კონვენცია საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ

მიღების თარიღი 26.12.1997
ძალაში შესვლა 03.07.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480300000.02.002.000388
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 13/11/2000
matsne.gov.ge 5,942 სიტყვა · ~30 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.12.1997 მიღება
03.07.2000 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

კონვენცია საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} კონვენცია საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ საქართველოს მთავრობა და რუმინეთის მთავრობა, სურთ რა წაახალისონ და გააძლიერონ ეკონომიკური თანამშრომლობა შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ კონვენციით დადებით, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗. პირები, რომელთა მიმართაც გამოიყენება კონვენცია ეს კონვენცია გამოიყენება იმ პირთა მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს.     მუხლი 2🔗. გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება კონვენცია 1. ეს კონვენცია გამოიყენება შემოსავლებსა და კაპიტალზე გადასახადების მიმართ, რომლებიც გადაიხდევინება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ქვედანაყოფების მიერ, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ, მიუხედავად მათი გადახდევინების წესისა. 2. შემოსავლებსა და კაპიტალზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომელიც გადაიხდევინება შემოსავლების მთლიანი თანხიდან, კაპიტალის მთლიანი თანხიდან ან მათი ცალკეული ელემენტებიდან, უძრავ-მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების ისევე, როგორც კაპიტალის მატებიდან მიღებულ შემოსავლებზე გადახდევინებული გადასახადების ჩათვლით. 3. არსებულ გადასახადებს, რომლებზეც ვრცელდება კონვენცია წარმოადგენს: a)რუმინეთში: (i) ფიზიკურ პირთა მიერ მიღებულ შემოსავალზე გადასახადი; (ii) მოგების გადასახადი; (iii) ხელფასისა და სხვა მსგავსი ანაზღაურების გადასახადი; (IV) სოფლის მეურნეობის შემოსავალზე გადასახადი; (v) დივიდენდების გადასახადი (შემდგომში წოდებულნი როგორც „რუმინეთის გადასახადები“). b)საქართველოში: (i)საწარმოთა მოგების (შემოსავლის)გადასახადი; (ii) საწარმოს ქონების გადასახადი; (iii|)ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი; (iv) ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი. (შემდგომში წოდებულნი როგორც „საქართველოს გადასახადები“) 4. კონვენცია გამოიყენება აგრეთვე ყველა ნებისმიერი იდენტური ან ანალოგიური გადასახადების მიმართ, რომლებიც ამ კონვენციაზე ხელისმოწერის თარიღის შემდეგ იქნება გადახდევინებული არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები აცნობებენ ერთმანეთს მათ შესაბამის საგადასახადო კანონებში შეტანილი პრინციპული ცვლილებების შესახებ.     მუხლი 3🔗. ზოგადი განსაზღვრებანი 1. მოცემული კონვენციის მიზნებისათვის, თუ კონტექსტი სხვა რამეს არ ითვალისწინებს: a)ტერმინი „ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო“ და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო“, კონტექსტიდან გამომდინარე, ნიშნავს საქართველოს ან რუმინეთს; b) ტერმინი „რუმინეთი“ ნიშნავს რუმინეთის ტერიტორიას მისი ტერიტორიული წყლების, მის ტერიტორიაზე საჰაერო სივრცისა და იმ ტერიტორიული წყლების ჩათვლით, რომელთა მიმართ ვრცელდება რუმინეთის სუვერენული უფლებები, ისევე როგორც მიმდებარე ზონას, კონტინენტურ შელფს და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონებს, რომელთა მიმართაც ვრცელდება რუმინეთის იურისდიქცია, შესაბამისად, სუვერენული უფლებები, ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის თანახმად; c) ტერმინი „საქართველო“ ნიშნავს საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში მოქცეულ მთელ ტერიტორიას, შიდა და ტერიტორიული წყლების ჩათვლით, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის თანახმად ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია, სუვერენული უფლებები და საგადასახადო კანონმდებლობა; d) ტერმინი „პირი“ მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიასა და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას, რომლებიც კანონიერად დაფუძნებულია თითოეულ მონაწილე სახელმწიფოში; e) ტერმინი „კომპანია“ ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ სხვა წარმონაქმნს, რომელიც გადასახადით დაბეგვრის მიზნით განიხილება როგორც კორპორაციული; f) ტერმინი „ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო“ და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო“, შესაბამისად, ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ; g) ტერმინი „მოქალაქე“ ნიშნავს: i) რუმინეთის შემთხვევაში ნებისმიერ პირს, რომელიც არის რუმინეთის მოქალაქე და ნებისმიერ იურიდიულ პირს, პირთა გაერთიანებას და სხვა წარმონაქმნს, რომელსაც მინიჭებული აქვს თავისი სტატუსი რუმინეთში მოქმედი კანონების შესაბამისად; ii) საქართველოს შემთხვევაში ნებისმიერ პირს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე და ნებისმიერ იურიდიულ პირს, ამხანაგობასა და ასოციაციას, რომელსაც მინიჭებული აქვს თავისი სტატუსი საქართველოში მოქმედი კანონების შესაბამისად. h) ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვა“ ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო ან საჰაერო ხომალდით, სარკინიგზო ან საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებით, რომელთაც ახორციელებს საწარმო, რომლის ფაქტობრივი მართვის ადგილი მდებარეობს ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, გარდა იმ შემთხვევებისა, როედსაც ასეთი გადაზიდვა ხორციელდება უშუალოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის. i) ტერმინი „კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს: (i) რუმინეთში – ფინანსთა მინისტრს ან მის სრულუფლებიან წარმომადგენელს; (ii) საქართველოში – ფინანსთა მინისტრს ან მის სრულუფლებიან წარმომადგენელს. 2. ხელშემკვრელი სახელმწფოს მიერ კონვენციის გამოყენებისას ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით. იმ გადასახადების მიმართ, რომლებზედაც ვრცელდება კონვენცია, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.     მუხლი 4🔗. რეზიდენტი 1. ამ კონვენციის მიზნებისათვის, ტერმინი „ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ამ სახელმწფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ექვემდებარება იქ დაბეგვრას საცხოვრებელი ადგილის, მუდმივი ადგილსამყოფელის, მართვის ადგილის ან სხვა ანალოგიური კრიტერიუმის მიხედვით და აგრეთვე მოიცავს ამ სახელმწიფოს და ნებისმიერ ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოს ან ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ დანაყოფს. მაგრამ ეს ტერმინი არ მოიცავს პირს, რომელიც ექვემდებარება ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში დაბეგვრას მხოლოდ ამ სახელმწიფოში არსებული წყაროებიდან მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებით ან ამ სახელმწიფოში არსებულ კაპიტალთან დაკავშირებით. 2. იმ შემთხვევაში, როედსაც პივრელი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ფიზიკური პირი გვევლინება ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად: a) იგი ითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი; თუ მას მუდმივი საცხოვრებელი ორივე სახელმწიფოში აქვს, იგი ითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია უფრო მჭიდრო პირადი და ეკონომიკური კავშირები (სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი); b) თუ შეუძლებელია იმ სახელმწიფოს დადგენა, სადაც მას აქვს სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი ან თუ მას არც ერთ ამ სახელმწიფოში არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი, იგი ითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც ჩვეულებრივ ცხოვრობს; c) თუ იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე სახელმწიფოში ან ჩვეულებრივ არ ცხოვრობს არცერთ მათგანში, იგი ითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომლის ნაციონალურ პირსაც წარმოადგენს; d) თუ იგი არის ორივე სახელმწიფოს ნაციონალური პირი ან არ არის არცერთი მათგანის ნაციონალური პირი, მაშინ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები გადაწყვეტენ ამ საკითხს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. 3. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად პირი, რომელიც არ არის ფიზიკური პირი, წარმოადგენს ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ იგი ითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად. რომელშიც მდებარეობს მისი ფაქტობრივი მართვის ადგილი.     მუხლი 5🔗. მუდმივი დაწესებულება 1. ამ კონვენციის მიზნებისათვის, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ ნიშნავს საქმიანობის მუდმივ ადგილს, რომლის მეშვეობითაც მთლიანად ან ნაწილობრივ ხორციელდება საწარმოს საქმიანობა. 2. ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“, კერძოდ, მოიცავს: a) მართვის ადგილს; b) ფილიალს; c) ოფისს; d) ქარხანას; e) მაღაზიას; f) სახელოსნოს, g) ფერმას ან ნებისმიერ პლანტაციას; h) მაღაროს, საბადოს, გაზის ან ნავთობის ჭაბურღილს, კერიერს ან ბუნებრივი რესურსების მოპოვების ნებისმიერ სხვა ადგილს. 3. ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ აგრეთვე მოიცავს: a) სამშენებლო მოედანს, სამშენებლო, სამონტაჟო ან საამწყობო ობიექტის საზედამხედველო საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნულ ობიექტებთან, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც მათთან დაკავშირებული სამუშაოები აჭარბებს ცხრა თვეს ნებისმიერ თორმეტთვიან პერიოდში; b) მომსახურების გაწევა, საკონსულტაციო მომსახურების ჩათვლით, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ საკუთარი მოსამსახურეების ან იმ მიზნის განსახორციელებლად საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში დაქირავებული სხვა პერსონალის მეშვეობით იმ პირობით, რომ ასეთი სახის საქმიანობა ერთი ან ურთიერთდაკავშირებული ობიექტებისათვის შეადგენს პერიოდს ან პერიოდებს, რომლებიც საერთო ჯამში ცხრა თვეს აღემატება ნებისმიერ თორმეტთვიან პერიოდში. 4. ამ მუხლის წინამდებარე დებულებების მიუხედავად, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ არ მოიცავს: a) ნაგებობების გამოყენებას საწარმოს კუთვნილი საქონლის ან ნაკეთობათა მხოლოდ შენახვის, დემონსტირების ან მიწოდების მიზნით; b) საქონლის ან ნაკეთობათა მარაგის შენახვას, რომლებიც საწარმოს აქვს მხოლოდ შენახვის, დემონსტრირების ან მიწოდების მიზნით; c) საქონლის ან ნაკეთობათა მარაგის შენახვას, რომლებიც საწარმოს აქვს მხოლოდ სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით; d) საწარმოს საკუთრებაში მყოფი საქონლის ან ნაკეთობათა მარაგის შენახვას, რომლებიც გამოფენილ იქნა სავაჭრო ბაზრობაზე ან გამოფენაზე და რომელიც გაყიდულ იქნა საწარმოს მიერ ამგვარი ბაზრობის ან გამოფენის დასასრულს; e) საქმიანობის მუდმივი ადგილის შენახვა მხოლოდ საწარმოსათვის საქონლის ან ნაკეთობათა შესყიდვის, ან ინფორმაციის შეგროვების მიზნით; f) საქმიანობისათვის მუდმივი ადგილის შენახვა საწარმოსათვის მხოლოდ მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხოციელების მიზნით; g) საქმიანობის მუდმივი ადგილის შენახვა a) – f) ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საქმიანობათა სახეობების ნებისმიერი კომბინაციის განსახორციელებლად, იმ პირობით, რომ საქმიანობის მუდმივი ადგილის მეშვეობით განხორციელებულ ერთობლივ საქმიანობას, რომელიც წარმოიშობა ასეთი კომბინაციის შედეგად, აქვს მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათი. 5. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების დებულებათა მიუხედავად, თუ პირი დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტის გარდა, რომელზეც საუბარია მე-7 პუნქტში, მოქმედებს საწარმოს სახელით, გააჩნია და ჩვეულებრივ იყენებს ხელშემკვრელ სახელმწიფოში უფლებამოსილებას დადოს კონტრაქტი საწარმოს სახელით, ჩაითვლება, რომ ამ საწარმოს აქვს მუდმივი დაწესებულება ამ სახელმწიფოში საწარმოსადმი ამ პირის მიერ შესრულებული ნებისმიერი საქმიანობის მიმართ, მანამ, ვიდრე ამ პირის საქმიანობა შემოიფარგლება მე-4 პუნქტში მითითებულით, რომელიც თუ ხორციელდება კიდეც საქმიანობის მუდმივი ადგილის მეშვეობით, ამ პუნქტის დებულებათა თანახმად, არ გადააქცევს ამ საქმიანობის მუდმივ ადგილს მუდმივ დაწესებულებად. 6. ამ მუხლის წინამდებარე დებულებების მიუხედავად ხელშემკვრელი სახელმწიფოს სადაზღვევო კომპანია (გადაზღვევის ოპერაციების გარდა) ჩაითვლება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ, თუ ის კრეფს შენატანებს მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ან თუ ის აზღვევს იქ განლაგებულ რისკს პირის მეშვეობით, დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტის გარდა, რომელზეც საუბარია მე-7 პუნქტში. 7. ხელშემკვრელ სახელმწიფოში საწარმო არ განიხილება როგორც მუდმივი დაწესებულების მქონე, თუ იგი ამ სახელმწიფოში კომერციულ საქმიანობას ახორციელებს ბოკერის, კომისიონერის ან ნებისმიერი სხვა დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტის მეშვეობით, იმ პირობით, რომ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული საქმიანობის ფარგლებში. 8. ის ფაქტი, რომ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია აკონტროლებს ან კონტროლირდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ, ან ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას ამ მეორე სახელმწიფოში (მუდმივი დაწესებულების ან სხვაგვარად), თავისთავად ერთ-ერთ ამ კომპანიას არ გადააქცევს მეორის მუდმივ დაწესებულებად.     მუხლი 6🔗. შემოსავლები უძრავი ქონებიდან 1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავლები მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან (სოფლისა და სატყეო მეურნეობიდან შემოსავლების ჩათვლით), შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. 2. ტერმინს „უძრავი ქონება“ უნდა ჰქონდეს ის მნიშვნელობა, რომელიც მას გააჩნია ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომელშიც მდებარეობს განსახილველი ქონება. ეს ტერმინი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეიცავდეს ქონებას, რომელსაც გააჩნია დამხმარე ხასიათი უძრავი ქონების მიმართ, პირუტყვს და მოწყობილობას, რომელიც გამოიყენება სოფლისა და სატყვეო მეურნეობაში, უფლებებს, რომელთა მიმართაც იყენებენ მიწის საკუთრებასთან დაკავშირებულ ზოგადი სამართლის დებულებებს, უძრავი ქონების უზუფრუქტს და უფლებას ცვალებად ან ფიქსირებულ გადასახადებზე, რომლებიც გადაიხდება როგორც კომპენსაცია მინერალური რესურსების, წყაროების და სხვა ბუნებრივი წიაღისეულის დამუშავებისათვის ან დამუშავების უფლებისათვის; საზღვაო და საჰაერო ხომალდები, საავტომობილო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებანი არ განიხილება როგორც უძრავი ქონება. 3. 1-ლი პუნქტის დებულებები გამოიყენება, შემოსავლებზე, რომლებიც მიიღება უძრავი ქონების პირდაპირ გამოყენებიდან, იჯარით გაცემიდან ან უძრავი ქონების ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენებიდან. 4. 1-ლი და მე-3 პუნქტების დებულებები გამოიყენება აგრეთვე, საწარმოს უძრავი ქონებიდან, რომელიც გამოიყენება დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გასაწევად.     მუხლი 7🔗. მოგება სამეწარმეო საქმიანობიდან 1. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მოგება დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწფოში, თუ ეს საწარმო არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. თუ საწარმო ამგვარად ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ამ მუდმივ დაწესებულებას. 2. მე-3 პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით, იმ შემთხვავაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, მაშინ თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლება მიეღო, თუ იგი იქნებოდა განკერძოებული საწარმო, იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებული იმავე ან ანალოგიურ პირობებში და იმოქმედებდა სრულიად დამოუკიდებლად იმ საწარმოსაგან, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც იგი წარმოადგენს. 3. მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას დასაშვებია იმ ხარჯების გამოქვითვა, რომლებიც გაწეულია ამ მუდმივი დაწესებულების მიზნებისათვის, მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, იმისგან დამოუკიდებლად, ეს ხარჯები გაწეულია იმ სახელმწიფოში, სადაც იმყოფება მუდმივი დაწესებულება, თუ მის ფარგლებს გარეთ. ეს დებულება გამოიყენება ადგილობრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვების თანახმად. 4. თუ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ჩვეულებრივ პრაქტიკას წარმოადგენს მუდმივი დაწესებულების კუთვნილი მოგების განსაზღვრა საწარმოს მოგების მთლიანი თანხის ამ საწარმოს სხვადასხვა ქვედანაყოფებს შორის პროპორციული განაწილების საფუძველზე, მაშინ მეორე პუნქტში არაფერი არ უკრძალავს ხელშემკვრელ სახელმწიფოს, განსაზღვროს დასაბეგრი მოგება ასეთი განაწილების მეშვეობით; ამასთან, განაწილების არჩეული მეთოდი უნდა იყოს იმგვარი, რომ შედეგი შეესაბამებოდეს ამ მუხლის პრინციპებს. 5. მუდმივ დაწესებულებას არ დაერიცხება არავითარი მოგება მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ მუდმივმა დაწესებულებამ შეიძინა საქონელი ან ნაკეთობანი საწარმოსათვის. 6. წინა პუნქტების მიზნებისათვის, მუდმივი დაწესებულების კუთვნილი მოგება ყოველწლიურად განისაზღვრება ერთი და იმავე მეთოდით, თუკი რაიმე დამაჯერებელი და საკმარისი მიზეზი არ იქნება მის საწინააღმდეგოდ. 7. იმ შემთხვევაში, როდესაც მოგება შეიცავს შემოსავლების ისეთ სახეებს, რომლებიც განხილულია ამ კონვენციის სხვა მუხლებში, იმ მუხლების დებულებებს არ შეეხება ამ მუხლის დებულებები.     მუხლი 8🔗. საერთაშორისო გადაზიდვები 1. საზღვაო ან საჰაერო ხომალდების, სარკინიგზო ან საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატაციიდან მიღებული მოგება დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც განთავსებულია საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ნახსენები მოგება არ მოიცავს მოგებას, რომელიც მიღებულია სასტუმროს ექსპლუატაციიდან ან სატრანსპორტო საქმიანობისაგან, რომელიც განსხვავდება საზღვაო, საჰაერო ხომალდების, სარკინიგზო ან საავტომობილო ტრანსპორტის ექსპლუატაციისაგან საერთაშორისო გადაზიდვებში. 3. თუ სანაოსნო საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი მდებარეობს გემბანზე, მაშინ ის ითვლება განლაგებულად იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს გემის ნავსაყუდელი, ან თუ არ არსებობს ამგვარი ნავსაყუდელი, მაშინ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს გემის მმართავი პირი. 4. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს სატრანსპორტო საწარმოს მიერ მიღებული მოგება საქონლის ან პროდუქციის გადასაზიდი კონტეინერების (ასეთი კონტეინერების გადასატანი ტრეილერებისა და სხვა მოწყობილობის ჩათვლით) გამოყენებიდან, შენახვიდან ან იჯარიდან, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამგვარი კონტეინერები გამოიყენება მეორე მხარის ტერიტორიაზე განლაგებულ პუნქტებს შორის საქონლის ან პროდუქციის გადასაზიდად. 5. 1-ლი პუნქტის დებულებები აგრეთვე გამოიყენება პულში, ერთობლივ საქმიანობაში ან საერთაშორისო საექსპლუატაციო სააგენტოში მონაწილეობის შედეგად მიღებული მოგების მიმართ.     მუხლი 9🔗. ასოცირებული საწარმოები 1. იმ შემთხვევაში, როდესაც a) ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, ან b) ერთი და იგივე პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს და მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში. და ორივე შემთხვევაში ამ ორ საწარმოს შორის კომერციულ და ფინანსურ ურთიერთდამოკიდებულებაში იქმნება ან მყარდება პირობები, განსხვავებული იმათგან, რომლებსაც ადგილი ექნებოდათ ორ დამოუკიდებელ საწარმოს შორის ურთიერთობისას, მაშინ ნებისმიერი მოგება, რომელიც შეიძლებოდა რომელიმე მათგანს დარიცხოდა, მაგრამ ამ პირობების არსებობის გამო მას არ დაერიცხა, შეიძლება ჩართულ იქნეს ამ საწარმოს მოგებაში და შესაბამისად დაიბეგროს გადასახადით. 2. იმ შემთხვავაში, როდესაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო ამ სახელმწიფოს საწარმოს მოგებაში რთავს და შესაბამისად ბეგრავს მოგებას, რომელთან მიმართებაში მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო დაიბეგრა ამ მეორე სახელმწიფოში, და ასეთი სახით ჩართული მოგება წარმოადგენს მოგებას, რომელიც შეიძლებოდა დარიცხოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს საწარმოს, თუკი ამ ორ საწარმოს შორის იქნებოდა იგივე ურთიერთობა, როგორც დამოუკიდებელ საწარმოებს შორის, მაშინ ეს მეორე სახელმწიფო მოახდენს მის მიერ ამ მოგებაზე დარიცხული გადასახადის შესაბამის კორექტირებას. ასეთი კორექტირების განსაზღვრისას სათანადო წესით იქნება გათვალისწინებული ამ კონვენციის სხვა დებულებებიც, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები აწარმოებენ კონსულტაციებს ერთმანეთთან.     მუხლი 10🔗. დივიდენდები 1. დივიდენდები, რომლებსაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია გადაუხდის მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს რეზიდენტს, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. 2. ამასთან, ასეთი დივიდენდები შეიძლება აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდის გადამხდელი კომპანია, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ მიმღები წარმოადგენს დივიდენდების ფაქტობრივ მფლობელს, მაშინ ასეთი სახით გადახდევინებული გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს დივიდენდების საერთო თანხის 8 პროცენტს. ეს პუნქტი არ შეეხება კომპანიის დაბეგვრას იმ მოგებასთან მიმართებით, რომლიდანაც გაიცემა დივიდენდები. 3. ამ მუხლში გამოყენებისას, ტერმინი „დივიდენდები“ ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან, „jouissance“ აქციებიდან ან „jouissance“ უფლებებიდან, სამთო-მოპოვებითი აქციებიდან, დამფუძნებლების აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, რომლებიც არ წარმოადგენენ სავალე მოთხოვნებს, იძლევიან მოგებაში მონაწილეობის უფლებას, აგრეთვე შემოსავალს სხვა კორპორაციული უფლებებიდან, რომლებიც ექვემდებარებიან ისეთივე საგადასახადო რეგულირებას, როგორსაც აქციებზე შემოსავალი, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მოგების გამანაწილებელი კომპანია. 4. 1-ლი და მე-2 პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ დივიდენდების ფაქტობრივი მფლობელი, როგორც ერთი ხელშემკვრელ სახელმწიფოს რეზიდენტი, ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტიც არის დივიდენდების გადამხდელი კომპანია, იქ არსებული მუდმივი დაწესაბულების მეშვეობით, ან ამ მეორე სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული ფიქსირებული ბაზიდან და ჰოლდინგი, რომლის მიმართაც გადაიხდება დივიდენდები, ნამდვილად განეკუთვნება ასეთ მუდმივ დაწესებულებას ან ფიქსირებულ ბაზას. ასეთ შემთხვევაში, ვითარებიდან გამომდინარე, გამოიყენება მე-7 და მე-15 მუხლების დებულებები. 5. იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია იღებს მოგებას ან შემოსავალს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ამ მეორე სახელმწიფოს შეუძლია მთლიანად გაათავისუფლოს აღნიშნული კომპანიის მიერ გაცემული დივიდენდები გადასახადისაგან, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ეს დივიდენდები გადაეხდება ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტს ან, თუ ჰოლდინგი, რომლის მიმართაც გადაიხდება დივიდენდები, ნამდვილად განეკუთვნება მეორე სახელმწიფოში მდებარე მუდმივ დაწესებულებას ან ფიქსირებულ ბაზას და არ შეუძლია დაბეგვრას დაუქვემდებაროს კომპანიის გაუნაწილებელი მოგება მაშინაც კი, თუ გაცემული დივიდენდები ან გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ამ მეორე სახელმწიფოში წარმოქმნილი მოგებიდან ან შემოსავლებიდან.     მუხლი 11🔗.  პროცენტი 1. ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. 2. ამასთან, ასეთი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს აგრეთვე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოიქმნება და, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ პროცენტის ფაქტობრივი მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ გადახდევინებული გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს პროცენტის მთლიანი თანხის 10%-ს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების მიუხედავად, მონაწილე სახელმწიფოში წარმოქმნილი პროცენტი გათავისუფლდება დაბეგვრისაგან ამ სახელმწიფოში, თუ გადაიხდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მთავრობის, მისი ეროვნული (ცენტრალური) ბანკის ან ამ მთავრობის იმ ნებისმიერი ბანკის ან დაწესებულების სავალე მოთხოვნაზე, რომლებიც უფლებამოსილი არიან განახორციელონ, გასცენ გარანტიით ან დააზღვიონ კრედიტები მეორე სახელმწიფოს მთავრობის სახელით. 4. ამ მუხლში გამოყენებული ტერმინი „პროცენტი“ ნიშნავს შემოსავალს ნებისმიერი სახის სავალე მოთხოვნიდან, იპოთეკური უზრუნველყოფისა და მევალის მოგებაში მონაწილეობის უფლების არსებობის მიუხედავად, კერძოდ, შემოსავალს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან და ობლიგაციებიდან ან სავალე მოთხოვნებიდან, ამ ფასიანი ქაღალდებიდან, ობლიგაციებიდან ან სავალე მოთხოვნებიდან მიღებული პრემიებისა და მოგებების ჩათვლით. ამ მუხლის მიზნებისათვის, ჯარიმები არათავისდროულ გადახდაზე არ განიხილება, როგორც პროცენტები. 5. 1-ლი და მე-2 პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც პროცენტის ფაქტობრივი მფლბელი, ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც წარმოიშობა პროცენტი, იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან ამ მეორე სახელმწიფოში ეწევა დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული მუდმივი ბაზის მეშვეობით და სავალე მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც გადაიხდება პროცენტი, ნამდვილად არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან ან ფიქსირებულ ბაზასთან, ამ შემთხვევაში, ვითარებიდან გამომდინარე, გამოიყენება მე-7 და მე-15 მუხლების დებულებები. 6. ითვლება, რომ პროცენტი წარმოიქმნება ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ გადამხდელი არის ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ პროცენტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, გააჩნია ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, რომელთან დაკავშირებითაც წარმოიქმნა დავალიანება, რომელზეც გადაიხდება პროცენტი, და ეს პროცენტი გადაიხდება ასეთი მუდმივი დაწესებულების ან ფიქსირებული ბაზის მიერ, მაშინ ითვლება, რომ ასეთი პროცენტი წარმოიქმნება იმ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა. 7. თუ გადამხდელსა და პროცენტის ფაქტობრივ მფლობელს შორის ან მათსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო წარმოქმნილ სავალე მოთხოვნაზე გადახდილი პროცენტი, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და პროცენტის ფაქტობრივ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახადის ნამეტი ნაწილი ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად ამ კონვენციის სხვა დებულებების გათვალისწინებით.     მუხლი 12🔗. როიალტი 1. ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი როიალტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. 2. ამასთან, ასეთი როიალტი შეიძლება დაიბეგროს ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც იგი წარმოიქმნება და ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ როიალტის ფაქტობრივი მფლობელი არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქე. ასეთ შემთხვევაში გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს როიალტის საერთო თანხის 5 პროცენტს. 3. ამ მუხლში გამოყენებისას ტერმინი „როიალტი“ ნიშნავს ნებისმიერი სახის გადახდებს, რომლებიც მიიღება ანაზღაურების სახით ლიტერატურული, ხელოვნების ან მეცნიერების ნებისმიერი ნაწარმოების, კომპიუტერული პროგრამების, კინემატოგრაფიული ფილმების და რადიო ან სატელევიზიო მაუწყებლობისათვის განკუთვნილი ფილმებისა და ჩანაწერების, მაუწყებლობისათვის განკუთვნილი ფილმებისა და ჩანაწერების, საზოგადოებისათვის სატელიტური, საკაბელო, ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ან მსგავსი ტექნოლოგიით გადაცემის, ნებისმიერი პატენტის, სავაჭრო მარკის, დიზაინის ან მოდელის, გეგმის, საიდუმლო ფორმულის ან პროცესის, ან ნებისმიერი სამრეწველო, კომერციული, ან სამეცნიერო აღჭურვილობის გამოყენების ან გამოყენების უფლების, ან სამრეწველო, კომერციული ან სამეცნიერო გამოცდილებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩათვლით გამოყენების ან გამოყენებაზე საავტორო უფლების მიცემისათვის. 4. 1-ლი და მე-2 პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ როიალტის ფაქტობრივი მფლობელი, როგორც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ახორციელებს კომერციულ საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიქმნება როიალტი, იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ან ეწევა ამ მეორე სახელმწიფოში დამოუკიდებელ პირად მომსახურებას, იქ არსებული ფიქსირებული ბაზის მეშვეობით, და უფლება ან ქონება, რომლის მიმართაც გადაიხდება როიალტი, ნამდვილად არის დაკავშირებული ამ მუდმივ დაწესებულებასთან ან ფიქსირებულ ბაზასთან. იმ შემთხვევაში, გარემოებათა შესაბამისად, გამოიყენება მე-7 ან მე-15 მუხლების დებულებები. 5. ითვლება, რომ როიალტი წარმოიქმნება ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ გადამხდელი არის ამ სახელმწიფოს მოქალაქე. თუ როიალტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, გააჩნია ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულება ან მუდმივი ბაზა, რომლებთან დაკავშირებითაც წარმოიქმნა დავალიანება, რომელზეც გადაიხდება როიალტი და ამ როიალტის გადახდის ხარჯებს ეწევა ასეთი მუდმივი დაწესებულება ან მუდმივი ბაზა, მაშინ ითვლება, რომ ასეთი როიალტი წარმოიქმნება იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება ან მუდმივი ბაზა. 6. თუ გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის ან მათ და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების გამო როიალტის თანხა, რომელიც დაკავშირებულია სარგებლობასთან, უფლებასთან და ინფორმაციასთან, რომელთა საფუძველზეც იგი გადაიხდება, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არ არსებობისას. მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახადის ნამეტი ნაწილი ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ კონვენციის სხვა დებულებების გათვალისწინებით.     მუხლი 13🔗. საკომისიო ანაზღაურება 1. საკომისიო ანაზღაურება, რომელიც წარმოიქმნება ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში და გადაიხდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისადმი, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. 2. ამასთან, ასეთი საკომისიო ანაზღაურება შეიძლება აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოიქმნება და ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ ამ საკომისიო ანაზღაურების ფაქტობრივი მფლობელი არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქე, ამგვარად დადგენილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს საკომისიო ანაზღაურების საერთო თანხის 5 პროცენტს. 3. ამ მუხლში გამოყენებისას ტერმინი „საკომისიო ანაზღაურება“ ნიშნავს ბროკერისადმი, გენერალური საკომისიო აგენტი ან ბროკერთან ან აგენტთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა პირისადმი განხორციელებულ გადახდას, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად; რომელშიც წარმოიქმნება ასეთი გადახდა. 4. 1-ლი და მე-2 პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ საკომისიო ანაზღაურების ფაქტობრივი მფლობელი, რომელიც არის ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც წარმოიქმნება საკომისიო ანაზღაურება იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ან ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებას ამ მეორე სახელმწიფო იქ განლაგებული ფიქსირებული ბაზიდან, და საქმიანობა, რომლის მიმართაც გადაიხდება საკომისიო ანაზღაურება ფაქტობრივად დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან ან ფიქსირებულ ბაზასთან. ასეთ შემთხვევაში, ვითარებისდა მიხედვით, გამოიყენება მე-7 ან მე-15 მუხლის დებულებები. 5. ითვლება, რომ საკომისიო ანაზღაურება წარმოიქმნება ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ გადამხდელი არის ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ საკომისიო ანაზღაურების გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, გააჩნია ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულება ან მუდმივი ბაზა, რომლებთან დაკავშირებითაც საქმიანობა, რომელზეც განხორციელდა გადახდა და ამ საკომისიო ანაზღაურებას ეწევა ასეთი მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, მაშინ ითვლება, რომ ასეთი საკომისიო ანაზღაურება წარმოიქმნება იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა. 6. თუ გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის ან მათ და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების გამო საკომისო ანაზღაურების თანხა, რომელიც დაკავშირებულია საქმიანობასთან, რომელთა საფუძველზეც იგი გადაიხდება, აჭარბებს თანხას, რაც შეთანმხებული იქნებოდა გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახადის ნამეტი ნაწილი ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ კონვენციის სხვა დებულებების გათვალისწინებით.     მუხლი 14🔗. კაპიტალზე ამონაგები 1. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონების გასხვისებიდან, როგორც ეს განსაზღვრულია მე-6 მუხლში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. 2. შემოსავლები მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც შეადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს ან შემოსავლები ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე ფიქსირებული ბაზის კუთვნილი მოძრავი ქონების გასხვისებიდან, ომელიც განკუთვნილია დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გასაწევად, ასეთი მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთობლივად) ან ასეთი ფიქსირებული ბაზის გასხვისებიდან მიღებული შემოსავლების ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. 3. შემოსავლები, რომლებიც მიიღება საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული საზღვაო ან საჰაერო ხომალდების, საავტომობილო ან სარკინიგზო ტრანსპორტის ან ასეთი საზღვაო ან საჰაერო ხომალდების, საავტომობილო ან სარკინიგზო ტრანსპორტის ან ასეთი საზღვაო ან საჰაერო ხომალდების, საავტომობილო ან სარკინიგზო ტრანსპორტის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებიდან, დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც განთავსებულია საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი. 4. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებულია აქციებთან ან კომპანიის სხვა კორპორაციულ უფლებებთან, რომელთა აქტივები მთლიანად ან ძირთიადად შედგება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებისაგან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. 5. შემოსავლები ნებისმიერი სხვა ქონების გასხვისებიდან; გარდა იმისა, რომელზეც ლაპარაკია 1-4 პუნქტებში, დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირი.     მუხლი 15🔗. დამოუკიდებელი პირადი მომსახურება 1. შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი პროფესიონალური მომსახურების გაწევის ან სხვა დამოუკიდებელი ხასიათის საქმიანობის შედეგად, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, იმ ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევების გამოკლებით, როცა ასეთი შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში: a) თუ აღნიშნული საქმიანობის განსახორციელებლად მას გააჩნია რეგულარულად გამოყენებადი მუდმივი ბაზა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში; ან b) თუ ის იმყოფება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში პერიოდით ან პერიოდებით, რომელიც ჯამში არ აღემატება 183 დღეს ნებისმიერ თორმეტთვიან პერიოდში, რომელიც იწყება ან მთავრდება მოცემულ კალენდარულ წელში; a) ან b) ქვეპუნქტებში განსაზღვრულ შემთხვევებში შემოსავლი შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, მაგრამ მისი მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც მიეკუთვნება ფიქსირებულ ბაზას ან მიიღება რეზიდენტის ამ მეორე სახელმწიფოში ყოფნის პერიოდში განხორციელებული საქმიანობისაგან. 2. ტერმინი „პროფესიონალური მომსახურება“ შეიცავს, კერძოდ, დამოუკიდებელ სამეცნიერო, ლიტერატურულ, სამსახიობო, საგანმანათლებლო ან პედაგოგიურ საქმიანობას, აგრეთვე ექიმების, იურისტების, ინჟინრების, არქიტექტორების, სტომატოლოგების და ბუღალტრების დამოუკიდებელ საქმიანობას.     მუხლი 16🔗. დამოუკიდებული ინდივიდუალური მომსახურება 1. მე-17, მე-19, მე-20, 21-ე და 22-ე მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ერთი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებული შრომით მიღებული ხელფასი და სხვა მსგავსი ანაზღაურებანი, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ დაქირავებული მუშაობა არ ხორციელდება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. თუ დაქირავებული მუშაობა ხორციელდება ასეთი სახით, ამგვარად მიღებული ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. 2. 1-ლი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოში განხორციელებული დაქირავებული მუშაობიდან მიღებული ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ პირველ სახელმწიფოში, თუ: a) მიმღები იმყოფება მეორე სახელმწიფოში პერიოდის ან პერიოდების განმავლობაში, რომელიც საერთო ჯამში არ აღემატება 183 დღეს ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება ან მთავრდება მოცემულ კალენდარულ წელში; b) ანაზღაურება გაიცემა დამქირავებლის მიერ ან დამქირავებლის სახელით, რომელიც არ წარმოადგენს ამ მეორე სახელმწრფოს რეზიდენტს; c) ანაზღაურების გაცემაზე ხარჯებს არ იღებს მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, რომლებიც დამქირავებელს გააჩნია ამ მეორე სახელმწიფოში. 3. ამ მუხლის წინა დებულების მიუხედავად, ანაზღაურება, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული საზღვაო ან საჰაერო ხომალდებზე, საავტომობილო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებზე განხორციელებულ დაქირავებულ მუშაობასთან დაკავშირებით, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.     მუხლი 17🔗.  დირექტორთა ჰონორარები დირექტორთა ჰონორარები და სხვა მსგავსი გადახდები, რომლებსაც მიიღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი როგორც მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.     მუხლი 18🔗. მსახიობები და სპორტსმენები 1. მე-15 და მე-16 მუხლების დებულებათა მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც მიიღებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი, როგორიც არის თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი ან მუსიკოსი, ან როგორც სპორტსმენი, მისი პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. 2. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც განახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი, დაერიცხება არა თვით ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს, არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი, ამ კონვენციის მე-7, მე-15 და მე-16 მუხლების დებულებების მიუხედავად, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის საქმიანობა. 3. 1-ლი და მე-2 პუნქტების დებულებები არ ეხება შემოსავალს, რომელსაც ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი მიიღებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული საქმიანობიდან, თუ ამ სახელმწიფოში ვიზიტი მთლიანად ან ძირითადად ფინანსირდება ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მათი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების საზოგადოებრივი ფონდებიდან. ასეთ შემთხვევაში შემოსავალი იბეგრება მხოლოდ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს აღნიშნული ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი.     მუხლი 19🔗. პენსიები და ანიუიტები 1. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით, პენსიები, ანიუიტები და სხვა მსგავსი ანაზღაურებანი, რომლებიც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს გადაეხდება წარსულში განხორციელებულ დაქირავებულ შრომასთან დაკავშირებით, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებების მიუხედავად, პენსიები და სხვა მსგავსი გადახდები, განხორციელებული ხელშემკვრელი სახელმწიფოს სოციალური დაცვის კანონმდებლობის თანახმად დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში. 3. ტერმინი „ანიუიტი“ ნიშნავს დადგენილ თანხას, რომელიც პერიოდულად გადაიხდება დადგენილ ვადებში სიცოცხლის ან დროის განსაზღვრულ ან დადგენილ პერიოდში იმ აღებული ვალდებულების საფუძველზე, რომ გადახდები განხორციელდება ფულადი ან სხვა სახით ადეკვატური და სრული კომპენსაციის მიზნით.     მუხლი 20🔗. სახელმწიფო სამსახური 1. a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს, ან მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ქვედანაყოფის მიერ ფიზიკური პირისათვის გადახდილი პენსიისაგან განსხვავებული ანაზღაურება, ამ სახელმწიფოსათვის, ხელისუფლებისათვის ან ქვედანაყოფისათვის გაწეული სამსახურისათვის, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში. b)ამასთან, ამგვარი ანაზღაურება იბეგრება მხოლდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ სამსახური ხორციელდება ამ სახელმწიფოში და ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს, რომელიც: (i)არის ამ სახელმწიფოს ნაციონალური პირი, ან (ii)არ გახდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტი მხოლოდ აღნიშნული სამსახურის გაწევის მიზნით 2. a) ხეშემკვრელი სახელმწიფოს, ან მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ, ან მათ მიერ შექმნილი ფონდებიდან ნებისმიერი ფიზიკური პირისათვის გადახდილი პენსია, ამ სახელმწიფოსათვის, ქვედანაყოფისათვის ან ხელისუფლებისათვის გაწეული სამსახურისათვის, შეიძლება დაიბეგროს მხოლოდ ამ სახელმწიფოში; b)ამასთან, ამგვარი პენსია იბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს და ნაციონალურ პირს. 3. მე-16, მე-17 და მე-19 მუხლების დებულებები გამოიყენება ანაზღაურებებისა და პენსიების მიმართ, რომელიც მიღებულია სამსახურისათვის ხელშემკვრელი სახელმწიფოს, ან მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით.     მუხლი 21🔗. სტუდენტები და სტაჟიორები 1. სტუდენტის, შეგირდის ან ბიზნეს, ტექნიკური, სასოფლო ან სატყეო მეურნეობის დარგის სტაჟიორის მიერ მიღებული ანაზღაურებანი, რომელიც ერთ ხეშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩამოსვლამდე იყო ან არის მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს რეზიდენტი და პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ და მხოლოდ სწავლის ან განათლების მიღების მიზნით, ხოლო ეს ანაზღაურებანი განკუთვნილია ცხოვრების, სწავლისა და განათლების მისაღებად. არ დაიბეგრება ამ სახელმწიფოში, თუ ანაზღაურების წყაროები ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მდებარეობს. ამ პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი გაგრძელდება მხოლოდ იმ პერიოდით, რომელიც არ აღემატება შვიდ თანამიმდევრულ წელს.     მუხლი 22🔗. პროფესორები და მეცნიერ–მუშაკები 1. ფიზიკური პირი, რომელიც მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩამოსვლამდე იყო ან არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც ნებისმიერი უნივერსიტეტის, კოლეჯის, სკოლის ან სხვა მსგავსი არაკომერციული სააგანმანათლებლო დაწესებულების მოწვევით, რომელიც აღიარებულია ამ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მთავრობის მიერ, იმყოფება ამ მეორე სახელმწიფოში პერიოდით,რმოელიც არ აღემატება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამგვარ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მხოლოდ სწავლების, კვლევის ან ორივეს განხორციელების მიზნით, მისი პირველი ჩამოსვლის თარიღიდან ორ წელიწადს. 2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის დებულებები არ იქნება გამოყენებული კვლევითი სამუშაოებიდან მიღებულ შემოსავალზე, თუ ასეთი სამუშაო ტარდება არა საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ პირის ან პირთა მიერ კერძო სარგებლის მიღების მიზნით.     მუხლი 23🔗.  სხვა შემოსავლები 1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავლების სახეები, რომლებიც არ არიან მოხსენებული ამ კონვენციის წინა მუხლებში, ექვემდებარებიან დაბეგვრას მხოლოდ ამ სახელმწიფოში. 2. ამასთან, ნებისმიერი ამგვარი შემოსავალი, მიღებული ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს წყაროებიდან, შეიძლება აგრეთვე დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. 3. 1-ლი პუნქტის დებულეები არ გამოიყენება სხვა შემოსავლების მიმართ, რომლებიც განსხვავებულია მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლებისაგან, თუ ამ შემოსავლების მიმღები წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, რომელიც სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან ამ მეორე სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურეობას იქ არსებული მუდმივი ბაზიდან და უფლება ან ქონება, რომლებთან დაკავშირებითაც მიღებულია შემოსავალი, ნამდვილად არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან ან მუდმივ ბაზასთან. ამ შემთხვევაში, გარემოებიდან გამომდინარე, გამოიყენება მე-7 ან მე-15 მუხლების დებულებები.     მუხლი 24🔗. კაპიტალი 1. უძრავი ქონებით წარმოდგენილი კაპიტალი, მოხსენიებული მე-6 მუხლში და რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის საკუთრებას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, შეიძლება დაიბეგროს იმ მეორე სახელმწიფოში. 2. მოძრავი ქონებით წარმოდგენილი კაპიტალი, რომელიც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ან წარმოდგენილია მუდმივ ბაზასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, რომელიც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს გააჩნია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის მიზნებისათვის, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. 3. კაპიტალი, რომელიც წარმოდგენილია საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოუატირებული საზღვაო ან საჰაერო ხომალდებით, საავტომობილო ან სარკინგიზო სატრანსპორტო საშუალებებით ან მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც იმყოფება საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი. 4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის კაპიტალის ყველა სხვა ელემენტი იბეგრება გადასახადით მხოლოდ ამ სახელმწიფოში.     მუხლი 25🔗. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება თუ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, რომლებიც ამ კონვენციის თანახმად შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, პირველად ხსენებული სახელმწიფო დაუშვებს: a) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ამ მეორე სახელმწიფოში მიღებულ შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია; b) ამ რეზიდენტის კაპიტალის გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ამ მეორე სახელმწიფოში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია. ეს გამოქვითვები, ნებისმიერ შემთხვავში, არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადის ნაწილს, რომელიც გამოთვლილია გამოქვითვის წარდენამდე და მიეკუთვნება შემოსავალსა და კაპიტალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში გარემოებიდან გამომდინარე.     მუხლი 26🔗. არადისკრიმინაცია 1. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალური პირები არ დაექვემდებარებიან მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განსხვავებულ ან უფრო მძიმე დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ვალდებულებას, ვიდრე დაბეგვრას და მასთან დაკავშირებულ ვალდებულებას, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ მეორე სახელმწიფოს ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ, რეზიდენციის თვალსაზრისით. 2. მუდმივი დაწესებუელბის დაბეგვრა, რომელიც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს გააჩნია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, არ უნდა იყოს ნაკლებად ხელსაყრელი ამ მეორე სახელმწიფოში, ვიდრე იმ საწარმოთა დაბეგვრა, რომლებიც ამგვარ საქმიანობას ახორციელებენ ამ მეორე სახელმწიფოში. ეს დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ავალდებულებს ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოს მიანიჭოს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებს რაიმე პირადი შეღავათები, გამოქვითვები და ფასდაკლებები დაბეგვრაში მათი სამოქალაქო სტატუსის ან ოჯახურ გარემოებათა საფუძველზე, რომლებსაც იგი ანიჭებს საკუთარ რეზიდენტებს. 3. იმ შემთხვევების გამოკვლებით, როდესაც გამოიყენება მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის, მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის ან მე-12 და მე-13 მუხლების მე-6 პუნქტის დებულებები, პროცენტი, როიალტი, საკომისიო ანაზღაურება და სხვა გადახდები, რომლებსაც აწარმოებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო მეორე სახელმწიფოს რეზიდენტზე, ასეთი საწარმოს დასაბეგრი მოგების განსაზღვრის მიზნებისათვის უნდა დაექვემდებარონ გამოქვითვებს იმავე პირობით, მათი გადახდა, რომ ხდებოდეს პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტისათვის. ანალოგიურად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს ნებისმიერი დავალიანება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს რეზიდენტისადმი, ამ საწარმოს დასაბეგრი ქონების განსაზღვრის მიზნებისათვის უნდა დაექვემდებაროს გამოქვითვებს იმავე პირობებით, როგორც პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტის დავალიანება. 4. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო, რომლის ქონება მთლიანად ან ნაწილობრივ ეკუთვნის მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს ერთ ან რამდენიმე რეზიდენტს ან მთლიანად ან ნაწილობრივ კონტროლირდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთი ან რამდენიმე რეზიდენტის მიერ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებაროს ნებისმიერ დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებებს, განსხვავებულს ან უფრო დამამძიმებელს, ვიდრე დაბეგვრა ან მასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რომლებსაც შეიძლება დაექვემდებაროს პირველად ხსენებული სახელმწიფოს სხვა მსგავსი საწარმოები. 5. ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ იმ გადასახადების მიმართ, რომლებსაც მოიცავს აღნიშნული კონვენცია.     მუხლი 27🔗. ურთიერთშესათანხმებელი პროცედურა 1. თუ პირი თვლის, რომ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედება იწვევს ან გამოიწვევს მის დაბეგვრას ამ კონვენციის დებულებათა შეუსაბამოდ, მას შეუძლია, ამ სახელმწიფოთა ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცვის საშუალებათა მიუხედავად, წარადგინოს თავისი საქმე განსახილველად იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებში, რომლის რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს ან, თუ მისი შემთხვევა ხვდება 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოქმედების ქვეშ, იმ სახელმწიფოში, რომლის ნაციონალურ პირსაც იგი წარმოადგენს. განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს სამი წლის განმავლობაში პირველი შეტყობინებიდან იმ მოქმედებათა შესახებ, რომლებიც იწვევენ გადასახადით დაბეგვრას კონვენციის დებულებათა შეუსაბამოდ. 2. კომპეტენტური ორგანო შეეცდება, თუ იგი განცხადებას დასაბუთებულად ჩათვლის, და თუ მას თვითონ არ შეუძლია მივიდეს დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტილებამდე, მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან ურთიერთშეთანხმებით გადაწყვიტოს საკითხი კონვენციასთან შეუსაბამო დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით. ნებისმიერი მიღწეული შეთანხმება უნდა შესრულდეს დროში რაიმე შეზღუდვების მიუხედავად, რომლებიც არსებობენ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კანონმდებლობაში. 3. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები შეეცდებიან ურთიერთშეთანმხებით გადაწყვიტონ ნებისმიერი სიძნელე ან გაუგებრობა, რომლებიც წარმოიშობა კონვენციის განმარტების ან გამოყენებისას. მათ შეუძლიათ აგრეთვე აწარმოონ ერთმანეთთან კონსულტაციები ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, კონვენციით გაუთვალისწინებელ შემთხვევებშიც. 4. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ დაამყარონ ერთმანეთთან პირდაპირი კონტაქტი წინა პუნქტების გათვალისწინებით შეთანხმების მიღწევის მიზნით. თუ შეთანხმების მიღწევის მიზნით მიზანშეწონილად ჩაითვლება აზრთა ზეპირი გაცვლა, ამგვარი გაცვლა შეიძლება განხორციელდეს ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებისაგან შემდგარი კომისიის მეშვეობით.     მუხლი 28🔗. ინფორმაციის გაცვლა 1. ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები ცვლიან იმ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ამ კონვენციის დებულებათა ან ამ კონვენციით გათვალისწინებულ გადასახადებთან დაკავშირებულ ხელშემკვრელი სახელმწიფოების შიდა კანონმდებლობის შესრულებისათვის იმ ზომით, ვიდრე შესაბამისი დაბეგვრა არ ეწინააღმდეგება კონვენციას. ინფორმაციის გაცვლა არ შემოიფარგლება 1-ლი მუხლით. ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება კონფიდენციალურად ისევე, როგორც ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და ეცნობება მხოლოდ იმ პირებს ან ორგანოებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომლებიც დაკავებულნი არიან გადასახადების შეფასებით ან აკრეფით, იძულებითი წესით ამოღებით ან სასამართლო დევნით, ან იმ აღნიშნულ გადასახადებთან დაკავშირებული აპელაციების განხილვით, რომლებზეც ვრცელდება კონვენცია. ასეთი პირები ან ორგანოები ამ ინფორმაციებს გამოიყენებენ მხოლოდ დასახელებული მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გახსნა სასამართლოს ღია სხდომის მსვლელობაში ან სასამართლო გადაწყვეტილებების მიღებისას. 2. არცერთ შემთხვევაში 1-ლი პუნქტის დებულებები არ იქნება განმარტებული, როგორც სავალდებულო რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის: a) გაატარონ ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამა თუ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობას ან ადმინისტრაციულ პრაქტიკას; b) მიაწოდონ ინფორმაცია, რომელიც არ შეიძლება მიღებულ იქნეს ამა თუ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკის მსვლელობისას; c) მიაწოდონ ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება გამოააშკარაოს რაიმე ბიზნეს, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიონალური საიდუმლოება, ან სავაჭრო პროცესი, ან ინფორმაცია, რომლის გამოაშკარავებაც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს პოლიტიკას (საზოგადოებრივ წესრიგს).     მუხლი 29🔗. დიპლომატიური მისიებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლები არაფერი ამ კონვენციაში არ მიაყენებს ზიანს დიპლომატიური მისიებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრმოელთა საგადსახადო პრივილეგიებს, რაც დადგენილია საერთაშორისო სამართლის საყოველთაო ნორმების ან სპეციალური შეთანხმებების საფუძველზე.     მუხლი 30🔗. ძალაში შესვლა თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფო დიპლომატიური არხების მეშვეობით წერილობით შეატყობინებს მეორეს კონვენციის ძალაში შესვლისათვის საჭირო მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შესახებ. კონვენცია ძალაში შევა ამ შეტყობინებებიდან უკანასკნელის მიღების თარიღიდან ოცდამეათე დღეს და გამოყენებული იქნება: a) წყაროსთან დაბეგრილი იმ შემოსავლების მიმართ, რომლებიც მიიღება პირველ იანვარს ან პირველი იანვრის შემდეგ კალენდარულ წელში, რომელშიც მოსდევს კონვენციის ძალაში შესვლის წელიწადს; და b) ისეთ მოგებაზე, შემოსავლებსა და კაპიტალზე სხვა გადასახადების მიმართ, რომლებიც მიიღება პირველ იანვარს ან პირველი იანვრის შემდეგ კალენდარულ წელში, რომელიც მოსდევს კონვენციის ძალაში შესვლის წელიწადს.     მუხლი 31🔗. მოქმედების შეწყვეტა ეს კონვენცია ძალაში რჩება მანამდე, ვიდრე ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ მოისურვებს მის შეწყვეტას. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია კონვენციის შეწყვეტა დიპლომატიური არხების საშუალებით დენონსაციის შესახებ შეტყობინების გადაცემის გზით, თუ დენონსირება ხდება ნებისმიერი იმ კალენდარული წლის გასვლამდე არაუგვიანეს ექვსი თვისა, რმოელიც მოსდევს კონვენციის ძალაში შესვლიდან ხუთწლიან პერიოდს. ასეთ შემთხვევაში კონვენცია წყვეტს მოქმედებას: (a) წყაროსთან დაბეგრილი შემოსავლების მიმართ, რომლებიც მიიღება პირველ იანვარს ან პირველი იანვრის შემდეგ კალენდარულ წელში, რომელიც მოსდევს შეტყობინების გადაცემის წელიწადს; და (b) ისეთ მოგებაზე, შემოსავლებსა და კაპიტალზე სხვა გადასახადების მიმართ, რომლებიც მიიღება პირველ იანვარს ან პირველი იანვრის შემდეგ კალენდარულ წელში, რომელიც მოსდევს შეტყობინების გადაცემის წელიწადს. რის დასტურადაც, სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა ხელი მოაწერეს ამ კონვენციას. შესრულებულია ორ პირად ქ. ბუქარესტში, 1997 წლის „ “ დეკემბერს ქართულ, რუმინულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა. განმარტებისას წარმოქმნილი უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) რუმინეთის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)