შეთნხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო წვრთნის, ტექნიკისა და მეცნიერების სფეროებში

მიღების თარიღი 04.04.1996
ძალაში შესვლა 27.09.1996
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00(3).000.000165
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 01/05/1998
matsne.gov.ge 942 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.04.1996 მიღება
27.09.1996 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთნხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო წვრთნის, ტექნიკისა და მეცნიერების სფეროებში p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 67.5pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო წვრთნის, ტექნიკისა და მეცნიერების სფეროებში საქართველო და თურქეთის რესპუბლიკა (შემდგომში – მხარეებად წოდებულნი), ამტკიცებენ რა თავიანთ ვალდებულებებს 1994 წლის 13 იანვრის მშვიდობის, თანამშრომლობისა და სოლიდარობის დეკლარაციის მიმართ თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის, ხაზს უსვამენ რა თავიანთ სიმტკიცეს ერთობლივად შეინარჩუნონ მათი ქვეყნების უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა, მიზნად ისახავენ რა წვლილი შეიტანონ იმ რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობის საქმეში, რომელშიც ერთმანეთის მეზობლად არსებობენ, მიზნად ისახავენ რა გააღრმაონ ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული მეგობური ურთიერთობები, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗. მიზანი ამ შეთანხმების მიზანია დაამყაროს და ჩამოაყალიბოს თანამშრომლობა მხარეთა შორის სამხედრო სფეროში მხარეთა კომპეტენტურობის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრულია მათი ეროვნული კანონმდებლობის მიერ.     მუხლი 2🔗. სფერო ეს შეთანხმება შეიცავს ორმხრივი ღონისძიებების იმ საფუძვლებსა და პრინციპებს, რომლებიც უნდა დამყარდნენ სამხედრო წვრთნისა და სამხედრო მრეწველობის თანამშრომლობის სფეროში     მუხლი 3🔗. სამხედრო თანამშრომლობა წვრთნის, ტექნიკისა და მეცნიერების დარგებში მხარეები ითანამშრომლებენ შემდეგ სამხედრო დარგებში: 1. თანამშრომლობა სამხედრო წვრთნის დარგში; ა) გამოცდილების გაზიარება, რომელიც შეეხება სამხედრო აკადემიას, სამხედრო სასწავლებლებს, სამხედრო სამედიცინო აკადემიას, სამხედრო სკოლებსა და საწვრთნელ ცენტრებს, აგრეთვე განხორციელდება პერსონალის გაცვლა და მათი მომზადება ; ბ) ურთიერთშეთანხმების საფუძველზე სამხედრო დელეგაციებისა და მეთვალყურეების დასწრება სამხედრო მეცადინეობებზე; გ) სხვადასხვა მოკლევადიანი კურსების ჩატარება; დ) ორენოვანი კურსების წახალისება; ე) შედგება ორმხრივი ვიზიტები, განხორციელდება საერთო საკითხების ირგვლივ გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლა; ვ) სამუშაო -საწვრთნელი საშუალებები ხელმისაწვდომი იქნება შენაერთებში, შტაბებსა და გენერალიტეტში ; ზ) სამხედრო მედიცინის დარგში ურთიერთდახმარება და ცოდნის, გამოცდილებისა და ტექნოლოგიების გაცვლა. 2. თანამშრომლობა სამხედრო მრეწველობის სფეროში: ა) მხარეები, საინფორმაციო და საკონსულტაციო მექანიზმზე დაყრდნობით, შეეცდებიან შეასრულონ სამუშაოები სამხედრო მრეწველობის ინფრასტრუქტურულ ორგანიზაციაში და ითანამშრომლონ სამხედრო მრეწველობის სფეროში შემუშავებული პროგრამისა და გეგმის ფარგლებში; ბ) შეიქმნება საშუალებები, რათა ითანამშრომლონ სამხედრო -ტექნიკური კვლევის, დიზაინისა და წარმოების სფეროში; გ) მხარეები გაცვლიან მესამე ქვეყნებიდან მიღებულ ტექნიკურ ინფორმაციასა და გამოცდჰილებას და, ამავდროულად, არ დაარღვევენ იმ ვალდებულებებს, რომლებიც ნაკისრი აქვთ ამ ქვეყნებთან, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ შეთანმხებებში; დ) დაგეგმარების დარგში თანამშრომლობის სეროში ერთ-ერთი ქვეყნის ზედმეტი სამხედრო აღჭურვილობა გადაეცემა მეორე მხარეს და ამ აღჭურვილობის გამოყენება განხორციელდება ურთიერთშეთანხმებული პრინციპებისა და პროცედურების მიხედვით; ე) მხარეები გამონახავენ შესაძლებლობებს სამხედრო აღჭურვილობისა და მათი შეიარაღებული ძალების მომარაგებისათვის, ტექნოლოგიის მოდერნიზაციისა და წარმოების ერთობლივი პროგრამების გასაუმჯობესებლად; ვ) ტექნიკური პერსონალისა და სამეცნიერო დოკუმენტების გაცვლა მხარეებს შორის იწარმოებს ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით.     მუხლი 4🔗. თანამშრომლობის პრინციპები 1. მხარეები წინამდებარე შეთანხმების მე -3 მუხლით გათვალისწინებული თანამშრომლობის დარგებში მოპოვებული გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლას აწარმოებენ ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების დებულებების დაურღვევლად და იმოქმედებენ ამ შეთანხმების დებულებათა შესაბამისად. 2. მხარეები თანამშრომლობის ღონისძიებების დეტალებს განსაზღვრავენ დამატებითი შეთანხმებების, ტექნიკური და სხვა სახის მორიგებების საფუძველზე. 3. თანამშრომლობა განხორციელდება მხარეთა საერთო სარგებლიანობისა და მოთხოვნილებათა გათვალისწინებით ორმხრივ საფუძველზე. 4. მხარეები დაუყონებლივ აცნობებენ თავის შეხედულებებს შესაძლო უთანხმოებებზე, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნან თანამშრომლობის განხორციელების დროს. 5. მხარეთა თანამშრომლობა არ დაუკავშირდება მესამე მხარეთა ინტერესებს. 6. მიმღები მხარე თავის თავზე აიღებს მეორე მხარის მიერ თანამშრომლობის მიზნით გამოგზავნილი პერსონალის საცხოვრებლის, უსაფრთხოებისა და სხვა საშუალებათა გამოყენებისათვის საჭირო ზომებს. 7. მიმღები მხარე შეწყვეტს სამხედრო თუ სამოქალაქო პერსონალის ღონისძიებებს, რომლებიც დაარღვევენ მიმღები თუ გამგზავნი სახელმწიფოს კანონებს.     მუხლი 5🔗. კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოება 1. მხარეები უზრუნველყოფენ ყველა სახის ინფორმაციის დაცვას , მიღებულს ორმხრივი კონტაქტების დროს ინფორმაციის კლასიფიკაციის დონის შესაბამისად. 2. სამხედრო თანამშრომლობის დროს მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება მესამე მხარისათვის შესაძლებელია მხოლოდ მეორე მხარის შესაბამისი დაწესებულებების წერილობითი თანხმობის მიღების შემთხვევაში. 3. მხარეები პატივს სცემენ თითოეულის უშიშროების მექანიზმებს.     მუხლი 6🔗. მხარეთა ვალდებულებები სხვა საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად ამ შეთანხმების დებულებები არ იმოქმედებენ მხარეთა ვალდებულებებზე სხვა საერთაშორისო შეთანხმებებიდან გამომდინარე, რომელთა ხელმომწერნიც არიან და არ არიან მიმართული სხვა ქვეყნების უშიშროებისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.     მუხლი 7🔗. უთანხმოებათა მოგვარება მხარეები მოაგვარებენ უთანხმოებებს , რომლებიც შესაძლოა წარმოიშვას ამ შეთანხმების განმარტებისა და განხორციელების დროს მოლაპარაკებათა საშუალებით.     მუხლი 8🔗. შესწორება და გადასინჯვა 1. ორივე მხარეს უფლება აქვს წამოაყენოს წერილობით ფორმაში შეთანხმების შესწორებისა თუ გადასინჯვის სურვილი. მოლაპარაკებები დაიწყება წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან 30 დღის განმავლობაში. 2. ეს შეთანხმება შეიძლება მოდიფიცირებულ ან შეფასებულ იქნეს მხარეთა წერილობითი ფორმით თანხმობის შემდეგ ნებისმიერ დროს.     მუხლი 9🔗. შეწყვეტა როდესაც ერთ-ერთი მხარე მიიჩნევს, რომ მეორე მხარე არ ან ვერ ასრულებს შეთანხმების დებულებებს, მას უფლება აქვს წერილობითი შეტყობინებით მოითხოვოს კონსულტაციების ჩატარება, კონსულტაციები დაიწყება წერილობითი შეტყობინებების მიღების დღიდან 30 დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ შედეგი ვერ იქნა მიღწეული 60 დღის განმალვობაში, მხარეს უფლება აქვს შეწყვიტოს ეს შეთანხმება წერილობითი შეტყობინების საშუალებით შეწყვეტის თარიღამდე 30 დღით ადრე.     მუხლი 10🔗. გაგრძელება ეს შეთანხმება ძალაშია 5 წლის მანიძლზე, მისი მოქმედება შეიძლება გაგრძელდეს თითო ერთი წლით, იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მხარე შეთანხმების ვადის ამოწურვამდე 30 დღით ადრე არ აცნობებს მეორე მხარეს წერილობითი ფორმით.     მუხლი 11🔗. ძალაში შესვლა ეს შეთანხმება ექვემდებარება რატიფიკაციის შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის თანახმად. ეს შეთანხმება ძალაში შევა მისი დამტკიცების შესახებ უკანასკნელი შეტყობინებების დღიდან.     მუხლი 12🔗. ტექსტი და ხელმოწერა ეს შეთანმება შესრულებულია 4 აპრილს 1996 წელს, ექვს ეგზემპლარად, ორი ინგლისურ, ორი ქართულ და ორი თურქულ ენებზე. ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. განმარტების დროს უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ტექტს. საქართველოს მთავრობის სახელით გურამ ნიკოლაიშვილი, გენერალ-მაიორი თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე (ხელმოწერილია) თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით ჩევიქ ბირ გენერალი თურქეთის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე (ხელმოწერილია)