აფხაზეთიდან დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.02.2011
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 280120000.32.061.016002
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 150211, 15/02/2011
matsne.gov.ge 1,536 სიტყვა · ~8 წთ

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთიდან დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:35.95pt 37.3pt 35.95pt 48.2pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} აფხაზეთის მთავრობის დადგენილება №1 2011 წლის 10 თებერვალი ქ. თბილისი აფხაზეთიდან დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ’’ აფხაზეთის კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიის აფხაზეთიდან დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის მიზნით: 1. დამტკიცდეს თანდართული „აფხაზეთიდან დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი“. 2. რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა (კ. სალია), კვარტალში ერთხელ, აფხაზეთის მთავრობას წარუდგინოს ანგარიში ერთჯერადი დახმარებების გაცემის შესახებ. 3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე უზრუნველყოს აფხაზეთის მთავრობის აპარატმა (მ. თორია). 4. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. მთავრობის თავმჯდომარე გ. ბარამია აფხაზეთიდან დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. „აფხაზეთიდან დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი” (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ’’ აფხაზეთის კანონის 28-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოსა და აფხაზეთის მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 2. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ’’ აფხაზეთის კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიის აფხაზეთიდან დევნილთათვის ერთჯერადი დახმარებების გაცემის მიზნით, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობებში (აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობა, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობა), წარმომადგენლობათა ხელმძღვანელების მიერ იქმნება კომისიები რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრთან შეთანხმებით. 3. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობების, საქართველოსა და აფხაზეთის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად.     მუხლი 2🔗. ერთჯერადი დახმარება და მისი მიღების უფლება 1. ამ წესის მიზნებისათვის ერთჯერადი დახმარება არის ფულადი გასაცემელი, რომლის ოდენობა და მიმღებ პირთა წრე განსაზღვრულია აფხაზეთის კანონით „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ’’. 2. ერთჯერადი დახმარება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით. 3. ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება ეძლევათ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ’’ აფხაზეთის კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებულ კატეგორიას მიკუთვნებულ აფხაზეთიდან დევნილ საქართველოს მოქალაქეებს (ოჯახებს).     მუხლი 3🔗. ერთჯერადი დახმარების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია 1. ერთჯერადი დახმარების მიღების მაძიებელმა პირებმა (ოჯახებმა) განცხადებით უნდა მიმართონ კომისიებს და წარუდგინონ მათ შესაბამისი დოკუმენტაცია ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიების მიხედვით: ა) პირველი ჯგუფის ინვალიდებზე – ერთჯერადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით – წარმოდგენილ უნდა იქნეს: – პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); – დევნილის მოწმობა (ასლი); – სამედიცინო-საექსპერტო კომისიის დასკვნა (ასლი) ან ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა (ასლი), გაცემული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1058 ბრძანებულებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად; – განმცხადებლის (ბენეფიციარის) ლიბერთი (ყოფილი სახალხო) ბანკის პლასტიკური ბარათი (ასლი).  ბ) მეორე მსოფლიო ომის ინვალიდებზე – ერთჯერადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით – წარმოდგენილ უნდა იქნეს: – პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); – დევნილის მოწმობა (ასლი); – ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა (ასლი), გაცემული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1058 ბრძანებულებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად; – განმცხადებლის (ბენეფიციარის) ლიბერთი (ყოფილი სახალხო) ბანკის პლასტიკური ბარათი (ასლი). გ) მარჩენალდაკარგულებზე – ერთჯერადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით – წარმოდგენილ უნდა იქნეს: – პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); – დევნილის მოწმობა (ასლი); – ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა (ასლი), გაცემული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1058 ბრძანებულებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად; – გარდაცვალების მოწმობა (ასლი); – საჭიროების შემთხვევაში გარდაცვლილის ქორწინების და/ან დაბადების მოწმობა (ასლი); – განმცხადებლის (ბენეფიციარის) ლიბერთი (ყოფილი სახალხო) ბანკის პლასტიკური ბარათი (ასლი), თანხა გაიცემა გარდაცვლილის ოჯახის ერთ წევრზე. დ) ომში დაღუპულთა ოჯახზე – ერთჯერადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით – წარმოდგენილ უნდა იქნეს: – პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); – დევნილის მოწმობა (ასლი); – ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა (ასლი), გაცემული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1058 ბრძანებულებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად; – გარდაცვალების მოწმობა (ასლი); – საჭიროების შემთხვევაში გარდაცვლილის ქორწინების და/ან დაბადების მოწმობა (ასლი); – განმცხადებლის (ბენეფიციარის) ლიბერთი (ყოფილი სახალხო) ბანკის პლასტიკური ბარათი (ასლი), თანხა გაიცემა დაღუპულის ოჯახის ერთ წევრზე. ე) დედ-მამით ობოლ არასრულწლოვნებზე – ერთჯერადი დახმარება თითოეულზე 100 (ასი) ლარის ოდენობით – წარმოდგენილ უნდა იქნეს: – ობოლი ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი); – ობოლი ბავშვის დევნილის მოწმობა (ასლი); – მეურვის პირადობის მოწმობა (ასლი); – არსებობის შემთხვევაში – მეურვის დევნილის მოწმობა (ასლი); – მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); – განმცხადებლის (ბენეფიციარის) ლიბერთი (ყოფილი სახალხო) ბანკის პლასტიკური ბარათი (ასლი). ვ) ოთხი და მეტი არასრულწლოვანშვილიან ოჯახებზე – ერთჯერადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით – წარმოდგენილ უნდა იქნეს: – მშობლების პირადობის მოწმობები (ასლი); – განმცხადებლის (მშობლის) დევნილის მოწმობა (ასლი); – ბავშვების დაბადების მოწმობები (ასლი); – განმცხადებლის (ბენეფიციარის) ლიბერთი (ყოფილი სახალხო) ბანკის პლასტიკური ბარათი (ასლი). ზ) 100 წელს გადაცილებულებზე – ერთჯერადი მატერიალური დახმარება თითოეულზე 100 (ასი) ლარის ოდენობით – წარმოდგენილ უნდა იქნეს: – პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); – დევნილის მოწმობა (ასლი); – განმცხადებლის (ბენეფიციარის) ლიბერთი (ყოფილი სახალხო) ბანკის პლასტიკური ბარათი (ასლი). თ) უნარშეზღუდულ ბავშვებზე და ბავშვობიდან ინვალიდზე – ერთჯერადი დახმარება თითოეულზე 100 (ასი) ლარის ოდენობით – წარმოდგენილ უნდა იქნეს: – ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან დაბადების მოწმობა (ასლი); – ბენეფიციარის დევნილის მოწმობა (ასლი); – სამედიცინო-საექსპერტო კომისიის დასკვნა (ასლი); – მშობლების (მეურვის) პირადობის დამადასტურებელი და დევნილის (არსებობის შემთხვევაში) მოწმობები (ასლი); – განმცხადებლის (ბენეფიციარის) ლიბერთი (ყოფილი სახალხო) ბანკის პლასტიკური ბარათი (ასლი). ი) სხვა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე – კომისიის გადაწყვეტილებით არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა, პროგრამის მოცულობის 10% ფარგლებში – კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე, წარმოდგენილ უნდა იქნეს კომისიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია.     მუხლი 4🔗. კომისიის უფლება-მოვალეობანი 1. ერთჯერადი დახმარების მისაღებად განცხადებების მიღება წარმოებს აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების იურიდიულ მისამართებზე. 2. ერთჯერადი დახმარების მიღების მაძიებელთა განცხადებების რეგისტრაცია ხდება შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში, რომელშიც მითითებულ უნდა იქნეს: განცხადების რიგითი ნომერი და შემოსვლის თარიღი, განმცხადებლის გვარი, სახელი მამის სახელი და პირადი ნომერი, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, დაბადების თარიღი და ადგილი, დროებითი მისამართი, საოჯახო ნომერი, შესაბამისი კატეგორია, დევნილის პირადი ნომერი, საკონტაქტო ტელეფონი. 3. ჟურნალი უნდა იყოს დანომრილი და ზონარგაყრილი, დამოწმებული კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერითა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ბეჭდით. 4. ამ წესის მე-3 მუხლში მითითებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, იხსნება ერთჯერადი დახმარების მაძიებლის პირადი ბარათი, რომლის ნომერი უნდა ემთხვეოდეს განმცხადებლის სარეგისტრაციო ჟურნალში მითითებულ დახმარების მაძიებლის რიგით ნომერს და რომელშიც შეტანილ იქნება შემდეგი მონაცემები: ბარათის ნომერი, გვარი, სახელი, მამის სახელი, მუდმივი და დროებითი მისამართი, პირადი და დევნილის ნომერი, კატეგორია, საკონტაქტო ტელეფონი. პირად ბარათს თან დაერთვება განცხადება და წარმოდგენილი დოკუმენტაცია და იკვრება ერთ საქმედ. 5. დაუშვებელია ერთსა და იმავე პირზე (ოჯახზე) ორ ან მეტჯერ ერთჯერადი დახმარების გაწევა.     მუხლი 5🔗. კომისიის სტრუქტურა და მუშაობის რეგლამენტი 1. კომისია თავის უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის სხდომებზე ყოველი თვის ბოლო სამუშაო კვირას. თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას კომისია ხელმძღვანელობს დამოუკიდებლობის, კანონიერების, სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით. 2. კომისიას ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც ამავდროულად შეიძლება იყოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 3. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 4. გადაწყვეტილების მიღება ხდება კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 5. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ: კომისიის თავმჯდომარე, კომისიის წევრები და კომისიის მდივანი. 6. კომისიის თავმჯდომარე: ა) წარმართავს კომისიის მუშაობას; ბ) განსაზღვრავს კომისიის სხდომების დღის წესრიგსა და უზრუნველყოფს სხდომაზე დღის წესრიგში შემავალი საკითხების განხილვას; გ) თავმჯდომარეობს კომისიის სხდომებს; დ) ზედამხედველობს კომისიის წევრების მიერ მოვალეობათა შესრულებას; ე) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; ვ) კომისია გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშვალდებულია რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის წინაშე და ყოველკვარტალურად წარუდგენს მას ინფორმაციას გაცემული დახმარების შესახებ. 7. კომისია სათანადო მასალების განხილვის შედეგად იღებს სათანადო გადაწყვეტილებას ერთი თვის ვადაში.     მუხლი 6🔗. გადაწყვეტილების გასაჩივრება კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 7🔗. აფხაზეთიდან დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესში ცვლილებების შეტანა აფხაზეთიდან დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.