გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 09.02.2011
ძალის დაკარგვა 11.02.2015
გამომცემი ორგანო გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.166.016029
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 220211, 22/02/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:27.0pt 42.5pt 35.95pt 81.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
გურჯაანის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №
6
2011 წლის 9 თებერვალი
ქ. გურჯაანი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ
“ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-
ე მუხლის 1-ლი
პუნქტის “პ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების წესი დანართის შესაბამისად (თან ერთვის).
2. დადგენილება ძლაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი
თავმჯდომარის მოადგილე ა. სირბილაშვილი
დანართი №1
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი შემუშავებულია “ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის და პირობიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების წესს.
2. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და პირობებს განსაზღვრავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე (შემდგომში – გამყიდველი’).
3. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს მყიდველს, რომელიც ვაჭრობის პროცესში გამყიდველს შესთავაზებს ყველაზე მაღალ ფასს, ხოლო თუ გამოცხადებულია პირობიანი აუქციონი, საკუთრების უფლება მიენიჭოს იმ მყიდველს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში გამყიდველს შესთავაზებს ყველაზე მაღალ ფასს.
4. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის და პირობიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით შექმნილი სააუქციონო კომისიის მეშვეობით.
5. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონისა და პირობიანი ფორმით პრივატიზებისას, საწყისი გასაყიდი ფასი გამყიდველის მიერ განისაზღვრება “სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად.
6. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქონების მყიდველი შეიძლება იყოს საქართველოს ან სხვა ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
7. აუქციონი და პირობიანი აუქციონი ცხადდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ინიციატივით.
8. აუქციონის და პირობიანი აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის,
აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.
9. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი შეიცავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებსა და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. აუქციონში და პირობიან აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების მოწმობის ტიპურ ფორმებს ამტკიცებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მუხლი 2🔗. აუქციონის ორგანიზება
1. აუქციონის და პირობიანი აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს გამყიდველი – გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მეშვეობით.
2. გამყიდველი „სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილი წესით უზრუნველყოფს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის
ან/და პირობიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებისა და გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის განთავსებას შესაბამის ინტერნეტგვერდზე, ადგილობრივ ან სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოშვებაში.
3. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ან/და პირობიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილება და გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება აუქციონის ჩატარების დათქმულ თარიღამდე არანაკლებ 15 კალენდარული დღით ადრე, ხოლო მოძრავი ნივთის შემთხვევაში – არანაკლებ 5 კალენდარული დღით ადრე.
4. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქონების – უძრავი ნივთის განმეორებით გამოცხადებული ან/და ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით პრივატიზებისას გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ან/და პირობიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილება და გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება აუქციონის ჩატარების დათქმულ თარიღამდე არანაკლებ 10 კალენდარული დღით ადრე.
5. გამყიდველი ვალდებულია, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ან/და პირობიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილება და გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია გამოაქვეყნოს ადგილობრივ ბეჭდვით ორგანოსა და გაზეთ „24 საათში’’ ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებული ვადების დაცვით.
6. გამოსაქვენებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) გამყიდველის დასახელებას;
ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს (აუქციონის პირობებით გამოცხადების შემთხვევაში);
გ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრებისა და აუქციონის დამთავრების თარიღს;
ე) ბეს რაოდენობას, რომელიც განისაზღვრება საპრივატიზებო ქონების საწყისი სააუქციონო ფასის 30%-ით, ბიჯის სიდიდესა და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს გამყიდველი;
ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;
ზ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც გამყიდველი ჩათვლის მიზანშეწონილად.
7. აქციების ან აქციების პაკეტის (წილი) გაყიდვის შემთხ
ვევაში ინფორმაცია დამატებით
უნდა შეიცავდეს:
ა) იურიდიული პირის დასახელებას და იურიდიულ მისამართს;
ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;
გ) ერთი აქციის მინიმალურ ღირებულებას;
დ) აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყის ფასს და წილს საზოგადოების საწესდებო კაპიტალში.
8. მყიდველს უფლება აქვს, მიიღოს გასაყიდი ქონების შესახებ გამყიდველის ხელთ არსებული კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ინფორმაცია.
9. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს
გაეცნოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ქონებას.
10. აუქციონი ან პირობიანი აუქციონი არშემდგარად გამოცხადდება თუ:
ა) აუქციონში ან პირობიან აუქციონში მონაწილეობის სურვილი არ გამოთქვა არავინ;
ბ) აუქციონში ან პირობიან აუქციონში მონაწილეობის მისაღებად არ გამოცხადდა არც ერთი მსურველი;
გ) აუქციონის მონაწილე/მონაწილეები ესწრებოდნენ აუქციონს, მაგრამ არც ერთმა არ მიიღო მონაწილეობა სააუქციონო ვაჭრობაში.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დგება არშემდგარი აუქციონის შესახებ ოქმი, რომელსაც ხელმოწერით ამოწმებს სააუქციონე კომისია, ხოლო აუქციონის მონაწილისა და მონაწილეობის მსურველების მიერ შეტანილი “ბე’’ სრულად ირიცხება გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
12. აუქციონის შედეგები უქმდება,
თუ:
ა) აუქციონში გამარჯვებულმა დადგენილ ვადაში არ წარმოადგინა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქონების საბოლოო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის ოქმის ხელმოწერაზე;
გ) ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამყიდველი იღებს გადაწყვეტილებას აუქციონის შედეგების გაუქმების თობაზე;
დ) თუ აუქციონში მონაწილემ დაარღვია ნორმატიული აქტით განსაზღვრული აუქციონში მონაწილეობის წესი ან/და პირობები, მის მიერ შეტანილი “ბე’’ სრულად ირიცხება გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
13. გამყიდველი უფლებამოსილია, გადაავადოს ან ჩატარებამდე გააუქმოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ან/და პირობიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში აუქციონში მონაწილეს შეტანილი “ბე’’ უკან უბრუნდება.
14. თუ არ მოხდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ან/და პირობიანი აუქციონის ფორმით პრივატიზება, ამ ქონების შეცვლილი საწყისი ფასით ან/და პირობებით აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილება განიხილება როგორც განმეორებითი აუქციონი. განმეორებით აუქციონში გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საწყისი საფასური შეიძლება 50%–მდე შემცირდეს, ხოლო თუ ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება, კიდევ შემცირდეს.
15. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, გამყიდველი ვალდებულია, მიიღოს გადაწყვეტილება გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქონების იმავე პირობებით ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.
16. გამყიდველი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები. აღნიშნული კომისია გამყიდველის სახელით გურჯაანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს, საკრებულოს მიერ დამტკიცებული ტიპური ფორმების მიხედვით ადგენს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმსა და საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას.
მუხლი 3🔗. აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადის მიღება მთავრდება დადგენილ დღესა და საათ
ზე. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება.
2. აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან არანაკლებ მე-15 კალენდარული დღისა. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით, გამყიდველის მიერ დადგენილ საათამდე.
3. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში – მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:
ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქონების დასახელებას, გურჯაანის მუნიციპალიტეტის იმ ქონების ფასს, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში, განაცხადში უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე;
ბ) ბესა და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთისა და ბეს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს გამყიდველის მიერ მითითებულ ანგარიშზე);
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
დ) ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).
4. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ქონების პრივატიზებისათვის მოწყობილ აუქციონში, ბე’ და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის თითოეული ქონებისათვის ცალკ-ცალკე.
5. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში. იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით მონაწილე ღებულობს აუქციონში მონაწილის სტატუსს.
6. მონაწილეს უფლება აქვს ბეს დაუკავებლად, აუქციონში მონაწილეობაზე უარი განაცხადოს მხოლოდ განცხადების მიღების პერიოდში.
7. მონაწილეს შეიძლება, უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე თუ:
ა) განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
, არ შეიძლება ცნობილ იქნე
ს საპრივატიზებო ქონების მყიდველად;
ბ) დარღვეულია ამ მუხლის 1-ლი, მე–2, მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნები.
მუხლი 4🔗. აუქციონის ჩატარების წესი
1. აუქციონის მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი. აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონის მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მისი ბილეთის ნომერს.
2. აუქციონატორი ადარებს გაცემულნომრიანი დაფების რაოდენობას შ
ემოსული განცხადებების რაოდენობას, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.
3. აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
4. თითოეულ ობიექტზე ვაჭრობის დაწყებისას, აუქციონატორი აცხადებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების დასახელებას, მის საწყის ფასსა და ბიჯს (ბიჯის სიდიდეს, ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს გამყიდველი).
5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი, ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
6. აუქციონის მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, ვიდრე რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს, ფასის 3-ჯერ გამოცხადებისა და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქონება ითვლება გაყიდულად აუქციონის იმ მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს შესთავაზებს ყველაზე მაღალ ფასს.
7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელიც წარმოადგენს წერილობით ხელშეკრულებას. ოქმს ხელს აწერს მყიდველი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით შექმნილი აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე, როგორც გამყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენელი.
8. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით შექმნილი სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბა
რათს, რომლის საფუძველზე აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბეს ოდენობა, ხოლო აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ გადახდილი ბე – სრულად ირიცხება გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით შექმნილი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
მუხლი 5🔗. გარიგებათა გაფორმების წესი
1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის და პირობიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, გამყიდველისა და მყიდველის მიერ ხელმოწერილი აუქციონზე გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას.
2. აუქციონზე გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი შეიცავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
3. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, გურჯაანის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ინიციატივით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს თანხმობით, შესაძლებელია, გაფორმდეს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც იდება აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს სამი თვისა.
4. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის უნდა გაფორმდეს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება, ხელშ
ეკრულებაში შეტანილ უნდა იქნე
ს შემდეგი მონაცემები:
ა) მონაცემები გამყიდველისა და მყიდველის შესახებ;
ბ) შეძენილი ქონების დასახელება და მისამართი;
გ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების ნასყიდობის ფასი;
დ) პირობებიდან გამომდინარე, მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;
ე) სხვა მონაცემები გამოცხადებული აუქციონისა და ხელშეკრულებების გათვალისწინებით.
5. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონის ჩატარებიდან
30 კალენდარული დღის ვადაში პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში კი – გამყიდველის მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ორ წელს, ოქმში მითითებულ საბანკო ანგარიშზე გადაიხადოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასური, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს. ნასყიდობის საბოლოო ფასის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მყიდველმა უნდა წარმოადგინოს გადახდიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადისა.
6. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქონების ნასყიდობის საბოლოო ფასის გადახდა შესრულებულად ითვლება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
7. აუქციონში გამარჯვებულ პირს “ბე’’ ეთვლება ანგარიშსწორებისას.
8. თუ აუქციონი გამოცხადებული იყო პირობების გარეშე, ოქმი უნდა შეიცავდეს ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
9. თუ აუქციონი გამოცხადებული იყო პირობით, ოქმი უნდა შეიცავდეს გამყიდველის მიერ დადგენილ საპრივატიზაციო პირობებს, თანხის გადახდის ვადებს და ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, მათ შორის,
პირგასამტეხლოს.
10. ოქმის მოქმედების პერიოდში, ქონების საბოლოო ნასყიდობის ფასის სრულად დაფარვამდე, მყიდველს ქონება გადაეცემა მფლობელობაში თუ სარგებლობაში, ხოლო აქციები ან წილი – მართვის უფლებით, თუ ოქმით სხვა რამ არ არის გათვალისწნებული.
11. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქონებაზე, საკუთრების უფლება გამყიდველის მიერ მყიდველს გადაეცემა ქონების საბოლოო ნასყიდობის ფასის სრულად დაფარვის შემდეგ, საფასურის სრულად გადახდის დადასტურებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან, ხოლო პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში საკუთრების მოწმობა გაიცემა ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.
12. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე, საკუთრების უფლება გა
დადის თანხის მთლიანად გადახდის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისა და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.
მუხლი 6🔗. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში
თუ მყიდველი პირობების გარეშე გამოცხადებულ აუქციონში, დადგენილ ვადებში,
არ გადაიხდის ქონების გამოსასყიდ თანხას, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.
მუხლი 7🔗. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში
1. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია, შეძენილი მუნიციპალიტეტის ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმით ნაკისრი ვალდებულებები (აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები და მათ შესრულებაზე, გამყიდველის მოთხოვნისთანავე ან/და ექვს თვეში ერთხელ წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდველს.
2. მყიდველს, შეძენილ ქონებაზე, საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე, არ აქვს უფლება, გაცემული ქონება განკარგოს, გასცეს საკუთრების უფლებით, ან სხვაგვარად დატვირთოს. იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
3. გამყიდველის მიერ საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია, ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს.
4. ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
5. ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ოქმით სააუქციონო პირობიდან გამომდინარე კერძოდ:
ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ გადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) მყიდველის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%–ს.
6. ოქმით გათვალისწინებული პირობების განმეორებითი შეუსრულებლობისა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების ოქმის გაუქმების საფუძვლად.
მუხლი 8🔗. გარიგებათა ბათილად ცნობა
აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ და ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავს
სასამართლო.