„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№86
სარეგისტრაციო კოდი
190040000.22.033.016132
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 180211, 18/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №86

2011 წლი ს 15 თებერვალი

ქ. თბილისი

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1.„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებით (სსმ III, 2005წ., №106, მუხ.1188) დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1 ექსპერტიზის შემდეგ სააგენტოს მიერ სავალდებულო დალუქვის განხორციელება, იმ შემთხვევაში, თუ უტილიზაცია არ ტარდება დაუყოვნებლივ;“.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დალუქვა ხდება სამართალსუბიექტის მიერ.“.

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აღრიცხული და საუტილიზაციოდ წარმოდგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმები ილუქება სააგენტოს ბეჭდით და ფორმდება შესაბამისი ოქმი ორ ეგზემპლარად კომისიის ყველა წევრის ხელმოწერით, რომლის ერთი ეგზემპლარი რჩება სააგენტოში.“.

3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11.. სამართალსუბიექტმა, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასევე უნდა წარმოადგინოს საუტილიზაციო მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამონათვალის ელექტრონული ვარიანტი.“.

4. მე-5 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. საუტილიზაციოდ წარმოდგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმების შემოწმება, თუ ფურცლების რაოდენობა არ აღემატება 100 ცალს, ხდება ფურცლობრივად. იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ ამანათში მოთავსებული ფურცლების რაოდენობა აღემატება 100 ცალს, მათი შემოწმება ხდება შერჩევითი წესით და 100 ფურცლიდან შემოწმდება არანაკლებ 10 ფურცელი. აღნიშნულის თაობაზე დგება შესაბამისი ოქმი.“.

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. შემოწმების პროცესში საუტილიზაციო მკაცრი აღრიცხვის ფორმები, გაცემული თანხის სისწორის დადგენის მიზნით, უნდა შედარდეს ოფიციალურ ცხრილს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საუტილიზაციოდ წარმოდგენილია მოგებახვედრილი ლატარიის ბილეთი და ამ ბილეთზე გასაცემი თანხა უტოლდება მოგებახვედრილი ლატარიის ბილეთის შესაძენად გადახდილ თანხას.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

კ. ბაინდურაშვილი