ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო დეპარტამენტსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საბაჟოს შორის საბაჟო საკითხებისა და ურთიერთობის შესახებ

მიღების თარიღი 21.04.1995
ძალაში შესვლა 21.04.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00(0).003.000093
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 11/02/1998
matsne.gov.ge 522 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.04.1995 მიღება
21.04.1995 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო დეპარტამენტსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საბაჟოს შორის საბაჟო საკითხებისა და ურთიერთობის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.karixml, li.karixml, div.karixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.karisataurixml, li.karisataurixml, div.karisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელითა უზენაესისაითა ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო დეპარტამენტსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საბაჟოს შორის საბაჟო საკითხებისა და ურთიერთობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო დეპარტამენტი და ირანის ისლამური რესპუბლიკის საბაჟო, რომელნიც შემდგომში იწოდებიან „მხარეებად“, გამოხატავენ რა მისწრაფებას, შეინარჩუნონ და განამტკიცონ ტრადიციული მეგობრული ურთიერთობანი, ეფუძნებიან რა საერთო ინტერესებსა და კეთილ ნებას, ითვალისწინებენ რა ეკონომიკური საქმიანობისა და საქონლის ტრანზიტის ზრდას ორ ქვეყანას შორის საბაჟო თანამშრომლობის გაფართოებასა და ეკონომიკური ურთიერთობის მოწესრიგების მიზნით, შეთანხმდნენ შემდეგზე: კარი 1 მხარეები გააერთიანებენ ძალისხმევას ორი ქვეყნის საბაჟო კანონმდებლობასა და პროცედურებთან დაკავშირებული გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარების მიმართულებით, განსაკუთრებით საგარეო-ეკონომიკური საქმიანობისა და ექსპორტ-იმპორტის სფეროში. კარი 2 ორ ქვეყანას შორის მგზავრთა ნაკადის გატარების დაჩქარების მიზნით, მხარეები უზრუნველყოფენ ღონისძიებების განხორციელებას საბაჟო ფორმალობების გასამარტივებლად, მათ ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. კარი 3 მხარეები შეთანხმდნენ ორივე ქვეყნის საბაჟოებში შექმნან კომისიები, რომლებიც ყურადღებას მიაქცევენ საბაჟო შეთანხმებათა შესრულებას და დაძლევენ იმ სირთულეებსა და წინააღმდეგობებს, რომლებიც ხვდებათ ორივე მხარის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს მეორე ქვეყნის საბაჟო საკითხებთან დაკავშირებით. კარი 4 მხარეები, თანამშრომლებენ საბაჟო საბუთებისა და დოკუმენტების ურთიერთობისა და გაცვლის საქმეში და ჩაატარებენ კვლევას საერთაშორისო წესების შესაბამისი ერთგვაროვანი დოკუმენტაციის შესაქმნელად. კარი 5 მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას სპეციალისტების გაცვლის თაობაზე, რომლებიც მოინახულებენ ორივე ქვეყნის საბაჟოებს აზრთა გაზიარების, კვლევითი სამუშაოების ჩატარებისა და საბაჟო პროცედურების მეთოდების გაუმჯობესებისა და გაიოლებისათვის წინადადებების შეთავაზების მიზნით. კარი 6 მხარეები ითანამშრომლებენ ორ ქვეყანს შორის საქონლისა და ნარკოტიკების უკანონო გატანასთან დაკავშირებული გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარების მიზნით, გააცნობენ ერთმანეთს მოწინავე ტექნიკურ საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება კონტრაბანდული საქონლისა და ნარკოტიკების აღმოსაჩენად და მათი გადატანის აღსაკვეთად, აცნობენ მეორე მხარეს მათ დასაფარავად გამოყენებულ სამალავებს და, აგრეთვე, მათ ქვეყებში მოქმედი კანონდებლობის ფარგლებში, ითანამშრომლობენ უკანონოდ გატანილი კულტურული ფასეულობების დაკავებისა და დაბრუნების მიზნით. კარი 7 ზეპირი ან წერილობითი ინფორმაცია, რომელსაც მხარეები გაუზიარებენ ერთმანეთს, ითვლება საიდუმლოდ და გამოიყენება მხოლოდ ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის შესასრულებლად. კარი 8 მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობის, კვლევისა და მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე კონტროლის მიზნით, წელიწადში ერთხელ მონაცვლეობით ჩაატარებენ ორი ქვეყნის საბაჟო სამსახურების ერთობლივი კომისიების სხდომას, ურთიერთგაგების მემორანდუმში ასახული შეთანხმებანი განხორციელდება ერთი წლის განმავლობაში და ნაკლოვანებების შემჩნევის შემთხვევაში საბაჟო სამსახურების მომავალ სხდომაზე გაატარებენ ღონისძიებებს, მათი დაძლევისა და გადასინჯვის მიმართულებით. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი შედგენილია ქრისტიანული წელთაღრიცხვის 1995 წლის „-------“ აპრილს, შესაბამისად, მზის ჰიჯრის 1374 წლის 1 ორდიბეშეჰთს, 8 კარად, ორ პირად, ქართულ და სპარსულ ენებზე. ამასთან, ორივე პირს თანაბარი ძალა გააჩნია. საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო დეპარტამენტის სახელით (ხელმოწერილია) ირანის ისლამური რესპუბლიკის საბაჟოს სახელით (ხელმოწერილია)