1. კომიტეტს შეუძლია, ერთხმივი განჩინებით,34-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი ინდივიდუალური საჩივარი:
ა. მიუღებლად ცნოს ან ამორიცხოს განსახილველ საქმეთა ნუსხიდან, თუ ამგვარი განჩინების მიღება შესაძლებელია საჩივრის შემდგომი შესწავლის გარეშე; ან
ბ. ცნოს საჩივარი მისაღებად და ამავე დროს გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმის არსებითი მხარის შესახებ, თუ საჩივარში დასმული საკითხები, რომლებიც კონვენციის ან მისი ოქმების განმარტებასა და გამოყენებას ეხება, სასამართლოს კარგად დადგენილი პრეცედენტის საგანია.
2. 1-ლი პუნქტის თანახმად გამოტანილი განჩინებები და გადაწყვეტილებები საბოლოოა.
3. თუ მოსამართლე, არჩეული იმ ხელშემკვრელი მხარისგან, რომელიც განსახილველ საქმეზე მხარეს წარმოადგენს, არ არის კომიტეტის წევრი, კომიტეტს შეუძლია, საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე მოიწვიოს ეს მოსამართლე, რომელიც კომიტეტის ერთ-ერთი წევრის ადგილს დაიკავებს. ეს გადაწყვეტილება მიიღება ყველა შესაბამისი ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის იმის მიხედვით, ეწინააღმდეგებოდა თუ არა მაღალი ხელშემკვრელი მხარე 1-ლი (ბ) პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის გამოყენება