შეთანხმება საქართველოსა და შვედეთს შორის განვითარების თანამშრომლობის ზოგადი წესებისა და პირობების შესახებ
მიღების თარიღი 13.12.2006
ძალაში შესვლა 15.03.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480140000.03.030.000645
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 10/05/2007
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოსა და შვედეთს შორის განვითარების თანამშრომლობის ზოგადი წესებისა და პირობების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
span.abzacixml0 { }
span.tarigixml0 { font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 49.3pt 56.7pt 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შეთანხმება
საქართველოსა და შვედეთს შორის განვითარებისათვის თანამშრომლობის ზოგადი წესებისა და პირობების შესახებ
საქართველო, წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახით და
შვედეთი, წარმოდგენილი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) სახით,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗. შეთანხმების მოქმედების სფერო
1. ეს შეთანხმება ადგენს საქართველოსა და შვედეთს შორის განვითარებისათვის თანამშრომლობის ზოგად წესებსა და პირობებს.
2. ამ შეთანხმების პირობები ვრცელდება საკონსულტაციო კომპანიებზე, დაწესებულებებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე ან სხვა იურიდიულ ან ფიზიკურ პირებზე, რომლებიც არიან საქართველოს გარდა სხვა ქვეყნების წარმომადგენლები, იმ პირობით, რომ:
a) მათი სამუშაო დაფინანსებულია შვედეთის განვითარებისათვის თანამშრომლობის ფონდებით.
b) მათი სამუშაო საქართველოსა და შვედეთს შორის განვითარებისათვის თანამშრომლობის პროექტის/პროგრამის ნაწილია, რომელიც საქართველოს და შვედეთს შორის კონკრეტული შეთანხმებებით იქნება განსაზღვრული.
მუხლი 2🔗. რესურსების გამოყენება
1. შვედეთის მიერ დაფინანსებული ან გამოყოფილი რესურსები გამოყენებული იქნება მხოლოდ მხარეებს შორის შეთანხმებული განვითარებისათვის თანამშრომლობის პროექტების/პროგრამების მიზნისათვის.
2. საქართველო და შვედეთი თანხმდებიან ითანამშრომლონ კორუფციის თავიდან აცილების მიზნით პროექტების/პროგრამების ფარგლებში და მათი მეშვეობით. საქართველო და შვედეთი დაუყოვნებლივ გაატარებენ ყველა კანონიერ ზომას საკუთარ ქვეყნნებში, რათა შეაჩერონ, გამოიძიონ და დამსჯელი ღონისძიება შეუფარდონ ნებისმიერი მხარის იმ წარმომადგენელს, რომელიც ეჭვიმტანილია კორუფციაში ან რესურსების სხვაგვარ განზრახ არამიზნობრივ გამოყენებაში.
3. შვედეთის მიერ გამოყოფილი ფონდების გამოყენება შეთანხმებული მიზნებისათვის არ უნდა იქნეს შეფერხებული ან შეყოვნებული საქართველოს მიერ დაწესებული ვალუტის გაცვლითი კურსის კონტროლით ან გადასახადებით. ასეთი გადასახადები არ უნდა იქნეს გადახდილი შვედური დახმარებიდან.
4. საბაჟო გადასახდელები, გადასახადები გაყიდვებიდან, არაპირდაპირი გადასახადები ან მსგავსი გადასახადები საქართველოს მხრიდან არ უნდა იქნეს დაწესებული შვედეთის მიერ მოწოდებულ ან დაფინანსებულ საქონელზე ან სხვა რესურსებზე. თუ ამგვარი გადასახადები ან ხარჯები მოთხოვნილი იქნება, ისინი გადახდილი უნდა იქნეს საქართველოს მიერ.
5. შვედეთის მიერ დაფინანსებული იმპორტისათვის აუცილებელი ლიცენზიები საქართველოს მიერ დაყოვნების გარეშე უნდა იქნეს გაცემული შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ.
6. შვედეთის მიერ დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველომ უნდა მიაწოდოს შვედეთს ნებისმიერი ინფორმაცია შვედეთის მიერ გამყოფილი რესურსების გამოყენებაზე და შესაძლებლობა მისცეს შვედეთის წარმომადგენლებს ჩამოვიდნენ და შეისწავლონ შესაბამისი საქმიანობა და შეამოწმონ ქონება, საქონელი, ჩანაწერები და დოკუმენტები. ამგვარი შემოწმების ხარჯების დაფინანსება მოხდება შვედეთის ფონდებიდან.
მუხლი 3🔗. თანხის გაცემის პირობები და პროცედურები
ხელმისაწვდომი ფონდებიდან თანხის გაცემის პირობები და პროცედურები გათვალისწინებული უნდა იქნეს იმ შეთანხმებებში, რომლებსაც მოიცავს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული პროექტები/პროგრამები.
მუხლი 4🔗. საქონლისა და მომსახურების შესყიდვა
საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს შესყიდვასთან დაკავშირებული წესები და პროცედურები გათვალისწინებული უნდა იქნეს იმ შეთანხმებებში, რომლებსაც მოიცავს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული პროქტები/პროგრამები.
მუხლი 5🔗. პირობები საქართველოს გარდა სხვა ქვეყნების დაწესებულებებისა და საკონსულტაციო კომპანიებისათვის
საქართველოსა და შვედეთს შორის განვითარებისათვის თანამშრომლობის ფარგლებში, შვედეთის მიერ საქართველოში საქმიანობის განხორციელების მიზნით, კონტრაქტის საფუძველზე დაქირავებული საქართველოს გარდა სხვა ქვეყნების სკაონსულტაციო კომპანიების, დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციების ან სხვა იურიდიული პირების მიმართ გამოიყენება შემდეგი პირობები:
a) ასეთი იურიდიული პირები პასუხს არ აგებენ თავიანთი სამუშაოს შეუსრულებლობაზე, თუ ამის მიზეზია შვედეთის საელჩოს მიერ გაცემული უსაფრთხოების ინსტრუქციები ან რეკომენდაციები;
b) მათ აქვთ უფლება, რომ საბაჟო და სხვა მსგავსი გადასახადების გარეშე განახორციელონ იმ მოწყობილობისა და საქონლის იმპორტი და რეექსპორტი, რომლებიც ესაჭიროებათ თავიანთი საქმიანობის განსახორციელებლად, ან საბაჟო და მსგავსი გადასახადების გადახდის შემდეგ გაყიდონ ასეთი მოწყობილობა საქართველოში, როდესაც მომსახურების გაწევისათვის მათი გამოყენება აღარ არის საჭირო;
c) ისინი გათავისუფლებული არიან კომპანიის მოგების, ბრუნვის გადასახადისა და მსგავსი გადასახადებისაგან, აგრეთვე იმ საფასურსა და ანაზღაურებაზე გადასახადებისაგან, რომელსაც მათ უხდის შვედეთი განვითარებისათვის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურებისათვის. ეს გათავისუფლება არ ვრცელდება იმ არაპირდაპირ გადასახადებზე, რომლებიც, როგორც წესი, შედის საქართველოში შეძენილი საქონლისა და მომსახურების ფასში;
d) მათ აქვთ უფლება, გახსნან საბანკო ანგარიშები და გამოიყენონ ისინი თავიანთი საქმიანობის განსახორციელებლად. ანგარიშების ეფექტიანი გამოყენება არ უნდა იქნეს შეფერხებული ვალუტის გაცვლითი კურსის კონტროლით და თავისუფლად უნდა შეიძლებოდეს ამ ანგარიშებზე არსებული ნაშთის გადაცვლა ნებისმიერ კონვერტირებად ვალუტაში;
e) ისინი გათავისუფლებული არიან პროფესიული ავტორიზაციის, საგადასახადო ან სხვა მიზნებისათვის საქართველოში დარეგისტრირების ვალდებულებისაგან. მათ არ გააჩნიათ საქართველოს საგადასახადო ორგანოებისთვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც მათი ბიზნესსაქმიანობა არ ექცევა აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში;
f) ამ მუხლის 5 e) პუნქტით გათვალისწინებული დარეგისტრირების ვალდებულებისგან გათავისუფლების მიუხედავად, ისინი გაივლიან რეგისტრაციას ამ შეთანხმებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების მიღების მიზნით.
მუხლი 6🔗. პირობები საქართველოს გარდა სხვა ქვეყნების პერსონალისათვის
1. ეს პირობები ვრცელდება საქართველოს არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც:
a) საქართველოში ახორციელებენ საქმიანობას შვედეთის მიერ დაფინანსებული განვითარებისათვის თანამშრომლობის პროექტების/პროგრამების ფარგლებში, იმ პირობით, რომ მათ ან მათ დამქირავებელს კონტრაქტი აქვს გაფორმებული შვედეთთან;
b) არიან ამ მუხლის 1. a) პუნქტში მითითებული პერსონალის მეუღლეები, ოჯახის წევრები და დამოკიდებული პირები.
2. ამ შეთანხმებაში მოხსენიებული ნებისმიერი პირის რაიმე მიზეზით დაკავების ან დაპატიმრების შემთხვევაში, ან ამ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისას, საქართველოში აკრედიტებული შვედეთის საელჩო დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ინფორმირებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტით და მას უნდა ჰქონდეს დაკავებული ან დაპატიმრებული პირის ნახვის უფლება. დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს უნდა ჰქონდეს უფლება, დაუკავშირდეს თავისი სახელმწიფოს საელჩოს ან საკონსულოს და მოითხოვოს თავად მის მიერ ან საელჩოს მიერ დანიშნული ადვოკატი. საქართველომ უნდა უზრუნველყოს ნორმალური საცხოვრებელი პირობები ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი დაკავებული ან დაპატიმრებული პირისათვის.
3. საქართველოს შეუძლია მოითხოვოს პერსონალის ნებისმიერი წევრის გაწვევა ან შეცვლა, რომელიც მოავლინა შვედეთმა და რომლის მუშაობა ან ქცევა მიჩნეულია არადამაკმაყოფილებლად.
4. შვედეთს შეუძლია გაიწვიოს პერსონალის ნებისმიერი წევრი. გაწევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, თუ უსფრთხოების მიზნით ან სხვა განსაკუთრებული პირობების გამო სხვა რამ არ არის მიზანშეწონილი, შვედეთი აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციებს გამართავს საქართველოსთან, რათა უზრუნველყოფილი იქნეს გაწეული პირის დროულად შეცვლა.
5. საქართველოს კანონმდებლობა ვრცელდება პერსონალზე, თუ მხარეებს შორის ამ ან სხვა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6. საქართველო კისრულობს პერსონალისთვის უზრუნველყოს შემდეგი:
a) მრავალჯერადი შემოსვლისა და გასვლის ვიზების სწრაფად მომზადება და გაცემა გადასახადის გარეშე, მისი საქმიანობის მთელი დროის განმავლობაში;
b) თავისუფალი მოძრაობა ქვეყნის შიგნით და უფლება, შემოვიდეს ქვეყანაში და დატოვოს ქვეყანა იმდენჯერ, რამდენჯერაც აუცილებელია პროექტის/პროგრამის განსახორციელებლად;
c) ყველა საჭირო ნებართვის ან ლიცენზიის, როგორიცაა ბინადრობის მოწმობა, მუშაობის, კვლევის და პროფესიული საქმიანობის ნებართვები, სწრაფი გაცემა, ისევე როგორც გათავისუფლება საიმიგრაციო შეზღუდვებისაგან და უცხოელთა რეგისტრაციისაგან იმ პერიოდში, რომლის განმავლობაშიც მასზე ვრცელდება ეს შეთანხმება;
d) შვედეთის ან დამქირავებლის მიერ, რომელსაც შვედეთთან კონტრაქტით აღებული აქვს ვალდებულება, გასწიოს მომსახურება ან მიაწოდოს საქონელი უშუალოდ ან როგორც სუბ-კონსულტანტმა, მისთვის გადახდილ ანზღაურებაზე საშემოსავლო გადასახადისა და ნებისმიერი სხვა პირდაპირი გადასახადისაგან გათავისუფლება;
e) ქვეყანაში არსებული საუკეთესო ხარისხის სამედიცინო მომსახურებისა და საშუალებების ხელმისაწვდომობა, მიუხედავად იმისა, ეს მომსახურება და საშუალებები სახელმწიფოა თუ კერძო. შესაბამისი ანაზღაურება გადახდილი იქნება შვედეთის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით. ხარჯები დაფინანსდება იმ პროექტის/პროგრამის შვედური ფონდებიდან, რომელშიც მუშაობს ესა თუ ის პირი;
f) შესაბამისი საშუალებები რეპატრიაციისათვის ეროვნული ან საერთაშორისო კრიზისების დროს, როგორც ეს დიპლომატიური მისიების წევრებისთვისაა უზრუნველყოფილი;
g) უფლება, საბაჟო და სხვა გადასახადების გარეშე განახორციელოს იმ პროფესიული მოწყობილობისა და საქონლის იმპორტი და რეექსპორტი, რომელიც საჭიროა პერსონალის საქმიანობისათვის.
7. პერსონალი, რომელიც მუშაობს ექვს თვეზე მეტი ხნის განმალობაში, საქართველოს მიერ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი:
a) უფლებით, პირადი საჭიროებისათვის გახსნას და გამოიყენოს საბანკო ანგარიში საქართველოში. ასეთი ანგარიშები გათავისუფლებული უნდა იქნეს ვალუტის გაცვლითი კურსის კონტროლისა და საქართველოს მიერ დაწესებული გადასახადებისაგან, ხოლო ნაშთების გადაცვლა თავისუფლად უნდა შეიძლებოდეს შვედურ კრონაში ან ნებისმიერ სხვა კონვერტირებად ვალუტაში;
b) უფლებით, განახორციელოს საოჯახო საქონლისა და პირადი ნივთების იმპორტი საბაჟო გადასახადისა და ნებისმიერი სხვა მსგავსი გადასახადის გარეშე;
c) თუ რომელიმე საოჯახო საქონელი ისე დაზიანდა, რომ მისი შეკეთება შეუძლებელია, მისი შემცვლელი შეიძლება იმპორტირებულ იქნეს.
d) ტერმინი „საოჯახო საქონელი და პირადი ნივთები” თითოეული ოჯახისათვის მოიცავს კვების პროდუქტებს და ისეთ ნივთებს, როგორიცაა: ერთი ავტომობილი ერთსულიანი ოჯახისათვის და ორი ავტომობილი მრავალსულიანი ოჯახისათვის, ერთი სარეცხი მანქანა, ერთი საშრობი მოწყობილობა, ერთი ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ერთი ღუმელი, ერთი მიკროტალღოვანი ღუმელი, კონდიციონერები, ერთი მაცივარი, ერთი გამყინავი, წვრილმანი ელექტროხელსაწყოები, მობილური ტელეფონები და ფოტოაპარატები, ფოტო- და კინომოწყობილობის თითო კომპლექტი, ერთი ვიდეოჩამწერი, ტელევიზორების ერთი კომპლექტი, რადიო, მუსიკალური და მონაცემთა დამუშავების მოწყობილობა;
e) თუ ავტომობილი დაზიანდა ავარიის დროს ან დაიკარგა ქურდობის შედეგად, ან თუ საქართველოში მუშაობის პერიოდი გაგრძელდა ყოველი 3-წლიანი პერიოდის შემდეგ დამატებით თორმეტი თვით მაინც, პირს უფლება ექნება განახორციელოს შემცვლელი ავტომობილის იმპორტი გადასახადების გარეშე;
f) ამგვარად იმპორტირებული ნივთები შეიძლება მიეყიდოს სხვა პირებს, რომლებიც, თავის მხრივ, გათავისუფლებული არიან გადასახადებისაგან, ან შესაძლოა მოხდეს მათი რეექსპორტი საბაჟო ან მსგავსი გადასახადების გარეშე, პროექტის დასრულების შემდეგ. თუ ამგვარად იმპორტირებული ნივთები გამოყენებულია სხვაგვარად, მათზე გადახდილი იქნება შესაბამისი გადასახადები.
მუხლი 7🔗. მხარეთა ვალდებულებები და რისკები
1. საქართველო კისრულობს ყველა რისკს, რომელიც წარმოიშობა საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქმიანობის პერიოდში ან შედეგად, საქართველოსა და შვედეთს შორის განვითარებისათვის თანამშრომლობის პროექტების/პროგრამების ფარგლებში.
2. საქართველო, კერძოდ, პასუხისმგებელია განიხილოს ყველა საჩივარი, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს მესამე მხარის მიერ საკონსულტაციო კომპანიების, დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციების ან სხვა იურიდიული ან ფიზიკური პირების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება და რომლებიც წარმოიშობა ან რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ ამ შეთანმხების ფარგლებში წარმოებულ და საქართველოს მიერ მიღებულ პროდუქტებთან.
3. ამ მუხლის დებულებები ვრცელდება აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირებზე, რომლებიც დაქირავებულნი არიან ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი პირის მიერ.
მუხლი 8🔗. უსაფრთხოება
1. საქართველო მოახდენს საქართველოში აკრედიტებული შვედეთის საელჩოს ინფორმირებას ქვეყანაში ნებისმიერი სახის საგანგებო სიტუაციის ან საგანგებო მდგომარეობის შესახებ. მოვლენათა ასეთი განვითარების შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მხარე ჩათვლის, რომ ეს ფორსმაჟორია ან ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას თანამშრომობის პროექტების ან პროგრამების განხორციელებას, მას შეუძლია მოითხოვოს დაუყოვნებლივ კონსულტაციების ჩატარება. ასეთი კონსულტაციების დროს საქართველომ უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის მიწოდება უსაფრთხოების ნებისმიერი ზომისა თუ შეზღუდვის შესახებ, რომლებიც უნდა დაიცვან პირებმა, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები.
2. შვედეთს, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, შეუძლია სპეციალური ინსტრუქციები მისცეს პერსონალს. ეს ინსტრუქციები შესაძლოა შეიცავდეს ბრძანებებს საქართველოს დატოვების შესახებ. თუ პერსონალი ემორჩილება ინსტრუქციებს ან სხვაგვარად იჩენს სიფრთხილეს, რომელიც ეფუძნება შექმნილ პირობებს, არ უნდა იქნეს მიჩნეული, რომ იგი არღვევს კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებს.
3. პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შვედეთის მიერ გაწეული ხარჯების დაფინანსება მოხდება შვედეთის მიერ საქართველოსთან განვითარებისათვის თანამშრომლობის ფარგლებში ხელმისაწვდომი ფონდებიდან.
მუხლი 9🔗. საქართველოს ფარგლებს გარეთ სასწავლო ვიზიტები და სხვა ღონისძიებები
1. საქართველოდან გაგზავნილ იმ პირებზე, რომლებიც მონაწილეობას იღებენ საქართველოს ფარგლებს გარეთ სასწავლო ვიზიტებში, კურსებში და მსგავს პროფესიულ ღონისძიებებში, რომლებიც ორგანიზებულია შვედეთის ან შვედეთის მიერ დაქირავებული იურიდიული პირის მიერ შვედეთის განვითარებისათვის თანამშრომლობის ფარგლებში, ვრცელდება შემდეგი პირობები:
2. საზღვარგარეთ ყოფნისას ავადმყოფობის ან უბედური შემთხვევის დროს, შვედეთი მათ გაუწევს ისეთ სამედიცინო დახმარებას, რომელიც, იმ ექიმის აზრით, რომელსაც კონსულტაციისათვის შვედეთმა მიმართა, აუცილებელია მის საქართველოში დაბრუნებამდე.
3. მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, ისევე როგორც დაზღვევის ხარჯები, დაფინანსებული იქნება შვედეთის მიერ განვითარებისათვის თანამშრომლობის ფარგლებში ხელმისაწვდომი ფონდებიდან, თუ ამ მკურნალობის აუცილებლობა ვერ იქნებოდა წინასწარ განსაზღვრული გამგზავრებამდე.
4. შვედეთს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ამ მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი პირის დაზღვევაზე მათი გარდაცვალებისა და ინვალიდობის შემთხვევაში.
მუხლი 10🔗. შესწორებები და დამატებები
საქართველოსა და შვედეთს შორის ურთიერთთანხმობით, წინამდებარე შეთანხმებაში შესაძლებელია შესწორებებისა და დამატებების შეტანა, რომლებიც ფორმდება ცალკეული ოქმების სახით და რომლებიც ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნული შესწორებები და დამატებები ძალაში შევა ამ შეთანხმების მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
მუხლი 11🔗. ძალაში შესვლა და გაუქმება
1. ეს შეთანხმება ძალაში შედის შვედეთის მიერ საქართველოს მხრიდან დიპლომატიური არხებით ნოტის მიღების დღიდან, რომლითაც მოხდება შვედეთის ინფორმირება საქართველოს მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი ყველა შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის დასრულების შესახებ.
2. ეს შეთანხმება ძალაში დარჩება მანამ, სანამ რომელიმე მხარე არ გააუქმებს მას ექვსი თვით ადრე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით.
3. ამ შეთანხმების გამოყენებასა და განმარტებასთან დაკავშირებით სადავო საკითხები წყდება მხარეთა შორის კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით.
შედგენილია 2006 წლის 13 დეკემბერს ქ. თბილისში
, ორ პირად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე. ორივე ტექსტი თანაბრად აუთენტურია. ტექსტებს შორის განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს სახელით ა. ალექსიშვილი
(ხელმოწერილია)
შვედეთის სახელით მ. ისრაელსონი
(ხელმოწერილია)