შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის საწარმოო ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბდურებების თავიდან აცილებისა და მათი შედგების ლიკვიდაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 07.12.1998
ძალაში შესვლა 07.08.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480140000.03.030.000384
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 13/11/2000
matsne.gov.ge 2,045 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.12.1998 მიღება
07.08.1999 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელით (ხელმოწერილია) უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სახელით (ხელმოწერილია)

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის საწარმოო ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბდურებების თავიდან აცილებისა და მათი შედგების ლიკვიდაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Arial','sans-serif';} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Arial','sans-serif';} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} span.msoIns { text-decoration:underline; color:teal;} span.msoDel { text-decoration:line-through; color:red;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 73.35pt 56.7pt 67.5pt;} div.Section1 {page:Section1;} შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის საწარმოო ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბდურებების თავიდან აცილებისა და მათი შედგების ლიკვიდაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება და უკრაინის მინისტრთა კაბინეტი, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, აცნობიერებენ რა საშიშროებას, რომელსაც იწვევს ორივე ქვეყნისათვის საწარმოო ავარიები, კატასტროფები და სტიქიური უბედურებები, აღიარებენ რა, რომ საწარმოო ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებების თავიდან აცილებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის სფეროში თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორივე სახელმწიფოს კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას, ითვალისწინებენ რა სარგებლობას, რომელიც შეიძლება მიიღონ მხარეებმა საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის სფეროში სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის გაცვლით, მხედველობაში იღებენ რა საგანგებო სიტუაციების წარმოშობის შესაძლებლობას, რომელიც არ შეიძლება ლიკვიდირებული იყოს ერთი მხარის ძალებითა და საშუალებებით, და ამით გამოწვეულ მხარეთა კოორდინირებული მოქმედების აუცილებლობის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 ამ შეთანხმებაში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა: „მომთხოვნი მხარე“ – მხარე, რომელიც თხოვნით მიმართავს მეორე მხარეს ავარიულ-სამაშველო ფორმირების, შესაბამისი აღჭურვილობისა და უზრუნველყოფის მასალების გაგზავნის შესახებ; „დახმარების აღმომჩენი მხარე“ – მხარე, რომელიც აკმაყოფილებს მეორე მხარის მოთხოვნას ავარიულ-სამაშველო ფორმირებების, შესაბამისი აღჭურვილობისა და უზრუნველყოფის მასალების გაგზავნის შესახებ ; „ავარიულ-სამაშველო ფორმირებები“ – სპეციალისტთა დგუფები, მათ შორის სამოქალაქო თავდაცვის ჯარების სამხედრო მოსამსახურენი, განკუთვნილი დახმარების გასაწევად და უზრუნველყოფილნი აუცილებელი აღჭურვილობით; „აღჭურვილობა“ – დახმარების აღმოსაჩენად გამოყენებული მასალები ტექნიკური და სატრანსპორტო საშუალებები, ავარიული სამაშველო ფორმირებების აღჭურვილობა და პირადი აღჭურვილობა; „უზრუნველყოფის მასალები“ – მატერიალური საშუალებები, განკუთვნილი სტიქიური უბედურებების ან ავარიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაში უსასყიდლოდ განაწილებისათვის; „კომპეტენტური ორგანოები“ – შეთანხმების რეალიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოების კოორდინაციისათვის მხარეთა მიერ დანიშნული ორგანოები.     მუხლი 2🔗 მხარეები, თავიანთ სახელმწიფოთა კანონმდებლობის შესაბამისად, თანასწორუფლებიანობისა და ურთიერთდახმარების პრინციპების საფუძველზე თანამშრომლობას განახორციელებენ შემდეგი მიმართულებებით: საწარმოო ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებების თავიდან აცილებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებათა ერთობლივი სისტემის შემუშავება; საწარმოო ავარიების, კატასტროფების და სტიქიური უბედურებების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანის ჯანმრთელობას და მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას, წინასწარი შეტყობინების ერთობლივი სისტემის შემუშავება; საწარმოო ავარიების, კატასტროფების და სტიქიური უბედურებების დროს, რომელსაც ადგილი ჰქონდა მათ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე, ურთიერთდახმარების შესახებ მხარეთა მოთხოვნებისა და წინადადებების თაობაზე ინფორმაციის ოპერატიული გაცვლის ორგანიზაცია; ურთიერთდახმარების გაწევა წარმოქმნილი საწარმოო ავარიების, კატასტროფების და სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციაში.     მუხლი 3🔗 თანამშრომლობა ამ შეთანხმების ფარგლებში მოიცავს: საშიში ტექნოგენური და ეკოლოგიური პროცესების, აგრეთვე ბუნებრივი მოვლენების მონიტორინგის ორგანიზაციასა და განხორციელებას; საწარმოო ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებების პროგნოზირებასა და მათი შედეგების შეფასებას; ინფორმაციებისა და ტექნოლოგიების გაცვლას; სპეციალისტთა და მეცნიერთა გაცვლას; ერთობლივი კონფერენციების, სემინარების და სამუშაო თათბირების ორგანიზებას; კვლევითი პროექტების ერთობლივ დაგეგმვას, შემუშავებასა და განხორციელებას და მათ დემონსტრირებას; საწარმოო ავარიების, კატასტროფებისა და სტიქიური უბედურებების შედეგად შესაძლო დაბინძურებასთან დაკავშირებით გარემოსა და მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის რისკის შეფასებას; გარემოზე საწარმოო ავარიების, კატასტროფებისა და სტიქიური უბედურებების ტრანსსაზღვრო გავლენის შეფასებას; პუბლიკაციების, მოხსენებების და თემატური გამოკვლევების მომზადებას; მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შორის კავშირის უზრუნველყოფას; კადრების მომზადებას; დახმარების გაწევა საწარმოო ავარიების, კატასტროფების და სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციაში; საწარმოო ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებების თავიდან აცილებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა საქმიანობას, რომელიც შეიძლება შეთანხმებულ იქნეს კომპეტენტური ორგანოების მიერ.     მუხლი 4🔗 კომპეტენტურ ორგანოებად ითვლებიან: საქართველოს მხრიდან – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტი; უკრაინის მხრიდან – უკრაინის საგანგებო სიტუაციებისა და ჩერნობილის კატასტროფის შედეგებისაგან მოსახლეობის დაცვის საქმეთა სამინისტრო. თითოეული მხარე დაუყოვნებლივ წერილობითი ფორმით და უმოკლეს ვადაში შეატყობინებს მეორე მხარეს იმ შემთხვევაში, თუ კომპეტენტურ ორგანოს ჩამოერთვა მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების უფლებამოსილება, მაგრამ შეტყობინების მომენტიდან არაუგვიანეს 60 დღისა წერილობითი ფორმით აცნობებს მეორე მხარეს კომპეტენური ორგანოს სამართალმემკვიდრის შესაბებ.     მუხლი 5🔗 მხარეთა კომპეტენტური ორგანოები, შეთანხმების დებულებათა სარეალიზაციოდ, აფუძნებენ ერთობლივ კომისიას საწარმოო ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებების თავიდან აცილებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე (შემდგომში – ერთობლივი კომისია). ერთობლივი კომისია თავის სხდომებს ატარებს რიგ-რიგობით საქართველოსა და უკრაინაში, როგორც წესი, წელიწადში ერთხელ, ბოლო აუცილებლობის შემთხვევაში – მხარეების კომპეტენტური ორგანოების შეთანხმებით.     მუხლი 6🔗 მთელი საქმიანობა ამ შეთანხმების სარეალიზაციოდ ხორციელდება თითოეული მხარის სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად და თითოეულ მათგანთან არსებული შესაბამისი აღჭურვილობის ავარიულ-სამაშველო ფორმირებებით. მხარე, რომელიც იღებს მეორე მხარის ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ საქმიანობაში მონაწილე წარმომადგენლებს, გაიღებს მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნასა და გადაადგილებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, თუ სხვა რამ არ იქნება შეთანხმებული მხარეებს შორის, მიმღები მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლისა და ამ ტერიტორიიდან გამოსვლის ხარჯებს ანაზღაურებს გამგზავნი მხარე.     მუხლი 7🔗 საწარმოო ავარიების, კატასტროფების და სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაცია ხორციელდება იმ მხარის ავარიულ-სამაშველო ფორმირებებითა და აღჭურვილობით, რომლის ტერიტორიაზეც ისინი წარმოიშვა. თუ უბედურების მასშტაბები ისეთია, რომ დაზარალებულ მხარეს არ შეუძლია დამოუკიდებლად გაართვას თავი მის ლოკალიზაციასა და ლიკვიდაციას, მაშინ მეორე მხარე აღმოუჩენს დახმარებას ავარიულ-სამაშველო და სხვა გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებაში, მის მიმართ დახმარებისათვის ოფიციალური მიმართვის შემთხვევაში. მხარეთა ავარიულ-სამაშველო ფორმირებები და აღჭურვილობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამრეწველო ავარიების, კატასტროფებისა და სტიქიური უბედურებების ლიკვიდაციისათვის აუცილებელი ავარიულ-სამაშველო და სხვა გადაუდებელი სამუშაოების შესასრულებლად, მომთხოვნი მხარის ხარჯზე გაწეული დანახარჯების შემდგომი ანაზღაურების ან უსასყიდლოდ დახმარების სახით, მხარეთა თანხმობით.     მუხლი 8🔗 საწარმოო ავარიების, კატასტროფების და სტიქიური უბედურებების შემთხვევაში დახმარება განხორციელდება მომთხოვნი მხარის მიერ ოფიციალური მომართვის შემდეგ უბედურებების ზონაში, სადაც ეს მოხდა, ადამიანთა, მატერიალურ ფასეულობათა გადარჩენისა და გარემოს დაცვისათვის ავარიულ-სამაშველო ფორმირებების დაუყოვნებლივი გაგზავნის გზით. დახმარების გასაწევად ჩასული ავარიულ-სამაშველო ფორმირებების აღჭურვილობა საკმარისი უნდა იყოს ადგილზე ავტონომიური მოქმედების განსახორციელებლად სულ ცოტა 72 საათის განმავლობაში. ამ ფორმირებების უზრუნველყოფა მათი შემდგომი ფუნქციონირებისათვის აუცილებელით, განთავსების, კვებისა და სამედიცინო დახმარების ჩათვლით, ხორციელდება მომთხოვნი მხარის მიერ.     მუხლი 9🔗 მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ახდენენ იმ უზრუნველყოფის მასალებისა და აღჭურვილობის ჩამონათვალის გაცვლას, რომლებიც შეიძლება გაგზავნილ იქნეს ერთი მხარის მიერ მეორე მხარისათვის მათთვის არსებული შესაძლებლობის ფარგლებში. მხარეთა კომპეტენტური ორგანოები შეისწავლიან არაგაბარიტული და სხვა სპეციალური ტვირთების გადაზიდვის, აგრეთვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით უფასოდ სარგებლობის დროს საჭირო ნებართვის სწრაფად მიღების პრაქტიკის დანერგვის შესაძლებლობას. ავარიულ-სამაშველო ფორმირებების პერსონალი მომთხოვნი მხარის ტერიტორიაზე ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში ექვემდებარება მომთხოვნი მხარის სახელმწიფო კანონმდებლობას. სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც შედიან ავარიულ-სამაშველო ფორმირებებში, მომთხოვნი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში ვრცელდება დახმარების გამწევი მხარის სახელმწიფოს კანონმდებლობის მოქმედება, რომელიც არეგულირებს სამხედრო მოსამსახურეთა სტატუსს.     მუხლი 10🔗 ავარიულ-სამაშველო ფორმირებების მიერ ტრანზიტის სახელმწიფოს საზღვრის გადალახვა წარმოებს ამ სახელმწიფოებთან საწარმოო ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებების თავიდან აცილებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის სფეროში დადებული შეთანხმებების შესაბამისად.     მუხლი 11🔗 მხარეები აგრეთვე ხელს უწყობენ თავისი სახელმწიფოების ტერიტორიების გავლით ავარიულ-სამაშველო ფორმირებების, აღჭურვილობისა და უზრუნველყოფის მასალების მესამე ქვეყნებში გადაადგილებას ამ ქვეყნებთან საწარმოო ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებების თავიდან აცილებისა და მათი შედეგების ლიკვიდ ა ციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ დადებული შეთანხმებების შესაბამისად.     მუხლი 12🔗 მხარეები ხელს უწყობენ ორივე სახელმწიფო ს საბაჟო ტერიტორიაზე ავარიულ-სამაშველო ფორმირებებში შემავალ პირთა ნივთების საბაჟო ტერიტორიაზე შეტანისა და საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას საბაჟო გაფორმების რიგგარეშე განხორციელებას, მათი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. ავარიულ-სამაშველო ფორმირებების აღჭურვილობისა და უზრუნველყოფის მასალების საბაჟო გაფორმება ხორციელდება სათანადოდ გაფორმებული ჩამონათვალით გამგზავნის (მიმღების) გარანტიით ტვირთების იმ ვადაში დეკლარირების შესახებ, რომლის განმავლობაშიც ისინი თავისუფლდება საბაჟო მოსაკრებლებისაგან მათი საბაჟო კონტროლის ქვეშ ყოფნისას. აღჭურვილობა და უზრუნველყოფის მასალები თავისუფლდებიან ბიუჯეტში საბაჟო და სხვა გადასახადების გადახდისაგან მომთხოვნი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე მათი შემოტანის დროს და გამოყენებული და განაწილებული უნდა იქნან დახმარების გაწევის ოპერაციების დროს ან მათი დამთავრებისთანავე გატანილ ი უნდა იქნენ მომთხოვნი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიიდან. თუ განსაკუთრებულ ვითარებათა გამო შეუძლებელია ან, მიზანშეწონილი არ არის ამ აღჭურვილობის და უზრუნველყოფის მასალების გატანა, ისინი უნდა გადაცემულ იქნენ მომთხოვნი მხარის კომპეტენტურ ორგანოზე შეთანხმებული პირობებით. დაზარალებულთათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საჭიროების შემთხვევაში, ამ სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლებელია მომთხოვნი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე საჭირო რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი სამედიცინო პრეპარატების შეტანა ამ ნივთიერებების ნომენკლატურის, რაოდენობის და გამოყენების ადგილების თითოეული მხარის ნარკოტიკების კონტროლის შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან აუცილებელი შეთანხმებით. ასეთი სამედიცინო პრეპარატები არ ექვემდებარება გადაცემას და გამოიყენება მხოლოდ კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ მოქმედი წესების შესაბამისად, მომთხოვნი მხარის წარმომადგენლის კონტროლით. სამუშაოების დამთავრების შემდეგ დარჩენილი ნარკოტიკული ნივთიერებების შემცელი სამედიცინო პრეპარატები იგზავნება უკან მომთხოვნი მხარის საბაჟო კონტროლით სათანადოდ გაფორმებული პრეპარატების ოდენობისა და ხ ასიათის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, ხოლო დახმარების აღმომჩენი მხარის საბაჟო ორგანოს გადაეცემა აქტი ნარკოტიკების შემცელი პრეპარატების გამოყენების შესახებ, რომელსაც ხელს აწერს ავარიულ-სამაშველო ფორმირების ბელმძღვანელი და ექიმი და დამტკიცებულია მომთხოვნი მხარის კომპეტენტური ორგანოს და საბაჟო ორგანოს წარმომადგენლების მიერ.     მუხლი 13🔗 თითოეული მხარე დახმარების აღმომჩენ საჰაერო ხომალდებს ნებართვას აძლევს მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესაბამის პუნქტებში ფრენის განსახორციელებლად. გადაწყვეტილება საჰაერო ხომალდების დახმარების გასაწევად გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მომთხოვნი მხარის შესაბამის ორგანოებს საჰაერო ხომალდების მარშრუტების, ტიპისა და სარეგისტრაციო ნომრების, ეკიპაჟების წევრებისა და მგზავრების რაოდენობის, ტვირთის სახეობის, აფრენის და დაჯდომის ადგილისა და დროის მითითებით. ფრენა უნდა განხორციელეს თითოეული მხარისა და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, რომლებიც არეგულირებენ მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ფრენის დროს საჰაერო ხომალდების ექსპლოატაციას და ნავიგაციას. ამასთან, დახმარების აღმომჩენი მხარის საჰაერო ხომალდები თავისუფლდებიან გადასახადისაგან ფრენის, რადიოსანავიგაციო თანხლების, აეროდრომზე დაჯდომის, გაჩერებისა და აფრენისათვის. საწვავის ჩასხმისა და სხვა დასახარჯი მასალებით უზრუნველყოფის, აგრეთვე ტექნიკური მომსახურების ანაზღაურების საკითხები მხარეთა შორის გადაწყდება თითოეულ შემთხვევაში ცალკე. დახმარების გასაწევად საავტომობილო, სარკინიგზო და წყლის ტრანსპორტის გამოყენების წესს კომპეტენტური ორგანოები განსაზღვრავენ მხარეთა შესაბამის სამინისტროებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ცენტრალურ ორგანოებთან შეთანხმებით.     მუხლი 14🔗 მომთხოვნი მხარე ანაზღაურებს დახმარების აღმომჩენი მხარის დახმარების აღმოჩენის მსვლელობაში მის მიერ გაწეულ ხარჯებს, სამედიცინო დახმარების ანაზღაურების ჩათვლით, თუ მხარეები არ მიიღებენ სხვა გადაწყვეტილებას, უბედურების ხასიათისა და მასშტაბების გათვალისწინებით, მომთხოვნ მხარეს შეუძლია ნებისმიერ მომენტში უარი თქვას თავის მოთხოვნაზე დახმარების აღმოჩენის შესახებ, მაგრამ ამ შემთხვევაში დახმარების აღმომჩენ მხარეს უფლება აქვს მიიღოს ანაზღაურება მის მიერ გაწეულ ხარჯებზე. თუ მხარეები არ შეთანხმდებიან სხვაგვარ პირობებზე, ხარჯები ანაზღაურებულ იქნება 10 (ათი) მას შემდეგ, როცა დახმარების აღმომჩენი მხარე მომთხოვნ მხარეს მოსთხოვს ამ ხარჯების ანაზღაურებას.     მუხლი 15🔗 მომთხოვნი მხარე არ წარუდგენს ბრალდებას დახმარების აღმომჩენ მხარეს ადამიანთა დაღუპვის ან მათი დასახიჩრების, საკუთრების დაზიანების ან დაკარგვისათვის, ან მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გარემოსათვის ზიანის მიყენებისათვის და კომპენსაციას უხდის დახმარების აღმომჩენ მხარეს ადამიანთა დაღუპვისა და დასახიჩრების შემთხვევაში, ასევე დანადგარებისა და სხვა საკუთრების დაკარგვისა და ზარალის მიყენებისათვის, თუ ზარალი მიყენებულია ამ შეთანხმების რეალიზაციასთან დაკავშირებული დავალებების შესრულების მსვლელობისას. ამასთანავე, დახმარების აღმომჩენი მხარე თავისი კანონმდებლობის შესაბამისად, დამოუკიდებლად უზრუნვეყოფს თავისი პერსონალის დაზღვევას, რომელიც მონაწილეობას ღებულობს დახმარების აღმოჩენაში, დაზღვევის გაფორმების ხარჯები ჩაითვლება დახმარების აღმოჩენის საერთო ხარჯებში და მომთხოვნი მხარის მიერ კომპენსირებულ ი იქნება ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად. თუ დახმარების აღმომჩენი მხარის ავარიულ-სამაშველო ფორმირებების წევრი მიაყენებს ზარალს მესამე პირს მომთხოვნი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ამ შეთანხმების რეალიზაციასთან დაკავშირებული ამოცანების შესრულებისას, მომთხოვნი მხარე აანაზღაურებს ამ ზარალს კანონმდებლობის დებულებათა თანახმად, რომლებიც გამოყენებულ იქნა იმ შემთხვევაში, თუ ზარალი მიყენებულია დახმარების აღმოჩენის დროს საკუთარი ძალების მიერ. მომთხოვნ მხარეს უფლება აქვს სასამართლოს წარუდგინოს რეგრესიული სარჩელი ამ მუხლის შესაბამისად გაცემული კომპენსაციის თაობაზე დახმარების აღმომჩენი მხარის ავარიულ-სამაშველო ფორმირების წევრის მიმართ, რომელმაც მიაყენა ზარალი განზრახ ან უხეში დაუდევრობით. მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ახდენენ ყველა საჭირო ინფორმაციის გაცვლას იმ სიტუაციის თაობაზე, რომლის დროსაც მოხდა ამ მუხლში აღნიშნული ზარალის მიყენება.     მუხლი 16🔗 დახმარების აღმოჩენის სამუშაოების დასრულებისთანავე დახმარების აღმომჩენი მხარის კომპეტენტური ორგანო მომთხოვნი მხარის ორგანოს წერილობით უგზავნის მოხსენებას ჩატარებული სამუშაოების შესაბებ. მომთხოვნი მხარის კომპეტენტური ორგანო უგზავნის დახმარების აღმომჩენი მხარის კომპეტენტურ ორგანოს შემაჯამებელ მოხსენებას მომხდარის შესახებ, საგანგებო სიტუაციების დახასიათების ჩათვლით, ჩატარებული სამუშაოების შედეგების და აღმოჩენილი დახმარების სახისა და მოცულობის შესახებ. კომპეტენტური ორგანოები აცნობებენ თავიანთ მხარეებს მოთხოვნილი და აღმოჩენილი დახმარებისა და შესრულებული სამუშაოს შედეგების შესახებ.     მუხლი 17🔗 შეთანხმების ფარგლეში განხორციელებული საქმიანობის შედეგად მიღებული ინფორმაცია, იმ ინფორმაციის გამოკლებით, რომელიც მხარეთა კანონმდებლობის შესაბამისად არ ექვემდებარება გავრცელებას, ქვეყნდება მხარეთა ჩვეული პრაქტიკისა და წესების საფუძველზე, თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული კომპეტენტური ორგანოს მიერ.     მუხლი 18🔗 შეთანხმება არ ეხება მხარეთა სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე უფლებებსა და ვალდებულებებს, რომელთა მონაწილეებად ისინი ითვლებიან.     მუხლი 19🔗 შეთანხმების შესრულებასა და განმარტებასთან დაკავშირებლი უთანხმოებანი, რომელთა გადაწყვეტა შეუძლებელია კომპენტენტურ ორგანოებს შორის ურთიერთკონსულტაციებით, გადაწყდება დიპლომატიური არხებით ან მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით, სათანადო ოქმის გაფორმებით.     მუხლი 20🔗 მხარეებს შეუძლიათ ურთიერთთანხმობით შეთანხმების ტექსტში შეიტანონ აუცილებელი ცვლილებები და დამატებები, რომლებიც ოქმებით ფორმდება და წარმოადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.     მუხლი 21🔗 შეთანხმება იდება განსაზღვრული ვადით და ძალაში შდის მხარეთა მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ ბოლო წერილობითი შეტყობინების დღიდან. შეთანხმება შეიძლება დენონსირებულ იქნეს თითოეული მხარის მიერ წერილობითი შეტყობინების გზით. შეთანხმება კარგავს ძალას იმ თარიღიდან ექვსი თვის შემდეგ, როცა ერთ-ერთი მხარე წერილობით შეატყობინებს მეორე მხარეს თავისი განზრახვის შესახებ , შეწყვიტოს შეთახმების მოქმედება. ამ შემთხვევაში შეთანხმების დებულებანი გამოიყენება ყველა კონტრაქტისა და ვალდებულებების მიმართ, რომლებიც წარმოიშვა მის საფუძველზე და არ იქნა შესრულებული მისი მოქმედების შეწყვეტის მომენტისათვის, ასეთი კონტრაქტებისა და ვალდებულებების სრულ შესრულებამდე. შესრულებულია ქ. თბილისში , 1998 წლის 7 დეკემბერს ორ პირად, თითოეული ქართულ, უკრაინულ და რუსულ ენებზე . ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა გააჩნია. შეთანხმების დებულებათა განმარტების მიზნებისათვის გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელით (ხელმოწერილია) უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სახელით (ხელმოწერილია)