⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (07.04.2016)
გაუქმებულია:

"საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"

მიღების თარიღი 10.02.2011
ძალის დაკარგვა 07.04.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010320040.43.048.016001
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 160211, 16/02/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,239 სიტყვა · ~16 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.02.2011 მიღება
07.04.2016 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

"საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"DejaVu Sans";} @font-face {font-family:"Liberation Sans";} @font-face {font-family:"\@DejaVu Sans";} @font-face {font-family:"\@Liberation Sans";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoCaption, li.MsoCaption, div.MsoCaption {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-style:italic;} p.MsoList, li.MsoList, div.MsoList {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} span.Absatz-Standardschriftart {mso-style-name:Absatz-Standardschriftart;} span.WW-Absatz-Standardschriftart {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart;} span.WW-Absatz-Standardschriftart1 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart1;} span.WW-Absatz-Standardschriftart11 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart11;} span.WW-Absatz-Standardschriftart111 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart111;} span.WW-Absatz-Standardschriftart1111 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart1111;} span.WW-Absatz-Standardschriftart11111 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart11111;} span.WW-Absatz-Standardschriftart111111 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart111111;} span.WW-Absatz-Standardschriftart1111111 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart1111111;} span.NumberingSymbols {mso-style-name:"Numbering Symbols";} p.Heading, li.Heading, div.Heading {mso-style-name:Heading; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Liberation Sans","sans-serif";} p.Index, li.Index, div.Index {mso-style-name:Index; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:21.3pt 35.35pt 56.7pt 70.85pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ბრძანება №11 2011 წლის 10 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე 1. „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტისა და, „საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 21 ივნისის №434 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის გავლის წესის შესახებ თანდართული დებულება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2011 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. სამსახურის უფროსის  მოვალეობის შემსრულებელი, პოლკოვნიკი დ. ცინცაძე დებულება საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის გავლის წესის შესახებ თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეები ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეების მიერ სამსახურის გავლის წესს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს. საქართველოს დაზვერვის სამსახურის (შემდგომში-სამსახური) მოსამსახურე (შემდგომში – მოსამსახურე) არის პირი, რომელიც მსახურობას სამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე და მინიჭებული აქვს სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება. სამსახურში ასევე შეიძლება მიღებულ იქნეს სამოქალაქო პირი, რომელიც ასევე სამსახურის მოსამსახურეა.     მუხლი 2🔗. სამსახურში საქმიანობის პრინციპები სამსახურში სამსახურის გავლას საფუძვლად უდევს კანონიერების, სახელმწიფოს ინტერესების, ადამიანის უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის, ანგარიშვალდებულების, პროფესიონალიზმის და კომპეტენტურობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, ერთიანობისა და ცენტრალიზაციის, მიზანმიმართულობის, ოპერატიულობის, უწყვეტობის, გეგმურობისა და ფარულობის პრინციპები. მუხლი 3🔗. სამსახურში საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები სამსახურში საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ და „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონები, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობა. თავი II სამსახურში მიღება     მუხლი 4🔗. სამსახურში მიღების წესი 1. სამსახურში სამუშაოდ მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც თავიანთი პირადი და საქმიანი თვისებების, განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად, შეუძლიათ შეასრულონ მათზე დაკისრებული ფუნქციები, ფლობენ სახელმწიფო ენას. 2. სამსახურის ოპერატიული და ანალიტიკური საქმიანობის განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მისაღები კანდიდატებისთვის, როგორც წესი, სავალდებულოა მინიმუმ 2 (ორი) უცხო ენის ცოდნა. 3. სამსახურში მისაღებად განიხილება საქართველოს მოქალაქის კანდიდატურა, რომელსაც გავლილი აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახური ან რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით გათავისუფლებულია სამხედრო ვალდებულების მოხდისგან. 4. მოსამსახურის შერჩევის, სპეციალური შემოწმების, სამსახურში მიღებისა და მის მიერ სამსახურის გავლის წესი და პირობები დგინდება სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით. 5. სამსახურში მიღება ფორმდება სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით.     მუხლი 5🔗. სამსახურის შეთავსება 1. მოსამსახურეს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა ან შეთავსებით ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. 2. სამსახურის მოსამსახურეები, რომლებიც ახლო ნათესაურ კავშირში არიან ერთმანეთთან არ შეიძლება გადიოდნენ სამსახურს ერთსა და იმავე ქვედანაყოფში, თუ ეს სამსახური დაკავშირებულია დაქვემდებარებასთან.     მუხლი 6🔗. თანამდებობაზე დანიშვნის გაფორმება 1. თანამდებობაზე დანიშვნა ფორმდება სამსახურის უფროსის ბრძანებით, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) თანამდებობაზე დასანიშნი პირის სახელს და გვარს; ბ) იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელებას, რომელშიც პირი ინიშნება; გ) თანამდებობის დასახელებას და შრომის ანაზღაურების ოდენობას; დ) დანიშვნის სამართლებრივ საფუძველს; ე) თანამდებობაზე დანიშვნის თარიღს; ვ) სამსახურის ვადას–თუ პირი სამსახურში მიღებულია განსაზღვრული ვადით; ზ) გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობას–თუ გამოსაცდელი ვადა იქნა გამოყენებული. 2. სამსახურში მოსამსახურის მიღების შემდეგ მის სახელზე გაიცემა სამსახურებრივი მოწმობა. თავი III. სამსახურის ვადა     მუხლი 7🔗. სამსახურის ვადა 1. მოსამსახურე სამსახურში მიიღება განუსაზღვრელი ვადით, გარდა ამ მუხლის მეორე პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. სამსახურში განსაზღვრული ვადით მიიღება: ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის ან დამხმარე მოსამსახურის შემცვლელი – მოსამსახურის სამსახურში გამოსვლამდე ან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე; ბ) შტატგარეშე მოსამსახურე – დავალების შესრულების ან ხელშეკრულებაში განსაზღვრული ვადით.     მუხლი 8🔗. სამსახურში მიღება გამოსაცდელი ვადით 1. თანამდებობაზე დანიშვნისას სამსახურის უფროსს შეუძლია მოსამსახურის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობების, პირადი თვისებების, შესასრულებელი სამუშაოსთვის შესაბამისობის შემოწმების მიზნით, გამოიყენოს გამოსაცდელი ვადა არა უმეტეს 6 თვისა. ამ ვადაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის ან სხვა საპატიო მიზეზის გამო გაცდენილი დრო. 2. გამოსაცდელი ვადა ჩაითვლება შრომის სტაჟში. 3. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ, სამსახურის უფროსი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 4. გამოსაცდელი ვადა არ გამოიყენება: ა) სამსახურებრივი დაწინაურებისას თანამდებობის დაკავების შემთხვევაში; ბ) დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელად ან მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისას.     მუხლი 9🔗. სამსახურში მიღების აქტის გაუქმება სამსახურის უფროსს შეუძლია სამსახურში მიღების შესაბამისი აქტის გაუქმება, თუ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელების დაწყებამდე გამოვლინდა გარემოება, რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ამ დებულების მიხედვით გამორიცხავენ პირის თანამდებობაზე დანიშვნას. თავი IV. სამსახურის მოსამსახურის შრომის ანაზღაურება (ხელფასი)     მუხლი 10🔗. შრომის ანაზღაურება (ხელფასი) 1. მოსამსახურის შრომის ანაზღაურება (შემდგომში–ანაზღაურება) მოიცავს მოსამსახურის ხელფასს, აგრეთვე პრემიას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამტებსა და კომპენსაციებს. 2. ხელფასი მოიცავს მოსამსახურის თანამდებობრივ და წოდებრივ სარგოებს. 3. მოსამსახურის ანაზღაურების დაფინანსება ხორციელდება სამსახურისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.     მუხლი 11🔗. მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს დადგენა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი. თავი V. შვებულება     მუხლი 12🔗. შვებულება სამსახურის მოსამსახურეს ეძლევა შემდეგი სახის შვებულებები: ა) ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება; ბ) სასწავლო შვებულება; გ) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლისთვის, ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო; დ) მოკლევადიანი შვებულება; ე) ანაზღაურების გარეშე შვებულება.     მუხლი 13🔗. ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 1. სამსახურის მოსამსახურეს ეძლევა ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით. 2. სამსახურის მოსამსახურეს, სამსახურის უფროსის თანხმობით, აქვს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების გაყოფის და მისი ნაწილ-ნაწილ გამოყენების უფლება. 3. ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება სამსახურის მოსამსახურეს ეძლევა კალენდარული წლის განმავლობაში შვებულების გრაფიკის შესაბამისად. 4. ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება სამსახურში ახლად მიღებული მოსამსახურისათვის განისაზღვრება მიღებიდან თერთმეტი თვის შემდეგ. მოსამსახურეს სამსახურთან შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც. 5. ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება გადატანილ უნდა იქნეს: ა) სამსახურის მოსამსახურის დროებით შრომისუუნარობისას; ბ) სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე; გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. 6. მოსამსახურის თანხმობით, დასაშვებია ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის, რომელიც ემატება შემდეგი სამუშაო წლის შვებულებას. ამ შემთხვევაში, ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ფორმდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 7. აკრძალულია ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ ორი წლის განმავლობაში. 8. სამსახურის მოსამსახურეებისათვის შვებულების მიცემის უფლება აქვს სამსახურის უფროსს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს. 9. შვებულების შეცვლა ფულადი კომპენსაციით არ შეიძლება.     მუხლი 14🔗. მოკლევადიანი შვებულება გადაუდებელი სოციალურ-საყოფაცხოვრებო საკითხების, დაქორწინების, მშობლის მოვალეობის შესრულებისა და სხვა საპატიო მიზეზების გამო, მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი შვებულება 10 კალენდარული დღის ხანგრძლივობით. მოკლევადიანი შვებულების დღეები მორიგ ყოველწლიურ შვებულებაში არ შედის. შვებულების პერიოდში მოსამსახურეს უნარჩუნდება ანაზღაურება.     მუხლი 15🔗. ანაზღაურების გარეშე შვებულება პირადი განცხადების საფუძველზე, სამსახურის მოსამსახურეს ოჯახური პირობების ან/და სხვა საპატიო მიზეზების გამო, შეიძლება მიეცეს ანაზღაურების გარეშე შვებულება არა უმეტეს ერთი წლისა. სამსახურის მოსამსახურისათვის ანაზღაურების გარეშე შვებულების მიცემის უფლება აქვს სამსახურის უფროსს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.     მუხლი 16🔗. სასწავლო შვებულება სამსახურის მოსამსახურეს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, ანაზღაურების შენარჩუნებით ეძლევა სასწავლო შვებულება.     მუხლი 17🔗. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლისთვის, ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლისთვის, ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 18🔗. შვებულებიდან გამოძახება მოსამსახურის გამოძახება შვებულებიდან (შვებულების შეწყვეტა) დასაშვებია მხოლოდ სამსახურებრივი აუცილებლობით, სამსახურის უფროსის ბრძანებით. თავი VI. მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები     მუხლი 19🔗. მოსამსახურის უფლებები მოსამსახურეს უფლება აქვს: ა) გაეცნოს ყველა შესაბამის დოკუმენტს, რომლითაც განსაზღვრულია მისი თანამდებობის შესაბამისი უფლება-მოვალეობები, მიიღოს თანამდებობრივი ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები; ბ) დადგენილი წესით მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია და მასალები, რომლებიც საჭიროა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის; გ) მიიღოს მონაწილეობა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში დადგენილი წესით; დ) დაწინაურდეს დადგენილი წესით სამსახურის შესაბამის თანამდებობაზე; ე) გაეცნოს მის პირად საქმეს, ასევე იმ საბუთებს, რომლებიც შეიტანება მის პირად საქმეში, გარდა სპეციალური შემოწმების მასალებისა; ვ) მიიღოს საპენსიო უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) ძირითად საქმიანობას შეუთავსოს პედაგოგიური, სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობა; თ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებებით.     მუხლი 20🔗. მოსამსახურის მოვალეობები 1. მოსამსახურე ვალდებულია: ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა; ბ) დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესით და ფუნქციონალური მოვალეობებით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და მითითებებით; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განუხრელად შეასრულოს სამსახურის ხელმძღვანელობის (ასევე უშუალო უფროსის) დავალებები, გარდა ისეთისა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას; დ) შეინარჩუნოს და აიმაღლოს კვალიფიკაციის დონე, რომელიც საჭიროა თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას; ე) როგორც სამსახურებრივი ურთიერთობისას, ისე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს და დაიცვას სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებები, სხვა პირთა ოჯახურ და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული მონაცემები, აგრეთვე სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რაც ცნობილი გახდა მისთვის სამსახურებრივ მოვალეობათა განხორციელებასთან დაკავშირებით; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები. 2. მოსამსახურე ვალდებულია სპეციალური მოთხოვნის გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც ეხება მის საქმიანობას ან უკავშირდება მის სამსახურებრივ ადგილს. 3. მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს უშუალო უფროსის ან სამსახურის სხვა ზემდგომი პირების ერთჯერადი დავალება სამსახურებრივ საკითხებზე, რომელთა შესრულების მოვალეობა არ უკავშირდება სამსახურის ადგილს (გარდა ამ წესის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). მოსამსახურემ სამსახურის უფროსის დავალება დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მის უშუალო უფროსს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამსახურის უფროსი პირდაპირ მიუთითებს ამის თაობაზე. 4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დავალების შესრულებამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული წინააღმდეგობა მოსამსახურის მიერ თავის სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაში, იგი ვალდებულია ეს მოახსენოს დავალების უშუალო გამცემს და დავალების წერილობითი ფორმით განმეორების შემთხვევაში აღასრულოს იგი.     მუხლი 21🔗. განკარგულებები, რომელთა გაცემა არ შეიძლება 1. სამსახურის ხელმძღვანელი პირების მიერ აკრძალულია განკარგულების (დავალების) გაცემა, თუ იგი: ა) ეწინააღმდეგება კანონმდებლობას; ბ) სცილდება განკარგულების (დავალების) გამცემის უფლებამოსილებას; გ) ითხოვს ისეთ ქმედებათა შესრულებას, რისი უფლებაც განკარგულების (დავალების) მიმღებს არ გააჩნია. 2. განკარგულების (დავალების) კანონიერებასთან დაკავშირებით ეჭვის შემთხვევაში მოსამსახურე ვალდებულია აღნიშნული აცნობოს განკარგულების გამცემს და ზემდგომ უფროსს. განკარგულების (დავალების) წერილობითი ფორმით განმეორებისას იგი უნდა შესრულედეს, გარდა იმ შემთხვევისა (რაც წერილობით უნდა ეცნობოს განკარგულების (დავალების) გამცემს), თუ მათი შესრულება: ა) მიმართულია მისი მეუღლის, მშობლების, ძმის, დის, შვილის ან სხვა ახლო ნათესავის წინააღმდეგ; ბ) ნაჩვენებია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის წინააღმდეგ; გ) მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციას და სხვა პროფესიულ მომზადებას, ვიდრე მას აქვს.     მუხლი 22🔗. მოსამსახურის მიერ დავალების სავალდებულო შესრულება 1. პირს, რომელსაც აქვს მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლია: ა) მოსამსახურე, სამსახურის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, კანონით მისთვის მინიჭებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, გამოიყენოს სხვა სამუშაოს შესასრულებლად, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა, (ესა ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ სამსახურის მოსამსახურის თანხმობით), ტერიტორიულად სხვა ადგილას, მუშაობის რეჟიმის და სამუშაო დროის შეცვლით, თუ მოსამსახურის პროფესიული კვალიფიკაცია საკმარისია დაკისრებული სამუშაოს შესრულებისათვის. ამ შემთხვევაში მოსამსახურეს აუნაზღაურდება დამატებით წარმოშობილი სატრანსპორტო ან/და შესაბამისი ხარჯები დადგენილი წესით; ბ) მოსამსახურეს გადაუნაწილოს სამუშაოზე არმყოფი სამსახურის მოსამსახურის მოვალეობები შესასრულებლად არა უმეტეს ერთი თვისა (ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ სამსახურის მოსამსახურის თანხმობით), თუ სამსახურის მოსამსახურის პროფესიული კვალიფიკაცია საკმარისია დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის. სამსახურის მოსამსახურეს, რომელიც ამ პუნქტის საფუძველზე ცვლის სხვა თანამდებობის პირს, საკუთარი ანაზღაურების გარდა ეძლევა დანამატი არმყოფი სამსახურის მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; გ) სამსახურის მოსამსახურეს დააკისროს სამსახურის სხვა მოსამსახურის მოვალეობების შესრულება, ძირითადი მოვალეობის შესრულებისგან გათავისუფლებით არა უმეტეს ერთი თვისა (ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ მოსამსახურის თანხმობით). ამ შემთხვევაში მოსამსახურეს ეძლევა არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო, თუ უკანასკნელი აღემეტება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო ნაკლებია შემცვლელის თანამდებობრივ სარგოზე, მაშინ შემცვლელ მოსამსახურეს უნარჩუნდება თავისი თანამდებობრივი სარგო. 2. მოსამსახურეს შეუძლია უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობათა დროებით შესრულებაზე, თუ მათი შესრულება ნაჩვენებია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საწინააღმდეგოდ ან თუ მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციასა და სხვა პროფესიულ მომზადებას, ვიდრე მას აქვს. 3. სამსახურის უფროსს, სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მოსამსახურე მიავლინოს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.     მუხლი 23🔗. შეზღუდვები სამსახურის გავლასთან დაკავშირებით მოსამსახურეს უფლება არ აქვს: ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ეკავოს ან ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო ან სხვა შემოქმედებითი საქმიანობისა; ბ) იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი ან საკანონმდებლო ორგანოს წევრი, თუ კანონით სხვა რა არ არის დადგენილი; გ) ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის ხელმძღვანელი, საკონტროლო, სამეთვალყურეო და სარევიზიო ორგანოს წევრი; დ) განახორციელოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ასევე სამსახურის მიერ შექმნილი ან მოპოვებული ინფორმაციის, ან ამ ინფორმაციის საფუძვლებზე მომზადებული ნაშრომის, მოხსენების ან სხვა მასალის გამოქვეყნება სამსახურის ნებართვის გარეშე; ე) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიიღოს ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან საჩუქრები, ფულადი ან სხვა ქონებრივი სიკეთე, გართობის, დასვენების, სატრანსპორტო (გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევისა) ან სხვაგვარი მომსახურება; ვ) გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა პოლიტიკური პარტიების ან საზოგადოებრივი ორგანიზაციების დისკრედიტაციის, პროპაგანდის ან ინტერესების განხორციელებისათვის; ზ) როგორც სამსახურის მოსამსახურემ, დადოს ქონებრივი გარიგება ქონების შეძენაზე, მასთან რაიმე ფორმით დაკავშირებულ სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთან ან სხვა დაწესებულებასთან, საკუთარ მეუღლესთან, საკუთარ ან მეუღლის ბებიასთან, პაპასთან, მშობლებთან, ძმასთან, დასთან, შვილებთან ან შვილიშვილებთან (ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით დადებული გარიგება ბათილია); თ) განახორციელოს სამსახურებრივი ზედამხედველობა იმ ორგანიზაციებისადმი, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს; ი) უარი განაცხადოს სამსახურის ხელმძღვანელი პირის მიერ დაკისრებული დავალების შესრულებაზე, გარდა ამ წესის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. თავი VII. სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერება     მუხლი 24🔗. სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერება 1. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ნიშნავს სამსახურის მოსამსახურის დროებით განთავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან და სამსახურის განთავისუფლებას სამსახურის მოსამსახურის სამსახურით უზრუნველყოფის მოვალეობისაგან. 2. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში მოსამსახურეს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით უნარჩუნდება ანაზღაურება.     მუხლი 25🔗. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძველი 1. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობა შეჩერდება: ა) სამსახურის მოსამსახურის წერილობითი განცხადების საფუძველზე, თუ ამის წინააღმდეგი არ არის მისი ხელმძღვანელი; ბ) შვებულების დროს; გ) დროებით შრომისუუნარობის დროს; დ) კანონმდებლობით დადგენილი მისთვის სხვა სამსახურებრივი დავალების დაკისრებისას; ე) მის კანდიდატად წამოყენებისას საპრეზიდენტო, საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი; ვ) დისციპლინური წარმოებისას; ზ) კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში. 2. სამსახურის მოსამსახურეს, რომელიც სამსახურში იმყოფება ნასვამ მდგომარეობაში, სამსახურებრივი ურთიერთობიდან ჩამოაშორებს სამსახურის უფროსი, მას არ ეძლევა ანაზღაურება სამსახურიდან ჩამოშორების მთელ პერიოდში. 3. სამსახურის მოსამსახურე, რომლის სამსახურებრივი ურთიერთობა შეჩერებულია დისციპლინური წარმოებისას, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ჩამოშორებულ იქნეს სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ მასალებს და საბუთებს, ასევე შეიძლება ჩამოერთვას სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, სამსახურებრივი ინვენტარი, სპეციალური საშუალებები, სამსახურებრივი მოწმობა და სხვა სამსახურებრივი საშუალებები. მოსამსახურეს, რომელსაც სამსახურებრივი ურთიერთობა შეჩერებული აქვს დისციპლინური წარმოებისას, არ ეძლევა ანაზღაურება.     მუხლი 26🔗. სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერების გაფორმება 1. სამსახურის მოსამსახურისათვის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლით და წესით. 2. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ფორმდება სამსახურის უფროსის ბრძანებით. თავი VIII. მივლინება     მუხლი 27🔗. სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურება 1. მოსამსახურეს აქვს მისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით. 2. სამსახურებრივი მივლინების პერიოდში მოსამსახურეს უნარჩუნდება დაკავებული თანამდებობა და ანაზღაურება.     მუხლი 28🔗. უცხოეთში გრძელვადიანი მივლინება 1. უცხოეთში გრძელვადიან მივლინებად ითვლება მოსამსახურის გაგზავნა უცხო სახელმწიფოში ერთ თვეზე მეტი ვადით. 2. უცხო სახელმწიფოში გრძელვადიან მივლინებაში მოსამსახურის გაგზავნის წესი, მისი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების და კომპენსაციის ოდენობა და პირობები, აგრეთვე ამასთან დაკავშირებული სხვა სოციალური გარანტიები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით. 3. სხვა სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში მოსამსახურის წარგზავნის წესი, მისი სამივლინებო და სხვა სახის ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობა და პირობები, აგრეთვე მასთან დაკავშირებული სხვა სოციალური გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.     მუხლი 29🔗. სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.     მუხლი 30🔗. მივლინების გაფორმება მოსამსახურის სამსახურებრივი მივლინება ფორმდება სამსახურის უფროსის ბრძანებით. თავი IX. სამსახურის მოსამსახურის სხვა თანამდებობაზე გადაყვანა     მუხლი 31🔗. სამსახურის მოსამსახურის სხვა თანამდებობაზე გადაყვანა 1. სამსახურის მოსამსახურის გადაყვანა ზემდგომ, თანაბარ ან დაბალ თანამდებობაზე დასაშვებია მისი წერილობითი თანხმობით: ა) სამსახურებრივი დაწინაურებისას; ბ) რეორგანიზაციის ღონისძიებების განხორციელებისას ან შტატების შემცირების გამო; გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად; დ) სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე; ე) ატესტაციის გავლის შედეგების შესაბამისად; ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობისას. 2. თანამდებობრივი გადაყვანა უნდა მოხდეს სამსახურის მოსამსახურის ძირითადი სპეციალობის (კვალიფიკაციის) და/ან გამოცდილების გათვალისწინებით. 3. უკანონოდ გათავისუფლებული მოსამსახურის თანამდებობაზე აღდგენისას, ამ თანამდებობაზე მყოფი მოსამსახურის უარი სხვა თანამდებობაზე გადაყვანის თაობაზე, იწვევს მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას.     მუხლი 32🔗. სხვა თანამდებობაზე გადაყვანის გაფორმება 1. მოსამსახურის თანამდებობაზე გადაყვანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლით და წესით. 2. მოსამსახურის თანამდებობაზე გადაყვანა ფორმდება სამსახურის უფროსის ბრძანებით. თავი X. წოდებათა მინიჭება     მუხლი 33🔗. მოსამსახურეთა წოდებები მოსამსახურეთათვის სამხედრო და/ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.     მუხლი 34🔗. სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახური 1. მოსამსახურეებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ენიჭებათ სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდებები. 2. სამსახურის არსებული სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდებების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. 3. სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისათვის სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკი განისაზღვრება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. 4. სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახურის ზღვრული ასაკია: ა) უმცროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისათვის – 50 წელი; ბ) საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისათვის – 45 წელი; გ) უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისათვის: გ.ა. პოლკოვნიკამდე – 50 წელი; გ.ბ. პოლკოვნიკისათვის – 55 წელი; დ) უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისათვის – 60 წელი. 5. მოსამსახურეებს სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახურის ზღვრული ასაკი 5 წლამდე ვადით შეიძლება გაუგრძელდეთ სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით. თავი XI. დაზვერვის ოფიცრის კატეგორიები     მუხლი 35🔗. დაზვერვის ოფიცრის კატეგორიები 1. სამსახურში დადგენილია დაზვერვის ოფიცრის 7 კატეგორია. 2. გადაწყვეტილებას დაზვერვის ოფიცრის კატეგორიის მინიჭებაზე იღებს სამსახურის უფროსი, შესაბამისი კომისიის წარდგინების საფუძველზე. 3. დაზვერვის ოფიცრის მორიგი კატეგორიის მინიჭების თაობაზე საკითხის განხილვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინა კატეგორიის მინიჭებიდან გასულია მინიმუმ 1 წელი. 4. განსაკუთრებულ შემთხვევაში, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია დაზვერვის ოფიცრის მორიგი კატეგორიის მინიჭება, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლამდე. 5. დაზვერვის ოფიცრის I და II კატეგორია მიენიჭებათ მხოლოდ იმ მოსამსახურეებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ და/ან ასრულებდნენ საქართველოს ფარგლებს გარეთ. 6. დაზვერვის ოფიცრის მორიგი კატეგორიის მინიჭების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი გარემოებები: ა) მოსამსახურის საქმიანი და პიროვნული თვისებები; ბ) მოსამსახურეს გავლილი უნდა ჰქონდეს სამსახურში არსებული კვალიფიკაციის ამაღლების კურსი; გ) მუშაობის სტაჟი; დ) შესაბამისი განათლება; ე) გამოცდილება; ვ) ატესტაციის შედეგი. თავი XII. ატესტაცია     მუხლი 36🔗. ატესტაცია 1. მოსამსახურე, რომელიც დანიშნულია შტატით განსაზღვრულ თანამდებობაზე ექვემდებარება ატესტაციას, რომლის მიზანია მოსამსახურის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადული თვისების დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება. 2. ატესტაციას ექვემდებარებიან: ა) მოსამსახურე სამ წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი); ბ) მოსამსახურე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისთვის. 3. ატესტაციას არ ექვემდებარება მოსამსახურე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით. 4. ატესტაციის ჩაბარების წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით. თავი XIII. კადრების განკარგულება     მუხლი 37🔗. სამსახურის მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გაყვანა 1. სამსახურის სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე სამსახურში შტატების შემცირების, რეორგანიზაციის, ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით, მხარეთა შეთანხმებით, სამსახურებრივი მოკვლევის, პირადი პატაკის საფუძველზე ან მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ისეთ საპროცესო ღონისძიებათა გამოყენების შემთხვევაში, რომლებიც გამორიცხავს მის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების შესაძლებლობას ან მიზანშეწონილობას, შესაბამისი თანამდებობიდან გადაყენებით შეიძლება აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში. სამსახურში შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციისას კადრების განკარგულებაში მყოფ მოსამსახურეს, გარდა იმ მოსამსახურისა, რომლის მიმართაც გამოყენებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიება, კადრების განკარგულებაში ყოფნის პირველი თვის განმავლობაში შეიძლება დაეკისროს სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულება კადრების განკარგულებაში აყვანამდე დაკავებული თანამდებობის მიხედვით. 2. კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. კადრების განკარგულებაში მყოფ მოსამსახურეს პირველი ორი თვის მანძილზე ეძლევა თანამდებობრივი სარგო, ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად. 3. სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებითა და მოსამსახურის თანხმობით, კადრების განკარგულებაში ყოფნის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ორი თვისა. 4. კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ, მოსამსახურე უნდა დაინიშნოს თანამდებობაზე ან გათავისუფლდეს (დათხოვნილ იქნეს) სამსახურიდან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა მოსამსახურეს ეთვლება ნამსახურობის სტაჟში.