"თვითმმართველი ერთეულის - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 ნოემბრის №47 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №08
2011 წ ლის 11 თებერვალი
დაბა ხელვაჩაური
„თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 ნოემბრის №47 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. „თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახე ბ“ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 ნოემბრის №47 დადგენილე ბით (სსმ V, №51, 16.11.2010 წ., გვ. 81–95) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-5 მუხლის:
ა.ა) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირთა რეესტრიდან.“;
ა.ბ) მე-11 პუნქტი ამოღებული იქნეს.
ბ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებული იქნეს.
გ) მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უპირობო და საბანკო გარანტიის ან/და ბეს თანხა სრულად ირიცხება თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში.‘’.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. ფარტენაძე