შეთანხმება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის საერთო საზღვრიდან ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების ამოღების ორმხრივი რეჟიმის დამყარებისა და სასაზღვრო დაცვის მიზნით მათი სამომავლო გამოყენების აღკვეთის შესახებ

მიღების თარიღი 29.01.2001
ძალაში შესვლა 04.02.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000713
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 28/01/2009
matsne.gov.ge 1,778 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.01.2001 მიღება
04.02.2009 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის საერთო საზღვრიდან ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების ამოღების ორმხრივი რეჟიმის დამყარებისა და სასაზღვრო დაცვის მიზნით მათი სამომავლო გამოყენების აღკვეთის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } h1 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; line-height:115%; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; } h6 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; line-height:115%; font-size:16.0pt; font-weight:bold;} p.MsoDocumentMap, li.MsoDocumentMap, div.MsoDocumentMap { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:8.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } span.Heading1Char { font-weight:bold;} span.Heading6Char { font-weight:bold;} p.muxli, li.muxli, div.muxli { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:121.9pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-121.9pt; line-height:115%; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.stilixml, li.stilixml, div.stilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.stilixmlChar { font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } span.abzacixmlChar { } p.Sataurixml, li.Sataurixml, div.Sataurixml { margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; line-height:115%; page-break-after:avoid; border:none; padding:0in; font-size:13.0pt; font-weight:bold;} span.TitleChar { font-weight:bold;} p.tarigi, li.tarigi, div.tarigi { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:115%; page-break-after:avoid; border:none; padding:0in; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataruri2xml, li.sataruri2xml, div.sataruri2xml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml0, li.sataurixml0, div.sataurixml0 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2xml, li.satauri2xml, div.satauri2xml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; line-height:115%; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.petitixml, li.petitixml, div.petitixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.khelmoceraxmlChar { font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.cignisataurixml, li.cignisataurixml, div.cignisataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.cignixml, li.cignixml, div.cignixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.karisataurixml, li.karisataurixml, div.karisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.karixml, li.karixml, div.karixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.DocumentMapChar { } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; line-height:115%; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 60.35pt 1.0in 65.45pt;} div.Section1 {page:Section1;} შეთანხმება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის საერთო საზღვრიდან ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების ამოღების ორმხრივი რეჟიმის დამყარებისა და სასაზღვრო დაცვის მიზნით მათი სამომავლო გამოყენების აღკვეთის შესახებ პრეამბულა საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკა, შემდგომში „მხარეებად” წოდებულნი, აღიარებენ რა მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებებს გაეროს წესდების, ჰელსინკის დასკვნითი აქტის, სტოკჰოლმის დოკუმენტის, პარიზის ქარტიის, ვენის 1999 წლის დოკუმენტის, სტამბულის ქარტიისა და ეუთოს პრინციპების წინაშე; იღებენ რა მხედველობაში პოზიტიურ ძვრებს, რომლებიც განხორციელდა საერთაშორისო ასპარეზზე 1989 წლიდან; ეყრდნობიან რა საქართველოს რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის 1996 წლის 4 აპრილს დადებულ შეთანხმებას სამხედრო სფეროში წვრთნების, ტექნოლოგიური და სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ; კიდევ ერთხელ ადასტურებენ რა ორ სახელმწიფოს შორის არსებული მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და ურთიერთთანამშრომლობის პრინციპებისადმი ერთგულებას, რომლებმაც ასახვა ჰპოვეს 1998 წლის 15 აპრილის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის გენერალურ შტაბს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმში; სურთ რა კვლავაც შეიტანონ თავიანთი წვლილი რეგიონის უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და ტრანსპარენტულობაში; იზიარებენ რა საყოველთაოდ მიღებულ ჰუმანურ ღირებულებებს და სურთ რა თავისი წვლილი შეიტანონ საერთაშორისო საზოგადოების მცდელობებში, რომლებიც მიმართულია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენების, დაგროვების, წარმოების და ექსპორტის აკრძალვისაკენ; შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗. განსაზღვრებები 1. „ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი“ ნიშნავს ნაღმს, რომელიც მოწყობილია ისე, რომ აფეთქდეს პიროვნების ყოფნის, სიახლოვის ან კონტაქტის შედეგად და რომელიც გამოიწვევს ერთი ან მეტი პიროვნების დაზიანებას, შრომის უნარის დაკარგვას ან სიკვდილს. ნაღმები, რომელნიც გამიზნულია იმისათვის რათა აფეთქდნენ სატრანსპორტო საშუალების და არა პიროვნების ყოფნის, სიახლოვის ან კონტაქტის შედეგად და რომლებიც აღჭურვილია გადატანის საწინააღმდეგო მექანიზმებით, ამგვარი აღჭურვილობის ქონის გამო არ ჩაითვლება ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებად. 2. „დანაღმული არეალი“ ნიშნავს არეალს, რომელიც სახიფათოა ნაღმების არსებობის ან მათი შესაძლო არსებობის გამო. 3. „დაკვირვების ქვეშ მყოფი მხარე“ ეწოდება მხარეს, რომლის ტერიტორიაზეც ხორციელდება ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების ამოღების ოპერაციებზე დაკვირვება. 4. „დამკირვებელი მხარე“ ეწოდება მხარეს, რომელიც მოითხოვს დაკვირვებას და აქედან გამომდინარე პასუხისმგებელია დაკვირვების წარმოებაზე. 5. „დამკირვებელი“ ეწოდება პიროვნებას, რომელიც დანიშნულია რომელიმე მხარის მიერ, რათა განახორციელოს დაკვირვება წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლში მოცემული დებულებების შესაბამისად და რომლის სახელი და გვარიც ირიცხება შესაბამისი მხარის დამკვირვებელთა დამტკიცებულ სიაში. 6. „სადამკირვებლო ჯგუფი“ ეწოდება დამკირვებელთა ჯგუფს, დანიშნულს დამკვირვებელი მხარის მიერ დაკვირვების განსახორციელებლად. 7. „თანმხლები ჯგუფი“ ეწოდება დაკვირვების ქვეშ მყოფი მხარის ჯგუფს, რომელიც თან ახლავს სადამკვირვებლო ჯგუფს დამკვირვებლობითი საქმიანობის განხორციელების პერიოდში. 8. „სადამკივრვებლო ვიზიტი“ ეწოდება ერთ-ერთი მხარის სადამკვირვებლო ჯგუფის ვიზიტს მეორე მხარის ტერიტორიაზე, რომლის მიზანია წინამდებარე შეთანხმების განხორიელების უზრუნველყოფა. 9. „შესვლის/გასვლის პუნქტი“ ეწოდება პუნქტს, რომელიც განსაზღვრულია იმ მხარის მიერ, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს დაკვირვება და საიდანაც დამკვირვებელი ჯგუფების წევრები შედიან და ტოვებენ მის ტერიტორიას.     მუხლი 2🔗. მიზანი შეთანხმების მიზანია საერთო საზღვრის მიმდებარე, შეთანხმებით განსაზღვრული არეალი გაიწმინდოს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებისაგან და აღიკვეთოს მათი გამოყენება საზღვრის დაცვის მიზნებისათვის მომავალში, რათა ხელი შეეწყოს რეგიონალური ურთიერთნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას და არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობების გაუმჯობესებას მხარეებს შორის.     მუხლი 3🔗. მოქმედების სფერო და ფარგლები ეს შეთანხმება განისაზღრავს იმ საქმიანობას, რომელიც უნდა განხორციელდეს იმ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების ამოსაღებად და/ან გასანადგურებლად, რომლებიც განლაგებულია და/ან ინახება შეთანხმების მოქმედების არეალში თურქეთ-საქართველოს საერთო საზღვრიდან 10 კმ-ის სიღრმის ფარგლებში (უცხო ქვეყნების დროებითი სარგებლობის ქვეშ მყოფი სამხედრო ობიექტების გარდა). ეროვნულ კანონმდებლობაში ცვლილებების შემთხვევაში შეთანხმებით განსაზღვრული მოქმედების არეალი შეიძლება შეიცვალოს აღნიშნული ცვლილებების შესაბამისად.     მუხლი 4🔗. სადამკვირვებლო საქმიანობა 1. მხარეებმა წელიწადში ერთხელ, ორმხრივი თანხმობის საფუძველზე უნდა ჩაატარონ ორმხრივი ურთიერთდაკვირვება ნაღმების ამოღების მიზნით მიმდინარე საქმიანობაზე შეთანხმების მოქმედების არეალში, მათი საერთო საზღვრის ორივე მხარეს, ამ არეალში მოთავსებული, მე-6 თავის 1-ლი პარაგრაფის შესაბამისად განცხადებული საწყობების ჩათვლით. 2. დამკვირვებლები უნდა იყვნენ დამკვირვებელი მხარის მოქალაქეები. დამკვირვებელი ჯგუფი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ სამი დამკვირვებლის, ერთი თარჯიმნისა და დამხმარე პერსონალისაგან, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ექვსი კაცისა. 3. მხარე, რომელსაც სურს განახორციელოს სადამკვირვებლო ვიზიტი, ვალდებულია დაკვირვების დაწყებამდე მინიმუმ 45 დღით ადრე, დიპლომატიური არხებით მიაწოდოს მეორე მხარეს დაკვირვების მოთხოვნის, სადამკვირვებლო ჯგუფის წევრების სიის, დასაკვირვებლად გამიზნული არეალის მდებარეობის და დაკვირვების დაწყვების ადგილის და შევსლის პუნქტის შესახებ ინფორმაცია. დაკვირვების ქვეშ მყოფმა მხარემ, დაკვირვების დაწყებამდე არაუგვიანეს 20 დღით ადრე უნდა აცნობოს დამკვირვებელ მხარეს, მისაღებია თუ არა მისთვის დაკვირვების მოთხოვნა. 4. დაკვირვების წინ ჩატარებულ საკოორდინაციო შეხვედრაზე, დაკვირვების ქვეშ მყოფმა მხარემ უნდა აცნობოს მეორე მხარეს ამ შეთანხმების მოქმედების არეალში მიმდინარე განაღმვითი საქმიანობის, ნაღმების საწყობების მდებარეობისა და სტატუსის შესახებ. 5. დაკვირვება უნდა დაიწყოს დამკვირვებელი ჯგუფის დაკვირვების ქვეშ მყოფი მხარის ტერიტორიაზე ჩამოსვლიდან მეორე დღეს, ამასთან როგორც წესი ვიზიტი უნდა დასრულდეს 3 დღეში. ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 6 დღეს. 6. სადამკვირვებლო ვიზიტის მიზნის მისაღწევად, შეთანხმებით განსაზღვრული არეალით მოცული მხარეთა შესაბამისი ტერიტორიები უნდა დაყოფილი იქნას ორ ნაწილად და სადამკვირვებლო ვიზიტის დროს დაკვირვება უნდა მოხდეს ერთ-ერთ მათგანზე. შესაბამის ნაწილთა საზღვრები უნდა განისაზღვროს წინასწარ საკოორდინაციო შეხვედრაზე. 7. წინასწარ საკოორდინაციო შეხვედრაზე მხარეებმა უნდა დაადგინონ შესვლის/გასვლის პუნქტები და გამოიყენონ ისინი სადამკვირვებლო ვიზიტებისათვის. 8. დაკვირვებათა რიცხვი, რომელთა ჩატარება გათვალისწინებულია ყოველწლიურად, მხარეთა ურთიერთშეთანხმების შესაბამისად შეიძლება გიზარდოს ან გაუქმდეს თუ არ არის ამის მოთხოვნილება.     მუხლი 5🔗. განადგურებისა და გატანის ვადები შეთანხმების მოქმედების არეალში ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების განადგურება ან გატანა უნდა დასრულდეს მიმდინარე შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან ექვსი წლის განმავლობაში. ჩვეულებრივ ამ პროცესის კონტროლი განხორციელდება წელიწადში ერთხელ ჩატარებული სადამკვირვებლო ვიზიტების მეშვეობით.     მუხლი 6🔗. ინფორმაციის გაცვლა 1. მიმდინარე შეთანხმების დებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად ორივე მხარემ უნდა მოახდინოს შეთანხმების მოქმედების არეალში არსებული დანაღმული ველებისა და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების შესანახი საცავების სრული რაოდენობისა და ადგილმდებარეობის შესახებ მათ ხელთ არსებული ინფორმაციის წინასწარი გაცვლა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 90 დღისა. ინფორმაციის ასეთი გაცვლები უნდა განმეორდეს არაუგვიანეს ყოველი წლის 31 იანვრისა. იმ შემთხვევაში, თუ წლის განმავლობაში მოხდება რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება, შესაბამისი მხარე ვალდებულია ათი დღის ვადაში აცნობოს მეორე მხარეს ამგვარი ცვლილების შესახებ. 2. ყოველი შეტყობინების გაცვლა განხორციელდება დიპლომატიური არხებით.     მუხლი 7🔗. სადამკვირვებლო ჯგუფების უზრუნველყოფა 1. თანმხლები ჯგუფი უნდა დახვდეს სადამკვირვებლო ჯგუფის წევრებს შესვლის/გასვლის პუნქტებში მათი ჩამოსვლისთანავე და თანხლება გაუწიოს მას დაკვირვების ჩატარების განმავლობაში. 2. დაკვირების ქვეშ მყოფმა მხარემ, დაკვირვების პერიოდში უნდა უზრუნველყოს მის ტერიტორიაზე მყოფი სადამკვირვებლო ჯგუფი სამუშაო ფართით. ტრანსპორტით და აუცილებლობის შესთხვევაში სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით.     მუხლი 8🔗. პრეტენზიები 1. სადამკვირვებლო ვიზიტისას, დაკვირვების ქვეშ მყოფი მხარის კუთვნილი მოძრავი და უძრავი ქონების დაზიანებისა და დანაკარგების შემთხვევაში, რაც გამოწვეულია დამკვირვებელი მხარის არაბრალეული მოქმედების შედეგად, დაკვირვების ქვეშ მყოფმა მხარემ უარი უნდა თქვას შესაბამისი კომპენსაციისაგან, გარდა შემთხვევისა როდესაც ზიანი ან დანაკარგი მიყენებულ ექნა მესამე მხარეს. 2. მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ ოფიციალურად არ წაუყენებენ ერთმანეთს პრეტენზიებს მიმდინარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად გატარებული საქმიანობის შედეგად სადამკვირვებლო ჯგუფის წევრების დაზიანების, შრომის უნარის დაკარგვის ან სიკვდილის შემთხვევაში. მხარეები პრეტენზიის უფლებას იტოვებენ იმ შემთხვევაში, თუ დაზიანება, შრომის უნარის დაკარგვა ან სიკვდილი გამოწვეულია მესამე პირის ქმედების მიერ.     მუხლი 9🔗. ფინანსური საკითხები მოქმედების არეალში, სადამკვირვებლო ჯგუფის სადამკვირვებლო ვიზიტთან დაკავშირებული ყველა დანახარჯი, საცხოვრებლის, კვების, ტრანსპორტისა და სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარჯების ჩათვლით უნდა დაიფაროს დაკვირვების ქვეშ მყოფი მხარის მიერ მისი ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში.     მუხლი 10🔗. ადმინისტრაციული საკითხები სადამკვირვებლო ჯგუფის წევრები უზრუნველყოფილ უნდა იქნან მათი სტატუსის შესაბამისი მომსახურეობითა და საშუალებებით.     მუხლი 11🔗. პრივილეგიები და იმუნიტეტები დამკვირვებლებს, სადამკვირვებლო ვიზიტის განმავლობაში, ვენის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ კონვენციის შესაბამისად მიენიჭებათ დიპლომატიური აგენტებისათვის განსაზღვრული პრივილეგიები და იმუნიტეტი.     მუხლი 12🔗. ინფორმაციის კონფიდენციალურობა 1. შეთანხმების მონაწილე ორივე მხარემ მკაცრად უნდა დაიცვას უსაფრთხოების კლასიფიკაციის წესები იმ ინფორმაციასთან მიმართებაში, რომელიც მათ მიიღეს მიმდინარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად; 2. წინამდებარე შეთანხმების მხარეს არა აქვს უფლება ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული ინფორმაცია მიაწოდოს მესამე მხარეს, ხელშეკრულების მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე; 3. დაკვირვების პროცესში განსაზღვრული უსაფრთხოების კლასიფიკაციის წესები ძალაში უნდა დარჩეს შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემდეგაც.     მუხლი 13🔗. დავების გადაწყვეტა წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტირებისა და განხორციელების პროცესში წარმოქმნილი დავები მხარეებმა უნდა გადაჭრან მოლაპარაკებების მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებების 90 დღის განმავლობაში დავა ვერ იქნება გადაწყვეტილი, ყოველ მხარეს უფლება აქვს შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება ამ გადაწყვეტილების შესახებ წერილობითი შეტყობინების გაგზავნიდან 90 დღის შემდეგ.     მუხლი 14🔗. შესწორება და გადასინჯვა 1. თითოეულ მხარეს აქვს უფლება წერილობითი სახით შესთავაზოს მეორე მხარეს მიმდინარე შეთანხმების შესწორება ან გადასინჯვა. მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს ამგვარი შეტყობინებიდან 30 დღის განმავლობაში. თუ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული მოლაპარაკებების 15 დღის განმავლობაში, ნებისმიერ მხარეს შეუძლია შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა ამის შესახებ 45 დღით ადრე მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. მიღებული შესწორებები ან დამატებები ჩამოყალიბდება აღნიშნული ხელშეკრულების დამატებითი ოქმის სახით, რომელიც ექვემდებარება რატიფიკაციას. 2. წინამდებარე ხელშეკრულების იმპლემენტაციის გადასახედი შეხვედრა ჩატარდება 3 წელიწადში ერთხელ მხარეების ტერიტორიაზე, როტაციის პრინციპის მიხედვით.     მუხლი 15🔗. ხანგრძლივობა და მოქმედების შეწყვეტა ეს შეთანხმება ძალაშია ექვსი წლის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ, შეთანხმების ავტომატურად ძალაში რჩება თანმიმდევრულად კიდევ თითო წლით, იმ პირობით თუ ერთ-ერთი მხარე ზემოხსენებული პერიოდის გასვლამდე მინიმუმ 90 დღით ადრე არ შეატყობინებს მეორე მხარეს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის განსაზღვრის შესახებ.     მუხლი 16🔗. რატიფიკაცია და ძალაში შესვლა წინამდებარე შეთანხმება ექვემდებარება რატიფიცირებას და ძალაში შედის სარატიფიკაციო სიგელების გაცვლიდან 90 დღის გასვლის შემდეგ. შესრულებულია ქ. ანკარაში 2001 წლის 29 იანვარს. ორ დედნად - ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. ინტერპრეტაციული უთანხმოების შემთხვევაში საფუძვლად აიღება ტექსტი ინგლისურ ენაზე. საქართველოს სახელით                                        თურქეთის რესპუბლიკის სახელით ირაკლი მენაღარიშვილი                                    ისმაილ ჯემი საქართველოს საგარეო                                       თურქეთის   საგარეო საქმეთა მინისტრი                                               საქმეთა მინისტრი