საქართველოსა და რუმინეთის საკონსულო კონვენცია

მიღების თარიღი 01.07.1998
ძალაში შესვლა 12.06.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480060000.02.002.000387
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 13/11/2000
matsne.gov.ge 5,944 სიტყვა · ~30 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.07.1998 მიღება
12.06.1999 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სახელით (ხელმოწერილია ) რუმინეთის სახელით (ხელმოწერილია )
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოსა და რუმინეთის საკონსულო კონვენცია p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 42.5pt 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოსა და რუმინეთის საკონსულო კონვენცია საქართველო და რუმინეთი, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, სურთ რა ხელი შეუწყონ და განავითარონ ორ ქვეყანას შორის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები; არიან რა დარწმუნებულნი თავიანთი ურთიერთობების ნდობის, თანამშრომლობისა და დახმარების, აგრეთვე პოლიტიკური დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩაურევლობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებზე დაფუძნების აუცილებლობაში; სურთ რა მოქმედი საერთაშორისო შეთანხმებების სრული დაცვით დაარეგულირონ და განავითარონ საკონსულო ურთიერთობები; გადაწყვიტეს ხელი მოაწერონ ამ საკონსულო კონვენციას და შეთანხმდნენ შემდეგზე: თავი I განსაზღვრებანი     მუხლი 1🔗. განსაზღვრებანი (1) ამ კონვენციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: (ა) „საკონსულო დაწესებულება“ ნიშნავს ნებისმიერ გენერალურ საკონსულოს, საკონსულოს, ვიცე–საკონსულოს ან საკონსულო სააგენტოს; (ბ) „საკონსულო ოლქი“ ნიშნავს რაიონს, რომელიც საკონსულო ფუნქციების შესასრულებლად გამოეყოფა საკონსულო დაწესებულებას; (გ) „საკონსულო დაწესებულების მეთაური“ ნიშნავს პირს, რომელსაც დავალებული აქვს იმოქმედოს ამ სახით; (დ) „საკონსულო თანამდებობის პირი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, მათ შორსი საკონსულო დაწესებულების მეთაურს, რომელსაც დავალებული აქვს ამ სახით საკონსულო ფუნქციების შესრულება; (ე) „საკონსულო მოსამსახურე“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც შეასრულებს ადმინისტრაციულ ან ტექნიკურ მოვალეობებს საკონსულო დაწესებულებაში; (ვ) „მომსახურე პერსონალის მუშაკი“ ნიშნავს პირს, რომელიც ემსახურება საკონსულო დაწესებულებას; (ზ) „საკონსულო დაწესებულების მუშაკი“ ნიშნავს საკონსულო თანამდებობის პირს, საკონსულო მოსამსახურეს და მომსახურე პერსონალის მუშაკს; (თ) „კერძო შინამუშაკი“ ნიშნავს პირს, რომელიც მხოლოდ საკონსულო დაწესებულების მუშაკის კერძო სამსახურშია; (ი) „ოჯახის წევრი“ ნიშნავს საკონსულო დაწესებულების მუშაკის მეუღლეს, შვილს ან მშობელს, რომელიც იმყოფება მის კმაყოფაზე და ცხოვრობს მასთან ერთად; (კ) „საკონსულო კარ-მიდამო“ ნიშნავს მხოლოდ საკონსულო დაწესებულების მიზნებისათვის გამოყენებულ შენობებს ან შენობათა ნაწილებს და ამ შენობათა ან შენობათა ნაწილების კუთვნილ მიწის ნაკვეთს, ვისაც არ უნდა ჰქონდეს მათზე საკუთრების უფლება: (ლ) „საკონსულო არქივები“ ნიშნავს ყველა ოფიციალურ კორესპონდენციას, დოკუმენტს, წიგნს, ფილმს, ინფორმაციის შეგროვებისა და გამოყენების ტექნიკურ საშუალებას, საკონსულო დაწესებულების რეესტრს შიფრებისა და კარტოთეკების და მათი დაცვისა თუ შენახვისათვის განკუთვნილი საავეჯო საგნების ჩათვლით; (მ) „გემი“ ნიშნავს ნებისმიერ გემს, სამხედრო ხომალდების გარდა, რომელსაც აქვს წარმდგენი სახელმწიფოს დროშით ნაოსნობის უფლება, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის თანახმად; (ნ) „საჰაერო ხომალდი“ ნიშნავს ნებისმიერ საჰაერო ხომალდს, სამხედრო ხომალდის გარდა, რომელიც რეგისტრირებულია წარმდგენ სახელმწიფოში და აქვს უფლება ჰქონდეს ამ სახელმწიფოს ამოსაცნობი ნიშნები. (2) ამ კონვენციის დებულებები, შესაბამის შემთხვევებში, გამოიყენება როგორც წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეების, ასევე იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც დაფუძნებულია წარმდგენ სახელმწიფოში მისი კანონმდებლობის შესაბამისად. თავი II საკონსულო დაწესებულების გახსნა და საკონსულო დაწესებულების მუშაკთა დანიშვნა     მუხლი 2🔗.  საკონსულო დაწესებულების გახსნა (1) წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულება შეიძლება გაიხსნას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მხოლოდ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით. (2) საკონსულო დაწესებულების ადგილსამყოფელი, მისი კლასი და საკონსულო ოლქი განისაზღვრება წარმდგენი სახელმწიფოს შეთანხმებით ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან. საკონსულო დაწესებულების ადგილსამყოფლის, მისი კლასისა და საკონსულო ოლქის შემდგომი შეცვლა წარმდგენ სახელმწიფოს შეუძლია მხოლოდ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით.     მუხლი 3🔗. საკონსულო დაწესებულების მეთაურის დანიშვნა და ფუნქციათა შესრულება (1) საკონსულო დაწესებულების მეთაურს ნიშნავს წარმდგენი სახელმწიფო, ხოლო ადგილსამყოფელი სახელმწიფო აძლევს მას უფლებას შეუდგეს თავისი ფუნქციების შესრულებას. (2) ამ საკონსულო კონვენციის დებულებების თანახმად, საკონსულო დაწესებულების მეთაურის დანიშვნისა და ფუნქციათა შესრულების ფორმები განისაზღვრება წარმდგენი სახელმწიფოსა და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით.     მუხლი 4🔗. საკონსულო თანამდებობის პირების დანიშვნა და დანიშვნის შესახებ შეტყობინება (1) საკონსულო დაწესებულების მეთაური მიიღებს წარმდგენი სახელმწიფოსაგან დოკუმენტს, საკონსულო თანამდებობაზე დანიშვნის ან სხვა მსგავსი დოკუმენტის სახით, რომელშიც აღინიშნება მისი თანამდებობა, გვარი, სახელი, რანგი, კლასი, აგრეთვე საკონსულო ოლქი და საკონსულო დაწესებულების ადგილსამყოფელი. (2) წარმდგენი სახელმწიფო ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მთავრობას დიპლომატიური არხებით ან სხვა შესაბამისი საშუალებებით უგზავნის საკონსულო პატენტს ან სხვა მსგავს დოკუმენტს.     მუხლი 5🔗. ეგზეკვატურა (1) საკონსულო დაწესებულების მეთაური შეუდგება თავისი ფუნქციების შესრულებას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ მისთვის უფლებამოსილების მინიჭების ანუ ეგზეკვატურის გაცემის შემდეგ, მიუხედავად მისი ფორმისა. (2) თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფო უარს აცხადებს ეგზეკვატურის გაცემაზე. იგი ვალდებული არ არის აცნობოს წარმდგენ სახელმწიფოს ასეთი უარის მოტივები. (3) მოცემული კონვენციის მე-6 და მე-8 მუხლების დებულებების შესაბამისად; საკონსულო დაწესებულების მეთაური არ შეუდგება თავისი ფუნქციების შესრულებას ეგზეკვატურის მიღების გარეშე.     მუხლი 6🔗. საკონსულო დაწესებულების მეთაურის მიერ ფუნქციების დროებითი შესრულება გზეკვატურის გაცემამდე საკონსულო დაწესებულების მეთაურს ეძლევა უფლება დროებით შეასრულოს თავისი ფუნქციები. ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ კონვენციის დებულებანი.     მუხლი 7🔗. საკონსულო დაწესებულების მეთაურის მიერ ფუნქციების დროებითი შესრულება (1) თუ საკონსულო დაწესებულების მეთაურს არ შეუძლია შეასრულოს თავისი ფუნქციები, ან თუ მისი თანამდებობა ვაკანტურია, დაწესებულების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი დროებით მოქმედებს, როგორც საკონსულო დაწესებულების მეთაური. (2) წარმდგენი სახელმწიფოს დიპლომატიური მისია, ან ასეთი დიპლომატიური მისიის არარსებობის შემთხვევაში, საკონსულო დაწესებულების მეთაური ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ან თუ საკონსულო დაწესებულების მეთაურს არ ძალუძს ამის შესრულება, წარმდგენი სახელმწიფოს ნებისმიერი კომპეტენტური ორგანო ატყობინებს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ან ამ სამინისტროს მიერ მითითებულ კომპეტენტურ ორგანოებს საკონსულო დაწესებულების მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის გვარს და სახელს. როგორც წესი, მსგავსი შეტყობინება კეთდება წინასწარ. ადგილსამყოფელი სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ საკონსულო დაწესებულების მეთაურის მიერ ფუნქციების დროებით შესრულებაზე თანხმობა გაიცეს მხოლოდ იმ შემთხვავაში, თუ ზემოაღნიშნული პირი არის ადგილსამყოფელ სახელმწიფოში წარმდგენი სახელმწიფოს დიპლომატიური აგენტი ან საკონსულო თანამდებობის პირი. (3) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები გაუწევენ დახმარებას და დაიცავენ საკონსულო დაწესებულების მეთაურის ფუნქციების შემსრულებელ პირს. ფუნქციების დროებითი შესრულებისას, ამ კონვენციის დებულებანი სრულად ვრცელდება როგორც შესაბამისი საკონსულო დაწესებულების მეთაურზე, ასევე მისი ფუნქციებს დროებით შემსრულებელზე. (4) ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ დიპლომატიური მისიის დიპლომატიური პერსონალის წევრი, ან წარმდგენი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი დაინიშნება ამ სახელმწიფოს მიერ საკონსულო დაწესებულების დროებით მეთაურად, მას მიენიჭება დიპლომატიური პრივილეგიები და იმუნიტეტები.     მუხლი 8🔗. შეტყობინება საკონსულო ოლქის ხელისუფლებისადმი  როგორც კი საკონსულო დაწესებულების მეთაური, თუნდაც დროებით, შეუდგება თავისი ფუნქციების შესრულებას, ადგილსამყოფელი სახელმწიფო დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ საკონსულო ოლქის კომპეტენტურ ორგანოებს და უზრუნველყოფს ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რომ საკონსულო დაწესებულების მეთაურმა შეძლოს თავისი თანამდებობრივი მოვალეობების შესრულება და ისარგებლოს ამ კონვენციის დებულებებიდან გამომდინარე უპირატესობითა და პრივილეგიებით.     მუხლი 9🔗. საკონსულო თანამდებობის პირთა მოქალაქეობა საკონსულო თანამდებობის პირები შეიძლება იყვნენ მხოლოდ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში.     მუხლი 10🔗. საკონსულო ფუნქციების შესრულება მესამე სახელმწიფოში წარმდგენ სახელმწიფოს, მესამე სახელმწიფოს შეტყობინების შემდეგ, შეუძლია დაავალოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში გახსნილ საკონსულო დაწესებულებას საკონსულო ფუნქციების შესრულება მესამე სახელმწიფოში, თუ ამის წინააღმდეგი არ არის რომელიმე სახელმწიფო.     მუხლი 11🔗. საკონსულო ფუნქციების შესრულება მესამე სახელმწიფოს სახელით ადგილსამყოფელი სახელმწიფოსათვის შესაბამისი შეტყობინების მიწოდების შემდეგ, წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულებას, თუ ამის წინააღმდეგი არ არის ადგილსამყოფელი სახელმწიფო, შეუძლია შეასრულოს საკონსულო ფუნქციები ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მესამე სახელმწიფოს სახელით.     მუხლი 12🔗. საპატიო საკონსულო თანამდებობის პირები (1) თითოეულ მხარეს, გამომდინარე მხარეთა შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობებიდან, შეუძლია დანიშნოს და მიიღოს საპატიო საკონსულო თანამდებობის პირი და ამ პირთა მიმართ გამოიყენოს საკონსულო ურთიერთობების შესახებ 1963 წლის ვენის კონვენციის მე-3 თავის დებულებანი და, აგრეთვე, ამ კონვენციის დებულებანი. (2) საპატიო საკონსულო თანამდებობის პირი შეიძლება იყოს წარმდგენი სახელმწიფოს, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ან მესამე, სახელმწიფოს მოქალაქე.     მუხლი 13🔗. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შეტყობინება ჩასვლისა და გამგზავრების შესახებ  წარმდგენი სახელმწიფო ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობითი ფორმით ატყობინებს: (ა) საკონსულო დაწესებულების მუშაკის ჩამოსვლის, მისი საბოლოო გამგზავრების ან ფუნქციების შეწყვეტის, ან ყველა იმ ცვლილების შესახებ, რომელიც მოქმედებს მის სტატუსზე და რომელიც შეიძლება მოხდეს საკონსულო დაწესებულებაში მისი მუშაობის დროს. (ბ) იმ პირის ჩასვლის ან საბოლოო გამგზავრების შესახებ, რომელიც საკონსულო დაწესებულების მუშაკის ოჯახის წევრია, აგერთვე შესაბამის შემთხვევაში, იმის შესახებ, რომ ესა თუ ის პირი ხდება ან აღარ არის ოჯახის წევრი. (გ) კერძო შინამუშაკის ჩამოსვლის ან საბოლოო გამგზავრების, ან მისი სამსახურის დასრულების შესახებ. (დ) იმ პირთა დაქირავებისა თუ გათავისუფლების შესახებ, რომლებიც არიან საკონსულო დაწესებულების მუშაკები ან კერძო შინამუშაკები, აქვთ უფლება პრივილეგიებსა და იმუნიტეტებზე და ცხოვრობენ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში.     მუხლი 14🔗. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (1) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლება საკონსულო თანამდებობის პირზე უსასყიდლოდ გასცემს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელშიც აღნიშნულია მისი თანამდებობა და ფუნქციები. (2) მოცემული მუხლის (1) პუნქტის დებულებები ვრცელდება ასევე საკონსულო თანამდებობის პირების ოჯახის წევრებზე, საკონსულოს მოსამსახურეებზე, მომსახურე პერსონალის მუშაკებზე, კერძო შინამუშაკებზე და მათი ოჯახის წევრებზე, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული წევრები არ წარმოადგენენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეებს ან მასში მუდმივად მცხოვრებ პირებს.     მუხლი 15🔗. საკონსულო დაწესებულების მუშაკის ფუნქციების შეწყვეტა (1) საკონსულო დაწესებულების წევრის ფუნქციები შეწყდება: (ა) წარმდგენი სახელმწიფოს მიერ ადგილსამყოფელი სახელმწიფოსათვის მისი ფუნქციების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიწოდების შემდეგ; (ბ) ეგზეკვატურის გაუქმების შემდეგ; (გ) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ წარმდგენი სახელმწიფოსათვის იმის შესახებ შეტყობინების შემდეგ, რომ ადგილსამყოფელი სახელმწიფო მას აღარ განიხილავს საკონსულო დაწესებულების მუშაკად. (2) ადგილსამყოფელ სახელმწიფოს, დიპლომატიური არხების საშუალებით, შეუძლია აცნობოს წარმდგენ სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულების მეთაურზე გაცემული ეგზეკვატურის გაუქმების შესახებ, ან საკონსულოს რომელიმე თანამდებობის პირის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადების შესახებ, ან იმის შესახებ, რომ საკონსულო დაწესებულების მუშაკი მისთვის მიუღებელია. ასეთ შემთხვევაში წარმდგენი სახელმწიფო გამოიწვევს აღნიშულ პირს, თუ იგი უკვე შეუდგა თავისი ფუნქციების შესრულებას. თუ წარმდგენი სახელმწიფო ვერ შეძლებს აღნიშნულის შესრულებას დადგენილ ვადაში, ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია ეს პირი აღარ ჩათვალოს საკონსულო დაწესებულების მუშაკად. თავი III საკონსულო ფუნქციები     მუხლი 16🔗. საკონსულო ფუნქციების მიზნები საკონსულო თანამდებობის პირი უზრუნველყოფს წარმდგენ სახელმწიფოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შორის ეკონომიკური, კომერციული, კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობების განვითარებას და მეგობრული კონტაქტების გაღრმავებას, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში წარმდგენი სახელმწიფოს ინტერესებისა და მისი მოქალაქეების უფლებების დაცვას.     მუხლი 17🔗. ურთიერთობა ადგილსამყოფელ სახელმწიფოს ხელისუფლებასთან (1) საკონსულო თანამდებობის პირი ასრულებს თავის ფუნქციებს საკონსულო ოლქის ფარგლებში. გამონაკლის შემთხვევებში, მას შეუძლია თავისი ფუნქციების შესრულება საკონსულო ოლქის ფარგლებს გარეთაც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით. (2) თავისი ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით საკონსულო თანამდებობის პირს აქვს უფლება, მიმართოს: (ა) თავისი საკონსულო ოლქის კომპეტენტურ ადგილობრივ ხელისუფლებას; (ბ) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ცენტრალურ ხელისუფლებას, რამდენადაც ეს დასაშვებია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით, ან მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებით.     მუხლი 18🔗. წარმომადგენლობა საერთაშორისო ორგანიზაციაში  ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შეტყობინების შემდეგ საკონსულო თანამდებობის პირს შეუძლია იმოქმედოს როგორც წარმდგენი სახელმწიფოს წარმომადგენელმა იმ ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელიც განლაგებულია ადგილსამყოფელ სახელმწიფოში.     მუხლი 19🔗. მოქალაქეთა წარდგენა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სასამართლოებში (1) ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობისა და წესების თანახმად, საკონსულო თანამდებობის პირს აქვს უფლება წარადგინოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეები; ან მიიღოს შესაბამისი ზომები ამ პირების წარსადგენად ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სასამართლოების ან სხვა ორგანოების წინაშე. მას შეუძლია მოითხოვოს, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად, დროებითი ზომების გატარება იმ მოქალაქეთა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, რომლებსაც დაუსწრებლობის ან სხვა მიზეზის გამო არ შეუძლიათ დროულად უზრუნველყონ თავიანთი უფლებებისა და ინტერესების დაცვა. (2) მოცემული მუხლის (1) პუნქტში აღნიშნული წარდგენა მთავრდება, როდესაც ამგვარი წესით წარმოდგენილი პირი დანიშნავს თავის რწმუნებულს ან თავად უზრუნველყოფს თავისი უფლებებისა და ინტერესების დაცვას.     მუხლი 20🔗. წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა რეგისტრაცია, პასპორტებისა და ვიზების გაცემა საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს: (ა) რეგისტრაციაში გაატაროს წარმდგენი სახელმწიფოს ის პირები, რომლებიც იმყოფებიან ადგილსამყოფელ სახელმწიფოში; (ბ) გასცეს, განაახლოს, შესწორება შეიტანოს, მოქმედების ვადა გაუგრძელოს ან გააუქმოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა პასპორტები და სხვა სამგზავრო დოკუმენტები; (გ) გასცეს ვიზები.     მუხლი 21🔗. მოქალაქეობრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული ფუნქციები (1) საკონსულო დაწესებულების მეთაურს აქვს ქორწინების რეგისტრაციის უფლება იმ პირთა შორის, რომლებიც წარმოადგენენ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებს. საკონსულო დაწესებულება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ხელისუფლებას აცნობებს რეგისტრირებული ქორწინების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ამას ითვალისწინებს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობა. (2) საკონსულო დაწესებულების მეთაური უფლებამოსილია აწარმოოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა ქორწინებების, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაცია, გასცეს სათანადო დოკუმენტები ან მიიღოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა ქორწინებების, დაბადების თუ გარდაცვალების შესახებ. მიუხედავად ამისა, ეს დებულებები არ ათავისუფლებენ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებს ვალდებულებისაგან, დაიცვან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობა ქორწინების, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. (3) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ხელისუფლება საკონსულო დაწესებულებას, მისივე მოთხოვნით, უფასოდ, სამსახურებრივი მიზნებისათვის, წარუდგენს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეების მოქალაქეობრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული დოკუმენტების ასლებს და ამონაწერებს.     მუხლი 22🔗. სანოტარო მოქმედებები (1) საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს: (ა) მიიღოს, შეადგინოს და დაამოწმოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა განცხადებები; (ბ) მიიღოს, შეადგინოს ან დაამოწმოს განცხადებები, რომლებიც დაკავშირებულია საანდერძო დანაკისრთან და სხვა სახის დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეების ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილ ცალმხრივ იურიდიულ გარიგებებს; (გ) მოახდინოს ხელმოწერებისა და ბეჭდების ლეგალიზაცია წარმდგენი სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებზე გაცემულ დოკუმენტაციებსა და აქტებზე; (დ) წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა მოთხოვნით მოახდინოს აქტებისა და დოკუმენტების ასლებისა და ამონაწერების ლეგალიზაცია; (ე) უზრუნველყოს დოკუმენტაციის თარგმნა და თარგმანის სიზუსტის დამოწმება ორიგინალთან, ან წარმდგენი სახელმწიფოს მოთხოვნით მათი ლეგალიზაცია; (ვ) უზრუნველყოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა შორის დადებული კონტრაქტების გაფორმება და დამოწმება, თუ ეს არ გულისხმობს ქონებრივი უფლებების დაწესებას, გადაცემას ან გაფართოებას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში განლაგებულ უძრავ ქონებაზე; (ზ) წარმდგენი სახელმწიფოს კანონმდებლობის თანახმად, მოახდინოს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის ან სხვა დოკუმენტის გაცემა ან ლეგალიზაცია. (2) ამ მუხლის (1) პუნქტში ჩამოთვლილი და საკონსულო თანამდებობის პირის მიერ შედგენილი, დამოწმებული და ლეგალიზებული დოკუმენტაცია ჩაითვლება ოფიციალურად მოქმედ დოკუმენტაციად და ექნება იგივე იურიდიული ძალა, რაც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლების მიერ შედგენილ, დამოწმებულ და ლეგალიზებულ დოკუმენტაციას.     მუხლი 23🔗. შესანახად მიღება (1) საკონსულო თანამდებობის პირს აქვს უფლება შესანახად მიიღოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა დოკუმენტები, ფულადი თანხა და ძვირფასეულობა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობას. (2) საკონსულო თანამდებობის პირს ასევე აქვს უფლება, მფლობელისათის გადაცემის მიზნით, მიიღოს შესანახად ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ყოფნის დროს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა მიერ დაკარგული ნივთები.     მუხლი 24🔗. მეურვეობა (1) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლება საკონსულო დაწესებულებას შეატყობინებს მეურვეობის დაწესების შესახებ წარმდგენი სახელმწიფოს იმ მოქალაქისათვის, რომელიც არასრულწლვანია, ან რომელსაც ადგილსამყოფელ სახელმწიფოში არსებული უძრავი ქონების დაზღვევისა და მართვის მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობა გააჩნია. (2) საკონსულოს თანამდებობის პირს შეუძლია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ხელისუფლებას აცნობოს მოცემული მუხლის (1) პუნქტში აღნიშნული შემთხვევების შესახებ და აქვს უფლება, რეკომენდაცია გაუწიოს პირს მეურვის ფუნქციების შესრულებაში.     მუხლი 25🔗.  ურთიერთობა წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებთან საკონსულო თანამდებობის პირს აქვს უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებთან, მათთვის დახმარების, რჩევის ან იურიდიული კონსულტაციის გაწევის მიზნით. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს არ შეუძლია შეზღუდოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა ურთიერთობა საკონსულო დაწესებულებასთან.     მუხლი 26🔗. თავისუფლებააღკვეთილ მოქალაქეებთან ურთიერთობა (1) ადგილსამყოფელ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები საკონსულო დაწესებულებას, არაუგვიანეს სამი დღის განმავლობაში, მიაწვდიან ინფორმაციას საკონსულო დაწესებულების ოლქში წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის დაპატიმრების, დაკავების ან მისი თავისულების აღმკვეთი ნებისმიერი ღონისძიების შესახებ. (2) საკონსულო თანამდებობის პირს აქვს უფლება, მოინახულოს და ურთიერთობა იქონიოს წარმდგენი სახელმწიფოს დაპატიმრებულ, დაკავებულ ან სხვა სახით თავისუფლებაშეზღუდულ პირთან მისთვის დახმარების გაწევის მიზნით. მონახულებისა და ურთიერთობის უფლება გაიცემა პერიოდულად და დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს ოთხი დღის მანძილზე თავისუფლების აღკვეთის ღონისძიების შეფარდების დღიდან. (3) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები დაინტერესებულ მოქალაქეებს აცნობებენ უფლებას საკონსულო თანამდებობის პირთან ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობის შესახებ. (4) ამ მუხლის (2) პუნქტში აღნიშნული ვიზიტები განხორციელდება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად იმ პირობით, რომ ეს კანონები და წესები დაბრკოლებას არ შეუქმნიან კონსულის ამ უფლების განხორციელებას.     მუხლი 27🔗.  საგზაო შემთხვევები ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ ატყობინებენ საკონსულო თანამდებობის პირს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა უბედური საგზაო შემთხვევების შესახებ. საკონსულო დაწესებულების მოთხოვნით, აღნიშნული ორგანოები მიაწვდიან საკონსულო დაწესებულებას მათ მიერ შედგენილ დოკუმენტაციას წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის უბედური საგზაო შემთხვევების შესახებ.     მუხლი 28🔗. მოქალაქის გარდაცვალება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები შესაძლო მოკლე ვადაში ატყობინებენ საკონსულო თანამდებობის პირს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის გარდაცვალების ყველა შემთხვევას და საკონსულო დაწესებულების თხოვნით, უფასოდ გასცემენ მოქალაქის გარდაცვალების მოწმობას ან გარდაცვალების ფაქტის დამადასტურებელ რომელიმე სხვა დოკუმენტის ასლს.     მუხლი 29🔗. მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები (1) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ ატყობინებენ საკონსულო თანამდებობის პირს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ადგილსამყოფელ სახელმწიფოში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, აგრეთვე იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც, გარდაცვლილის მოქალაქეობის მიუხედავად, დაკავშირებულია გარდაცვლილის სამემკვიდრეო ქონებასთან, რომელშიც დაინტერესებულია წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქე მემკვიდრის ან მემკვიდრეობის უფლებების მქონე პირის სახით. (2) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები, თავისი კანონებისა და წესების შესაბამისად, მიიღებენ აუცილებელ ზომებს გარდაცვლილის ქონების დაცვისა და საკონსულო თანამდებობის პირისათვის გარდაცვლილის ანდერძის, თუ ასეთი არსებობს, ასლის მიწოდების მიზნით. ეს ორგანოები საკონსულო თანამდებობის პირს მიაწვდიან ასევე ინფორმაციას მემკვიდრეობის უფლების მქონეთა, მათი მუდმივი თუ დროებითი ადგილსამყოფლის, გარდაცვლილის ქონების ღირებულებისა და ოდენობის შესახებ, სოციალური დაზღვევის, შემოსავლის თუ სადაზღვევო პოლისის შედეგად ამონაგები თანხების ჩათვლით. ამავე ორგანოებმა უნდა აცნობონ გარდაცვლილის ქონებაზე საპროცესო მოქმედებათა დაწყების თარიღის ან მიმდინარეობის შესახებ. (3) საკონსულო თანამდებობის პირი უფლებამოსილია თავისი წარმომადგენლობის საშუალებით, პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით, წარმოადგინოს წარმდგენი სახელმწიფოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც უფლებამოსილია ან აქვს პრეტენზია გარდაცვლილის ქონებაზე ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სასამართლოსა და სხვა კომპეტენტური ორგანოების წინაშე. ასეთმა მემკვიდრემ, რომელიც დანიშნულების ადგილზე არ იმყოფება, არ უნდა დანიშნოს სხვა რწმუნებული. (4) საკონსულო თანამდებობის პირი უფლებამოსილია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს მოსთხოვოს: (ა) გარდაცვლილი პირის ქონების შენახვა, დალუქვა ან ლუქის მოხსნა, აგრეთვე მეურვის დანიშვნა გარდაცვლილის ქონებაზე და მონაწილეობის მიღება ასეთ ოპერაციებში; (ბ) გარდაცვლილი პირის ქონების ნაწილის გაყიდფა და გაყიდვის თარიღის შეტყობინება, რათა მან შეძლოს გაყიდვაზე დასწრება; (5) გარდაცვლილის ქონებასთან დაკავშირებით აღძრული სასამართლო პროცესის და მასთან დაკავშირებული ფორმალობების შესრულების შემდეგ, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები აღნიშნულის შესახებ დროულად შეატყობინებენ საკონსულო თანამდებობის პირს და ვალებისა და გადასახადების გადახდის შემდეგ ნებას მისცემენ სამი თვის მანძილზე მიიღოს მემკვიდრეობა ან იმ პირის წილი, რომელსაც ისინი წარმოადგენენ მისი ბენეფიციარისათვის გადაცემის მიზნით; (6) თუ გარდაცვლილის ქონების ღირებულება უმნიშვნელოა, საკონსულო თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ ქონების მისთვის გადაცემა. ამ შემთხვევაში მას ექნება ქონების სხვა დაინტერესებული პირებისათვის გადაცემის უფლება. (7) საკონსულო თანამდებობის პირს აქვს უფლება, მიიღოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებისათვის განკუთვნილი მემკვიდრეობა ან ქონების გარკვეული წილი მისი იმ პირთათვის გადაცემის მიზნით, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში. მას აქვს ასევე უფლება, მიიღოს ფულის გარკვეული რაოდენობა, რომელიც განკუთვნილია დაინტერესებული პირებისათვის ანაზღაურების, პენსიის, სოციალური დაზღვევის, ხელფასისა და სადაზღვევო პოლისის სახით. (8) თუ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, გარდაიცვალა მისი ამ სახელმწიფოში დროებითი ყოფნის დროს, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ვალდებულნი არიან დაიცვან მისი ქონება და შემდგომ სპეციალური პროცედურის გარეშე გადაუგზავნონ წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო თანამდებობის პირს. საკონსულო თანამდებობის პირი ვალდებულია დაფაროს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ყოფნის დროს გარდაცვლილი პირის მიერ აღებული ვალები. გადახდილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ქონების ღირებულებას. (9) ამ მუხლის დებულებების თანახმად, წარმდგენ სახელმწიფოში ქონების გადაცემა განხორციელდება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 30🔗. გემებთან დაკავშირებული ფუნქციები (1) საკონსულო თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ამ კონვენციის თანახმად, ნებისმიერი სახის დახმარება გაუწიოს წარმდგენი სახელმწიფოს გემებს, აგრეთვე ამ გემების ეკიპაჟს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს პორტებში, ტერიტორიულ და შიდა წყლებში ყოფნის დროს. საკონსულო თანამდებობის პირს აგრეთვე აქვს წარმდგენი სახელმწიფოს გემისა და ეკიპაჟის შემოწმების უფლება. ამ მიზნით, ის უფლებამოსილია შეხვდეს აღნიშნული გემის კაპიტანს და ეკიპაჟის წევრებს. (2) წარმდგენი სახელმწიფოს გემთან, კაპიტანთან და ეკიპაჟის წევრებთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საკონსულო თანამდებობის პირს აქვს უფლება მოითხოვოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ხელისუფლების დახმარება.     მუხლი 31🔗. საკონსულო თანამდებობის პირის ფუნქციები გემებისა და მათი ეკიპაჟის წევრების მიმართ წარმდგენი სახელმწიფოს გემთან დაკავშირებით, საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს: (ა) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლების უფლებების შეულახავად, დაჰკითხოს გემის კაპიტანი და ეკიპაჟის ყველა წევრი, შეამოწმოს, მიიღოს, შეადგინოს ან ხელი მოაწეროს ნებისმიერი სახის მოწმობას ან სხვა საბუთს გემის შესახებ, მიიღოს განცხადებები გემის, მისი ტვირთისა და სვლაგეზის შესახებ, აგრეთვე გასცეს გემის შესვლის, ყოფნისა და გამგზავრებისათვის საჭირო საბუთები; (ბ) წარმდგენი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, გადაწყვიტოს ყველა სადავო საკითხი გემის კაპიტანსა და ეკიპაჟის წევრებს შორის, სამუშაო კონტრაქტებისა და სამუშაო პირობების საკითხების ჩათვლით; (გ) დაესწროს გემზე ასვლას, გემის კაპიტნის ან ეკიპაჟის შემადგენლობის შეცვლას; (დ) აღმოუჩინოს შესაბამისი დახმარება გემის კაპიტანსა და ეკიპაჟის წევრებს სასამართლოში ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სხვა ორგანოებში; (ე) უზრუნველყოს გემბანზე დისციპლინისა და წესრიგის დაცვა.     მუხლი 32🔗.  ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ორგანოების უფლებები გემზე (1) თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სასამართლო ან ნებისმიერი სხვა ორგანო განიზრახავს დააპატიმროს ან დააკავოს წარმდგენი სახელმწიფოს გემის კაპიტანი, ეკიპაჟის რომელიმე სხვა წევრი, ნებისმიერი მგზავრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არ არის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქე, ან ვალის მიღების მიზნით ყადაღა დაადოს გემბანზე არსებულ ქონებას ან ჩაატაროს ოფიციალური გამოძიება გემბანზე, ამ შემთხვევაში ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები წინასწარ აცნობებენ საკონსულო თანამდებობის პირს, რათა მან შეძლოს დასწრება აღნიშნული ზომების გატარების დროს. თუ ასეთი ზომების სასწრაფოდ მიღების აუცილებლობა შეუძლებელს ხდის საკონსულო თანამდებობის პირისათვის შეტყობინების მიწოდებას, ან თუ ზომების მიღების დროს ადგილზე არ იმყოფებოდა არცერთი საკონსულო თანამდებობის პირი, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ აცნობებენ საკონსულო თანამდებობის პირს ჩატარებული ღონისძიებების შესახებ. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები უზრუნველყოფენ საკონსულო თანამდებობის პირის მიერ დაკავებული ან დაპატიმრებული პირის მონახულებას, ასეთ პირთან დაკავშირებას და სხვა სათანადო ზომების მიღებას აღნიშნული პირის ან გემის ინტერესების დაცვის მიზნით. (2) მოცემული მუხლის (1) პუნქტის დებულებები არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ორგანოები ახორციელებენ ჩვეულებრივ საპასპორტო, საბაჟო, ჯანმრთელობის დაცვის, ზღვის გაჭუჭყიანებისა და ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის კონტროლს, ან ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, გემის კაპიტნის მოთხოვნით ან მისი სანქციით.     მუხლი 33🔗. გემის მარცხთან დაკავშირებული უფლებები (1) თუ წარმდგენი სახელმწიფოს გემმა განიცადა მარცხი, თავთხელზე გაირიყა ან დაიღუპა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შიდა ან ტერიტორიულ წყლებში, პორტების ჩათვლით, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები შესაძლო მოკლე ვადაში ატყობინებენ საკონსულო თანამდებობის პირს აღნიშნული ინციდენტების შესახებ. (2) მოცემული მუხლის (1) პუნქტში ჩამოთვლილ შემთხვევებში ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები თავისი კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებენ საჭირო ზომებს გემის, მგზავრების, ეკიპაჟის, გემის მოწყობილობის, ტვირთის, მარაგის და გემბანზე არსებული სხვა ნივთების დასაცავად, ასევე გემბანზე არსებული ქონებისათვის ზიანის მიყენებისა და უწესრიგობის თავიდან აცილების ან აღმოფხვრის მიზნით. ეს ზომები ვრცელდება როგორც გემზე განლაგებულ ნივთებზე, ასევე გემიდან გადავარდნილ ნივთებზე, და მიღებული ზომების შესახებ ეცნობება საკონსულო თანამდებობის პირს. აღნიშნული ორგანოები უზრუნველყოფენ საკონსულო თანამდებობის პირის მიერ ზიანის, თავთხელზე გარიყვის ან გემის დაღუპვასთან დაკავშირებით სათანადო ზომების მიღებას. (3) წარმდგენი სახელმწიფოს გემის დაღუპვის შემთხვევაში, თუ მის გემბანზე არსებული მოწყობილობა, ტვირთი, მარაგი ან სხვა ნივთები აღმოჩნდება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ნაპირზე ან მახლობლად, ან თუ ეს ნივთი მიტანილი იქნება ამ სახელმწიფოს პორტში და არ აღმოჩნდება ადგილზე გემის კაპიტანი, მისი რწმუნებული, გემის ბროკერი ან სადაზღვევო აგენტი, ან თუ ეს პირები ვერ შეძლებენ აღნიშული ნივთების შესანახად სათანადო ზომების მიღებას, ამ შემთხვევაში საკონსულო თანამდებობის პირს აქვს უფლება, მიიღოს ის ზომები, რომელებსაც გაატარებდა გემის კაპიტანი მისი ადგილზე ყოფნის შემთხვევაში. (4) საკონსულო თანამდებობის პირს ასევე აქვს უფლება, ამ მუხლის (3) პუნქტის თანახმად მიიღოს ზომები წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქის კუთვნილ ან იმ ნებისმიერ ნივთთან დაკავშირებით, რომელიც იყო გემზე ან ამოღებულ იქნა გემის ტვირთიდან, მიტანილ იქნა პორტში ან ნაპოვნია ნაპირზე ან მის მახლობლად, ან დაზიანებულ, თავთხელზე გამორიყულ თუ დაღუპულ გემზე. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ აცნობებენ საკონსულო თანამდებობის პირს ასეთი ნივთის არსებობის შესახებ. (5) საკონსულო თანამდებობის პირს აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს გემის დაზიანების, თავთხელზე გარიყვის ან გემის დაღუპვის მიზეზის ამოსაცნობად დაწყებულ გამოძიებაში, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად.     მუხლი 34🔗. ფუნქციები ეკიპაჟის წევრის გარდაცვალების ან უგზო-უკვლოდ დაკარგვის შემთხვევაში (1) თუ წარმდგენი სახელმწიფოს გემის კაპიტანი ან ეკიპაჟის რომელიმე წევრი გარდაიცვალა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, გემზე ან ნაპირზე, გემის კაპიტანი ან მისი შემცვლელი, ისევე როგორც წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო თანამდებობის პირი, სარგებლობს უფლებით მოახდინოს გარდაცვლილის ან უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მიერ გემზე დატოვებული ნივთების, ფასეულობების და სხვა ქონების ინვენტარიზაცია, ასევე გაატარონ ღონისძიებები ზემოაღნიშნული ქონების შენახვის ან გაყიდვის მიზნით. თუ გარდაცვლილი ან უგზო-უკვლოდ დაკარგული პირი არის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქე, გემის კაპიტანი ან მისი შემცვლელი, ამ პირის გარდაცვალების ან უგზო-უკვლოდ დაკარგვის დადგენის შემდეგ ჩაატარებს ინვენტარიზაციას. ინვენტარიზაციის ერთი ასლი გადაეცემა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს, რომელთაც აქვთ უფლება გაატარონ ყველა აუცილებელი ღონისძიება ქონების შენახვის ან საჭიროებისამებრ მისი გაყიდვის მიზნით. ეს ორგანოები აღნიშნულის შესახებ აცნობებენ წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულებას. (2) საკონსულო თანამდებობის პირი, ამ მუხლის (1) პუნქტის შესაბამისად, ქონებრივ საკითხებში თავისი უფლებების განხორციელებისას იმოქმედებს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად.     მუხლი 35🔗. სამოქალაქო საჰაერო ხომალდებთან დაკავშირებული ფუნქციები მოცემული კონვენციის დებულებები აგრეთვე გამოიყენება სამოქალაქო საჰაერო ხომალდების მიმართ იმდენად, რამდენადაც ეს არ ეწინააღმდეგება ხელშემკვრელ მხარეებს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი კონვენციების დებულებებს.     მუხლი 36🔗. საკონსულო მოსაკრებლები და გადასახადები (1) საკონსულო დაწესებულებებს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე საკონსულო ფუნქციების შესრულებისათვის შეუძლიათ გადაახდევინონ წარმდგენი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით განსაზღვრული მოსაკრებლები და გადასახადები. (2) ამ მუხლის 1-ლ პუნქტში აღნიშნული მოსაკრებლისა და გადასახადების სახით მიღებული თანხები ადგილსამყოფელ სახელმწიფოში თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადების, მოსაკრებლებისა და ბაჟისაგან.     მუხლი 37🔗. დოკუმენტების გადაგზავნა საკონსულო თანამდებობის პირს აქვს უფლება წარადგინოს სასამართლო ან არასასამართლო დოკუმენტები ან ჩამოართვას ჩვენებები ორ ქვეყანას შორის არსებული მოქმედი ხელშეკრულებების თანახმად, ან, ამგვარი ხელშეკრულებების არარსებობის შემთხვევაში, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების გათვალისწინებით. ასეთი უფლებები გამოყენებულ უნდა იქნეს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებთან მიმართებაში ყოველგვარი იძულების გარეშე.     მუხლი 38🔗. საკონსულო დაწესებულების სხვა ფუნქციები საკონსულო თანამდებობის პირი უფლებამოსილია შეასრულოს წარმდგენი სახელმწიფოს მიერ მასზე დაკისრებული ნებისმიერი სხვა საკონსულო მოვალეობა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და წესებს, ან თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფო არ არის ამის წინააღმდეგი. თავი IV შეღავათები, პრივილეგიები და იმუნიტეტები     მუხლი 39🔗. საკონსულო დაწესებულებისათვის მინიჭებული შეღავათები  ადგილსამყოფელი სახელმწიფო ყველა პირობას შეუქმნის საკონსულო დაწესებულებას თავისი ფუნქციების შესასრულებლად და მიიღებს სათანადო ზომებს, რათა საკონსულო დაწესებულების მუშაკებს მიეცეთ თავიანთი ფუნქციების განხორციელებისა და ამ კონვენციით გათვალისწინებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობის საშუალება.     მუხლი 40🔗. სახელმწიფო დროშისა და გერბის გამოყენება წარმდგენ სახელმწიფოს აქვს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში თავისი სახელმწიფო დროშისა და გერბის გამოყენების უფლება ამ მუხლის დებულებების თანახმად: (ა) წარმდგენი სახელმწიფოს დროშა შეიძლება აღიმართოს საკონსულო დაწესებულების შენობაზე და საკონსულო დაწესებულების მეთაურის რეზიდენციაზე, ასევე მის მიერ ოფიციალური მოვალეობების შესრულების დროს გამოყენებულ სატრანსპორტო საშუალებებზე; (ბ) წარმდგენ სახელმწიფოს უფლება აქვს დაამაგროს თავისი სახელმწიფო გერბი საკონსულო დაწესებულების შენობაზე, ასევე საკონსულო დაწესებულების მეთაურის რეზიდენციაზე, რომელზეც წარმდგენი და ადგილსამყოფელი სახელმწიფოების ოფიციალურ ენებზე გაკეთებულია წარწერა, რომ ეს შენობა წარმოადგენს წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულებას და, აგრეთვე საკონსულო დაწესებულების მეთაურის რეზიდენციას; (გ) ამ მუხლის შესაბამისად მინიჭებული უფლების შესრულებისას, დაცული უნდა იქნეს ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონები და წესები.     მუხლი 41🔗. საკონსულო კარ-მიდამო და საცხოვრებელი სათავსები ადგილსამყოფელი სახელმწიფო თავისი კანონებისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად ხელს შეუწყობს წარმდგენ სახელმწიფოს თავის ტერიტორიაზე საკონსულო დაწესებულების კარ–მიდამოს შეძენაში და, საჭიროებისამებრ, დაეხმარება საკონსულო დაწესებულებას თავიანთი მუშაკების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფაში.     მუხლი 42🔗. საკონსულო კარ-მიდამოს შეძენა (1) წარმდგენ სახელმწიფოს უფლება აქვს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესებსი შესაბამისად: (ა) შეიძინოს შენობები ან შენობების ნაწილები საკონსულო დაწესებულების კარ-მიდამოს უზრუნველყოფის, საკონსულო დაწესებულების მეთაურის რეზიდენციის მოწყობის, აგრეთვე საკონსულო დაწესებულების მუშაკებისათვის საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მიზნით; (ბ) ამავე მიზნებისათვის ააშენოს ან შეარჩიოს შენობები. (2) მოცემული მუხლის (1) პუნქტის დებულებანი არ ათავისუფლებენ წარმდგენ სახელმწიფოს აუცილებლობისაგან დაიცვას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონები და წესები მშენებლობის, ქალაქის დაგეგმარების, ძეგლებისა და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობების შესახებ იმ ტერიტორიების ფარგლებში, სადაც მდებარეობს შენობები ან შენობების ნაწილები.     მუხლი 43🔗. საკონსულო კარ-მიდამოსა და საკონსულო დაწესებულების მეთაურის რეზიდენციის ხელშეუხებლობა (1) საკონსულოს კარ-მიდამო, ასევე საკონსულო დაწესებულების მეთაურის რეზიდენცია ხელშეუხებელია. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს არ შეუძლიათ საკონსულო კარ-მიდამოში შესვლა, საკონსულო დაწესებულების მეთაურის, წარმდგენი სახელმწიფოს დიპლომატიური მისიის მეთაურის ან ერთ-ერთი მათგანის მიერ დანიშნული პირის ნებართვის გარეშე. (2) ადგილსამყოფელ სახელმწიფოს აკისრია სპეციალური ვალდებულება, მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა დაიცვას საკონსულო კარ-მიდამო ყოველგვარი შეჭრისა და ზიანის მიყენებისაგან, აგრეთვე თავიდან აიცილოს საკონსულო დაწესებულების სიმშვიდის დარღვევა ან მისი ღირსების შელახვა.     მუხლი 44🔗. რეკვიზიციისაგან გათავისუფლება ეროვნული უშიშროებისა და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საკონსულო კარ–მიდამო, საკონსულო დაწესებულების მეთაურის რეზიდენცია, ავეჯი, საკონსულო დაწესებულების ქონება, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებები თავისუფლდება ყველა სახის რეკვიზიციისაგან; თუ ამგვარი მიზნებისათვის აუცილებელია ექსპროპრიაცია, საკონსულო ფუნქციების შესრულებისას წინააღმდეგობის თავიდან აცილების მიზნით, მიღებული იქნება სათანადო ზომები და წარმდგენ სახელმწიფოს შეუფერხებლად და დროულად გადაეცემა სათანადო კომპენსაცია.     მუხლი 45🔗. საკონსულო კარ-მიდამოსა და სატრანსპორტო საშუალებების გადასახადისაგან გათავისუფლება (1) საკონსულო კარ-მიდამო და საკონსულო დაწესებულების მეთაურის რეზიდენცია, რომლის მფლობელსაც ან დამქირავებელსაც წარმოადგენს წარმდგენი სახელმწიფო ან მისი სახელით მოქმედი ნებისმიერი პირი, თავისუფლდება ყოველგვარი სახელმწიფო, რეგიონალური ან კომუნალური გადასახადის, მოსაკრებლისა და ბაჟისაგან, გარდა კონკრეტული მომსახურებისათვის დაწესებული გადასახადებისა და მოსაკრებლებისა. (2) ამ მუხლის (1) პუნქტში აღნიშნული საგადასახადო შეუვალობა არ ვრცელდება მოსაკრებლებზე და გადასახადზე, რომლებიც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად უნდა გადაიხადონ იმ პირებმა, რომელთაც წარმდგენ სახელმწიფოსთან, ან მისი სახელით მოქმედ პირთან დადეს ხელშეკრულება. (3) ამ მუხლის დებულებები ვრცელდება საკონსულო დაწესებულების საჭიროებისათვის გამოყოფილ სატრანსპორტო საშუალებებზე.     მუხლი 46🔗. საკონსულო არქივისა და დოკუმენტების ხელშეუხებლობა საკონსულო არქივები და დოკუმენტები ხელშეუხებელია ნებისმიერ დროს, მათი ადგილმდებარეობის მიუხედავად.     მუხლი 47🔗. ურთიერთობის თავისუფლება (1) ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ უნდა დაიცვას და ნება დართოს ყოველგვარი ოფიციალური მიზნით საკონსულო დაწესებულების ურთიერთობის თავისუფლება წარმდგენი სახელმწიფოს მთავრობასთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და სხვა საკონსულო დაწესებულებებთან ურთიერთობისას, სადაც უნდა იმყოფებოდნენ ისინი. საკონსულო დაწესებულებას შეუძლია გამოიყენოს ყველა შესაფერისი საშუალება დიპლომატიური და საკონსულო კურიერების, დიპლომატიური და საკონსულო ვალიზების და კოდირებული ან დაშიფრული დეპეშების ჩათვლით, თუმცა საკონსულო დაწესებულებას რადიოგადამცემის დადგმა და მისი გამოყენება შეუძლია მხოლოდ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით. (2) საკონსულო დაწესებულების ოფიციალური კორესპონდენცია ხელშეუხებელია. ოფიციალურ კორესპონდენეციაში იგულისხმება მთელი ის კორესპონდენცია, რომელიც ეხება საკონსულო დაწესებულებებსა და მის ფუნქციებს. (3) საკონსულო ვალიზა არ ექვემდებარება გახსნას და დაკავებას. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ხელისუფალთ აქვთ სერიოზული საფუძველი ივარაუდონ, რომ ვალიზა ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული კორესპონდენციის, დოკუმენტების ან საგნების გარდა შეიცავს სხვა რამესაც, მათ შეუძლიათ მოითხოვონ ვალიზის გახსნა წარმდგენი სახელმწიფოს რწმუნებული პირის მიერ, მათი თანდასწრებით. იმ შემთხვევაში, თუ წარმდგენი სახელმწიფოს ხელისუფალნი უარს განაცხადებენ ამ მოთხოვნების შესრულებაზე. ვალიზას აბრუნებენ იმ ადგილზე, საიდანაც ის გაიგზავნა. (4) საკონსულო ვალიზის შემადგენელ ყველა შეკვრას უნდა ჰქონდეს მისი ხასიათის აღმნიშვნელი გარეგნული ნიშანი და შეიცავდეს მხოლოდ ოფიციალურ კორესპონდენციასა და დოკუმენტებს ან მხოლოდ ოფიციალური სარგებლობისათვის განკუთვნილ საგნებს. (5) საკონსულო კურიერს ეძლევა ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია მისი სტატუსი და საკონსულო ვალიზის შემადგენელი შეკვრის რაოდენობა. იმ შემთხვევის გარდა, როედსაც არსებობს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობა, საკონსულო კურიერი არ შეიძლება იყოს არც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქე და არც მასში მუდმივად მცხოვრები პირი, თუ ის არ არის წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქე. თავისი ფუნქციების შესრულებისას საკონსულო კურიერს იცავს ადგილსამყოფელი სახელმწიფო, იგი სარგებლობს პირადი ხელშეუხებლობით და არ ექვემდებარება არანაირი ფორმით დაპატიმრებას ან დაკავებას. (6) საკონსულო ვალიზა შეიძლება მიანდოს გემის ან სამოქალაქო საჰაერო ხომალდის მეთაურს, რომლებიც მიემართებიან იმ ნავსადგურსა ან აეროპორტში, სადაც ჩასვლა ნებადართულია. მას ეძლევა ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია საკონსულო ვალიზის შემადგენელი შეკვრის ოდენობა, მაგრამ იგი არ ითვლება საკონსულო კურიერად. ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებთან შეთანხმებით, საკონსულო დაწესებულებას უფლება აქვს გააგზავნოს ერთ-ერთი მუშაკი, რომელსაც შეუძლია უშუალოდ და დაუბრკოლებლად გემის ან საჰაერო ხომადის მეთაურისაგან მიიღოს ან გადასცეს მას ასეთი ვალიზა.     მუხლი 48🔗. საკონსულო პერსონალის დაცვა ადგილსამყოფელი სახელმწიფო სათანადო პატივით უნდა ეპყრობოდეს საკონსულოსდაწესებულების მუშაკებს და ყველა საჭირო ზომა უნდა მიიღოს იმისათვის, რომ არ დაუშვას მათი პიროვნული უფლებების, თავისუფლების ან ღირსების შელახვა.     მუხლი 49🔗. საკონსულო დაწესებულების მეთაურის ხელშეუხებლობა და იმუნიტეტი იურისდიქციისგან (1) საკონსულო დაწესებულების მეთაური არ ექვემდებარება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სისხლისსამართლებრივ, სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ იურისდიქციას. გამონაკლისია შემდეგი სამოქალაქო სარჩელები: (ა) რომლებიც გამომდინარეობენ ხელშეკრულებიდან, რომელიც დადებულია საკონსულო დაწესებულების მეთაურის მიერ, სადაც იგი პირდაპირ ან ირიბად არ მოქმედებს წარმდგენი სახელმწიფოს სახელით. (ბ) როდესაც სარჩელი აღძრა მესამე მხარემ საგზაო-სატრანსპორტო საშუალებით, გემის ან საჰაერო ხომალდის უბედური შემთხვევის შედეგად მიყენებული ზარალისათვის. (2) საკონსულო დაწესებულების მეთაური ხელშეუხებელია. მის მიმართ არანაირი იძულებითი ღონისძიება არ შეიძლება იქნეს გამოყენებული, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის (ა) და (ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა და როდესაც ასეთი ზომების მიღება არ გამოიწვევს მისი პიროვნებისა ან რეზიდენციის ხელშეუხებლობის შელახვას.     მუხლი 50🔗. საკონსულო დაწესებულების მუშაკების იმუნიტეტი იურისდიქციისადმი და პირადი ხელშეუხებლობა (1) საკონსულო თანამდებობის პირი, საკონსულოს მოსამსახურე ან მომსახურე პერსონალის მუშაკი არ ექვემდებარება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სისხლის სამართლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ იურისდიქციას იმ მოქმედებებისათვის, რომელიც დაკავშირებულია მის ოფიციალურ ფუნქციებთან. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებანი არ ვრცელდება იმ სამოქალაქო სარჩელებზე,რომლებიც: (ა) გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან, რომელსაც დებს საკონსულო თანამდებობის პირი, საკონსულოს მოსამსახურე ან საკონსულო დაწესებულების მუშაკი, სადაც იგი პირდაპირ ან ირიბად არ გამოდის წარმდგენი სახელმწიფოს სახელით; (ბ) აღძრა მესამე მხარემ წარმდგენ სახელმწიფოში საგზაო-სატრანსპორტო საშუალებით, გემის ან თვითმფრინავის უბედური შემთხვევის შედეგად მიყენებული ზარალისათვის. (3) დაკისრებული ფუნქციების გარდა სხვა მოქმედებების შესრულების დროს საკონსულო თანამდებობის პირი თავისუფლდება: ა) დაკავების ან წინასწარი პატიმრობისაგან, გარდა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩადენილი სამართალდარღვევისა, რომელიც ისჯება, სულ ცოტა, 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით და მხოლოდ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებით; ბ) თავისუფლების აღკვეთის ნებისმიერი სხვა ღონისძიებისაგან, გარდა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებისა. (4) როდესაც საკონსულო თანამდებობის პირის წინაამდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, იგი უნდა წარსდგეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ხელისუფალთა წინაშე. ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში საქმის წარმოება უნდა დაიწყოს უმოკლეს ვადებში; ის უნდა ჩატარდეს საკონსულო მუშაკისათვის შესაფერისი პატივით, გამომდინარე მისი ოფიციალური თანამდებობიდან, და, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იმოქმედებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებები, ისე, რომ მას მაქსიმალურად ხელი არ შეეშალოს საკონსულო მოვალეობების შესრულებაში. (5) ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ხდება საკონსულო მუშაკის ან მისი ოჯახის წევრის, საკონსულოს მოსამსახურის ან მომსახურე პერსონალის მუშაკის დაპატიმრება, დაკავება ან რაიმე ფორმით თავისუფლების აღკვეთა, ან თუ მის წინააღმდეგ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლების კომპეტენტურმა პირებმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ საკონსულო დაწესებულების მეთაურს. (6) ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება საკონსულო დაწესებულების მეთაურისათვის.     მუხლი 51🔗. მოწმის სახით ჩვენების მიცემა (1) საკონსულო დაწესებულების მუშაკები შეიძლება გამოიძახონ მოწმედ სასამართლო ან ადმინისტრაციული საქმის წარმოების დროს. საკონსულო მოსამსახურის ან მომსახურე პერსონალის მუშაკს ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ შემთხვევათა გარდა, არ შეუძლია უარი განაცხადოს ჩვენების მიცემაზე. თუ საკონსულო თანამდებობის პირი უარს აცხადებს მოწმის ჩვენების მიცემაზე, მის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იძულების ან დასჯის არანაირი ღონისძიება. (2) ორგანო, რომელსაც ესაჭიროება საკონსულო თანამდებობის პირის ჩვენება, ვალდებულია თავიდან ააცილოს მას თავისი ფუნქციების განხორციელების ხელის შემშლელი ყველა დაბრკოლება, მიიღოს ჩვენება მის რეზიდენციაში ან საკონსულო დაწესებულებაში ან მიიღოს წერილობითი ჩვენება. (3) საკონსულო დაწესებულების მუშაკები არ არიან ვალდებულნი მისცენ ჩვენება თავიანთი ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ან წარადგინონ ამ ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული ოფიციალური კორესპონდენცია და დოკუმენტები. ისინი აგრეთვე არ არიან ვალდებულნი მისცენ ჩვენება, რომელიც განმარტავს წარმდგენი სახელმწიფოს კანონმდებლობას.     მუხლი 52🔗. პრივილეგიებზე და იმუნიტეტზე უარის თქმა (1) წარმდგენ სახელმწიფოს შეუძლია უარი თქვას საკონსულო დაწესებულების მუშაკთა ნებისმიერ პრივილეგიასა და იმუნიტეტზე, რომელიც გათვალისწინებულია 49, 50, 51-ე მუხლებით. (2) საკონსულო დაწესებულების მუშაკის მიერ საქმის აღძვრა იმ შემთხვევაში, როცა მას შეეძლო იურისდიქციისადმი იმუნიტეტის გამოყენება, ართმევს მას უფლებას ძირითად სარჩელთან უშუალოდ დაკავშირებული რომელიმე შეგებებული სარჩელის მიმართ იმუნიტეტი გამოიყენოს. (3) სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა მიმართ იურისდიქციისადმი იმუნიტეტზე უარის თქმა არ ნიშნავს სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად აღმასრულებელი მოქმედებისადმი იმუნიტეტზე უარის თქმას, ასეთ მოქმედებათა მიმართ აუცილებელია ცალკე უარი.     მუხლი 53🔗. პირადი ბეგარისა და დაბეგვრისაგან გათავისუფლება  ადგილსამყოფელი სახელმწიფო ათავისუფლებს საკონსულო დაწესებულების მუშაკებს ყოველგვარი შრომითი თუ საზოგადოებრივი ბეგარისაგან, მათი ხასიათის მიუხედავად, და სამხედრო ვალდებულებებისაგან, როგორიცაა სამხედრო რეკვიზიცია, კონტრიბუცია და ბინის გადაცემა ჯარის სადგომად.     მუხლი 54🔗. უცხოელთა რეგისტრაციის ვალდებულებებისაგან გათავისუფლება საკონსულო თანამდებობის პირები და საკონსულოს მოსამსახურეები, ისევე, როგორც მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრები, თავისუფლდებიან ყოველგვარი ვალდებულებისაგან, რომელიც გათვალისწინებულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით უცხოელთა რეგისტრაციის მიმართ, ქვეყანაში ყოფნის ნებართვასა და უცხოელებთან დაკავშირებულ ყველა სხვა ფორმალობასთან დაკავშირებით.     მუხლი 35🔗. გადასახადებისაგან გათავისუფლება (1) საკონსულო თანამდებობის პირები და საკონსულოს მოსამსახურეები, აგრეთვე მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრები, თავისუფლდებიან ყოველგვარი პირადი თუ ქონებრივი, სახელმწიფო, რაიონული ან მუნიციპალური გადასახადის, ბაჟისა და მოსაკრებლისაგან, გარდა: (ა) არაპირდაპირი გადასახადისა, რომელიც ჩვეულებრივ შედის საქონლის ან მომსახურების ღირებულებაში; (ბ) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებულ კერძო უძრავ ქონებაზე მოსაკრებლებისა და გადასახადებისა, 45-ე მუხლში გათვალისწინებული გამონაკლისების გათვალისწინებით; (გ) გადასახადების და მოსაკრებლებისა, კერძო უძრავ ქონებაზე ან გარდაცვალების შედეგად მემკვიდრეობაში საკუთრების გადასვლისათვის, რომელიც დაწესებულია ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, ამ კონვენციის 57-ე მუხლის დებულებებში აღნიშნული გამონაკლისების გათვალისწინებით; (დ) ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მიღებულ კერძო შემოსავალზე გადასახადებისა და ნებისმიერი სხვა სახის მოსაკრებლებისა; (ე) კერძო მომსახურების ასანაზღაურებელი გადასახადებისა; (ვ) ამ კონვენციის 45-ე მუხლის დებულებათა დაურღვევლად, სარეგისტრაციო, სასამართლო, იპოთეკური და საგერბო მოსაკრებელისა. 2. მომსახურე პერსონალის მუშაკები თავისუფლდებიან თავიანთი საქმიანობისათვის მიღებული ხელფასიდან გადასახადისაგან. 3. საკონსულო დაწესებულების მუშაკებმა, რომლებიც ქირაობენ პერსონალს, რომელთა ანაზღაურება ან ხელფასები ადგილსამყოფელ სახელმწიფოში არ თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან, უნდა შეასრულონ ვალდებულებანი, რომელთაც მათ აკისრებს საშემოსავლო გადასახადის გადახდასთან დაკავშირებული ამ სახელმწიფოს კანონები და წესები.     მუხლი 56🔗. საბაჟო გადასახადებისა და საბაჟო შემოწმებისაგან გათავისუფლება (1) ადგილსამყოფელი სახელმწიფო, თავისი კანონებისა და წესების შესაბამისად, ნებას რთავს შემოიტანონ და ათავისუფლებს ყველა სახის საბაჟო გადასახადებისა და მასთან დაკავშირებული მოსაკრებლებისაგან, გარდა შენახვის, გადაზიდვის და მსგავსი მომსახურების გაწევისათვის დადგენილი მოსაკრებლებისა: (ა) საკონსულო დაწესებულების ოფიციალური სარგებლობისათვის განკუთვნილ საგნებს; (ბ) საკონსულო თანამდებობის პირის ან მასთან მუდმივად მცხოვრები ოჯახის წევრების პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილ საგნებს, მისი მოწყობისათვის საჭირო საგნების ჩათვლით. სამომხმარებლო საქონლის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი პირების უშუალო მოხმარებისათვის საჭირო რაოდენობას. (2) საკონსულოს მოსამსახურეები სარგებლობდნენ ამ მუხლის პირველი პუნქტის (ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრივილეგიებით და შეღავათებით იმ საგნების მიმართ, რომლებიც შემოტანილია საკონსულო თანამდებობაზე მის პირველად დანიშვნასთან დაკავშირებით. (3) საკონსულოს თანამდებობის პირების და მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების პირადი ბარგი თავისუფლდება საბაჟო შემოწმებისაგან. მისი შემოწმება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სერიოზული საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ ბარგი შეიცავს ამ მუხლის პირველი პუნქტის (ბ) ქვეპუნქტში აღნიშნულისაგან განსხვავებულ საგნებს ან საგნებს, რომელთა შემოტანა ან გატანა აკრძალულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით, ან თუ ეს საგნები ექვემდებარება საკარანტინო წესებს. ამ შემთხვევაში, შემოწმება უნდა განხორციელდეს შესაბამისი საკონსულო თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის თანდასწრებით.     მუხლი 57🔗. საკონსულო დაწესებულების მუშაკთა ან მათი ოჯახის წევრთა სამემკვიდრო ქონება საკონსულო დაწესებულების მუშაკის ან მისი ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, ადგილსამყოფელი სახელმწიფო: (ა) ნებას რთავს გარდაცვლილის მოძრავი ქონების გატანას, გარდა იმ ქონებისა, რომელიც შეძენილია ადგილსამყოფელ სახელმწიფოში და რომლის გატანა აკრძალული იყო მისი გარდაცვალების მომენტისათვის; (ბ) არ ახდევინებს არანაირ სახელმწიფო, რაიონულ თუ მუნიციპალურ სამემკვიდრეო გადასახადს ან იმ მოძრავი ქონების სამემკვიდრეო ბაჟს, რომელიც არსებობს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მხოლოდ იმიტომ, რომ გარდაცვლილი პირი ამ სახელმწიფოში იმყოფებოდა, როგორც საკონსულო დაწესებულების მუშაკი ან მისი ოჯახის წევრი.     მუხლი 58🔗. გადაადგილების თავისუფლება რამდენადაც ეს არ ეწინააღმდეგება კანონებსა და წესებს ზონების შესახებ, სადაც შესვლა აკრძალულია ან რეგულირდება სახელმწიფო უშიშროების მოსაზრებით, ადგილსამყოფელი სახელმწიფო უზრუნველყოფს საკონსულო დაწესებულების ყველა მუშაკის თავისუფალ გადაადგილებას.     მუხლი 59🔗. სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც წარმოადგენს წარმდგენი სახელმწიფოს საკუთრებას და განკუთვნილია საკონსულო თანამდებობის პირის სარგებლობისათვის ან წარმოადგენს საკონსულო დაწესებულების რომელიმე მუშაკის საკუთრებას, ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას.     მუხლი 60🔗. ოჯახის წევრების პრივილეგიები და იმუნიტეტი საკონსულო დაწესებულების მუშაკის ოჯახის წევრები შესაბამისად სარგებლობდნენ პრივილეგიებით, რომლებიც ენიჭება საკონსულო დაწესებულების მუშაკებს, თუ კი ისინი არ არიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქენი, ამ სახელმწიფოში არ ცხოვრობენ მუდმივად და არ ეწევიან კერძო საქმიანობას შემოსავლის მიღების მიზნით.     მუხლი 61🔗. პირები, რომლებიც არ სარგებლობენ პრივილეგიებით და იმუნიტეტით (1) საკონსულოს მოსამსახურეები და მომსახურე პერსონალის მუშაკები, რომლებიც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქენი არიან ან მუდმივად ცხოვრობენ ამ სახელმწიფოში, არ სარგებლობდნენ ამ კონვენციით განსაზღვრული პრივილეგიებითა და იმუნიტეტით, გარდა 51-ე მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. (2) ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირების მიმართ იურისდიქცია უნდა განახორციელოს ისე, რომ თავიდან აიცილოს საკონსულო დაწესებულების მიერ მისი მოვალეობების შესრულების უმიზეზო ხელის შეშლა. თავი V დასკვნითი დებულებანი     მუხლი 62🔗. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების პატივისცემა (1) ყველა ის პირი, რომელიც სარგებლობს ამ კონვენციით გათვალისწინებული იმუნიტეტითა და პრივილეგიებით, ვალდებულია მისი პრივილეგიებისა და იმუნიტეტის შეულახავად პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და წესებს. (2) საკონსულო კარ-მიდამო გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ საკონსულო ფუნქციების შესასრულებლად.     მუხლი 63🔗. საკონსულო ფუნქციების შესრულება დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ (1) ამ კონვენციის ყველა დებულება გამოიყენება დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ საკონსულო ფუნქციების შესრულების შემთხვევაშიც. (2) დიპლომატიური წარმომადგენლობის იმ თანამშრომელთა სახელები და გვარები, რომელნიც დანიშნულნი არიან დიპლომატიური წარმომადგენლობის საკონსულო სამსახურში, ეცნობება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. (3) დიპლომატიური წარმომადგენლების თანამშრომლები, რომლებიც აღნიშნული არიან ამ მუხლის მე-2 პუნქტში, აგრძელებენ დიპლომატიური სტატუსით მინიჭებული პრივილეგიებით და იმუნიტეტით სარგებლობას.     მუხლი 64🔗. რატიფიკაცია და ძალაში შესვლა (1) ეს კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას და ძალაში შევა დიპლომატიური არხებით შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის დასრულების შესახებ უკანასკნელი შეტყობინების მიღებიდან 30-ე დღეს. (2) ეს კონვენცია ძალაშია განუსაზღვრული ვადით. იგი ძალაში რჩება ექვსი თვის მანძილზე იმ დღიდან, როდესაც ერთ-ერთი მხარე დიპლომატიური არხებით წერილობითი ფორმით აცნობებს მეორე მხარეს თავის განზრახვას, შეწყვიტოს ამ კონვენციის მოქმედება. რის დასტურადაც ხელშემკვრელი მხარეების სრულუფლებიანმა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ამ კონვენციას და დაამოწმეს ბეჭდით. შესრულებულია ქ. თბილისში, 1998 წლის 1 ივლისს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, რუმინულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. თარგმანის უზუსტობის შემთხვევაში მიენიჭება უპირატესობა ინგლისურ ტექსტს. საქართველოს სახელით (ხელმოწერილია ) რუმინეთის სახელით (ხელმოწერილია )