ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 დეკემბრის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ №42 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
040110030.35.113.016032
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 230211, 23/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

  დადგენილება №7

2011 წლის 9 თებერვალი

ქ. ოზურგეთი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 დეკემბრის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“№42 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20მუხლის შესაბამისად,საკრებულომ დაადგინა:

1. შევიდეს ცვლილებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 დეკემბრის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“№42 დადგენილებაში (ს სმ V, 16.12.2010წ)და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2.,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ”საქართველოს კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მოძრავი ან უძრავი ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე.”.

ბ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. განმეორებით აუქციონზე მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საფასური შეიძლება 50%-ით შემცირდე ს, ხოლო თუ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა,საწყისი საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.“;

გ) მე-3 მუხლის მე-12 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტის მოთხოვნები’’;

დ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას,პრივატიზების განმახორციელებელ სუბიექტზე და საჯარო აუქციონში გამარჯვებულ პირის მიერ ხელმოწერილი საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას. სარგებლობის უფლებით აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით მუნიციპალიტეტის ქონების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება იდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და დაინტერესებულ პირს შორის’’.

ე) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირი,საჯარო აუქციონის ჩატარებ იდან30 კალენდარული დღის ვადაში იხდის სრულ თანხას. პირობებით გამოცხდებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში კი –პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ორ წელს. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენმა ოქმში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ საჯარო აუქციონზე დასახელებულ მუნიციპალიტეტის ქონების საბოლოო საფასურს, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსიით დადგენილი სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში,გამარჯვებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს ქირის ოდენობის გადახდა ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში’’;

ვ) მე-5 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. ოქმის (დაპირების) მოქმედების პერიოდში, ოქმით (დაპირებით) გათვალისწინებული საფასურის სრულად დაფარვამდე შემძენს ქონება გადაეცემა მფლობელობაში და სარგებლობაში, ხოლო აქციები ან წილი მა რ თვის უფლებით, თუ ოქმით (დაპირებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული’’;

ზ) მე-5 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10. მუნიციპალიტეტის მოძრავი და უძრავი ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მუნიციპალიტეტის ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისას, ხოლო აქციების ან წილების პრივატიზებისას–აგრეთვე საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსიით დადგენილი სარგებლობის უფლება გამარჯვებულ პირზე გადადის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტის ქონების შემძენმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.’’.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ა.მამეშვილი