ურთიერთგანზრახულობათა ოქმი საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტროსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს შორის

მიღების თარიღი 21.04.1995
ძალაში შესვლა 21.04.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00(0).003.000096
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 11/02/1998
matsne.gov.ge 468 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.04.1995 მიღება
21.04.1995 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

ურთიერთგანზრახულობათა ოქმი საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტროსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს შორის p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.karixml, li.karixml, div.karixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.karisataurixml, li.karisataurixml, div.karisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} სახელითა უზენაესისაითა ურთიერთგანზრახულობათა ოქმი საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტროსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს შორის საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტრო და ირანის ისლამური რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტრო, შემდგომში „სამინისტროები” ეყრდნობიან რა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო ურთიერთობების თაობაზე 1993 წლის 20 იანვრის, შესაბამისად, 1371 წლის 30 დეის ჰიჯრით დადებულ ხელშეკრულებას, ხელმძღვანელობენ რა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის სურვილით, შეთანხმდნენ შემდეგზე: კარი 1 სამინისტროები ხელს შეუწყობენ თავიანთი ქვეყნების სამეურნეო სუბიექტებს, შექმნან სავაჭრო-ეკონომიკური და სხვა ფართო პროფილის ერთობლივი საწარმოები, რომლებიც დაეფუძნებიან საქართველოს რესპუბლიკისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის არსებულ კანონმდებლობებს და იფუნქციონირებენ ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური ეფექტების გათვალისწინებით. კარი 2 საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის სასაქონლო რესურსებით უზრუნველყოფაში (განსაკუთრებით სასურსათო საქონლით) შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის გათვალისწინებით სამისტროები განახორციელებენ ღონისძიებებს, რათა საქართველოში ირანიდან სხვადასხვა ფირმებისა და ორგანიზაციების მეშვეობით შემოვიდეს სხვადასხვა საქონელი (განსაკუთრებით სურსათი) კონსიგნაციის (წინასწარი გადახდის გარეშე) მეთოდით. საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტრო აიღებს ვალდებულებას, რომ შეთანხმებულ დროში ანგარიშსწორება მოხდება მყარი ვალუტით, ან იმ ფორმით, რომელზეც შეთანხმდებიან ორი ქვეყნის სამეურნეო სუბიექტები. კარი 3 სამინისტროები მზადყოფნას გამოთქვამენ, რათა ითანამშრომლონ საქონელგაცვლოს ისეთი ფორმით, როგორიცაა ბარტერი ან კლირინგი. ამისათვის პერიოდულად მიაწვდიან ერთმანეთს ინფორმაციებს იმ საქონლის ჩამონათვალზე. რომელიც გააჩნიათ და გამოყენებული შეიძლება იქნეს ამ დანიშნულებით. მხარეები (გამყიდველი და მყიდველი) სამუშაო პირობებში ადგილებზე ათანხმებენ მოსაწოდებელი საქონლის ასორტიმენტს, ფასებს, რაოდენობებს, მოწოდების ვადებს, ტრანსპორტირების სახეს და ა.შ. ამასთან, ფასების საფუძვლად ძირითადად გამოყენებული უნდა იქნეს საქონლის საერთაშორისო ფასები. ეს ოქმი ძალაში შედის ხელმოწერისთანავე და მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში. იგი ავტომატურად გაგრძელდება ყოველი მომდევნო ხუთწლიანი პერიოდით, თუ არცერთი ხელმომწერი მხარე ექვსი თვით ადრე შემდეგი ხუთწლიანი ვადის დამთავრებამდე უარს არ განაცხადებს მისი მოქმედების შეწყვეტის თაობაზე. შესრულებულია ქ. თბილიში, 1995 წლის 21 აპრილს, შესაბამისად 1374 წლის 1 ორდიბეჰეშთს ჰიჯრით, ორ პირად, თითოეული ქართულ და სპარსულ ენებზე, ამასთან, ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია) ირანის ისლამური რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია)