შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საქმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 22.04.1997
ძალაში შესვლა 22.04.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.43(0).003.000230
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 28/12/1998
matsne.gov.ge 1,740 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.04.1997 მიღება
22.04.1997 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საქმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 42.55pt 56.7pt 40.5pt;} div.Section1 {page:Section1;} შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საქმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში ,,მხარეებად” წოდებულნი, აქვთ რა სურვილი განავითარონ მეგობრული ურთიერთობანი, მათ შორის საბაჟო საქმის სფეროში თანამშრომლობის მეშვეობით, მიისწრაფვიან საბაჟო სამსახურების თანამშრომლობის გზით, ხელი შეუწყონ მხარეებს შორის სამგზავრო და სატვირთო მიმოსვლის განვითარებასა და დაჩქარებას, მხედველობაში იღებენ , რომ საბაჟო სამართალდარღვევები ზიანს აყენებენ მხარეების ეკონომიკურ ინტერესებს, დარწმუნებულნი არიან, რომ საბაჟო კანონმდებლობის დაცვასა და საბაჟო სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლას უფრო წარმატებით განახორციელებენ მხარეების საბაჟო სამსახურების ურთიერთთანამშრომლობით, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗. განსაზღვრებანი შეთანხმების მიზნებისათვის გამოყენებული ტერმინები ნიშნავს: ,,საბაჟო კანონმდებლობა” – სამართლებრივი ნორმატიული აქტების ერთობლიობას, რომელიც არეგულირებს საქონლის, მგზავრთა ბელბარგისა და ტვირთის, სავალუტო და სხვა ფასეულობების, საერთაშორისო საფოსტო გზავნილების შემოტანას, გატანასა და ტრანზიტის წესს, საბაჟო გადასახადების, მოსაკრებლების და სხვა გადასახდელების ამოღების, შეღავათების დაწესების, აკრძალვებისა და შეზღუდვების შემოღების, აგრეთვე, მხარეთა საბაჟო საზღვრებზე საქონლის გადაადგილების კონტროლს. ,,საბაჟო სამსახურები” – მხარეთა ცენტრალურ საბაჟო ორგანოებს. ,,საბაჟო სამართალდარღვევები” – საბაჟო კანონმდებლობის ნორმების დარღვევას. ,,პირი” - ფიზიკურ ან იურიდიულ პირს. ,,ნარკოტიკული საშუალებები” – ნივთიერებებს, შეტანილს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1961 წლის კონვენციის სიაში ნარკოტიკული საშუალებების შესახებ, შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით. ,,ფსიქოტროპული ნივთიერებები” – ნივთიერებებს, შეტანილს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1971 წლის კონვენციის სიაში ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ, შემდგომი ცვლილებებით.     მუხლი 2🔗. შეთანხმების მოქმედების სფერო 1. შეთანხმების საფუძველზე საბაჟო სამსახურები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და მხარეთა კანონმდებლობის დაცვით ითანამშრომლებენ შემდეგი მიზნებისათვის: a) მხარეთა შორის სამგზავრო და სატვირთო მიმოსვლის სრულყოფა; b) საბაჟო გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახადების სწორი ამოღებისა და აგრეთვე საბაჟო შეღავათების გამოყენების უზრუნველყოფა; c) საბაჟო სამართალდარღვევების მოკვლევა, აღკვეთა და პროფილაქტიკა. 2. შეთანხმება არ ეხება მხარეთა ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობენ სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან.     მუხლი 3🔗. საბაჟო ფორმალობების გამარტივება 1. საბაჟო სამსახურები: a) ურთიერთშეთანხმებით იღებენ აუცილებელ ზომებს საბაჟო გაფორმების გასამარტივებლად. b) აღიარებენ ერთმანეთის საბაჟო უზრუნველყოფას (ლუქების, ბეჭდებისა და შიფრების ნიმუშებს), საბაჟო დოკუმენტებს, აუცილებლობის შემთხვევაში კი, გადაადგილებულ საქონელზე დამატებით ახორცილებენ საკუთარ საბაჟო უზრუნველყოფას. 2. ტრანზიტით მიმავალი საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები თავისუფლდებიან საბაჟო შემოწმებისაგან, გარდა იმ სავარაუდო შემთხვევებისა, როდესაც მათი შემოტანა, გატანა და ტრანზიტი აკრძალულია მხარეთა კანონმდებლობის შესაბამისად, ან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევას.     მუხლი 4🔗. მოწმობების წარდგენა 1. საბაჟო სამსახურები, მომთხოვნის საფუძველზე, ერთმანეთს წარუდგენენ მოწმობას, რომელიც ადასტურებს, რომ ერთი მხარის ტერიტორიაზე შეტანილი ან მისი ტერიტორიიდან გატანილი საქონელი, მეორე მხარის ტერიტორიიდან გადის ან მის ტერიტორიაზე შემოდის კანონის საფუძველზე. მოწმობაში მითითებულია საბაჟო პროცედურების სახეობა და შედეგები, რომელთა შესაბამისადაც გაფორმდა საქონელი. ეს ეხება აგრეთვე იმ შემთხვევებს, როდესაც მეორე მხარის ტერიტორიიდან ხორციელდება საქონლის რეექსპორტი. 2. საბაჟო სამსახურების მოთხოვნის საფუძველზე ერთმანეთს წარუდგენენ მონაცემებს იმის შესახებ, რომ მათდამი დაქვემდებარებული საბაჟო ორგანოების მიერ წარმოდგენილი მოწმობები ან სხვა დოკუმენტები დედნებია და შეიცავენ ყველა აუცილებელ მონაცემს.     მუხლი 5🔗. ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლა 1. საბაჟო სამსახურები, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის თავიდან აცილების, გამოძიებისა და აღკვეთის სფეროში მოქმედებათა გააქტიურების მიზნით, წინასწარი მოთხოვნის გარეშე, უმოკლეს ვადაში ერთმანეთს აწვდიან ცნობებს: a) იმ პირების შესახებ, რომლებიც ეწევიან ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვას ან ეჭვმიტანილნი არიან ასეთ საქმიანობაში; b) სატრანსპორტო საშუალებების შესახებ, კონტეინერებისა და საფოსტო გზავნილების ჩათვლით, რომლებიც გამოიყენება ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვისათვის ან ეჭვმიტანილნი არიან ასეთ საქმიანობაში. 2. საბაჟო სამსახურები ერთმანეთს აწვდიან ინფორმაციას ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვისათვის გამოყენებული საშუალებებისა და მათზე კონტროლის ახალი მეთოდების შესახებ. 3. ერთ-ერთი მხარისაგან, ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად მიღებული მონაცემები და დოკუმენტები შეიძლება გადაეცეს მეორე მხარის სამართალდამცავ და სხვა სახელმწიფო ორგანოებს, რომელთა საქმიანობას წარმოადგენს ნარკომანიასთან და ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლა. 4. მხარეთა კანონმდებლობის საფუძველზე და ურთიერთშეთანხმებით, საბაჟო სამსახურები აუცილებლობის შემთხვევებში იყენებენ ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების კონტროლირებადი მიწოდების მეთოდს, მათ უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებული პირების გამოვლენის მიზნით. კონტროლირებადი მიწოდების მეთოდის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებენ მხარეთა შესაბამისი ორგანოები, მათი კანონმდებლობის მიხედვით, მხარეთა ფინანსური შეთანხმების გათვალისწინებით.     მუხლი 6🔗. მონაცემების გადაცემა 1. საბაჟო სამსახურები მოთხოვნის საფუძველზე ერთმანეთს გადასცემენ მათ განკარგულებაში არსებულ ინფორმაციას, მათ შორის შეტყობინებებს, ოქმებსა და სხვა მასალებს, ან მათ დამოწმებულ ასლებს, გადაგზავნის გზით: a) იმ გარემოებების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია საბაჟო გადასახადების, მოსაკრებლების და სხვა გადასახდელების ამოღებასთან, ასევე საბაჟო შეღავათების გამოყენებასთან; b) იმ ჩადენილი ან გათვალისწინებული მოქმედებების შესახებ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მოთხოვნის წარმომდგენი მბხარის საბაჟო კანონმდებლობას. 2. საბაჟო სამსახურები შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში, მათ შორის, წინასწარი მოთხოვნის გარეშეც ერთმანეთს გადასცემენ ინფორმაციას მოსალოდნელი სამართალდარღვევების შესახებ, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლით მხარეები განსაკუთრებულად არიან დაინტერესებული. პირველ რიგში ეს ეხება იმ საბაჟო სამართალდარღვევებს, რომლებსაც ადგილი აქვს: a) გარე სამყაროსათვის საშიში და მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის საზიანო საქონლის გადაადგილებისას; b) იარაღის, საბრძოლო მასალების, ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებების, ფეთქებადი საშუალებების გადაადგილებისას; c) ისტორიული, მხატვრული, კულტურული, არქეოლოგიური ღირებულების მქონე საგნების გადაადგილებისას; d) საქონლის, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა და შეტანილია ჩამონათვალში, შეთანხმებულია საბაჟო სამსახურებს შორის, რომლებიც ექვემდებარებიან უტარიფო შეზღუდვებს ან მიეკუთვნებიან მაღალ საბაჟო გადასახადებისაგან დაბეგვრას.     მუხლი 7🔗. დოკუმენტების გადაცემა 1. მხარეთა საბაჟო სამსახურები, შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი თვის განმავლობაში, ერთმანეთს უცვლიან საბაჟო საკითხების მოქმედი საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების ასლებს და შემდგომში დაუყოვნებლივ აცნობებენ ერთმანეთს საბაჟო კანონმდებლობაში შეტანილ ყველა ცვლილებას და დამატებას. 2. ერთი მხარის საბაჟო სამსახური, მეორე მხარის საბაჟო სამსახურის მოთხოვნით, ახდენს საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებათა ასლების გადაცემას. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გადაცემის შესახებ მოთხოვნაში ამ შეთანხმების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის e) ქვეპუნქტის მოთხოვნებისაგან განსხვავებით, საქმის არსი შეიძლება არ გადმოიცეს. 4. დოკუმენტების მიღებას მოთხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახური ადასტურებს მიღების თარიღის მითითებით.     მუხლი 8🔗. გამოცდილების გაზიარება და დახმარების გაწევა 1. მხარეთა საბაჟო სამსახურები ინფორმაციას გაცვლიან: a) თავიანთი საქმიანობის გამოცდილებისა და საბაჟო სამართალდარღვევის სრულყოფის საშუალებებისა და ხერხების შესახებ; b) საბაჟო სამსახურების მიერ დამხმარე ტექნიკური საშუალებების გამოყენების შესახებ; გ) სხვა საბაჟო საკითხების შესახებ, რომლებიც ორივე მხარისათვის საინტერესოა. 2. საბაჟო სამსახურები ერთმანეთს დახმარებას გაუწევენ საბაჟო საქმის სფეროში, მათ შორის: a) თანამშრომელთა გაცვლაში, ორივე მხარისათვის საინტერესო შემთხვევებში, საბაჟო სამსახურების მიერ გამოყენებული ტექნიკური საშუალებების გაცნობის მიზნით; b) მუშაკების მიერ სპეციალური ცოდნის მიღებასა და სრულყოფაში; c) საბაჟო საკითხებში ექსპერტების გაცვლაში; d) საბაჟო საკითხებთან დაკავშირებული პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური მონაცემების გაცვლაში.     მუხლი 9🔗. შემოწმება და გამოძიება 1. ერთი მხარის საბაჟო სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე, მეორე მხარის საბაჟო სამსახური ატარებს შემოწმებას ან გამოძიებას ამ შეთანხმების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის b და c ქვეპუნქტებში გათვალისწინებულ საკითხებზე. შემოწმების ან გამოძიების შედეგები ეცნობება მოთხოვნის წარმდგენ მხარეს ამ შეთანხმების მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 2. შემოწმება ან გამოძიება ტარდება მომთხოვნი მხარის საბაჟო ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მომთხოვნი შემსრულებელი საბაჟო სამსახური შემოწმებას ან გამოძიებას ატარებს თავისი სახელით. 3. მომთხოვნ საბაჟო სამსახურს შეუძლია ნება დართოს მოთხოვნის წარმდგენ საბაჟო სამსახურის თანამდებობის პირებს ესწრებოდნენ ასეთ შემოწმებას ან გამოკვლევას.     მუხლი 10🔗. ექსპერტები და მოწმეები თუ ერთი მხარის სასამართლო და ადამინისტრაციული ორგანოები საბაჟო სამართალდარღვევების განხილვასთან დაკავშირებით წარდგებიან შესაბამისი მოთხოვნით, მეორე მხარეს შეუძლია უფლებამოსილებით აღჭურვოს თავისი მუშაკები, მონაწილეობა მიიღონ როგორც მოწმეებმა და ექსპერტებმა ასეთ სასამართლო ან ადმინისტრაციულ განხილვაში, თუ ისინი არ წარმოადგენენ დაინტერესებულ პირებს. ეს მუშაკები იძლევიან ჩვენებებს ან დასკვნებს იმ ფაქტების შესახებ, რომლებიც დადგენილია მათ მიერ, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას. სასამართლო ან ადმინისტრაციულ განხილვაში მონაწილეობის შესახებ მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს, თუ რომელ საქმეზე და რა სახით იღებს მონაწილეობას მოთხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახურის მუშაკი.     მუხლი 11🔗. მოთხოვნის ფორმა და შინაარსი 1. ამ შეთანხმების მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა იგზავნება წერილობითი ფორმით. მოთხოვნას, მისი შესრულებისათვის აუცილებელი დოკუმენტები თან ერთვის დედნების, ოფიციალურად დამოწმებული ასლებისა და ფოტოასლების სახით. 2. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: a) საბაჟო ორგანოს დასახელება, რომლის ინტერესები მოთხოვნაშია გადმოცემული; b) პროცედურის სახეობა; c) მოთხოვნის საგანი და მიზეზი; d) პროცედურის მონაწილეთა გვარები, მისამართები და სხვა მონაცემები; e) საქმის არსის მოკლე მიმოხილვა და მისი იურიდიული კვალიფიკაცია.     მუხლი 12🔗. მოთხოვნების შესრულება 1. საბაჟო სამსახურები ერთმანეთს ეხმარებიან მოთხოვნების შესრულებაში, მათი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. 2. მოთხოვნის შესრულებაზე უარი ითქმის, თუ მისმა შესრულებამ შეიძლება ზიანი მოუტანოს მოთხოვნის შემსრულებელი მხარის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას ან ეწინააღმდეგება ამ მხარის სახელმწიფოს კანონმდებლობას ან საერთაშორისო ვალდებულებებს. 3. მოთხოვნის შესრულებაზე უარის თქმის შესახებ, აგრეთვე უარის თქმის მიზეზების შესახებ მოთხოვნის წარმდგენ მხარეს დაუყოვნებლივ ეცნობება წერილობითი ფორმით.     მუხლი 13🔗. დოკუმენტები 1. მოთხოვნის საფუძველზე დოკუმენტების დედნების გადაცემა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ოფიციალურად დამოწმებული ასლები ან ფოტო ასლები არასაკმარისია. 2. დოკუმენტების დედნები მომთხოვნი საბაჟო სამსახურის მიერ უკან უნდა იქნეს დაბრუნებული უმოკლეს ვადაში. 3. ამ მუხლის დებულებების გამოყენებისას არ უნდა დაირღვეს მომთხოვნი მხარის ან იმ სახელმწიფოს უფლებები და კანონიერი ინტერესები, რომლებიც არ არის ამ შეთანხმების მონაწილე.     მუხლი 14🔗. მიღებული მონაცემების გამოყენება საბაჟო სამსახურებს თავის ოქმებში, შეტყობინებებში, ან სხვა მასალებში, შემოწმებებისა და გამოკვლევების ჩატარებისას, საბაჟო სამართალდარღვევების განხილვასთან დაკავშირებულ სასამართლო ან ადმინისტრაციული განხილვისას შეუძლიათ გამოიყენონ ამ შეთანხმების შესაბამისად მიღებული მონაცემები და დოკუმენტები. სასამართლო ან ადმინისტრაციული განხილვისას ასეთი მონაცემებისა და დოკუმენტების, ასევე მათი გამოყენების შესაძლებლობისა და წესის შემოწმება ხდება მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 15🔗. ხარჯების ანაზღაურება 1. მოთხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახური მომთხოვნ საბაჟო სამსახურს აუნაზღაურებს იმ ხარჯებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ამ შეთანხმების შესრულებისას იმ ექსპერტებისა და მთარგმნელების შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რომლებიც არ მუშაობენ მოთხოვნის შემსრულებელ საბაჟო სამსახურში. 2. ამ შეთანხმების მე-8 მუხლის დებულებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება შეიძლება გახდეს მხარეთა საბაჟო სამსახურებს შორის ცალკეული შეთანხმებების საგანი.     მუხლი 16🔗. შეთანხმების შესრულება 1. ამ შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობა შეიძლება განხორციელდეს როგორც უშუალოდ საბაჟო სამსახურებს შორის, ასევე მხარეთა სხვა დაინტერესებულ სამინისტროებსა და უწყებებს შორის. 2. საბაჟო სამსახურები თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ ამ შეთანხმების შესრულებისათვის აუცილებელ ნორმატიულ აქტებს. 3. ამ შეთანხმების შესრულებისათვის მხარეთა საბაჟო სამსახურები ამყარებენ აუცილებელ კავშირებს მათ დაქვემდებარებაში მყოფ საბაჟო ორგანოებთან. 4. საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები პერიოდულად ან აუცილებლობის შემთხვევაში შეხვდებიან ერთმანეთს ერთ-ერთი მხარის ტერიტორიაზე ამ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.     მუხლი 17🔗. ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი მხარეთა თანხმობით შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები ცალკე ოქმის სახით, რომელიც ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.     მუხლი 18🔗. დასკვნითი დებულებები 1. ამ შეთანხმების დებულებები არ ეხება მხარეთა ვალდებულებებს, რომლებიც მიღებულია მხარეთა მიერ სხვა საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად. 2. ეს შეთანხმება ძალაში შედის მისი ხელმოწერის თარიღიდან. 3. შეთანხმება მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში და ავტომატურად გრძელდება შემდგომი ხუთწლიანი ვადით, თუ არც ერთი მხარე შესაბამისი ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე წერილობითი ფორმით არ აცნობებს მეორე მხარეს თავისი სურვილის შესახებ შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება. შესრულებულია ქ. თბილისში, 1997 წლის 22 აპრილს, ორ პირად, ქართულ, ყირგიზულ და რუსულ ენებზე, ამასთან, სამივე ტექსტი თანაბარი ძალისაა. შეთანხმების დებულებათა განმარტებისას აზრთა სხვაობის შემთხვევაში საფუძვლად მიიღება ტექსტი რუსულ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)