შეთანხმება საქართველოს მთავრობას და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის ფოთი/ბათუმის (საქართველო) და ქერჩის (უკრაინა) ნავსადგურებს შორის პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლის ორგანიზების შესახებ

მიღების თარიღი 26.09.2007
ძალაში შესვლა 16.04.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000694
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 28/05/2008
matsne.gov.ge 1,124 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.09.2007 მიღება
16.04.2008 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობას და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის ფოთი/ბათუმის (საქართველო) და ქერჩის (უკრაინა) ნავსადგურებს შორის პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლის ორგანიზების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.BalloonTextChar { } @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის ფოთი/ბათუმის (საქართველო) და ქერჩის (უკრაინა) ნავსადგურებს შორის პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლის ორგანიზების შესახებ საქართველოს მთავრობა და უკრაინის მინ iსტრთა კაბინეტი, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, ეფუძნებიან რა , თანასწორუფლებიანი პარტნიორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს, აღიარებენ რა , ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების, აგრეთვე საქართველოს , და უკრაინის ნავსადგურებს შორის შერეული (კომბინირებული) და სარკინიგზო-საბორნე გადაზიდვების აუცილებლობას, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 ამ შეთანხმების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: 1. „მხარეთა კომპეტენტური ორგანოები“:  – საქართველოს მთავრობის სახელით: ეკონომიკური განვითარების სამინისტრო; –    უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სახელით: ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტრო. ზემოაღნიშნული კომპეტენტური ორგანოების სახელწოდებაში ან ფუნქციებში ცვლილებების შეტანის შესახებ მხარეები ერთმანეთს აცნობებენ დიპლომატიური არხების მეშვეობით. 2. „მხარეთა რკინიგზები“:  – საქართველოს მხრიდან – შპს „საქართველოს რკინიგზა“;  – უკრაინის მხრიდან – რკინიგზის სახელმწიფო ადმინისტრაცია („უკრზალიზნიცა“). 3. „მხარეთა საწარმოები“: საწარმოები, რომლებიც ახორციელებენ და უზრუნველყოფენ პირდაპირ საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლას: რკინიგზები, ნავსადგურები, გემთმფლობელები და სხვა იურიდიული ან ფიზიკური პირები, რომლებიც შექმნილია და/ან რეგისტრირებულია ნებისმიერი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად და რომელთაც, ამ მხარის სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, უფლება აქვთ გასწიონ მომსახურება სარკინიგზო, საზღვაო ტრანსპორტით და რომლებიც მონაწილეობენ გადაზიდვების განხორციელებაში წინამდებარე შეთანხმებისა და ტვირთის გადაზიდვის წესების პირობების თანახმად ფოთი/ბათუმის (საქართველო) და ქერჩის (უკრაინა) ნავსადგურებს შორის პირდაპირ საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლაში.     მუხლი 2🔗 1. მხარეები თანამშრომლობენ და აღმოუჩენენ ერთმანეთს აუცილებელ დახმარებას ფოთი/ბათუმისა (საქართველო) და ქერჩის (უკრაინა) ნავსადგურებს შორის პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლის ორგანიზებაში. 2. ტვირთების გადაზიდვისას, მხარეები ეყრდნობიან მხარეთა სახელმწიფოების ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო შეთანხმებებს, რომეთა მონაწილენიც არიან მხარეთა სახელმწიფოები. 3. თითოეული მხარე, საკუთარი სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში, უზრუნველყოფს აუცილებელ პირობებს ტვირთის დაუბრკოლებლად გადაზიდვისათვის, მოძრავი შემადგენლობის გაშვებისათვის როგორც ტერიტორიაზე, ასევე მხარეთა სახელმწიფოების ტერიტორიიდან, აგრეთვე ტრანზიტად მათი ტერიტორიების გავლით მესამე ქვეყანაში. 4. მხარეთა კომპეტენტური ორგანოები აცნობებენ ერთმანეთს თავიანთი სახელმწიფოების ეროვნულ კანონმდებლობაში, ტვირთის ტრანსპორტირებისა და მოძრავი შემადგენლობის გაშვების პირობებთან დაკავშირებით, ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ გადაზიდვაზე ამ შეთანხმების შესაბამისად და აუცილებლობის შემთხვევაში, ატარებენ კონსულტაციებს მხარეთა სახელმწიფოების ეროვნულ კანონმდებლობების ჰარმონიზების შესაძლო მიმართულებებთან დაკავშირებით. 5. მხარეთა საბაჟო, სასაზღვრო და სხვა სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან ფოთი/ბათუმის (საქართველო) და ქერჩის (უკრაინა) ნავსადგურებს შორის საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლაში ტვირთის გადაზიდვისას კონტროლი ხორციელდება თავიანთი სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. 6. მხარეთა კომპეტენტური ორგანოების უზრუნველყოფენ ერთმანეთის დაუყოვნებლივ ინფორმირებას წინააღმდეგობების წარმოქმნის შესახებ ფოთი/ბათუმის (საქართველო) და ქერჩის (უკრაინა) ნავსადგურებს შორის გადაზიდვის განსახორციელებლად პირდაპირ საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლაში, და აუცილებლობის შემთხვევაში, იღებენ ერთობლივ ზომებს ამ წინააღმდეგობების აღმოფხვრისათვის.     მუხლი 3🔗 1. ტვირთის გადაზიდვა პირდაპირ სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლაში ფოთი/ბათუმისა (საქართველო) და ქერჩის (უკრაინა) ნავსადგურებს შორის რეგულირდება წინამდებარე შეთანხმების დებულებებით და „ტვირთის გადაზიდვის წესებით პირდაპირ საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლაში ფოთი/ბათუმისა (საქართველო) და ქერჩის (უკრაინა) ნავსადგურებს შორის“, რომელთაც ხელი მოეწერება მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ. 2. ტვირთის გადასაზიდად პირდაპირ საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლაში ფოთი/ბათუმისა (საქართველო) და ქერჩის (უკრაინა) ნავსადგურებს შორის გამოიყენება ერთიანი გადაზიდვის დოკუმენტი – ზედნადები, რომელიც გათვალისწინებულია „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებით“ (სმგს). 3. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა რეალიზაციისათვის საჭირო მოქმედებების კოორდინაციისა და ოპერატიული მართვის უზრუნველყოფის მიზნით იქმნება ფოთი/ბათუმისა (საქართველო) და ქერჩის (უკრაინა) სარკინიგზო-საბორნე გადასასვლელის ექსპლუატაციის საბჭო, შემდგომში „ექსპლუატაციის საბჭო“, რომელიც შედგება მხარეების საწარმოთა წარმომადგენლებისგან. 4. ექსპლუატაციის საბჭოს საქმიანობა ხორციელდება ექსპლუატაციის საბჭოს დებულების შესაბამისად, რომელიც მტკიცდება მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ.     მუხლი 4🔗 1. ვაგონებში ტვირთის გადაზიდვის უზრუნველსაყოფად ფოთი/ბათუმისა (საქართველო) და ქერჩის (უკრაინა) ნავსადგურებს შორის პირდაპირ სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლაში გამოიყენება სატვირთო ვაგონები, რომელთა ლიანდის სიგანე 1520 მმ-ია. 2. სატვირთო ვაგონებისა და კონტეინერების ექსპლუატაცია, აღრიცხვა და ურთიერთანგარიშსწორება მათი გამოყენებისათვის, რეგლამენტირებულია შეთანხმებით საერთაშორისო პირდაპირ სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლაში ფოთი/ბათუმის (საქართველო) და ქერჩის (უკრაინა) ნავსადგურებს შორის სატვირთო ვაგონების ექსპლუატაციისა და ორგანიზების შესახებ, გაფორმებულია მხარეთა დანიშნული საწარმოების მიერ. მხარეთა რკინიგზების მიერ შემუშავებული იქნება პირდაპირ საერთაშორისო-საბორნე მიმოსვლაში ფოთი/ბათუმის (საქართველო) და ქერჩის (უკრაინა) ნავსადგურებს შორის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების, ლატვიის რესპუბლიკის, ლიტვის რესპუბლიკის, ესტონეთის რესპუბლიკის სარკინიგზო ადმინისტრაციების კუთვნილი სატვირთო ვაგონებისა და კონტეინერების ექსპლუატაციის წესები.     მუხლი 5🔗 მხარეთა რკინიგზებსა და საწარმოებს შეუძლიათ გააფორმონ ხელშეკრულებები, რომლებიც არეგულირებენ ტექნიკურ, საექსპლუატაციო და სხვა საკითხებს, ამ შეთანხმებიდან მხარეთა სახელმწიფოების საერთაშორისო ნორმებიდან და ეროვნული კანონმდებლობიდან გამომდინარე. აუცილებლობის შემთხვევაში, მხარეთა საწარმოები ამზადებენ და ექსპლუატაციის საბჭოს და/ან თავიანთი კომპეტენტური ორგანოების წინაშე განსახილველად წარმოადგენენ წინადადებებს სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლის დარგში ნორმატიულ-სამართლებრივ ბაზაში ცვლილებების შეტანის შესახებ.     მუხლი 6🔗 მხარეთა საწარმოები დამოუკიდებლად ახორციელებენ თავიანთი გემების, სანაპირო მისადგამი ნაგებობების, საბორნე ტერმინალების, ვაგონების, ლოკომოტივებისა და სხვა ქონების ექსპლუატაციას, რომელიც მათ ეკუთვნის, და გასწევენ მასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, ასევე პასუხისმგებელნი არიან პრეტენზიებსა და სარჩელებზე მხარეთა სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 7🔗 ფოთი/ბათუმისა (საქართველო) და ქერჩის (უკრაინა) ნავსადგურებს შორის საბორნე გემების მიმოსვლა ხორციელდება განრიგით. მოძრაობის განრიგის შედგენა და გამოქვეყნების წესი განისაზღვრება ექსპლუატაციის საბჭოს მიერ.     მუხლი 8🔗 მხარეები ხელს უწყობენ შეთანხმებული სატარიფო პოლიტიკის გატარებას, რომელიც მიმართულია ფოთი/ბათუმისა (საქართველო) და ქერჩის (უკრაინა) ნავსადგურებს შორის პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლის განვითარებისკენ.     მუხლი 9🔗 ფოთი/ბათუმისა (საქართველო) და ქერჩის (უკრაინა) ნავსადგურებს შორის პირდაპირ სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლაში საშიში ტვირთების, სპეციალური ქონებისა და იმ ტვირთების გადაზიდვა, რომელიც მოითხოვს გადაზიდვის განსაკუთრებულ პირობებს, ხორციელდება მხარეთა სახელმწიფოების ეროვნულ კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, რომელთა მონაწილენიც არიან მხარეები.     მუხლი 10🔗 ფოთი/ბათუმისა (საქართველო) და ქერჩის (უკრაინა) ნავსადგურებს შორის სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლისას, თანამშრომლობის საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტის მიზნით, მხარეთა საწარმოებს უფლება აქვთ მხარეთა სახელმწიფოების ტერიტორიაზე შექმნან წარმომადგენლობები.     მუხლი 11🔗 სარკინიგზო მომსახურების ხარჯებს სარკინიგზო ბორნის წინა პარკში ვაგონების ფორმირების დაწყების მომენტიდან საბორნე გემის ბორტზე ვაგონების დადების მომენტამდე, აგრეთვე საპირისპირო მიმართულებით, აანაზღაურებს ტვირთის მფლობელი (ექსპედიტორი) ტარიფებით დადგენილი წესით.     მუხლი 12🔗 ნებისმიერი დავა, რომელიც დაკავშირებული წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განმარტებებთან ან გამოყენებასთან, გადაწყდება მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შორის მოლაპარაკების გზით.     მუხლი 13🔗 წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ფორმდება დამატებითი ოქმებით, რომლებიც წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმების მე-14 მუხლის შესაბამისად.     მუხლი 14🔗 1. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის მხარეების მიერ დიპლომატიური არხების მეშვეობით ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან. 2. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებს 6 თვის განმავლობაში, იმ თარიღიდან, როდესაც ერთ-ერთი მხარე დიპლომატიური არხებით აცნობებს მეორე მხარეს ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე საკუთარი სურვილის შესახებ. ქვემორე ხელმომწერნი, თავიანთი შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადოდ უფლებამოსილნი, ხელს აწერენ ამ შეთანხმებას. შესრულებულია 2007 წლის 26 სექტემბერს,  ქ. თბილისში, სამ ეგზემპლარად უკრაინულ, ქართულ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე შეთანხმების განმარტებისას აზრთა სხვადასხვაობის წარმოქმნის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექტს რუსულ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)