საქართველოსა და უკრაინის საკონსულო კონვენცია

მიღების თარიღი 14.02.1997
ძალაში შესვლა 31.03.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480060000.02.002.000383
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 13/11/2000
matsne.gov.ge 5,055 სიტყვა · ~25 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.02.1997 მიღება
31.03.1999 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოსა და უკრაინის საკონსულო კონვენცია p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.karixml, li.karixml, div.karixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.karisataurixml, li.karisataurixml, div.karisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოსა და უკრაინის საკონსულო კონვენცია საქართველო და უკრაინა, შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად“ წოდებულნი, ხელმძღვანელობენ რა სურვილით, განავითარონ თავიანთი საკონსულო ურთიერთობანი ორივე სახელმწიფოს, მათი მოქალაქეებისა და იურიდიული პირების უფლებებისა და ინტერესების უფრო ეფექტურად დასაცავად, ხელშემკვრელ მხარეთა შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის განსამტკიცებლად, განავითარონ საკონსულო ურთიერთობათა შესახებ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციის დებულებები , ადასტურებენ რა, რომ საკითხების მიმართ, რომლებიც არ არის ამ კონვენციაში განხილული, გამოყენებული იქნება საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლისა და იმ მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებების ნორმები, რომელთა მონაწილენიც არიან ხელშემკვრელი მხარეები, გადაწყვიტეს დადონ ეს კონვენცია და შეთანხმდნენ შემდეგზე: კარი I  განსაზღვრებანი     მუხლი 1🔗 ამ კონვენციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: 1. „საკონსულო დაწესებულება“– ნებისმიერი გენერალური საკონსულო, საკონსულო, ვიცე-საკონსულო, საკონსულო სააგენტო ან დიპლომატიური წარმომადგენლობის საკონსულო სამსახური (საკონსულო განყოფილება); 2. „საკონსულო ოლქი“ – საკონსულო ფუნქციების შესასრულებლად საკონსულო დაწესებულებისათვის გამოყოფილი რაიონი; 3. „საკონსულო დაწესებულების მეთაური“ – პირი, რომელსაც ევალება იმოქმედოს, როგორც ასეთმა; 4. „საკონსულო თანამდებობის პირი“ – ნებისმიერი პირი, საკონსულო დაწესებულების მეთაურის ჩათვლით, რომელსაც ევალება საკონსულო ფუნქციების შესრულება; 5. „საკონსულოს მოსამსახურე“ – ნებისმიერი პირი, რომელიც ადმინისტრაციულ ან ტექნიკურ მოვალეობას ასრულებს საკონსულო დაწესებულებაში; 6. „მომსახურე პერსონალის მუშაკი“ – ნებისმიერი პირი, რომელიც საკონსულო დაწესებულების მომსახურების მოვალეობებს ასრულებს; 7. „საკონსულო დაწესებულების მუშაკები“ – საკონსულო თანამდებობის პირები, საკონსულოს მოსამსახურეები და მომსახურე პერსონალის მუშაკები; 8. „ოჯახის წევრები“ – საკონსულო დაწესებულების მუშაკის ცოლი (ქმარი); შვილები, მშობლები, აგრეთვე სხვა პირები, რომლებიც მასთან ერთად და მის კმაყოფაზე იმყოფებიან; 9. „მოქალაქე“ – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც წარმდგენი ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეა ამ სახელმწიფოთა კანონმდებლობის შესაბამისად; 10. „საკონსულო კარ-მიდამო“ – შენობები ან შენობათა ნაწილები და ამ შენობათა ან შენობათა ნაწილების მომსახურე მიწის ნაკვეთები, რომლებიც მხოლოდ საკონსულო დაწესებულების მიზნებისათვის გამოიყენება, ვის საკუთრებასაც არ უნდა შეადგენდნენ ისინი; 11. „საკონსულოს არქივები“ – ყველა ქაღალდი, დოკუმენტი, კორესპონდენცია, წიგნი, ფილმი, ინფორმაციის შეგროვების, შენახვისა და გამოყენების ტექნიკური საშუალებანი, საკონსულო დაწესებულების რეესტრები შიფრებითა და კოდებით, კარტოთეკებითა და მოწყობის ნებისმიერი საგნებით, რომლებიც მათი შენახვისა და დაცვის უზრუნველსაყოფად არის განკუთვნილი; 12. „გემი“ – ნებისმიერი სამოქალაქო გემი, რომელსაც უფლება აქვს აღმართოს წარმდგენი სახელმწიფოს დროშა; 13. „საჰაერო ხომალდი“ – ნებისმიერი სამოქალაქო საჰაერო ხომალდი, რომელსაც აქვს წარმდგენი სახელმწიფოს ამოსაცნობი ნიშნები. კარი II  ზოგადი დებულებანი საკონსულო ურთიერთობათა შესახებ     მუხლი 2🔗. საკონსულო დაწესებულებების გახსნა 1. ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის საკონსულო დაწესებულება შეიძლება გაიხსნას მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, მხოლოდ ამ სახელმწიფოს თანხმობით. 2. საკონსულო დაწესებულების ადგილსამყოფელი, მისი კლასი და საკონსულო ოლქი, აგრეთვე ნებისმიერი ცვლილება ამ მიმართებით განისაზღვრება მხოლოდ წარმდგენი სახელმწიფოსა და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შეთანხმებით.     მუხლი 3🔗. საკონსულო დაწესებულების მეთაურის დანიშვნა და სამუშაოდ დაშვება 1. საკონსულო დაწესებულების მეთაურის დასანიშნად წარმდგენმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს წინასწარი თანხმობა. თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფო ამაზე თანახმა არ არის, იგი ვალდებული არაა აცნობოს თავისი გადაწყვეტილების მოტივი. 2. წარმდგენი სახელმწიფო ადგილსამყოფელ სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცემს საკონსულო პატენტს ან შეტყობინებას საკონსულო დაწესებულების მეთაურის დანიშვნის თაობაზე. 3. საკონსულო პატენტის ან საკონსულო დაწესებულების მეთაურის დანიშვნის შესახებ შეტყობინების წარდგენის შემდეგ ადგილსამყოფელი სახელმწიფო, შესაძლო მოკლე ვადაში, აძლევს საკონსულო დაწესებულების მეთაურს ეგზეკვატურას. 4. საკონსულო დაწესებულების მეთაურს შეუძლია შეუდგეს თავის მოვალეობათა შესრულებას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ მისთვის ეგზეკვატურის მიცემის შემდეგ. ეგზეკვატურა არ ესაჭიროება საკონსულო თანამდებობის პირს, რომელიც მეთაურობს დიპლომატიური წარმომადგენლობის საკონსულო სამსახურს (საკონსულო განყოფილებას). 5. ეგზეკვატურის გაცემამდე ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია ნება დართოს საკონსულო დაწესებულების მეთაურს დროებით შეასრულოს თავისი ფუნქციები. 6. საკონსულო დაწესებულების მეთაურისათვის ეგზეკვატურის ან ფუნქციების დროებით შესასრულებლად ნებართვის მიცემის შემდეგ ადგილსამყოფელი სახელმწიფო დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ საკონსულო ოლქის ხელისუფლებას და იღებს ყველა ზომას, რათა საკონსულო დაწესებულების მეთაურს მიეცეს შესაძლებლობა, შეასრულოს თავისი მოვალეობანი და ისარგებლოს ამ კონვენციით გათვალისწინებული ყველა უფლებით, უპირატესობით, პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით.     მუხლი 4🔗. საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის ფუნქციების დროებითი შესრულება 1. თუ საკონსულო დაწესებულების მეთაურს არ შეუძლია შეასრულოს თავისი ფუნქციები, ან თუ საკონსულო დაწესებულების მეთაურის თანამდებობა ვაკანტურია, საკონსულო დაწესებულების მეთაურის ფუნქციები შეუძლია დროებით შეასრულოს საკონსულო დაწესებულების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა. 2. საკონსულო დაწესებულების მეთაურის ფუნქციების დროებითი შემსრულებლის სრულ სახელსა და გვარს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წინასწარ აცნობებს საკონსულო დაწესებულების მეთაური ან, თუ მას ეს არ შეუძლია, წარმდგენი სახელმწიფოს ნებისმიერი კომპეტენტური ორგანო. 3. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ეხმარებიან და იცავენ საკონსულო დაწესებულების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელს. საკონსულო დაწესებულების მეთაურის მოვალეობის შესრულებისას მასზე ამ კონვენციის დებულებანი ისევე ვრცელდება, როგორც საკონსულო დაწესებულების მეთაურზე.     მუხლი 5🔗. დანიშვნის, ჩასვლისა და გამომგზავრების შესახებ ადგილსამყოფელი სახელმწიფოსათვის შეტყობინება 1. წარმდგენი სახელმწიფო თავისი კომპეტენტური ორგანოების მეშვეობით ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წინასწარ წერილობით ატყობინებს: 1.1. საკონსულო დაწესებულების მუშაკების სახელს, გვარს, მოქალაქეობას, რანგს, თანამდებობას, მათი ჩასვლისა და საბოლოო გამომგზავრების, ან მათი ფუნქციების შეწყვეტის თარიღს, აგრეთვე საკონსულო დაწესებულების მუშაობის პერიოდში მათი სტატუსის ყოველგვარი ცვლილების შესახებ; 1.2. საკონსულო დაწესებულების თითოეული მუშაკის ოჯახის წევრის სახელს, გვარს, ჩასვლისა და საბოლოო გამომგზავრების თარიღს, აგრეთვე იმას, რომ ესა თუ ის პირი გახდა ან აღარ არის ასეთი ოჯახის წევრი. 2. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ხელისუფლება, ამ სახელმწიფოში დადგენილი წესის შესაბამისად, საკონსულო დაწესებულების მუშაკებსა და მათი ოჯახის წევრებზე უფასოდ გასცემს პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, რომელიც ადასტურებს მათი, როგორც საკონსულო დაწესებულების მუშაკების და მათი ოჯახის წევრების სტატუსს, იმ პირების გამოკლებით, რომლებიც არიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები ან იქ მუდმივად მაცხოვრებლები.     მუხლი 6🔗. საკონსულო თანამდებობის პირთა მოქალაქეობა საკონსულო თანამდებობის პირები უნდა იყვნენ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეები.     მუხლი 7🔗. „Persona non grata“-ად ან მიუღებლად ცნობილი პირები ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერ დროს, თავისი გადაწყვეტილების დაუსაბუთებლად, აცნობოს წარმდგენ სახელმწიფოს, რომ ესა თუ ის საკონსულო თანამდებობის პირი არის „Persona non grata“, ან საკონსულო დაწესებულების ერთ-ერთი მუშაკი მიუღებელია. ასეთ შემთხვევაში წარმდგენმა სახელმწიფომ უნდა გაიწვიოს შესაბამისი პირი. თუ წარმდგენი სახელმწიფო გონივრულ ვადაში არ შეასრულებს ამ მოვალეობას, მაშინ ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია ეს პირი არ ცნოს საკონსულო დაწესებულების მუშაკად. კარი III საკონსულო ფუნქციები     მუხლი 8🔗. ზოგადი დებულებები საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს: 1. დაიცვას წარმდგენი სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების უფლებები და ინტერესები, დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მათ. 2. ხელი შეუწყოს სავაჭრო, ეკონომიკური, სამართლებრივი, ტურისტული, ეკოლოგიური, სამეცნიერო-ტექნიკური, საინფორმაციო, კულტურული, ჰუმანიტარული კავშირებისა და განათლებისა და სპორტის დარგში კავშირების განვითარებას წარმდგენ სახელმწიფოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შორის, აგრეთვე დაეხმაროს სხვაგვარად მათ შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებას. 3. ყველა კანონიერი გზით გაარკვიოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული, სამეცნიერო ცხოვრების პირობები და მომხდარი მოვლენები, მათ შესახებ აცნობოს წარმდგენი სახელმწიფოს მთავრობას. 4. შეასრულოს წარმდგენი სახელმწიფოს მიერ საკონსულო დაწესებულებისათვის დაკისრებული სხვა ფუნქციები, რომლებიც აკრძალული არ არის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით.     მუხლი 9🔗. მოქალაქეობასა და მოქალაქეობრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული ფუნქციები 1. საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს: 1.1. აწარმოოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა აღრიცხვა; 1.2. მიიღოს ნებისმიერი განცხადება მოქალაქეობის საკითხებზე; 1.3. მიიღოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისაგან შეტყობინებები წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ, რეგისტრაციაში გაატაროს ასეთ მოქალაქეთა დაბადება და გარდაცვალება და შეადგინოს შესაბამისი აქტები; 1.4. წარმდგენი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციაში გაატაროს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა ქორწინება და განქორწინება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ ათავისუფლებენ დაინტერესებულ პირებს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების დაცვის მოვალეობისაგან.     მუხლი 10🔗. პასპორტებსა და ვიზებთან დაკავშირებული ფუნქციები საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს: 1. გასცეს, განაახლოს, ჩამოართვას, გააუქმოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა პასპორტები, გააგრძელოს მათი მოქმედების ვადა, შეიტანოს მათში აუცილებელი აღნიშვნები, აგრეთვე მოქალაქეებს მისცეს სხვა დოკუმენტები, რომლებიც იძლევიან საზღვრის გადაკვეთის უფლებას. 2. გასცეს, გააგრძელოს, გააუქმოს წარმდგენ სახელმწიფოში შესასვლელი და გამოსასვლელი ვიზები, აგრეთვე ვიზები მის ტერიტორიაზე სატრანზიტო მგზავრობისათვის.     მუხლი 11🔗. ლეგალიზაცია და ნოტარიული მოქმედებები 1. საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს, წარმდგენი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოოს შემდეგი სანოტარო მოქმედებები: 1.1. ნებისმიერი მოქალაქის განცხადებით შეადგინოს და დაამოწმოს აქტები და დოკუმენტები წარმდგენ სახელმწიფოსა და მის ფარგლებს გარეთ გამოსაყენებლად; 1.2. დაამოწმოს ხელმოწერათა და წარმდგენი ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოთა ოფიციალურ დოკუმენტებზე ბეჭდების ნამდვილობა, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომელთა მხარეებსაც წარმოადგენენ ხელშემკვრელი მხარეები; 1.3. განახორციელოს ოფიციალური დოკუმენტების ორიგინალთა ლეგალიზაცია და დაამოწმოს მათი ასლების, ამონაწერების, თარგმანების ნამდვილობა; 1.4. შეასრულოს წარმდგენი სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ნებისმიერი სანოტარო მოქმედება. 2. საკონსულო თანამდებობის პირის მიერ შედგენილ, დამოწმებულ ან აუცილებლობის შემთხვევაში ლეგალიზებულ დოკუმენტებს, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობას, ისეთივე იურიდიული ძალა აქვთ, როგორც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ შედგენილ, დამოწმებულ ან აუცილებლობის შემთხვევაში ლეგალიზებულ დოკუმენტებს.     მუხლი 12🔗. შეტყობინება მოქალაქეთა დაკავების, დაპატიმრების, მსჯავრდების შესახებ და მოქალაქეთა მონახულება 1. ადგილსამყოფელი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ ატყობინებენ წარმდგენი სახელმწიფოს შესაბამის საკონსულო თანამდებობის პირს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის დაკავების, დაპატიმრების, მსჯავრდების ან სხვაგვარად მისი თავისუფლების შეზღუდვის შესახებ. იმავდროულად ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ გადასცემენ საკონსულო დაწესებულებას ამ პირისგან მიღებულ და მათთვის განკუთვნილ ნებისმიერ შეტყობინებას. 2. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ, წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის დაკავების, დაპატიმრების, მსჯავრდების ან სხვაგვარად თავისუფლების შეზღუდვის შემდეგ,უზრუნველყოფენ საკონსულო თანამდებობის პირის უფლების რეალიზებას – მოინახულოს ან კავშირი დაამყაროს ასეთ მოქალაქესთან, აღმოუჩინოს საჭირო, მათ შორის სამართლებრივი დახმარება. 3. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ ატყობინებენ წარმდგენი სახელმწიფოს შესაბამის მოქალაქეს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ მის უფლებებს. 4. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული უფლებები ხორციელდება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად, ოღონდ იმ პირობით, რომ აღნიშნული კანონები და წესები არ უნდა აუქმებდეს ამ უფლებებს.     მუხლი 13🔗. წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთათვის დახმარების გაწევა 1. საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს: 1.1. კავშირი ჰქონდეს და მოინახულოს საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე მყოფი წარმდგენი სახელმწიფოს ნებისმიერი მოქალაქე, ხოლო ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ ხელი არ უნდა შეუშალოს ურთიერთობას წარმდგენ სახელმწიფოს მოქალაქესა და საკონსულო დაწესებულებას შორის, არ შეზღუდოს ამ მოქალაქეთა საკონსულო დაწესებულებაში მისვლა; 1.2. დროებითი შენახვისათვის მიიღოს წარმდგენი სახელმწიფოს ნებისმიერი მოქალაქის ქონება, ფულადი სახსრები, ფასეულობა და დოკუმენტები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობასა და წესებს; 1.3. შეკითხვით მიმართოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს, რათა დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია ყოველი იმ შემთხვევის თაობაზე, რომლის შედეგიც მატერიალური ზარალი და ადამიანთა მსხვერპლი, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაკავება და უბედური შემთხვევაა და რომელთანაც დაკავშირებული არიან წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქენი; 1.4. დახმარებისათვის მიმართოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს წარმდგენი სახელმწიფოს უგზო-უკვლოდ დაკარგულ მოქალაქეთა ძებნაში; 2. თუ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად არ შეუძლია დროულად დაიცვას თავისი უფლებები და ინტერესები, საკონსულო თანამდებობის პირს შეუძლია წარმოადგინოს იგი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სასამართლო და სხვა კომპეტენტურ ორგანოებში, ან უზრუნველყოს ადეკვატური წარმომადგენლობა მანამდე, სანამ აღნიშნული მოქალაქე არ დანიშნავს თავის წარმომადგენელს ან პირადად არ დაიცავს თავის უფლებებსა და ინტერესებს.     მუხლი 14🔗. მეურვეობა და მზრუნველობა 1. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ აცნობებენ საკონსულო დაწესებულებას იმის შესახებ, რომ აუცილებელია დაუწესდეს მეურვეობა ან მზრუნველობა წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეს, რომელიც დადგენილი წესით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ ქმედუნარიანად. 2. საკონსულო თანამდებობის პირს, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად, უფლება აქვს დაიცვას წარმდგენი სახელმწიფოს დადგენილი წესით ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ ქმედუნარიანად ცნობილი მოქალაქის უფლებები და ინტერესები და, თუ საჭიროა, რეკომენდაცია მისცეს ან დაუნიშნოს ასეთ პირს მეურვე ან მზრუნველი და თვალყური ადევნოს იმ მოქმედებებს, რომლებიც ეხება მეურვეობასა და მზრუნველობას.     მუხლი 15🔗. შეტყობინება გარდაცვალების შესახებ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ ატყობინებენ საკონსულო დაწესებულებას. საკონსულო დაწესებულების თხოვნით ისინი მისცემენ მას გარდაცვალების მოწმობას და მასთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტებს.     მუხლი 16🔗. მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ფუნქციები 1. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები შესაძლო უმოკლეს ვადაში ატყობინებენ საკონსულო თანამდებობის პირს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის მისი საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე გარდაცვალების შესახებ, აგრეთვე საკონსულო თანამდებობის პირს ინფორმაციას აწვდიან სამემკვიდრო ქონების, ანდერძის არსებობის, აგრეთვე იმის თაობაზე, რომ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი ან წარმოდგენილი რომელიმე პირი დანიშნულია ამ ქონების განმკარგავად. 2. საკონსულო თანამდებობის პირს მემკვიდრეობის არსებობისას, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლება აქვს დაესწროს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ქონების აღწერის შედგენას და მიიღოს ზომები სამემკვიდრო ქონების დასაცავად. 3. თუ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გარდაცვლილი პირის, მიუხედავად მისი მოქალაქეობისა, მემკვიდრეობის უფლება აქვს, ამ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლვი აწვდიან ინფორმაციას ამის თაობაზე საკონსულო დაწესებულებას. 4. თუ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მემკვიდრეობის უფლება ან პრეტენზია აქვს, მაგრამ არც მას, არც მის წარმომადგენელს არ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება მემკვიდრეობის საქმის განხილვაში, საკონსულო თანამდებობის პირს შეუძლია პირადად ან თავისი წარმომადგენლის მეშვეობით წარმოადგინოს ეს მოქალაქე ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სასამართლო ან სხვა კომპეტენტურ ორგანოებში. 5. საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს, წარმდგენი სახელმწიფოს იმ მოქალაქის სახელით, რომელიც მუდმივად არ ცხოვრობს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, მიიღოს აღნიშნული მოქალაქისათვის გადასაცემად ნებისმიერი მემკვიდრეობა ამ სახელმწიფოში, რომელიც მას ეკუთვნის. 6. თუ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქე, რომელიც მუდმივად არ ცხოვრობს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, გარდაიცვლება იქ, საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს, დროებით შესანახად მიიღოს გარდაცვლილის ყველა დოკუმენტი, ფულადი სახსრები, ფასეულობა და პირადი ქონება მემკვიდრეების, განმკარგავის ან სხვა რწმუნებული პირისათვის გადასაცემად. 7. საკონსულო თანამდებობის პირს შეუძლია წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის სახელით, თუ ეს უკანასკნელი არ იმყოფება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მიიღოს სასამართლოსაგან, ხელისუფლების ან ცალკეული პირებისაგან ფული ან სხვა საკუთრება, რომელზეც ზემოაღნიშნულ მოქალაქეს აქვს უფლება სამემკვიდრო ქონების და იმ გადასახდელების ჩათვლით, რომლებიც გადახდილია უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებით, კომპენსაციების გაცემის შესახებ კანონების თანახმად, აგრეთვე სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პოლისის გადასახდელი თანხის ჩათვლით. 8. ამ მუხლის 4, 5, 6, 7 პუნქტებთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულებისას საკონსულო თანამდებობის პირი ვალდებულია დაიცვას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონები და წესები.     მუხლი 17🔗. წარმდგენი სახელმწიფოს გემების დახმარება 1. საკონსულო თანამდებობის პირს თავისი საკონსულო ოლქის ფარგლებში უფლება აქვს, დაეხმაროს წარმდგენი სახელმწიფოს გემებს, რომლებიც ადილსამყოფელი სახელმწიფოს შიდა ან ტერიტორიულ წყლებში იმყოფებიან, ამ გემების კაპიტნებს და ეკიპაჟის წევრებს, აგრეთვე: 1.1. ავიდეს გემბანზე, გამოკითხოს კაპიტანი და ეკიპაჟის ნებისმიერი წევრი, აგრეთვე მიიღოს ინფორმაცია გემის საქმიანობის, ნაოსნობის და მისი ტვირთის შესახებ; 1.2. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლების უფლებების შეულახავად გამოიძიოს ნაოსნობის დროს მომხდარი ნებისმიერი უბედური შემთხვევა; 1.3. გადაწყვიტოს დავა კაპიტანსა და ეკიპაჟის წევრებს შორის, ხელფასისა და ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალიწინებული დავის ჩათვლით, აგრეთვე მიიღოს ზომები გემზე უსაფრთხოების დასაცავად; 1.4. მიიღოს ზომები გემის კაპიტანისა და ეკიპაჟის ნებისმიერი წევრისათვის სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ან რეპატრიაციისათვის; 1.5. მიიღოს, განიხილოს, შეადგინოს, ხელი მოაწეროს ან დაადასტუროს დოკუმენტები, რომლებიც გემს ეხება; 1.6. წარმდგენი სახელმწიფოს ან გემის მესაკუთრის დავალებით გადაწყვიტოს სხვა პრობლემებიც, რომლებიც გემს ეხება. 2. კაპიტანსა და ეკიპაჟის წევრებს, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების დაურღვევლად, უფლება აქვთ უშუალოდ დაუკავშირდნენ საკონსულო თანამდებობის პირს.     მუხლი 18🔗. წარმდგენი სახელმწიფოს დროშით მცურავი გემის იძულებითი ღონისძიებებისაგან დაცვა 1. თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სასამართლოებს ან სხვა კომპეტენტურ ორგანოებს სურთ წარმდგენი სახელმწიფოს გემზე გაატარონ რაიმე იძულებითი ღონისძიებანი ან დაავალონ რაიმე გამოძიების ჩატარება, ისინი ამის შესახებ წინასწარ ატყობინებენ საკონსულო დაწესებულებას, რათა საკონსულო თანამდებობის პირი ან მისი წარმომადგენელი დაესწროს ამ ღონისძიებას. თუ ეს მოქმედება სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს და წინასწარი შეტყობინება შეუძლებელია, საკონსულო დაწესებულებას დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ჩატარებულ მოქმედებათა შესახებ, ხოლო საკონსულო თანამებობის პირის თხოვნით – ჩატარებულ ღონისძიებათა შედეგების შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები შესაბამისად ეხება იმ მოქმედებებსაც, რომლებსაც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები განახორციელებენ ხმელეთზე გემის კაპიტნის ან ეკიპაჟის რომელიმე წევრის მიმართ. 3. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები არ გამოიყენება ჩვეულებრივი ინსპექციების მიმართ, რომლებიც ხორციელდება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მაკონტროლებელი ორგანოების მიერ სახელმწიფო საზღვარზე არსებულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებში, ნავსადგურების ადმინისტრაციის მიერ, აგრეთვე წყალში ხალხის სიცოცხლის გადასარჩენად, ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოების ან წყლის გაჭუჭყიანების აღკვეთისათვის გატარებული ღონისძიებებისას. 4. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს არ შეუძლიათ ჩაერიონ წარმდგენი სახელმწიფოს რომელიმე გემის საშინაო საქმეებში, თუ არ ირღვევა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სიმშვიდე, უსაფრთხოება და საზოგადოებრივი წესრიგი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს ხდება გემის კაპიტნის პირადი თხოვნით ან მისი თანხმობით, ან წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო თანამდებობის პირის თანხმობით.     მუხლი 19🔗. შიდა და ტერიტორიულ წყლებში იმ გემებისათვის დახმარების გაწევა, რომლებმაც მარცხი ან ავარია განიცადა, მეჩეჩზე დაჯდა ან სხვა რაიმე მიზეზით დამოუკიდებლად არ შეუძლია ნაოსნობის გაგრძელება 1. თუ წარმდგენი სახელმწიფოს დროშით მცურავმა გემმა მარცხი ან ავარია განიცადა, მეჩეჩზე დაჯდა ან სხვა რაიმე მიზეზით დამოუკიდებლად არ შეუძლია ნაოსნობის განგრძობა, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ აცნობებენ საკონსულო დაწესებულებას იმ ზომების შესახებ, რომლებიც მიიღეს ადამიანების, რომლებიც იმყოფებიან გემბანზე, გემის ტვირთის და სხვა ქონების გადასარჩენად. 2. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ხელს არ უშლიან საკონსულო თანამდებობის პირს დაეხმაროს რომელიმე გემს, რომელმაც მარცხი ან ავარია განიცადა, მეჩეჩზე დაჯდა ან სხვა რაიმე მიზეზების გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად განაგრძოს ნაოსნობა, აგრეთვე მის ეკიპაჟს და მგზავრებს და ამ მიზნით მას შეუძლია დახმარებისათვის მიმართოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლებას. 3. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლება დაუყოვნებლივ შეატყობინებს საკონსულო დაწესებულებას, თუ წარმდგენი სახელმწიფოს გემმა მარცხი ან ავარია განიცადა, მეჩეჩზე დაჯდა ან სხვა მიზეზების გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად განაგრძოს ნაოსნობა, ან თუ გემის კუთვნილი რომელიმე ნივთი ან ტვირთი იპოვნეს ნაპირზე და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ნავსადგურში მოიტანეს, ხოლო კაპიტანი, მფლობელი, გემის აგენტი ან სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი ვერ ესწრებიან ან არ შეუძლიათ მიიღონ ამ ქონების დაცვისა და განკარგვის ზომები. ამ შემთხვევაში საკონსულო თანამდებობის პირს შეუძლია მათი სახელით განახორციელოს სათანადო ღონისძიებანი. 4. არავითარი საბაჟო გადასახადი არ შეიძლება აკრეფილ იქნეს წარმდგენი სახელმწიფოს გემიდან, რომელმაც მარცხი ან ავარია განიცადა, მეჩეჩზე დაჯდა ან სხვა რაიმე მიზეზების გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად განაგრძოს ნაოსნობა, აგრეთვე გემის ტვირთიდან ან ქონებიდან იმ შემთხვევების გარდა, როცა ისინი რეალიზებული ან გამოყენებული იქნა ადგილსამყოფელ სახელმწიფოში. 5. საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს დაესწროს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ გემის ავარიის, მეჩეჩზე დაჯდომის ან დამოუკიდებლად ნაოსნობის გაგრძელების შეუძლებლობის გამორკვევის მიზეზების დადგენისას.     მუხლი 20🔗. წარმდგენი სახელმწიფოს საჰაერო ხომალდი წარმდგენი სახელმწიფოს გემების მიმართ ამ კონვენციის დებულებები შესაბამისად გამოიყენება წარმდგენი სახელმწიფოს საჰაერო ხომალდების მიმართაც, იმ პირობით, რომ ისინი არ ეწინააღმდეგებიან წარმდგენი სახელმწიფოსა და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სხვა ორმხრივ შეთანხმებებს ან მრავალმხრივ შეთანხმებებს, რომელთა მონაწილეა ორივე სახელმწიფო.     მუხლი 21🔗. სამართლებრივი დოკუმენტების გადაცემა საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს, გადასცეს სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტები, თუ ეს ნებადართულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით. თუ წარმდგენ სახელმწიფოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შორის მოქმედებს სხვა ხელშეკრულებები, მაშინ გამოიყენება მათი დებულებანი.     მუხლი 22🔗. საკონსულო ფუნქციების გამოსაყენებლად გათვალისწინებული ტერიტორია საკონსულო თანამდებობის პირი ახორციელებს საკონსულო ფუნქციებს მხოლოდ საკონსულო ოლქის ფარგლებში. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით მას შეუძლია თავისი ფუნქციების განხორციელება საკონსულო ოლქის ტერიტორიის ფარგლებს გარეთაც.     მუხლი 23🔗. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა საკონსულო თანამდებობის პირმა, რამდენადაც ეს ნებადართულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებით, წესებითა და ჩვეულებებით, შეუძლია მიმართოს თავისი საკონსულო ოლქის ადგილობრივ ხელისუფლებას, ხოლო დიპლომატიური წარმომადგენლობის არყოფნის შემთხვევაში, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოებს.     მუხლი 24🔗. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობაში იმ ცვლილებათა შესახებ შეტყობინება, რომლებიც შეიძლება ეხებოდეს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებს ადგილსამყოფელი სახელმწიფო აუწყებს საკონსულო დაწესებულების კანონმდებლობაში იმ ცვლილებათა შესახებ, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეების ინტერესებთან. კარი IV უპირატესობანი, პრივილეგიები და იმუნიტეტი     მუხლი 25🔗. საკონსულო დაწესებულებისა და საკონსულო დაწესებულების მუშაკთა ხელშეწყობა 1. ადგილსამყოფელმა სახელმწიფო საკონსულო დაწესებულებას აძლევს ყველა შესაძლებლობას თავისი ფუნქციების შესასრულებლად. 2. ადგილსამყოფელი სახელმწიფო სათანადო პატივისცემით მოეპყრობა საკონსულო დაწესებულების მუშაკებს და საჭირო ზომებს მიიღებს ამ კონვენციის შესაბამისად მათი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად.     მუხლი 26🔗. საკონსულო და საცხოვრებელი შენობები 1.ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ, თავის ტერიტორიაზე და თავისი კანონმდებლობისა და წესების შესაბამისად, ხელი უნდა შეუწყოს წარმდგენ სახელმწიფოს, შეიძინოს საჭირო შენობები თავისი საკონსულო დაწესებულებებისათვის ან დაეხმაროს ამ შენობათა სხვა გზით მიღებაში. 2. ადგილსამყოფელი სახელმწიფო საჭიროების შემთხვევაში ასევე ხელს უწყობს საკონსულო დაწესებულებას თავისი მუშაკებისათვის შესაბამისი საცხოვრებელი შენობების მიღებაში. 3. ეს მუხლი ისე არ უნდა იქნეს გაგებული, რომ წარმდგენი სახელმწიფო თავისუფლდება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს იმ კანონებისა და წესების დაცვის პასუხისმგებლობისაგან, რომლებიც აწესრიგებენ შენობების განლაგებასა და კონსტრუქციას, აგრეთვე ქალაქის დაგეგმარებასა და რაიონებად დაყოფას.     მუხლი 27🔗. სახელმწიფო დროშითა და გერბით სარგებლობა 1. საკონსულო დაწესებულებას უფლება აქვს საკონსულო დაწესებულების შენობაზე დაამაგროს სახელმწიფო გერბი და გააკეთოს წარწერა, საკონსულო დაწესებულების დასახელებით, წარმდგენი სახელმწიფოსა და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ენებზე. 2.საკონსულო დაწესებულებას უფლება აქვს საკონსულო დაწესებულების შენობაზე, საკონსულო დაწესებულების მეთაურის რეზიდენციაზე, ოფიციალური ფუნქციების შესრულებისას გადაადგილების საშუალებებზე აღმართოს წარმდგენი სახელმწიფოს სახელმწიფო დროშა.     მუხლი 28🔗. საკონსულო დაწესებულების შენობების და საკონსულო თანამდებობის პირთა საცხოვრებელი სათავსების ხელშეუხებლობა 1. საკონსულო დაწესებულების შენობები და საკონსულო თანამდებობის პირთა საცხოვრებელი სათავსები ხელშეუხებელია. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებს არ შეუძლიათ შევიდნენ საკონსულო დაწესებულების შენობებსა და საკონსულო თანამდებობის პირთა საცხოვრებელ სათავსებში ადგილსამყოფელ სახელმწიფოში წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულების მეთაურის ან დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურის, ან ერთ-ერთი მათგანის მიერ დანიშნული პირის თანხმობის გარეშე. 2. ადგილსამყოფელი სახელმწიფო მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა საკონსულო დაწესებულებანი და საკონსულო თანამდებობის პირთა საცხოვრებელი ნაგებობანი დაიცვას ყოველგვარი შეჭრისა და ზიანის მიყენებისაგან, აღკვეთოს საკონსულო დაწესებულების სიმშვიდის დარღვევა ან მისი ღირსების შელახვა.     მუხლი 29🔗. საკონსულო დაწესებულების შენობების რეკვიზიციისაგან იმუნიტეტი საკონსულო დაწესებულების შენობები, საკონსულო დაწესებულების ყველანაირი ქონება, აგრეთვე გადაადგილების ყველა საშუალება სარგებლობს იმუნიტეტით და სახელმწიფო თავდაცვის ან საზოგადოებრივი აუცილებლობის მიზნით ნებისმიერი სახით რეკვიზიციისაგან. თუ ზემოაღნიშნული მიზნებისათვის საჭირო გახდება ამ შენობათა გასხვისება, მიიღება ყველა ზომა საკონსულო ფუნქციათა შესრულებისათვის ხელშემშლელ გარემოებათა თავიდან ასაცილებლად და წარმდგენ სახელმწიფოს გადაუდებლად აუნაზღაურდება შესაბამისი და ეფექტური კომპენსაცია.     მუხლი 30🔗. საკონსულო არქივების ხელშეუხებლობა საკონსულო არქივები ხელშეუხებელია დროისა და ადგილმდებარეობის მიუხედავად.     მუხლი 31🔗. გადაადგილების თავისუფლება თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონებსა და წესებს იმ ზონების შესახებ, რომლებშიც სახელმწიფო უშიშროების თვალსაზრისით შესვლა აკრძალული ან რეგულირებულია, ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს თავის ტერიტორიაზე საკონსულო დაწესებულების ყველა მუშაკის გადაადგილების ან მოგზაურობის თავისუფლება. ამასთან, ყველა შემთხვევაში ადგილსამყოფელი სახელმწიფო უზრუნველყოფს საკონსულო თანამდებობის პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.     მუხლი 32🔗. ურთიერთობათა თავისუფლება 1. ადგილსამყოფელი სახელმწიფო ნებას რთავს და იცავს ყველა ოფიციალური მიზნებისათვის საკონსულო დაწესებულების ურთიერთობის თავისუფლებას. წარმდგენი სახელმწიფოს მთავრობასთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და სხვა საკონსულო დაწესებულებებთან ურთიერთობისას საკონსულო დაწესებულებას შეუძლია ისარგებლოს ყველა შესაფერისი საშუალებით, მათ შორის დიპლომატიური და საკონსულო კურიერებით, კოდირებული და დაშიფრული დეპეშებით, დიპლომატიური და საკონსულო ვალიზებით. საკონსულო დაწესებულებას შეუძლია დააყენოს და ისარგებლოს რადიოგადამცემით, მხოლოდ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით. 2. საკონსულო დაწესებულების ოფიციალური კორესპონდენცია ხელშეუხებელია. საკონსულო ვალიზა არ შეიძლება გაიხსნას ან დაკავებულ იქნეს. მას უნდა ჰქონდეს მისი ხასიათის აღმნიშვნელი გარეგნული ნიშნები და უნდა შეიცავდეს მხოლოდ ოფიციალურ კორესპონდენციას და მხოლოდ ოფიციალური სარგებლობისათვის განკუთვნილ ოფიციალურ დოკუმენტებსა და საგნებს. 3. საკონსულოს კურიერი უნდა იყოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქე, მაგრამ არ უნდა ცხოვრობდეს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მუდმივად. ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ის სარგებლობს ისეთივე უპირატესობებით, პრივილეგიებითა და იმუნიტეტით, როგორც დიპლომატიური კურიერი. 4. წარმდგენ სახელმწიფოს ან საკონსულო დაწესებულებას შეუძლიათ დანიშნოს საკონსულო კურიერები ad hoc. ასეთ შემთხვევაში ამ მუხლის მე-3 პუნქტი გამოიყენება იმ გამონაკლისით, რომ მასში მითითებული იმუნიტეტი ასეთი კურიერისათვის მინდობილი საკონსულო ვალიზის დანიშნულებისამებრ ჩაბარების მომენტისათვის წყდება. 5. საკონსულო ვალიზა შეიძლება მიანდონ წარმდგენი სახელმწიფოს გემის კაპიტანს ან საჰაერო ხომალდის მეთაურს, რომელსაც უნდა ჰქონდეს ოფიციალური დოკუმენტი საკონსულო ვალიზის შემადგენელი შეკვრების რაოდენობის თაობაზე, მაგრამ ის არ ჩაითვლება საკონსულო კურიერად. საკონსულო დაწესებულების მუშაკებს შეუძლიათ თავისუფლად და უშუალოდ ჩააბარონ გემის კაპიტანს ან საჰაერო ხომალდის მეთაურს და მიიღონ მათგან საკონსულო ვალიზა.     მუხლი 33🔗. საკონსულო მოსაკრებელი და ბაჟი 1. საკონსულო დაწესებულებას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე საკონსულო მომსახურებისათვის შეუძლია აკრიფოს წარმდგენი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით გათვალისწინებული მოსაკრებელი და ბაჟი. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული მოსაკრებელი და ბაჟი ადგილსამყოფელ სახელმწიფოში თავისუფლდება ყველა გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.     მუხლი 34🔗. საკონსულო თანამდებობის პირების ხელშეუხებლობა საკონსულო თანამდებობის პირები სარგებლობენ პირადი ხელშეუხებლობით და არ შეიძლება დაკავებულ ან დაპატიმრებულ იქნენ. ადგილსამყოფელი სახელმწიფო იღებს ყველა საჭირო ზომას მათი თავისუფლებისა და ღირსების ხელყოფის აღსაკვეთად.     მუხლი 35🔗. იმუნიტეტი იურისდიქციისაგან 1. საკონსულო თანამდებობის პირები სარგებლობენ დიპლომატიური პრივილეგიებისა და იმუნიტეტების მთელი მოცულობით ისევე, როგორც დიპლომატიური აგენტები დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ ვენის 1961 წლის 18 აპრილის კონვენციის შესაბამისად. 2. საკონსულო დაწესებულების საკონსულო მოსამსახურენი და მომსახურე პერსონალის მუშაკები არ ექვემდებარებიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს იურისდიქციას თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის განსახორციელებლად შესრულებული მოქმედებებისას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ გამოიყენება იმ სამოქალაქო სარჩელის მიმართ: 3.1. რომელიც გამომდინარეობს საკონსულო დაწესებულების საკონსულო მოსამსახურის ან მომსახურე პერსონალის მუშაკის მიერ დადებული ხელშეკრულებიდან, რომლითაც მან პირდაპირ ან არაპირდაპირ არ აიღო მოვალეობა, როგორც წარმდგენი სახელმწიფოს აგენტმა ან 3.2. მესამე მხარისადმი ზიანის მიყენებისას, რომელიც მან განიცადა ადგილსამყოფელ ქვეყანაში საგზაო-სატრანსპორტო საშუალებით, გემით ან თვითმფრინავით გამოწვეული უბედური შემთხვევის გამო.     მუხლი 36🔗. მოწმის ჩვენების მიცემის ვალდებულება 1. საკონსულო თანამდებობის პირები მოვალენი არ არიან მისცენ მოწმის ჩვენება. 2. საკონსულოს მოსამსახურენი და მომსახურე პერსონალის მუშაკები ადგილსამყოფელ სახელმწიფოში სასამართლო ან ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას შეიძლება გამოძახებულ იქნენ მოწმის ჩვენების მისაცემად. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ შემთხვევათა გარდა მათ არ შეუძლიათ უარი თქვან მოწმის ჩვენების მიცემაზე. 3. საკონსულოს მოსამსახურენი და მომსახურე პერსონალის მუშაკები ვალდებულნი არ არიან მისცენ მოწმის ჩვენება იმ საკითხებზე, რომელიც დაკავშირებულია მათ მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულებასთან ან წარადგინონ თავიანთ ფუნქციებთან დაკავშირებული ოფიციალური კორესპონდენცია ან დოკუმენტები. მათ მოწმის ჩვენების მიცემის უფლება აქვთ როგორც წარმდგენი სახელმწიფოს კანონმდებლობის ექსპერტებს, თუ ამაზე არის საკონსულო დაწესებულების მეთაურის თანხმობა, თუმცა მათ უფლება აქვთ, უარი თქვან მისცენ მოწმის ჩვენება, როგორც ექსპერტებმა. 4. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ხელისუფლებამ, რომელსაც ესაჭიროება საკონსულოს რომელიმე მოსამსახურის ან მომსახურე პერსონალის მუშაკის ჩვენება, ხელი არ უნდა შეშალოს მათი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. ამ ხელისუფალთ შეუძლიათ, როცა ეს შესაძლებელია, მოისმინონ ეს ჩვენებანი ამ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საკონსულო დაწესებულების შენობაში, ან მიიღონ მათგან წერილობითი ჩვენება.     მუხლი 3🔗. გათავისუფლება ვალდებულებებისაგან საკონსულო დაწესებულების მუშაკები ადგილსამყოფელ სახელმწიფოში თავისუფლდებიან ყველა პირადი, საზოგადოებრივი და სამხედრო ვალდებულებისაგან,/ აგრეთვე ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით გათვალისწინებული მოთხოვნებისაგან, რომლებიც ეხება უცხოელთა რეგისტრაციას და ცხოვრების ნებართვის მიღებას.     მუხლი 38🔗. გათავისუფლება გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან 1. ადგილსამყოფელი სახელმწიფო ათავისუფლებს სახელმწიფო, რაიონული და მუნიციპალური გადასახადების, მოსაკრებლებისა და ბაჟისაგან: 1.1. საკონსულო დაწესებულებებსა და საკონსულო დაწესებულებების მუშაკთა საცხოვრებელ შენობებს, რომელთა მოიჯარეა წარმდგენი სახელმწიფო, მიღებული წარმდგენი სახელმწიფოს ან მისი წარმომადგენლის სახელით, აგრეთვე ამასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებსა და აქტებს; 1.2. მოძრავ ქონებასა და სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც კანონიერად შეიძინა საკონსულო დაწესებულებამ ოფიციალური მიზნებისათვის, აგრეთვე მათ შეძენას, ფლობასა და შენახვას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება: 2.1. კონკრეტული სახის მომსახურებისათვის გადასახადებისა და მოსაკრებლებისა და ბაჟის მიმართ; 2.2. გადასახადების, მოსაკრებლებისა და ბაჟის მიმართ, რომლებსაც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით ახდევინებენ იმ პირს, რომელმაც ხელშეკრულება დადო წარმდგენ სახელმწიფოსთან ან მის წარმომადგენელთან.     მუხლი 39🔗. საკონსულო დაწესებულებათა მუშაკების გადასახადებისაგან გათავისუფლება 1. საკონსულო დაწესებულების მუშაკები, აგრეთვე მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრები, თავისუფლდებიან ყველანაირი პირადი და ქონებრივი, სახელმწიფო, რაიონული და მუნიციპალური გადასახადისა და ბაჟისაგან, გარდა: 1.1. არაპირდაპირი გადასახადისა, რომელიც ჩვეულებრივ საქონლისა და მომსახურების საფასურში შედის; 1.2. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე კერძო უძრავი ქონების გადასახადისა და ბაჟისაგან 38-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული გამონაკლისებით; 1.3. სამემკვიდრო ქონების გადასახადისა, სამემკვიდრეო ბაჟისა, ქონების გადაცემისათვის გადასახადისა 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულებებით გათვალისწინებული გამონაკლისების გათვალისწინებით; 1.4. კერძო შემოსავლიდან გადასახადისა და ბაჟისა, კაპიტალის შემოსავლის ჩათვლით, რომლის წყაროც ადგილსამყოფელ სახელმწიფოშია, აგრეთვე ადგილსამყოფელ სახელმწიფოში არსებულ კომერციულ ან ფინანსურ კაპიტალდაბანდებათა გადასახადებისა; 1.5. გადასახადისა და ბაჟისა, რომლებიც გადაიხდევინება მომსახურების კონკრეტული სახეებისათვის, სარეგიტსრაციო, სასამართლო და სარეესტრო ბაჟისა, იპოთეკური და საგერბო მოსაკრებლებისა 38-ე მუხლის დებულებებით გათვალისწინებული გამონაკლისებით. 2. საკონსულო დაწესებულებათა მუშაკები თავისუფლდებიან საკონსულო დაწესებულებაში თავიანთი მუშაობისათვის მიღებული ხელფასის გადასახადების, ბაჟის და მოსაკრებლებისაგან. 3. საკონსულო დაწესებულებათა მუშაკები, რომლებიც ქირაობენ იმ პირთ, რომელთა ხელფასი ადგილსამყოფელ სახელმწიფოში გათავისუფლებული არ არის საშემოსავლო გადასახადისაგან, ასრულებენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით დამქირავებლისათვის დაკისრებულ ვალდებულებებს, რომლებიც საშემოსავლო გადასახადების ამოღებას ეხება.     მუხლი 40🔗. საბაჟო შემოწმებისა და ბაჟისაგან გათავისუფლება 1. ადგილსამყოფელი სახელმწიფო, თავისი კანონებისა და წესების შესაბამისად, ნებას რთავს საბაჟო გადასახადებისაგან გათავისუფლებით, გარდა ნივთების შენახვის, გადაზიდვისა და მსგავსი მომსახურებისათვის დაწესებული გადასახადისა, შეიტანონ ან გაიტანონ: 1.1. საკონსულო დაწესებულებისათვის ოფიციალურად გამოსაყენებლად განკუთვნილი ნივთები; 1.2. საკონსულო თანამდებობის პირის პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი ნივთები; 1.3. ნივთები, რომლებიც პირველად ჩამოსვლისას შემოაქვთ საკონსულოს მოსამსახურეებს და მომსახურე პერსონალის მუშაკებს, საყოფაცხოვრებო ხასიათის ნივთების ჩათვლით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის 1.2. და 1.3. ქვეპუნქტებში მითითებული ნივთების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ პირთა პირადი მოხმარებისათვის საჭირო ნივთების რაოდენობას. 3. საკონსულო თანამდებობის პირის პირადი ბარგი თავისუფლდება საბაჟო შემოწმებისაგან. ის შესაძლოა შემოწმებულ იქნეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს სერიოზული მიზეზი, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტის 1.2. ქვეპუნქტში ჩამოთვლილი ნივთების გარდა მასში არის სხვა ნივთებიც, ან ისეთი ნივთები, რომელთა შეტანა ან გატანა აკრძალულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით, ან საკარანტინო წესებით. ამ შემთხვევაში შემოწმება წარმოებს საკონსულო თანამდებობის პირის ან მისი რწმუნებული წარმომადგენლის თანდასწრებით.     მუხლი 41🔗. ოჯახის წევრთა პრივილეგიები და იმუნიტეტები 1. საკონსულო დაწესებულების მუშაკის ოჯახის წევრები ისევე სარგებლობენ ისეთივე პრივილეგიებითა და იმუნიტეტით, როგორც საკონსულო დაწესებულების შესაბამისი მუშაკები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ ვრცელდება ოჯახის იმ წევრებზე, რომლებიც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები არიან ან მუდმივად ცხოვრობენ ამ სახელმწიფოში, ან შემოსავლის მიღების მიზნით ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ეწევიან პროფესიულ ან კომერციულ საქმიანობას.     მუხლი 42🔗. პირები, რომლებიც არ სარგებლობენ პრივილეგიებითა და იმუნიტეტით 1. საკონსულოს მოსამსახურეები და საკონსულო დაწესებულების მოსამსახურე პერსონალის მუშაკები, რომლებიც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები არიან ან მუდმივად ცხოვრობენ ამ სახელმწიფოში, არ სარგებლობენ ამ კონვენცითი გათვალისწინებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის დებულებებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირთა ოჯახის წევრები არ სარგებლობენ ამ კონვენციით გათვალისწინებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტით. 3. ადგილსამყოფელი სახელმწიფო განახორციელებს იურისდიქციას ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებულ პირთა მიმართ იმგვარად, რომ ხელი არ შეუშალოს საკონსულო დაწესებულების საქმიანობას.     მუხლი 43🔗. საკონსულო დაწესებულების მუშაკის ან მისი ოჯახის წევრის სამემკვიდრო ქონება საკონსულო დაწესებულების მუშაკის ან მისი ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ადგილსამყოფელი სახელმწიფო ვალდებულია: 1. ნება დართოს გარდაცვლილის მოძრავი ქონების გატანაზე, გარდა იმ ნივთებისა, რომლებიც შეძენილია ადგილსამყოფელ სახელმწიფოში და რომელთა გატანა აკრძალული იყო გარდაცვალების დროისათვის; 2. გაათავისუფლოს გარდაცვლილის მოძრავი ქონება, რომელიც იმყოფება ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, სამემკვიდრეო ბაჟისა და მემკვიდრეობაზე ყველა გადასახადისაგან.     მუხლი 44🔗. საკონსულო პრივილეგიების და იმუნიტეტების დაწყება და დამთავრება 1. საკონსულო დაწესებულების ყველა მუშაკი სარგებლობს ამ კონვენციით გათვალისწინებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით დანიშნულების ადგილისაკენ გადაადგილებისას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის მომენტიდან, ან თუ უკვე იმყოფება ამ ტერიტორიაზე, იმ მომენტიდან, როცა შეუდგება საკონსულო დაწესებულებაში თავის მოვალეობათა შესრულებას. 2. საკონსულო დაწესებულების მუშაკთან მცხოვრები მისი ოჯახის წევრები სარგებლობენ ამ კონვენციით გათვალისწინებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით მისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად პრივილეგიებისა და იმუნიტეტების მინიჭების მომენტიდან ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მათი შესვლის მომენტიდან ან იმ მომენტიდან, როცა გახდნენ მისი ოჯახის წევრები. 3. საკონსულო დაწესებულების მუშაკის ფუნქციების შეწყვეტისას მისი პრივილეგიები და იმუნიტეტები, აგრეთვე მისი ოჯახის წევრების პრივილეგიები და იმუნიტეტი წყდება იმ მომენტიდან, როცა ეს პირი ტოვებს ადგილსამყოფელ სახელმწიფოს, ან ამის გასაკეთებლად საჭირო გონივრული ვადის დამთავრებისას. საკონსულო დაწესებულების მუშაკის ოჯახის წევრთა პრივილეგიები და იმუნიტეტი წყდება, როცა ისინი აღარ არიან მისი ოჯახის წევრები. ამასთან, თუ ეს პირები აპირებენ გონივრულ ვადაში დატოვონ ადგილსმყოფელი სახელმწიფო, მათი პრივილეგიები და იმუნიტეტები მათი გამგზავრების დრომდე შენარჩუნდება. 4. საკონსულო დაწესებულების მუშაკის გარდაცვალების შემთხვევაში მასთან ერთად მცხოვრები მისი ოჯახის წევრები განაგრძობენ მათთვის მინიჭებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტით სარგებლობას მათ მიერ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს დატოვებამდე ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს დატოვებისათვის საჭირო გონივრული ვადის გასვლამდე.     მუხლი 45🔗. პრივილეგიებსა და იმუნიტეტებზე უარის თქმა 1. წარმდგენ სახელმწიფოს შეუძლია უარი განაცხადოს ნებისმიერ პრივილეგიასა და იმუნიტეტზე, რომლითაც სარგებლობენ შესაბამისი პირები ამ კონვენციის დებულებათა შესაბამისად. ყველა შემთხვევაში ასეთი უარი მკაფიოდ უნდა იყოს გამოხატული და ამის თაობაზე წერილობით ეცნობოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოს. 2. ნებისმიერი პირის მიერ საქმეზე სარჩელის აღძვრა, როცა მას ამ კონვენციის შესაბამისად შეეძლო იურისდიქციისაგან იმუნიტეტის გამოყენება, ართმევს მას უფლებას იგი გამოიყენოს ძირითად სარჩელთან დაკავშირებული რომელიმე შეგებებული სარჩელის მიმართ. 3. უარის თქმა იურისდიქციისაგან იმუნიტეტზე სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმის მიმართ არ ნიშნავს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისაგან იმუნიტეტზე უარის თქმას, რისთვისაც საჭიროა ცალკე უარი წერილობითი სახით.     მუხლი 46🔗. დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ საკონსულო ფუნქციების შესრულება 1. ამ კონვენციის დებულებები ვრცელდება დიპლომატიურ წარმომადგენლობათა მიერ საკონსულო ფუნქციების შესრულებისას. 2. დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომელთა გვარები, რომლებსაც ევალებათ საკონსულო ფუნქციების შესრულება, ეცნობება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან ამ სამინისტროს მიერ მითითებულ ორგანოს. 3. საკონსულო ფუნქციების შესრულებისას დიპლომატიურ წარმომადგენლობას შეუძლია მიმართოს: 3.1. საკონსულო ოლქის ადგილობრივ ხელისუფლებას; 3.2. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ცენტრალურ ხელისუფლებას, თუ ეს არ ეწინაააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებს, წესებს და ჩვეულებებს ან შესაბამის საერთაშორისო შეთანხმებებს. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომელთა პრივილეგიები და იმუნიტეტი რეგულირდება საერთაშორისო სამართლის იმ ნორმებით, რომლებიც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს. კარი V ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების პატივისცემა     მუხლი 47🔗 1. ამ კონვენციით გათვალისწინებული პრივილეგიებისა და იმუნიტეტების დაურღვევლად, პირები, რომლებიც სარგებლობენ ამ პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, მოვალენი არიან პატივი სცენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და წესებს, სატრანსპორტო მოძრაობის წესების ჩათვლით. 2. საკონსულო დაწესებულების შენობები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საკონსულო ფუნქციათა შესრულებისათვის შეუთავსებელი მიზნით. 3. საკონსულო დაწესებულება, საკონსულო დაწესებულების მუშაკები და მათი ოჯახის წევრები ვალდებულნი არიან პატივი სცენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და წესებს, რომლებიც ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევას. 4. წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულების მუშაკებს არ შეუძლიათ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში განახორციელონ პროფესიული ან კომერციული საქმიანობა, გარდა ისეთი სახისა, რომლებიც დაკავშირებულია ოფიციალური ფუნქციების განხორციელებასთან. კარი VI დასკვნითი დებულებანი     მუხლი 48🔗 ხელშემკვრელ მხარეთა შეთანხმებით ამ კონვენციაში შესაძლებელია შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები.     მუხლი 49🔗. რატიფიკაცია, ძალაში შესვლა, დენონსაცია 1. ეს კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას და ძალაში შედის სარატიფიკაციო სიგელების გაცვლიდან ოცდამეათე (30) დღეს. 2. ეს კონვენცია იდება განუსაზღვრელი ვადით და იმოქმედებს ექვსი (6) თვის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე დიპლომატიური არხებით წერილობით აცნობებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს ამ კონვენციის დენონსირების შესახებ თავისი გადაწყვეტილების თაობაზე. შესრულებულია ქ. კიევში, 1997 წლის 14 თებერვალს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, უკრაინულ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი ავთენტურია. ქართულ და უკრაინულ ენებზე კონვენციის ტექსტის განმარტებისას წარმოქმნილ განსხვავებათა შემთხვევაში, ხელშემკვრელი მხარეები იხელმძღვანელებენ ამ კონვენციის რუსული ტექსტით. საქართველოს სახელით                                   უკრაინის სახელით (ხელმოწერილია)                                               (ხელმოწერილია)