აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება–სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამმართველოს ლიკვიდაციის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
010320000.32.061.016003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 150211, 15/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (5 მუხლი)

აფხაზეთის მთავრობის

დადგენილება№2

2011წლის10 თ ე ბერვალი

ქ. თბილისი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამმართველოს ლიკვიდაციის შესახებ

მუხლი 1. „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის 141 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირის სურსათის ეროვნული სააგენტოს ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით:

1. ლიკვიდირებულ იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამმართველო.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის მთავრობის 2006 წლის 15 ნოემბრის №38 დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აგრარულ საკითხთა დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამმართველოს შექმნის შესახებ“ (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე №26, 16.11.2006წ., მუხლი 68) და აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 14 სექტემბრის №15 დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე №12, 16.09.2009წ., მუხლი 18).

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტმა (გ.ესაკია) ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთ თვეში უზრუნველყოს:

ა) ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამმართველოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებათა განხორციელება;

ბ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 30 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილებ ი ს შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის მთავრობის დადგენილების პროექტის წარმოდგენა.

მუხლი 2. აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტრომ (ნ.ჩხარტიშვილი) უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამმართველოს ბალანსზე რიცხული ქონების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.

მუხლი 3. ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით აფხაზეთის ფინანსთა სამინისტრომ (თ.კვარაცხელია) წარმოადგინოს აფხაზეთის კანონის პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ.“

მუხლი 4. დადგენილების პირველი მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.

მუხლი 5. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარე გ. ბარამია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება–სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამმართველოს ლიკვიდაციის შესახებ“?
დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება–სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამმართველოს ლიკვიდაციის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.02.2011.
როდის იქნა მიღებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება–სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამმართველოს ლიკვიდაციის შესახებ“?
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება–სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამმართველოს ლიკვიდაციის შესახებ“ მიღებულია 10.02.2011. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2. სარეგისტრაციო კოდი — 010320000.32.061.016003.
რამდენი მუხლისგან შედგება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება–სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამმართველოს ლიკვიდაციის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება–სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამმართველოს ლიკვიდაციის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.02.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება–სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამმართველოს ლიკვიდაციის შესახებ“, №2, 10.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 010320000.32.061.016003 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1204753/