შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზირებული ტრანსპორტისა და მისი ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 07.12.1998
ძალაში შესვლა 25.02.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480270000.02.002.000386
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 13/11/2000
matsne.gov.ge 775 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.12.1998 მიღება
25.02.1999 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს აღმასრულებელი უკრაინის მინისტრთა (ხელმოწერილია) ხელისუფლების სახელით კაბინეტის სახელით (ხელმოწერილია)

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზირებული ტრანსპორტისა და მისი ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 59.85pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზებული ტრანსპორტისა და მისი ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს აღმასარულებელი ხელისუფლება და უკრაინის მინისტრთა კაბინეტი, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, აღიარებენ რა, რომ თითოეულ ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ძნელადმისადგომი მთიანი რელიეფის მქონე ქალაქებისა და რაიონების მოსახლეობისა და საწარმოების ტრანსპორტით უზრუნველყოფის პრობლემების ოპტიმალური გადაწყვეტა, ისწრაფვიან რა, განავითარონ ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და სამრეწველო თანამშრომლობა ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზებული სპეციალური ტრანსპორტის (საბაგირო, მონორელსური, საბაგირო-რელსური, სატროლეიბუსო და სხვა) შექმნის დანერგვის რეკონსტრუქციისა და განვითარების სფეროში ორივე ქვეყნების ეროვნული მეურნეობის ძირითად დარგებში (საქალაქო კომუნალური მეურნეობა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, სამთო მრეწველობა, ჯანდაცვა, ტურიზმი, სამთო-სათხილამურო სპორტი და სხვა), შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 მხარეები ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ და საწარმოო თანამშრომლობას განავითარებენ თანასწორუფლებიანობისა და ურთიერთხელსაყრელობის პრინციპების საფუძველზე.     მუხლი 2🔗 მხარეები, იღებენ რა მხედველობაში ორივე სახელმწიფოში ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზებული სპეციალური ტრანსპორტისა და მისი ინფრასტრუქტურის პრიორიტეტულ მნიშვნელობას სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში, ითანამშრომლებენ შემდეგი მიმართულებებით: სამეცნიერო-საკვლევი და საცდელ-საკონსტრუქტრო სამუშაოები; ეკოლოგიურად სუფთა სპეციალური ტრანსპორტისა და მისი მართვის ავტომატიზებული სისტემების ტექნიკური საშუალებების პროგრესულ სახეობათა ახალი მოწყობილობების საცდელი და სამრეწველო ნიმუშების დამზადება საერთაშორისო სტანდარტების დონეზე; სპეციალური მოწყობილობებისა და მისი სათადარიგო ნაწილების კომპლექტაცია; სამშენებლო-სარემონტო, სამონტაჟო-გასამართი სამუშაოები და ობიექტების „გასაღების ქვეშ“ ექსპლუატაციაში გადაცემა საავტორო და ტექნიკურ ზედამხდველობის განხორციელებით; საექსპლუატაციო პერსონალის მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება; საშუალებათა და სისტემათა დანერგილი მოწყობილობების ათვისებაში დახმარების აღმოჩენა მათი საექსპლუატაციო საიმედოობის განსაზღვრით; გამოთვლითი ტექნიკის, ტელემექანიკისა და ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით სპეციალური ტრანსპორტისა და მისი საინფორმაციო სამართავი სისტემების დანერგილ სახეობათა სოციალური და ტექიკურ-ეკონომიკური ფაქტობრივი ეფექტურობის განსაზღვრა და სისტემური ანალიზის ჩატარება.     მუხლი 3🔗 მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამშრომლობა განხორციელდება მხარეთა ორგანიზაციების მიერ საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს, საქართველოს საინჟინრო აკადემიისა და უკრაინის სამრეწველო პოლიტიკის სამინისტროს განსაზღვრით მათი კომპეტენციის ფარგლებში და მხარეთა კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 4🔗 ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზებული სპეციალური ტრანსპორტისა და მისი ინფრასტრუქტურის შექმნის და დანერგვის, რეკონსტრუქციისა და განვითარების მიზნობრივი სახელწიფოთაშორისი კომპლექსური პროგრამები და ბიზნესგეგმა განსაზღვრავენ წესს, მიზნებს, დავალების შინაარსს და მოსალოდნელ შედეგებს, დაფინანსების წყაროებს, ერთობლივ სამუშაოთა რეალიზაციისა და შესრულების პირობებს. მესამე ქვეყნების ორგანიზაციათა ან საერთაშორისო ორგანიზაციათა თანამშრომლობაში მონაწილეობის მიზანშეწონილობა განისაზღვრება მხარეთა მიერ.     მუხლი 5🔗 შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობა შეიძლება რეალიზებულ იქნეს შემდეგი ფორმებით: 1. ერთობლივი სამეცნიერო-საკვლევი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები: – სამგზავრო, სატვირთო-სამგზავრო და სატვირთო, საბაგირო და საბაგირო-სარელსო სატრანსპორტო ავტომატიზებული სისტემების; – სამგზავრო, სატვირთო-სამგზავრო და სატვირთო, მონორელსური და საკონვეიერო სატრანსპორტო ავტომატიზებული სისტემების; სამგზავრო სატროლეიბუსო სატრანსპორტო ავტომატიზებული სისტემების; – ტრანსპორტირების, დატვირთვის, ჩამოტვირთვისა და შენახვის პროცესების ავტომატიზებული და კომპლექსურ-მექანიზირებული სისტემების შექმნაში. 2. ზემოხსენებულ სისტემათა საპროექტო-საძიებო, სარემონტო-სამშენებლო და სამონტაჟო-გასამართი სამუშაოები. 3. სპეციალისტთა მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება და სტაჟირების ორგანიზება. 4. ენერგომომარაგებისა და გარემოს დაცვის საშუალებათა და სისტემათა შექმნა. თანამშრომლობა შეიძლება განხორციელდეს ასევე სხვა ურთიერთშეთანხმებული ფორმებით, რომლებიც უზრუნველყოფენ შეთანხმების რეალიზაციას.     მუხლი 6🔗 შეთანხმებით გათვალისწინებული სამუშაოების (მომსახურების) შესრულებიდან გამომდინარე ანგარიშსწორება განხორციელდება მხარეთა შორის შეთანხმებული წესის შესაბამისად.     მუხლი 7🔗 შეთანხმების რეალიზაციის მიზნების უზრუნველსაყოფად მხარეები, ეკონომიკურ საკითხებზე თანამშრომლობის საქართველო-უკრაინის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში შექმნიან ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზებული სპეცილური ტრანსპორტისა და მისი ინფრასტრუქტურის საკითხებზე თანამშრომლობის ორმხრივ სამუშაო ჯგუფს.     მუხლი 8🔗 მხარეები იღებენ ვალდებულებას, არ გაავრცელონ და არ გადასცენ ნებისმიერ მესამე მხარეს მათი და მათი წარმომადგენლების მიერ შეთანხმების საფუძველზე მიღებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ამაზე ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარმდგენი მხარის ოფიციალური თანხმობის გარეშე.     მუხლი 9🔗 შეთანხმებაში მხარეთა ორმხრივი თანხმობით შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები ან დამატებები. იგი არ ეხება მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობენ მათ მიერ დადებული სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან.     მუხლი 10🔗 შეთანხმების გამოყენებასა და განმარტებასთან დაკავშირებული დავები გადაწყდება მხარეთა შორის მოლაპარაკებისა და კონსულტაციების გზით.     მუხლი 11🔗 შეთანხმება ძალაში შედის შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი ყველა შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის შესრულების შესახებ ბოლო შეტყობინების მიღების დღიდან. შეთანხმება მოქმედებს ათი წლის განმავლობაში. შეთანხმების მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ათწლიანი პერიოდით, თუ არც ერთი მხარე შეთანხმების მოქმედების ვადის შეწყვეტამდე 6 (ექვსი) თვით ადრე არ შეატყობინებს წერილობითი ფორმით მეორე მხარეს თავისი განზრახვის შესახებ, შეწყვიტოს მისი მოქმედება. შესრულებულია ქ. თბილისში, 1998 წლის 7 დეკემბერს, ორ პირად, თითოეული ქართულ, უკრაინულ და რუსულ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტი ავთენტურია. შეთანხმების ტექსტის განმარტების მიზით გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე. საქართველოს აღმასრულებელი უკრაინის მინისტრთა (ხელმოწერილია) ხელისუფლების სახელით კაბინეტის სახელით (ხელმოწერილია)