ხელშეკრულება საქართველოს რესპუბლიკასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის კაპიტალდაბანდებათა ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ
მიღების თარიღი 27.08.1998
ძალაში შესვლა 27.09.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00(3).000.000175
გამოქვეყნების წყარო სსმ, 1, 01/10/1998
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს რესპუბლიკის სახელით (ხელმოწერილია) | გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელით (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
ხელშეკრულება საქართველოს რესპუბლიკასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის კაპიტალდაბანდებათა ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 58.5pt 56.7pt 67.5pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ხელშეკრულება
საქართველოს რესპუბლიკასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის კაპიტალდაბანდებათა ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა
სურთ რა გააღრმავონ ეკონომიკური თანამშრომლობა ორ სახელმწიფოს შორის
ესწრაფვიან რა ერთი ქვეყნის მოქალაქეთა ან საზოგადოებათა კაპიტალდაბანდებებისათვის მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე ხელსაყრელი პირობების შექმნას,
შეგნებული აქვთ რა, რომ ამ კაპიტალდაბანდებათა ხელშეწყობა და ხელშეკრულებით დაცვა კერძო სამეურნეო ინიციატივის გამოცოცხლებისა და ორივე ხალხის კეთილდღეობის ამაღლებისაკენაა მიმართული –
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის
1. ცნება „კაპიტალდაბანდებანი“ მოიცავს ყველა სახის ქონებას, განსაკუთრებით:
ა) მოძრავ და უძრავ ქონებას, აგრეთვე ისეთ ნივთობრივ ქონებას, როგორიცაა, იპოთეკა და საგირავნო უფლება;
ბ) საზოგადოებებში წილობრივი და სხვა სახით მონაწილეობის უფლებებს;
გ) უფლებას იმ თანხაზე, რომელიც ეკონომიკური ფასეულობის შესაქმნელად იქნა გაღებული, ანდა უფლებას იმ მომსახურებაზე, რომელსაც ეკონომიკური ღირებულება გააჩნია.
2. უფლებებს ინტელექტუალურ საკუთრებაზე, კერძოდ, საავტორო უფლებებს პატენტებს, რეგისტრირებულ პროექტებს, ხელოსნობის ნიმუშებსა და მოდულებს, მარკებს, სავაჭრო სახელწოდებებს, საწარმოსა და კომერციულ საიდუმლობებს, ტექნიკურ ხერხებს, ნოუჰაუსა და გუდვილს;
ე) საზოგადოებრივ-სამართლებრივ კონცესიებს, საძიებო და მომპოვებელი კონცესიების ჩათვლით; ქონებრივ ფასეულობათა დაბანდების ფორმის შეცვლა არ იწვევს კაპიტალდაბანდების არსის შეცვლას.
3. ტერმინი „შემოსავალი“ გულისხმობს იმ თანხებს, რომლებიც ემატება კაპიტალდაბანდებას დროის გარკვეულ მონაკვეთში მოგების წილის, დივიდენდების, პროცენტების, ლიცენზიური ან სხვა ტიპის ანაზღაურებათა სახით.
4. ცნება „მოქალაქე“ გულისხმობს:
ა) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისათვის: გერმანელს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კონსტიტუციაში დაფიქსირებული გაგებით;
ბ) საქართველოს რესპუბლიკისათვის:
პირებს, რომელთაც ეს სტატუსი საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედმა კანონმდებლობამ მიანიჭა:
5. ცნება „საზოგადოებანი“ გულისხმობს:
ა/ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისათვის:
ყოველ იურიდიულ პირს, ისევე როგორც ყოველ კომერციულ ან სხვა სახის საზოგადოებასა ან გაერთიანებას იურიდიული პირის უფლებებით ან მის გარეშე, რომელნიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფებიან იმისდა მიუხედავად, არის თუ არა მათი საქმიანობა მიმართული მოგების მიღებისაკენ,
ბ/ საქართველოს რესპუბლიკისათვის:
ყოველ ეკონომიკურ სუბიექტს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, იმისდა მიუხედავად, არის თუ არა მისი საქმიანობა მიმართული მოგების მიღებისაკენ.
მუხლი 2🔗
1. ყოველი მონაწილე მხარე თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ხელს შეუწყობს თავის ტერიტორიაზე მეორე მონაწილე მხარის მოქალაქეებისა და საზოგადოებების კაპიტალდაბანდებებს ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით. ამ კაპიტალდაბანდებებს იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სამართლიანობისა და სიაფის პრინციპების გამოყენებით მოეპყრობა.
2. არცერთმა მონაწილე მხარემ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიაყენოს ზიანი თვითნებური ან დისკრიმინაციული ღონისძიებებით თავის ტერიტორიაზე მეორე მხარის მოქალაქეთა ან საზოგადოებათა კაპიტალდაბანდებების მართვის და გამოყენების პროცესს.
მუხლი 3🔗
1. ყოველი მონაწილე მხარე ისევე უწყობს ხელს თავის ტერიტორიაზე მეორე მხარის მოქალაქეებისა ან საზოგადოებების საკუთრებასა ან გავლენის სფეროში მყოფ კაპიტალდაბანდებებს, როგორც საკუთარი მოქალაქეებისა და საზოგადოებების ან მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და საზოგადოებების კაპიტალდაბანდებებს.
2. ყოველი მონაწილე მხარე ისევე უწყობს ხელს მეორე მხარის მოქალაქეების ან ან საზოგადოებების საინვესტიციო საქმიანობას თავის ტერიტორიაზე, როგორც საკუთარი მოქალაქეებისა და საზოგადოებების, ან მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და საზოგადოებებისას.
3. ამგვარი დამოკიდებულება არ ეხება იმ პრივილეგიებს, რომელთაც ერთი მხარე ანიჭებს მესამე ქვეყნის მოქალაქეებსა და საზოგადოებებს საბაჟო ან ეკონომიკურ გაერთიანებაში, საერთო ბაზარსა და თავისუფალი ვაჭრობის ზონაში, ანდა ასოციაციაში მათი გაწევრიანების გამო.
4. ამ მუხლის გათვალისწინებული რეჟიმი არ ვრცელდება იმ შეღავათებზე, რომელთაც ერთი მხარე მესამე ქვეყნის მოქალაქეებსა და საზოგადოებებს ანიჭებს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით დადებული ხელშეკრულების ან დაბეგვრის შესახებ სხვა ხელშეკრულების საფუძველზე.
მუხლი 4🔗
1. ერთი მონაწილე მხარის მოქალაქეთა ან საზოგადოებათა კაპიტალდაბანდებებისათვის გარანტირებულია სრული დაცვა და უსაფრთხოება მეორე მხარის ტერიტორიაზე.
2. ერთი მონაწილე მხარის მოქალაქეთა ან საზოგადოებათა კაპიტალდაბანდებანი მეორე მხარის ტერიტორიაზე შეიძლება ექსპროპრიირებული, ნაციონალიზებული ან ექსპროპრიირებისა და ნაციონალიზების მსგავსი სხვა ღონისძიებით ჩამორთმეული იქნას მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესებისათვის და კომპენსაციით; კომპენსაცია უნდა შეესაბამებოდეს ექსპროპრიირებული კაპიტალდაბანდების ღირებულებას, რომელიც განისაზღვრება მიმდინარე ან მოსალოდნელი ექსპროპრიირების, ნაციონალიზების ან რაიმე მსგავსი ღონისძიების საჯაროდ გამოცხადების წინა პერიოდის მიხედვით. კომპენსაცია დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს და გადახდის წინ მას უნდა დაერიცხოს მიღებული საბანკო პროცეტი: იგი რეალურად გამოყენებადი და თავისუფლად ტრანსფერირებადი უნდა იყოს. არაუგვიანეს ექპროპროიირების, ნაციონალიზების ან რაიმე მსგავსი ღონისძიების გატარებისა მიღებული უნდა იქნას პროფილაქტიკური ზომები კომპენსაციის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის განსაზღვრის მიზნით, ექპროპრიირების, ნაციონალიზების ან რაიმე მსგავსი ღონისძიების, ისევე როგორც კომპენსაციის ოდენობის კანონიერების შემოწმება დადგენილი იურიდიული წესით უნდა მოხდეს.
3. ერთი მონაწილე მხარის მოქალაქენი ან საზოგადოებანი, რომელთა კაპიტალდაბანდებანი მეორე მხარის ტერიტორიაზე ომის ან შეიარაღებული კონფლიქტის, რევოლუციის, ამბოხების ან სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალდა, დანაკარგის ანაზღაურების, კომპენსაციის ან გასამრჯელოს მიღებისას ისარგებლებენ არანაკლები ხელშეწყობით, ვიდრე ამ უკანასკნელის მოქალაქენი ან საზოგადოებან. ამგვარი თანხები თავისუფლად ტრანსფერირებადი უნდა იყოს.
4. ამ მუხლში ჩამოყალიბებულ პრობლემათა გადაწყვეტისას ერთი მონაწილე მხარის მოქალაქენი ან საზოგადოებანი უპირატესი ხელშეწყობით სარგებლობენ მეორე მხარის ტერიტორიაზე.
მუხლი 5🔗
ყოველი მონაწილე მხარე უზრუნველყოფს მეორე მხარის მოქალაქეებისა ან საზოგადოებებისათვის კაპიტალდაბანდებებთან დაკავშირებული თანხების თავისუფალ ტრანსფერირებას. იგულისხმება:
ა) კაპიტალი და კაპიტალდაბანდების შენარჩუნებისა ან გაზრდისათვის საჭირო დამატებითი თანხები;
ბ) შემოსავლები;
გ) სესხების გასასტუმრებელი თანხები;
დ) ამონაგები კაპიტალდაბანდების სრული ან ნაწილობრივი ლიკვიდირების ან გაყიდვის შემთვევაში;
ე) კომპენსაციები, რომელნიც მე-4 მუხლითაა გათვალისწინებული.
მუხლი 6🔗
თუ ერთი მონაწილე მხარე გადაუხდის თავის მოქალაქეებსა ან საზოგადოებებს თანხას მეორე მხარის ტერიტორიაზე განლაგებული კაპიტალდაბანდების საგარანტიოდ, მაშინ ეს უკანასკნელი, მეათე მუხლიდან გამომდინარე, პირველად ნახსენები მხარის უფლებამოსილების შებღალვის გარეშე, კანონის ან იურიდიული გარიგების საფუძველზე ცნობს პირველად ნახსენები მხარისათვის ამ მოქალაქეებისა ან საზოგადოებების მთელი უფლებების ან პრეტენზიების გადაცემას. მეორე მხარე ცნობს აგრეთვე პირველად ნახსენები მხარის უფლებამოსილების გავრცელებას ყველა იმ უფლებებზე ან პრეტენზიებზე გადაცემული პრეტენზიები/, რომელთა გამოყენებაც შეუძლია პირველად ნახსენებ მხარეს იმავე მოცულობით, რაც მის უფლებრივ წინამორბედს. გადაცემული პრეტენზიების საფუძველზე გადარიცხვის ტრანსფერტისათვის გამოყენებული უნდა იქნას მეოთხე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები და მეხუთე მუხლი.
მუხლი 7🔗
1. მეოთხე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში, მეხუთე და მეექვსე მუხლებში აღნიშნული თანხების გადაგზავნა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, მოცემულ მომენტში არსებული სავალუტო-გაცვლითი კურსის საფუძველზე.
2. ეს სავალუტო-გაცვლითი კურსი უნდა შეესაბამებოდეს კროს-კურს, რომელიც იმ გადასაანგარიშებელი კურსების ბაზაზე იქმნება, რომლებსაც ეყრდნობა საერთაშორისო სავალუტო ფონდი იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ვალუტის გადაანგარიშება სესხის აღების განსაკუთრებულ უფლებებზე.
მუხლი 8🔗
1. თუ რომელიმე ხელმომწერი მხარის კანონმდებლობა ან ორმხრივი შეთანხმების პარალელურად არსებული ან მოსალოდნელი საერთაშორისო-სამართლებრივი ვალდებულებანი მხარეებისა შეიცავენ ზოგად ან სპეციფიკურ დებულებას, რომელიც მეორე ხელმომწერი მხარის მოქალაქეთა ან საზოგადოებათა კაპიტალდაბანდებებს უფლებას აძლევს ისარგებლონ უფრო ხელსაყრელი პირობებით, ვიდრე ეს ამ ხელშეკრულებითაა გათვალიწინებული, მაშინ ეს დებულება პრევალირებს ამ ხელშეკრულებაზე, რადგანაც იგი უფრო ხელსაყრელია.
2. ყოველმა ხელმომწერმა მხარემ უნდა შეასრულოს ყოველი სხვა ვალდებულება, რომელიც მან თავის ტერიტორიაზე მეორე მხარის მოქალაქეებისა ან საზოგადოებების კაპიტალდაბანდებათა მიმართ იკისრა.
მუხლი 9🔗
წინამდებარე ხელშეკრულება ვრცელდება აგრეთვე იმ კაპიტალდაბანდებებზე, რომლებიც ერთი მხარის მოქალაქეებმა ან საზოგადოებებმა მეორე მხარის ტერიტორიაზე მისი კანონმდებლობის გათვალისწინებით ჯერ კიდევ ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე შექმნეს.
მუხლი 10🔗
1. უთანხმოებანი ხელმომწერ მხარეთა შორის წინამდებარე ხელშეკრულების განმარტების ან გამოყენების თაობაზე, შესაძლებლობის ფარგლებში ორივე ხელმომწერი მხარის მთავრობებმა უნდა მოაგვარონ.
2. თუ დავა ამ საშუალებით არ მოგვარდა, მაშინ ერთი რომელიმე მხარის მიერ იგი სამედიატორო სასამართლოს გადაეცემა.
3. სამედიატორო სასამართლო რომელიმე კონკრეტული შემთხვევის გამო იქმნება, ორივე მხარე ნიშნავს თითო წევრს, რომლებიც თავმჯდომარედ მესამე სახელმწიფოს წარმომადგენელს ირჩევენ, მის კანდიდატურას ადასტურებენ ორივე ხელმომწერი მხარის მთავრობები. წევრები ინიშნებიან ორ თვეში, თავმჯდომარე კი სამ თვეში იმ მომენტიდან, როცა ერთმა მონაწილე მხარემ მეორეს აცნობა, რომ სურს უთანხმოების თაობაზე სასამართლოს მიმართოს.
4. თუ მესამე პუნქტში აღნიშნული ვადა არ იქნა დაცული, მაშინ რომელიმე სხვა ხელშეკრულების არარსებობისას, ყოველ მხარეს შეუძლია მიმართოს საერთაშორისო უმაღლეს სასამართლოს პრეზიდენტს, რათა მან განახორციელოს საჭირო დანიშვნები, თუ პრეზიდენტი ერთ-ერთი ხელმომწერი მხარის მოქალაქეა, ან თუ მას რაიმე სხვა გარემოება უშლის ხელს, მაშინ დანიშვნებს ვიცე-პრეზიდენტი ახორციელებს, თუ ვიცე-პრეზიდენტიც ერთ-ერთი ხელმომწერი მხარის მოქალაქეა, ან მასაც რაიმე გარემოება უშლის ხელს, მაშინ დანიშვნები უმაღლეს სასამართლოში, მომდევნო რანგის მქონე იმ წევრმა უნდა განახორციელოს, რომელიც არაა რომელიმე ხელმომწერი მხარის მოქალაქე.
5. სამედიატორო სასამართლო გადაწყვეტილებას ხმების უმრავლესობის საფუძველზე იღებს, მისი გადაწყვეტილებანი აუცილებელია ორივე მხარისათვის, ორივე ხელმომწერი მხარე კისრულობს სამედიატორო სასამართლოში თავისი წარმომადგენლის ან თავისი ინტერესების დამცველის ხარჯებს; თავმჯდომარისა და სხვა ხარჯებს თანაბრად ინაწილებს ორივე ხელმომწერი მხარე. სამედიატორო სასამართლოს შეუძლია სხვაგვარად გადაანაწილოს ხარჯები, ჩვეულებრივ სამედიატორო სასამართლო თვითონ განსაზღვრავს თავის პროცედურას.
6. თუ ორივე ხელმომწერი მხარე 1965 წლის 16 მარტის ქვეყნებსა და სხვა სახელმწიფოთა მოქალაქეებს შორის საინვესტიციო დავების მოგვარების კონვენციის წევრია, მაშინ მათ ამ კონვენციის 27-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად იმიტომ არ უნდა მიმართონ სამედიატორო სასამართლოს, რომ როგორც ერთი, ისე მეორე ხელმომწერი მხარის მოქალაქეებსა ან საზოგადოებებს შორის ამ კონვენციის 25-ე მუხლის თანახმად შეთანხმება არსებობს. ეს არ გამორიცხავს სამედიატორო სასამართლოსადმი მიმართვას იმ შემთხვევაში, თუ მე-2 მუხლის შესაბამისად შექმნილი სამედიატორო სასამართლოს გადაწყვეტილება არ სრულდება, ან წინამდებარე ხელშეკრულების მე-6 მუხლის მიხედვით უფლებამოსილების გადაცემისას.
მუხლი 11🔗
1. დავა კაპიტალდაბანდებათა შესახებ ერთ-ერთ ხელმომწერ მხარესა და მეორე მხარის მოქალაქეებსა ან საზოგადოებებს შორის შეძლებისდაგვარად მხარეთა მეგობრული მოლაპარაკებების გზით უნდა მოვგვარდეს.
2. თუ ერთ-ერთი მხარის მიერ განცხადების მომენტიდან ექვსი თვის ვადაში არ მოხერხდა დავის გადაწყვეტა, მაშინ საკითხი მეორე მხარის მოქალაქის ან საზოგადოების მოთხოვნით გასარჩევად გადაეცემა სამედიატორო სასამართლოს. თუ მოდავენი დათმობაზე არ წავლენ, მაშინ გამოყენებულ უნდა იქნას მე-10 მუხლის მე-3-მე-5 პუნქტები იმის მითითებით, რომ სამედიატორო სასამართლოს წევრები მოდავე მხარეთა მიერ მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ინიშნებიან, თუ მე-10 მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ვადა არ იქნა დაცული. სხვა შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში ყოველ მოდავე მხარეს შეუძლია სთხოვოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის სამედიატორო სასამართლოს გადაწყვეტილება შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის საფუძველზე უნდა იქნას განხორციელებული.
3. სამედიატორო განხილვის ან სასამართლოს განაჩენის სისრულეში მოყვანის პროცესში დავის მონაწილე ერთი მხარე არ იქნება წინააღმდეგი იმისა, თუ მეორე მხარის მოქალაქე ან საზოგადოება დაზღვევისაგან ზარალის ნაწილობრივ ან სრულ კომპენსაციას მიიღებს.
4. თუ ორივე ხელმომწერი მხარე გახდა 1965 წლის 18 მარტის ქვეყნებსა და სხვა სახელმწიფოთა მოქალაქეებს შორის საინვესტიციო დავების მოგვარების კონვენციის წევრი, მაშინ დავა მხარეებს შორის ამ კონვენციის საფუძველზე სამედიატორო სასამართლოში გაირჩევა, თუ მხარეები არ მიაღწევენ რაიმე სხვა შეთანხმებას; ამით ყოველი ხელმომწერი მხარე თანხმობას აცხადებს ამ პროცედურაზე.
მუხლი 12🔗
წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია იმისდა მიუხედავად, არსებობს თუ არა ორ ხელმომწერ მხარეს შორის დიპლომატიური ან საკონსულო ურთიერთობა.
მუხლი 13🔗
1. წინამდებარე ხელშეკრულება რატიფიცირებულ უნდა იქნას: სარატიფიკაციო სიგელები უნდა გაიცვალოს რაც შეიძლება მალე.
2. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის სარატიფიკაციო სიგელების გაცვლიდან ერთი თვის შემდეგ. იგი ათი წლის განმავლობაში იქნება ძალაში, ამის შემდეგ იგი შეიძლება განუსაზღვრელი დროით იქნას გაგრძელებული, იქამდე სანამ ერთ-ერთი ხელმომწერი მხარე თორმეტი თვით ადრე არ განაცხადებს წერილობით, რომ სურს ხელშეკრულების დენონსაცია, ათი წლის შემდეგ ხელშეკრულება თორმეტი თვის ვადაში შეიძლება იქნას დენონსირებული.
3. იმ კაპიტალდაბანდებათათვის, რომლებიც წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტამდე იქნა განხორციელებული, შეწყვეტის დღიდან ოცი წლის მანძილზე ძალაში რჩება 1-დან მე-12 მუხლები.
ხელმოწერილია ქართულ და გერმანულ ენებზე, ამასთან ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.
საქართველოს
რესპუბლიკის სახელით
(ხელმოწერილია)
გერმანიის
ფედერაციული რესპუბლიკის სახელით
(ხელმოწერილია)