს და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს გადასცემს წინამდებარე შეთანხმების დამოწმებულ ასლებს. ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით საქართველოს მთავრობის სახელით რუმინეთის მთავრობის სახელით რუსეთის ფედერაციის მთავრობის სახელით თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით უკრაინის მთავრობის სახელით დანართი I თითოეული მხარის საზღვაო ადმინისტრაციული ორგანოები ბულგარეთის რესპუბლიკა   - ტრანსპორტის სამინისტრო საქართველო - საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს საზღვაო ადმინისტრაცია რუმინეთი  - ტრანსპორტის სამინისტრო რუსეთის ფედერაცია - რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს საზღვაო ადმინისტრაცია თურქეთის რესპუბლიკა - პრემიერ-მინისტრის ოფისი, საზღვაო საქმეთა სამსახური უკრაინა - ტრანსპორტის სამინისტრო