შეთანხმება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის კულტურის, სპორტისა და ახალგზარდულ საქმეთა სამინისტროს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 30.07.1999
ძალაში შესვლა 30.07.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000292
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 16/11/1999
matsne.gov.ge 598 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.07.1999 მიღება
30.07.1999 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის კულტურის, სპორტისა და ახალგზარდულ საქმეთა სამინისტროს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } span.PlainTextChar { } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 58.5pt;} div.Section1 {page:Section1;} შეთანხმება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის კულტურის, სპორტისა და ახალგზარდულ საქმეთა სამინისტროს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კულტურის სამინისტრომ და სომხეთის რესპუბლიკის კულტურის, სპორტისა და ახალგზარულ საქმეთა სამინისტრომ, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურულ, სამეცნიერო და ჰუმანიტარული თანამშრომლობის შესახებ 1993 წლის 15 ივნისს ხელმოწერილ შეთანხმების საფუძველზე, გაითვალისწინეს რა, რომ ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობები, ხელს შეუწყობს კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცებასა და ეროვნული კულტურების ურთიერთგამდიდრებას, ორ ქვეყანას შორის მეგობრობის და ურთიერთგაგების გაღრმავების მიზნით მიაღწიეს შეთანხმებას თანამშრომლობის შემდეგ მიმართულებებზე:     მუხლი 1🔗 მხარეები შექმნიან პირობებს კულტურული კავშირების შენარჩუნებისა და განვითარების, ურთიერთგაცვლისა და თანამშრომლობისათვის თეატრალური და მუსიკალური ხელოვნების, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო საქმისა და ხალხური თვითშემოქმედების სფეროში.     მუხლი 2🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ შემოქმედებით კავშირებს, ასოციაციებს, ფონდებს, საზოგადოებებსა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობას, პირდაპირი კონტაქტების დამყარებას ორი ქვეყნის კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებს შორის.     მუხლი 3🔗 მხარეები ითანამშრომლებენ კულტურული და მხატვრული მემკვიდრეობის ობიექტების შენარჩუნებისა და რესტავრაციის სფეროში, ისტორიული და კულტურული ძეგლების ჩათვლით.     მუხლი 4🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ თეატრალური და საკონცერტო ორგანიზაციების გასტროლების ურთიერთგაცვლას.     მუხლი 5🔗 მხარეები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხელს შეუწყობენ პროფილური მუზეუმების, საგამოფენო დარბაზებისა და გალერეების ხაზით სამხატვრო გამოფენების, სტაჟიორებისა და სამეცნიერო ექსპედიციების გაცვლას.     მუხლი 6🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ ურთიერთთანამშრომლობას კინემატოგრაფიის დარგში: კინოფესტივალებისა და პრემიერების ჩატარებას, ერთობლივად განხორციელებული ფილმების, დელეგაციებისა და სპეციალისტების გაცვლას.     მუხლი 7🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ, რათა თავიდან აიცილონ თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე კულტურული და მხატვრული ფასეულობების უკანონო გატანა-შემოტნა.     მუხლი 8🔗 მხარეები გაცვლიან ინფორმაციას კულტურისა და ხელოვნების სფეროში სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შესახებ, ჩაატარებენ ერთობლივ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებს, სემინარებსა და სიმპოზიუმებს, სამეცნიერო გაცვლებისა და თანამშრომლობისათვის გამოიყენებენ სხვა ფორმებს.     მუხლი 9🔗 ყოველთვის, გარდა ცალკეული შემთხვევებისა, გამგზავნი მხარე თავის თავზე იღებს თავისი მონაწილეების სამგზავრო ხარჯებს დედაქალაქიდან მიმღების დედაქალაქამდე და უკან, მიმღები მხარე იღებს გნთავსები,ს ცხოვრების უზრუნველყოფის, კვების, თარჯიმნების, აუცილებელი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს. ასევე არსებული ნორმების შესაბამისად ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანსპორტით მომსახურებას.     მუხლი 10🔗 ზემოაღნიშნული ღონისძიებების ცხოვრებაში განხორციელების მიზნით მხარეები ქმნიან საქართველოსა და სომხეთის კულტურული პროგრამების ერთობლივ დირექციას, სადაც მიწვეულნი იქნებიან ორივე ქვეყნის საელჩოები.     მუხლი 11🔗 წინამდებარე შეთანმხება ძალაში შედის ხელმოწერის მომენტიდან და იდება 5 წლის ვადით. მისი მოქმედება ავტომატურად გაგრძელდება ყოველი მომდევნო 5 წლის ვადით, თუ ერთერთი მხარე აღნიშნული შეთანხმების მოქმედების ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავისი სურვილის შესახებ შეწყვიტოს აღნიშნული შეთანხმების მოქმედება. წინამდებარე შეთანხმების შესრულებასა და კომენტარებთან დაკავშირებული ყველა სადავო საკითხი გადაწყვეტილი იქნება ურთიერთკონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით. შესრულებულია ქ. თბილისში, 1999 წლის 30 ივლისს, ორ ეგზემპლარად, ქართულ, სომხურ და რუსულ ენებზე, ორივე ეგზემპლარს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა. წინამდებარე შეთანხმების განმარტებისას, უთანხმოების შემთხვევაში, გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე. საქართველოს კულტურის სამინისტროს სახელით   (ხელმოწერილია) სომხეთის რესპუბლიკის კულტურის,   ახალგზარდულ საქმეთა და სპორტის სამინისტორს სახელით (ხელმოწერილია)