⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.11.2013)
გაუქმებულია:

საქართველოს სასჯელაღსრულების,პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.02.2011
ძალის დაკარგვა 04.11.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016030
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 180211, 18/02/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,148 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.02.2011 მიღება
04.11.2013 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულების,პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.75pt 59.15pt 49.65pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება №23 2011 წლის 15 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ „ მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის შ ესაბამისად, ვ ბრძანებ: მუხლი 1🔗. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის დებულება ამ ბრძანების დანართის სახით. მუხლი 2🔗. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხ. კალმახელიძე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის დებულება (შემდგომში – შტაბის დებულება) განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) შტაბის (შემდგომში – შტაბი) დანიშნულებებს, ფუნქციებს, ამოცანებს, მართვის ორგანიზაციასა და სტრუქტურას. 2. შტაბი არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს. 3. შტაბი თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, პატიმრობის კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის (შემდგომში – თავმჯდომარე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით.     მუხლი 2🔗. შტაბის ფუნქციები და ამოცანები 1. შტაბი: ა) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ოპერატიული თათბირების მომზადებასა და ჩატარებას, ახორციელებს კონტროლს თათბირზე მიღებული გადაწყვეტილების შესრულებაზე; ბ) თავისი კომპეტენიის ფარგლებში ამზადებს დეპარტამენტის სამოქმედო გეგმებსა და დეპარტამენტიდან სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში გასაგზავნ მასალებს; გ) ახორციელებს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან ინფორმაციის მიღებას, მის დამუშავებას და მასზე დროულად რეაგირების კონტროლს; დ) ახორციელებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და სპეციალური საშუალებებით შეიარაღების ორგანიზებას, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და სპეციალური საშუალებების აღრიცხვას, შენახვას, მოვლა -პატრონობას, გაცემას, მიღებას, ზედამხედველობას და კონტროლს უწევს მოსამსახურეთა მიერ მათ სწორ ექსპლუატაციას; ე ) აანალიზებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ გაწეულ საქმიანობას; ვ ) ატარებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ინსპექტირებას; ზ ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 2. შტაბის ამოცანებია: ა) დეპარტამენტისა და მის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზებულად წარმართვისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა, მათი მუშაობის სტილის, მართვის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფა; ბ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ შესაბამისი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის და თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლის განხორციელება.     მუხლი 3🔗. შტაბის მართვა 1. შტაბს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 2. შტაბის უფროსი დაკისრებული სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე. 3. შტაბის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს შტაბის საქმიანობას; ბ) მონაწილეობს შტაბის მოსამსახურეთა კანდიდატურების შერჩევაში; გ) აკონტროლებს შტაბის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიმდინარეობას; დ) თავმჯდომარეს აბარებს შტაბის მუშაობის ანგარიშს; ე) წარუდგენს დეპარტამენტის თავმჯდომარეს წინადადებებს შტაბის მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ვ) შეიმუშავებს და დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენს შტაბის სამუშაო გეგმას; ზ) ანაწილებს ფუნქციებს შტაბის მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს; თ) კურირებას უწევს შტაბში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებს. 4. შტაბის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს შტაბის სამსახურებრივი კონტროლის განყოფილების უფროსი.     მუხლი 4🔗. შტაბის მოსამსახურეები 1. შტაბის მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელება და საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება დეპარტამენტის საშტატო ნუსხით. 2. შტაბის მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 3. შტაბის მოსამსახურეები დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას ანგარიშვალდებულნი არიან შტაბის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსის და შტაბის უფროსის წინაშე.     მუხლი 5🔗. შტაბის სტრუქტურა შტაბის შემადგენლობაშია: ა) სამსახურებრივი კონტროლის განყოფილება; ბ) სამორიგეო.     მუხლი 6🔗. სამსახურებრივი კონტროლის განყოფილება 1. სამსახურებრივი კონტროლის განყოფილება: ა) სამსახურებრივი კონტროლის განყოფილება აკონტროლებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების მიერ „ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის № 832 ბრძანებულებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული სამსახურებრივი დისციპლინის განუხრელ შესრულებას; ბ) აანალიზებს სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და იღებს ზომებს გამოვლენილი დარღვევებისა და ხარვეზების თავიდან ასაცილებლად; გ ) აწარმოებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების და მათი სტრუქტურული ერთეულების გეგმურ ან/და არაგეგმურ ინსპექტირებას; დ ) ამოწმებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების სამსახურებრივ დისციპლინას; ე ) უფლება აქვს მოითხოვოს მოსამსახურეთა მიერ ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია; ვ ) კომპეტენციის ფარგლებში აანალიზებს მათ გაწეულ საქმიანობას და შტაბის უფროსის მეშვეობით წარუდგენს თავმჯდომარეს რეკომენდაციებს გამოვლენილი დარღვევებისა და ხარვეზების აღმოსაფხვრელად; ზ) აწარმოებს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დადასტურების შიდა რეესტრს და ბეჭდის დასმას; თ) მონაწილეობს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში; ი) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს. 2 . პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოები ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ სამსახურებრივი კონტროლის განყოფილების შეუფერხებელ და ეფექტურ საქმიანობას, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აღმოუჩინონ დახმარება მას უფლებამოსილების განხორციელებაში. 3 . აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევაში, განყოფილება ადგენს ოქმს. ოქმი შედგება დარღვევის აღმოჩენის მომენტში. თუ ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა ოქმის დაუყოვნებლივ შედგენის საშუალებას, ოქმი შედგება ამისათვის აუცილებელი გარემოებების დადგენისთანავე. 4 . შემოწმების შესახებ ოქმში სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციასთან ერთად აღინიშნება: ა) შედგენის თარიღი და დრო; ბ) შედგენის ადგილი; გ) დარღვევის ადგილი; დ) დარღვევის დრო (თუ შესაძლებელია განსაზღვრა); ე) დამრღვევის (თუ არის ცნობილი) შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი, თანამდებობა, სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია); ვ) დარღვევის არსი; ზ) ინფორმაცია დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 5 . ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი თანამდებობის პირი (პირები), შედგენის დამსწრე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სავარაუდო დამრღვევი, თუ დამრღვევი ან დამსწრე უარს აცხადებს ხელის მოწერაზე, ოქმში კეთდება შენიშვნა, რომელსაც ხელს აწერს ოქმის შემდგენი და ამ პუნქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილი პირები.     მუხლი 7🔗. სამორიგეო სამორიგეო: ა) იღებს, ამუშავებს, სრულყოფს, აანალიზებს და ხელმძღანელობას მოახსენებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან მიღებულ ინფორმაციას; ბ) პერსონალურად აგებს პასუხს სადღეღამისო კრებსებში შესატანი ინფორმაციის მიღება- დამუშავებაზე; გ) დეპარტამენტის თავმჯდომარის მითითებით მოქმედებაში მოჰყავს მიზნობრივი და ოპერატიული გეგმები, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის „ განგაშის” სქემით გამოძახებას; დ) აკონტროლებს სამორიგეოს პირადი შემადგენლობის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ხელმძღვანელობს მორიგე განწესების სადღეღამისო მუშაობას.